მართლმადიდებელი ეკლესიები, ავტოკეფალური და ავტონომიური |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მართლმადიდებელი ეკლესიები, ავტოკეფალური და ავტონომიური |
კანუდოსელი |
Dec 27 2006, 09:35 PM
პოსტი
#21
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
ეზოთერიას ვერ ვიტან ვერც მესიანიზმს მაგრამ ფილადელფიის ეკლესიასა და კათალიკოსზე რას იტყვით? ფილადელფიის ეკლესია არა კიდე კვახი -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Dec 27 2006, 09:37 PM
პოსტი
#22
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ფილადელფიის ეკლესია არა კიდე კვახი პატრიარქმა თქვა ვეჟო დაბალი ხარისხის იეროკირიქსი არ არის ხო? -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
კანუდოსელი |
Dec 27 2006, 09:40 PM
პოსტი
#23
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
პატრიარქმა თქვა ვეჟო დაბალი ხარისხის იეროკირიქსი არ არის ხო? კიდე კაი პაპმა არა -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
მნათე |
Dec 27 2006, 09:43 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა კიდე კაი პაპმა არა იიიმეეე -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
Sotiris |
Dec 27 2006, 10:22 PM
პოსტი
#25
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
მაგრამ ფილადელფიის ეკლესიასა და კათალიკოსზე რას იტყვით? ფილადელფიის ეკლესიაზე ზედმეტად პირდაპირი განმარტებაა ჩემის აზრით, იოანეს გამოცხადებაში ალეგორიული სახითაა საუბარი. პრინციპულად შეუძლებელი კი არ არის, უბრალოდ ჩვენ არ შეგვიძლია ზუსტად ვიცოდეთ რაზეა საუბარი. აბა ვთქვათ წმ. ანდრია კესარიელი სად წერს ასეთ რამეებს თავის კომენტარში? მაგალითად ბ-ნი გაიოზის მიერ (ისე რა გვარია?) რომის გათანაბრება ეფესოს ეკლესიასთან მგონი უაზრობაა, რადგან თვით გამოცხადების ტექსტიც და წმ. ანდრიას კომენტარიც ასეთ რამეს გვეუბნება: --------- მოციქულისაჲ. ანგელოზსა ეფესოჲსა ეკლესიისასა არქუ, ვითარმედ: ამას იტყჳს, რომელსა უპყრიან შჳდნი იგი ვარსკულავნი მარჯუენესა მისსა, რომელი-იგი ვალს შჳდთა მათ სასანთლეთა შორის ოქროჲსათა: ვიცნი საქმენი შენნი და შრომაჲ შენი და მოთმინებაჲ შენი და ვითარმედ ვერ ძალ-გიც ტჳრთვად უკეთურთა მათ და გამოსცადენ იგინი, რომელნი იტყჳან თავთა თჳსთა მოციქულად, და არა არიან, და ჰპოვენ იგინი მტყუვარ. და მოთმინებაჲ გაქუს და იტჳრთე სახელისა ჩემისათჳს და არა დაშუერ. არამედ მაქუს შენდა მომართ, რამეთუ სიყუარული იგი შენი პირველი დაუტევე, მოიჴსენებდ, უკუეთუ სადაჲთ დაეცი, და შეინანე და პირველნივე საქმენი ქმნენ. თარგმანი. აქნა საქმენი იგი მის ეკლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა. რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა. ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი განაგრილა, რომლისათჳსცა ეტყჳს. მოციქულისაჲ. პირველნივე საქმენი ქმნენ; უკუეთუ არა, მოვალ ადრე და აღვძრა სასანთლჱ შენი ადგილისაგან თჳსისა, უკუეთუ არა შეინანთ. არამედ ესე გაქუს, რამეთუ გძულან საქმენი იგი ნიკოლაელთანი, რომელნი-იგი მე მძულან. თარგმანი. აღძრვაჲ სასანთლისაჲ არს, რაჟამს შიშუელ იქმნას ეკლესიაჲ მადლისაგან ღმრთისა, რომელი ჰფარავნ მას. ხოლო საქმენი იგი ნიკოლაელთანი თუ ვითარ საძაგელ არიან ღმრთჲსა, ცნას, უკუეთუ ვინ პოვოს საძაგელი იგი მათი წვალებაჲ. ----------- ე.ი. ეფესოს ეკლესიას ბრალად ედება მხოლოდ სიყვარულის განელება ძმათა მიმართ (ვინ იცის, იქნებ ქედმაღლური დამოკიდებულება სხვათა მიმართ?) და ქველისსაქმეზე ხელის აღება, დანარჩენი საქმეები კი მაცხოვარმა შეუქო, როგორც წმ. ანდრიაც გვიხსნის (აქნა საქმენი იგი მის ეკლესიისანი ყოველნი, ხოლო ერთისათჳს საქმისა ოდენ აბრალა. რამეთუ გონებაჲ და შრომაჲ მისი და სარწმუნოებისათჳს მოთმინებაჲ და უკეთურთაგან უცხო-ყოფაჲ და რამეთუ არა ყოვლისა სულისაჲ ჰრწმენა და გამოცადნა ცრუ-მოციქულნი იგი და ცნა ტყუვილი მათი და გარე-მოაქცინა, ესე ყოველი აქო. და კუალად, რამეთუ საქმენი იგი უკეთურთა ნიკოლაელთანი სძულდეს. ხოლო აბრალა ამისთჳს, რამეთუ ძმათა მიმართ სიყუარული და ქველის-საქმჱ მისი განაგრილა). ახლა რომი დოგმატური თვალსაზრისით რა საქებია, არ გამაკვირვო გამოცხადებაში კი ცრუ-მოციქულთა არშეწყნარებაზეა საუბარი და ნიკოლაელთა წვალების არმიღებაზე (რაშიც ზოგადად წვალება უნდა ვიგულისხმოთ ალბათ). და თუ რომი ეფესო არ არის, მაშინ ბ-ნი გაიოზის აზრით როგორ გამოდის საქართველო ფილადელფიის ეკლესია? და თან მარტო შვიდი ადგილობრივი ეკლესია გვაქვს მართლმადიდებლებს? ან თუ რომს ვრთავთ, ბარემ სომხებიც ჩავრთოთ -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
მნათე |
Dec 27 2006, 10:31 PM
პოსტი
#26
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
ციტატა ნი გაიოზის მიერ (ისე რა გვარია?) მამალაძე ციტატა ახლა რომი დოგმატური თვალსაზრისით რა საქებია, არ გამაკვირვო ბუნებრივია არსებობს მოსაზრება რომ აპოკალიფსური 7 ეკლესია, სულაც არ გახლავთ რომელიმე ეკლესია, არამედ 7 ეპოქის ანუ დროის ეკლესია რას გაიგებ რევიცი რევიცი -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
G_I_O_R_G_I_ |
Dec 27 2006, 11:19 PM
პოსტი
#27
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,857 რეგისტრ.: 31-July 06 წევრი № 27 |
მასე რუსეთის ერთერთ საიტზე წავიკითხე რომ ის შვიდი ეკლესია არის რუსეთის შესახებ შვიდ სხვადასხვა პერიოდში,მაგრამ ეს ნამეტანი მიკერძოებულია.ყველაზე უფრო სწორია რომ ეს შვიდი ეკლესია არის 7ქვეყნის ეკლესია და მათზე ნათქვამია როგორც აწმყო ისე მომავალი და მეც ამ აზრს ვემხრობი და რომ ფილადელფიის ეკლესია არის საქართველო და ეს პატრიარქისგან მაქვს მოსმენილი მის ქადაგებაში ყველაფერი კონკრეტულად არის ნათქვამი და არასწორი მგონია ცოტა ირეალური და ფანტაზირებული შეხედულებები ამ ნაწყვეტთან მიმართებაში
|
Sotiris |
Dec 28 2006, 03:53 AM
პოსტი
#28
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,567 რეგისტრ.: 3-November 06 წევრი № 382 |
ყველაზე უფრო სწორია რომ ეს შვიდი ეკლესია არის 7 ქვეყნის ეკლესია ამის დამამტკიცებლად რა საბუთები გაქვთ წმ. მამათა ნაწერებიდან? ასევე გთხოვთ მიგვითითოთ რომელი ეკლესიებია ეს შვიდი ეკლესია, ე.ი. რომელია ეფესოს ეკლესია, რომელია პერღამის ეკლესია და ა.შ. ციტატა და არასწორი მგონია ცოტა ირეალური და ფანტაზირებული შეხედულებები ამ ნაწყვეტთან მიმართებაში ფანტაზიები ვის შეხედულებებში დაინახეთ, ეგეც გვითხარით, და კონკრეტულად რა ფანტაზიები იყო? -------------------- მძიმეწონოსანთა კატეგორია.
ქარის წისქვილებს არ ვებრძვი, კომერციულ საქმიანობაში ვიყენებ მხოლოდ: ქატო იქა, ფქვილი აქა. |
კანონისტი |
Dec 28 2006, 12:28 PM
პოსტი
#29
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
კანუდოსელი
ციტატა ფილადელფიის ეკლესია არა კიდე კვახი ძალიან გთხოვთ კორექტულად ისაუბროთ. მით უმეტეს როდესაც საქმე ეხება საქართველოს ეკლესიის მწყემსმთავრის პოზიციას. განსხვავებული აზრი შეიძლება სხვა ფორმითაც დააფიქსიროთ. აქედან გამომდინარე, 1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრების დამცინავად, მართლმადიდებლისთვის შეუფერებელი ფორმით შეფასებისათვის, ამ განყოფილების წესების II თავის მე-4 პუნქტის თანახმად, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცეს კანუდოსელს. 2. ეს გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ადმინისტრატორთან. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Dec 28 2006, 01:18 PM
პოსტი
#30
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უნეტარესი ეგნატე IV პატრიარქი ღვთისა ქალაქისა ანტიოქიისა, სირიისა, კილიკიისა, არაბეთისა, შუამდინარეთისა და სრულიად აღმოსავლეთისა سعيد اغنطي ٤ بطريرك المدينة الهي آنطاکية سورية کلکية عربية بين النّهرين و ساير المشرق უნეტარესი ეგნატე IV (ჰაზიმი) დაიბადა სირიის ჰამას მუნიციპალიტეტის სოფ. მჰარდეჰში, მართლმადიდებელი არაბების ოჯახში. იგი ბავშვობიდან დაუკავშირდა ეკლესიას. ბეირუთში (ლიბანი) სწავლის პერიოდში მსახურობდა ჯერ მნათედ, შემდეგ კი დიაკვნად. 1945 წელს გაემგზავრა პარიზის წმ. სერგის მართლმადიდებლურ საღვთისმეტყველო ინსტიტუტში. პარიზიდან დაბრუნების შემდეგ დააარსა ბალამანდის მართლმადიდებლური საღვთისმეტყველო სემინარია ლიბანში, სადაც წლების მანძილზე მუშაობდა დეკანის თანამდებობაზე. მისი მოღვაწეობის დროს სემინარიამ აღზარდა არაერთი ცნობილი საეკლესიო მოღვაწე, რომლებიც ერთგულად ემსახურებოდნენ მართლმადიდებლობას და მის დაცვას. საგულისხმოა, რომ მეორე მსოფლიო ომის დროს მომავალი პატრიარქი სათავეში ჩაუდა სირიელი და ლიბანელი მართლმადიდებელი ახალგაზრდების მოძრაობას, რომლის შედეგად უამრავი არაბი მივიდა ეკლესიაში და ირწმუნა მართლმადიდებლობა. 1961 წელს ხელდასხმულ იქნა ეპისკოპოსად, ხოლო 1970 წელს გადაყვანილ იქნა ლათაქიის მიტროპოლიტად (სირია). მღვდელმთავრობის დროს მან დანერგა ხშირი ზიარების პრაქტიკა, რადგანაც იმ პერიოდში გავრცელებული ტრადიციით, არაბი მართლმადიდებლები, განსაკუთრებით საერო პირები პრაქტიკულად არ ეზიარებოდნენ. მას ეკუთვნის აგრეთვე არაერთი რეფორმა საეკლესიო ცხოვრებაში. 1979 წელს მიტროპოლიტი ეგნატე არჩეულ იქნა ანტიოქიისა და სრულიად აღმოსავლეთის პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 2 ივლისს. აღსაყდრების დღეს მან ბრძანა: "შეგნებული მაქვს, რომ დავისჯები, თუკი არ ვიზრუნებ ეკლესიისათვის და თითოეული თქვენგანისათვის. არ შემიძლია, რომ მოგმართოთ ზემოდან, რადგან ჩვენს შორის სხვაობა არ არის. მე თქვენი ნაწილი ვარ და მინდა გთხოვოთ, რომ თქვენც იყო ჩემში. უფალი მობრძანდება, წმიდა სული გარდამოდის ძმებზე, რომლებიც შეკრებილი არიან და გაერთიანებული წმიდა ზიარების მადლით, რამდენადაც ისინი გამოხატავენ მადლის ერთობას სულიწმიდის მიერ." უნეტარესი ეგნატე IV მშობლიური არაბულის გარდა ფლობს ინგლისურ და ფრანგულ ენებს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Dec 28 2006, 02:26 PM
პოსტი
#31
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უნეტარესი თეოფილე III პატრიარქი წმიდისა ქალაქისა იერუსალიმისა და სრულიად პალესტინისა, სირიისა მდინარე იორდანის აქეთ, გალილეის კანისა და წმიდა სიონისა Ο Μακαριότατος ΘΕΟΦΙΛΟΣ Γ΄ Πατριάρχης της Αγίας πόλεως Ιεροσολύμων και πάσης της Παλεστίνας, Συρίας πέρα από τον ποταμό της Ιορδανίας, Κάννας της Γαλιλέας και του Αγίου Σιών უნეტარესი თეოფილე III (ერისკაცობაში ილიას იანოპულოსი) დაიბადა 1952 წელს მესინიაში (საბერძნეთი). 1964 წელს გაემგზავრა იერუსალიმში, სადაც ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. მსახურობდა შემდგომში პატრიარქ ბენედიქტე I არქიდიაკვნად. 1991 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდლად და დაინიშნა გალილეის კანას ეკლესიის მოძღვრად. აქ მოღვაწეობის დროს მან დააფუძნა ორგანიზაცია "ნურ ალ მასიჰ"-ი (ნათელი ქრისტესი). 1996 წელს გაემგზავრა ყატარში, სადაც ვაჰაბიტურმა ორგანიზაციამ პირველად მიიღო ქრისტიანი სასულიერო პირი. პარალელურად მსახურობდა წმიდა საფლავის ეგზარქოსად ყატარში. 2000-2003 წლებში იყო იერუსალიმის პატრიარქის პირადი წარმომადგენელი მოსკოვში. 2005 წლის თებერვალში პატრიარქ ირინეოსის მიერ დაინიშნა თაბორის მთის მთავარეპისკოპოსად. იერუსალიმის საპატრიარქოში განვითარებული ცნობილი მოვლენების შემდეგ მთავარეპისკოპოსი თეოფილე არჩეულ იქნა იერუსალიმის ეკლესიის 141-ე მეთაურად. 2005 წლის 22 აგვისტოს მოხდა მისი აღსაყდრება საპატრიარქო ტახტზე. უნეტარეს პატრიარქს რთულ პერიოდში უწევს იერუსალიმის ეკლესიის მწყემსმთავრობა. ისრაელის სახელმწიფოს, პალესტინის ავტონომიასა და იორდანიის სამეფოს შორის არსებული დაძაბული პოლიტიკური ვითარება უარყოფითად აიხასება ეკლესიის მდგომარეობაზე. მაგალითისთვის იმის გახსენებაც საკმარისია, რომ ისრაელის საგარეო საქმეთა სამინისტრომ იერუსალიმის პატრიარქს უარი უთხრა მის ომოფორქვეშ მყოფი მრავალი ბერძენი სასულიერო პირისათვის ვიზის გაგრძელებაზე, რამაც არაერთ წმინდა ადგილზე მსახურების საკითხი ეჭვქვეშ დააყენა. უნეტარეს თეოფილე III-ს აქვს საკმაოდ ფართო კავშირები მსოფლიო მასშტაბით. საინტერესოა, რომ ამერიკის შეერთებული შტატების ცენტრალური სადაზვერვო სამმართველოს (CIA) ყოფილი უფროსი ჯორჯ ტენეტი მისი ბიძაშვილია. იგი ძალიან დაახლოებულია აშშ-ის სახელმწიფო მდივან კონდოლიზა რაისთან და რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან. პატრიარქი თეოფილე III არის ღვთისმეტყველების ბაკალავრი (ათენი) და მაგისტრი (ლონდონი). ფლობს ბერძნულ, ინგლისურ და არაბულ ენებს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანუდოსელი |
Dec 28 2006, 02:30 PM
პოსტი
#32
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 8,829 რეგისტრ.: 2-November 06 მდებარ.: კანუდოსი წევრი № 374 |
კანუდოსელი [size=2]1. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაზრების დამცინავად, მართლმადიდებლისთვის შეუფერებელი ფორმით შეფასებისათვის, ამ განყოფილების წესების II თავის მე-4 პუნქტის თანახმად, სიტყვიერი გაფრთხილება მიეცეს კანუდოსელს. შენ ჩამიქრი კანონისტ პ.ს. ახლა რომელიღაც თავის რომელიმე პუნქტი რომ არ დავარღვიო, გავალ -------------------- ინკვიზიტორი იეღოველი ეკუმენისტი მასონი ბუდისტი მღვდელი გულისყურით გისმენთ :-)
პ.ს. ბყკ :-) ბ - ბუდისტ ყ - ყრმათა კ - კავშირი |
კანონისტი |
Dec 28 2006, 03:27 PM
პოსტი
#33
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
უწმიდესი ალექსი II პატრიარქი მოსკოვისა და სრულიად რუსეთისა Святейший Алексий II Патриарх Московский и всея Руси უწმიდესი ალექსი II (ერისკაცობაში ალექსეი მიხეილის-ძე რიდიგერი) დაიბადა 1929 წლის 23 თებერვალს ქ. ტალინში (ესტონეთი). იგი არის გერმანელი თავადური გვარის - ფონ რიუდიგერების შთამომავალი. მამამისი მიხეილ რიდიგერი იყო დეკანოზი (1942 წლიდან). პატარა ალექსეი ხშირად სტუმრობდა ხოლმე ვალაამის მონასტერს. ამ სტუმრობებმა და მამის მსახურებამ უბიძგა მას სასულიერო მოღვაწეობისაკენ. 15 წლის ალექსეი ხელდებულ იქნა მნათედ - ნარვის (ესტონეთი) მთავარეპისკოპოსის იპოდიაკვნად. 1947 წელს ჩაირიცხა ლენინგრადის სასულიერო სასწავლებელში, რომლის დასრულების შემდეგ (1949 წ.) სწავლა განაგრძო ლენინგრადის სასულიერო აკადემიაში. ამ პერიოდში ხელდასხმულ იქნა დიაკვნად. 1950 წლის 15 აპრილს ლენინგრადის მიტროპოლიტმა გრიგორიმ (ჩუკოვი) ხელი დაასხა მას მღვდლად და დანიშნა ესტონეთის ქალაქ იიჰვის განცხადების ეკლესიის წინამძღვრად. 1957 წელს გადაიყვანეს ტარტუს მიძინების ტაძრის წინამძღვრად, ხოლო 1958 წელს აღყვანილ იქნა დეკანოზის ხარისხში და დაინიშნა ტარტუს ოლქის კეთილმოწესედ (ბლაღოჩინად). 1961 წლის 3 მარტს ტროიცე-სერგეევის ლავრაში აღიკვეცა ბერად და ეწოდა სახელი ალექსი (ალექსი მოსკოველის პატივსაცემად, მონათლული კი იყო ალექსი ღვთისკაცის სახელზე). წმ. სინოდის განჩინების შესაბამისად 1961 წლის 3 სექტემბერს ტალინის ალექსანდრე ნეველის საკათედრო ტაძარში ხელდასხმულ იქნა ტალინისა და სრულიად ესტონეთის ეპისკოპოსად. ამ კათედრაზე მან იმოღვაწევა მეოთხედი საუკუნე. 1964 წელს აღყვანილ იქნა მთავარეპისკოპოსის, ხოლო 1968 წელს მიტროპოლიტის ხარისხში. 1964 წელს დაინიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საქმეთა მმართველად. 1985 წლის 17 დეკემბერს ცნობილი "პერესტროიკის" გამოცხადების შემდეგ მიტროპოლიტმა ალექსიმ წერილით მიმართა საბჭოთა კავშირის კომპარტიის ლიდერ მიხეილ გორბაჩოვს სადაც მომავალმა პატრიარქმა მოუწოდა მას ახალი ურთიერთობების დაწყებისაკენ ეკლესიისა და სახელმწიფოს დამოკიდებულებაში. ამ წერილის გამო მიტროპოლიტი ალექსი მთავრობის დაჟინებული მოთხოვნით გათავისუფლებულ იქნა საპატრიარქოს საქმეთა მმართველის თანამდებობიდან. 1986 წელს მიტროპოლიტი ალექსი გადაყვანილ იქნა ლენინგრადისა და ნოვგოროდის კათედრაზე. მისი აქ მოღვაწეობის პერიოდში ეკლესიას დაუბრუნდა პეტერბურგის არაერთი ტაძარი და სიწმიდე. პატრიარქ პიმენის გარდაცვალების შემდეგ, მოსკოვის საპატრიარქოს სამღვდელმთავრო კრებამ მიტროპოლიტი ალექსი 1990 წლის 6 ივნისს აირჩია რუსეთის ეკლესიის მე-16 პატრიარქად. აღსაყდრება აღესრულა მოსკოვის განცხადების ტაძარში ამავე წლის 10 ივნისს. -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Dec 28 2006, 04:56 PM
პოსტი
#34
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მისი უწმიდესობა პავლე მთავარეპისკოპოსი პეჩისა, მიტროპოლიტი ბელგრად-კარლოვაცისა, პატრიარქი სერბეთისა Његова светост ПАВЛЕ Архиепископ пећки, Митролоит београдско-карловачки, Патријарх српски უწმიდესი პავლე (ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი) დაიბადა 1914 წლის 11 სექტემბერს დონი მიჰოლიაცის სავოევოდოს სოფ. კუჩანციში (ავსტრო-უნგრეთი, ამჟ. ხორვატია). დაამთავრა ბელგრადის გიმნაზია (1929), სარაევოს სემინარია (1936) და ბელგრადის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი (1941). 1948 წელს აღიკვეცა ბერად და ეწოდა პავლე. ამავე წელს ხელდასხმულ იქნა იეროდიაკვნად. 1949-55 წლებში მოღვაწეობდა რაჩას მონასტერში. 1954 წელს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად და დაინიშნა საპატრიარქოს პროტოსვინგელოზად. 1955 წელს სწავლა განაგრძო ათენში, საღვთისმეტყველო ფაკულტეტზე. 1957 წელს, სწავლის დასრულების შემდეგ, აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. 1957 წელს წმ. სინოდმა არქიმანდრიტი პავლე გამოირჩია რაშკო-პრიზრენის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ბელგრადის საპატრიარქო ტაძარში ამავე წლის 21 სექტემბერს. ეპისკოპოსი პავლე აქტიურად იცავდა მართლმადიდებელთა უფლებებს, განსაკუთრებით მეტოქიის ეპარქიაში (კოსოვო). აღნიშნულის გამო 1989 წელს კოსოვოელმა ალბანელებმა იგი ისე სასტიკად ცემეს, რომ 3-თვიანი ჰოსპიტალიზაცია გახდა საჭირო. მომავალმა პატრიარქმა დიდსულოვნად აპატია ეს მათ და უარი განაცხადა ამ ინფორმაციის მედიით გავრცელებაზე. 1990 წლის 1 დეკემბერს იგი არჩეულ იქნა სერბეთის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა ამავე წლის 3 დეკემბერს. უწმიდესი პავლეს კურთხევით წლების შემდეგ პირველად გამოიცა მარხვანი, ზატიკი, კურთხევანი, ლოცვანი, ტიპიკონი, კონდაკი და პარაკლიტონი. სერბეთის პატრიარქის თაოსნობით დაიწყო ახალი აღთქმის ხელახალი თარგმნა თანამედროვე სერბულ ენაზე, დაარსდა და განახლდა არაერთი ეპარქია, აღორძინდა საეკლესიო ცხოვრება, რამდენიმეგან დააარსდა სასულიერო აკადემია და სასწავლებელი. უწმიდესი პავლე გამოირჩევა უბრალო ბერული ცხოვრებით. მას თანამედროვენი "მოსიარულე წმიდანს" ეძახიან. სერბეთის პატრიარქს მანქანა არ ემსახურება და ფეხით დადის, რის მიზეზადაც ერთხელ ბრძანა: "სანამ ყველა სერბი ისე დალხინებული არ იქნება, რომ მანქანის ყიდვის საშუალება ექნება, მე მანქანით ვერ ვივლიო..." -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
კანონისტი |
Dec 29 2006, 01:29 PM
პოსტი
#35
|
დავით ჯგუფი: Members პოსტები: 16,930 რეგისტრ.: 17-October 06 მდებარ.: თბილისი, საქართველო წევრი № 284 |
მისი უნეტარესობა თეოქტისტე მთავარეპისკოპოსი ბუქარესტისა, მიტროპოლიტი მუნტენისა და დობრუჯისა, მოსაყდრე კესარია-კაბადოკიისა და რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქი Prea Fericitul TEOCTIST Arhiepiscop al Bucureştilor, Mitropolit al Munteniei şi Dobrogei, Locţiitor al Cezareei Capadociei şi Patriarh al Bisericii Ortodoxe Române უნეტარესი თეოქტისტე (ერისკაცობაში თეოდორ არეპაშუ) დაიბადა 1915 წლის 7 თებერვალს ბოტოშანის რაიონის სოფ. ტოჩილენიში, დუმიტრუ არეპაშუს ოჯახში მეათე შვილად. 1928 წელს მორჩილად იყო ჯერ სიჰესტრია-ვორონეის, ხოლო შემდეგ ვორონას მონასტერში. 1935 წლის 6 აგვისტოს აღიკვეცა ბერად ბისტრიცა-ნეამცის მონასტერში და ეწოდა თეოქტისტე. 1937 წლის 4 იანვარს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1940-45 წწ. სწავლობდა ბუქარესტის უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო სკოლაში. აღნიშნულის დასრულების შემდეგ, 1945 წლის 25 მარტს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად. მომავალი პატრიარქი 1946 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხსში და დაინიშნა მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტის ქორეპისკოპოსად. პარალელურად სწავლობდა იაშის მწერლობისა და ფილოსოფიის ფაკულტეტზე. 1950 წელს წმ. სინოდმა გამოირჩია ბოტოშანის ეპისკოპოსად. ხელდასხმა შესრულდა ბუქარესტის წმ. სპირიდონის სახელობის ტაძარში ამავე წლის 5 მარტს. ეპისკოპოსი თეოქტისტე ოცი წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა სხვდასხვა სამსახურებს რუმინეთის საპატრიარქოში. 1962 წელს გადაყვანილ იქნა არადის ეპისკოპოსად. 1973 წელს გადაყვანილ იქნა კრაიოვის მთავარეპისკოპოსისა და ოლტენის მიტროპოლიტის კათედრაზე, 1977 წელს კი იაშის მთავარეპისკოპოსისა და მოლდოვისა და სუჩავის მიტროპოლიტად. აქ მოღვაწეობის დროს განსაკუთრებით ზრუნავდა ნეამცის მონასტრის სასულიერო სემინარიაზე, სასულიერო პირთა სხვადასხვა კურსებზე და სამისიონერო მოღვაწეობაზე. 1986 წლის 9 ნოემბერს რუმინეთის მართლმადიდებელი ეკლესიის საარჩევნო კოლეგიამ მეუფე თეოქტისტე აირჩია რუმინეთის ეკლესიის მეთაურად. აღსაყდრება აღესრულა ამავე წლის 16 ნოემბერს ბუქარესტის საპატრიარქო ტაძარში. უნეტარესი თეოქტისტე არის ავტორი ექვსასზე მეტი სტატიისა და ნაშრომისა, რომელთა დიდი ნაწილი შეტანილია მის ოთხტომეულ კრებულში. რუმინეთის პატრიარქი არის რესპუბლიკის დიდი ეროვნული კრების დეპუტატი. უწმიდესი მაქსიმე პატრიარქი ბულგარეთისა, მიტროპოლიტი სოფიისა Светейши МАКСИМ Патриарх Български, Митрополит Софийски უწმიდესი მაქსიმე (ერისკაცობაში მარინ მინკოვი) დაიბადა 1914 წლის 29 ოქტომბერს სოფ. ორეშაკში (ტროიანსკის მონასტრის მახლობლად). პატარა მარინი ბავშვობის წლებში ხშირად სტუმრობდა ამ მონასტერს, რამაც კეთილისმყოფელი გავლენა მოახდინა მომავალ პატრიარქზე. 1935 წელს წარჩინებით დაასრულა სოფიის სასულიერო სემინარია, ხოლო 1942 წელს სოფიის სახელმწიფო უნივერსიტეტის საღვთისმეტყველო ფაკულტეტი. ბოლო კურსზე ყოფნისას, 1941 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და ეწოდა მაქსიმე, ხოლო ერთი კვირის შემდეგ - 19 დეკემბერს ხელდასხმულ იქნა ბერდიაკვნად. 1942 წელს დაინიშნა სოფიის სასულიერო სემინარიის მასწავლებლად, სადაც მუშაობდა 1947 წლამდე. 1944 წლის 14 მაისს ხელდასხმულ იქნა მღვდელმონაზვნად, ხოლო 1947 წელს აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში და დაინიშნა დოროსტოლო-ჩერვენის სამიტროპოლიტოს პროტოსვინგელოზად. 1950 წელს წმ. სინოდის განჩინებით დაინიშნა ბულგარეთის მართლმადიდებელი ეკლესიის წარმომადგენლად მოსკოვში, სადაც იმსახურა 1955 წლის ბოლომდე. 1955 წელს დაბრუნდა ბულგარეთში და დაინიშნა წმ. სინოდის მთავარ მდივნად და სინოდალურ პერიოდულ გამოცემათა სარედაქციო კოლეგიის თავმჯდომარედ. 1956 წლის 30 დეკემბერს არქიმანდრიტი მაქსიმე ხელდასხმულ იქნა ბრანიცის ეპისკოპოსად, ხოლო 1960 წლის 30 ოქტომბერს გადაყვანილ იქნა ლოვეჩის მიტროპოლიტად. პატრიარქ კირილეს გარდაცვალების შემდეგ (1971 წ.) მიტროპოლიტი მაქსიმე დანიშნულ იქნა საპატრიარქო ტახტის მოსაყდრედ. ამავე წლის ივლისის დასაწყისში შეკრებილმა ბულგარეთის ეკლესიი საეკლესიო-სახალხო კრებამ მიტროპოლიტი მაქსიმე აირჩია ბულგარეთის ეკლესიის პატრიარქად. აღსაყდრება შესრულდა 4 ივლისს სოფიის ალექსანდრე ნეველის საპატრიარქო ტაძარში. 1974 წელს სოფიის სასულიერო აკადემიამ უწმიდეს მაქსიმეს მიანიჭა ”საპატიო დოქტორის” ტიტული. პატრიარქის 60 წლის იუბილესთან დაკავშირებით ბულგარეთის საპატრიარქომ გამოსცა უწმიდესი მაქსიმეს შრომების, ქადაგებებისა და სიტყვების კრებული - ”სამკალსა შინა უფლისა” (1975 წ., სოფია). -------------------- „ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4) |
გლახა |
Jan 28 2007, 01:03 PM
პოსტი
#36
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
კანონისტი
ციტატა უწმიდესი ალექსი II ამას რაღატომ ჰქვია უწმინდესი? ამაზე თვითონ მართლმადიდებლურ სამყაროში იციან რომ კაგებეშნიკია... |
მარიამი |
Jan 28 2007, 06:15 PM
პოსტი
#37
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კანონისტი ამას რაღატომ ჰქვია უწმინდესი? ამაზე თვითონ მართლმადიდებლურ სამყაროში იციან რომ კაგებეშნიკია... ბიჯო, ეგ წოდებაა, პირადი სიწმინდის მაჩვენებელი კი არა პატრიარქობაა უწმინდესი და არა ყველა ის პიროვნება, ვინც ამ ტიტულს ატარებდა ოდესმე... -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Jan 28 2007, 06:39 PM
პოსტი
#38
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
http://www.orthodoxresearchinstitute.org/index.htm
ძალიან გამიხარდა, რომ ამ საიტზე ჩვენი საპატრიარქო ზუსტად მეექვსე ადგილზეა, ანუ იქ სადაც ჩვენ და რუსები მოვიხსენიებთ დიპტიხში, თორემ ბერძნები და რუმინელ.ბულგარელები სადღა 10-ის იქით გვიხსნებენ, რადგან ჩვენი ავტოკეფალია სულ რაღაც ორი ათეული წელია რაც ცნეს . -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
გლახა |
Jan 28 2007, 07:45 PM
პოსტი
#39
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
მარიამი
ციტატა ბიჯო, ეგ წოდებაა, პირადი სიწმინდის მაჩვენებელი კი არა მე ვარ კოსმონავტი.... მთავარია მერქვას არა..? რა მნიშვნელობა აქვს სინამდვილეში ვინა ვარ... მარიამ ისე შენც მარტალი ხარ |
მარიამი |
Jan 28 2007, 08:04 PM
პოსტი
#40
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გლახა
აბა დამსახურებების მიხედვით თუ ვიმსჯელებთ, მე იმის ღირსიც არ ვარ, რომ ქრისტიანად ვიწოდებოდე მაგრამ ვიწოდები ასეთად და ძალიანაც მიხარია ეგ ამბავი -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 23rd September 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი