IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია., ანუ რამდენი წლისაა ადამიანი და ფორმირდა თუ არა იგი მაიმუნისგან?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
რამდენი წლისაა და როგორ ფორმირდა ადამიანი?
7000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 19 ] ** [26.76%]
200.000 წლისაა. ფორმირდა დამოუკიდებლად, პირდაპირი გზით, არაფრისგან, ბუნებასთან ფიზიკურ-ბიოლოგიური კავშირის გარეშე. [ 9 ] ** [12.68%]
200.000 წლისაა. ფორმირდა მაიმუნისგან, რამოდენიმე მილიონწლიანი გენეტიკური ცვლილების და განვითარების შედეგად. [ 11 ] ** [15.49%]
არ ვიცი. [ 32 ] ** [45.07%]
სულ ხმები:: 71
სტუმრებისთვის ხმის მიცემა აკრძალულია 
გიორგი
პოსტი Jul 19 2009, 10:14 PM
პოსტი #1


მეცნიერი & ხელოვანი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,905
რეგისტრ.: 18-November 06
წევრი № 491



ბიოლოგიაში, ევოლუცია ეწოდება ორგანიზმთა ამა თუ იმ პოპულაციის გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას ერთი თაობიდან მომდევნო თაობამდე.

მოსაზრება, რომ ცოცხალი სამყარო და მასში შემავალი ყველა სახეობა განვითარდა ერთმანეთისგან გამომდინარე გარდაქმნის ანუ ტრანსმუტაციის გზით, წარმოიშვა ჯერ კიდევ ძვ. წ. აღ. VI საუკუნეში ანუ 2600 წლის წინათ. ეს აზრი პირველად გამოთქვა ბერძენმა ფილოსოფოსმა ანაქსიმანდრემ. ცხადია უძველეს დროში არ არსებობდა ბიოლოგიის, გენეტიკის ან თუნდაც ფიზიკის ცოდნა და მისგან გამომდინარე დათარიღების მეთოდები, მაგრამ ამგვარი მოსაზრება გაჩნდა ელემენტარული ლოგიკის შედეგად: ყველა ცოცხალი ორგანიზმი მეტ-ნაკლებად, ფიზიკურად წააგავს ერთმანეთს, მათ შორის ადამიანიც. ადამიანი განსაკუთრებით კი გავს მაიმუნს, მაგრამ შეიძლება ითქვას, რომ ის პრინციპულად გავს ყველა ძუძუმწოვარს, რადგან გააჩნია პრაქტიკულად იგივე ორგანოები (ორი თვალი, ორი ყური, ერთი ცხვირი, ოთხი კიდური და ასევე იდენტური შინაგანი ორგანოები, სტრუქტურულად 90% იდენტურია).

ანაქსიმანდრეს შემდეგ მრავალი სხვადასხვა სწავლული თუ ფილოსოფოსი ეთანხმებოდა ამ მოსაზრებას ანუ ევოლუციის თეორიას, რომ ცოცხალი სამყაროს ყველა სახეობა ფორმირდა ევოლუციის შედეგად, რომლის ერთ-ერთ ბოლო საფეხურზე (ამ მომენტისთვის) ადამიანი ფორმირდა მაიმუნისგან. ცხადია იმ დროისათვის ეს ზედაპირულ ლოგიკას ემყარებოდა მხოლოდ, რომ ცხოველები ფუნქციურად წააგავენ ერთმანეთსაც და ადამიანსაც.

შემდეგ დროთა განმავლობაში ამ იდეამ საფუძველი გაიმყარა და მისი საკმაოდ სერიოზული მიმდევრები იყვნენ ჩარლზ დარვინი და ჟან-ბატისტ ლამარკი. კვლევები ამ მიმართულებით ახალ ფაზაში მხოლოდ XX საუკუნეში შევიდა, როდესაც ოსვალდ ეივრიმ დაამტკიცა, რომ დნმ (დეზოქსირიბონუკლეინის მჟავა) არის გენეტიკური ინფორმაციის მატარებელი და შესაბამისად დაკვირვებადია. ამის შემდეგ წინა პლანზე გადმოვიდა მოლეკულური ბიოლოგია. საბოლოოდ კი ჩამოყალიბდა ევოლუციური ბიოლოგია, რომელიც მიიჩნევს, რომ ყველა ცოცხალ არებას/სახეობას საერთო წინაპარი - პირველი სიცოცხლე ჰყავდა.

თანამედროვე ევოლუციური ბიოლოგია დასაშვებად მიიჩნევს გენეტიკური ინფორმაციის ცვლილებას დროთა განმავლობაში. (იცვლება ნუკლეოტიდთა მიმდევრობა და შესაბამისად კოდირებული ინფორმაცია)

თანდათანობით ნათელი ხდება, რომ ერთი სახეობისგან სრულიად შესაძლებელია მეორე სახეობის წარმოშობა. ბევრი მეცნიერი იზიარებს ქრომოზომების რაოდენობის შეცვლის შესაძლებლობასაც.

....მაგრამ მოდით და ცოტა ხანი თავი დავანებოთ მიკრობიოლოგიას და ამ საქმეში გასათვითცნობიერებლად მივმართოთ სხვა დისციპლინებსაც, რომ უფრო ნათელი სურათი წარმოვიდგინოთ.

დედამიწა შეიქმნა 4.54 მილიარდი წლის წინათ. ამას ამტკიცებს გაცილებით ზუსტი მეცნიერებები ვიდრე ბიოლოგიაა. დედამიწაზე სიცოცხლე შეიქმნა 3.8 მილიარდი წლის წინ. ვისთვისაც ეს რიცხვები მარტო სახელები არ არის და რეალურად გააჩნია იმის შეგრძნება რას ნიშნავს "სამი ათას რვაასჯერ მილიონი" (ანუ 3.8 მლრდ) წელიწადი, მაშინ როდესაც უძველესი ეგვიპტე მხოლოდ "ახლახანს", ოთხი ათასი წლის წინ არსებობდა, ის თავისთავად და ლოგიკურად მივა იმ დასკვნამდე რომ მართლაც მოხდა ევოლუცია. უბრალოდ სხვაგვარად წარმოუდგენელია, რომ დედამიწაზე რამოდენიმე მილიარდი წლის განმავლობაში, უცვლელი და სტატიკური სიცოცხლე იყო და სრულიად უცვლელად დაიბადა, ბუდე აიშენა, იცოცხლა და დაიღუპა ცოცხალი ორგანიზმების ტრილიონობით თაობა... და რომ ღმერთი, ევოლუციის გვერდის ავლით, ყოველგვარი ბიოლოგიური ცვლილებების გარეშე, შიგადაშიგ (პირობითად ვთქვათ ყოველ 300 მილიონ წელიწადში ერთხელ), ამ 3.8 მილიარდი წლის განმავლობაში, დედამიწაზე მოავლენდა/გააჩენდა რაღაც ახალ-ახალ ცხოველთა, ფრინველთა თუ მცენარეთა სახეობებს მზა მდგომარეობაში, რომლისგანაც არაფერი სხვა აღარ წარმოიშობდა და შესაბამისად ისინი იცხოვრებდნენ და გადაშენდებოდნენ, რაღაც უზარმაზარი დროის შუალედების, ასეულობით მილიონი წლის შემდეგ და ასევე პერიოდულად დედამიწაზე გაჩდებოდნენ მზა, ახალი სახეობები, რაღაც "პირდაპირი" გზებით.

ამიტომ არის, რომ "კრეაციონისტები" ებღაუჭებიან სამყაროს და დედამიწის სულ რაღაც ვითომ 7 ათას წლიან ასაკს. მიუხედავად იმისა, რომ კოსმოლოგიას არანაირი პირდაპირი კავშირი არა აქვს ბიოლოგიასთან და ევოლუციასთან, მისი მოშველიებით კიდევ უფრო უმყარდება საფუძველი ევოლუციის თეორიას, რადგან თავი რომ დავანებოთ ბიოლოგიურ კვლევებს და მის შედეგებს, პირდაპირ, ლოგიკურად და ეფექტურად არის მორგებული, დედამიწის რამოდენიმე მილიარდწლიანი ასაკი ევოლუციის უზარმაზარ და წარმოუდგენლად ხანგრძლივ პროცესთან.

ამის და მიუხედავად მაინც არ ტყდება ადამიანთა გარკვეული კატეგორია და ვინაიდან სხვა გზას აღარ უტოვებს კოსმოლოგიის და ფიზიკის სიზუსტე, აცხადებს, რომ მართალია რომ სამყარო 13,7 მილიარდი წლისაა, მართალია რომ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა, შესაბამისად მოხდა ევოლუციაც, ცოცხალი სახეობები ერთმანეთის გარდაქმნის გზით ფორმირდნენ და სიცოცხლე ამ გზით განვითარდა და მოვიდა დღემდე, მაგრამ ადამიანი არ წარმოშობილა მაიმუნისგანო და ადამიანი არის 7 ათასი წლისო.

ეს არის ტოტალური აბსურდი. აბსოლუტური ულოგიკობა და არათანმიმდევრულობა. ამას ჯობია ისევ "კრეაციონისტული" მიდგომა და იმის მტკიცება (მართალია სრული მარაზმია, მაგრამ თანმიმდევრული მაინც არის) რომ სამყაროც და დედამიწაც 7 ათასი წლის არის.

ახლა დროებით თავი დავანებოთ ბიოლოგიასაც, კოსმოლოგიასაც, თეორიებსაც და პირდაპირ განვიხილოთ რა არის აღმოჩენილი და რა ნივთმტკიცებულება გვიჭირავს ხელში. აქვე დავუმატებდი, რომ თავის ქალის ან სხვა ძვლების, ნაშთების, სხვადასხვა სამუშაო იარაღების, ხელოვნების ნიმუშების და ა.შ. დათარიღება არის ძალიან კომპლექსური, მრავალმხრივ მეთოდებს ეფუძნება, დაწყებული ნახშირბადიდან, გაგრძელებული გეოლოგიურ-შრეობრივი დათარიღება, ატომური მეთოდი - რადიოაქტიური ნივთიერებების ნახევრად დაშლის და ა.შ. გენეტიკური კოდი იმ დონეზეა გაშიფრული, რომ დნმ-ის ანალიზით შესაძლებელია შესაბამისი ძვლის, ნაშთის მქონე არსების მთლიანი მოცულობითი რეკონსტრუქცია.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ ადამიანი არსებობდა 200.000 წლის წინ.

პირდაპირი ნივთმტკიცებულებები გვაქვს, რომ 400.000, 500.000, 600.000, 700.000, 1.000.000, 1.500.000, 1.800.000 წლის წინ არსებობდნენ რაღაც არსებები, რომლებიც ფიზიკური აღნაგობით წააგავდნენ, როგორც ადამიანს ისე სხვადასხვა ჯიშის მაიმუნებს და თანაც, რაც უფრო ახალია შესაბამისი არსების თავის ქალა, ის უფრო ახლოს დგას ადამიანთან და რაც უფრო ძველია მით უფრო ახლოს დგას მაიმუნთან.

ფოტოსურათი01: ”ლომის ქანდაკება” ასაკი: 32.000 წელი (დაახლოებით 5-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი02: ”ცხენის გამოსახულება” ასაკი: 16.000 წელი (დაახლოებით 2-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი03: ”ქალის ქანდაკება” ასაკი: 28.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი04: ”სალამური” ასაკი: 50.000 წელი (დაახლოებით 7-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი05: ”შრომის იარაღი” ასაკი: 30.000 წელი (დაახლოებით 4-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

აი, უამრავი ფაქტი იმისა, რომ ადამიანი ქმნიდა შრომის იარაღებს, კულტურის ნიმუშებს და ა.შ. ათეულობით ათასი წლის წინათ. არავითარი 7,000... სისულელეა ეს...

ფოტოსურათი06: ”ჰომოსაპიენსი, თავის ქალა” ასაკი: 90.000 წელი (დაახლოებით 13-ჯერ მეტი 7.000-ზე)

IPB-ს სურათი

თავის ქალა ზუსტად იდენტურია თანამედროვე ადამიანის. იგი ეკუთვნის გონიერ ადამიანს.

ფოტოსურათი07: ”თანამედროვე ორანგუტანი (მაიმუნი), თავი ქალა” ასაკი: თანამედროვე

IPB-ს სურათი

ფოტოსურათი08: ”ჰომოერექტუსის, თავის ქალა” ასაკი: 1.800.000 წელი

IPB-ს სურათი

აი, ეს უკვე ევოლუციის თვალსაჩინოებაა. ძალიან მკაფიოდ ჩანს, რომ 1.800.000 წლის თავის ქალა, რომელიც ეკუთვნის არსებას, რომელსაც ”ჰომოერექტუსი” (იგულისხმება ორ ფეხზე მდგარი) ეწოდება და არის რაღაც შუალედური ფორმის თანამედროვე ადამიანსა (იგივე ჰომოსაპიენსი) და ორანგუტანის მაიმუნს შორის. ჰომოერექტუსს რაღაცნაირი წინ წამოწეული კბილები აქვს, მაგრამ მთლად ორანგუტანის ნაირი - არა, მაღლა ამოწეული თვალის ფოსოები და ა.შ. ისედაც კარგად ჩანს ყველაფერი.

ასე რომ რაც უფრო მეტი დრო გადის სულ უფრო და უფრო მეტი მტკიცებულებები ჩნდება ევოლუციის და ამიტომ ნუ მივეცემით ფსევდომეცნიერებებს, ნუ გადავყრით (ვერც გადავყრით რომ გვინდოდეს) ამდენ ფაქტს წყალში, ნუ დავხუჭავთ თვალს სიმართლეზე, ნუ მოვატყუებთ პირველ რიგში საკუთარ თავს და მერე სხვასაც.


ისე, მე მინდა რომ სამყაროს, ადამიანსაც, ფართომეცნიერულ დიაპაზონში შეხედოთ. ნუ ჩაიციკლებით მაინცდამაინც მარტო ბიოლოგიაში ანდა პალეონტოლოგიაში. მეცნიერების ყველა დისციპლინის მიღწევას გადახედეთ, დაალაგეთ ერთად, დააკავშირეთ ლოგიკურად და თავისთავად გამოჩნდება რომ ევოლუციის თეორია მართალია.

გახედეთ, გალაქტიკების გროვას, რომელიც 10 მილიარდი სინათლის წლის მანძილზეა დედამიწიდან ანუ სინათლე 10 მილიარდი წელი (2-ჯერ მეტი დედამიწის ასაკზე) მოგზაურობდა კოსმოსში სანამ დედამიწამდე მოვიდოდა, იმას ვხედავთ ზუსტად ისეთს, როგორიც 10 მილიარდი წლის წინ იყო და ეს სინათლე მაშინ გამოსხივდა ამ ობიექტიდან, როდესაც დედამიწა ჯერ კიდევ არ იყო შექმნილი.

IPB-ს სურათი

და ამის შემდეგ, როგორ უნდა გეგონოს, რომ სამყარო 7,000 წლის არის...? სასაცილოა ეს სატირალი რომ იყოს...
ჰოდა თუ დედამიწა 4,54 მილიარდი წლისაა და აქედან 3,7 მილიარდი წელია სიცოცხე არსებობს მასზე, როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი ევოლუციის გარეშე, თუ რეალური შეგრძნება გავთ ამ რიცხვების და პერიოდის ხანგრძლივობის?

და მაინც, თუ არ გჯერათ ევოლუციის, რა ალტერნატივა არსებობს სხვა? როგორ და რა მექანიზმებით წარმოგიდგენიათ ცოცხალი სამყაროს და ბოლოს ადამიანის შექმნა?

ე.ი. რა გამოდის? ვაღიარებთ, რომ დედამიწა 5 მილიარდი წლისაა, ვაღიარებთ რომ შეიქმნა გაზ-მტვეროვანი ნისლეულის ბრუნვით და გაციებით (პრინციპში ვარსკვლავთა სხვა სისტემები ამ წამსაც წარმოშობის პროცესში არიან ანალოგიური გზით და ეს კარგად ჩანს ელექტრონული ტელესკოპის ფოტოგრაფიებში) და მერე უცბად ამ გრავიტაციული და თერმული პროცესებით მიღებულ დედამიწაზე უცბად გაჩნდნენ თევზები, მერე იყვნენ ეს თევზები და არაფერი არ ხდებოდა ასე 300-400 მილიონი წელი (2000-ჯერ უფრო ხანგრძლივი პერიოდი ვიდრე ჰომოსაპიენსი არსებობს), მერე უცბად ახალი ტალღა მზა გაჩენების და უცბად ფრინველები გაჩდნენ უამრავი რაოდენობით, ერთდროულად და უცვლელად, მერე მილიონობით თაობა დაიბადა და მოკვდა და ასე სადღაც მილიარდი წლის მერე უცბად გაჩდნენ ძუძუმწოვრები, ყველა ერთად და უცვლელად, მზა მდგომარეობაში თუ როგორ? როგორ წარმოგიდგენიათ ეს ყველაფერი? რა მექანიზმებით? რა პროცესებით? ანდა თუ ასე ერთბაშად ჩნდებოდა ერთდროულად ძუძუმწოვრების ათასობით სახეობა (რაც გაცილებით რთული სტრუქტურაა ვიდრე ვარსკვლევების წყალბად-ჰელიუმის თერმობირთვული სფეროები) მაშინ რატომ იქმნება ასე თანდათანობით და ნელ-ნელა ვარსკვლავთა სისტემები? ხომ უნდა მოვახდინოთ არა ამ ყველაფრის უნიკალური უნიფიკაცია?

ბიბლიაში წერია, რომ ადამიანი თიხის/ტალახის მოზელით შეიქმნა. მართლა ბუკვალურად გესმით ეს ყველაფერი? თუ კი მაშინ მიპასუხეთ რომელი ხელებით მოზილა ღმერთმა ის თიხა, სად ჰქონდა ძველ აღთქმაში ღმერთს ფიზიკური ხელები და არტომ არაფერი არსად წერია ამის შესახებ? და თუ ბუკვალურად არ გესმით ეს ყველაფერი მაშინ რა ცვლის თიხას, რა მექანიზმს მოიაზრებთ თიხის უკან? როგორ წარმოგიდგენიათ ყველაფერი?


--------------------
My Favourites:

Dinamo Tbilisi & Real Madrid, as Football Clubs.
Georgia & Italy, as National Teams.
Katie Melua, as a Musician.
Stephen Hawking, as a Scientist.
'Contact' (1997), as a Film.
'Don Quixote', as a Novel.
Miguel de Cervantes, as a Writer.
Ayrton Senna, as F1 Racing Driver.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
გიორგი   ცოცხალი სამყაროს ევოლუციის თეორია.   Jul 19 2009, 10:14 PM
afxazi   კანუდოსელი არა ცხ...   Jul 21 2009, 01:38 PM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 ამ სურათზე დაწ...   Jul 21 2009, 01:39 PM
damiane80   damiane80 ამ სურათზე დაწ...   Jul 21 2009, 01:51 PM
კანონისტი   CONSCIENTIOUSNESS მანდ აკლია Hom...   Jul 21 2009, 01:48 PM
CONSCIENTIOUSNESS   კანონისტი მართალი ...   Jul 21 2009, 01:49 PM
damiane80   კანონისტი მართალი...   Jul 21 2009, 01:55 PM
გიორგი   damiane80 ეს უკვე მზა უჯრ...   Jul 21 2009, 01:53 PM
afxazi   ისე ერთი რამე მაინ...   Jul 21 2009, 01:57 PM
კანონისტი   damiane80 მე არაფერს არ ვ...   Jul 21 2009, 01:58 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი და ვინ...   Jul 21 2009, 01:58 PM
გიორგი   damiane80 აქ გინდა შეისწ...   Jul 21 2009, 02:05 PM
damiane80   გიორგი ეგ იმას ჰგ...   Jul 21 2009, 02:46 PM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 :D :D :D ევოლუცია ძ...   Jul 21 2009, 02:07 PM
კანუდოსელი   სრული ამონარიდი რა...   Jul 21 2009, 02:08 PM
damiane80   სრული ამონარიდი რ...   Jul 21 2009, 02:16 PM
კანუდოსელი   შენი პოსტები ყველ...   Jul 21 2009, 02:45 PM
Ligia   სრული ამონარიდი რ...   Jul 21 2009, 02:16 PM
damiane80   :D :D :D :D, მაშინ მაიმუნ...   Jul 21 2009, 02:13 PM
CONSCIENTIOUSNESS   გიორგი damiane80 ვინ თქ...   Jul 21 2009, 02:13 PM
გიორგი   damiane80 და ხომ წერია ზე...   Jul 21 2009, 02:15 PM
damiane80   damiane80 და ხომ წერია ზ...   Jul 21 2009, 02:20 PM
კანონისტი   damiane80 душа სული არ არი...   Jul 21 2009, 02:22 PM
damiane80   damiane80 душа სული არ არი...   Jul 21 2009, 03:01 PM
გიორგი   damiane80 ის რომ პირდაპი...   Jul 21 2009, 02:24 PM
damiane80   ამიტომაა საჭირო კ...   Jul 21 2009, 02:25 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი რა საი...   Jul 21 2009, 02:52 PM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 მერამდენედ და...   Jul 21 2009, 02:54 PM
გიორგი   damiane80 ობიექტურობაში...   Jul 21 2009, 03:02 PM
damiane80   და ეს" პასუხი" გ...   Jul 21 2009, 03:08 PM
კანუდოსელი   უფრო დასაბუთებულა...   Jul 21 2009, 03:54 PM
damiane80   მე ვერაფერს გიშვე...   Jul 21 2009, 06:36 PM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 1 კითხვა მინდა დ...   Jul 21 2009, 03:51 PM
CONSCIENTIOUSNESS   კანუდოსელი ნეკნი. ....   Jul 21 2009, 03:55 PM
მხევალი ნინო   კანუდოსელი ზაზა, მ...   Jul 21 2009, 03:56 PM
გიორგი   მხევალი ნინო პირი...   Jul 21 2009, 04:03 PM
damiane80   მხევალი ნინო ...მაგ...   Jul 21 2009, 06:31 PM
მხევალი ნინო   გიორგი ანუ წყალშ...   Jul 21 2009, 04:10 PM
გიორგი   მხევალი ნინო რა თი...   Jul 21 2009, 04:13 PM
მხევალი ნინო   გიორგი გენეტიკურ...   Jul 21 2009, 04:41 PM
CONSCIENTIOUSNESS   მხევალი ნინო ქალი ...   Jul 21 2009, 04:46 PM
კანონისტი   CONSCIENTIOUSNESS ჩემ თვალში მ...   Jul 21 2009, 05:00 PM
Ismail   მე სადღაც მაქვს წა...   Jul 21 2009, 05:01 PM
მხევალი ნინო   CONSCIENTIOUSNESS ადამიანის ...   Jul 21 2009, 05:18 PM
მხევალი ნინო   იცით რა მაინტერესე...   Jul 21 2009, 06:33 PM
damiane80   აი რასაც ვამბობდი ...   Jul 21 2009, 06:56 PM
გიორგი   damiane80 ნაწილი განადგ...   Jul 21 2009, 07:06 PM
აკაკი   [b]damiane80 ნაწილი გაადა...   Jul 21 2009, 08:38 PM
მხევალი ნინო   გიორგი და რითი ტქ...   Jul 21 2009, 07:16 PM
კანუდოსელი   აკაკი რატომ გიყვარ...   Jul 21 2009, 09:20 PM
ნაინა   ესე იგი გამარჯობა ...   Jul 21 2009, 10:58 PM
აკაკი   ნაინა თუ შენ გგონი...   Jul 21 2009, 11:01 PM
ნაინა   აკაკი რას ჰქვია არ ...   Jul 21 2009, 11:39 PM
აკაკი   ნაინა რავიცი წინა ...   Jul 21 2009, 11:49 PM
კანუდოსელი   ნაინა რავიცი წინა ...   Jul 21 2009, 11:52 PM
ნაინა   აკაკი წესით პირიქ...   Jul 21 2009, 11:56 PM
კანუდოსელი   მე კი ჯერ ბუმბულებ...   Jul 21 2009, 11:59 PM
ნაინა   კანუდოსელი ისეტი ...   Jul 22 2009, 12:03 AM
CONSCIENTIOUSNESS   damiane80 :D მაინც არგუმე...   Jul 22 2009, 12:14 AM
აკაკი   CONSCIENTIOUSNESS იცი რას ვიტყ...   Jul 22 2009, 12:26 AM
CONSCIENTIOUSNESS   აკაკი კაი :) http://stamp.cauc...   Jul 22 2009, 12:29 AM
აკაკი   CONSCIENTIOUSNESS :)   Jul 22 2009, 12:31 AM
აკაკი   ადამიანი ყოველთვი...   Jul 22 2009, 12:41 AM
ბადრი   ერთი წმიდა მამა ამ...   Jul 22 2009, 12:51 AM
CONSCIENTIOUSNESS   აკაკი საიდან იცი?? ...   Jul 22 2009, 12:55 AM
აკაკი   CONSCIENTIOUSNESS იბლიაშI წერი...   Jul 22 2009, 01:39 AM
კანუდოსელი   იბლიაშI წერია ;) ყვე...   Jul 22 2009, 11:08 AM
G_I_O_R_G_I_   დარვინის თეორიას დ...   Jul 22 2009, 02:12 AM
კანონისტი   აკაკი ხოოოო..... მაშ ...   Jul 22 2009, 08:53 AM
Ismail   [img]http://i053.radikal.ru/0907/39/249e9ca0dcb8.j...   Jul 22 2009, 10:15 AM
აკაკი   კანონისტი აჰააა... ...   Jul 22 2009, 11:38 AM
კანონისტი   აკაკი კაი და ადამი ...   Jul 22 2009, 11:54 AM
Ismail   [b]აკაკი კაი და ადამ...   Jul 22 2009, 12:32 PM
კანუდოსელი   აკაკი იქნებ მიპასუ...   Jul 22 2009, 11:55 AM
კანუდოსელი   Ismail კრეაციონისტები...   Jul 22 2009, 12:42 PM
Ismail   კანუდოსელი Ismail კრეა...   Jul 22 2009, 01:14 PM
აკაკი   კანონისტი ადამიიყ...   Jul 22 2009, 01:04 PM
k@the   კი, მაგალითად, ისიც...   Jul 22 2009, 01:07 PM
კანუდოსელი   კარგი რა კანუდოს, რ...   Jul 22 2009, 01:48 PM
staywhite   კანუდოსელი რა უაზ...   Jul 22 2009, 01:19 PM
k@the   staywhite მართალია. ფორ...   Jul 22 2009, 01:22 PM
კანონისტი   აკაკი სად იყო სამო...   Jul 22 2009, 01:26 PM
აკაკი   რატომ მეჩხუბები :D :) ...   Jul 22 2009, 01:46 PM
CONSCIENTIOUSNESS   კანუდოსელი "ადა...   Jul 22 2009, 01:53 PM
აკაკი   კანუდოსელი გაცილე...   Jul 22 2009, 01:57 PM
k@the   ბიბლია არც ფიზიკი...   Jul 22 2009, 01:57 PM
აკაკი   იცით ბიბლიის რომელ...   Jul 22 2009, 02:09 PM
კანუდოსელი   იცით ბიბლიის რომე...   Jul 22 2009, 02:13 PM
აკაკი   დაბადება თავი პირვ...   Jul 22 2009, 02:18 PM
Ismail   დაბადება თავი პირ...   Jul 22 2009, 02:22 PM
აკაკი   Ismail თუ წერია ესეიგი ...   Jul 22 2009, 02:31 PM
Ismail   აკაკი Ismail თუ წერია ე...   Jul 22 2009, 02:42 PM
კანუდოსელი   აკაკი და მეორე თავ...   Jul 22 2009, 02:40 PM
CONSCIENTIOUSNESS   აკაკი სწორედ რომ ა...   Jul 22 2009, 02:44 PM
გიორგი   კანუდოსელი რა გი...   Jul 22 2009, 02:44 PM
კანუდოსელი   აუ, ახლა რომ თქვას ...   Jul 22 2009, 02:46 PM
გიორგი   კანუდოსელი მტერმ...   Jul 22 2009, 02:46 PM
CONSCIENTIOUSNESS   გიორგი ანუ მეორე თ...   Jul 22 2009, 02:49 PM
კანუდოსელი   გიორგი CONSCIENTIOUSNESS მე მ...   Jul 22 2009, 02:52 PM
აკაკი   ის ადამიანი რომელი...   Jul 22 2009, 02:54 PM
6 გვერდი V < 1 2 3 4 > » 


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 3rd June 2024 - 06:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი