IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

124 გვერდი V « < 122 123 124  
Reply to this topicStart new topic
> მონოზონნი(სამონაზვნო წესით ცხოვრება), რაოდენ დიდი ყოფილა მონაზვნობის პატივი...
marine
პოსტი Aug 5 2019, 11:22 AM
პოსტი #2461


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“ერთ-ერთი მთავარი ღვაწლი ბერული ცხოვრებისა ბოროტ ზრახვათა ამოძირკვაა, ვიდრე ისინი არ განვითარებულან, არ გაზრდილან, მთლიანად არ დაუფლებიან სულს და საქმეებად არ ქცეულან. დაანარცხე ისინი ქვაზე, როგორც მეფსალმუნე წერს: “ასულო ბაბილოვნისაო, უბადრუკო, ნეტარ არს, რომელმან მიგაგოს შენ მისაგებელი შენი, რომელ შენ მომაგე ჩუენ! ნეტარ არს, რომელმან შეიპყრეს ჩჩვილნი შენნი და შეახეთქნეს კლდესა!“ (ფს. 136, 8-9).

ბაბილონი ეშმაკის სამეფოა, ხოლო ჩჩვილნი - მისი ბოროტი ზრახვანი. ქვა ქრისტეა. ნეტარია იგი, ვინც სულში მყოფ ბოროტებას ჩანასახშივე დაანარცხებს მარადიულ ქვაზე - ქრისტეზე. თუკი ჩვენ ვიცით ეს, მაშინ სხვა არა დაგვრჩენია, გარდა იმისა, რომ შევასრულოთ იგი“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 6 2019, 11:26 AM
პოსტი #2462


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მონასტრის წინამძღვარი გახდა, მაგრამ ისეთი თავმდაბალი იყო, რომ არ განირჩეოდა უბრალო ბერისგან“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2019, 12:10 PM
პოსტი #2463


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„მეუდაბნოემ ცოტა წყალი და ლუქუმი მოიტანა და ამით დიდი სიყვარული გამოავლინა. და მართლაც, ჭეშმარიტ და წმინდა სიყვარულს მხოლოდ აქ - უდაბნოში შეიგრძნობ. შესცქერი გამოწვდილ მცირე ზომის ლანგარს, რომელზედაც წყალი და ლუქუმი დევს და ფიქრობ, ეს ხომ მონაზვნის ცოცხალი გულია. ის ყველაფერს გაძლევს, რაც გააჩნია“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 8 2019, 11:38 AM
პოსტი #2464


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერობის არსი გონების ბოროტ ზრახვათაგან განწმენდაშია“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 9 2019, 11:57 AM
პოსტი #2465


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"„კითხვა: შეიძლება თუ არა ბერის ღვაწლი ვიტვირთო ეკლესიისგან დაუკითხავად და მეუდაბნოედ განვმარტოვდე?

პასუხი: ყოველგვარი თვითნებობა ეკლესიაში ცოდვად ითვლება და ადამიანი მწვალებლობამდე მიჰყავს. მით უმეტეს, ბერული აღთქმის ერთ-ერთი საფუძველი იერარქიული მორჩილებაა. გირჩევთ, კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი გადაწყვეტილება და ეკლესიის გარეშე არ იმოქმედოთ.“



--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 10 2019, 10:22 AM
პოსტი #2466


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მონაზვნები ჩვენი ეკლესიის მეკავშირეები არიან, ისინი განეშორებიან მიწიერ დაბრკოლებებს, რათა მუდმივი ლოცვითი კავშირი იქონიონ ღმერთთან და შეეწევიან სხვა ადამიანებს”.

/ღირსი პაისი ათონელი/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 11 2019, 12:11 PM
პოსტი #2467


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ღმერთში მყოფი ეს სულიერი თოლიები ცხოვრების წესით ზეციური მტრედები არიან და მესამე ცას სწვდებიან“


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 12 2019, 10:57 AM
პოსტი #2468


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„კითხვა: ჩემი ახლობლის შვილმა გადაწყვიტა, მონასტერში შედგეს ბერად. ოჯახში, სიხარულის ნაცვლად დაბნეულობაა. შეიძლება თუ არა, ასეთ გადაწყვეტილებაზე წინააღმდეგობის გაწევა?

პასუხი: თუ ადამიანი უფლისკენ მიისწრაფვის, მისი დაბრკოლება დაუშვებელია. მით უმეტეს, თუ ოჯახში სხვა შვილებიც ჰყავთ, ერთი უნდა გაიმეტონ მშობლებმა უფლისთვის. მონასტერში ხომ უკეთ ილოცებს ის და შეეწევა თავის მშობლებს, ოჯახს, ქვეყანას. ამგვარი გადაწყვეტილების დაშლა და წინააღმდეგობის გაწევა ცოდვად ითვლებ“.


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 13 2019, 11:09 AM
პოსტი #2469


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“მართლმადიდებლურ სამყაროში მონაზვნური და მონასტრული ცხოვრების აღორძინება და გავრცელება ღირსი მამა პახომის, ანტონი დიდის, მაკარი დიდის და ექვთიმე დიდის (III-IV სს.) სახელს უკავშირდება. სწორედ მათ შექმნეს პირველი დიდი მონასტრები.
მესამე საუკუნის ბოლოსთვის მონაზვნურ ცხოვრებას ზოგადცხორებულთა მონასტრის სახე არ ჰქონდა. მანამდე ასკეტი მოღვაწე მამები განმარტოებულად მსახურებდნენ და საკუთარ თავში ვნებების დათრგუნვასა და ღვთის მადლის მოძიებას ცდილობდნენ.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 14 2019, 10:37 AM
პოსტი #2470


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„რამდენიმე სიტყვით თვალი პახომი დიდის ცხორებასაც გადავავლოთ. ღირსი მამა წარმართთა ოჯახში დაიბადა, ქრისტიანობასთან შეხება არ ჰქონდა. ბავშვობაშიც კი ნაკერპავი საკვების მიმართ გაღიზიანებასა და უარყოფით დამოკიდებულებას გამოხატავდა. ოჯახის წევრები და წარმართი ქურუმები ღირს მამას თავისიანად არ მიიჩნევდნენ. პახომი დიდი ღმერთმა გამოარჩია.

საერო განათლების მიღების შემდეგ სამხედრო სამსახურში დაიწყო მსახურება, სადაც 20 წლის ასაკში პირველად შეხვდა ქრისტიანებს. გაუკვირდა და გაუხარდა, რომ იხილა სათნო ცხოვრებით გამორჩეული ადამიანები. გადაწყვიტა, ქრისტიანი გამხდარიყო და თავიდანვე მონაზვნური გზა აირჩია. 10 წლის განმავლობაში ერთი სულიერი წინამძღოლის ზედამხედველობის ქვეშ ცხოვრობდა და მკაცრი, ასკეტური ცხოვრებით გამოირჩეოდა.

ბევრი რამ დათრგუნა ღირსმა მამამ საკუთარ თავში, მრავალი ბრძოლა გადაიტანა. ერთ დღესაც გამოეცხადა ანგელოზი, რომელმაც აუწყა, დაეტოვებინა ადგილი, სადაც მოღვაწეობდა და მონასტრის მშენებლობა დაეწყო. წინამძღოლის კურთხევით, იგი ამ საქმეს შეუდგა. მისი მოღვაწეობის შედეგად მონასტრების რიცხვმა 7-მდე მიაღწია. უამრავი ადამიანი შეიკრიბა მის გარშემო.

ამ საოცარი ადამიანის მიერ დაწყებული საქმე დაახლოებით 7 000-მა ადამიანმა გააგრძელა. კეთილი ანგელოზის გამოცხადებითა და უწყებით მან დაადგინა, როგორი წესით უნდა ეცხოვრათ მონასტრის წევრებს. მართალია, დღევანდელი მონასტერი ზუსტად არ იმეორებს მის მიერ მოცემულ წესებსა და კანონებს, მაგრამ თითოეული მონასტერი ამ სულისკვეთების მატარებელია. სხვა მრავალი წესის შემოღებასთან ერთად, მის სახელს უკავშირდება ასევე მოზავნებისათვის საერო სამოსელისგან განსხვავებული შესამოსელის დადგინება.”


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 15 2019, 12:11 PM
პოსტი #2471


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მონაზვნობა – ეს გახლავთ დიდი მსახურება ღვთის წინაშე. ადამიანმა თუ თვითონ არ განიცადა ეს მდგომარეობა, მისი არსის გადმოცემა და გაგება რთულია. უფალი ამბობს: “არა თქუენ გამომირჩიეთ მე, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ და დაგადგინენ თქუენ, რაჲთა თქუენ წარხჳდეთ და ნაყოფი გამოიღოთ” (იოან.15:16). ეს მიანიშნებს, რომ მონაზვნური ცხოვრება ისევე, როგორც ეკლესიური ცხოვრება ჩვენ კი არ მოვინდომეთ, არამედ ღმერთმა მოგვიწოდა, გამოგვირჩია და იგია წინამძღოლი ამ გზაზე ჩვენთვის.

ნუ ვიტყვით, რომ ყველა მონაზონი ღვთისგან რჩეულია, რადგან ღმერთი არავის ნებას არ ეწინააღმდეგება, მან მოგვცა თავისუფალი ნება, მოგვანიჭა გონიერება და არ ერევა ჩვენს არჩევანში. რადგან არ დაგვავიწყდეს რას გვეუბნება უფალი: “რამეთუ მრავალ არიან ჩინებულნი და მცირედ – რჩეულნი” (მათ.22:14).

ადამიანი, რომელიც მონასტერში წასვლას მოინდომებს, მას ღმერთი არ გადაეღობება. შეიძლება გახდეს მონაზონი, მაგრამ, სამწუხაროდ, არის შემთხვევები, ზოგიერთი მათგანი ვერ ამართლებს თავის სახელს ისევე, როგორც ბევრი მორწმუნე და ეკლესიურად მცხოვრები ადამიანი."

/მამა დიონისე გვიმრაძე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2019, 12:45 PM
პოსტი #2472


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ბერ-მონაზვნები უფალთან სიახლოვეს გრძნობენ, ამიტომაც ირჩევენ ცხოვრების ამგვარ წესს და საკუთარ თავს უფალს უძღვნიან."


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი გუშინ, 11:10 AM
პოსტი #2473


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 33,056
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



„ბერის ცხოვრება ძალიან რთულია. ბერი არის ის ადამიანი, რომელიც არასდროს არის კმაყოფილი თავისი მდგომარეობით, თავისი თავით.

ბერი ის ადამიანია, რომელიც ცდილობს და ადის აღმასვლის კიბეზე.

ბერი ის ადამიანია, რომელიც არ არის კმაყოფილი წინა დღით და დღეს უნდა იყოს უკეთესი, ვიდრე იყო გუშინ.

ბერების ლოცვამ გადაარჩინა ქვეყანა და ეკლესია“

/ილია მეორე/


--------------------
"მემატიანე, ისტორიკოსი, პოეტი, სულის ბულბული, რომლის ნაწერებს ვერც ვერაფერს დააკლებ და ვერც ვერაფერს მიუმატებ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

124 გვერდი V « < 122 123 124
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 18th August 2019 - 06:59 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი