IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

4 გვერდი V  1 2 3 > »   
Closed TopicStart new topic
> გიყვარდეს მტერი შენი
მატასი
პოსტი Feb 28 2007, 01:29 AM
პოსტი #1


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ჩვენ ჩვენი მტრები უნდა შევიყვაროთ...

მოდით, ვისაუბროთ ამ თემაზე,
თქვენ გიყვართ თქვენი მტრები?
ცდილობთ მათ შეყვარებას?
რამდენად გამოგდით ეს...



--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Feb 28 2007, 01:51 AM
პოსტი #2


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



სინამდვილეში ჩვენი მტერი ისაა ვინც ჩვენ გვაქებს და გაუცნობიერებლად დიდი ზიანი მოაქვს ჩვენთვის,ხოლო ჩვენი მტერს კი თავისი საქციელებით ასევე გაუცნობიერებლად დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის თუ ყოველივეს მოთმინებით და სიყვარულით დავითმენთ.
ჩემთან მიმართებაში ისეთ ადამიანებს ვინც სიტყა მტრის მოთხოვნებს აკმაყოფილებს ასეთი ადამიანები არ მეგულება ამიტომ რამდენად მომთმენი და მიყვარს ასეთი მოყვასი არ ვიცი.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთა
პოსტი Feb 28 2007, 02:05 AM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,637
რეგისტრ.: 28-July 06
მდებარ.: tel-aviv
წევრი № 22



ალბათ ადამიანი როდესაც რწმენის მაღალ საფეხურზე დგას სულიერად მაშინ შეძლებს, თავის მტრის შეყვარებას.


--------------------
http://www.youtube.com/user/shotka84tube
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 28 2007, 03:11 AM
პოსტი #4


დაურეგისტრირებელი









_MATASI_
მააგრი თემაა.
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 28 2007, 03:14 AM
პოსტი #5


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
მიყვარს კი არა მეზიზღება ჩვენი მტრები

ბრიყვო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Маиа
პოსტი Feb 28 2007, 03:16 AM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 553
რეგისტრ.: 30-December 06
წევრი № 768



მტრებად არ ვთვლი იმას ვინც ცუდი გამიკეთა და ვცდილობ დანაშაული ჩემ თავში ვეძიო, ჩემი თავი ჩავთვალო დამნაშავედ... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ smile.gif


--------------------
"კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას."
(მათე 16. 18)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 28 2007, 03:28 AM
პოსტი #7


დაურეგისტრირებელი









ციტატა(beqa.shuxoshvili @ Feb 28 2007, 03:14 AM) *

ბრიყვო biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რაიო????
Go to the top of the page
+Quote Post
van111
პოსტი Feb 28 2007, 03:39 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 263
რეგისტრ.: 21-December 06
წევრი № 722



ციტატა(Маиа @ Feb 28 2007, 03:16 AM) *

მტრებად არ ვთვლი იმას ვინც ცუდი გამიკეთა და ვცდილობ დანაშაული ჩემ თავში ვეძიო, ჩემი თავი ჩავთვალო დამნაშავედ... ყოველ შემთხვევაში ვცდილობ smile.gif

უნდა ეცადო კიდეც..... ყველა ჩვენთაგანი ამის ცდაში უნდა ვიყოთ.... ძნელია მაგრამ.... შეგვეწიოს უფალი ყველას და მოგვცეს ძალა იმისა რომ გვიყვარდეს მტერი ჩვენი.... გვიყვარდეს ჩვენივე მსგავსი ღვთის ხატება და მსგავსება, ამით განვსხვავდებით ჩვენ სხვა რჯულის წარმომადგენლებისაგან
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mariami-k
პოსტი Feb 28 2007, 10:54 AM
პოსტი #9


მარიამი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,841
რეგისტრ.: 12-December 06
წევრი № 671



ძალიან ძნელია მტრების შეყვარება მაგრამ არა შეუძლებელი.

ჩვენ ისინი კი არ უნდა გვძულდნენ, არამეს უნდა გვძულდეს ის ცოდვა რომელიც მათშია და რომელი ცოდვაც მათ ჩვენს მტრებად აქცევს.




--------------------
"შეიყვარეთ სიყვარული"


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Feb 28 2007, 12:54 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,850
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



მტრისადმი სიბრალულის გრძნობა მაქვს, მეცოდება, რომ ბოროტი სულის მატარებელია..

თუ ადამიანი შეძლებს რომ მტერი ისეთივე დიდი დოზით უყვარდეს, როგორც მოყვასი, ეს იმის დასტური იქნება რომ ეს ადამიანი სულიერების მწვერვალზეა, უფალთან ძალიან მიახლოებულია, რომელიც წვიმას უგზავნის როგორც კეთილებს ასევე ბოროტებს..

ყველაზე მტკივნეული მაინც ისაა, ერთ დროს საყვარელი ადამიანი მტრად რომ გექცევა, შენს წინაშე დანაშაულს ჩაიდენს..

ეს იმდენად შოკის მომგვრელია, რომ გული იფიტება სიყვარულისგანაც და სიძულვილისაგანაც, უბრალოდ გრძნობებს კარგავ ამ ადამიანისადმი..

მტერი ცარიელი ადგილი, ცარიელი ფურცელი ხდება..

რათქმაუნდა პატიობ გულში, მაგრამ ყოველგვარი ურთიერთობა წყდება.. რათქმაუნდა მისი ცუდი არ გახარებს, სიკეთე კი არ გწყინს.. უბრალოდ ეს ადამიანი თავისი არსებობით დამთავრებულია შენთვის..

მამა დავითმა ქადაგებისას თქვა რომ ადამიანს შეცდომა სამოცაათგიზს შვიდჯერ უნდა შეუნდო, დანაშაული კი არასოდეს, რადგან ის უარესს ჩაიდენს..


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Feb 28 2007, 12:54 PM
პოსტი #11


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



მტრის სიყვარული ცოტა არ იყოს რთულია smile.gif უბრალოდ წარმოიდგენეთ გიყვარს ის, ვისაც შენთვის ცუდი უნდა და ცდილობს რაღაც გავნოს smile.gif ასეთის სიყვარული, მხოლოდ მათ შეუძლიათ ვინც მართლა მყარია თავის რწმენაში, ვინც მართლა გრძნობს უფლის სიახლოვეს smile.gif ალბათ ჩვენც მივალთ როდესმე იმ ზომამადე, რომ მართლა გულწრფელად გვეყვარება ჩვენი მტერი. მაშინ მართლა ბედნიერები ვიქნებით smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Feb 28 2007, 01:14 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ხოოო, რთული თემაა... ამისთვის ჯერ, უნდა განვსაზღვროთ როგორ გვიყვარს საკუთარი თავი smile.gif

იქნებ კარგი თვისებებისთვის? არა რასაკვირველია! რადგან ხშირად ჩემი თვისებები ჩემსავე სინდისს გადადის, მე სავსე ვარ ნეგატიური გამოვლინებებით.... მაგრამ ეს თავს არ მაძულებს! უმალ პირიქით... ანუ უნდა შევთანხმდეთ, რომ ჩვენ საკუთარი თავი გვიყვარს, არა თვისობრივად არამედ, არსობრივად! ეს რაღაც აპრიორია, რომელსაც უნდა დავმორჩილდეთ... გნებავთ ეგოიზმი უწოდეთ....

მაშასადამე, როგორ უნდა გვიყვარდეს ჩვენი მტერი? და ზოგადად კაცობრიობა? ა რ ს ო ბ რ ი ვ ა დ ! , უნდა გვძულდეს ცუდი თვისებები-მაგრამ ხატებები გვიყვარდეს! რადგან ჩვენ ყველას ერთი მშობელი გვყავს! რადგან სინამდვილეში ჩემი ბუნება, ჩემი მეზობლის, დედის, მამის და ა.შ იდენტურია... თუ მიყვარს ერთი, ალოგიკურია მეორეს სიძულვილი....



უნდა გავითვალისწინოთ მეორე ქრისტეანული ფუნდამენტი:

რომ.7. 15/25

ვინაიდან რას ვაკეთებ, არ ვიცი: იმიტომ, რომ იმას არ ვაკეთებ,
რაც მსურს , არამედ, რაც მძულს, იმას ვაკეთებ.

ხოლო თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს,
ვეთანხმები რჯულს, რომ ის კეთილია.

მაშასადამე, მე კი აღარ ვაკეთებ ამას,
არამედ ცოდვა, რომელიც ჩემში იმყოფება.

ვინაიდან ვიცი, რომ ჩემში, ესე იგი ჩემს სხეულში,
არ იმყოფება კეთილი; ასე რომ, სურვილი არის ჩემში,
მაგრამ კეთილის კეთება - არა.

ვინაიდან არ ვაკეთებ კეთილს, რომელიც მსურს,
არამედ ვაკეთებ ბოროტს, რომელიც არ მსურს.

ხოლო, თუ იმას ვაკეთებ, რაც არ მსურს, მე კი აღარ ვაკეთებ,
არამედ ცოდვა, რომელიც ჩემშია დამკვიდრებული.

ამრიგად, ვპოულობ ამ რჯულს:
კეთილის გაკეთება მსურს და ბოროტი მეტმასნება.
ვინაიდან შინაგანი ადამიანის მიხედვით
მესიამოვნება ღვთის რჯული.
მაგრამ ჩემს ასოებში მე ვხედავ სხვა რჯულს,
რომელიც წინააღმდეგობას უწევს ჩემი გონების რჯულს
და მხდის ჩემს ასოებში მყოფი ცოდვის რჯულის ტყვედ.
უბადრუკი ადამიანი ვარ!
ვინ დამიხსნის ამ სიკვდილის სხეულისაგან?
ვმადლობ ღმერთს ჩვენი უფლის ქრისტე იესოს მიერ.

აჰა, მე თავად ჩემი გონებით ღვთის რჯულს ვემონები,

ხოლო სხეულით - ცოდვის რჯულს.

----------------------------------------------------

ანუ ჩვენ ავად ვართ ცოდვით smile.gif ჩვენი სული ხორცს, ხორცი, სამშვინველს ეს უკანასკნელი კი ორივეს უპირისპირდება... სწორედ ამიტომ ხდება რომ, კვირას დილით ხორცი ლოგინისკენ მიგაქანებს-სული კი წირვისკენ....

ქრისტე იწყება სწორედ ამ, ავადმყოფობის დანახვით, როდესაც ადამიანი აცნობიერებს საფრთხის დამღუპველობას, შესაბამისად იგი იწყებს მესიის/მხსნელის ძებნას, აქ უკვე სინანული იბადება, როდესაც შენში ეს გრძნობა გაჩნდება დაინახავ რომ ირგვლივ ყველა შენნაირია, სხვადასხვა ტკივილებით, ზოგს ფეხი სტკივა, ზოგს ხელი, სინამდვილეში ყველას გვახასიათებს-ერთი ექსორიის[გამოდევნის] პროდუქტი-ცოდვა/ავადობა, მაშ რას გავს საქციელი რომელიც შენ ავადმყოფს დასაცინად და გასაკილვად აღგძრავს, შენი მოძმის სატკივარზე? საშინელებას!

სიყვარულიც სწორედ აქედან იწყება... შებრალებით....


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
სალომე
პოსტი Feb 28 2007, 01:18 PM
პოსტი #13


სალომე
***

ჯგუფი: მემატიანე
პოსტები: 2,068
რეგისტრ.: 3-August 06
წევრი № 38



რთულია მტრის შეყვარება, რადგან ჩვენ ჯერ ძალიან სახლობელი ადამიანებიც კი ჭეშმარიტი სიყვარულით არ შეგვიყვარებია, ალბათ რჩეულები თუ შეძლებენ ამას, ჩვენ კი უნდა ვეცადოთ და იქნებ ჩვენც აღმოვჩნდეთ იმ რჩეულებში...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 28 2007, 02:47 PM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა
რაიო????

რაიო და ისო რომ სად ხარ ნუ გავიწყედბა biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
S W A T
პოსტი Feb 28 2007, 02:57 PM
პოსტი #15


დაურეგისტრირებელი









ციტატა(beqa.shuxoshvili @ Feb 28 2007, 02:47 PM) *

რაიო და ისო რომ სად ხარ ნუ გავიწყედბა biggrin.gif biggrin.gif

არისსს!!!!!!!!!
Go to the top of the page
+Quote Post
ბექა
პოსტი Feb 28 2007, 03:53 PM
პოსტი #16


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 5,748
რეგისტრ.: 26-October 06
წევრი № 333



ციტატა(S W A T @ Feb 28 2007, 02:57 PM) *

არისსს!!!!!!!!!

უი ჩემი ბრალია სხვანაირად წავიკითხე შენი პოსტი დასაწყისშივე მომიტევე biggrin.gif biggrin.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მატასი
პოსტი Feb 28 2007, 05:58 PM
პოსტი #17


თამ...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,614
რეგისტრ.: 10-November 06
მდებარ.: dedamiweli :)
წევრი № 440



ციტატა
სინამდვილეში ჩვენი მტერი ისაა ვინც ჩვენ გვაქებს და გაუცნობიერებლად დიდი ზიანი მოაქვს ჩვენთვის,ხოლო ჩვენი მტერს კი თავისი საქციელებით ასევე გაუცნობიერებლად დიდი სარგებელის მოტანა შეუძლიათ ჩვენთვის


სხვათაშორის ერთხელ თქვა მამაომ, მტერი შენში იმდენ უარყოფით თვისებას ხედავს, რომ შეგიძლია შენი სულის საკეთილდღეოდ გამოიყენო, წარმოიდგინეთ, მიდიხართ თქვენს მტერთან და სთხოვთ დაგახასიათოთ...
ფურცელზე ჩამოაწერინეთ თქვენი უარყოფითი თვისებები, და გამოასწორეთ... smile.gif ასე მოიქცა ერთი წმინდა მამა smile.gif


ციტატა
სიყვარულიც სწორედ აქედან იწყება... შებრალებით....

smile.gif მართალი ხარ, შებრალება უფრო ადვილია, შენდობაც... შეყვარებაა ძნელი...


--------------------
მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე...


"ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
missis_kartveli
პოსტი Feb 28 2007, 06:06 PM
პოსტი #18


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,142
რეგისტრ.: 14-December 06
მდებარ.: tbilisi
წევრი № 684



მტერი მიყვარს ამის თქმა ძნელია მაგრამ ზიზღი და სიძUლვიოლი მტრის მიმართ არ გამაჩნია...
ძნელი სათქმელია მაგრამ მტერს უნდა შევხედოთ როგორც ადამიანს, რომელიც ხელს გვიოწყობს ზეციური საუნჯის მოხვეჭაში, ვინს გვეხმარება ღმერთთან დაახლოებაში, რომ არა მტრის არსებობა, მოყვარისთვის ხომ ისედაც კარგები ვართ, მთავარია მტერთან რა სახეს გამოვამჟღავნებთ... ასე რომ შევიყვაროთ მტრები, რომლებიც სულიერი ამაღლების საშუალებას გვაძლევენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მამფალი
პოსტი Feb 28 2007, 11:40 PM
პოსტი #19


შეფიცული
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,279
რეგისტრ.: 13-February 07
მდებარ.: apsni axeintkarra
წევრი № 1,066



მტრის სიყვარული? ? ? ეს ალბათ იმისთვისაა ნათქვამი რომ დამარცხებულს ვაპატიოთ თორე ისე გამარჯვებული მტრის ანდაც ჯერ დაუმარცხებლის სიყვარული, როგორც ჩვენი თავი ან გარშემო მყოფები გვიყვარს - შეუძლებელია. ყოველ შემთხვევაში მე ასე ვერ შევიყვარებ ჩემ მტერს.


--------------------
არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნათია
პოსტი Mar 20 2007, 12:03 AM
პოსტი #20


Miss invisible
***

ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი
პოსტები: 18,669
რეგისტრ.: 28-February 07
წევრი № 1,224



"ოდნავადაც ნუ შეშფოთდებით და გაბრაზდებით, თუ ჩვენს კეთილ რჩევებს არ ისმენენ. ჩვენც ხომ არ ვუსმენთ უფალს და ამის გამო ის არ გვსჯის"

ადამიანს უყვარს ადამიანი მაგრამ არა მისი ცოდვები, ამიტომ უცოდველი არავინ ვართ და უნდა შევეცადოთ შევუნდოთ ერთმანეთს!
ეშმაკი მაცდურიაა

გვიყვარდეს მტერი ჩვენი ... აი მაშინ ვიქნებით ღირსეული მართლმადიდებელნი


--------------------
პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

4 გვერდი V  1 2 3 > » 
Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 11:04 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი