თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ახალგაზრდა მართლმადიდებელთა გაერთიანება _ შეკითხვა მაქვს

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 1 2009, 12:07 PM

მოკლედ რისი თქმა მინდა,

სხვადასხვა საიტებზე სესვლისას ინტერენტი ხსნის ეგრედ წოდებულ ,,პოპაპ"-ებს, და იყრება ხოლმე პორნოგრაფიული საიტები, ერთხელ ისეთ ბიძურ საიტზეც არმოვჩნდი სადაც ბავშვებზე იყო ფოტოები...

ევროპის სხვადასხვა ქვეყნებში ეს მიმართულება მეტნაკლებად გარკვეული საკანონმდებლო ნორმებით რეგულირებულია...

ხომ არ შეიძლება ახალგაზრდა მართმადიდებელთა გაერთიანებამ თხოვნით მიმართოს საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შემდეგ სახელმწიფოსგან მოითხოვოს ადეკვატური ყურადრება... კარგი იქნებოდა თუ ევროპულ კანონმდებლობას გამოვიძიებდით ამ კუთხით და მაგალითისათვის მიმარტვაში ავსახავდით...

მესმის რომ ასე ამოცანა ვერ გადაიჭრება მაგრამ, ნაწილობრივ მაინც შეიცვლება სიტუაცია... ეჭვი მაქვს საპატრიარქო კრიტიკულად ვერ აღიქვავს ამ პრობლემას...


არასერიოზული ხალხი ნუ დაპოსტავთ

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 1 2009, 03:01 PM

neo

ციტატა
ეჭვი მაქვს საპატრიარქო კრიტიკულად ვერ აღიქვავს ამ პრობლემას...


ცხადია საპატრიარქო კრიტიკულად უყურებს ამ პრობლემას, ან კი როგორ შეიძლება ამას სხვანაირად შეხედო? უბრალოდ, ზოგადად ინტერნეტს და ვირტუალურ სივრცეს არასათანადო ყურადღება ექცევა, როგორც საპატრიარქოს, ასევე სახელმწიფოს მხრიდან, რაც 21 საუკუნეში აშკარა შეცდომაა. დღეს ჩვენი თაობები, პრაქტიკულად ინტერნეტში და კომპიუტერში შემძვრალები იზრდებიან. ეს განსაკუთრებით ქალაქში მცხოვრებ მოზარდებს ეხებათ, რომელთაც არ აქვს საშუალება, თავიანთი ენერგია ბუნებაში გახარჯონ. ეს არასწორია, არ შეიძლება ამხელა დოზებით კომპიუტერი, ყველაფერს აქვს თავისი ზომა-წონა. ამ ინტერნეტში კი ზღვა მასალა ყრია, დიახ ყრია, განსაკუთრებუთ ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რასაც არანაირი ყურადღება არ ექცევა. არის საიტები, სადაც მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები და პორნოგრაფია ერთად დევს. ბავშვი რომელიც თამაშის გადმოწერის მიზნით შედის იმ საიტზე, ის თვალს მოკრავს ისეთ სურათებს, რაც მისი ფსიქიკისათვის საზიანოა. განსაკუთრებით, როცა მშობლები ბავშვებს ყურადღებას არ აქცევენ, "იყოს ინტერნეტში, კომპიუტერს მაინც ისწავლისო და ქუჩაში არ იქნებაო"-ს პრინციპით და საკუთარ ოთახებში აქვთ მოზარდებს კომპიურეტი, არც ამას მივესალმები მე პირადად მოზარდის გარკვეულ ასაკამდე. ბავშვს ინტერესი აქვს და ამას ვერ შეცვლი, ყველა მოზარდი ცნობისმოყვარეა და ჩვენი, თითოეული ჩვენთაგანის და პირველ რიგში სახელმწიფოს ვალია, ცენზურა დააწესოს და გააკონტროლოს მეტ-ნაკლებად მაინც ქართული ინტერნეტ სივრცე.
ამიტომ, ჩემი პირადი აზრია, რომ არ უნდა არსებობდეს ე.წ. შერეული და ყველაფრის მომცველი ვიდეო საიტები. რომ მშობელმა იცოდეს, აი ეს საიტი ჩემი შვილისთვის არ შეიძლება და დავბლოკავო, ეხლა რას დაბლოკავ, ყველგან ყველაფერია.

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Jun 1 2009, 08:26 PM

- მოკლედ, ძალიან აქტუალური პრობლემაა,ორივეს ნეოსაც და ქეთისაც გეთანხმებით,ნამდვილად მოსაგვარებელია ეს პრობლემა,თანაც სასწრაფოდ. ნეო მადლობა რომ ეს პრობლემა წამოჭერი,იმიტომ რომ ამას წინათ ჩემი უფროსი გოგო იჯდა კომპიუტერთან და kids.ge ზე რომ გასაფერადებელი გვერდია იქ უყვარს ხოლმე ხატვა და რომ შევიდა ამ საიტზე,გადავიდა სულ სხვაგან ,ანუ ერთ-ერთ პორნო საიტზე,ბავშვს შეეშინდა და დაუძახა დედას და ბებიას,მე სახლში არ ვიყავი,და მერე იყო ერთი ამბავი და ახსნა -განმარტება,და რომ მითხრეს,მეც დიდ საგონებელში sad.gif ჩამაგდო ამ ამბავმა.
-მართლაც დიდი საშიშროების შემცველია ჩვენი შვილებისათვის ასეთი უკონტროლო ინტერნეტ სივრცე.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 1 2009, 09:39 PM

ეგ საკითხი ძალიან მკაცრად კონტროლდება ევროპულ ქვეყნებში, პოლიციაში არსებობს კიდეც სპეციალური ჯგუფი, რომელიც ამ საიტების დაბნელებაზე მუშაობს და ამ შემუშავებული აქვთ ბავშვების დასაცავი უამრავი პროგრამა.

ეგ საკითხი მისახედია და კანონმდებლობაც დასაძებნია.

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2009, 01:25 AM

ანუ პედოფილია მალაქია... biggrin.gif

არამგონია პოპაპები პედოფილურ საიტებს აგდებდნენ ქართული საიტებიდან, რადგან ამ სახის საიტების ფართო მოღვაწეობა უკვე წარსულს ჩაბარდა. უბრალოდ ბავშური სახის სრულწლოვნები იქნებოდნენ. თუ ესეთი საიტი არსებობს მაგას პატრიარქი ვერაფერს უშველის და არც არის საჭირო ამის საპატრაირქოში გადაწყევეტა, მარტივად გაუგზავნე მეილი გამოძიების ფედერალურ ბიუროს და ეგაა biggrin.gif

ა ბატონი: https://tips.fbi.gov მისწერე აქ და მაგათი საქმე დამთავრებული იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 2 2009, 01:28 AM

ციტატა
ხომ არ შეიძლება ახალგაზრდა მართმადიდებელთა გაერთიანებამ თხოვნით მიმართოს საპატრიარქოს, რომ საპატრიარქომ შემდეგ სახელმწიფოსგან მოითხოვოს ადეკვატური ყურადრება... კარგი იქნებოდა თუ ევროპულ კანონმდებლობას გამოვიძიებდით ამ კუთხით და მაგალითისათვის მიმარტვაში ავსახავდით...


ეჭვი მაქვს ბევრ სხვა რამესაც მიაყოლებს საპატრიარქო, მაგალითად მწვალებლურ საიტებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2009, 01:35 AM

ციტატა(მნათე @ Jun 2 2009, 01:28 AM) *

ეჭვი მაქვს ბევრ სხვა რამესაც მიაყოლებს საპატრიარქო, მაგალითად მწვალებლურ საიტებს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif


ოხოხო ეს ჩახუჭუჭება რომ არ გიყვარდეს, თუ მიაყოლებს ეგეც კარგი იქნება biggrin.gif მე პირადად საპატრიარქოს გადავცემდი მთელი ინტერნეტის გამგებლობას. არა, საპატრიარქოს კი არა დავით აღმაშენებლის სახელობის მრევლს თუ რაცაა. ინტერნეტის მთავარ "რუბელნიკთან" კი მ.შ.კ. თავშალიან ქალებს დავსვავდი და მერე ნახე შენ რამდენ მოზარდს ვიხსნიდი ერთი ადგილის წვალებისგან, რამდენად დაიწეოდა სისასტიკის დონე, რამდენად ერთფეროვანი გახდებოდა სამყარო და ა.შ. მეზარება ეხლა ჩამოთვლა biggrin.gif

ესეც ლოზუნგი: "Internet must be under o.p.u. (orthodox parents union) control"

ვინც ამას შეეწინააღმდეგება 10 გზის ანათემა. კუპრი და ლავა უკუნითი უკუნისამდე biggrin.gif

აბა გაბედოს ეხლა ვინმემ და შემეწინააღმდეგოს a075.gif

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 2 2009, 01:42 AM

ციტატა
მერე ნახე შენ რამდენ მოზარდს ვიხსნიდი ერთი ადგილის წვალებისგან


და როგორ გავზრდიდით მრუშობის დონეს biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif წაგვებილწებოდა ქალიშვილობის ინსტიტუტი, რექტორსაც დავაშინებდით! biggrin.gif

ავკრძალავდით ცინიზმს და ერთი სიტყვით, საინკვიზიციო კონგრეგაციაღა დაგვაკლდებოდა biggrin.gif

ერთი რომელიმე ფსიქოლოგის ანალიზი დადეთ, თუ როგორ მოქმედებს ფსიქიკაზე სექსუალური რეგრესულად biggrin.gif არა ნუ, რწმენა რომ კრძალავს კი, მაგრამ ეს ფსიქოლოგია და ექსტრამაგნალოგია რომ არ გამოვურიოთ ხომ არ შეგვიძლია biggrin.gif

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2009, 01:51 AM

მნათე

ახალგაზრდავ ცეცხლს ნუ ეთამაშებით, ანათემა არ გამომაყენებინოთ. მამა აგაპეას რაც ანათემა დავადე იმის მერე ვერაა სრულ ჭკუაზე (მართალია არც მანამდე გლეჯდა) ასე რომ გაითვალისწინეთ

არ იყო ადრე ინტერნეტი და არც მრუშობა იზრდებოდა და არც საკუთარ სხეულების განიავებას იწყებდა ერი.

ინკვიზიაციაო? როგორ ბედავ წმინდა ინკვიზიციაში ეჭვი შეიტანო?

ნუ მაიძულებთ რადიკალურ მეთოდებს მივმართო!!!

ასე რომ ჭკუას მოუხმეთ ჭკუასა biggrin.gif

ინტერნეტით მოქმედებს სატანა!!! სატანურია ეს ყველაფერი!!!

იხილეთ:

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 2 2009, 01:55 AM

death

ნუ ოფტოპიკობ, ფოტოები შესაბამის თემაში დადე!

ინტერნეტთან თავშალის გაკვრაც მოვითხოვოთ biggrin.gif იზოლაციონისტურ საზოგადოებას თუ კიდევ ეს უნდა, ეჰხ...

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2009, 02:07 AM

ციტატა(მნათე @ Jun 2 2009, 01:55 AM) *

death

ნუ ოფტოპიკობ, ფოტოები შესაბამის თემაში დადე!

ინტერნეტთან თავშალის გაკვრაც მოვითხოვოთ biggrin.gif იზოლაციონისტურ საზოგადოებას თუ კიდევ ეს უნდა, ეჰხ...


თავშალს ინტერნეტთან არ გაიკრავენ, რადგან ამის აუცილებლობა არ არსებობს

საზოგადოება იზილაციონისტური კი არა დამონებულია ხოლო ამ მონობიდან მისი გამოყვანა მარტო ეკლესიას შეუძლია, ამიტომ ყველაფერი უნდა დაემორჩილოს ეკლესიაში შექმნილ სპეციალურ ორგანოს, რომლიც იზრუნებას ადამიანთან განთავისუფლებისგან (მონობის). ეს ორგანო უნდა დაემორჩილოს უნივერსალური ეკლესიის მეთაურს, რომის პაპს. არ დაიწყოთ ეხლა პაპი პირველი არაა და ა.შ. ეკლესიას უნდა ჰყავდეს თავისი პრიმუსი!

ვინც რომის პაპს არ აღიარებს უნივერსალური ეკლესიის მეთაურად:

ანათემა!

მოკლედ, მოვითხოვ წმინდა ინკვიზიციის დაწყებას mad.gif

ყველა მოწინააღმდეგეს სასტიკად გავუსწორდებით. პირდაპირ ესე:

http://www.radikal.ru

ციხეებში ლოლიავს არ დავუწყებთ ეხლა მაგათ.

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2009, 03:43 AM

საწყალი თემა biggrin.gif

არადა თემის ავტორს მართლა სერიოზული საკითხი ქონდა დაყენებული smile.gif მაგალითად ეს:

ციტატა
განსაკუთრებით ქართულ ინტერნეტ სივრცეში, რასაც არანაირი ყურადღება არ ექცევა. არის საიტები, სადაც მულტფილმები, კომპიუტერული თამაშები და პორნოგრაფია ერთად დევს. ბავშვი რომელიც თამაშის გადმოწერის მიზნით შედის იმ საიტზე, ის თვალს მოკრავს ისეთ სურათებს, რაც მისი ფსიქიკისათვის საზიანოა


ეს უნდა აიკრძალოს...

პოსტის ავტორი: death თარიღი: Jun 2 2009, 03:49 AM

ციტატა(KAIROS @ Jun 2 2009, 03:43 AM) *


ეს უნდა აიკრძალოს...


მაგას ვერ აკრძალავ, რადგან მაშინ ყველა საიტი უნდა აკრძალო, სადაც არალიცენზირებული ვიდეო, აუდიო, წიგნები და ა.შ დევს. რომც აკრძალო მაინც არაფერი ეშველება, რადგან ხალხი უკვე უცხოურ ვარეზ საიტებზე გადავა, რასაც ხელს შეუწყობს ახლად შემოსული ევროპული ინტერნეტი, სადაც სიჩქარე გლობალზე თითქმის იგივეა, რაც ლოკალზე. მოკლედ სანამ ზოგადად ინტერნეტში კონტროლზე არ მოხდება გარკვეული შეთანხმების მიღება მანამდე ეგ მეთოდები სისულელეა.

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 2 2009, 04:08 AM

ციტატა
ეს უნდა აიკრძალოს...


აი ამ ფორუმზე ის გამაგონა, რა უნდა დაიშვას და მერე თუ გინდათ ხარაზამ ამიგოს წესი! laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Jun 2 2009, 04:51 AM

ხოხ, რა პოპულარული რამ დამიწერია biggrin.gif

ციტატა
რა უნდა დაიშვას

ის რომ ადამიანმა მიიღოს თავდაცვა და თავისუფლება smile.gif

აკრძალვის რაღაც ტექნიკური პრობლემები, არ განაპირობებს იმას რომ საზოგადოებამ ხმა არ ამოიღოს, დამიჯერეთ, ნამდვილად დიდი სანაგვეა ქართული საიტები, აზიური და რუსულები თუ გაეჯიბრებიან...

სარკაზმი იქით და პრობლემა იმდენად უნდა მოგვარდეს, რამდენადაც შესაძლებელია, აკეთებს კი რომელიმე სამსახური მავნე საიტების დაბნელებას?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Jun 2 2009, 09:39 AM

ჯერჯერობით ამ საქმეს არაფერი ეშველება (სამწუხაროდ!)

იმიტომ, რომ იმხელა განუკითხაობაა ინტერნეტში ყოველი მიმართულებით, მარტო ერთ საქმეს ვერ გამოასწორებს ვერვინ.

თუმცა, დრომ მოიტანა უკვე და აწი საჭიროა კომპლექსური ფიქრი დაიწყოს ამ მიმართულებით.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jun 2 2009, 10:37 AM

ციტატა
არასერიოზული ხალხი ნუ დაპოსტავთ


პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jun 2 2009, 02:03 PM

ციტატა
სარკაზმი იქით და პრობლემა იმდენად უნდა მოგვარდეს, რამდენადაც შესაძლებელია, აკეთებს კი რომელიმე სამსახური მავნე საიტების დაბნელებას?


რამდენადაც ვიცი სკოლებში გარკვეული თავდაცვის სისტემაა პორნოგრაფიაზე, მაგრამ კანონმდებლობა როგორც წესი ამას ვერ არეგულირებს.

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 2 2009, 05:09 PM

როცა ქვეყანა დალაგდება, უნდა შეიქმნას დახვეწილი საკანონმდებლო ბაზა, რომელიც დაარეგულირებს ამ სფეროს. რათქმაუნდა შესაბამისი აღმასრულებელი სტრუქტურაც შეიქმნება. მანამდე კი, ბავშვი მარტო არ უნდა დავტოვოთ ინტერნეტ-თან, სანამ გაიზრდება და სწორი არჩევანის გაკეთების საშუალეა ექნება.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Jun 3 2009, 07:37 AM

მოდერატორს ვთხოვ არასერიოზული ხალხის პოსტები წაშალოს

მე ძალიან კონკრეტული კიტხვა დავსვი და იქნებ გაერთიანების ხელმძღვანელობიდან ვინმე გამომეხმაუროს

პოსტის ავტორი: IkaMac თარიღი: Jun 23 2009, 01:15 AM

ბრაუზერებს აქვს პოპაპების დასაბლოკი და შეგიძლია გამოიყენო smile.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)