IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

49 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > »   
Reply to this topicStart new topic
> რწმენის და ურწმუნოების შესახებ, ღვთისმეტყველება ათეიზმის შესახებ
ეგრი
პოსტი May 5 2007, 01:13 AM
პოსტი #81


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



მნათე
ციტატა
საქართველოში არ არის და ყველას ასეთი, მცონარეობით სავსე რეჟიმი კი არ აქვს გენც

ჰოოო. კაი მაშინ დაველოდები.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 5 2007, 01:30 AM
პოსტი #82


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრიშენ მეგობარო ჭკვიანი კაცი ჩანხარ , მაგრამ საუბედუროდ ვიღაცას ცუდ გზაზე დაუყენებიხარ, იძახო დამანახეთ ღმერთი და დავიჯერებო, ღმერთი უნდა იგრძნო , დაუკვირდე მის ზემოქმედებას ჩვენს ყოველდღიურობაზე და ნათელი გახდება შენთვის ყველაფერი. თუ ძალით არ გინდა დაიჯერო, ეს სხვა საქმეა. მაშინ აქაურების ნებისყოფის შესამოწმებლად ხარ შემოსული? აი სწორედ ეს მოთმინება, სიმშვიდე, დაკვირვების უნარი , ნათელი თვალები და კიდევ უამრავი ადამიანური თვისებები გაგვიძლიერა ღმერთის სიყვარულმა. დააკვირდი ღვთისმსახურის თვალებს და მერე ათეისტის თვალებს , დიდ სხვაობას აღმოაჩენ მათში. ჩვენ ღმერთის არსებობას კი არ ვამტკიცებთ, ჩვენ გვწამს ღმერთი. ეს შენ ამტკიცებ რომ არარსებობსო. მაშ სიყვარულს თუ ვერ უყურებ და ხელით ვერ ეხები ,არ გწამს მისი? თუ არ გწამს უკვე კამათს აზრი აღარ აქვს.
რომ გაიძახი ყველაფერზე დადეთ ლინკიო, ლინკი კიარ უნდა მაგას შეგრძნება და შეცნობა უნდა მეგობარო. თუ არა და ლინკიც დაგიდეს 62-ე პოსტზე და არც წაგიკითხავს ისე იძახი მაქ ხშირი სტუმარი ვარო.( 63-ე)აი სწორედ მაქაა ის წიგნი გარჩეული (ჩვენთან არს ღმერთი) და თუ წაიკითხე 69 პოსტში კიდევ ლინკს ითხოვ ? ამას რა ქვია ?ჯინიანობა? თუ რამე კიდევ სხვა? მიჩურინებს და დარვინებს ნუ აყვები , უკან დახევა ლაჩრობა არაა- სხვათაშორის მაგ გზა გამოვლილი მაქვს და მოვიგე. და შენ რას აგებ მაგი რომ გაიგო მაგას გთხოვთ ჩვენ.
დიდი პატივისცემით! აბო.


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 01:47 AM
პოსტი #83


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo

[quote]ეგრიშენ მეგობარო ჭკვიანი კაცი ჩანხარ [/quote]
მადლობთ.
[quote]მაგრამ საუბედუროდ ვიღაცას ცუდ გზაზე დაუყენებიხარ[/quote]
არაა ეგრე. ჩემით ვიპოვე ეგ გზა. კსტატი მონათლულიც ვარ.
[quote]იძახო დამანახეთ ღმერთი და დავიჯერებო, ღმერთი უნდა იგრძნო , დაუკვირდე მის ზემოქმედებას ჩვენს ყოველდღიურობაზე და ნათელი გახდება შენთვის ყველაფერი.[/quote]
არ გამოდის. ღმერთისგანს ვერაფერს ვხედავ. იმდენი ცუდი ხდება წუთისოფელში, იმდენნაირი ღმერთის სჯერათ ადამიანებს, არ გამოდის ეგრე.
[quote]თუ ძალით არ გინდა დაიჯერო, ეს სხვა საქმეა.[/quote]
ძალით რა შუაშია. საერთოდ არ მინდა რომ დავიჯერო. მინდა რომ გააზრებულად მივიდე ღმერთამდე.
[quote]აი სწორედ ეს მოთმინება, სიმშვიდე, დაკვირვების უნარი , ნათელი თვალები და კიდევ უამრავი ადამიანური თვისებები გაგვიძლიერა ღმერთის სიყვარულმა.[/quote]
ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ აქ ბევრს ვერ შევამჩნიე ეგ მოთმინება და სხვა უამრავი ადამიანური თვისება.
[quote]დააკვირდი ღვთისმსახურის თვალებს და მერე ათეისტის თვალებს , დიდ სხვაობას აღმოაჩენ მათში. [/quote]
ყველა ადამიანს თავისებური გამოხედვა აქვს.
[quote]ეს შენ ამტკიცებ რომ არარსებობსო.[/quote]
არ ვამტკიცებ ხალხნო. არ ვამტკიცებ. რომ არ ვამტკიცებ იმის მტკიცება თუ დამჭირდებოდა არ მეგონა.
[quote]მაშ სიყვარულს თუ ვერ უყურებ და ხელით ვერ ეხები ,არ გწამს მისი? თუ არ გწამს უკვე კამათს აზრი აღარ აქვს.[/quote]
მე სიყვარულში ღმერთს ვერ ვხედავ, მოყვასს ვხედავ. თუ აზრი არ აქვს ნუღა შემეკამათები ამ საკითხზე.
[quote]რომ გაიძახი ყველაფერზე დადეთ ლინკიო, ლინკი კიარ უნდა მაგას შეგრძნება და შეცნობა უნდა მეგობარო. თუ არა და ლინკიც დაგიდეს 62-ე პოსტზე და არც წაგიკითხავს ისე იძახი მაქ ხშირი სტუმარი ვარო.( 63-ე)აი სწორედ მაქაა ის წიგნი გარჩეული (ჩვენთან არს ღმერთი) და თუ წაიკითხე 69 პოსტში კიდევ ლინკს ითხოვ ? ამას რა ქვია ?ჯინიანობა? თუ რამე კიდევ სხვა? [/quote]
ლინკს რომ დასდებ ისიც უნდა დასწერო რისი ლინკია. მე ნოსტრადამუსი კი არ ვარ. 72-ე პოსტში გააკეთა ციტატა და მივხვდი და ვნახე. კითხვაც კი დავიწყე. რიდეს ნუ ეძებ ჩემს თვალებში. ვერ იპოვი.
[quote]მიჩურინებს და დარვინებს ნუ აყვები , უკან დახევა ლაჩრობა არაა[/quote]
გეთანხმები. მერე დამახევინეთ უკან.
[quote]სხვათაშორის მაგ გზა გამოვლილი მაქვს და მოვიგე.[/quote]
რა მოიგე?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 5 2007, 02:23 AM
პოსტი #84


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრიუპირველესად ის გამაგებინე ძმა ხარ თუ და. (ძმას გავხარ აზროვნებით)
ციტატა
ყველა ადამიანს თავისებური გამოხედვა აქვს.

მერე დააკვირდი ღვთისმსახურის თვალებს?
ციტატა
მინდა რომ გააზრებულად მივიდე ღმერთამდე.

მერე მაგი კარგია , მაგრამ ასე უცებ არ ხდება , იყავი ჩვენთან იარე შეხვედრა-ექსკურსიებზე(როცა მოახერხებ), ეცადე რომ დაინახო და არა პირიქით და მიხვალ ჭეშმარიტებამდე. ეს ხო ძალადობა არა

ციტატა
ყველაზე ვერ ვიტყვი, მაგრამ ბევრს ვერ შევამჩნიე ეგ მოთმინება და სხვა უამრავი ადამიანური თვისება.

მაგაში ვერ დაგეთანხმები, ბევრსო რომ ამბობ შეცვალე ცოტათი და მაშინ კი

ციტატა
მერე დამახევინეთ უკან

მაგი თანდათან მოხდება თუ დაკვირვებას გააათმაგებ და ჩვენთან იმეგობრებ(ისე ჩვენც ცოდვისშვილები ვართ არ დაფრთხე)
ციტატა
რა მოიგე?

ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე, სული საზრდოს გთხოვს მეგობარო ვერ მიხვდი? მაგან მოგიყვანა ჩვენთან და ახლა თავს ეომები! ჩვენ კი არ გვეკამათები . ასეა ეს და თუ ღრმად დააკვირდები დარწმუნდები. გე_ს ფორუმში ასე დაგიწყებენ ლაპარაკს? წამსვე დაგჯიჯგნიან(კი ვერა მარა ხო ეცდებიან) ან შეურაცყოფას მოგაყენებენ. აქ ასე არ მოხდება. აი ეს მომიტანა ღვთის რწმენამ. ცოტაა ეს? კიდევ რაც არ მახსენდება სიჩქარის გამო?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ekusia
პოსტი May 5 2007, 10:24 AM
პოსტი #85


ekaterine
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 160
რეგისტრ.: 1-March 07
წევრი № 1,227




"თუ არ დავინახე ვერ ვირწმუნებ."

შენ ალბათ ჩვენი არსებობისაც არ გწამს, აბა ვერ გვხედავ და... wink.gif

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 5 2007, 05:04 PM
პოსტი #86


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ekusia

ჩემო კარგო, ასეთი სლოგანები ინდივიდუალური შემთხვევების აღწერისას გამოიყენეს და ჩვენ არ უნდა ვიხმაროთ smile.gif დააცადე ეგრის, მასში სიტყვა ჩაიღვარა და თუ მისი გული მთლად ცოდვას არ აქვს დაპყრობილი აღმოცენდება კეთილი ნაყოფი smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 06:21 PM
პოსტი #87


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
[quote]ეგრიუპირველესად ის გამაგებინე ძმა ხარ თუ და. [/quote]
მამრი ვარ. ეს გაინტერესებდა ალბათ.
ტყუილად ცდილობთ. მე აქ მეგობრებს არ ვეძებ. ფორუმზე როცა ვპოსტავთ იდეური მტრები ვართ. რეალში თუ შევხვდით ვიმეგობროთ.
[quote]მერე დააკვირდი ღვთისმსახურის თვალებს?[/quote]
რომლის? მე ერთი ღვთისმსახური განგრეულ კაიფში მყავს ნანახი, ერთიც სუფრაზე, მეთხუთმეტე ჭიქის შემდეგ (თავად სასმელს არ ვეტანები, მაქსიმუმ 3 ჭიქა. ეს იმიტომ დავწერე, რომ არ იფიქროთ მეც მთვრალი ვიყავი და ვერ ვხედავდი რეალობას). მაგათ თვალებში საინტერესო ვერაფერი ამოვიკითხე, მით უმეტეს სიყვარული. დამერწმუნე ყველა ადამიანს თავისებური გამოხედვა აქვს.
[quote]მერე მაგი კარგია , მაგრამ ასე უცებ არ ხდება[/quote]
უცბად? 36 წლის ვარ ლამის.
[quote]იყავი ჩვენთან იარე შეხვედრა-ექსკურსიებზე(როცა მოახერხებ)[/quote]
ფორუმზე თუ დამტოვეს ვიქნები, შეხვედრა ექსკურსიებზე ვერ ვივლი. უფრო საინტერესო ადგილები მიზიდავს.
[quote]მაგაში ვერ დაგეთანხმები, ბევრსო რომ ამბობ შეცვალე ცოტათი და მაშინ კი
[/quote]
ანუ ცოტას? კი ბატონო, მაგრამ ცოტაც საკმარისია. მეტსაც გეტყვი - ერთიც საკმარისია. მე ბევრჯერ მითქვამს დათიკოსთვის და მნათესთვის ყველა ღვთის მსახური თქვენნაირი რომ იყოს . . . ეჰ აღარ გავაგრძელებ.
[quote]მაგი თანდათან მოხდება თუ დაკვირვებას გააათმაგებ და ჩვენთან იმეგობრებ[/quote]
კაი ბატონო ვცადოთ. პირიქით რომ მოხდეს არ გეშინიათ?
[quote]ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე[/quote]
ჯანმრთელობა? რა ავად იყავი და ეკლესიაში განიკურნე? ეხლაც ხდება ეგეთები? აბა რაღას მალაყბებთ სასწაულების განყოფილებაში?
სულიერი სიმშვიდე მე რომ მაქვს, ბარე ხუთს ერთად არ ექნება ამ ფორუმზე. გაგეჯიბრებით რომელსაც გინდათ.
[quote]გე_ს ფორუმში ასე დაგიწყებენ ლაპარაკს? წამსვე დაგჯიჯგნიან(კი ვერა მარა ხო ეცდებიან)[/quote]
ფორუმ.გე იგულისხმე ალბათ და ეგ დაჯიჯგვნა და ბრძოლა წესების გარეშე უფრო მიზიდავს. იქ სიცოცხლეა, თერგია.
[quote]ან შეურაცყოფას მოგაყენებენ.[/quote]
მომაყენებენ და პასუხსაც მიიღებენ და ალბათ ბანსაც.
[quote]აი ეს მომიტანა ღვთის რწმენამ. ცოტაა ეს?[/quote]
ჩამოთვლის პონტში ჯანმრთელობა და სულიერი სიმშვიდე სულ 2-ია. თუმცა ძაან მნიშვნელოვანი. ისე ექიმებიც არიან საქართველოში და ფსიქოლოგებიც. თუ კარგ სპეციალისტთან მოხვდი მღვდლებზე უკეთ გაართმევენ მაგ საკითხებს თავს (განსაკუთრებით ჯანმრთელობის შემთხვევაში), მაგრამ მინდა გახარო - მე არცერთს არ ვუჩივივარ.
ekusia
[quote]შენ ალბათ ჩვენი არსებობისაც არ გწამს, აბა ვერ გვხედავ და...[/quote]
ოჰო. იუმორის გრძნობაც გქონიათ. გასახარი ფაქტია.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leluka
პოსტი May 5 2007, 07:48 PM
პოსტი #88


♥-ლელუკა-♥
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 5,677
რეგისტრ.: 24-January 07
წევრი № 907



მდაა ეგრი რთული შემთხვევაა smile.gif რა ვთქვა მე ეხლია ძალიან რთულია დამანახეთ ღმერთი და მე ვას ვიწამებ, ღმერთი არავის არ უნახია ხომ არ ვცდები,ის რასაც ბატონი ეგრი ლაპარაკობს ნაწილობრივ მისთვის შესაფერისი რეაქციაა და ადამიანს არ დააძალებთ ირწმუნოს ძალით რამე. რომ ამბობს მინახია განგრეულ კაიფშიო თU რაიო smile.gif და ნასვამიო უნდა იცოდეს რომ ეს იმ ადამიანის გზაა საქმეც მაგაშია რომ ადამიანი მასთი ადამიანისგან ვერ აიღებს მაგალითს როცა ხედავს რომ მის წინ მამაო დგას და ისიც მთავრალი ნუ ეს გამონაკლისი შემთხვევებიც არსებობს,მაგრამ შე კაი ადამიანო მანდამაინც ცუდს რო ხედავ კარგიც დაინახე ვაი smile.gif საერთოდ ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი რომ ცუდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს ხოლო კარგი თითქოს გონებაში ილექება და კაი დიდი ტვინის შერყევა უნდა რომ გაგახსენდეს, საერთოდ ადამიანი ზარმაცია ჩემი თამადობით და ამ ყველაფერს ისე ჰაერზე კი არ ვლაპარაკობ საკუთარი გამოცდილებიდან, ის კარგი ადვილი მისაღწევი და დასანახი კი არ არის დიდი შრომა და მოთმინებაა საჭირო, დანგრევას ძალიან ცოტა ხანი უნდა აშენებას კი მოგეხსენებათ smile.gif ასე რომ ეგრი ამაზე მიპასუხე კარგი მარტო ღმერთის ნახვა რომ გსურს wink.gif მიპასუხე ეს ქვეყნიერება ღმერთი რომ არ არსებობდეს აზრი ექნებოდა რამეს ? თუნდაც ჩვენ ცხოვრებას ? თითოეულ ნიუანს რავიცი მე მაგალითად რომ მივედი იმ აზარამდე რომ არარაობა იქნებოდა ეს ქვეყნიერება ღმერთის გარეშე ანუ ის რომ ვიბადებოდეთ ვკვდებოდეთ, ხალხს წარმატება ჰგონია რომ თუ ამ ქვეყანაზე რამეს მიაღწევს თუნდაც მატერიალურად ან პოპულარული გახდება ეგ არის პიკი ამ ცხოვრების და რომ წავა ამ ქვეყნიდან სახელს დატოვებს მეცინება ადრე ვფიქრობდით ხოლმე ისე ამხელა ქვეყნიერებაა ამდენი ადამიანი "უაზროდ" იბადება და კვდება თუ რამეს არ წარმოადგენ მეტქი რა აზრი აქვს ცხოვრებას ეს პატარა რო ვიყავი ამას ვფიქრობდი smile.gif ეხლა ადამიანები ერთ ამბავში არიან ჯიბრში უდგანან შურთ ერთმანეთის და რავიცი ათასი უბედურება სუფევს ამ ქვეყანაზე და ესეც იცი რატომ ეგრი ? იმიტომ რომ დაცემული ბუნება გვაქვს. არც სიყვარული გაგვაჩნია და არც მოთმინება sad.gif ზოგს ჰგონია რომ აქვს მარა მეორე წამს ისევ ცუდად იქცევა რას იზამ ადვილი სათამაშოა ადამიანი


--------------------
ადამიანი რომ მარტო გულით იყვარებდეს ადამიანს და გონება არაფერ შუაში იყოს დამიჯერეთ განშორება აღარ იქნებოდა ...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 5 2007, 09:54 PM
პოსტი #89


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი
ციტატა
მამრი ვარ. ეს გაინტერესებდა ალბათ.

ძმა ! მამრი შეიძლება იყოს ტურა კვერნა ან ცხოველი. ადამიანი კი მამაკაცი ან დედაკაცი
ციტატა
თუ კარგ სპეციალისტთან მოხვდი მღვდლებზე უკეთ გაართმევენ მაგ საკითხებს თავს

ისე რომ იცოდე საკმაოდ ცნობილი ექიმი ვარ რესპუბლიკაში და მაგ საკითხებში კარგად ვერკვევი(კინაღამ შენი ხნის სტაჟი მაქვს) ასე რომ მაგ რჩევას ვერ მივიღებ

ციტატა
მაგრამ მინდა გახარო - მე არცერთს არ ვუჩივივარ.

მაგი ნამდვილად გამეხარდა ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს , მაგრამ ფორიაქობ მეგობარო და ვერ ატყობ, მაგას რომ შეატყობ მიხვალ ღმერთთან რაც გვიან არასდროს არაა, მაგრამ ადრე მაინც ჯობია დამიჯერე!!! smile.gif


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 5 2007, 11:15 PM
პოსტი #90


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



leluka
ციტატა
ღმერთი არავის არ უნახია ხომ არ ვცდები

ცდები. კაკ მინიმუმ 12 კაცს ყავს ნანახი. მეტსაც, მაგრამ ზუსტი რიცხვი რომ დავასახელო ბანს დამადებენ.
ციტატა
მამაო

მამაო არა. მამა ან მოძღვარი სჯობს.
ციტატა
საერთოდ ადამიანის ფსიქოლოგია ასეა მოწყობილი რომ ცუდი ძალიან დიდი ხნის განმავლობაში გვახსოვს ხოლო კარგი თითქოს გონებაში ილექება და კაი დიდი ტვინის შერყევა უნდა რომ გაგახსენდეს,

ფსიქოლოგი ხარ, თუ შენი დაკვირვების შედეგია?
ციტატა
მიპასუხე ეს ქვეყნიერება ღმერთი რომ არ არსებობდეს აზრი ექნებოდა რამეს ?

ერთი შენ მიპასუხე, ღმერთი რომ არსებობს რა აზრი აქვს ამ ცხოვრებას? მილიარდობით არამართლმადიდებელი უაზროდ ცხოვრობს?
ციტატა
იმიტომ რომ დაცემული ბუნება გვაქვს.

ძალიან გთხოვ ყველას სახელით ნუ ისაუბრებ. მე არ მაქვს დაცემული ბუნება. ვისაც აქვს მიხედოს.
ციტატა
არც სიყვარული გაგვაჩნია და არც მოთმინება

აი კიდევ. დარწმუნებული ვარ იესოს და მოციქულებს, კიდევ მრავალ წმინდანს არ გულისხმობ მაგ "ჩვენში." არადა ეგენიც ადამიანები იყვნენ.
abo
ციტატა
ძმა ! მამრი შეიძლება იყოს ტურა კვერნა ან ცხოველი. ადამიანი კი მამაკაცი ან დედაკაცი

არ ვარ აბო შენი ძმა. რა გინდა ვერ გავიგე. ძალით ეგეთი რამე გაგონილა.
ადამიანიც ცხოველია, ოღონდ აზროვნებს, ოღონდ ყველა ვერა.
ციტატა
ისე რომ იცოდე საკმაოდ ცნობილი ექიმი ვარ რესპუბლიკაში და მაგ საკითხებში კარგად ვერკვევი(კინაღამ შენი ხნის სტაჟი მაქვს) ასე რომ მაგ რჩევას ვერ მივიღებ

ნება შენია.
ციტატა
მაგი ნამდვილად გამეხარდა ღმერთმა ჯანმრთელად გამყოფოს

მადლობას მოგახსენებ.
ციტატა
მაგრამ ფორიაქობ მეგობარო და ვერ ატყობ, მაგას რომ შეატყობ მიხვალ ღმერთთან რაც გვიან არასდროს არაა, მაგრამ ადრე მაინც ჯობია დამიჯერე!!!

მაგ საკითხებში კარგად ვერკვევი (თუმცა შენი ხნის სტაჟი არ მაქვს) ასე რომ მაგ რჩევას ვერ მივიღებ


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 12:22 AM
პოსტი #91


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი
ციტატა
ოღონდ აზროვნებს

სხვა ცხოველი რატო ვერ აზროვნებს ოპონენტო( პრიმატების შთამომავალო, ეს შენი სიტყვებია მე არ დამაბრალო)თუ იცი , ან აზროვნება როგორ იზომება?თუკი მაქეთ მიგყავს მსჯელობა?


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 12:52 AM
პოსტი #92


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



abo
ციტატა
პრიმატების შთამომავალო, ეს შენი სიტყვებია მე არ დამაბრალო

რა უნდა დაგაბრალო? გგონია მაწყენინე? პრიმატის შთამომავალი ვარ თუ არა დანამდვილებით ვერ გეტყვი, ეგ ერთ-ერთი თეორიაა, მაგრამ თიხიდან გამოძერწილობას ნაღდად მირჩევნია.
ციტატა
ან აზროვნება როგორ იზომება?

არ ვიცი როგორ იზომება, მაგრამ ადამიანის ნაირი არცერთ ცხოველს რომ არ აქვს და ყველა ადამიანი რომ არ იყენებს ნაღდად ვიცი.
ციტატა
თუკი მაქეთ მიგყავს მსჯელობა?

ეგ საიდან დაასკვენი?

მე საერთოდ არ ვაპირებ ამ თემაში მსჯელობისთვის მიმართულების მიცემას. ეს თემა ერთმა თეოლოგმა გახსნა. როგორც მგონია ჩემთან საუბარი აინტერესებდა და თემის გახსნისთანავე რომ არ გამოვეხმაურე (ჯერ არ ვიცოდი ამ თემის არსებობა), თავად არ იკადრა და მნათეს სთხოვა დაუძახეო. პირველივე დაძახებაზე ქუდზე კაცივით მოვედი, მაგრამ რად გინდა სამდღიანი გასვლა ქონია და ველოდები. შენც დაელოდე და ვნახოთ რას გვეტყვის.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 6 2007, 12:56 AM
პოსტი #93


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგრამ თიხიდან გამოძერწილობას ნაღდად მირჩევნია.


ეს დაწერე და თვალი ბევრ რამეზე დახუჭე... biggrin.gif არ მიყვარს ტენდენციურობა, თუმცა არც პრიმატს წამოგაძახებ laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 12:58 AM
პოსტი #94


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



მნათე
ჩვენ ბოდიში. ევოლუციონისტი რომ ხარ ჩურჩ.გე-ელები არ გიბრაზდებიან?


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 6 2007, 01:03 AM
პოსტი #95


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მნათე
ჩვენ ბოდიში. ევოლუციონისტი რომ ხარ ჩურჩ.გე-ელები არ გიბრაზდებიან?


არა, მე ევოლცუიონისტი არ ვარ.. რადგან სამყაროს წარმოშობისა და განვითარების თეორია ჯერ-ჯერობით ვერც ერთში ვერ არის ასახული.. ვგულისხმობ კრეაციონიზმს და ევოლუციონიზმს...

მე ქრისტეანი ვარ... თუმცა ევოლუციაში ბიბლიის საწინააღმდეგოს ვერაფერს ვხედავ.. ერთი მამა ამბობდა ათონზე, ვინც ევოლუციას უარყოფს ბიბლიურ ქრონოლოგიას პატივს არ ცემსო laugh.gif

მოკლედ მე არ ვენდობი ამ ქვეყნის სიბრძნეს.. რადგან იგი ყოველთვის და დიამეტრალურად იცვლებოდა smile.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ეგრი
პოსტი May 6 2007, 01:23 AM
პოსტი #96


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 333
რეგისტრ.: 18-April 07
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 1,689



მნათე
ციტატა
მოკლედ მე არ ვენდობი ამ ქვეყნის სიბრძნეს.. რადგან იგი ყოველთვის და დიამეტრალურად იცვლებოდა

გაიხარე.
პირველი მარცვალი ჩავარდნილა ნიადაგზე. ეხლა აღმოცენებას დაველოდები.


--------------------
I am Megrelian, therefor I am Georgian!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი May 6 2007, 01:30 AM
პოსტი #97


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
გაიხარე.
პირველი მარცვალი ჩავარდნილა ნიადაგზე. ეხლა აღმოცენებას დაველოდები.


უიმე, რა იყო რეპეტიციები მაინც გაგეარა laugh.gif არ გეხერხება მსახიობობა და ბომჟობაც არ გეკადრება laugh.gif laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 01:32 AM
პოსტი #98


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ეგრი
ციტატა
ან აზროვნება როგორ იზომება

შენ ინტელექტიც გეცოდინება რას ნიშნავს და თუ იცი ადამიანის გარდა სხვა ცხოველს რატო არა აქვს?ამაში ღმერთის ნიშნები ხომ არ შეიმჩნევა?
მიდი ერთი მოსინჯე პასუხი როგორ განსაზღვრავ


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი May 6 2007, 01:55 AM
პოსტი #99


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
რა უნდა დაგაბრალო? გგონია მაწყენინე? პრიმატის შთამომავალი ვარ თუ არა დანამდვილებით ვერ გეტყვი, ეგ ერთ-ერთი თეორიაა, მაგრამ

დარვინის თეორიაზე სამყაროს შექმნის და ასეთ საკითხებზე დიდი სიამოვნებით ვისაუბრებდი მეცნიერული კუთხით რომ ადამიანი მაიმუნისგან არ შექმნილა და აშ.gol.geზე ვცადე ამ საკითხზე საუბარი და თემაც კი გავხსენი მაგრამ კონკრეტული არავინ არაფერი თქვა მხოლოდ ზოგადი ფრაზებით შემოიფარგლენ.თუ სიღრმისეულად გაეცნობით დარვინის თეორიას და არა (ყურმოკრულის დონეზე)იმას მაინც მიხვდებით რომ ადამიანი მაიმუნისგან არ წარმოშობილა.სამწუხაროდ დღევანდელ საზოგადოებას ზედაპირულ აზროვნებას აჩვევენ თორემ თუ საკითხებს სიღრმისეულად ჩაუკვირდებით ბევრი რამე ისე აღარ მოგვეჩვენება როგორც თავდაპირველად გვეგონა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
abo
პოსტი May 6 2007, 12:21 PM
პოსტი #100


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,533
რეგისტრ.: 20-March 07
წევრი № 1,441



ციტატა
ეგრი

გვერდი რატომ აუარე 98 პოსტს თუ არ გინდა უპასუხო? (შეიძლება არცა ხარ აქ).


--------------------
არ გაიწვრთნების სამი რამ: მგელი, არწივი, კაი ყმა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

49 გვერდი V « < 3 4 5 6 7 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 09:49 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი