IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

7 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> პირველი კლასიდან ინგლისური და კომპიუტერი
მმკ
პოსტი May 29 2010, 05:57 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 43
რეგისტრ.: 27-May 10
წევრი № 8,912



მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების რეფორმის მიზნით ახალი ინიციატივა გააცნო


საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა მთავრობის წევრებს განათლების რეფორმის მიზნით ახალი ინიციატივა გააცნო.

ინიციატივის თანახმად, პირველი სექტემბრიდან საქართველოს ყველა სკოლაში იმუშავებს ინგლისური ენის მაწავლებელი, რომელიც ინგლისურენოვანი ქვეყნიდან იქნება. პრეზიდენტის განცხადებით, საქართველოში ინგლისური ყველამ უნდა ისწავლოს. ამ მიზნით, მიხეილ სააკაშვილმა კერძო ტელეკომპანიებსა და "საზოგადოებრივ მაუწყებელს" მოუწოდა, ყველა ინგლისურენოვანი ფილმი გაუშვან სუბტიტრებით, რათა ინგლისური ენა ქვეყნის მასშტაბით შეისწავლონ.

პრეზიდენტის გადაწყვეტილებითვე, ახალი სასწავლო წლიდან საქართველოს საჯარო სკოლებში ინგლისური ენის სწავლება პირველი კლასიდან დაიწყება.

გარდა ამისა, პრეზიდენტის განცხადებით, ნებისმიერი საგნის პედაგოგს, რომელმაც იცის ინგლისური ენა და კომპიუტერი, ხელფასზე დანამატი დაერიცხება იმისათვის, რომ ინგლისურად საუბრობს.

ასევე, მთელი საქართველოს მასშტაბით, ყველა პირველკლასელს ახალი სასწავლო წლიდან საჩუქრად გადასცემენ საბავშვო კომპიუტერს, რომელიც სპეციალურად საქართველოს სკოლებისთვის დამზადდა და მასში ჩატვირთულია ახალი სასწავლო წლის მთლიანი პროგრამა. იმისათვის, რომ პირველკლასელებმა ძვირადღირებული წიგნები აღარ შეიძინონ, ყველა ბავშვს ექნება კომპიუტერი.

აღნიშნული საბავშვო კომპიუტერის ნიმუში პრეზიდენტმა დღეს მთავრობის სხდომაზე წარმოადგინა. მისი განცხადებით, კომპიუტერი წყალში არ იძირება, დასველების დროს არ ფუჭდება და დავარდნის დროს არ ტყდება.

საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მზადაა, თანამედროვე საბავშვო კომპიუტერები ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ ბავშვებსაც გადასცეს.

როგორც პრეზიდენტმა დღეს ქუთაისში გამართულ მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რუსეთის საოკუპაციო ხელისუფლებას სთავაზობს, კომპიუტერები ბავშვებს შვეიცარიის საელჩოს მეშვეობით გადასცეს.

"ჩვენი ახალი სტრატეგიის ფარგლებში მზად ვართ ეს განვახორციელოთ", - განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.


საქართველოს პრეზიდენტის
ადმინისტრაციის პრესსამსახური

http://www.president.gov.ge/index.php?lang...26&info_id=4893


რა აზრის ხართ ამ საკითხზე? აუცილებელია პირველი კლასიდან ინგლისურის სწავლება? ხომ არ აჯობებდა არჩევანის გზით ყოფილიყო ინგლისურის შესწავლა?


--------------------
"არა გეცრუვნეთ შენ ჩვენო სიწმინდით მშობელო კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, ჩვენო სიქადულო-მართლმადიდებლობავ!"
წმ. დავით აღმაშენებლის სახელობის მართლმადიდებელი მრევლის კავშირი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი May 29 2010, 06:00 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



მე არ მივესალმები პირველივე კლასიდან უცხო ენისა და ინგლისურის სწავლებას, smile.gif
ჯერ მშობლიური უნდა ისწავლოს ბავშვმა და მერე უცხო ენა
როცა მშობლიურს სათანადო დონეზე არ ფლობს, ის ვერც უცხო ენას ისწავლის და გამოვა ნაზავი, არც ქართული ეცოდინება და არც უცხო ენა smile.gif


პ.ს. პატივცემულო ელგუჯა, დაშოშმინდით biggrin.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kinoteli
პოსტი May 29 2010, 06:03 PM
პოსტი #3


SHEFICULI
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 875
რეგისტრ.: 5-April 10
წევრი № 8,575



სად იყავი გუჯა მაშინ როცა რუსულს გვასწავლიდნენ I კლასიდან....ის არ იყო პრობლემაა???


--------------------
„არა გეცრუვნეთ შენ სიწმიდით მშობელო ჩუენო, კათოლიკე ეკლესიაო, არცა განგცეთ შენ, სიქადულო ჩუენო, მართლმადიდებლობაო".

"სულის გადარჩენისათვის ადამიანს აუცილებლად უნდა ჰქონდეს რწმენა, მხოლოდ მართლმადიდებლური სარწმუნოება უნდა ვიგულისხმოთ".... ილია II

"რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შევეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლეინებ
მოზღვავებულის ავითა!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.zakaria.
პოსტი May 29 2010, 06:17 PM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,146
რეგისტრ.: 14-February 10
მდებარ.: TIFLIS
წევრი № 8,180



მე მეზიზღება გამოთქმა "ენა და კომპიუტერი თუ არიცი ვერაფერს იზავ"
ეს სიცრუეა)))


--------------------
ოქროს თევზმა თავი მოიმკვდარუნა,როცა ჩემი სურვილები გავუმხილე.

http://www.youtube.com/watch?v=UEFWEadY9-w
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი May 29 2010, 06:24 PM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



მეც არ ვეთანხმები ამ რეფორმას. თან როგორც გავიგე, ბავშვები არ ისწავლიან წერას, მხოლოდ კლავიატურაზე იმუშავებენ, რაც ძალიან დიდი შეცდომაა. როგორ შეიძლება ბავშვს მხოლოდ კარგიი ბეჭდვა ასწავლონ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 21 2010, 02:15 AM
პოსტი #6


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



მე ვეთანხმები.

და რაც უფრო მალე ჩაანაცვლებენ წიგნებს და რვეულებს ლეპტოპებით მით უკეთესი


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
kato_Bato
პოსტი Jun 21 2010, 08:57 AM
პოსტი #7


Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь..
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,479
რეგისტრ.: 4-November 06
მდებარ.: Not shureLand....
წევრი № 389



ჩემი შვილი 2 წლი ნახევრისაა, მულტფილმებს თავისით რთავს, რომ მობეზრდება აპაუზებს და სათამაშოდ მიდის, მოუნდება მოვა, მოხნის პაუზას დაჯდება უყურებს.


თქვენი ხმალი და ჩემი კისერი, ფლიზ biggrin.gif

პირველკლასელმა ძალიან ბევრი ადამიანის ოჯახში, თბილისში მაინც, იცის კომპიუტერის ავანჩავანი, ბარემ ენაც ისწავლოს.
მშობლიურს ვერ ჩაანაცვლებს სიცოცხლის მეექვსე წელიწადს შემოტანილი ენა, თუ ქვეყანას არ გამოუცვლი.
ნუ ახლა იდეები რომ აწუხებთ ჩვენში და რამდენად გააზრებული რომ არ ვიცით მეორე საკითხია ეგ.
თუ არის გათვალისწინებული ბავშვთა ფსიქოლოგია ..ან მერე კომპიუტერზე მიჯაჭვულობის კონტროლი როგორ უნდა მომხერხდეს, ვეღარ გამობრდღვნი იქედან ფაქტობრივად..


--------------------
მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.

- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს....

- როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა.

- ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 21 2010, 10:54 AM
პოსტი #8


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ციტატა
ვეღარ გამობრდღვნი იქედან ფაქტობრივად..

გამობრდღვნი a075.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 11:11 AM
პოსტი #9



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მხოლოდ მისასალმებელია!

თუ გვინდა რომ ბავშვი გზაზე დავაყენოთ უნდა ვასწავლოთ ის, რაც ჭირდება, რასაც პრაქტიკულად გამოიყენებს.

ინგლისური ენა და უბრალოდ ინტერნეტი ბავშვს დეტალურ პასუხებს გასცემს კონკრეტულ კითხვებზე, ნაკლებას მოექცევა რომელიმე ვაი პედაგოგის გავლენის ქვეშ

ინგლისური ენა არსებობისთვის საჭიროა დღესაც და მომავალში კიდევ უფრო აუცილებელი იქნება და ეს რაც მტავარია სულაც არ არის ცუდი და სულაც არ უქმნის საფრთხეს ჩვენს ქვეყანას და ჩვენს შვილებს

თუ ღმერთმა ინება და პროპუსული მთავრობა არ მოვიდა ჩვენთან, მაშინ საქართველოს ნორმალურ ქვეყნად ქცევა გარდაუვალია, რასაკვირველია შორს აღარ იქნება ის დრო, როდესაც 37 ევროდ გადავფრინდებით მიუნხენში smile.gif, პარიზში, პრაღაში, ამსეტრდამში... ჰოდა კავკასიური რუსული, (რომელიც სავალდებულო იყო და ჩემდა გასაკვირად არანაირი პრეტენზია არ მსმენია არასდროს) მხოლოდ ესენინის და ბულგაკოვის წასაკითხად დაგვჭირდება


ორი ვარიანტი გვაქვს:

1. ნორმალური მსოფლიოს ნაწილი გავხდეთ, ვერკვეოდეთ თანამედროვე ცხოვრებაში, ჩვენი შვილები შრომას და სწავლას მივაჩიოთ, თავად გამოსცადონ წარმატება, სტაბილურობა. ნამდვილი პატრიოტიზმი, თუნდაც ქუცაში ნაგავის არდაყრით და ა.შ.

ან

2. შევუერთდეთ დედა რუსეთს ,(ისედაც ნოსტალგია გვაქვს), ვუჭახუნოთ ჭიქები, შვილებს სკოლები გამოცდებზე ბამბანერკებით, ვარდებით და ოქროს საყურეებით დავამთავრებინოთ (ნიშანი არ გაუფუჭდეს ბავშვს), უნივერსიტეტებში მოვაწყოთ, შემდეგ სადმე ფული ჩავყაროთ და კაი ფულის საჭრელ კანტორაში მოვაწყოთ, ერთი სიტყვით კაცებად გავზარდოთ...
თავში ხელები ვიშინოთ ვაი ეს ევროპა სად იყო ჩვენ რომ რუსტაველი გვყავდა, სად იყო ინგლისი ჩვენ რომ მსოფლიო გვეკუთვნოდა, ერეკლე ვიზე ნაკლები იყო რუსებს რომ მიგვაერთა, ერთი სარწმუნოება, ერთი იდეა (ბატონის და ყმის), ლამაზი ქალები, სოჩაში უვიზოდ გადასვლა. ეს ამერიკელი მასონები...რუსეთი გადარჩება და საქართველოსაც გადაარჩენს

ჩვენს შვილებს ქონდეთ "უზარმაზარი ზოგადი განათლება", მაგრამ არაფერი არ იცოდნენ და არაფერი არ შეეძლოთ, სახლში იჯდნენ და "ოხ საქართველოს" გაყვიროდნენ

ისე გუჯა თუ მმკ-ში იყო არ ვიცოდი smile.gif















User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2010, 11:11 AM
პოსტი #10


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



იმედია, სანამ ჩემი შვილი სასკოლო ასაკს მიაღწევს, ეს სულელური რეფორმა შეცვლილი იქნება.

აგერ კომპეტენტური ხალხის აზრი:

ირმა ჯეგაძე (ექიმი – ოფთალმოლოგი): “ვფიქრობ, დაწყებით კლასებში კომპიუტერული სწავლება დაუშვებელია. ამან შეიძლება მნიშვნელოვანი პრობლემები შეუქმნას ბავშვის მხედველობას, პირადად ჩემს პაციენტებს 10-12 წლის ბავშვებს კომპიუტერთან ჯდომის უფლებას მხოლოდ კვირაში ორი საათით ვაძლევ, რაც სრულიად უსაფრთხოა მათი ჯანმრთელობისთვის. მაგრამ ხშირ შემთხვევაში ბავშვები არ ითვალისწინებენ ექიმის რჩევებს და სამი ოთხი საათით სხედან კომპიუტერთან, რამაც შეიძლება უამრავი პრობლემა შეუქმნას მათ ჯანმრთელობას, მითუმეტეს პირველი კლასის მოსწავლეს. შეიძლება გამოიწვიოს რეფრაქცია, გადახრა პლიუსისკენ, მინუსისკენ, ან ასტიგმატიზმი. ასევე თვალის სიმშრალე, ქავილი, წვა, “მშრალი თვალის სინდრომი” და ა.შ.

შორენა კვინიკაძე (ფსიქოლოგი): “სკოლების კომპიუტერიზაციას აქვს როგორც დადებითი, ისე უარყოფითი მხარე. ბავშვი რომ თავიდანვე შეეჩვევა კომპიუტერის მოხმარებას, ეს ცხადია, კარგია. მაგრამ პირველ კლასელის ფსიქიკასა და მხედველობაზე ცუდად აისახება. ხშირ შემთხვევაში, ბავშვები მშობლებს მოყავთ შემდეგი ჩივილებით: თავისტკივილი, აგრესიულობა, და ა.შ. თითქმის ყოველთვის, ამის მიზეზი არის კომპიტერული თამაშები და ზოგადად, კომპიუტერთან კონტაქტი. ამავე დროს, ბავშვები წყდებიან გარესამყაროს და თითქმის ყველა სურვილს იკმაყოფილებენ კომპიუტერის მეშვეობით. იკეტებიან ვირტუალურ სამყაროში, ასევე ცნობილია, ნეიროქირურგების დასკვნაც, რომ კომპიუტერი ტვინშიც იწვევს სერიოზულ ცვლილებებს.

ჩემი აზრით, ამასთან დაკავშირებით ფსიქოლოგებმა, პედაგოგებმა და სხვა კომპეტენტურმა პირებმა უნდა დადონ თავიანთი დასკვნები, გაიმართოს მსჯელობა, რადგან ეს ძალიან სერიოზული და საფრთხილო საქმეა. არ უნდა დავაყენოთ ჩვენი შვილების, მომავალი თაობის ჯანმრთელობა ეჭვქვეშ.

მაგული მაზანაშვილი (№ 208 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების პედაგოგი): “თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა გვახარებს, მაგრამ არა პირველ კლასიდან. ექვსი წლის ბავშვი კომპიუტერით ვერ ისწავლის წერა-კითხვას ისე, როგორც საჭიროა. ეს აისახება ბავშვის კალიგრაფიაზე. აუცილებელია ბავშვი მიეჩვიოს აზროვნებას, ფიქრს… დადებითია იმით, რომ ბავშვები მძიმე ჩანთებით არ ივლიან სკოლაში, რაც იწვევს სქოლიოზს.

http://www.ambioni.ge/pirvelklaselta-kompi...-av-kargianoba/

დაავადებული მომავალი თაობა უნდათ გაზარდონ.


ინგლისურს რაც შეეხება, ვერაფრით ვერ ვხვდები, რატომ ფიქრობს ზოგი, რომ ენის სწავლა მე-4 კლასიდან რომ დაიწყო, ვეღარ ისწავლი? რად უნდა ინგლისურის სწავლას 12 წელი? რამდენი ინგლისური ენის არაჩვეულებრივად მცოდნე ვიცი და არც ერთს არ დაუწყია პირველი კლასიდან. ბავშვს "აი ია"-თან ერთად "this is a table" როგორ უნდა ასწავლო არ მესმის. ხომ აერია თავში ყველაფერი... და მგონი ეგ უნდათ სწორედ ამ იდეის ავტორებს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 11:47 AM
პოსტი #11



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი

ნუ ამუქებ ყველაფერს მარიამ smile.gif

აქ კომპიუტერის სრულყოფილად სწავლაზე არ არის საუბარი. ბავშვი აზრზე უნდა იყოს თავიდანვე, აბა ჩვენ რომ 20 წლის დავჯექით პირველად IBM-ზე და ინგლისური მე-11 კლასში რომ დავიწყეთ I am a table- ით, იმიტომ გაგვიჭირდა ცხოვრება smile.gif

ინგლისურს კიდევ რაც შეეხება ბავშვი 6 წლის ასაკში სრულყოფილად ვერ ისწავლის, თუნდაც იმიტომ, რომ მშობლიური ენა არ ეცოდინება სრულყოფილად.


ციტატა
რად უნდა ინგლისურის სწავლას 12 წელი?


ცხადია ბავშვი დღე-ღამეში 22 საათს ვერ დაუთმობს სწავლას და ეს გასათვალისწინებელია

არც ისტორიას ჭირდება 12 წელი და არც მათემატიკას. ერთი ზაფხული დღე და ღამე რომ გაასწორო მთელ სკოლის პროგრამას აითვისებ (საკუთარი გამოცდილებითsmile.gif )


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2010, 11:54 AM
პოსტი #12


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



Giorgi-
კაი რა... მე მე-3 კლასიან დავიწყე ინგლისური, ჩემმა დამაც. და დღეს ჩემი და მთარგმნელია სპეციალობით, სხვათაშორის, არაჩვეულებრივად თარგმნის და გამორჩეულად მოსწონთ მისი თარგმანები იმ მიზეზით, რომ ქართული წინადადებები აქვს ენობრივად ძალიან გამართული, რაც, როგორც ამბობენ, დღეს იშვიათობაა. ბევრი ჩივის, რომ ძალიან კარგად იციან ინგლისური, მაგრამ ქართულად ისე აბდა-უბდად წერენ, აზრს ვერ გამოიტან. ამიტომ უნდა ასწავლო ბავშვს პირველ რიგში კარგად მშობლიური ენა და უცხო ენა მე-3, მე-4 კლასიდანაც რომ დაიწყო, არაა ეგ არანაირი პრობლემა. მაგრამ როცა პირიქით აკეთებ, ბავშვმა რომ მშობლიური ენა არ იცის და უკვე უცხო ენას ატენი ტვინში, მანდ უკვე შეიძლება პრობლემები შეიქმნას. გეკითხები: რა უფრო დიდი პრობლემაა? ბავშვს პირველ კლასში თუ ინგლისური არ ეცოდინება, თუ აზროვნების პრობლემები რომ შეექმნება? ზოგადად ინგლისური რომ დღეს საჭიროა, მაგას არ უარვყოფ. მაგრამ არა პირველი კლასიდან.

და მე თუ პირველად 15 წლის დავჯექი კომპიუტერთან, იმიტომ არ ვარ დღეს კომპიუტერის სპეციალისტი?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 11:57 AM
პოსტი #13



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი

biggrin.gif

კარგი იყო smile.gif

მაგ ლოგიკით კანადაში, ინდოეთში და ა.შ. სულ ტვინარეულები არიან 2 ენაზე რომ საუბრობენ

და თქვენი თაობაც ქართულ-რუსულად რომ იზრდებოდა? biggrin.gif


თუ რუსული მაინც მშობლიურში გადის და ინგლისური მაიმუნობაა biggrin.gif ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2010, 12:04 PM
პოსტი #14


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(Giorgi- @ Jun 21 2010, 11:57 AM) *

მარიამი

biggrin.gif

კარგი იყო smile.gif

მაგ ლოგიკით კანადაში, ინდოეთში და ა.შ. სულ ტვინარეულები არიან 2 ენაზე რომ საუბრობენ

და თქვენი თაობაც ქართულ-რუსულად რომ იზრდებოდა? biggrin.gif
თუ რუსული მაინც მშობლიურში გადის და ინგლისური მაიმუნობაა biggrin.gif ?

რა იცი რომ არა აქვთ მაგის გამო პრობლემები? ცოცხალი მაგალითი მყავს აგერ გვერდით. ჩემი თანამშრომლის შვილიშვილი ინგლისში დაიბადა, რამდენიმე წელი ინგლისში ცხოვრობდა, მერე რუსეთში გადაიყვანეს და დროდადრო საქართველოშიც ჩამოჰყავდათ. შესაბამისად, ბავშვმა თავიდან დაიწყო ინგლისურ-ქართულად მეტყველება, მერე ჩაერთო რუსულიც და დღეს ლოგოპედთან დაჰყავთ. თან დაკომპლექსდა ამ არეული ენების გამო. მაგალითად, როცა სტუმრები მოდიან, ბავშვი თავის თავში იკეტება და ხალხთან კონტაქტს ვერ ამყარებს. სულ გაჩუმებულია. აზროვნებითაც დიდად არ გამოირჩევა. მისი ასაკის ბავშვებმა გაცილებით მეტი იციან ხოლმე. არადა ჯანმრთელი ბავშვია, წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 21 2010, 12:06 PM
პოსტი #15


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



მარიამი
და რა მოხდება პირველი კლასიდან რო დაიწყოს?

ეგრე ჩემს ნათესავს რო დაჭირდა 50 წლის ასაკშიც ისწავლა. ხოდა ვისწავლოთ მაშინ სიბერეში. როცა დაგვჭირდება მაშინ.


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2010, 12:09 PM
პოსტი #16


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(fiore @ Jun 21 2010, 12:06 PM) *

მარიამი
და რა მოხდება პირველი კლასიდან რო დაიწყოს?

ეგრე ჩემს ნათესავს რო დაჭირდა 50 წლის ასაკშიც ისწავლა. ხოდა ვისწავლოთ მაშინ სიბერეში. როცა დაგვჭირდება მაშინ.

რა მოხდება და ენების ერთმანეთში არევა შეიძლება ცუდად აისახოს ბავშვის აზროვნებასა და მეტყველებაზე. 6 წლის ბავშვი არაა ჯერ ჩამოყალიბებული სათანადოდ, რომ სხვადასხვა ენები ჩაუყარო ტვინში. რა შეიძლება გამოიწვიოს ამ არევ-დარევამ, ცოცხალი მაგალითი დავწერე ზემოთ.


50 წელი ნამეტანი გვიანია ალბათ smile.gif ყველა მაგ ასაკში ვერ ითვისებს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობენ. ჩემი აზრით, სკოლის პერიოდში უნდა ასწავლო არა მარტო ინგლისური, არამედ რომელიმე მეორე უცხო ენაც. მე პირადად, რუსულსაც ვასწავლი ჩემს შვილს. გერმანულიც მინდა ძალიან. ვნახოთ, რამდენს შეძლებს.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
fiore
პოსტი Jun 21 2010, 12:12 PM
პოსტი #17


innocent..
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 523
რეგისტრ.: 16-May 10
წევრი № 8,839



ციტატა(მარიამი @ Jun 21 2010, 12:04 PM) *

ჩემი თანამშრომლის შვილიშვილი ინგლისში დაიბადა, რამდენიმე წელი ინგლისში ცხოვრობდა, მერე რუსეთში გადაიყვანეს და დროდადრო საქართველოშიც ჩამოჰყავდათ. შესაბამისად, ბავშვმა თავიდან დაიწყო ინგლისურ-ქართულად მეტყველება, მერე ჩაერთო რუსულიც და დღეს ლოგოპედთან დაჰყავთ. თან დაკომპლექსდა ამ არეული ენების გამო. მაგალითად, როცა სტუმრები მოდიან, ბავშვი თავის თავში იკეტება და ხალხთან კონტაქტს ვერ ამყარებს. სულ გაჩუმებულია. აზროვნებითაც დიდად არ გამოირჩევა. მისი ასაკის ბავშვებმა გაცილებით მეტი იციან ხოლმე. არადა ჯანმრთელი ბავშვია, წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.

unsure.gif unsure.gif
და რატო აწყდებით მაინცადამაინც უარყოფითს???
მე მყავს ნათესავი 7 წლის არის ჯერ, ხან ამერიკაშია ხან რუსეთში და ხან საქართველოში და სამივე ენაზე თავისუფლად მეტყველებს.

ამერიკელი მხატვარი იყო კიდევ ერთი სერჟანტი და ჯერ კიდევ ბავშვი უკვე 4 ენაზე ლაპარაკობდა, მისი მშობლები ეხვადასხვა ქვეყნებში გადადიოდნენ საცხოვრებლად და მიტომ.

ციტატა
აზროვნებითაც დიდად არ გამოირჩევა.

ალბათ ამის ბრალია მაგ ბავშვის პრობლემა
unsure.gif


--------------------
when you are in deep shit it's better to keep your mouth shut!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Jun 21 2010, 12:17 PM
პოსტი #18


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა(fiore @ Jun 21 2010, 12:12 PM) *

unsure.gif unsure.gif
და რატო აწყდებით მაინცადამაინც უარყოფითს???
მე მყავს ნათესავი 7 წლის არის ჯერ, ხან ამერიკაშია ხან რუსეთში და ხან საქართველოში და სამივე ენაზე თავისუფლად მეტყველებს.

ამერიკელი მხატვარი იყო კიდევ ერთი სერჟანტი და ჯერ კიდევ ბავშვი უკვე 4 ენაზე ლაპარაკობდა, მისი მშობლები ეხვადასხვა ქვეყნებში გადადიოდნენ საცხოვრებლად და მიტომ.


ალბათ ამის ბრალია მაგ ბავშვის პრობლემა
unsure.gif

ჯერ ერთი, მაგ შემთხვევებში მთლიანად უნდა განიხილო ბავშვის ფსიქოლოგია და არა მარტო ენების ცოდნით. და მეორეც, როცა არსებობს რისკი, რატომ უნდა ჩაატარო ექსპერიმენტი საკუთარ შვილზე? უცებ რომ არ გაამართლოს და ბავშვს პრობლემები შეექმნას? ღირს კი 1-ელ და მე-2 კლასში ინგლისურის ცოდნა ამ რისკად?

ბავშვის პრობლემა არაა. მე დაბადებიდან ვაკვირდები მაგ ბავშვის განვითარებას და ძალიან ცხადად ჩანს, რომ პრობლემები სწორედ ენების არევის შედეგად შეექმნა.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 12:24 PM
პოსტი #19



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი
ციტატა
რა იცი რომ არა აქვთ მაგის გამო პრობლემები? ცოცხალი მაგალითი მყავს აგერ გვერდით. ჩემი თანამშრომლის შვილიშვილი ინგლისში დაიბადა, რამდენიმე წელი ინგლისში ცხოვრობდა, მერე რუსეთში გადაიყვანეს და დროდადრო საქართველოშიც ჩამოჰყავდათ. შესაბამისად, ბავშვმა თავიდან დაიწყო ინგლისურ-ქართულად მეტყველება, მერე ჩაერთო რუსულიც და დღეს ლოგოპედთან დაჰყავთ. თან დაკომპლექსდა ამ არეული ენების გამო. მაგალითად, როცა სტუმრები მოდიან, ბავშვი თავის თავში იკეტება და ხალხთან კონტაქტს ვერ ამყარებს. სულ გაჩუმებულია. აზროვნებითაც დიდად არ გამოირჩევა. მისი ასაკის ბავშვებმა გაცილებით მეტი იციან ხოლმე. არადა ჯანმრთელი ბავშვია, წესით არანაირი პრობლემა არ უნდა ჰქონოდა.



თუ უხცო ქვეყანაში დაიბადა - ეს გასაგებია

მე ვამბობ რომ მარტივი, სახალისო ინგლისური პირველ კლასელ ბავშვს არ აწყენს, ყოველ შემთხვევაში იმ დონეზე ეცოდინება რომ ინტერნეტში წაიკითხავს რამე განსხვავებულ მოსაზრებას რაიმე საკითხზე და ქართული ტელეარხების გავლენის ქვეშ არ მოექცევა

სადაც არ უნდა გავიქცეთ, ინგლისური არის ყველაზე გავრცელებული ენა, საერთაშორისო ენა და ყველაზე სრულყოფილი ინფორმაციის მიღება მხოლოდ ამ ენაზეა შესაძლებელი

იგივე კითხვას გავიმეორებ, რომ ჩვენზე უფროსი თაობა რუსულად ლექსებს სწავლობდა ბაღის ასაკში, მაგრამ არანაირი პრობლემა არ შექმნიათ, და იცი რატომ?

იმიტომ, რომ რუსული მაინც "შინაური" იყო რატომღაც.

ცხადია ბავშვის ტვინის არევას ვერ მივესალმები, მაგრამ გალიაშიც ვერ გავზრდით

გლობალიზაცია გარდაუვალია და სულაც არ ნიშნავს ქართველების გადაგვარებას ჩემი აზრით

ჩემთვის მთავარია ბავშვი დამოუკიდებლად აზროვნებას, გადაწყვეტილების მიღებას მიეჩვიოს და ამისთვის თანამედროვე განათლება ჭირდება პირველ რიგში და ფუნდამენტალური თავისთავად, თუმცა ყოველთვის ისე ხდება რომ თანამედროვე განათლება ძაან ცოტას აქვს დღესაც.

მე მართლა მირჩევნია სტომატოლოგთან მივიდე, რომელმაც არაფერი არ იცის სტომატოლოგიის გარდა, ვიდრე ექიმთან, რომელიც "უზომოდ განათლებულია", მაგრამ კბილებს ხარისხიანად ვერ აკეთებს. იმიტომ, რომ მე კონკრეტული საკითხის გადაწყვეტა მჭირდება მასთან, ვიდრე "რანი ვართ, რისთვის მოვსულვართ, საითკენ მივდივართ" და ასეთი ქადაგებები smile.gif

სპეციალისტების პრობლემაა იმ ქვეყანაში, როდესაც ზოგადი განათლება არ ვიცით სად წავიღოთ biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Giorgi-
პოსტი Jun 21 2010, 12:35 PM
პოსტი #20



***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,280
რეგისტრ.: 23-May 07
წევრი № 2,001



მარიამი
ციტატა
რომ პრობლემები სწორედ ენების არევის შედეგად შეექმნა.


სხვა თემაა ეს, მარიამ, ბავშვი რომ საზღვარგარეთ გადავა საცხოვრებლად, ან იქ დაიბადება და სახლში მშობლიურ ენაზე მეტყველებს - გასაგებია

მაგრამ 6-7 წლის ბავშვმა მაქსიმუმ ისწავლოს ანბანი და მარტივი წინადადებები, მითუმეტეს ჩვენს სკოლებში. რაც ტვინს კი არ აურევს, პირიქით საფუძველს მისცემს

რაც მთავარია ის მომენტი არ იქნება, ჩვენს დროს რომ იყო ვისაც ფული ქონდა ის ემზადებოდა ინგლისურში და ვისაც არა სკოლა ვერაფერს აძლევდა. 60-ანი წლების აკადემიურ ინგლისურს ახვევდნენ თავზე. "ლ - ა - ნდონ, ქ - ო - მფანი" biggrin.gif



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

7 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 08:32 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი