თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ 11 წლის მარიამ კაჭარავას

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 5 2010, 01:22 PM

რამოდენიმე დღის წინ შემატყობინეს 11 წლის მარიამ კაჭარავას შესახებ და დახმარება მთხოვეს...

მარიამს დაუდგინდა უმძიმესი დაავადება, ლოკალურ-სეგმენტური გლომერულოსკლეროზი, თირკმლის ქრონიკული დაავადება IV სტადია. ამჟამად მას უტარდება პროგრამული ჰემოდიალიზი sad.gif

ესეც ცნობა ჯანმრთელობის შესახებ. წითლად შემოხაზულია დიაგნოზი.
IPB-ს სურათი

მარიამს ესაჭიროება ოპერაცია, რომელიც რამოდენიმე თვეშია დაგეგმილი. თუ მშობლები გამოდგებიან დონორად, ოპერაციის გაკეთება საქართველოშიც შესაძლებელი იქნება და თან სახელმწიფოც დააფინანსებს ალბათ. მაგრამ თუ მშობლები არ გამოდგებიან დონორად, ბავშვს საზღვარგარეთ უნდა გაუკეთონ ოპერაცია, რადგანაც საქართველოში ასეთი დონორები არ არიან და ეს კი კოლოსალური თანხა 100 000 ჯდებაო...

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

IPB-ს სურათი

ტელევიზია იმედის ეთერშიც გავიდა სიუჟეტი, მაგრამ უშედეგოდ... ეს ოჯახი ძალიან გაჭირვებულია ფინანსურად. ჰომეოდიალიზი უფასო კი არის, მაგრამ წამლებისა და სხვა წვრილმანი ხარჯების დაფარვაც უჭირთ... sad.gif იქნებ როგორმე შევძლოთ და დავეხმაროთ მარიამს... sad.gif

უფალმა ინებოს, რომ გამოდგნენ დონორებად ეს მშობლები, თორემ ასეთი კოლოსალური ღირებულების ოპერაციას ალბათ არავინ დააფინანსებს...


საკონტაქტო ინფორმაცია:
895 48-52-70 მარიამის დედა, ხათუნა.
895 75-96-43 მარიამის მამა, ზურაბი.

ბანკში ანგარიშს ამ დღეებში გახსნიან და შემატყობინებენ რეკვიზიტებს და დავწერ.

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Feb 5 2010, 07:06 PM

ციტატა
თუ მშობლები გამოდგებიან დონორად

ეს როდის გაირკვევა?

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 5 2010, 08:04 PM

ციტატა(სოფი @ Feb 5 2010, 08:06 PM) *

ეს როდის გაირკვევა?


ამ დღეებში უნდა დაიწყონ გამოკვლევა მშობლებმა. ღმერთმა ქნას რომ გამოდგეს რომელიმე მათგანი დონორად!!! თუ ასე მოხდება, მათთვის საჭირო ფინანსების მოგროვებას გაცილებით ადვილად შევძლებთ. ჯეოსელისა და მაგთის ნომრებსაც გააკეთებენ, რომ დარეკვისას 1 ლარი გადაირიცხოს მათ ანგარიშზე და ასე რაღაცნაირად მოაგროვებენ თანხას. ჩვენი ფონდიდანაც მცირედითაც თუ დავეხმარებით, ესეც დიდად შეეწევათ... მაგრამ თუ საზღვარგარეთ წაყვანა გახდა აუცილებელი არ ვიცი ვინ დააფინანსებს ამხელა თანხას... sad.gif უფალმა ინებოს, რომ აქამდე არ მივიდეს საქმე!!! sad.gif sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 6 2010, 01:01 AM

აბე
აბე, ცნობას უკანაც უნდა ქონდეს ინფო და ისიც დაასკანერე რა...

ფონდიდანაც ცოტას დავეხმარებით, დავუკავშირდები მარიამის დედას



პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Feb 7 2010, 02:32 PM

ციტატა(ნათია @ Feb 6 2010, 01:01 AM) *

აბე
აბე, ცნობას უკანაც უნდა ქონდეს ინფო და ისიც დაასკანერე რა...
ფონდიდანაც ცოტას დავეხმარებით, დავუკავშირდები მარიამის დედას

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 8 2010, 12:32 AM

ნათია
სანამ აქ გავხსნიდი თემას ვახოს ვუთხარი ამ ბავშვის შესახებ და გავუგზავნე ეს დასკანერებული ცნობა. მან მითხრა, რომ მემგონი არ დასჭირდება უკანა გვერდის დადება ფორუმზეო და ამიტომ აღარ დავდე მაშინ.

გმადლობ ვახო, რომ ჩემს აქ არ-ყოფნის დროს დადე დოკუმენტის მეორე გვერდი...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 12 2010, 05:32 PM

მარიამის დედამ დამირეკა, ისევ ცუდად გახდა ბავშვი 2 დღის წინ და ისევ წავიყვანეთ საავადმყოფოში და კვლავ დიალეზზეაო... sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 20 2010, 11:05 PM

ფონდიდან გაეწია დახმარება 150 ლარი http://church.ge/index.php?showtopic=7564

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 21 2010, 12:59 AM

უფალმა შეუწიროს ყველას ვინც თუნდაც 1 თეთრი გაიღო მოწყალებისათვის მარიამის დასახმარებლად!!!


ნათია, არამატერიალურ დახმარებაზე რას იტყოდი: შესაძლებელია, რომ მარიამს ჯეოსელში და მაგთიში ნომრები გავუკეთოთ ჩვენი ფონდის სახელით? (როგორც ვიცი მხოლოდ იურიდიულ პირებს უკეთებენ ფასიან ნომრებს და...) ნომრების გავრცელებაზე ქალაქში და ინტერნეტში მე ვიზრუნებ... ასევე თუ რაიმე ადმინისტრაციული ხარჯები იქნება ამ ნომრების გაკეთების დროს, მე ვიზრუნებ მაგაზე და დროით დანახარჯებსაც მაქსიმალურად ავიღებ ჩემს თავზე. თუ შესაძლებელია მხოლოდ დოკუმენტებზე ხელმოსაწერ დროს წაგართმევ, დანარჩენზე ყველაფერზე მე "ვირბენ"...

შესაძლებელია?

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Feb 21 2010, 10:49 AM

აბე

ციტატა
ნათია, არამატერიალურ დახმარებაზე რას იტყოდი: შესაძლებელია, რომ მარიამს ჯეოსელში და მაგთიში ნომრები გავუკეთოთ ჩვენი ფონდის სახელით?

აბე, ფონდის სახელით ნომრები უკვე აღებულია (ანუ ჩვენბი ფონდის ნომრებს ვგულისხმობ) და მეორედ ვეღარ ავიღებთ...

იცი რა ქენი? დარეკე მაგთის ან ჯეოსელის ოფისში და კითხე, რა შეიძლება გაკეთდეს რომ მარიამისთვის ნომრები მოგცენ (შეიძლება რამე დამატებითი პროცედურა იყოს (სტატუს ვგულისხმობ) და ააღებინებენ ნომრებს)

ნიკუშას და გიორგი ბერძენიშვილსაც აქვთ ნომრები და არამგონია რომელიმე ორგანიზაციის ეგიდით აეღოთ...

პოსტის ავტორი: აბე თარიღი: Feb 21 2010, 01:09 PM

ციტატა(ნათია @ Feb 21 2010, 10:49 AM) *

აბე

აბე, ფონდის სახელით ნომრები უკვე აღებულია (ანუ ჩვენბი ფონდის ნომრებს ვგულისხმობ) და მეორედ ვეღარ ავიღებთ...

იცი რა ქენი? დარეკე მაგთის ან ჯეოსელის ოფისში და კითხე, რა შეიძლება გაკეთდეს რომ მარიამისთვის ნომრები მოგცენ (შეიძლება რამე დამატებითი პროცედურა იყოს (სტატუს ვგულისხმობ) და ააღებინებენ ნომრებს)

ნიკუშას და გიორგი ბერძენიშვილსაც აქვთ ნომრები და არამგონია რომელიმე ორგანიზაციის ეგიდით აეღოთ...


ოკ. გავარკვევ აუცილებლად smile.gif

მადლობა რჩევისთვის kiss1.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)