თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ საქართველოს ისტორია _ ქართველ მეფეთა და მათი ოჯახის წევრების საფლავები

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 20 2007, 08:08 AM

ეს საკითხი გვერდით თემაში წამოიჭრა და მგონი კარგი იქნებოდა ცალკე გავცნობოდით ან გაგვეხსენებინა რომელი მეფე სადაა დაკრძალული.

მე ასევე მაინტერესებს ბატონიშვილთა და დედოფალთა გარდაცვალების დეტალებიც და საფლავების ადგილსამყოფელიც.

დავიწყოთ ნელნელა, რადგან აქ ძირითადად მრევლი შემოდის, ყველას გთხოვდით რომ ვინც სდ მოხვდებით, სურათი გადაუღოთ ეკლესიებში ან მონასტრებში განსვენებული მეფეებისა და მათი ოჯახის წევრების საფლავებს.

წინასწარ მადლობა ყველას!

პოსტის ავტორი: მამფალი თარიღი: Jun 20 2007, 10:13 AM

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 20 2007, 10:49 AM

ეს შეკითხვა დაისვა გვერდზე თემაშივე,

ვეშაპო,

ქ. ყუმში ჯერეჯრობით აღმოვაჩინე სამი მეფის საფლავი:

1) როსტომი, ანუ რუსტამი (ხოსრო-მირზა)
2) ვახტანგ V, (შაჰ-ნავაზი)
3) კახეთის მეფე დავით II (იმამ-ყული ხანი)

თუ ვინმე მოხვდებით ირანში, შეიარეთ ყუმში...

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 20 2007, 04:40 PM

1737წ გარდაიცვალა ვახტანგ VI და დაკრძალულია ასტრახანში
1762წ პეტერბურგშივ გარდაიცვალა თეიმურაზ II. დაკრძალეს ასტრახანში, ვახტანგVI გვერდით.

პოსტის ავტორი: likita თარიღი: Jun 20 2007, 04:50 PM

www.people.istoria.ge ამ საიტიდანაც შეიძლება ინფორმაციის ამოღება.
სურათებს მერე დაურთავთ.....

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 22 2007, 09:10 AM

ერთი გენეალოგიური საიტიდან:

დავით IV აღმაშენებელი - გელათი
დემეტრე I - გელათი
დავით V - გელათი
გიორგი III - გელათი
დემეტრე II - მცხეთა (არ ეწერა ზუსტად სვეტიცხოველი თუ სამთავრო)
ვახტანგ II - გელათი
დავით VIII - მცხეთა
ვახტანგ III - დმანისი (!)
გიორგი VII - მცხეთა
ალექსანდრე I - მცხეთა

ქართლის მეფეებიდან
ლუარსაბ I - მცხეთა (მისი შვილიც მცხეთაში დაუსაფლავებიათ)
სვიმონ I - მცხეთის მონასტერი
გიორგი X - მცხეთის მონასტერი
როსტომი (ხოსრო-მირზა) - ყუმი, ირანი. (მისი მცირეწლოვანი ძე, ოტია - სვეტიცხოველი)
ვახტანგ V (შაჰ-ნავაზი) - ყუმი, ირანი
გიორგი XI - ჰერატ (?) - არ ვიცი რას ნიშნავს...
ვახტანგ VI - ასტრახანი
ბაქარი - მოსკოვი, დონის მონასტერი
[ ვახტანგის უკანონო შვილებიდან:]
** ვახუშტი (გ1772) - მოსკოვი, დონის მონასტერი
** რუსტამი - ტირის (tiris?) მონასტერი
იესე - გარეთუბანი (??)
იესეს შვილიშვილი არსენი - თბილისი, სიონის ტაძარი

კახეთის მეფეები
ალექსანდრე II - ალავერდის მონასტერი
თეიმურაზ I - ალავერდის მონასტერი
ერეკლე I - ალავერდის მონასტერი
დავით II (იმამ-ყული-ხანი) - ყუმი, ირანი
თეიმურაზ II - მცხეთა ეწერა, მაგრამ აშკარად შეცდომაა, ასტრახანშია დასაფლავებული
ძე, სოლომონი - სიონი
ერეკლე II - მცხეთა, სვეტიცხოველი
გიორგი XII - მცხეთა, სვეტიცხოველი

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 28 2007, 04:17 PM

ახლახან აღმოვაჩინე 3 ცლის წინ გადაღებული სურათები - სვეტიცხოვლის საფლავებია. ხარისხი ცოტა მოიკოჭლებს, მაგრამ უკეთესის გამოჩენამდე დავდებ.

პეტრე ბაგრატიონ-გრუზინსკი, სვეტიცხოველი, გარდ 1984 წელს, პოეტი, ცნობილი სიმღერების ტექსტების ავტორი.
ნუგზარ ბაგრატიონ-გრუზინსკის მამა.

IPB-ს სურათი

მეფე გიორგი XII

IPB-ს სურათი

დედოფალი მარიამ, გიორგი XII მეუღლე

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 28 2007, 04:46 PM

პეტრე ალექსანდრეს ძე (თუ არ ვცდები) ბაგრატიონ გრუზინსკი.

IPB-ს სურათი



ბატონიშვილი თეკლა, ერეკლე II-ის ასული

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ბატონიშვილი ბარბარე, ილიას ასული

IPB-ს სურათი

ჯერჯერობით ჩემთვის უცნობი საფლავი (მეფის ოჯახი)

IPB-ს სურათი

და კიდევ ერთი ასეთივე საფლავი

IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 28 2007, 06:15 PM

ციტატა(Lenus @ Jun 20 2007, 11:49 AM) *

ეს შეკითხვა დაისვა გვერდზე თემაშივე,

ვეშაპო,

ქ. ყუმში ჯერეჯრობით აღმოვაჩინე სამი მეფის საფლავი:

1) როსტომი, ანუ რუსტამი (ხოსრო-მირზა)
2) ვახტანგ V, (შაჰ-ნავაზი)
3) კახეთის მეფე დავით II (იმამ-ყული ხანი)

თუ ვინმე მოხვდებით ირანში, შეიარეთ ყუმში...



როგორ არ ვიცოდი, თორემ ვნახავდი sad.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Jun 28 2007, 06:36 PM

ნათია

ნამყოფი ხარ ყუმში ???

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Sep 17 2007, 12:52 PM

აბა რას იტყვით თამარ მეფის საფლავზე? როგორც ამბობენ გელათის მონასტერშია დაკრძალული თამარ მეფე, ნუთუ აქამდე ეს არავინ იცოდა? იქნებ სეგნებულადაც მალავდნენ? როგორ ფიქროფთ........

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)