წესები!!!, ამ განყოფილებაში მპოსტავთათვის |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წესები!!!, ამ განყოფილებაში მპოსტავთათვის |
k@the |
Feb 13 2008, 12:44 AM
პოსტი
#1
|
იყო და არა იყო რა... ჯგუფი: Members პოსტები: 16,796 რეგისტრ.: 21-May 07 მდებარ.: მყარად მიწაზე წევრი № 1,967 |
წესები, განყოფილებაში მპოსტავთა საყურადღებოდ!!!
1. გაეცანით, ფორუმზე მპოსტავთათვის, ზოგად სავალდებულო წესებს! 2. გაეცანით, პოსტში სურათის დართვისათვის საჭირო ინსტრუქციებს! 3. განყოფილება, " უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი" -ს მიზანია: დააკავშიროს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულენი. მიაწოდოს მათ სასურველი ინფორმაცია, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ და ასევე, ინფორმაცია ქართულ სამრევლოებსა და სათვისტომოების შესახებ. გაუწიოს მათ სულიერი მხარდაჭერა. შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს, მარტოობის და სამშობლოს მონატრების განცდა. ამიტომ, ამ განყოფილებაში იკრძალება: 3.1. აბუჩად მოხსენიება საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა. 3.2. მათი რწმენის და პატრიოტიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება. 3.3. მათი კანონიერი შემოსავლის მიღების გზების შეურაცხყოფა. (მომვლელად, დამლაგებლად და ა.შ. მოხსენიება!) 4. სიტყვიერი და ვადიანი გაფრთხილების შესახებ 4.1. ზემოთ მოყვანილი წესების დამრღვევი, მიიღებს ერთჯერად სიტყვიერ გაფრთხილებას. 4.2. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მიიღებს ვადიან გაფრთხილებას (ე.წ. ვორნს). 4.3. ვადიანი გაფრთხილების ზომას, განსაზღვრავს მოდერატორი, ერთპიროვნულად და საკუთარი შეხედულებისამებრ. სიყვარულითა და პატივისცემით, მოდერატორი k@the -------------------- --
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't. |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:39 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი