თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ზოგადი რელიგიური საუბრები და სიახლენი _ სიყვარული და თავმოყვარეობა

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Mar 29 2010, 04:42 PM

როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ერთმანეთთან სიყვარული და თავმოყვარეობა?.

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 29 2010, 04:46 PM

ზოგად რელიგიურ საუბრებშია გადასატანი.

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Mar 30 2010, 03:26 PM

,

პოსტის ავტორი: Funkenstein თარიღი: Mar 30 2010, 03:53 PM

მეც ძალიან მაინტერესებს ამ კითხვაზე პასუხი

პოსტის ავტორი: besik თარიღი: Mar 30 2010, 05:37 PM

ციტატა(Elisa_Day @ Mar 29 2010, 03:42 PM) *

როგორ ფიქრობთ, რა კავშირშია ერთმანეთთან სიყვარული და თავმოყვარეობა, რამდენად მნიშვნელოვანია სიყვარულში თავშეკავება.

თავმოყვარეობა და თავშეკავება ერთმანეთისგან განსხვავებული ცნებებია სიყვარულთან დაკავშირებით.
სიყვარულისას აქცენტი თავმოყვარეობაზე კიარა,მისი ობიექტისადმი განსაკუთრებულ დამოკიდებულებაზეა გადატანილი ყურადღება.შენს თავს შეიზლება ბევრი რამ მოააკლო ამდროს,ბევრი რამ გადაიტანო,მაგრამ ეს თავმოყვარეობას კი არ ლახავს,პირიქით ამაღლებს ადამიანს,იმაზედიდი რა არის როცა ამ დროს საკუთარ თავზე არ ფიქრობ იმდენად ,რამდენადაც სიყვარულის ობიექტზე.ვისაც საკუთარ თავმოყვარეობაზეაქვს აქცენტი გადატანილი,ის უფრო ეგოიზმისკენ იხრება.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Mar 30 2010, 05:48 PM

რომელ სიყვარულს გულისხმობთ გააჩნია smile.gif, თუ ქალ-ვაჟურ სიყვარულზეა აქცენტი, იქ ცხადია თავმოყვარეობაც იჩენს თავს, თუმცა თავმოყვარეობა რა არის? ალბათ პრიორიტეტები, ვისთვის რა მეტად ფასობს და რის გამო, რას არ დაუშვებს. ზოგ შემთხვევაში, თავმოყვარეობა უადგილოა, ზოგან სულაც არ იყოს შეიძლება თავმოყვარეობა, უბრალოდ არასწორი მოპყრობისადმი შეუგუებლობა.

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Mar 30 2010, 07:42 PM

,

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Mar 30 2010, 10:17 PM

Elisa_Day
უფალი ბრძანებს: შეიყვარე მოყვასი ვითარცა თავი თვისიო. ესეიგი მოყვასის სიყვარულისთვის აუცილებელი პირობაა საკუთარი თავის სიყვარული (რათქმაუნდა ეგოიზმის გარეშე). ისმება კითხვა რა არის საკუთარი თავის სიყვარული? ჩემი აზრით პირველ რიგში ღმერთან ერთობის ძიება, სულის ცხოვნებისთვის ზრუნვა. ასევე უნდა შევიყვაროთ მოყვასი, რაც მისი სულის ცხოვნებისთვის იქნება კარგი ის უნდა გვინდოდეს მისთვის... სიყვარულიც ამ ქმედებაში გამოიხატება. (სულიერშიც და ფიზიკურშიც). მოყვასისთვის თავგანწირვაში...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Mar 31 2010, 05:55 PM

ჩემი აზრით, სიყვარულის აღსრულების დროს (როდესაც გამოხატავთ საქმით ჩვენს სიყვარულს - თბილი სიტვით, რჩევით, დახმარებით, მასთან/მათთან ყოფნით, გვერდში დგომით, შენი სიხარულის გაზიარებით და ა.შ.) არა აქვს მნიშვნელობა საკუთარი თავი გვიყვარს თუ გვეზიზღება (თავმოყვარეები ვართ თუ თავმოძულეები) . ორივე შემთხვევაში შეუძლია ადამიანს უყვარდეს სხვა და გაიხაროს იმ სიხარულით, რომელიც თანმდევია სხვისი გახარების, სხვისდამი სიყვარულის გამოხატვისა. მაშასადამე, როდესაც შენ შენი მოყვას(ებ)ისადმი გამოხატავ სიყვარულს, აძლევ და ანიჭებ სიხარულს, ბედნიერებას, კმაყოფილებას, ნუგეშს, იმედს, სიმხნევეს (რა თქმა უნდა ღვთის შემწეობით), ამ დროს შენც გიხარია. შეიძლება თვლიდე, რომ შენი თავი გეზიზღება საერთოდ, არარაობა ხარ, ნაძირალა, ადამიანობის აღარაფერი შეგრჩენია, მაგრამ როდესაც მოყვასისადმი სიყვარულს გამოხატავ, მხოლოდ მას კი არ გაახარებ, არამედ შენს თავსაც.

ჩნდება კითხვა: განა შეიძლება კი საკუთარი თავის მოძულე ადამიანს სურდეს სიხარული, ბედნიერება. ადამიანხ მაშინ უნდა საკუთარ თავს მოუტანოს, აჩუქოს სიხარული, როცა საკუთარი თავი უყვარს, თორემ, თუ ეზიზღება თავისი თავი, მაშინ რატომ გაახარებს მას (საკუთარ თავს)?! ამიტომ, რადგანაც ჩვენ ვხედავთ, რომ სიხარულისკენ მიისწრაფის ის ადამიანებიც, რომლებსაც მიაჩნიათ, რომ საკუთარი თავი სძულთ, ეზიზღებათ, სინამდვილეში მათ ბოლომდე არ სძულთ და ეზიზღებათ იგი (საკუთარი თავი). ესე იგი, ამ ადამიანებს საკუთარი თავი უყვართ კიდეც და სძულთ კიდეც. ჩემი აზრით ყველანი ასეთები ვართ. ყველას გვიყვარს ჩვენი თავი, მაგრამ ჩვენი პატარა, დიდი და უდიდესი ცოდვების გამო გვეზიზღება იგი, რადგანაც ღვთის ხატებასა და მსგავსებას ვერ აღვასრულებთ, ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე.

თუ ის საკითხი უკვე გადავწყვიტეთ, რომ ერთდროულად თავმოყვარენიც ვართ და თავმოძულენიც, მაშინ როგორღა უნდა დავსვათ საკითხი?! აქამდე ვფიქრობდით, ასე: სწორია თუ არა სხვაც გვიყვარდეს და ჩვენი თავიც? ამას პასუხი უკვე გაეცა (ჩემს მიერ. რა თქმა უნდა არ ვდებ თავს, რომ მაინცდამაინც ასეა, ჩემი მოსაზრებაა მხოლოდ ეს): საკუთარი თავი ერთდროულად გვიყვარს და გვძულს კიდეც და ამას ვერ შევცვლით, ასეთები ვართ. ამიტომ აზრი არა აქვს ამ შეკითხვის დასმას "უნდა გვიყვარდეს თუ არა საკუთარი თავი?". თუ მაინც ვერ გავაწითლებთ მაწონს, რა აზრი აქვს იმაზე მსჯელობას, კარგია თუ არა მაწონი იყოს წითელი? ვართ თავმოყვარენიც და რამდენიც არ უნდა ვილაპარაკოთ, არ უნდა ვიყოთ თავმოყვარენიო, მაინც ვერ შევიცვლებით. მაგრამ ვფიქრობ ასე მარტივადაც არაა საქმე. შეგვიძლია სხვაგვარად დავსვათ საკითხი ისე, რომ თემას ძალიან საინტერესო მიმართულება მივცეთ და უფრო უკეთ დავინახოთ კავშირი სიყვარულსა და თავმოყვარებას/თავმოძულებას შორის.


ჩვენ ერთდროულად ვართ თავმოყვარენიც და თამვოძულენიც, მაგრამ სიყვარულის აღსრულების (გამოხატვის) დროს, რომელი მათგანით ვხელმძღვანელობთ? აი ესაა საინტერესო...

მარტივი მაგალითი მოვიყვანოთ. დავუშვათ, ვცხოვრობთ სოფელში და გვაქვს დიდი ეზო. მეზობლისგან გვყოფს საერთო მავთულის ღობე. ძალიან გვიყვარს ეს მეზობელი. ვთქვათ, წყალი გრაფიკით მოეწოდება ჩვენს სოფელს - 3 დღეში ერთხელ biggrin.gif ერთხელაც, დადგა რა გრაფიკით დადგენილი წყლის დღე, მოვიდა წყალი და ჩვენი ბაღის ნათესის მორწყვა დავიწყეთ, ეს ჩვენი საყვარელი მეზობელი სახლში არ აღმოჩნდა. ამიტომ მივედით ღობესთან და ღობის ახლოს დათესილ მცენარეებს დავუწყეთ რწყვა. მაგრამ საქმე იმაშია, რომ მეზობლის ნათესის მორწყვისას ღობის აქეთა მხარეს (ჩვენს მხარეს) დათესილსაც ხვდება წყალი... თან მეზობლის ბაღში მიწაში ჩასული წყლის ნაწილი ჩვენს მხარეს გადმოდის მიწისქვეშ... ჩვენ თუ მეზობლის ნათესებს იმიტომ ვრწყავთ ღობის აქდან, რომ არაპირდაპირი გზით ჩვენი ნათესიც მოირწყას, სულელი ვყოფილვართ. და თუ ამ სისულელის თავიდან აცილების მიზნით, ჩვენს ნათესს ამოვთხრით, რათა არაპირდაპირი გზით არ მოირწყას იგი, მაშინ უარესი სულელი გამოვდივართ. არც ერთი და არც მეორე საქციელი სწორი არ არის. ახლა ეს შემთხვევა განვაზოგადოთ და მივანიჭოთ სიმბოლური დატვირთვები. მორწყვა იყოს სიყვარულის გამოხატვა. თესლი იყოს ის ცოცხალი მარცვალი, რომელიც მოირწყვება რა, გამოიღებს სიხარულის ნაყოფს. მაშასადამე, როდესაც ჩვენ მოყვას(ებ)ის მიმართ გამოვხატავთ სიყვარულს (ვრწყავთ სიხარულის ნაყოფის გამომღებ მარცვალს), ამას აუცილებლად მოჰყვება იმ მოყვასის გახარება (ნათესი ამოდის, იზრდება და გამოიღებს ნაყოფს, ანუ სიხარულს) და ჩვენი გახარებაც (რადგანაც არაპირდაპირი გზით ჩვენი ნათესიც მოირწყა, ამოვიდა და გამოიღო სიხარულის ნაყოფი). ჩვენ თუ მოყვასის მიმართ სიყვარულს იმიტომ გამოვხატავთ, რომ არაპირდაპირი გზით ჩვენც გავიხაროთ, თვითმიზანი არის საკუთარი სიხარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილება, მაშინ ვემსგავსებით ადამიანს, რომელიც თავისი ნათესის მორწყვის ნაცვლად, მეზობლისას რწყავს, რათა არაპირდაპირი გზით მოირწყას თავისი ნათესი. ანუ საკუთარი თავის სიყვარულიდან გამომდინარე (საკუთარი სიხარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით) სხვისდამი სიყვარულის გამოხატვა არასწორია. ეს სიმძიმით არა, მაგრამ არსით მრუშობის ტოლფასი მეჩვენება. მრუშობის დროს ადამიანები საკუთარი მოთხოვნილებების დაკმაყოფილების მიზნით სახმარ საშუალებად იყენებენ მეორე ადამიანს. ამ შემთხვევაშიც, საკუთარი სიხარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით მოყვასს ვიყენებთ საშუალებად, რომლის მიმართ განხორციელებული სიყვარულის გამომხატველი აქტი დაგვიკმაყოფილებს ჩვენს იმ მოთხოვნილებას, რომელსაც სიხარულის მოთხოვნილება ჰქვია... ამ მოთხოვნილების დაკმაყოფილებისთვის "სიყვარულის გამოხატვა", რათქმაუნდა არასწორია. სიხარულის მოთხოვნილება კი გააჩნია ადამიანს, რომელსაც უყვარს საკუთარი თავი, ანუ გარკვეულწილად თავმოყვარეა - რადგანაც საკუთარი თავი უყვარს, სურს სიხარული მიანიჭოს მას(საკუთარ თავს). მამა ანდრიას მე 2 წლის წინ დავუსვი შეკითხვა სიყვარულზე, რომელზეც გამცა საკმაოდ ვრცელი პასუხი. ამ პასუხში ერია ეს სიტყვებიც: "ჭეშმარიტი სიყვარული გაცემაა და არა მიღება; გაცემა გულისა, ცხოვრება მისით, ვინც გიყვარს, დათმენა მისი. ჩვენ კი, საუბედუროდ, უფრო მომხმარებლები ვართ, ვიდრე გამცემნი. ის, რომ მე მსიამოვნებს ადამიანთან ყოფნა, ვილტვი მისკენ, ჯერ არ არის ნიშანი ჭეშმარიტი სიყვარულისა". აქედანაც ჩანს, რომ სიყვარული არაა საკუთარი მოთხოვნილებების (ამ შემთხვევაში სიხარულის მოთხოვნილების) დაკმაყოფილება. საკუთარ მოთხოვნილებებს კი თავმოყვარე ადამიანი იკმაყოფილებს, თორემ ვისაც არ უყვარს საკუთარი თავი, ის არც დაიკმაყოფილებს მოთხოვნილებებს. ასევე, მამა თეოდორემაც აღნიშნა მრევლთან შეხვედრაზე ("ქრისტიანობის საფუძვლების" კურსის ფარგლებში, 25 მარტს), რომ მილიარდელები ეჩვევიან ქველმოქმედების სიხარულს და უკვე ამ სიხარულის მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად ეწევიან ქველმოქმედებას და არა იმიტომ, რომ წინა პლანზე ქველმოქმედების ობიექტები ყავთო. მაგრამ იმისათვის, რომ გვიყვარდეს ჭეშმარიტად, არ არის საჭირო საკუთარი თავი შევიძულოთ (მით უმეტეს, რომ ამას ვერც მოვახერხებთ), არამედ საჭიროა მოყვასს არ შევხედოთ მომხმარებლური თვალით - საკუთარი თავის გახარების მოთხოვნილების დაკმაყოფილების მიზნით არ უნდა ვცდილობდეთ მათ გახარებას, დახმარებას, გვერდში დგომას, ნუგეშისცემას, დაიმედებას, დამშვიდებას და ა.შ., რაც სიყვარულის გამოხატულებას ჰგავს. ჭეშმარიტად სიყვარულის გამოვლინება იქნებოდა მაშინ, თუ იგი არ იქნებოდა საკუთარი სიხარულის მოთხოვნილების დაკმაყოფილებისათვის გაწეული საქმე.


ის ადამიანი, რომელსაც მიაჩნია, რომ სძულს საკუთარი თავი, ემსგავსება ადამიანს, რომელიც ამბობს "მე სიხარულის რა ღირსი ვარო" და ძირკვავს თავის ნათესებს (რომელსაც სიხარულის ნაყოფი უნდა გამოეღო) და რწყავს მოყვასის სიხარულის ნათესს, რათა იგი მაინც გაახაროს. რატომ არის ასეთი დამოკიდებულება არასწორი? იმიტომ, რომ მოყვასისადმი სიყვარულის გამოხატვისას ჩვენი გულის სიხარულით ავსება, ღვთისგან მონიჭებული მადლია და მასზე უარის თქმა ღმერთის უმადურობაა. ჩვენ თუ საკუთარ თავს ისეთ არამზადებად ჩავთვლით, რომ თავს ყოველგვარი სიხარულისა და ნუგეშის უღირსად მივიჩნევთ, ჩავკლავთ ჩვენს თავში სიხარულის უნარსა და მოთხოვნილებას, შემდეგ მოყვასისადმი სიყვარულის აღსრულების დროს უფლისადმი მადლობის თქმისას არაგულწრფელნი ვიქნებით. ჩვენ უფალს მივმართავთ "ღმერთო გმადლობ, რომ მომეცი შესაძლებლობა ჩემი მოყვასი გამეხარებინა და მისდამი სიყვარული გამომეხატაო", მაგრამ იმ სიხარულს არ განვიცდით, რასაც წესით უნდა განვიცდიდეთ ჩვენი მოყვასის მოყვასის გახარების გამო, რადგანაც ჩვენვე ვთქვით უარი ყოველგვარ სიხარულზე. მაშ, თუ არ გვიხარია, რაღატომ ვმადლობთ უფალს?! აი სად არის ჩვენი არაგულწრფელობა. მაგრამ სად არის უმადურობა? იქ, სადაც უფლის მონიჭებულ სიხარულზე ვთქვით უარი, როდესაც გადავწყვიტეთ "მე უკვე გადაწყვეტილი მაქვს, რომ საკუთარი თავი მძულდეს, მეზიზღებოდეს და არ მაქვს უფლება გავიხაროვო".

მაშასადამე, არც საკუთარი თავის სიყვარულის გამო აღსრულებული სიყვარული ფასობს და არც საკუთარი თავის სიძულვილის დროს აღსრულებული. მაშ, როგორ უნდა მოვიქცეთ? მე ასე მგონია: სიყვარული უნდა აღვასრულოთ სიყვარულისთვის და როდესაც ამის შედეგს ვიხილავთ და ჩვენც გავიხარებთ იმ მოყვასთან ერთად, რომლის მიმართაც გამოვხატეთთ სიყვარული (თუმცა ჩვენი თავის გახარება მიზნად არ გვქონია), უფალს მადლობა შევსწიროთ მონიჭებული სიხარულისათვის. მაგრამ ამ სიხარულით ბოლომდე მაინც არ უნდა დავკმაყოფილდეთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ საკმარისია აღვასრულოთ სიყვარული სიყვარულისთვის მოყვასის მიმართ და ამით გავიხაროთ. სულერთია, ჩვენი გული მაინც ვერ გაივსება ბოლომდე სიხარულით. კარგად "დაკმაყოფილებულნი" რომ ჩავუკვირდებით ჩვენს თავს, მივხვდებით, რომ ეს სიხარულიც არაა ჩვენთვის საკმარისი. ამიტომ თავიდანვე ნუ მოვიტყუებთ თავს და არ ჩავთვალოთ თავი ამ სიხარულით დაკმაყოფილებულად. ქრისტიანი ადამიანი ყოველთვის მოლოდინში უნდა იყოს ჩემი აზრით და არ უნდა ელოდოს ნაყოფს უფალთან შეხვედრამდე. აი მამა ანდრიას პასუხი ამაზე: "დროჟამამდე უნდა ვითმონოთ საკუთარი ცოდვილობა და ვნებულობა [და ასევე ბოლომდე დაუკმაყოფილებლობა - აბე]. ვითმინოთ არ ნიშნავს არ ვიბრძოლოთ, არამედ დროზე ადრე არ უნდ ელოდო ნაყოფს. ხეს რომ ვრგავთ ხომ ველოდებით წლების მანძილზე?" თუმცა აქ მამა ანდრია სულ სხვა საკითხზე საუბრობდა (გონებაში ეშმაკისაგან მოტანილ ფიქრებზე), ამიტომ შეიძლება მოგვეჩვენოს, რომ თითქოს ამ ნაყოფის გამო უნდა გვიყვარდეს უფალი და ვისწრაფოდეთ მისგან. მაგრამ მე ეს არასწორედ მიმაჩნია (რა თქმა უნდა მამა ანდრიას არ ვეწინააღმდეგები, იქ სხვა კითხვაზე პასუხობდა და ამიტომ ამ კონტექსტში მთლათ ზუსტად არ ჯდება. უბრალოდ ის ავიღოთ მამა ანდრიას სიტყვებიდან, რომ ამ ქვეყნად ვერაფერი გაავსებს ჩვენს გულს, ვერ დავკმაყოფილდებით. მხოლოდ ღმერთი აავსებს ჩვენს გულს, რადგანაც უსასრულო უსასრულოთი აივსება მხოლოდ. ამას მამა თეოდორეს სიტყვების გამოყენებით ვამბობ). ჩემი დამოკიდებულება ასეთია: ოღონდ კი ღმერთს ვხედავდე, მასთან ვიყო და თუნდაც ჯოჯოხეთში ვიჯდე. ანალოგიურად მიმაჩნია მოყვასის სიყვარულის შემთხვევაშიც: ოღონდ მასთან/მათთან ვიყო და მე თუნდაც ვიტანჯებოდე.

მოკლეთ, მე ასე მესახება სიყვარულისა და თავმოყვარეობის/თავმოძულეობის ურთიერთკავშირი. თავმოყვარეობაც და თავმოძულეობაც, ორივე გვაქვს, მაგრამ ისე უნდა ვქნათ, რომ არცერთმა მათგანმა არ შეუშალოს ხელი სიყვარულის აღსრულებას და უფლისადმი მადლიერების გამოხატვას და ასევე თავმოყვარებამ ამქვეყნად ყოფნისას არ უნდა მოგვთხოვოს ის ნაყოფი, რომელსაც უფალი მოგვმადლებს მაშინ, თუკი შევალთ სასუფეველში...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Apr 1 2010, 01:36 PM

Elisa_Day
ვერცერთ კითხვაზე ვერ გიპასუხებ,

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2013, 02:49 PM

"არასდროს არ ინანო საკუთარი გადაწყვეტილება. წასასვლელი წავა, დასაბრუნებელი დაბრუნდება..."

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2013, 07:55 PM



biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 27 2013, 08:04 PM

A.V.M
ძალიან სერიოზული ტექსტია happy.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 27 2013, 09:09 PM

qetevano

ციტატა
ძალიან სერიოზული ტექსტია

და თავმოყვარეობა?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 27 2013, 09:16 PM

ციტატა(A.V.M @ Feb 27 2013, 09:09 PM) *

qetevano

და თავმოყვარეობა?
biggrin.gif

მასეთი რამე არის ამ სიმღერაში? biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 12 2013, 12:26 PM

‎''მე ატირებული მივედი ღმერთთან ,ჩემი ტკივილი მე მას ვუამბე . . .
მან ჩაიცინა და მიპასუხა . . .
-და შენ რა იცი იქნებ უყვარდე...''

პოსტის ავტორი: Elisa_Day თარიღი: Mar 12 2013, 09:44 PM

wow ეს თემა თუ კიდევ ცოცხლობდა და არსებობდა არ მეგონა biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif:D



პ.ს

ციტატა(marine @ Mar 12 2013, 12:26 PM) *

‎''მე ატირებული მივედი ღმერთთან ,ჩემი ტკივილი მე მას ვუამბე . . .
მან ჩაიცინა და მიპასუხა . . .
-და შენ რა იცი იქნებ უყვარდე...''




ეგრე "იქნებ" ს ვერ ენდობი... smile.gif
თუ არ უყვარხარ არც შენ უნდა აგრძნობინო რომ გიყვარს smile.gif smile.gif
არ არის აუცილებელი იცოდეს ამის შესახებ smile.gif
როგორმე სხვას შეხვდები ადამიანი, ისეთს ვინც შეგიყვარებს smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2013, 10:57 AM

ციტატა(Elisa_Day @ Mar 12 2013, 10:44 PM) *


ეგრე "იქნებ" ს ვერ ენდობი... smile.gif
თუ არ უყვარხარ არც შენ უნდა აგრძნობინო რომ გიყვარს smile.gif smile.gif
არ არის აუცილებელი იცოდეს ამის შესახებ smile.gif
როგორმე სხვას შეხვდები ადამიანი, ისეთს ვინც შეგიყვარებს smile.gif


"იყავი ამაყი და ისეთი ამაყი, რომ შენს თავს არ მისცე უფლება გიყვარდეს ის ვისაც შენ არ უყვარხარ." smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 12 2014, 10:29 AM

"მარტო იყო და მაინც იცოდა - ვიღაცას უყვარდა!"

"სამოსელი პირველი"

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 1 2015, 10:52 PM

აბა რას ფიქრობთ სიყვარულს გამოხატვა ხო ჭირდება?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2015, 11:24 AM

ციტატა(sanfol @ Jun 1 2015, 11:52 PM) *

აბა რას ფიქრობთ სიყვარულს გამოხატვა ხო ჭირდება?


რათქმაუნდა, მაგრამ როცა ქალი არ გპასუხობს სიყვარულზე, ამ დროს თავმოყვარეობა უნდა ჩართო smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 2 2015, 03:30 PM

marine
ხო მარა დათმობაზე წასვლას გავს ეგ

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2015, 06:56 PM

ციტატა(sanfol @ Jun 2 2015, 04:30 PM) *

marine
ხო მარა დათმობაზე წასვლას გავს ეგ


მაგრამ ეგეც ხომ რეალობაა, რომ ძალით ვერავის შეაყვარებ თავს...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 2 2015, 10:16 PM

marine
კი მარა ყველაფერი თუ არ ცადე გული დაგწყდება

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2015, 10:45 PM

ციტატა(sanfol @ Jun 2 2015, 11:16 PM) *

marine
კი მარა ყველაფერი თუ არ ცადე გული დაგწყდება


ნუ, ჯერ იმდენად პატარა ხარ, რომ გამოცდილება უნდა შეიძინო, ამიტომ კარგი, ყველა ხერხი ცადე smile.gif ადამიანი უფრო კარგად საკუთარი შეცდომებით სწავლობს, ვიდრე ვინმეს რჩევის მიხედვით smile.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 3 2015, 08:03 PM

marine
მადლობა მხარდაჭერისთვის rolleyes.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2015, 09:51 PM

ციტატა(sanfol @ Jun 3 2015, 09:03 PM) *

marine
მადლობა მხარდაჭერისთვის rolleyes.gif


სიყვარულში გამარჯვებას გისურვებ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 5 2015, 02:36 PM

marine

ციტატა
სიყვარულში გამარჯვებას გისურვებ

გაიხარე, დავიცავ ჩემ სიყვარულს smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 5 2015, 05:43 PM

sanfol
დარწმუნებული ხარ რომ სიყვარულია?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 5 2015, 09:49 PM

G_saxva
კი

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Jun 6 2015, 03:18 AM

sanfol
რას ეძახი სიყვარულს?
მე ეს ბოლო ხანებია გაურკვევლობაში ვარ, წარმოდგენა არ მაქვს რას დავარქვა... ადრე რასაც სიყვარულს ვეძახდი ახლა ჩემთვის აკვიატება და სხვისი გაფანატებაა ხოდა ახალ განმარტებას ვეძებ....

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Jun 6 2015, 12:10 PM

MIRDAT
რავი სიტყვებით ვერ ახსნი ამ გრძნობას
აი მამა თეოდორეს ააქვს ნათქვამი, დაინახა ვიღაცა გოგოვო და შეუყვარდაო თან ისე შეუყვარდა გამოშტერდაო, მერე იწყებს მოყოლასო ესე ესეო და ეუბნებიან არაა ეგ სიყვარულიო და როგორ არაა კაცოო აბა ეს რა არისო მთელი რიგი ცვლილებები მოხდა ჩემშიო და თან როგორიო, მერე გაიცნობს ამ გოგოსო და ისეთი არ აღმოჩნდება როგორიც იყოვო და მერე ფიქრობსო რომ აბა ეს რა იყოვო აბა ეს რა დამემართაო და იწყებს სიყვარულის პირველი წყაროს ღმერთის ძიებას რომელიც იწვევს ამ გრძნობებსო

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jun 8 2015, 11:00 AM

sanfol

ციტატა
რას ეძახი სიყვარულს?


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)