IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> "გალობის რაინდები", ნანა ჯანელიძის ფილმი
yipiani gio
პოსტი May 29 2010, 11:10 PM
პოსტი #21


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



http://files.ge/file/491941/galobis-raindebi-rar.html


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი May 30 2010, 07:40 PM
პოსტი #22


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



საერო ჯამში ნორმალური ფილმია smile.gif
იმდენი ხანი ელოდა ხალხი ქართულ გალობაზე ფილმს,რომ ჩემი აზრით უკეთესი და უფრო სრულყოფილი უნდა ყოფილიყო,ვიდრე ეს არის...მინიმუმ ისეთი სისულელე არ უნდა დაეწერათ რაჟდენ ხუნდაძეზე რაც მის სახელს შეურაცხყოფას აყენებს(თითო საგალობელში 1 მანეთს ითხოვდაო და რადგან გასამრჯელოს ვერ იღებდა,დანით დახია გალობის წიგნებიო).
ერთი ძალიან მაინტერესებს სად ნახეს ეს ინფორმაცია?ან თუ ნახეს სადმე(მე ამაზე არც კი მსმენია) რა საჭირო იყო ამის აფიშირება? dntknw.gif
მაგას ჯობდა ''ქართული საეკლესიო გალობის'' 1 ტომში რომ არის,რაჟდენ ხუნდაძის ''წინასიტყვაობა'' ეგ ეთქვათ,მის ნამდვილ განწყობას მაინც დაინახავდა გალობის მიმართ მაყურებელი(ვინც არ იცის)... მარა მთავარია,ინტრიგა ხომ უნდა იყოს ფილმში....ჰმ.... mad.gif


P.S 10-დან 7-ს ვუწერ!


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უ ჩ ა
პოსტი May 30 2010, 10:03 PM
პოსტი #23


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 8,886



ვუყურე ეხა. smile.gif

რავი ნორმალურია რა. კაია ეს მაინც რომ გადაიღეს.

რაღაც რაღაცეები მეც არ მომეწონა, მაგალითად ეგრედ წოდებული საუნდტრეკი მარა, აწი ჩვენ გადავიღოთ უკეთესი ბატონო. smile.gif

ისე რო რამე მაივიდეოზე ავტვირთავ და ადვილათ უყურებენ ყველა...
ხო კაი აზრია? smile.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
yipiani gio
პოსტი May 31 2010, 11:54 AM
პოსტი #24


Tavadi Yipiani
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,917
რეგისტრ.: 25-May 07
მდებარ.: saburtalo
წევრი № 2,017



arali?
ციტატა
თითო საგალობელში 1 მანეთს ითხოვდაო

ეგ სისულელე არაა, რეალობაა და დასაძრახიც არ არის. ეგრე ქორიძეც იღებდა.
ციტატა
და რადგან გასამრჯელოს ვერ იღებდა,დანით დახია გალობის წიგნებიო).

ეს კიდე არასწორად გაგიგია.

არსებობს ე.კერესელიძის ხელნაწერები სადაც დეტალურად არის მოთხრობილი ეს სიტუაცია და საერთოდ ყველაფერი.


--------------------
alazani.ge

ფოლკოლორული საიტი.ვისაც გაინტერესებთ ფოლკლორი და ხელოვნება
გვეწვიეთ.ამ საიტზე მრავალი საინტერესო მასალის მოძიება შეგიძლიათ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
უ ჩ ა
პოსტი May 31 2010, 01:07 PM
პოსტი #25


ღმერთო სამშობლო მიცოცხლე
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 91
რეგისტრ.: 23-May 10
მდებარ.: მარად და ყველგან საქართველო, მე ვარ შენთანააა...
წევრი № 8,886



valeridzia
რავიცი რომ დადო მე ჩვეულებრივად გადმოვწერე, ეხლა არ ვიცი.

არა მგონია ასე მალე დაძველებულიყო გუშინ წინ გადმოვწერეთ ჩვენ.

ეხლა მაივიდეოზე ავტვირთე, კონვერტაციას მოახდენს, ცოტა დრო უნდა და მერე დავდებ აქ ლინკს. a075.gif


--------------------
და აწ თქუენ გეტყვ, მცნებასა ახალსა მიგცემ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას, ვითარცა მე შეგიყუარენ თქუენ, რაჲთა თქუენცა იყუარებოდით ურთიერთას. ამით ცნან ყოველთა, ვითარმედ ჩემნი მოწაფენი ხართ, უკუეთუ იყურებოდით ურთიერთას...
იოანე 13, 33-35
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი May 31 2010, 11:23 PM
პოსტი #26


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ციტატა
ეგ სისულელე არაა, რეალობაა და დასაძრახიც არ არის.

სისულელეს ფულის აღებაზე არ ვამბობ და არც ვძრახავ მაგის გამო,პირიქით smile.gif უბრალოდ რეჟისორმა ამ ფაქტს ძალიან უაზროდ,სხვა კუთხით გაუსვა ხაზი(რაც არ მომეწონა).საერთოდ არ იყო საჭირო,უმაგისოდაც შეიძლებოდა. smile.gif

ციტატა
ეგრე ქორიძეც იღებდა.

გასაგებია,მაგრამ ფილიმონ ქორიძეზე მსგავსი არაფერი აქვს ნათქვამი(არც იყო საჭირო) და რატომღაც მარტო ამ კაცზე(რაჟდენ ხუნდაძეზე) ''მოგვფინა ნათელი'' ამ კუთხით.
ცოტა არ იყოს უადგილოა მსგავსი თემის ჩაკვეხება ასეთ ფილმში(რაც არ უნდა სიმართლე იყოს),თუ იღებ გადაიღე რა ბარემ ''ჯიგრულად'' a075.gif

ჩემი აზრით,ეგ მომენტი საერთოდ რომ არ გამოემზიურებინა მაგი აჯობებდა ყველაფერს.
აგია ჩემი კომენტარი!.. smile.gif


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Jun 2 2010, 09:48 PM
პოსტი #27


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ფილმში აღწერილ ხუნდაძის საქციელს ვერც მე მივხვდი. იქნებ ვინმემ დაწეროთ რატომ მოხდა ესეთი რამ?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Jun 4 2010, 02:06 PM
პოსტი #28


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



ტააქმს . . .
ესეიგი რა ხდება, ''ტოესწ'' რა მოხდა სინამდვილეში ხუნდაძესთან დაკავშირებით.

გუშინ წავიკითხე წმ. ექვთიმეს ხელნაწერები და მინდა გითხრათ,რომ ფილმში ეგ ადგილი დამახინჯებულად არის გადატანილი (ყოველ შემთხვევაში კადრები არასწორად აქვს გადაღებული რეჟისორს).

ხუნდაძეს არცერთი საგალობლის ნოტები არ '' დაუჭრია '' დანით !

წმ. ექვთიმე თავის ხელნაწერებში წერს,რომ რაჟდენ ხუნდაძემ,თავისი გაწყობილი საგალობლები (2000 ფურცლამდე) ა მ ო ჭ რ ა
(და არა დაჭრა,დახია... როგორი შთაბეჭდილებაც ფილმში იქმნება) წიგნებიდან და თვითონ დაიტოვა,რათა გაეყიდა,ხოლო დანარჩენი საგალობლები უკან დაუბრუნა კერესელიძეს.
მაგრამ შემდგომში ეს ნოტები,რომლებიც ხუნდაძემ ამოჭრა(და არა დაჭრა),წმ. ექვთიმემ დაიბრუნა(გამოისყიდა) და დღესდღეობით უკლებლივ ყველა ეს საგალობელი შემორჩენილი გვაქვს.



P.S ვოთსონ, ჩემი ლაბადა მომიტანე გეთაყვა,გავდივართ!


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნანინა
პოსტი Jun 5 2010, 01:25 AM
პოსტი #29


სოფო
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,621
რეგისტრ.: 8-July 08
მდებარ.: dedaqalaqi
წევრი № 5,299



ახლა ვუყურე ფილმს და მოგახსენებთ ჩემს აზრს
სიმართლე რომ გითხრათ მეტს ველოდი.
ნამდვილად ჩანდა, რომ ფილმი ნაჩქარევად იყო გადაღებული. ისედაც პატარაა და მით უმეტეს ნახევარზე მეტი რატის ლაპარაკი იყო. მგონი ჯობდა ფილმში თხრობაზე მეტი ქმედება ყოფილიყო. გასაგებია, რომ ჟანრი მხატვრულ-დოკუმენტურია და საერთოდ ქალბატონი ნანაც ნიჭიერი რეჟისორია, მაგრამ ეს ხარვეზი მე მაინც დავინახე. ამას ალბათ შესაბამისი თანხები ჭირდებოდა და ა.შ.. მოკელდ მე ვფიქრობ ჯობდა მთხრობელი მხოლოდ თავში ყოფილიყო და თუ მაინც და მაინც დანარჩენი ამბავი ფილმში ტიტრების სახით გასულიყო. ძალიან უაზრო შთაბეჭდილებას ქმნიდა რატის "მოგზაურობა" ამათთან ერთად. მოკლედ, ან მარტო რატის ელაპარაკა და დოკუმენტური ფილმი ყოფილიყო, ან კიდე უკეთეს შემთხვევაში მთლიანად მხატვრული და ამ გმირების ცოცხალ ურთიერთობაზე აგებული smile.gif
ხო, ძალიან მომეწონა მიშოს თამაში. მართლა კარგად ასრულებს. ალბათ იმიტომ, რომ თავადაა ძალიან კარგი მომღერალ-მგალობელი smile.gif ექვთიმე მართლაც კარგია smile.gif სხვა პერსონაჟებზე ვერაფერს ვიტყვი, მაინც ეპიზოდურად არიან ნაჩვენები.
რაც შეეხება თვითონ ისტორიას, თავისთავად ცხადია, რომ ეს ყველაფერი ხალხმა გაიგო, მაგრამ გული მწყდება, რომ რაჟდენ ხუნდაძე, რომელიც დეკანოზი იყო და ქართული გალობის არანაკლები მოამაგე, ფილმში ფულის მოყვარულად და მოძალადედაა გამოყვანილი. ფილმი რისი ფილმია თუ რეჟისორმა თავისი "ინტრიგაც" არ ჩართო, მაგრამ ვფიქრობ ეს მომენტი სრულიად ზედმეტი იყო.
ექვთიმესა და რაჟდენს შორის რომ უთანხმოება არსებობდა ეს კარგად იცის ყველამ, მაგრამ რა საჭირო იყო ამის აფიშირება და ხაზგასმა არ ვიცი smile.gif
arali?
გეთანხმები სრულიად smile.gif

პ.ს. ხო, ფილმის საუნდტრეკს რაც შეეხება smile.gif მიშა მდინარაძის მუსიკა არ იყო ცუდი, მაგრამ ბოლოში ჯობდა მაინც რომელიმე საგალობლით დაესრულებინათ და არა მიშას გუნდით smile.gif
მოკლედ ფილმს ბევრი ხარვეზი აქვს, მაგრამ რაც არის იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ smile.gif ვიღაცა მაინც გაიგებს ექვთიმე კერესელიძისა და ფილიმონ ქორიძის ღვაწლის შესახებ smile.gif


--------------------
იყავი ის, რაც ხარ!!!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
tamuna m
პოსტი Jun 5 2010, 02:12 AM
პოსტი #30


კატეგორია: მოკვდავი
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 4,790
რეგისტრ.: 4-February 08
მდებარ.: არც იქით და არც აქეთ
წევრი № 3,842



ნანინა
ციტატა
სიმართლე რომ გითხრათ მეტს ველოდი.

ციტატა
მოკლედ ფილმს ბევრი ხარვეზი აქვს, მაგრამ რაც არის იმაზეც მადლობა უნდა ვთქვათ

+
ფილმის ნახვის შემდეგ სულ ამას გავიძახი
პ. ს. და საერთოდ, შენს მთლიან პოსტს ვეთანხმები yes.gif


--------------------

.....................
ენა მაქვს ძირში ამოსაგლეჯი, მაგრამ ვერავინ რისკავს
.....................
სენატორიც თავიდან რიგითი იუზერი იყო :D
...................
პ. ს. ბავშვობაში ყველა ხატავს
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
butaa
პოსტი Jun 17 2010, 08:20 PM
პოსტი #31


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 26-December 08
წევრი № 6,171



შეგიძლიათ ლინკი გაასწოროთ? ვერ გადმოვწერე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 17 2010, 08:34 PM
პოსტი #32


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



butaa
ციტატა
შეგიძლიათ ლინკი გაასწოროთ? ვერ გადმოვწერე

რავი, მე ვიწერ ჩვეულებრივად. smile.gif


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
butaa
პოსტი Jun 17 2010, 11:11 PM
პოსტი #33


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 65
რეგისტრ.: 26-December 08
წევრი № 6,171



ვეშაპო
ციტატა
რავი, მე ვიწერ ჩვეულებრივად.

რავი, ვერცერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ გადმოწერა, მათ შორის მეც cray.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბადრი
პოსტი Jun 17 2010, 11:15 PM
პოსტი #34


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,332
რეგისტრ.: 30-October 08
მდებარ.: წყალტუბო
წევრი № 5,866



ციტატა
რავი, ვერცერთმა ჩემმა მეგობარმა ვერ გადმოწერა, მათ შორის მეც

ვერც მე ვიწერ


--------------------
"უფალო ბაგენი ჩემი აღახვენ და პირი ჩემი იტყოდეს ქებულებასა შენსა"

"ეგრეთცა სარწმუნოებაი, უკუეთუ არა აქუნდენ საქმენი, მკუდარ არს იგი ხოლო." (იაკ 2.17)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Jun 25 2010, 02:45 PM
პოსტი #35


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



arali?

წმ. ექვთიმეს ჩანაწერებს ვერ დადებ?


ვეშაპო


ფილმი რო იწყება,კაცი რო ასწავლის უცხოელებს შენ ხარ ვენახს, ცოტა სხვანაირია და გაქ რო დადო?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 25 2010, 10:53 PM
პოსტი #36


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



noone__90
ციტატა
ფილმი რო იწყება,კაცი რო ასწავლის უცხოელებს შენ ხარ ვენახს, ცოტა სხვანაირია და გაქ რო დადო?

ეგ ვარიანტი არ მაქვს და მინდა ვთქვა, რომ ცოტა არასწორადაც ასწავლის. IPB-ს სურათი

ისე, გურული შენ ხარ ვენახი ძმები ერქომაიშვილების შესრულებით მაქვს და აგერ დავდებ:
შენ ხარ ვენახი - შემოქმედის სამონასტრო სკოლის გალობა - ასრ. ძმები: ანანია (მთქმელი), ვლადიმერ (მოძახილი) და არტემ (ბანი) ერქომაიშვილები


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arali?
პოსტი Jun 25 2010, 11:08 PM
პოსტი #37


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 93
რეგისტრ.: 24-August 09
წევრი № 7,405



noone__90

სამწუხაროდ,ვერ დავდებ.


--------------------
'' დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ''
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
noone__90
პოსტი Jun 25 2010, 11:49 PM
პოსტი #38


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 13-January 10
წევრი № 7,951



ციტატა
ეგ ვარიანტი არ მაქვს და მინდა ვთქვა, რომ ცოტა არასწორადაც ასწავლის.



ხო მოძრაობები განსხვავებული იყო..ისე მოუხდა მეორეს მოძრაობები
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iakob7
პოსტი Jun 26 2010, 11:09 AM
პოსტი #39


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 164
რეგისტრ.: 18-June 08
მდებარ.: tbilisi
წევრი № 5,117



ვეშაპო
ციტატა
შენ ხარ ვენახი - შემოქმედის სამონასტრო სკოლის გალობა - ასრ. ძმები: ანანია (მთქმელი), ვლადიმერ (მოძახილი) და არტემ (ბანი) ერქომაიშვილები

ეგ რომელი წლის ჩანაწერია?მაგარია


--------------------
ნეტარ არს კაცი იგი, რომელმან დაუთმოს განსაცდელსა, რამეთუ გამოცდილ იქნეს და მიიღოს გვირგვინი ცხოვრებისაი, რომელ აღუთქვა ღმერთმან მოყვარეთა მისთა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ვეშაპო
პოსტი Jun 26 2010, 02:17 PM
პოსტი #40


ბიზონებზე მონადირე
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 2,860
რეგისტრ.: 1-November 06
წევრი № 360



iakob7
ციტატა
ეგ რომელი წლის ჩანაწერია?მაგარია


1950-ანებშია, როგორც მახსოვს.

IPB-ს სურათი


--------------------
"ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 05:43 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი