სენატის გადაწყვეტილება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სენატის გადაწყვეტილება |
afxazi |
Nov 25 2009, 05:01 PM
პოსტი
#1
|
დავითი ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე პოსტები: 8,814 რეგისტრ.: 7-March 07 წევრი № 1,291 |
სენატის გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა ფორუმის მოდერირებასთან დაკავშირებულ ზოგიერთ ღონისძიებათა შესახებ 1. ფორუმის წესების მე-20 მუხლის შესაბამისად ფორუმის წესებში შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილებები: ა) მე-7 მუხლის მე-4 პუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: "4. მოძღვრის განყოფილება განკუთვნილია მართლმადიდებლობასთან დაკავშირებული კითხვების სასულიერო პირისათვის დასასმელად. ფორუმის მთავარ გვერდზე განყოფილებაზე განთავსდება წარწერა "პასუხობს მხოლოდ მოძღვარი"; ბ) მე-18 მუხლის მე-3 პუნქტის "გ" ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს ახალი რედაქციით: "გ) მინიჭებული უფლებების ფარგლებში ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებას, მათ შორის წევრისთვის სიტყვიერი ან ვადიანი გაფრთხილების შესახებ, შემდეგი სახით: თავდაპირველად აძლევს სიტყვიერ გაფრთხილებას, შემდეგ 10%–იან გაფრთხილებას (warn), ხოლო იმავე საკითხზე ან უახლოესი 3 დღის განმავლობაში ფორუმის წესების კვლავ დარღვევის შემთხვევაში – აკრძალვას (ban) საკუთარი შეხედულებით განსაზღვრული ვადით;". 2. ეთხოვოს admin-ს, ტექნიკურად შეასრულოს 1-ლ პუნქტში მითითებული გადაწყვეტილება. სენატის თავმჯდომარე, afxazi -------------------- სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის კლიმენტი ალექსანდრიელი |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი