ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ფერეიდნელი ქართველები, ვისაუბროთ |
gugua |
Dec 15 2007, 08:19 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გაცნობებთ რომ თბილისის 90-საჯარო სკოლაში გაიმართა მშვენიერი საღამო "ქეთევან ქართველი". მოწვეულები იყვნენ კახა მულიანი, ორი თვის წინ ჩამოსული ფერეიდნელი შოთა იოსელიანი, ვახტანგ ონიკაშვილი თავისი ოჯახით, სხვათაშორის მისი დედა, ქალბატონი თამილაც იქ ბრძანდებოდა... ერთი სიტყვით ძალიან ამაღელვებელი საღამო იყო... როცა მასალებს დავამუშვებ, საიტში აუცილებლად ავტვირთავ...
-------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 19 2007, 11:23 PM
პოსტი
#42
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
დღეს, 19 დეკემბერს, ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში გაიხსნა საერთაშორისო ფესტივალი "ჩვენებურები". ფერეიდნელი ბიჭების სიმღერამ სენსაცია მოახდინა...
შემდეგი პროგრამა - 20 დეკემბერი - სამედიცინო უნივერსიტეტი; 21 დეკემბერი - სახელმწიფო უნივერსიტეტი; 22 დეკემბერი - ტექნიკური უნივერსიტეტი; 23 დეკემბერი - კონსერვატორია 20.00 სთ; 24 დეკემბერი - "ქარვასლა" 12.00 სთ. -------------------- www.fereidani.ge
|
ნათია |
Dec 19 2007, 11:49 PM
პოსტი
#43
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
gugua
გმადლობთ ინფორმაციისთვის! ციტატა 23 დეკემბერი - კონსერვატორია 20.00 სთ; ბილეთები რა ღირს ხომ არ იცით და სად უნდა შევიძინოთ? -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
gugua |
Dec 20 2007, 08:30 PM
პოსტი
#44
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ნათიას!
სამწუხაროდ ბილეთები არ იყიდება, შესვლა მხოლოდ მოსაწვევებითაა, უბრალოდ ვერაფერს ვერ გირჩევთ... ერთს კი დავამატებ: ჩემი ქალიშვილი მახლდა თან ფილარმონიაში, დაბადების დღეზე იყო წასასვლელი და თავიდანვე გამაფრთხილა, ადრე გამოვალო... სანამ კონცერტი არ დამთავრდა, გამოსვლა არც კი უფიქრია... სადისტი ხომ არა ვარ??? -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 22 2007, 12:44 AM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
კომენტარების გარეშე...
ბატონო გურიჩა, გამარჯობათ! მე ფერეიდნელი ალეკო აბრამიშვილი გაწუხებთ. ერთი თხოვნა გვაქვს. თუ არის საშუალება ქართველ ხალხს გააცნოთ ჩვენი საიტი www.fereidani.ge რამეთუ დღემდე არის ხალხის ის კატეგორია, რომლებსაც ეჭვი ეპარებათ ფერეიდნელების ქართულ არსებობაში შორეულ ირანში. პატივისცემით ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ. ბატონო ალიკო, ძალიან დიდი მადლობა ამ მართლა არაჩვეულებრივი საიტისათვის. ორშაბათს დილით აუცილებლად გავაშუქებ. ძალიან გთხოვთ ხშირი მიმოწერა ვიქონიოთ და ვიმეგობროთ, პატივისცემით, გურიჩა. გამარჯობათ ბატონო გიორგი, როგორ ბრძანდებით? სამწუხაროდ ისე აეწყო ჩემი საქმეები, რომ არ გახლდით საქართველოში. საახალწლოდ ვეცდები აუცილებლად მოგინახულოთ. თქვენი საიტი www.fereidani.ge გავუგზავნე რუსთავი2-ს. მათ აქვთ დილით საიტების მიმოხილვა, გურიჩა. და ვთხოვე მაყურებლისთვის გაეცნო ამ საიტის შესახებ. მივიღე პასუხი, რომ ორშაბათს დილით იქნება თქვენი საიტის განხილვა. დიდ ბოდიშს კი ვიხდი თქვენს უნებართვოთ, რომ გავაკეთე, მაგრამ მე მგონი კარგი იქნება. პატივისცემით თქვენი მეგობარი ალიკო. ღმერთს ებარებოდეთ. ჩემო მეგობარო, მადლობის მეტი რა მეთქმის? კარგად იცი, რომ ყოველთვის ვცდილობ შეძლებისდაგვარად, რაც შეიძლება მეტ ხალხს გავაგებინო თუ რა ხდება ირანში, კერძოდ კი ფერეიდანში მცხოვრებ ქართველების ცხოვრებაში. ამ წერილებს კი ბევრ ჩემს მეგობარს გავაცნობ და მეც სიამოვნებით ვუყურებ მაგ გადაცემას! შეხვედრით კი აუცილებლად შევხვდეთ. ყოველთვის ვამბობ, რომ ასეთი ურთიერთობების შემდეგ წლები კი არ მემატება, პირიქით უფრო ვახალგაზრდავდები. ესეც ერთ-ერთი სასიამოვნო სიურპრიზია ჩემთვის! ღმერთს ებარებოდეთ! გიორგი ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Dec 23 2007, 11:05 AM
პოსტი
#46
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი "შინაურული" საიტი www.fereidani.ge , სადაც დაემატა ახალი ქვეთავი 64 - "ინა ინარიძე - აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი!"
ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
ნათია |
Dec 23 2007, 01:29 PM
პოსტი
#47
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
gugua
მეც ვარ ნამყოფი ფერეიდანში, ძალიან თბილი ხალხია.. ისპაჰანში ვიყავი სტუმრად და რომ გაიგეს ქართველია ისპაჰანშიო ჩემს მასპინძელს დაურეკეს და ფერეიდანში ქორწილში დაგვპატიჟეს უცნაური ქორწილი ქონდათ აინტერესებდათ ყველაფერი საქართველოს შესახებ... ჩვენთან როგორი ქორწილი იციან, როგორი სკოლებია, ხალხის ურთიერთობა, ეკლესიების შესახებ, ისტორია და ა.შ. -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
gugua |
Dec 24 2007, 09:20 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ნათია, ჩემო კარგო, ამას გვიმალავდი? არ არსებობს ჩანაწერები და სურათები არ გქონდეს... დამიხარისხე და მერე შევხვდეთ, კარგი? ოღონდ სურათები შეარჩიე... ქალების სახეები არ უნდა ჩანდეს გარკვევით, განსაკუთრებით კი პატარძლის... ძალიან კარგი სურათები მეც მაქვს ქორწილის, მაგრამ ვერ ვრისკავ... დიდი პრობლემები შეექმნებათ იქ... ერთი სიტყვით, მე თვითონ დავახარისხებ, კარგი? აბა გელოდები!
-------------------- www.fereidani.ge
|
ნათია |
Dec 24 2007, 10:19 PM
პოსტი
#49
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
gugua
ჩემო კარგო, სამწუხაროდ, სურათები არ გამომატანეს.. ნებართვა ვითხოვე პატარძლის სურათი გამატანეთ თქო და არაო.. ეს რომ საზღვარზე ნახონ არ შეიძლებაო... ამიტომ რაც სურათები გადავიღე მათთან დარჩა... თუ გინდა ისპაჰანში ვისთანაც ვიყავი მათი სურათები მაქვს ოჯახში გადაღებული და თუ სკაიპი გაქვთ გადმოგიგზავნით -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
gugua |
Dec 25 2007, 10:51 PM
პოსტი
#50
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
ნათია, ე-მაილზე გამომიგზავნე არ ჯობია? ძალიან ბევრია? Gugua56@gmail.com თუ დიდი მოცულობისაა, მერე სხვა გზა მოვნახოთ, რამე ტექსტიც მოაყოლე რააა!
-------------------- www.fereidani.ge
|
ნათია |
Dec 25 2007, 11:07 PM
პოსტი
#51
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
gugua
კარგით იმეილზე გადმოგიგზავნით -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
mii |
Dec 27 2007, 07:32 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
მე ვიცნობ რამდენიმე ფერეიდნელ ქართველებს ძაან მაგრები არიან და პატრიარქიც ძალიან ეხმარება და გვერდში უდგას. გაიხარეთ და როგორც ფერეიდანში ილოცებით ისე დაგლოცავთ ღმერთს ებარებოდეთ)))
|
gugua |
Dec 30 2007, 09:51 PM
პოსტი
#53
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
mii-ს!
სასიამოვნოა თქვენი წერილის წაკითხვა! მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ ყოველთვის! იქნებ მოგვწეროთ მათი ვინაობა და თქვენ თუ იცნობთ პირადად? -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 1 2008, 08:58 PM
პოსტი
#54
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გაუმარჯოს ჩემს ქართველებს, ჩემს თანაფესვებს და თანანერგებს...რა ბედნიერება რომ ოთხასი წლის შემდეგ, ცისარტყელიდან გამოძვრები და ხედავ ამ ყველფერს რასაც სიზმარში და ოცნებებში ნატრობდი...და დღეს ჩემს ქართველებთან ერთად ამ ლამაზ და ბედნიერ ახალ წელს აღვნიშნავთ, ამ წუთას ჩემს და ყველასთვის საყვარელ ადამიანთან რომელმაც თავის სამამულო საქმიანობით დიდ ღვაწლი შეიტანა არამარტო ფერეიდნელების ისტორიაში არამედ საქართველოს ისტორიაში, იმიტომ რომ ფერეიდნელები ხო ამ ქვეყნის შვილები ვართ და ამ პროსესით გაადვილა ეს ურთიერთობები და ფერეიდანი თავის ჩირდილისკენ გამოიყვანა.
ახლა გავრბივარ ყველა თითეული თქვენ განის სადღეგრძელოს შესასმელად.აბა ღმერთს ებარებოდეთ! თქვენი თანაფესვი და თანაერი კახა ფერეიდნელი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 4 2008, 09:25 PM
პოსტი
#55
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გილოცავთ შობა-ახალ წელს და გთხოვთ მოინახულოთ ჩემი ”შინაურული” საიტი www.fereidani.ge სადაც დაემატა 26-ე და 27-ე ჩანაწერები ”შთაბეჭდილებები, წინადადებები, შენიშვნები”-ს ქვეგანყოფილებაში - ”საქართველო”; 23-ე ჩანაწერი ქვეგანყოფილებაში - ”ქართული დიასპორა”. ასევე დაემატა ახალი ქვეთავები:
1. 63 - გიორგი ოჩკუროვი - საქართველოს სიყვარულით... 2. 64 - ინა ინარიძე - აი, კიდევ ერთი ქართველი მოვედი! 3. 66 - პატარ-პატარა ამბები ფერეიდანზე და ფერეიდნელებზე. ღმერთს ებარებოდეთ! პატივისცემით გიორგი ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
mii |
Jan 5 2008, 12:33 PM
პოსტი
#56
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 191 რეგისტრ.: 28-November 07 წევრი № 3,304 |
mii-ს! სასიამოვნოა თქვენი წერილის წაკითხვა! მათ ჩვენი თანადგომა სჭირდებათ ყოველთვის! იქნებ მოგვწეროთ მათი ვინაობა და თქვენ თუ იცნობთ პირადად? 893674538 ეს არის ერთი ფერეიდნელის ნომერი ვახტანგი ქვია თუ არ ვცდები მე ფერეიდნელად მიწერია ტელეფონში)))) ღმერთმა ხელი მოგიმართოს მრავალ შობა ახალწელს დაესწარი))) |
gugua |
Jan 19 2008, 01:54 AM
პოსტი
#57
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გილოცავთ ნათლისღებას!
გთხოვთ, მოინახულოთ ჩემი ”შინაურული” საიტი www.fereidani.ge სადაც შეტანილია შემდეგი სახის ცვლილებები: საიტის მუსიკალურ ფონში მეორე სიმღერად დაემატა ”ბინდისფერია სოფელი” მიხა ხელაშვილის ლექსებზე; 66-ე ქვეთავში დაემატა 4.2 ”ფერეიდნელი ქართველის სიმღერა”. ამის გარდა დაემატა 65-ე ქვეთავი - თბილისის 90-ე საჯარო სკოლის პროექტი - ”ცისარტყელაში გამოვლილები” და 67-ე ქვეთავი - ”პირველი ფერეიდნელები, რომლებმაც წინაპართა სამშობლო მოინახულეს”. პატივისცემით, გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი. -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Jan 24 2008, 10:22 PM
პოსტი
#58
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
გთხოვთ წაიკითხოთ დღევანდელი ჟურნალი "გზა", გვ.95; "მისდანდობელი" ძმაკაცებისაგან მოკლული ველის პოეტი (მიხა ხელაშვილი)
პატივისცემით გიორგი (გუგუა) ალავერდაშვილი -------------------- www.fereidani.ge
|
gugua |
Feb 1 2008, 11:09 PM
პოსტი
#59
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 392 რეგისტრ.: 26-October 07 წევრი № 3,054 |
2007 წლის 14 მაისი − “ბაქოდან პირდაპირი რეისით თეირანში გადავფრინდით, სადაც დაგვხვდა ისპაჰანის კავშირგაბმულობის ცენტრის თანამშრომელი – ბატონი აღზანფარ გუგუნანი, რომელმაც ისპაჰანში ჩამოგვიყვანა. გზაში აღზანფარი ყოველნაირად ცდილობდა, რომ რაც შეიძლება მეტი პრაქტიკა მიეღო ქართულ მეტყველებაში. როდესაც ვკითხე მისი სახელის ქართული შესატყვისი, მიპასუხა, ქართულად ჩემი სახელი როგორ არის არ ვიცი, მნიშვნელობით კი ”ლომს” ნიშნავსო. ავუხსენი რომ ”ლომო” სახელად მაინცდამაინც მისაღები არ იყო, სამაგიეროდ ”ვეფხვია” შევარქვი, რაც ძალიან მოეწონა. თან ახალი სიტყვები ”ნათლია” და ”ნათლული” ვასწავლე (სხვათაშორის მთელი ურთიერთობის განმავლობაში ყველანი ახალი სახელით მივმართავდით).”
2008 წლის 28 იანვარი − მთამსვლელთა კლუბ ”აილამას” მენეჯერმა, ბატონმა ზურაბ კაპანაძემ გადმომცა ჩემი ”ნათლულის”, ბატონ აღზანფარ გუგუნანის წერილი, ირანის მწვერვალ ”ქარქასზე” ასვლის სერთიფიკატი და ორი CD, სადაც ჩვენი მოგზაურობის ოფიციალური ნაწილი მთლიანად არის ასახული. "ჩემო ძმებო გიურგი (ალავერდაშვილი), ივანე (ჯაფარიძე), აფი (გიგანი) და იდრის (ხერგიანი). შორისგნით დაკოცნავყე. შორის გზიდან ვეთაყვნები და მოვახსენებ რომ მივხელავად იმისას რომ ქვენ გამგზავრეთ ფერეიდუნშაჰრჩი და დაველოდეთ რომ დასავშვიდებლად ჩამოხვიდეთ ჩვენთან მარა ეს არ მოხდა და ცხვედით. ახლა ბატონ ოლეგის საშვალებით თითოევილ თქვენს გაწვდით ერთ სამახსოვრო ტაბულას და ორ ცალ CD-ს. თქვენი და თქვენი ოჯახების დიდება არის ჩვენი სურვილია საქართველოს დიდებასთან ერთად." თქვენი მოყვარე აყზანფარ გუგუნანი (ვეფხია). -------------------- www.fereidani.ge
|
ნათია |
Feb 1 2008, 11:13 PM
პოსტი
#60
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
gugua
მოკითხვა ჩვენს ფერეიდნელებს -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:19 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი