თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია-მონასტრები, სიწმინდეები _ აბო-ქართველი წმინდანი?

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 12 2007, 06:25 AM

სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 12 2007, 06:31 AM

მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif

ციტატა
რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი?


იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 12 2007, 06:53 AM

ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

მაეასი, იმედია ეს ბოლო პოსტია ამ თემაში ხომ?? და მაინც ხანდახან სული წამძლევს ხოლმე და თავს ვერ ვიკავებ უაზრო პოსტებს რომ არ ვუპასუხო biggrin.gif


კიდევ ერთი მოწინააღმდეგე ჩემი "უაზრო" პოსტებისა sad.gif

ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 02:31 AM) *

იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.
წმინდა აბომ უარყო არაბობა, ის არაბად თავს არ აღიარებდა და აქედან გამომდინარე ვერც არაბი მოწამე იქნებოდა.


ეხლა დაგიდებ წმ. აბოს ცხოვრებას, სადაც არაფერი სწერია იმაზე რომ მან უარყო არაბობა!

________________________________________________________

იყო ჟამი, როდესაც სარკინოზთა (არაბთა) მპყრობელმა ამირა მუმნი აბდილამ (რომელიც თავის აშენებულ ქალაქ ბაღდადში ცხოვრობდა) ბაბილონში დაიბარა ქართლის ერისმთავარი ნერსე1. ბოროტი ადამიანების მიერ დასმენილი ნერსე ამირამ საპყრობილეში ჩასვა, სადაც მან სამი წელი დაყო. ამის შემდეგ ღვთის განგებით მოკვდა აბდილა და მის მაგივრად მისი ძე მაჰდი გამეფდა. ქველისმოქმედმა ღმერთმა მაჰდი ამირა მუმნის ნერსეს გათავისუფლება ჩააგონა. მაჰდიმ ნერსე გაათავისუფლა და ერისმთავრობის უფლებით სამშობლოში გამოუშვა.
ბაბილონში ყოფნისას ნერსეს მსახურად დაუდგა ჩვიდმეტ-თვრამეტი წლის არაბი ჭაბუკი – აბო, რომელმაც მასთან ერთად ქართლში წამოსვლა მოისურვა. აბოს მშობლები და და-ძმა ბაღდადში ცხოვრობდნენ. იგი ნელსაცხებლების მომზადებაში იყო დახელოვნებული და სარკინოზთა მწიგნობრობაც შესწავლილი ჰქონდა. აბრაამის მსგავსად აბომაც ღვთის მინიშნებით დატოვა მამული და ნერსეს დაემგზავრა.
ქართლში აბო ნერსე ერისმთავართან ცხოვრობდა. სათნოების გამო იგი ყველამ შეიყვარა. აბო ქართული ენის შესწავლას შეუდგა, ძველი და ახალი აღთქმის წიგნების ზედმიწევნით შესწავლაც დაიწყო, დადიოდა ეკლესიებში და ისმენდა სახარებას, საწინასწარმეტყველოსა და სამოციქულოს, ეკითხებოდა სჯულის-მეცნიერებს. ამგვარად შეისწავლა მან კათოლიკე ეკლესიის მოძღვრება.
ამის შემდეგ აბომ უარყო მუჰამედის სჯული და მთელი გულით შეიყვარა ქრისტე, თუმცაღა ქართლის მპყრობელ სარკინოზთა შიშით აშკარად ვერ აცხადებდა თავს ქრისტიანად. აბო ფარულად მარხულობდა და ლოცულობდა და ეძიებდა დაფარულ ადგილს ნათლისღებისთვის.
იმ დღეებში სარკინოზთა ხელისუფალნი ისევ განურისხდნენ ნერსე ერისმთავარს. იგი გაიქცა, რადგან სარკინოზნი სასტიკად ემტერებოდნენ. უფალმა დაიფარა მათგან ნერსე. მან გაიარა ოსეთის კარი, რომელსაც დარი-ალანს (დარიალს) უწოდებდნენ და ჩრდილოეთის ქვეყნებში შევიდა. ნერსეს სამასამდე მამაკაცი გაჰყვა, მათთან ერთად იყო ქრისტეს სანატრელი მონა აბო.
ჩრდილოეთის ქვეყანა მაგოგის ძეთა სამყოფელი იყო. ესენი ხაზარები იყვნენ, ველური ხალხი, საშინელი შესახედაობის, მხეცის ბუნებისანი, სისხლის მსმელნი, მათ არ ჰქონდათ სჯული, მაგრამ შემოქმედ ღმერთს აღიარებდნენ. ხაზართა მეფემ შეიფარა ნერსე, როგორც უცხო და მტერთაგან დევნილი, მისცა მასაც და მის თანმხლებთაც საკვები და სამოსი.
ნეტარმა აბომ როგორც კი იხილა, რომ სარკინოზთაგან საფრთხე აღარ ემუქრებოდა, იჩქარა ქრისტესთან მიახლოება და მოინათლა პატიოსანი მღვდლების ხელით. სულიწმიდის მადლით ჩრდილოეთის ქვეყანაში მრავალი ქალაქი და სოფელი იყო, რომლებიც მშვიდად ცხოვრობდნენ ქრისტეს სარწმუნოებით2. ამის შემდეგ ქრისტეს მადლით აღვსილი აბო დაუბრკოლებლად შეუდგა მარხვასა და ლოცვას.
ცოტა ხნის შემდეგ ნერსემ ჩრდილოეთის მეფეს სთხოვა, გაეშვა აფხაზეთში, სადაც მას წინასწარ დედა, ცოლ-შვილი, მსახურები და მთელი ქონება გაეხიზნა. ეს ქვეყანა სარკინოზთაგან დაცული იყო. ღმერთმა დაამშვიდა ჩრდილოეთის მეფე და მან ნერსე მრავალი საჩუქრით გაისტუმრა. ქართლის ერისმთავარი და მისი თანმხლებნი დიდი სიხარულითა და ღვთისადმი მადლიერებით აფხაზეთისაკენ გაემართნენ; მგზავრობაში მათ სამი თვე გაატარეს. ამ ხნის განმავლობაში ნეტარი აბო მარხულობდა და ლოცულობდა, განუწყვეტლივ გალობდა ფსალმუნებს. აფხაზეთს რომ მიაღწიეს, ამ ქვეყნის მთავარმა მიიღო ნერსე და მისი ხალხი. როდესაც მან აბოს ნათლისღების ამბავი შეიტყო, დიდად გაიხარა. აბო იხმეს მთავარმა, ეპისკოპოსმა და მღვდელმა, აკურთხებდნენ, ანუგეშებდნენ და საცხოვნებელ სწავლებას აუწყებდნენ, ქრისტესა და საუკუნო ცხოვრების შესახებ ახარებდნენ. აბოც, თავის მხრივ, მადლობით მიუგებდა ჭეშმარიტი სარწმუნოების სიტყვებს, ისე რომ მათ უკვირდათ კიდეც და ღმერთს ადიდებდნენ. ნეტარი აბო უფრო მეტად მადლობდა ღმერთს, რადგან ქრისტეს სარწმუნოებით აღსავსე ქვეყანა იხილა, მასში ურწმუნოთაგანი არავინ მკვიდრობდა.

წმიდა აბომ იქაური ხალხის გარდამეტებული ღვთისმოყვარება და მთელი ერის გამუდმებული ლოცვა რომ იხილა, საღვთო გულმოდგინებით განიმსჭვალა, რამეთუ წმიდა მოციქულის სიტყვები გაიხსენა: „კეთილ არს ბაძვა კეთილისათ ს მარადის“ (გალატ. 4,18). აბო ღვაწლს ზამთარში შეუდგა, ჩვიდმეტ იანვარს, წმიდა ანტონი დიდის ხსენების დღეს. მძიმე შრომა იტვირთა, ქალაქში, როგორც უდაბნოში ებრძოდა მტერს - ეშმაკს, დუმილითა და მარხვით ასუსტებდა ახალგაზრდა სხეულს, „რა თა შეუძლოს ყოველთა მათ ისართა ეშმაკისათა განხურვებულთა დაშრეტად“ (ეფეს. 1,16). აბომ მაცხოვრის ღვაწლი გაიხსენა, რომელმაც ნათლისღების შემდეგ უდაბნოში გასულმა ორმოცდღიანი მარხვითა და ლოცვით დაამარცხა მზაკვარი გამომცდელი - ეშმაკი. მსგავსადვე ნეტარი აბო ადამიანებს ერთ სიტყვასაც არ ეტყოდა, მხოლოდ ღმერთს ესაუბრებოდა თავის წმიდა ლოცვებში. ასე გაატარა სამი თვე მარხვითა და დუმილით, ხოლო დიდი მარხვის დღეებში შაბათსა და კვირას ეზიარებოდა და მხოლოდ ზიარების შემდეგ იღებდა მცირეოდენ საზრდოს. ასე გაგრძელდა ქრისტეს აღდგომის დიდებულ დღესასწაულამდე. ამის შემდეგ აბომ შეწყვიტა ეს მძიმე მარხვა, დუმილიც დაასრულა და ღმერთს ადიდებდა.

ნერსეს ქართლიდან გაქცევის შემდეგ მაჰდი ამირა მუმნმა ღვთის ბრძანებით ქართლის ერისმთავრად სტეფანოზი გამოგზავნა, გურგენ ერისთავის ძე, ნერსეს დისწული. ამ ამბავმა ნერსე გაახარა, რადგან უფალმა მის სახლს მთავრობა არ განაშორა. ნერსემ ამირებთან მოციქულები გააგზავნა, თბილისში უსაფრთხოდ დაბრუნების ნებართვა ითხოვა.

როგორც კი აფხაზეთიდან გამოემართნენ, აფხაზეთის მთავარმა დაუძახა ნეტარ აბოს და უთხრა: ნუ წახვალ ამ ქვეყნიდან, რადგან ქართლი სარკინოზების ხელშია, შენ კი ბუნებით სარკინოზი ხარ, არ მოგცემენ ნებას მათ შორის იცხოვრო და ქრისტიანად დარჩე. მეშინია, ნებით ან უნებლიეთ ქრისტეს სარწმუნოებას არ განგაშორონ და ამდენი შრომა არ დაგეკარგოს. ნეტარმა აბომ მიუგო: „რაკი შემიწყნარა ქრისტემ, ჩემი უწინდელი უმეცრების სიბნელე განმაშორა და მისი ნათლის ღირსი გამხადა, არასოდეს უარვყოფ მის სახელს. მრავალი ოქრო და ვერცხლიც რომ მომცენ, თუნდაც მტანჯონ და მგვემონ, ვერ განმაშორებენ ჩემი უფლის სიყვარულს. ახლა კი ნუ დამაკავებ, ღვთისმსახურო, რადგან რა მადლი აქვს ჩემს აქ ყოფნას, სადაც არც შიშია და არც ქრისტესთვის სიკვდილი. გევედრები, გამიშვი, რომ ცხადად ეუწყოს ჩემი ქრისტიანობა იმ ქრისტეს მოძულეებს, რამეთუ მსმენია წმიდა სახარებიდან ჩვენი მაცხოვრის თქმული: „არავინ აღანთის სანთელი და შედგის იგი ქუეშე მირსა, არამედ ზედა სასანთლესა დადგიან, რა თა ენთებოდის ყოველთა. ეგრე ბრწყინევდინ ნათელი თქუენი წინაშე კაცთა“ (მათ. 5,15-16). და აწ მე რისთვის დავფარო ეს ნათელი, რომლითაც ქრისტემ განმანათლა? არასოდეს დავიმალები სიკვდილის შიშით, რადგან მისწავლია წმიდა მოციქულისაგან: „არცა ჩუკენთა სასუფეველი ღმრთისა ვერ დაიმკ დრონ“ (1 კორ. 6, 9). ამიტომაც არ მეშინია სიკვდილის, რამეთუ მე ქრისტესგან სასუფეველს ვეძიებ“. ასე დაარწმუნა აბომ მთავარი და მანაც გაუშვა იგი.
წმიდა აბო ნერსესთან ერთად ქართლში ჩამოვიდა, ქალაქ თბილისში შემოვიდა და ცხადად აღიარებდა ქრისტიანობას. თბილისში მცხოვრებმა სარკინოზებმა, რომლებიც ადრე იცნობდნენ აბოს, იგი ქრისტიანად რომ იხილეს, ზოგი საყვედურობდა, ზოგი შეურაცხყოფდა, ზოგი აშინებდა, ზოგი დევნიდა, ზოგი მშვიდი სიტყვით ცდილობდა მის დარწმუნებას. მაგრამ აბო განმტკიცებული იყო ქრისტეს რწმენაში და არავისი ეშინოდა. სამი წლის განმავლობაში მიმოდიოდა იგი თბილისსა და მის გარშემო სოფლებში ქრისტიანობის დაუფარავად, მაგრამ „ვერავინ მიყვნა ხელნი მას ზედა ბოროტებით, რამეთუ არღა მოწევნულ იყო ჟამი მისი“ (იოან. 7,30). ქრისტესმოყვარენი, რომელთაც აბოს ღვთისმოყვარება იცოდნენ, ეხმარებოდნენ მას საზრდელითა და სამოსით.

ნეტარი აბოს მარტვილობა აღსრულდა ექვს იანვრს, პარასკევ დღეს, განცხადების (ნათლისღების) დღესასწაულზე3. ამ დროს კონსტანტინოპოლში კონსტანტინე ლეონის ძე მეფობდა, სარკინოზების მეფე მოსე ამირა მუმნი იყო, მაჰდის ძე, ქართლში კათალიკოსი იყო სამოელი, ერისმთავარი - სტეფანოზი, გურგენის ძე.

ნათლისღებამდე ცოტა ხნით ადრე შეიპყრეს ქრისტეს ნეტარი მოწამე და მიიყვანეს მსაჯულთან, რომელიც ქალაქ თბილისის ამირა იყო. ქრისტეს აღიარებისთვის აბო საპყრობილეში ჩასვეს, მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ სტეფანოზ ქართლის ერისმთავარმა გამოითხოვა იგი, საპყრობილიდან გამოიყვანა და გაუშვა.
არ გასულა დიდი დრო და მოწამის დამბეზღებელნი ისევ აღიძრნენ. მოილაპარაკეს, შევიდნენ მსაჯულთან (უკვე ახალი მსაჯული ამირა იყო თბილისში) და უთხრეს: „ამ ქალაქში ერთი ჭაბუკია, ტომით სარკინოზი, იმ სჯულითაა აღზრდილი, რომელიც ჩვენმა მოციქულმა მუჰამედმა მოგვცა. ახლა კი მიუტოვებია ჩვენი სჯული, თავს ქრისტიანად აცხადებს და უშიშრად დადის ქალაქში, მრავალ ჩვენგანს გაქრისტიანებისაკენ მოუწოდებს. აწ ბრძანე მისი შეპყრობა, ტანჯე და გვემე, სანამ მუჰამედის, ჩვენი მოციქულის სჯულს არ აღიარებს. თუ არა და მოკვდეს, რომ მისი ქადაგების გამო სხვებმაც არ მიბაძონ“.
დაბეზღების ამბავი ქრისტიანებმა გაიგეს, სასწრაფოდ მივიდნენ აბოსთან და უთხრეს: „დაგეძებენ შესაპყრობად, სატანჯველად და საგვემელად“. არწმუნებდნენ, გარიდებოდა საფრთხეს და დამალულიყო. აბომ გულშემატკივრებს უთხრა: „მე ქრისტესთვის არა მხოლოდ სატანჯველად ვარ გამზადებული, არამედ სიკვდილისთვისაც“. სიხარულით წამოვიდა და ქუჩებში უშიშრად მიმოდიოდა. შეიპყრეს ნეტარი აბო და მსაჯულთან მიიყვანეს.

მსაჯულმა უთხრა: „ეს რა მესმის შენზე? გვარტომობით სარკინოზი ხარ, მშობლიური სჯული მიგიტოვებია და ქრისტიანთა ცდომილებაში ჩავარდნილხარ? ახლა მოემზადე და იმ სჯულით ილოცე, რომლითაც შენმა მშობლებმა გაგზარდეს“. ნეტარი აბო განძლიერდა ქრისტეს მიერ, რწმენის სულით აღივსო და მსაჯულ ამირას ასე უპასუხა: „ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი. მაგრამ როდესაც ინება ღმერთმა, რომელმაც ჩემს ძმათა და ნათესავთაგან გამომირჩია, იესო ქრისტეს, თავისი ძისა და ჩემი ღმერთის მიერ მიხსნა და უმჯობესის გულისხმისყოფა მომანიჭა, მაშინ მივატოვე კაცთა მიერ შეთხზული სჯული, მეზღაპრეობის სიბრძნით მოპოვებული სარწმუნოება და წმიდა სამების - მამის, ძისა და სულიწმიდის სარწმუნოებას შევუდექი, (აქ არსად სწერს აბო რომ ეროვნება უარყო! გუჯა.) ჭეშმარიტს, ქრისტეს მიერ მომადლებულს. ამ ღმერთის რწმენით მოვინათლე და მას ვსცემ თაყვანს, რამეთუ ესაა ჭეშმარიტი ღმერთი. აწ ქრისტიანი ვარ, ყოველგვარი დავის გარეშე“.

მსაჯულმა უთხრა: „უკუაგდე ეგ სულელური აზრი და თუკი გაჭირვების გამო შედგომიხარ ქრისტიანებს, მე ახლავე მოგცემ უფრო მეტ საბოძვარსა და პატივს“.

ნეტარმა აბომ მიუგო: „შენი ოქრო და ვერცხლი შენვე გქონდეს, შენი თავის წარსაწყმედად. მე პატივს კაცთაგან არ ვეძიებ, რადგან ქრისტესმიერი საბოძვარი გამაჩნია - ხსნისა და უხრწნელების გვირგვინი და საუკუნო პატივი ზეცაში“.

მაშინ მსაჯულმა ბრძანა, შეეკრათ აბოსთვის ხელ-ფეხი რკინის ბორკილით და ასე ჩააგდეს იგი საპყრობილეში. ნეტარი ხარობდა, უფალს მადლობდა და ამბობდა: „გმადლობ, შენ, უფალო და მაცხოვარო ღმერთო ჩუენო, იესუ ქრისტე, რამეთუ ღირს მყავ მე განკითხვასა და პყრობილებასა სახელისა შენისათვის წმიდისა“.

ეს მოხდა ოცდაშვიდ დეკემბრს, სამშაბათს, ხსენება იყო ქრისტეს მოციქულის, პირველდიაკონისა და პირველმოწამის, ყოველთა მოწამეთა ერისმთავრის4 - წმიდა სტეფანესი. ასე განეწესა და ასე შვენოდა, რომ ყოველთა მოწამეთა ერისმთავარს ყველა სხვა მოწამესთან ერთად ეღვაწა, რათა ეს უკანასკნელი ქრისტეს მოწამე მოწამეობრივ გზაზე არ დაბრკოლებულიყო.

ნეტარი აბო საპყრობილეში დღითა და ღამით შეუსვენებლივ მარხვაში, ლოცვასა და ფსალმუნთა გალობაში იყო; მოწყალებას გასცემდა, გაყიდა ყველაფერი, რაც ებადა და საპყრობილეში მყოფ მშივრებსა და ღარიბებს ეხმარებოდა. ცრუმოძღვრები და მაბეზღებლები შედიოდნენ მასთან და ესაუბრებოდნენ. ზოგი მათგანი თვალთმაქცურად ეუბნებოდა: „შვილო, თავს ნუ გაწირავ, ნურც შენ სიჭაბუკეს გაცვლი ქრისტიანობაზე, ნურც შენს დებსა და ძმებს განეშორები, რომ შენს თავს ავი არ შეამთხვიო და ჩვენ ყველანი არ შეგვაწუხო“. სხვები აშინებდნენ და ეუბნებოდნენ: „რას გარგებს შენი ქრისტე, ვინ დაგიხსნის ჩვენი ხელიდან, რადგან ცეცხლი და სატანჯველი უკვე გამზადებული გვაქვს შენთვის, თუკი ჩვენკენ არ მობრუნდები“. ნეტარი აბო მათ არ უსმენდა, ლოცულობდა და გონებით განუწყვეტლივ ფსალმუნებს გალობდა, ბევრი ლაპარაკის შემდეგ კი უთხრა: „ნურაფერს მეტყვით, რადგან „მე, ვითარცა ყრუსა, არა მესმოდა, და ვითარცა უტყუმან რა არა აღაღის პირი თ სი; ვიყავ მე ვითარცა კაცი უსმი, რომლისა თანა არა არს პირსა მისსა სიტყუა , რამეთუ მე უფალსა ვესავ. განმეშორენით მე, უკეთურნო, და გამოვიძინე მე მცნებანი ღმრთისა ჩემისანი“ (ფსალმ. 37,14-16; 118, 115). ვერ შეარყიეს მაცთურებმა მართალი აბო და საპყრობილიდან შერცხვენილები გამოვიდნენ.

ნეტარმა საპყრობილეში ცხრა დღე გაატარა, იგი ყოველდღიურად მარხულობდა და ღამეს ათევდა. მეცხრე დღეს მასთან ერთად მყოფ პატიმრებს უთხრა: „ხვალ სხეულს დავტოვებ და მივალ ჩემს უფალთან და ღმერთთან - იესო ქრისტესთან“. ეს უფალმა გამოუცხადა თავის მოწამეს. ამის შემდეგ აბომ სამოსელი განიძარცვა და გასაყიდად გაატანა, რათა მისთვის კერეონები (კელაპტრები) და საკმეველი ეყიდათ. ნაყიდი კერეონები ქალაქის ყველა ეკლესიაში დააგზავნა ასანთებად. ამასთან ერთად ყველა მღვდელს თხოვნა შეუთვალა - ელოცათ მისთვის, რათა ქრისტეს სარწმუნოებაში არ დაბრკოლებულიყო და ქრისტესთვის წამების ღირსი გამხდარიყო.

წმიდა დღესასწაულის (ნათლისღების) ღამეს ნეტარმა აბომ ორი დიდი სანთელი აიღო და გათენებამდე ფეხზე იდგა, სანამ მთელი ფსალმუნი არ იგალობა და სანთლები არ ჩაიწვა მის ხელებში, რომლებიც რკინით ჰქონდა მიბმული კისერზე.

როდესაც მეათე დღე გათენდა, მაცხოვრის ნათლისღების დღესასწაული, ექვსი იანვრი5, პარასკევი, ნეტარმა აბომ თქვა: „დიდია ეს დღე ჩემთვის, რადგან ჩემი უფლის, იესო ქრისტეს ორმხრივ გამარჯვებას ვხედავ. ამ დღესასწაულზე მდინარე იორდანეში ჩავიდა განშიშვლებული ნათლისღებისთვის და ღვთაებრივი ძალით შემუსრა წყალთა სიღრმეში დამალული გველის თავები. ამ დღეს ჩემთვის შესაფერია, რომ განვიმოსო შიში სხეულის გამო, რომელიც სამოსია ჩემი სულისა და, როგორც ზღვის სიღრმეში, ისე შევიდე ამ ქალაქის შუაგულში და ნათელვიღო ჩემივე სისხლით და ცეცხლითა და სულით, როგორც იქადაგა წინამორბედმა იოანემ. და შემდგომ წყალშიაც ჩავიდე და კვლავ განვნათლდე, რადგან დღეს სულიწმიდა გადმოდის ყველა წყალზე, რომლითაც ქრისტეს მორწმუნენი ინათლებიან. ხოლო ჩემი სხეულის განშიშვლებით აბუჩად ავიგდო და შუა ქალაქში ფეხით გავთელო მზაკვარი მტრის სივერაგენი, რომლებიც ჩემთვის განიზრახა. და კვლავ, ამ პარასკევ დღეს უფალმა ჩემმა იესო ქრისტემ თავისი ვნებით, ჯვარზე ხელთა გაშლით შეარცხვინა და კიდით კიდემდე თითით საჩვენებელი გახადა მთელი ქვეყნიერების მტერი. ახლა მეც მმართებს, რომ ქრისტიანთა მტერს საბრძოლველად მივეჭრა და ქრისტესთვის ჩემი სისხლის დაღვრით ყველა ქრისტიანისთვის სასაცილო გავხადო იგი. მას ეგონა, თითქოს სიკვდილის შიშით ჩემი უფლის, იესო ქრისტეს სიყვარულს განმაშორებდა. მე კი საძრახისს გავხდი მის განზრახვას და ვძლევ მას ქრისტესმიერი შეწევნით და ჩემი უფლის ორმხრივ ვალს გადავიხდი“.

ნეტარმა აბომ წყალი მოითხოვა, პირი დაიბანა, თავზე ზეთი იცხო და თქვა: „ოდესღაც თვითონ ვიყავი მენელსაცხებლე, სურნელოვან საცხებელთა კარგად შემზავებელი. ეს საცხებელი კი ჩემი დასაფლავების დღისთვისაა. ამიერიდან აღარ ვიცხებ ამ წარმავალ, ჩემი მწირობის ზეთს, არამედ როგორც სოლომონმა მასწავლა „ქება ქებათაში“: „სულნელებასა ნელსაცხებელთა შენთასა ვრბიოდი“ (ქება 1,3) ქრისტე, რომელმაც შენი სარწმუნოებისა და სიყვარულის წარუვალი სურნელებით აღმავსე. იცი, უფალო, რომ თავზე მეტად შენ შეგიყვარე!“ ეს რომ წარმოთქვა, კაცი გააგზავნა ეკლესიაში და მოართვეს წმიდა საიდუმლო - ხორცი და სისხლი ქრისტესი. ამ დროს მესამე ჟამი იყო ნათლისღების დღისა. ჭეშმარიტსა და განმაცხოველებელ საიდუმლოს რომ ეზიარა, თქვა: „გმადლობ, შენ, უფალო ჩემო და ღმერთო, იესუ ქრისტე, რომელმან მომეც მე საგზლად ჩემდა ცხოვრების მომნიჭებელი ხორცი შენი და სიხარულად და განმამტკიცებლად ჩემდა პატიოსანი სისხლი შენი! აწ უწყი, რამეთუ არა დამიტევე მე, არამედ ჩემ თანა დადგრომილ ხარ და მე შენ თანა. ამიერითგან არღარა მივიღო სხუა საზრდელი, რომლითა კუალად მშიოდის, და არც სხუა სასუმელი, რომლითა კუალად მწყუროდის, არამედ კმა არს ესე ჩემდა ცხორებად საუკუნოდ. აწ „დაღათუ ვიდოდი მე შორის აჩრდილთა სიკუდილისათა, არა შემეშინოს მე ბოროტისაგან, რამეთუ შენ, უფალი, ჩემ თანა ხარ“ (ფსალმ. 22,4).

ესა თქვა და მაშინვე მსაჯულის მსახურები მოვიდნენ. აბო პატიმარ ქრისტიანებს დაემშვიდობა და უთხრა: „ლოცვებში მომიხსენეთ, რამეთუ ვეღარ მიხილავთ ამ წუთისოფელში“. გამოიყვანეს აბო საპყრობილიდან ხელ-ფეხზე ბორკილდადებული; მიჰყავდათ იგი ქალაქში, მისი შემხედვარე ქრისტიანები და ნაცნობები ტიროდნენ, ხოლო წმიდანმა უთხრა მათ: „ნუ სტირით ჩემზე, არამედ გიხაროდეთ, რამეთუ მე ჩემს უფალთან მივდივარ. ლოცვით გამგზავნეთ და უფლის მშვიდობამ დაგიფაროთ თქვენ“.

აბო ისე მიდიოდა, თითქოს სულით თავის სხეულს მიაცილებდა, ისევე როგორც მიცვალებულს მიაცილებენ. იგი ასმეთვრამეტე ფსალმუნს ამბობდა: „ნეტარ არიან უბიწონი გზასა, რომელნი ვლენან რჯულსა უფლისასა“ (ფსალმ. 118,1), ხოლო საგალობლად ავაზაკის სიტყვებს დაურთავდა: „მომიხსენე მე, უფალო, ოდეს მოხვიდე სუფევითა შენითა“ (ლუკ. 23,24).

ასე მიუახლოვდა აბო ამირას კარს, გაბედულად გადასწერა მას ჯვარი და თვითონაც პირჯვარი გამოისახა. წარუდგინეს იგი მსაჯულ ამირას, რომელმაც უთხრა: „რაო, ჭაბუკო, რა მოიფიქრე?“ წმიდა მოწამე სულიწმიდით აღივსო და უპასუხა: „მე მოვიფიქრე და ქრისტიანი ვარ“.

მსაჯულმა ჰკითხა: „არ მიგიტოვებია შენი სიგიჟე და უგუნურება?“ ნეტარმა მიუგო: „უმეცრებასა და უგუნურებაში რომ ვყოფილიყავ, ქრისტეს მიყოლის ღირსი ვერ გავხდებოდი“. უთხრა მსაჯულმა: „ნუთუ ვერ ხვდები, რომ ეგ შენი სიტყვები სიკვდილის მიზეზად გაგიხდება?“ წმიდანმა მიუგო: „თუკი მოვკვდები, მწამს, რომ ქრისტესთან ვიცოცხლებ; და შენ რაღას აგრძელებ? რაც გეგულება ჩემთვის, აღასრულე, რადგან მე ისევე არ მესმის შენი ამაო სიტყვები, როგორც მაგ კედელს, რომელსაც მიყრდნობიხარ. ჩემი გონება ქრისტესთანაა, ზეცაში!“

უთხრა მსაჯულმა: „ასეთი რა სიტკბოება მიგიღია შენი ქრისტესგან, რომ თავი სიკვდილისთვისაც არ გებრალება?“ უპასუხა წმიდა აბომ: „თუკი მისი სიტკბოების შეცნობა გსურს, ირწმუნე ქრისტე, მოინათლე და მაშინ გახდები მისი სიტკბოების შეცნობის ღირსი“.

ამაზე ამირა განრისხდა, ბრძანა მისი გარეთ გაყვანა და თავის მოკვეთა. მსახურებმა აბო სასახლიდან გამოიყვანეს და ხელ-ფეხი გაუხსნეს. ნეტარმა სამოსელი გადაიხია, გაშიშვლებულმა ჯვარი გამოისახა და თქვა: „გმადლობ და გაკურთხევ, შენ, სამებაო წმიდაო, რამეთუ ღირს მყავ მე მიმთხუევად ღუაწლსა მას წმიდათა მოწამეთა შენთასა“! ამის შემდეგ ხელები ზურგზე გადაიჯვარედინა, მხიარული სახით და უშიშარი სულით შეჰღაღადა ქრისტეს და მახვილს ქედი მოუდრიკა.

სამჯერ დაჰკრეს მახვილი აბოს, ეგონათ, სიკვდილის შიშით განაშორებდნენ ქრისტესგან, მაგრამ წმიდა მარტვილი დუმილითა და მხნეობით ხვდებოდა მახვილს, სანამ სული არ მიაბარა უფალს.....................................

__________________________________________________


ეხლა კი მოიძიე ინფო, სად უარყო აბომ ეროვნება biggrin.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 12 2007, 06:58 AM

ციტატა
„ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი.



პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Jul 12 2007, 07:03 AM

ეგ სწორად თქვი, რომ ბუნებით სარკინოზი ვარ, მამითაც და დედითაც სარკინოზად ვარ შობილი; მუჰამედის სჯულით ვიყავ განსწავლული და იმით ვცხოვრობდი, სანამ უმეცრებაში ვიმყოფებოდი.



აქ უმეცრებაში გულისხმობს მუჰამედის სჯულს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ulvashi თარიღი: Jul 12 2007, 10:17 AM

და ვინ თქვა, რომ აბო ქართველი წმინდანია? აბო იყო არაბი წმინდანი

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Jul 12 2007, 11:49 AM

სად წერია რომ აბო ქართველი წმინდანია?

ტექსტს არ კიხულობ გუჯა?

"უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნაო" ეს ქართველს ნიშნავს?
(მგონი ტექსტი ასე იყო)
უბრალოდ იგი საქართველოში რომ ეწამა, ამიტომაა ჩვენთვის საყვარელი წმინდანი. ამიტომ.

მაგალითი იყო იმ დროში, მერე როგორი მაგალითი ნახევარი საქართველო რომ არაბებისგან იყო დაშინებული და რჯულის უარმყოფელი.
მოვიდა "მტერი" და შენი სარწმუნოებისთვის ეწამა, ამიტომ ითვლება იქი საქართველოსთვის, მისი რელიგიისთვის წამებულად, რადგან ერიც ისხნა და ბერიც.


თუ შენთვის მთავარი შეკითხვის დასმაა? არც პასუხი გაინტერესებს, არც სხვისი აზრი, წერ და ხარ, არც რამეს იძენ შენ თვითონ და არც არავის ასწავლი.

იმ თემაში ჩამოვაყალიბეთ აზრი, რომ ეგ გამოთქმა" ქართველნო, ერთად ღვთისაკენ" ნიშნავს მოწოდებას ყველა საქართველოში მცხოვრებისადმი.
რადგან ყველანი ვინც აქ მკვიდრობენ, წარმოშობის მიუხედავად, არიან ქართველები.


აი ასე.

პოსტის ავტორი: maZiebeli თარიღი: Jul 13 2007, 04:05 AM

di_onise

ციტატა
იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.

no.gif სხვა არ იყო, თბილელი იყო.

ზებედე
ციტატა
რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის.

მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას.

კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას.

რა ვიცი, მე ასე მგონია და...
g.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Jul 13 2007, 09:08 AM

QUOTE(maZiebeli @ Jul 13 2007, 04:05 AM) *

di_onise

no.gif სხვა არ იყო, თბილელი იყო.

ზებედე
უპირველესად უნდა ვთქვა, რომ ეკლესია არის ერთი, კათოლიკე და სამოციქულო. ამდენად, წმინდანებიც საერთოა ყველა ერის ქრისტიანისთვის.

მეორე მხრივ, კანონიერად ვსაუბრობთ ცალკეულ ეკლესიებზე: საქართველოს, ანტიოქიის, საბერძნეთის, რუმინეთის და ა. შ. ამა თუ იმ ეკლესიაში მოღვაწე წმინდანი კი მისი ეთნიკური წარმომავლობის მიუხედავად მიიჩნევა უპირატესად ამ ეკლესიის წმინდანად. მაგალითად წმ. დავით გარეჯელი ქართველი წმინდანია, თბილისის მფარველადაც მოიაზრება და სახელადაც ასური კი არ ჰქვია, არამედ გარეჯელი, უკანასკნელი სამოღვაწეო ადგილის მიხედვით. ასურელი რომ არის ეს აღინიშნება შესაბამის კონტექსტში, სხვა თორმეტ ასურელ მამასთან ერთად, მაგრამ მოიხსენიება როგორც "დავით გარეჯელი" და ქართველი წმინდანი. ამ გაგებით, მით უმეტეს ქართველ წმინდანად უნდა მივიჩნიოთ წმ. აბო, რომელიც აქ მოინათლა, აქ მოღვაწეობდა და აქვე აღესრულა მოწამეობრივად. წმ. ანთიმოზ ივერიელსაც თუ რუმინული ეკლესიის წმინდანად მოიხსენებენ, კანონზომიერი იქნება მისი უდიდესი ღვაწლის გამო რუმინული ეკლესიისადმი, და ეს არ უარყოფს მის ეთნიკურ ქართველობას და საქართველოს ეკლესიის წმინდანობას.

კიდევ ვაზუსტებ, რომ ეკლესიის წმინდანებზე როცაა საუბარი, უპირატესობა ენიჭება მოღვაწეობის არეალს და არა წარმოშობას.

რა ვიცი, მე ასე მგონია და...
g.gif

მეც მაგას ვამბობ და არ სჯერათ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: di_onise თარიღი: Jul 13 2007, 09:27 AM

maZiebeli

ციტატა
სხვა არ იყო, თბილელი იყო.


აბო თბილელი როგორც მე ვიცი სხვა წმინდანი იყო

რავიცი რავიცი........

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Jul 13 2007, 01:13 PM

ჰო მართლა, მე ვეძიე და მოვიპოვე რომა, ქართველი მარტო ეთნიკური მნიშვნელობა არ იყო ძველათა laugh.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 13 2007, 06:24 PM

ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას smile.gif

ასე ვიცი მე ყოველშემთხვევაში

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 13 2007, 07:17 PM

ციტატა(stch @ Jul 13 2007, 06:24 PM) *

ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას smile.gif


ქართველები რომ გავქრისტიანდით, მაშინ ბერძნები გავხდით?

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 13 2007, 08:16 PM

რაღა დაგიმალოდ და აბო მე არაბად მყავს ნასწავლი, ისე როგორც შუშანიკი სომხად, თუ როგორ ვთქვა, კიდოsmile.gif) 13 ასურელი მამა, კიდევ წმინდა რაჟდენიც არაქართველი იყო, მგონი სპარსი.

მათ ერთი რაღაც აერთიანებდათ საქართველოში ეწამნენ აქ იქადაგეს და აშ. ჩვენ ვიცით მათი წარმომავლოა, ნუ გეშინია არ ვუკარგავთ და არც ვითვისებთ რამეს. შენც ხომ გემის ჩვენ წმინდანების ნაკლებობას არ განვიცდით, რომ ვინმე მივისაკუთროთ ან რომელიმე ქვეყანას წმინდანი დავუკარგოთ, და რომც არ გყვადეს ბევრი წმინდანი მაინც არავის მივითვისებდით. ეს უბრალოდ მათ მიმართ რაღაც ჩვენი სიახლოვის და სიყვარულის გამოხატულებაა, ჩვენ არავის ვიჩემებთ ვიცით, რომ წარმოშობით ისინი ქართველები არ იყვნენ და ამას ვაღიარებთ არ იდარდო ამაზე. ასე ვსწავლობთ, ასე ვასწავლით სხვებსაც.
არაბებსაც ვეტყვით, მათაც მოუარონ და წაიღონ აბოს სახელი თუ უნდათ ისე, როგორც ჩვენ გრიგოლ ფერაძის სახელს ვუფრთხილდებით. მე მგონი ამაზე არც ერ ქართველს არ გაუჩნდება რაიმე ეჭვიანობის ან სიბრაზის გრძნობა.



ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით.



კიდევ რა გაწუხებს ? სადაა კაიროსუნაsmile.gif

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Jul 13 2007, 08:28 PM

ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით.


დედა რამდენი მიპოსტია... ნერვი, ნერვი ამ ბიჭმა გადამრია: laugh.gif

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 14 2007, 08:04 PM

აბო თბილელს თავისი ეროვნულობა-არაბობა არ დაუტოვებია , მან მხოლოდ მისი რწმენა დაუტევა და მიიღო მრთლმადიდებლობა, ის აღესრულა საქართველოში..
რადგან წმინდა სინოდმა ის "ქართველ წმინდანად" შერაცხა, მეც ის "ქართველ წმინდანად" მიმაჩნია და მასზე ვილოცებ როგორც "ქართველ წმინდანზე"


smile.gif

პოსტის ავტორი: stch თარიღი: Jul 16 2007, 02:53 PM

ქართველი ყველა რო ქრისტიანი იყოს ქართველები ვიქნებით ბერძნობა არაფერ შუაშია smile.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Jul 16 2007, 05:17 PM

ციტატა(stch @ Jul 16 2007, 02:53 PM) *

ქართველი ყველა რო ქრისტიანი იყოს ქართველები ვიქნებით ბერძნობა არაფერ შუაშია smile.gif


პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:

ციტატა
ქართველი იმიტომ იყო რო სარწმუნოება მიიღო ჩვენნაირი და მე ვეთანხმები მაგას


ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Jul 16 2007, 07:16 PM

ციტატა
სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან.


არქივშია არა? სიამოვნებით წავიკითხავდი რომ შემევსო ინფორმაციული დანაკლისი და შესაბამისად უფრო გამიადვილდეს აზრის გამოტანა დასმულ საკითხშიიიიი.

ისე, გუჯა, რახან აბოს თბილელად მოიხსენიებენ, მაგიტომ ჩათვალე აბო ქართველად მიაჩნიათო? huh.gif თუ როგორ? არა რა, წავედი ვნახო არქივი.

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 28 2007, 01:26 PM

ციტატა(di_onise @ Jul 12 2007, 06:31 AM) *

იმედია იოვანე საბანისძის აბოზე ამბობ ხომ?? თუ ასეა ის ტფილელი არ იყო. აბო ტფილელი სხვა მოწამე იყო.




დარწმუნებული ხარ მაგაში? laugh.gif

ციტატა(Sotiris @ Jul 16 2007, 05:17 PM) *

პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:
ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.



ციტატა(Sotiris @ Jul 16 2007, 05:17 PM) *

პასუხის აზრი ვერ გავიგე, მაგრამ არა უშავს. შენს სიტყვებს მოვიყვან ახლიდან:
ახლა ამის ლოგიკურ შესატყვისს მოვიყვან: ქართველები ბერძნები იმიტომ იყვნენ, რომ სარწმუნოება მიიღეს ბერძნების ნაირი და მე ვეთანხმები მაგას.


შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ. მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს. ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 28 2007, 01:30 PM

ციტატა(Freethought @ Aug 28 2007, 11:26 AM) *

შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ. მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს. ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა

blink.gif blink.gif
აბა ჩამოგვიყალიბე ბარემ ეგ კონცეფცია...

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 28 2007, 02:02 PM

ციტატა(k@the @ Aug 28 2007, 01:30 PM) *

blink.gif blink.gif
აბა ჩამოგვიყალიბე ბარემ ეგ კონცეფცია...



გაეცანი იმდროინდელ პუბლიცისტიკას, თუნდაც ილია ჭავჭავაძეს.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 28 2007, 02:18 PM

ციტატა(Freethought @ Aug 28 2007, 12:02 PM) *

გაეცანი იმდროინდელ პუბლიცისტიკას, თუნდაც ილია ჭავჭავაძეს.

მადლობთ რჩევისათვის rolleyes.gif
მეგონა აქვე შეგეძლო ჩამოყალიბება კონცეფციის, თორე ილია ჭავჭავაძის რაღაც-რაღაცეები კი მაქვს წაკითხული და რიავიცი smile.gif

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 28 2007, 03:21 PM

ციტატა(k@the @ Aug 28 2007, 02:18 PM) *

მადლობთ რჩევისათვის rolleyes.gif
მეგონა აქვე შეგეძლო ჩამოყალიბება კონცეფციის, თორე ილია ჭავჭავაძის რაღაც-რაღაცეები კი მაქვს წაკითხული და რიავიცი smile.gif



მე მგონი ვერ გაიგე რაზე ვლაპარაკობ rolleyes.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 28 2007, 04:12 PM

ციტატა(Freethought @ Aug 28 2007, 01:21 PM) *

მე მგონი ვერ გაიგე რაზე ვლაპარაკობ rolleyes.gif

ჰო, ვერ გავიგე ნამდვილად. რას ნიშნავს
ციტატა
შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა.

აბა რა არსებობდა?
ციტატა
"ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში.

ესეც ვერ გავიგე? 'ბერძნული სარწმუნოების აღმსარებლად' მოიხსენიებოდნენ შუა საუკუნეებში მართლმადიდებლები? და მთელი კავკასიის რეგიონი ცოტა გადაჭარბებული არაა? ესე იგი ბაქოში მცხოვრები ბერძენი შეიძლება "ქართველი" ყოფილიყო? smile.gif
ციტატა
ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ.

რა კონცეფცია იყო ეგ? პუნქტებად იყო ჩამოწერილი რას ნიშნავს იყო ეროვნებით ქართველი?
ციტატა
მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს.

ესე იგი იმერელისთვის მე-19-ე საუკუნემდე რო გეკითხა ქართველი ხარო, გეტყოდა არა იმერელიო? smile.gif)
ციტატა
ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა

ვითომ? blink.gif

პოსტის ავტორი: Lenus თარიღი: Aug 28 2007, 06:34 PM

QUOTE
ესე იგი იმერელისთვის მე-19-ე საუკუნემდე რო გეკითხა ქართველი ხარო, გეტყოდა არა იმერელიო?


სხვათშორის, კი - ასე იყო.
საქართველოში შედიოდა ქართლი და კახეთი, მაგრამ იმხელა სამცხე ჯავახეთითაც და აზერბაიჯანის ზოგი ტერიტორიებით, რომ ახლანდელ საქართველოზე დიდი იყო როგორც ვატყობ...

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 28 2007, 06:47 PM

ციტატა(Lenus @ Aug 28 2007, 04:34 PM) *

სხვათშორის, კი - ასე იყო.

Lenus
არ მჯერა და არც მინდა რომ დავიჯერო!

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 28 2007, 10:46 PM

ციტატა(k@the @ Aug 28 2007, 06:47 PM) *

Lenus
არ მჯერა და არც მინდა რომ დავიჯერო!



წაიკითხე მიხეილ ჯავახიშვილის "არსენა მარაბდელი" და ნახე როგორ უყურებდნენ აღმოსავლეთ საქართველოში იმერელ გიორგი კუჭატნელს.


პ.ს. ეს თემა აბო თბილელს ეხება, ამიტომ კამათი ჯობია ისტორიის განყოფილებაში გავაგრძელოთ

პოსტის ავტორი: q-e-T-i თარიღი: Aug 30 2007, 10:27 PM

რაც მთავარია ქრისტესთვის ეწამა, როგორც მართლმადიდებელმა ისე განუტევა... შეიყვარა საქართველო და ისწავლა წერა-კითხვა,.. ქართულად ლოცულობდა-ესეიგი უნდოდა ქართველობა... მე ჩემს წმინდანად მიმაჩნია...

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Aug 30 2007, 10:50 PM

ქართველ წმინდანებს იმიტომ მიეკუთვნება რომ სწორედ ქართულმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო იგი მოწამედ და აღიარა წმინდანად!!!! რა არის აქ სადაო ვერ გავიგე? ეროვნება რა შუაშია?

თუ არაბებს მოვთხოვოთ მისი კანონიზაცია?

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Aug 31 2007, 04:54 AM

აქ დაწერილი პოსტებიდან როგორც გადავთარგმნე მე იმერელი წესით არ უნდა ვითვლებოდე ქართველად?

მაგალითად: ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, ბერძენი, იმერელი და ასე შემდეგ?

ან რაღაც კარგად ვერ გავიგე, შეგიძლიათ მითხრათ ვერაფერიც ვერ გაიგეო, არ მეწყინება, ოღონდ უნდა განმიმარტოთ სხვაგვარად როგორ მიმეღო ზოგირთი პოსტი? fiqri.gif

პოსტის ავტორი: ზებედე თარიღი: Aug 31 2007, 05:38 AM

ციტატა(მართა @ Aug 30 2007, 06:50 PM) *

ქართველ წმინდანებს იმიტომ მიეკუთვნება რომ სწორედ ქართულმა, მართლმადიდებელმა ეკლესიამ სცნო იგი მოწამედ და აღიარა წმინდანად!!!! რა არის აქ სადაო ვერ გავიგე? ეროვნება რა შუაშია?

თუ არაბებს მოვთხოვოთ მისი კანონიზაცია?


აბოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ მოწამედ? ის საქართველოში ეწამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ქართველია....

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Aug 31 2007, 10:50 PM

ციტატა(nini_1 @ Aug 31 2007, 04:54 AM) *

აქ დაწერილი პოსტებიდან როგორც გადავთარგმნე მე იმერელი წესით არ უნდა ვითვლებოდე ქართველად?

მაგალითად: ფრანგი, გერმანელი, ინგლისელი, ბერძენი, იმერელი და ასე შემდეგ?

ან რაღაც კარგად ვერ გავიგე, შეგიძლიათ მითხრათ ვერაფერიც ვერ გაიგეო, არ მეწყინება, ოღონდ უნდა განმიმარტოთ სხვაგვარად როგორ მიმეღო ზოგირთი პოსტი? fiqri.gif


"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? smile.gif

პ.ს. მაინც მალაპარაკებენ ამ ტოპიკში

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Aug 31 2007, 10:52 PM

Freethoughtშენ სადოურელი ხარ თუ იცი?

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Aug 31 2007, 11:52 PM

ციტატა
"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა?

ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა?
აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"?
თუნდაც მე-10 საუკუნეში.
დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან.

"მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე."
მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო?

ღმერთი გფარავდეთ.

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 1 2007, 02:39 AM

nini_1რატომ ნერვიულობ და ყვები პროვოკატორებს? ეს სპეციალურად ინსპირირებული მეთოდია საქართველოს ავტორიტეტის შესალახად, რათა ქართველს არაფრად მიაჩდეს მისი ქვეყანა და შეუერთდეს გლობალისტთა კოსმოპოლიტურ უქვეყნო ურჯულო უეროვნებო ნახირს.

პოსტის ავტორი: staywhite თარიღი: Sep 1 2007, 03:19 AM

აბო,

გეთანხმები,მაგრამ მთლად უეროვნობო არ არიან მაგენი, უმრავლესობა ეროვნებიანია wink.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 1 2007, 03:56 AM

ციტატა
nini_1რატომ ნერვიულობ და ყვები პროვოკატორებს? ეს სპეციალურად ინსპირირებული მეთოდია საქართველოს ავტორიტეტის შესალახად, რათა ქართველს არაფრად მიაჩდეს მისი ქვეყანა და შეუერთდეს გლობალისტთა კოსმოპოლიტურ უქვეყნო ურჯულო უეროვნებო ნახირს.


მართალი ხარ ჩემო კარგო, წესით არც უნდა ავყვეთ, მაგრამ უცხოდ შემომსვლელი და ასეთების წამკითხველი რომ გაიფიქრებს, არც კი შეეპასუხნენ, ესე იგი ამის დამწერი მართალიაო, აი ეგ მაწუხებს და ვცდილობ მეტ-ნაკლებად გავცე პასუხი.
უფრო ვკითხულობ, ვიდრე ვპასუხობ ხოლმე, მაგრამ ხანდახან მეც წამიცდება ხელი.

გაიხარე.

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Sep 1 2007, 09:31 AM

ციტატა(Freethought @ Aug 31 2007, 11:50 PM) *

"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? smile.gif

პ.ს. მაინც მალაპარაკებენ ამ ტოპიკში



რა ეროვნების ხარ? "კახელი", "იმერელი", "რაჭველი", ..... და არა "ქართველი" ხომ? laugh.gif



ყველა უაზრობა, რაც თავში მოუვა ადამიანს კი არ უნდა დაწეროს... wink.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 1 2007, 05:48 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Jul 13 2007, 07:16 PM) *

რაღა დაგიმალოდ და აბო მე არაბად მყავს ნასწავლი, ისე როგორც შუშანიკი სომხად, თუ როგორ ვთქვა, კიდოsmile.gif) 13 ასურელი მამა, კიდევ წმინდა რაჟდენიც არაქართველი იყო, მგონი სპარსი.

მათ ერთი რაღაც აერთიანებდათ საქართველოში ეწამნენ აქ იქადაგეს და აშ. ჩვენ ვიცით მათი წარმომავლოა, ნუ გეშინია არ ვუკარგავთ და არც ვითვისებთ რამეს. შენც ხომ გემის ჩვენ წმინდანების ნაკლებობას არ განვიცდით, რომ ვინმე მივისაკუთროთ ან რომელიმე ქვეყანას წმინდანი დავუკარგოთ, და რომც არ გყვადეს ბევრი წმინდანი მაინც არავის მივითვისებდით. ეს უბრალოდ მათ მიმართ რაღაც ჩვენი სიახლოვის და სიყვარულის გამოხატულებაა, ჩვენ არავის ვიჩემებთ ვიცით, რომ წარმოშობით ისინი ქართველები არ იყვნენ და ამას ვაღიარებთ არ იდარდო ამაზე. ასე ვსწავლობთ, ასე ვასწავლით სხვებსაც.
არაბებსაც ვეტყვით, მათაც მოუარონ და წაიღონ აბოს სახელი თუ უნდათ ისე, როგორც ჩვენ გრიგოლ ფერაძის სახელს ვუფრთხილდებით. მე მგონი ამაზე არც ერ ქართველს არ გაუჩნდება რაიმე ეჭვიანობის ან სიბრაზის გრძნობა.
ანთიმოზ ივერილემა ზალიან ბევრი გაუკეთა ქვეყანას და იმიტომ ჰყავთ იქ ასე გამორჩეულად, მან ენა შეუნარჩუნა და დამწერლობა, მშობლიურ ენაზე არუდგინა წირვა-ლოცვა და აშ, აბოს ანუ არაბის ქრისტიანობისთვის წამებც უდიდესი მნიშვნელობის იყო იმ დროს, როცა ეს მოხდა გაიგე? არავინ ართმევას აბოს არაბობას პირიქით.
კიდევ რა გაწუხებს ? სადაა კაიროსუნაsmile.gif

მე ვფიქრობ,სწორია ის აზრი,რომ წმიდა მოწამე აბო მოიხსენიება თბილელად,ანუ საქართველოს ეკლესიის წმინდანად,მაგრამ გვარტომით იყო არაბი. რამდენადაც იგი საქართველოში გაქრისტიანდა და აქ ეწამა ქრისტესთვის და თავისი მოწამეობრივი თავდადებით განამტკიცა იმდროინდელი ქართველნი სარწმუნოებაში,როგორც იმდროინდელი მემატიანე წერს:"ირწეოდნენ ქართველნი ვითარცა ლერწამნი ქარისაგან...",ანუ წმიდა აბომ თავისი წამებით მაგალითი მისცა ყველას. "ახლა კი, საყვარელნო, გვმართებს უფრო მეტად შევიწყნაროთ პირველი მოწამეები; ამ ახალი, თვალით ხილული მოწამისაგან იმ პირველებისაც უნდა ვირწმუნოთ და წარმოვთქვათ ნეტარი დავითის სიტყვა: „პატიოსან არს წინაშე უფლისა სიკუდილი წმიდათა მისთა “ (ფსალმ. 115,6), რამეთუ მას შვენის დიდება აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე. ამინ!“

შეგვეწიოს მისი ლოცვა! " bye1.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 1 2007, 06:02 PM

ციტატა(Freethought @ Aug 31 2007, 09:50 PM) *

"წესით"ქართველობა არ არსებობს. ქართველობა არის წმინდა სიმბოლური ხასიათის ერთობა, რომლის საფუძველიცაა საერთო ცნობიერება. ქართველი ხარ მხოლოდ იმიტომ რომ თავს ქართველებს მიაკუთვნებ, ისევე როგორც ყველა იმერელი თავს ქართველებს მიაკუთვნებს. მე-19 საუკუნეში ეს ასე არ იყო. გასაგებია ახლა? smile.gif

პ.ს. მაინც მალაპარაკებენ ამ ტოპიკში

ზუსტად წესით,ადათით,გვარტომობით და კიდევ კანონით არსებობს ქართველობა,და იარსებებს ქრისტეს მეორედ მოსვლამდე,რათა იქადაგოს ჭეშმარიტი რწმენა მთელს მსოფლიოში.ისე ბევრი ცდილობდა და ცდილობს დღესაც რომ ქართველობა იყოს სიმბოლური ხასიათის ერთობა,რასაც ვერ ეღირსებიან. mad.gif "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" bye1.gif

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 1 2007, 06:14 PM

იგი სად წავიდა ნეტა, რაღაც უცხო სახელი რომ ქვია და თავად არ იცის ვინ არის?
და დეზინფორმაციებს რომ ავრცელებს? ის მაინც თქვას ჩემის აზრით ასე მგონიაო , აქ ერის დამაკნინებელ აფსურდებს რომ გვიმტკიცებს.

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 1 2007, 06:17 PM

ნათია

ციტატა
რა ეროვნების ხარ? "კახელი", "იმერელი", "რაჭველი", ..... და არა "ქართველი" ხომ?



ყველა უაზრობა, რაც თავში მოუვა ადამიანს კი არ უნდა დაწეროს...

შენ ეგა თქვი რა laugh.gif

Freethought

"ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე.

ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?"


წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 1 2007, 10:20 PM

გავარკვიეთ თუ არა რა ეროვნების იყო აბო თბილელი?

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Sep 2 2007, 05:04 PM

@ nini_1


ციტატა
ესე იგი მე-19 საუკუნემდე მცნება "ქართველი" არ არსებობსა?


"მცნება" ქართველი ნამდვილად არ არსებობდა, რაც შეეხება ცნებას (მ-ს გარეშე): "ქართველი" და "ქართველთა სამეფო" მოიხსენიება მე-9 საუკუნიდან ქართულ ისტორიულ წყაროებში. ქართველთა სამეფი იყო ტაო-კლარჯეთი, სადაც ბაგრატიონთა დინასტია მეფობდა. მას შემდეგ რაც ბაგრატიონებმა დინასტიური ქორწინების გზით აფხაზთა სამეფოც ხელთ იგდეს და კახეთ-ჰერეთის შემოერთებაც მოახერხეს, ქართველთა სამეფოს ცნება მთელ მათ სამფლობელოზე გავრცელდა, აქედან მოდის სიტყვა საქართველო, რომელსაც ვახტანგ გორგასალი და გუბაზ მეფე არ იცნობდნენ.

ციტატა
აბა რატომ გვხვდება წინა საუკუნეებში სახელად"საქართველო"?
თუნდაც მე-10 საუკუნეში



სწორედ მე-10 საუკუნეში მოიხსენიება ეს სიტყვა პირველად, კერძოდ კი ბაგრატ III-ის მეფობის პერიოდში. მაგრამ არა მარტო ბაგრატი, არამედ მისი შთამომავლებიც, დავით აღმაშენებელი, გიორგი III და თამარი, თავიანთ ტიტულატურაში მოიხსენიებოდნენ, როგორც "მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა, შირვანშა" და ა.შ.
თუ გიფიქრია იმაზე რატომ არ უწოდებდა დავით აღმაშენებელი თავის თავს უბრალოდ ქართველთა მეფეს ან საქართველოს მეფეს? და რატომ უდრიდა სომეხთა მეფობა "რანთა და კახთა" მეფობას? რატომ ვერ ხედავდა მეფე განსხვავებას კახეთსა და შირვანს შორის?


ციტატა
დაბვეჭდავ პატარა მონაკვეთს ქართული დიპლომატიის ისტორიის ნარკვევებიდან.

"მე-10 ს-ის 70-იანი წლებიდან ცალკეული ქართული ქვეყნების ერთიან სახელმწიფოში გაერთიანებისათვის ბრძოლის ხანგრძლივი პროცესი დასკვნით ფაზაში შევიდა. ბაგრატ უფლისწულის ჯერ ქართლში მმართველად დასმით (975 წ) და შემდგომ კი მისი დასავლეთ საქართველოში გამეფებით (978 წ) გადაიდგა გადამწყვეტი ნაბიჯი ერთიანი ქართული სახელმწიფოს შექმნის გზაზე."
მე მგონი აქ საქართველოა ნახსენები, და საქართველოში მცხოვრებ ქართველს რა სახელით მოიხსენიებდნენ ეგებ ეგეც განმიმარტო?

ღმერთი გფარავდეთ.


ეგ ისტორიული წყარო არ არის, ციტატა ამოღებულია თანამედროვე სახელმძღვანელოდან და ამჟამად აფხაზთა სამეფოს დასავლეთ საქართველოს ჰქვია.

ციტატა(kato_Bato @ Sep 1 2007, 06:17 PM) *

ნათია

შენ ეგა თქვი რა laugh.gif

Freethought

"ქართლად ფრიადი ქუეყანაი აღირაცხების, რომელსაცა შინა ქართულითა ენითა ჟამი შეიწირვის და ლოცვაი ყოველი აღესრულების" გიორგი მერჩულე.

ხოდა, ალბათ, მაგ ქვეყანაში მცხოვრებს ქვია რა, "ქართველობა არ არსებობს და არ ვიცი ვინ ვარ?"
წაიკითხე , ჩემი ნენა, ცოტა, ისტორიულ წყაროებს გადახედე, ლიტერატურას და მერე გვიმღერე ეგ საოცარი ზღაპრები.


ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? rolleyes.gif ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 2 2007, 05:12 PM

Freethought

ციტატა
ერთი კითხვა მაქვს, ქართლი საქართველოა? ის თუ იცი ქართული წირვა-ლოცვა როდის შემოიღეს დასავლეთ საქართველოში? ყვარყვარე ათაბაგმა მე-15 საუკუნეში სამცხე-საათაბაგოში ქართული წირვა-ლოცვა გააუქმა და სამცხის ეკლესია ანტიოქიის საპატრიარქოს დაუქვემდებარა. სამღვდელოებაც კი ბერძნული მოიწვიეს. ნიშნავდა თუ არა ეს, რომ სამცხე (საქართველოს ერთი მესამედი) საქართველო აღარ იყო?


თქვენ გენაცვალე კითხვა არ იცით?
აბა რა გაგებითაა ქართლი, როგორც კახეთი როგორც გურია?

გოსპაძი....

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 2 2007, 05:43 PM

Freethought
აქ ქართველთა განათლებას შეეშვი , მათ ვერ ასწავლის გასომხებული ებრაელი თუ პირიქით (მაგი მგონი არც შენ იცი)საქართველოს ისტორიას. წამო თხისთავა სატანასთან იქ გელაპარაკო

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 2 2007, 08:57 PM

Freethought

QUOTE
მორფოლოგია რა არის, აზრზე ხარ საერთოდ? "მეგობაროს" ქართველები ასე არ ამბობენ, მაგას ისევ "ძმაო" ჯობია

არცერთი სახელი არ მოგწონს მე კი შეგირჩიე როგორადაც უნდა მოგმართო მაგრამ არც ის არ მოგეწონება და თავს ვიკავებ. ისე მორფოლოგიაც ვიცი, სინტაქსიც და ფონეტიკაც. რადგან მასე ღნიშნავ , შენ მართლა არ გცოდნია და აქეთ მედავები. სიტყვების წყობა რომ შეგიცვალე ვერ ატყობ?




აბო ეთნიკურად არაბი იყო მაგრამ საქართველოში ეწამა. მართლმადიდებლობის და მაცხოვრის სიყვარულის მაგალითი მისცა ქართველ ხალხს. ამ უკანასკნელმაც გაითავისა ეს ღვაწლი და წმინდანად შერაცხა, ამიტომ ქართული ეკლესია აბო თბილელის სახელით მოიხსენიებს მას.
ხსენება7იანვარს წმ.მოწამე აბო თბილელი(ისმაიტელყოფილი)(+786)

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Sep 3 2007, 12:22 AM

ვახ, კაცო.. მაინცდამაინც აბოზე შევაჩერეთ ყურადღება? აბოს გარდა რამდენი წარმოშობით არაქართველი გვყავდა... დავიღალე რა... მგონი სამართლიანადაც ...

Freethought
laugh.gif მდაჰ... ბატონო როგორც იქნა მიგიხვდით რაც იგულისხმეთ ზედა პოსტებში, მანამ არ გამოჰყავით "მცნება" და "ცნება".. იცით, ეგ ცოტა რთული საკითხია და გაუგებრობაც შეიძლება წარმოიშვას თუ არასწორად გადმოსცემ... ერთობ ორაზროვანია.....biggrin.gif ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი... ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ biggrin.gif)
და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? biggrin.gif tongue.gif laugh.gif ნეტა ვინ იყო?

პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ smile.gif და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით...

პოსტის ავტორი: Freethought თარიღი: Sep 3 2007, 12:43 AM

@ketino

ციტატა
ხოლო, ის თუ რატომ იწოდებოდა დავითი IV მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა და კახთა და ა.შ. მეფედ, მაგას აქვს თავისი პასუხი...


? rolleyes.gif

ციტატა
ჯანდაბა ქართული არ გვინდა, ჯობს გავიხსენოთ რუსი იმპერატორების ტიტულატურა ან ინგლისის (დღესაც რომ აქვთ biggrin.gif)


რაც საქართველოზე დავწერე ეხება სხვა ქვეყნებსაც. მე19 საუკუნემდე ეროვნებებს შორის მკაფიო საზღვრები არ არსებობდა

ციტატა
და უკაცრავად ადარნასე ქართველთა მეფე რატომღა მახსოვს მე? biggrin.gif tongue.gif laugh.gif ნეტა ვინ იყო?


ადარნასე ქართველთა მეფე გაერთიანებული საქართველოს მეფე არ ყოფილა, მე მგონი ერთხელ უკვე დავწერე რომ ქართველთა სამეფო ტაო-კლარჯეთს მოიცავდა და შეგიძლია ნებისმიერ სკოლის სახელმძღვანელოში გადაამოწმო. ასეთი იაღლიში რატომ უნდა მოგივიდეს ქართველ მამულიშვილს, ჰა? პატრიოტობას საკუთარი ქვეყნის ისტორიის ცოდნაც ხომ ჭირდება?


ციტატა
პ.ს. სერიოზულად ვამბობ, ჯობს თუ საქართველოს ისტორიას გულდასმით გადავიკითხავთ smile.gif და მეორედ ნერვებს ნუ მომიშლით...


იხ. ზემოთ laugh.gif

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 3 2007, 01:13 AM

ზებედე

ციტატა
აბოს სხვა მართლმადიდებელი ეკლესიები არ აღიარებენ მოწამედ? ის საქართველოში ეწამა, მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას რომ ის ქართველია....

ქართველიათქო დავწერე? მისი კანონიზაცია მოახდინა ქართულ-მართლმადიდებლურმა ეკლესიამ და იგი შეუერთდა ამით,ზეციურ ქართველ წმმინდანთა დასს! გადავხედოთ ხატ საქართველოს დიდებას სადაც ნათლად სჩანს ვინ მიეკუთვნება ქართულ წმინდანთა დასს! არაა აქ სადაო არაფერი!

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 3 2007, 07:37 PM

freethought მოკლე ექსკურსს ჩაგიტარებ თუ გინდა. სახელად: "საქართველოს ისტორიის მოკლე ქრონოლიგია"

მართალია ჩემდა საუბედუროდ მე არ ვცხოვრობდი იმ პერიოდებში, არადა ეს ოხერი დროის მანქანაც ვერსად ვიშოვე რომ ჩამერბინა და ზუსტი ცნობები მომეგროვებინა პირადად შენთვის. რასაც მე ვწერ ნამდვილად ეყრდნობა ისტორიკოსების და მკვლევარების ნაწერებს.
მგონი არც შენ მოსწრებიხარ მაგ ამბებს და შენც სადღაც- სადღაც წაკითხულ_ამოკრეფილს გვიფრიალებ თვალწინ. smile.gif



ძვ.წ.დაახლ.9000-3500
- ნეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.4500-3500
- პირველი ადრესამიწათმოქმედო კულტურა საქართველოს ტერიტორიაზე, ე.წ. ''ალიზის კულტურა'' (იმირის გორის, შულავერის, ახალგორის და სხვ. ნამოსახლარი).

ძვ.წ.დაახლ.4000-3900
- პირველი ლითონის იარაღები საქართველოს ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.3500-2500
- ენეოლითის ხანა ამიერკავკასიის ტერიტორიაზე, ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბების დასაწყისი.

ძვ.წ.დაახლ.3500-3000
- ბრინჯაოს იარაღების ფართო გავრცელება.

ძვ.წ.დაახლ.3300-2500


- მტკვარ-არაქსის კულტურის აყვავების ხანა, ამ კულტურამ მოიცვა აღმოსავლეთ საქართველო, სომხეთი, სამხრეთ აზერბაიჯანი, თურქეთის და ირანის ჩრდილოეთ ტერიტორიები. არსებობს მოსაზრება, რომ მტკვარ-არაქსის კულტურის შემქმნელები უკვე ქართველური ტომები იყვნენ.

ძვ.წ.დაახლ.3000-2400
- მტკვარ-არაქსის კულტურის პარალელურად ცალკე კულტურა განვითარდა დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.2500-2000
- ადრებრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში, ''მაიკოპის'' კულტურა ჩრდილოეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.2300
- ქართული ეთნოსის არსებობა ამიერკავკასიაში დადასტურებულად უნდა მივიჩნიოთ.

ძვ.წ.დაახლ.2200-1600
- ''თრიალეთის ყორღანების'' ბრწყინვალე კულტურა აღმოსავლეთ საქართველოში.

ძვ.წ.დაახლ.2000-1500
- შუაბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.2000-1800
- წინარექართულ ეთნოსს გამოეყო სვანური ელემენტი.

ძვ.წ.დაახლ.1700-1100
- სამიწათმოქმედო კულტურის არნახული აყვავება დასავლეთ საქართველოში (''კოლხური კულტურა'') სრულდება. ადრეკლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბება.

ძვ.წ.დაახლ.1500-1100
- გვიანბრინჯაოს ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.1450-1400
- პირველი სახელმწიფოებრივი გაერთიანების წარმოქმნა კავკასიაში, ეს არის ძველი კოლხა (''აიას ქვეყანა'').

ძვ.წ.დაახლ.1250
- არგონავტების მოგზაურობა აიას ქვეყანაში, კოლხას ლეგენდარული მეფე აიეტი.

ძვ.წ.დაახლ.1180
- კოლხას პირველი სამეფოს დაცემა.

ძვ.წ.დაახლ.1150-760
- დიაოხის (დაიაენის, ტაოს) სამეფოს აყვავება. ეს სახელმწიფოებრივი გაერთიანება შექმნეს მესხურმა ქართულმა ტომებმა ჭოროხის და ევფრატის აუზში.

ძვ.წ.1114
- ასურეთის მეფე ტიგლათფილესერ I თავის წარწერაში გვამცნობს, რომ მან დაამარცხა ასურეთის ტერიტორიაზე შემოჭრილი მუშქების (მესხების, დიაოხელების) 20000-იანი ჯარი. ეს ქართველთა პირველი მოხსენიებაა ისტორიულ წყაროებში.

ძვ.წ.1112
- ტიგლათფილესერ I თვითონ ლაშქრობს ასურეთის ჩრდილოეთით ე.წ. ნაირის ქვეყანაში, სადაც ამარცხებს ნაირის ქვეყნების კოალიციას, რომელსაც სათავეში უდგას დიაოხის მეფე სიენი.

ძვ.წ.დაახლ.1100-900
- ადრერკინის ხანა ამიერკავკასიაში, იწყება რკინის მეტალურგიის ხანა, განსაკუთრებით დაწინაურდნენ რკინის წარმოებაში ქართული ტომები - ხალიბები.

ძვ.წ.დაახლ.1000
- წინარექართულ ეთნოსს გამოეყო მეგრული ეთნიკური ელემენტი.

ძვ.წ.დაახლ.900-დან
- რკინის ხანა ამიერკავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.900-660
- კოლხას ''მეორე სამეფოს'' არსებობა (''კოლხური ცულები'').

ძვ.წ.დაახლ.875-860
- ასურეთის მეფის ასურნასირფალ II-ის ამაოხრებელი ლაშქრობები სამხრეთ კავკასიასა და ნაირის ქვეყნებში.

ძვ.წ.844
- ასურეთის მეფე სალმანასარ III ლაშქრობს ნაირის ქვეყანაში, მან დაარბია ვანის ტბის მიდამოები, აქ მას ეახლა დიაოხის მეფე ასია, რომელმაც ხარკის გაღებით იხსნა თავისი ქვეყანა აოხრებისგან.

ძვ.წ.დაახლ.840
- ურარტუს ძლიერი სამეფოს შექმნა სამხრეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.825-815
- ურარტუს მეფეები ჯერ სარდური I და მერე იშვუინი ეომებიან ქართველურ ტომებს: ''ვიტერუხს'' (ოძრხე), ''ლუშას'' (ლაზები) და ''ქათარზას'' (კლარჯები).

ძვ.წ.დაახლ.810-805
- ურარტუს მეფე მენუა ლაშქრობს დიაოხის სამეფოს წინააღმდეგ, მას მედგრად ხვდება დიაოხის მეფე უტუფურსი, ერთ-ერთი ბრძოლისას მენუამ გამოიყენა 66 საბრძოლო ეტლი, 1460 მხედარი და 15760 ქვეითი მეომარი.

ძვ.წ.დაახლ.805-765
- უტუფურსის მეფობა დიაოხში.

ძვ.წ.დაახლ.800-600
- შავი ზღვის სანაპიროების ბერძნული კოლონიზაცია. საქართველოს ტერიტორიაზე ბერძნებმა დააარსეს შემდეგი ქალაქები: დიოსკურია (სოხუმი), პიტიუნტი (ბიჭვინთა), გიენოსი (ოჩამჩირე) და ფაზისი (ფოთი). საქართველოში გავრცელებას იწყებს ბერძნული კულტურა.

ძვ.წ.დაახლ.795
- მენუა ურარტელის მეორე ლაშქრობა დიაოხის წინააღმდეგ, უტუფურსი ბრძოლაში დამარცხდა, მენუამ დაარბია დიაოხი. მისმა ლაშქარმა მიაღწია ''სესეთის ქვეყანას'' (შავშეთი).

ძვ.წ.784-783
- ურარტუს მეფე არგიშთი I ლაშქრობს ''ზაბახას'' ქვეყანაში, მან აგრეთვე დაიპყრო ვიტერუხის (ოძრხე) ''სამეფო ქალაქი'' ურიეიუნი.

ძვ.წ.774
- არგიშთი I ლაშქრობს დიაოხის წინააღმდეგ, მან დაამარცხა უტუფურსი და ხელთ იგდო დიაოხის ''სამეფო ქალაქი'' ზუა.

ძვ.წ.768
- არგიშთი I-ის მორიგი ლაშქრობა ურარტუს წინააღმდეგ, უტუფურსი ისევ დამარცხდა. ურარტუელებმა ბევრი ნადავლი და ტყვეები მოიპოვეს.

ძვ.წ.დაახლ.760-755
- ურარტუელთაგან ძლიერ დასუსტებული დიაოხის სამეფო დაიპყრო მისმა ჩრდილოელმა მეზობელმა კოლხამ.

ძვ.წ.748-749
- ურარტუს მეფე სარდური II ლაშქრობს კოლხას წინააღმდეგ, არბევს ჭოროხის ხეობას და შავი ზღვის სანაპირომდე აღწევს.

ძვ.წ.738
- სარდური II-ის მეორე ლაშქრობა კოლხას წინააღმდეგ, მან დაიპყრო ჭოროხის ხეობა და აიღო ''სამეფო ქალაქი'' ილდამუსა, სადაც გაჟლიტა კოლხას მეფისნაცვლები და თავისთვის ''რკინის ბეჭედი'' გააკეთა, კოლხას მეფე რიონის აუზში გაიქცა, სადაც სარდური II-ს ხელი არ მიუწვდებოდა.

ძვ.წ.დაახლ.730-725
- ურარტუს მეფე რუსა I ლაშქრობს ჩრდილოეთ სომხეთისა და ქვემო ქართლის ტერიტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.720
- ჩრდილოეთ კავკასიიდან ამიერკავკასიას და წინა აზიას შემოესია მომთაბარე კიმერიელთა პირველი ნაკადი.

ძვ.წ.დაახლ.717
- მცირე აზიის ტერიტორიაზე წარმოიქმნა ფრიგიის სამეფო, რომლის ერთადერთი მეფე იყო მითა (მიდასი) (717-676), ჩვენთვის აქ საინტერესო ისაა, რომ ასურულ წყაროებში ფრიგიის სამეფო მუშქების (მესხების) სამეფოდ იხსენიება.

ძვ.წ.714
- ასურეთის მეფე სარგონ II ლაშქრობს ურარტუს წინააღმდეგ სამხრეთ კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.680-660
-კიმერიელი და სკვითი ტომების გრანდიოზული შემოსევები ამიერკავკასიასა და წინა აზიაში. მათ გაანადგურეს კოლხას მეორე სამეფო.

ძვ.წ.676
- ურარტუს მეფე რუსა II-მ კიმერიელებთან კავშირში გაანადგურა ფრიგიის (მუშქების) სამეფო.

ძვ.წ.დაახლ.650-550
- სპერის სამეფოს არსებობის პერიოდი ჭოროხის ხეობის ზემოწელში, სხვა ამ სამეფოს შესახებ არაფერი ვიცით.

ძვ.წ.612-605
- ბაბილონელებმა და მიდიელებმა ბოლო მოუღეს ასურეთის სამეფოს.

ძვ.წ.595
- მიდიელებმა სკვითებისა და ამიერკავკასიელი ტომების ხელშეწყობით გაანადგურეს ურარტუს სამეფო.

ძვ.წ.დაახლ.590-570
- მიდიის სამეფოს მიერ შევიწროებული სკვითური სამეფო არიანიდან (არიან-ქართლი) საქართველოს მოაწყდა სკვითურ-ინდოევროპულ ტომთა ნაკადი აზო იარედის ძის მეთაურობით. მათ დაიპყრეს აღმოსავლეთ საქართველოს დიდი ნაწილი, თუმცა მალე გაითქვიფნენ ქართულ ეთნოსში.

ძვ.წ.დაახლ.570-430
- აზო და მისი მემკვიდრეები მმართველობენ აღმოსავლეთ საქართველოში (იბერიაში). ამ ქართულ-სკვითური სახელმწიფოებრივი გაერთიანების დედაქალაქი იყო უფლისციხე.

ძვ.წ.დაახლ.570-500
- სომხური ტომების დამკვიდრება დღევანდელი სომხეთის ტერიოტორიაზე.

ძვ.წ.დაახლ.550
- დასავლეთ საქართველოში ჩნდება კოლხას მესამე სამეფო დედაქალაქით ვანი. ეს სამეფო ოდნავ უფრო ჩრდილოეთით მდებარეობდა და მასში შედიოდა დღევანდელი აფხაზეთის და სვანეთის ტერიტორიებიც.

ძვ.წ.დაახლ.515
- აქემენიდური სპარსეთის მეფე დარიოს I-მა, როგორც ჩანს, თავის გავლენას დაუმორჩილა მცირე აზიაში მცხოვრები ქართული ტომები. ვინაიდან მოსხები, ხალიბები, მოსინიკები და სასპერები მონაწილეობას იღებდნენ დარიოსის ლაშქრობებში ძვ.წ.510-490 წლებში.

ძვ.წ.დაახლ.455
- ბერძენი ისტორიკოსი ჰეროდოტე ასახელებს კოლხეთის მეფე სავლაკს.

ძვ.წ.დაახლ.430
- იბერიაში შემოიჭრნენ აქემენიდური ირანის ჯარები, მათ დაამარცხეს და განდევნეს სკვითები, მოკლეს აზოს უკანასკნელი შთამომავალი სამარა. იბერია აქემენიდური ირანის ქვეშევრდომი გახდა.

ძვ.წ.დაახლ.430-400
- იბერიას მართავს ირანელი სატრაპი არდამი, მან აღაშენა ქ.არმაზი და ის თავის რეზიდენციად აქცია.

ძვ.წ.412
- კალენდარული რეფორმა იბერიაში. ქართველები გადავიდნენ მთვარის კალენდრიდან, მზის კალენდარზე. დაიწყეს წელთაღრიცხვის ქორინიკონებით ათვლა.

ძვ.წ.401
- სპარსეთიდან მომავალი ბერძენი მოქარავნეების 10000-იანი ჯარი იძულებელი ხდება გაიაროს ქართველ ტომთა ტერიტორიებზე (ჭოროხის ხეობა და შავი ზღვის ლაზური სანაპირო), აქ მათ დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს ტაოხებმა, ხალიბებმა და სხვა ქართულმა ტომებმა. ბერძენთა ამ ლაშქრობის თვითმხილველი და მონაწილე იყო ისტორიკოსი ქსენოფონტი.

ძვ.წ.356
- ფარნავაზ მეფის დაბადების სავარაუდო თარიღი



ძვ.წ.დაახლ.340-329
- იბერიას და სომხეთს მართავს ირანელი სატრაპი მითრანე.

ძვ.წ.334-326
- ალექსანდრე მაკედონელის აღმოსავლური ლაშქრობა, მან გაანადგურა აქემენიდთა სახელმწიფო და შექმნა საკუთარი იმპერია.

ძვ.წ.331
- იბერიის სატრაპი მითრანე სპარსეთის მორჩილებიდან გამოდის და ალექსანდრე მაკედონელის მორჩილებაში შედის.

ძვ.წ.329
- მითრანეს აუჯანყდა ადრე მოკლული სამარას შთამომავალი ფარსმანი (ფარნავაზი) მან არმაზიდან გააძევა მითრანე და იბერიას დამოუკიდებლობა მოუტანა.

ძვ.წ.329-264
- ფარნავაზი (ფარსმანი) იბერიის მეფე.

ძვ.წ.329-170
- ფარნავაზიანთა დინასტია იბერიაში.

ძვ.წ.328
- ფარნავაზი ეწვია შუა აზიაში მდგომ ალექსანდრე მაკედონელს, მიიღო საკუთარი ხელმწიფობის ლეგიტიმაცია და ალექსანდრეს კოლხეთზე გალაშქრებაც კი შესთავაზა.

ძვ.წ.დაახლ.325-280
- ქუჯის (''ქუჯი ერისთავი'') მეფობა კოლხეთში.

ძვ.წ.დაახლ.320
- ფარნავაზი იმორჩილებს კოლხეთის სამეფოს, ქუჯი მისი ვასალი ხდება, ფარნავაზი მას საკუთარ დას მიათხოვებს.

ძვ.წ.დაახლ.315
- არტაანთან მომხდარ გადამწყვეტ ბრძოლაში ფარნავაზი საბოლოოდ ამარცხებს სატრაპ მითრანეს (რომელიც ბრძოლაში იღუპება), საბოლოოდ მოიპოვებს დამოუკიდებლობას და პირველობას კავკასიაში.

ძვ.წ.დაახლ.310
- ფარნავაზმა თავის სკიპტრის ქვეშ გააერთიანა მთელი საქართველო, ალბანეთისა და სომხეთის დიდი ნაწილი.

ძვ.წ.დაახლ.301
- ფარნავაზის წარმატებული ლაშქრობა მცირე აზიასა და კაბადოკიაში.

ძვ.წ.დაახლ.300
- წარმოიქმნა პირველი სომხური სახელმწიფო (ერვანდიდების სამეფო).

ძვ.წ.296
- მცირე აზიის ჩრდილოეთ ნაწილში წარმოიქმნა პონტოს ელინისტური სახელმწიფო, რომლის მოსახლეობის ძირითად ნაწილს ქართველური ტომები შეადგენდნენ (ხალიბები, ტიბალები, მუშქები, მაკრონები, ლაზები...).

ძვ.წ.284
- დამთავრდა ქართული წელთაღრიცხვის X მოქცევა და დაიწყო XI, ეს წელი ტრადიციულად ითვლება ფარნავაზის მიერ ქართული დამწერლობის ოფიციალუარდ გამოცხადების და რელიგიური რეფორმის (არმაზის კერპის აღმართვა) თარიღად.

ძვ.წ.264-230
- საურმაგ I ფარნავაზის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.250
- კოლხეთმა მოიპოვა დამოუკიდებლობა იბერიისგან.

ძვ.წ.დაახლ.240
- საურმაგ I-ს აუჯანყდნენ ერისთავები, მან ჩრდილო კავკასიელი ტომების დახმარებით შესძლო მათი დამარცხება.

ძვ.წ.დაახლ.230-185
- მირდატ I ნებროთიანი იბერიის მეფე (ეს მირდატი იყო საურმაგ I-ის სიძე და შვილთაშვილი სატრაპ მითრანესი).

ძვ.წ.დაახლ.200
- დურძუკთა შემოსევა იბერიაში, მირდატ I ამარცხებს მათ, გადარეკავს კავკასიონის ჩრდილოეთით და დარიალის კარზე აგებს ციხეს.

ძვ.წ.189
- სომხეთში გაბატონდა არტაშესიანთა დინასტია.

ძვ.წ.დაახლ.185-170
- ფარნაჯომი მირდატის ძე იბერიის მეფე, მის მიერ ზადენის კერპის აღმართვა.

ძვ.წ.დაახლ.180-150
- აკე (აკუსილახი) კოლხეთის მეფე, აღმოჩენილია ოქროს მონეტა მისი წარწერით.

ძვ.წ.დაახლ.170
- სომხეთის მეფე არტაშეს I თავს დაესხა იბერიას, დაამარცხა და გააძევა ფარნაჯომი, ხოლო იბერიის ტახტზე საკუთარი ძე არშაკი (არსუკი) დასვა. ამრიგად, იბერია სომხეთის გავლენაში ექცევა.

ძვ.წ.დაახლ.170-60
- არტაშესიანთა დინასტია იბერიაში.

ძვ.წ.დაახლ.170-145
- არშაკ I იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.150
- გაძლიერებულმა კოლხეთმა იბერიას წაართვა კლარჯეთის და ზემო ქართლის ნაწილი.

ძვ.წ.დაახლ.145-143
- არტაგ I არშაკის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.143-125
- ბარტომ I არტაგის ძე იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.125
- იბერიიდან გაძევებული ფარნაჯომის პართიაში გაზრდილი ვაჟი მირდატი პართიელთა ჯარის დახმარებით იპყრობს იბერიას, კლავს ბარტომ I-ს და მის სიძეს, კოლხ უფლისწულ ქართამს და თვითონ იკავებს იბერიის ტახტს.

ძვ.წ.დაახლ.125-110
- მირდატ II იბერიის მეფე.

ძვ.წ.დაახლ.120
- კოლხეთის სამეფო იშლება რამდენიმე წვრილ სამთავროდ.

ძვ.წ.112-63
- მითრიდატე VI ევპატორი პონტოს მეფე.

ძვ.წ.დაახლ.110-95
- არშაკ II იბერიის მეფე.

ძვ.წ.109
- პონტოს მეფე მითროდატე VI იპყრობს კოლხეთს და იქ მმართველად თავის ძეს მითრიდატეს სვამს.

ძვ.წ.109-84
- მითრიდატე მითრიდატეს ძე კოლხეთის მმართველი.

ძვ.წ.დაახლ.105
- არშაკ II იბრუნებს კოლხეთის მიერ მიტაცებულ ტერიტორიებს.

ძვ.წ.დაახლ.100
- კავშირი იბერიასა და პონტოს შორის.

ძვ.წ.დაახლ.95
- სომხეთის მეფე ტიგრან II-ის მეშვეობით იბერიაში მეფედ ჯდება ადრე მოკლული ქართამის ძე არტაგი.

ძვ.წ.დაახლ.95-60
- არტაგ II იბერიის მეფე. სომხეთის ქვეშევრდომი.

ძვ.წ.დაახლ.90
- ტიგრან II-მ იბერიას ჩამოაჭრა ჯავახეთი და ქართლი მტკვარამდე.

ძვ.წ.84
- მითრიდატე VI-ს აუჯანყდა თავისი შვილი კოლხეთის მმართველი მითრიდატე. მითრიდატემ დაამარცხა თავისი შვილი და კოლხეთში ახალი მმართველი დანიშნა.

ძვ.წ.69
- ბრძოლა ტიგრანოკერტთან, რომაელმა სარდალმა ლუკულუსმა სასტიკად დაამარცხა სომხეთის მეფე ტიგრან II, რომაელები სომხეთში შედიან (ამ ბრძოლაში ტიგრანის მხარეზე ომობდნენ იბერიელბიც).

ძვ.წ.66
- გნეუს პომპეუსის აღმოსავლური ლაშქრობის დასაწყისი, მან დაამარცხა პონტოს მეფე მითრიდატე VI, რომელმაც კოლხეთს შეაფარა თავი, პომპეუსმა პონტო რომის პროვინციად გამოაცხადა. ამის შემდეგ ტიგრან II ნებაყოფლობით დამორჩილდა რომაელებს და მათი ვასალი გახდა.

ძვ.წ.66.დეკემბერი
- პომპეუსი შეიჭრა ალბანეთში. 17 დეკემბერს მტკვართან მომხდარ ბრძოლაში მან დაამარცხა ალბანთა მეფე ოროისე და ალბანეთიც რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა.

ძვ.წ.65.მარტ-აპრილი
- პომპეუსი 50000-იანი არმიით შეიჭრა იბერიაში და ისე სწრაფად მიადგა მცხეთას, რომ არტაგ II-მ მხოლოდ ხიდის დაწვა და გაქცევაღა მოახერხა. მალე რომაელებიც გადავიდნენ მტკვარზე და არაგვისპირა ტყეებში შეებნენ იბერიელებს. 9000 ქართველი დაეცა. არტაგმა თავი დამარცხებულად სცნო, პომპეუსს ძღვენი და მძევლად შვილები გაუგზავნა. იბერია რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' გახდა.

ძვ.წ.65.ზაფხული
- პომპეუსი იბერიიდან კოლხეთში გადავიდა და საკმაოდ ადვილად დაიმორჩილა დაშლილი კოლხეთის ცალკეული სამთავროები (ერთ-ერთი მთავარი ოლთაკე ტყვედაც იგდო). მითრიდატე კოლხეთიდანაც გაიქცა და ყირიმში ჩავიდა (სადაც 63 წელს შეთქმულების მსხვერპლი გახდა). ფაზისში პომპეუსს დახვდა რომაული ფლოტი ლეგატ აფრანიუსის მეთაურობით. შემდეგ რომაელებმა სვანეთში ილაშქრეს, თუმცა იქ ვერაფერს გახდნენ. პომპეუსმა კოლხეთი უშუალოდ რომს შეუერთა და იქ მმართველად თავისი კაცი: არისტარქე დასვა.

ძვ.წ.65-47
- არისტარქეს მმართველობა კოლხეთში.

ძვ.წ.64
- პომპეუსმა კიდევ ერთხელ ილაშქრა ალბანეთში, შემდეგ კი სომხეთის გავლით პალესტინაში ჩავიდა, რომაელებმა აიღეს იერუსალიმი. სწორედ ამ პერიოდში ჩამოდის საქართველოში ლტოლვილ ებრაელთა პირველი ნაკადი.

ძვ.წ.დაახლ.60
- არტაგ II-ს გარდაცვალების შემდეგ ტახტზე ავიდა მისი ძე ქართამ I, მაგრამ მას კონკურენტი გაუჩნდა - არშაკ II-ის ძე ბარტომი. მან აიღო მცხეთა და თვითონ გამეფდა. თუმცა ქართამ I-მაც შეინარჩუნა მეფობა არმაზში, ამრიგად, იბერია მტკვარზე ორად გაიყო: ჩრდილოეთში (დედაქალაქი მცხეთა) გამეფდა ფარნავზაიანთა შთამომავალი ბარტომ II, ეს მხარე (''ზენა სოფელი'') განთავისუფლდა სომხეთის ვასლობისგან; სამხრეთში (დედაქალაქი არმაზი) გამეფდა ქართამ I, რომელიც სომეხთა ვასლად დარჩა (მას და მის მემკვიდრეებს ''გურგაქის დიდ პიტიახშებად'' მოიხსენიებდნენ).

დაახლ.ძვ.წ.60-ა.წ.25
- ორმეფობა იბერიაში.

ძვ.წ.დაახლ.60-40
- ბარტომ II-ის მეფობა მცხეთაში.

ძვ.წ.დაახლ.60-30
- ქართამ I-ის მეფობა არმაზში.

ძვ.წ.48
- პონტოს მეფის ფარნაკე II-ის ჯარები მესხეთში შემოიჭრნენ და გაძარცვეს ქ. ლევკოთეა.

ძვ.წ.47
- პონტოს სამეფომ რომის ზეწოლის შედეგად საბოლოოდ შეწყვიტა არსებობა.

ძვ.წ.დაახლ.40-25
- ფარსმან I-ის მეფობა მცხეთაში.

ძვ.წ.36
- მცხეთის იბერიაში ლაშქრობს როამელი სარდალი კანიდიუსი

(კანიდიუსი იყო ლეგატი ტრიუმვირის მარკუს ანტონიუსისა). კანიდიუსმა დაამარცხა ფარსმან I და აიძულა რომის ''მოკავშირეობაზე''.

ძვ.წ.34
- ფარსმან I და ქართამ I დაეხმარენ სომხეთის მეფე არტაშეს II-ს რომაელთა წინააღმდეგ ბრძოლაში.

ძვ.წ.32
- ფარსმან I რომაელთა მხარეს გადადის და ერთ-ერთ ბრძოლაში ''ღალატობს'' არტაშესს.

ძვ.წ.დაახლ.30-22
- კაოსი-ს მეფობა არმაზში.

ძვ.წ.29
- სომხეთის მეფე არტაშეს II პართიელთა დახმარებით ამარცხებს ფარსმან I-ს და მცხეთის იბერიას ჩამოაჭრის წუნდას და არტაანს.

დაახლ.ძვ.წ.25-ა.წ.5
- არშაკ III-ის მეფობა მცხეთაში.

დაახლ.ძვ.წ.22-ა.წ.5
- ქართამ II (''არმაზელ'')-ის მეფობა არმაზში.

ძვ.წ.დაახლ.21-20
- არშაკ III და ქართამ II შეკავშირდნენ სომხეთის მეფის არტაშეს II-ის წინააღმდეგ, მათ კავკასიონიდან გადმოიყვანეს ალანები და საერთო ძალებით დაამარცხეს სომხები, დაატყვევეს არტაშესის ვაჟი ზარეჰი და დარიალის ციხეში გამოკეტეს. ომის შედეგად არშაკ III-მ დაიბრუნა წუნდა და არტაანი, ხოლო ქართამ II განთავისუფლდა სომხეთზე დამოკიდებულებისგან.

ა.წ.დაახლ.5-25
- არტაგ III-ის მეფობა არმაზში.

ა.წ.დაახლ.5-25
- მირდატ III-ის მეფობა მცხეთაში.

დაახლ.25
- მირდატ III ამარცხებს და კლავს არმაზელ მეფე არტაგ III-ს და კვლავ აერთიანებს იბერიას.

დაახლ.25-35
- მირდატ III უკვე ერთიანი იბერიის მეფე.

33
- ქართველი ებრაელების ელიოზ მცხეთელის და ლონგინოზ კარსნელის მოგზაურობა იერუსალიმში ქრისტეს სასამართლოზე, მათ მიერ ქრისტეს კვართის ჩამოტანა საქართველოში.

დაახლ.34
- მესხეთსა და დასავლეთ საქართველოში იქადაგეს ქრისტეს მოციქულებმა - ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. სვიმონ კანანელი აფხაზეთში - ანაკოფიაში გარდაიცვალა და იქვე დაკრძალეს.

დაახლ.35-68
- ფარსმან II მირდატის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.35
- ფარსმანს გადაუდგა უმცროსი ძმა გურგანის (ქვემო ქართლი) გამგებელი მირდატი, ფარსმანმა მირდატი დაამარცხა და რომაელთა შუამავლობით შეირიგა კიდევაც.

36
- რომაელთა დახმარებით ფარსმან II შეიჭრა სომხეთში მოკლა სომხეთის პროპართიელი მეფე არშაკი და გაამეფა საკუთარი ძმა მირდატი.

36-51
- მირდატ იბერიელის მეფობა სომხეთში.

37
- პართიის მეფემ არტაბან III-მ დიდი ჯარი გამოგზავნა სომხეთის დასაბრუნებლად თავისი ვაჟის ოროდის სარდლობით, ქართველებმა ფარსმან II-ის წინამძღოლობით სასტიკად დაამარცხეს პართიელები, თვით ოროდი მძიმედ დაჭრეს. სომხეთი იბერიელებს დარჩათ.

40-41
- სომხეთის მეფის მირდატ იბერიელის სტუმრობა რომს, იმპერატორებთან კალიგულასთან და კლავდიუსთან.

42
- რომის ომპერატორ კლავდიუსის ბრძანებით მირდატს დაემორჩილა მცირე სომხეთის მმართველი კოტისი.

დაახლ.50
- მორიგი განხეთქილება ძმებს ფარსმან II-სა და მირდატს შორის.

51
- ფარსმან II-ის ბრძანებით სომხეთში ილაშქრა მისმა ვაჟმა ღადამმა (რადამისტმა), რომელმაც მოკლა ბიძა მირდატი და თვითონ გამეფდა სომხეთში.

51-54
- ღადამი (რადამისტი) იბერიელი სომხეთის მეფე (პირველად).

52
- ღადამის წინააღმდეგ გამოილაშქრა რომაელმა სარდალმა იულიუს პელიგნუსმა (რომაელებს არ მოეწინათ მირდატის ღადამით შეცვლა, რაც სომხეთის იბერიასთან კიდევ უფრო დაახლოებას მოასწავებდა), მაგრამ ღადამმა შეძლო მისი მოქრთამვა და პელიგნუსი თვითონ დაესწრო მის მეფედკურთხევის ცერემონიალს არტაქსატაში.

54
- ღადამს აუჯანყდნენ ქვეშევრდომი სომხები, იგი იძულებული შეიქმნა იბერიაში გაქცეულიყო, სიტუაციით ისარგებლა პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა და იქ თავისი ძმა თრდათი (თრადთ I) გაამეფა.

56
- ღადამმა მამის, ფარსმან II-ის დახმარებით გააძევა პართიელები და დაიბრუნა სომხეთის ტახტი.

56-59
- ღადამი სომხეთის მეფე (მეორედ).

59
- ფარსმან II-მ მეორე ცოლის ამაზასპუჰის ჩაგონებით მოაკვლევინა საკუთარი შვილი ღადამი. სომხეთის ტახტი იბერიისა და რომის შეთანხმებით დაიკავა ტიგრან V-მ.

60
- სომხეთში შეიჭრა პართიელი თრდათ I, გააძევა ტიგრან V და თვითონ დაჯდა მეფედ.

61
- იბერია და რომი არ შეურიგდნენ სომხეთის დაკარგვას, ფარსმან II-მ და რომაელთა სარდალმა დომიციუს კორბულონმა ერთად ილაშქრეს სომხეთში, გააძევეს თრდათ I და ტახტზე ისევ ტიგრან V დააბრუნეს. (ამ ლაშქრობის შედეგად ფარსმანმა იბერიას შეურეთა ჩრდილოეთ სომხეთის რამდენიმე ოლქი).

62
- პართიის მეფე ვოლოგეზ I-მა მეორედ ილაშქრა სომხეთში, გააძევა ტიგრან V და ისევ თრდათ I დასვა ტახტზე. ამიერიდან დიდი ხნით (422 წლამდე) სომხეთში დამკვიდრდა პართიული არშაკუნიანების დინასტია. სომხეთი პართიის ვასალი გახდა.

დაახლ.68-76
- მირდატ IV (ფლავიუს დადე) ღადამის ძე იბერიის მეფე.

69
- დიდი აჯანყება პონტოსა და კოლხეთში რომაელთა წინააღმდეგ ანიკეტის ხელმძღვანელობით, აჯანყების ცენტრი ქ.ტრაპეზუნდი იყო. რომის იმპერატორმა ვესპასიანემ აჯანყება ჩაახშო. ანიკეტი კოლხეთის მთებში გაიქცა, მაგრამ ღალატით შეპყრობილ იქნა.

დაახლ.70-90
- დასავლეთ საქართველოში რომის გავლენის ქვეშ მყოფ ტერიტორიებზე, ძველი კოლხას ნანგრევებზე ყალიბდება რამდენიმე სამთავრო: ლაზების, აბაზგების, აფშილების და სანიგების.

დაახლ.75-76
- ომი იბერიის ტახტისთვის მირდატ IV ღადამის ძესა და მირდატ V ფარსმან II-ის ძეს შორის. მირდატ V-მ ეგრისელთა და რომაელთა დახმარებით გადამწყვეტ ბრძოლაში რეხთან დაამარცხა მირდატ IV და იბერიის მეფე გახდა.

დაახლ.76-120
- მირდატ V ფარსმანის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.76-85
- მირდატის მცირეწლოვნობის ხანაში იბერიას რეგენტის სახით მართავს დედამისი ამაზსაპუჰი.

76
- არმაზციხეში აღმოჩენილი წარწერა გვამცნობს, რომ ამ წელს რომის იმპერატორმა ვესპასიანემ და მისმა შვილებმა ტიტუსმა და დომიციანემ იბერიის მეფე მირდატს მცხეთის გალავნის კედლები განუმტკიცეს.

114
- ქართველთა რაზმი მირდატ V-ის ძმის ამაზასპის მეთაურობით მონაწილეობს რომის იმპერატორ ტრაიანეს ლაშქრობაში პართიის წინააღმდეგ.

დაახლ.120-170
- ფარსმან III ქველი მირდატის ძე იბერიის მეფე.

დაახლ.120-140
- დასავლეთ საქართველოში ძლიერდება ლაზიკეს სამეფო, რომელიც იმორჩილებს დანარჩენ სამთავროებს.

დაახლ.125
- ფარსმან III ლაშქრობს სომხეთში, ალბანეთსა და კაბადოკიაში.

დაახლ.130
- ფარსმან ქველმა განიმტკიცა ჰეგემონობა ამიერკავკასიაში, მან ჩრდილოკავკასიელ ტომებთან კავშირში გააძევა როგორც პართიელები, ისევე რომაელები. დაიმორჩილა და ვასალად გაიხადა სომხეთი. რომის იმპერატორმა ადრიანემ ფარსმანს მკაცრი წერილით რომში გამოცხადება უბრძანა. ფარსმანმა ცივი უარი სტკიცა. ადრიანემ იბერიასთან ომი ვერ გაბედა და ფარსმანს ძღვნად ორმოცდაათი ლეგიონერი და საბრძოლო სპილო გამოუგზავნა.

134-135
- საქართველოში მოგზაურობს ცნობილი რომაელი ისტორიკოსი ფლავიუს არიანე.

144
- რომის ახალი იმპერატორის ანტონინუს-პიუსის მიწვევით რომში სტუმრად ჩადის ფარსმან III ოჯახითურთ. გაფორმდა ხელშეკრულება რომის და იბერიის მოკავშირეობისა. ფარსმანის ამალამ მხედრული ჯირითი მოაწყო კოლიზეუმში. ანტონინუს-პიუსის ბრძანებით მარსის მინდორზე ცხენზე ამხედრებული ფარსმანის ქანდაკება დადგეს. რომმა სცნო იბერიის ჰეგემონია სამხრეთ კავკასიაში.

დაახლ.145-155
- მალახა ლაზიკეს მეფე.

დაახლ.150
- პართიის მეფის ვოლოგეზ III-ის ლაშქრობა იბერიის წინააღმდეგ, ფარსმან III-მ სასტიკად დაამარცხა და უკუაგდო მტერი.

დაახლ.155
- პართიელთა მეორე ლაშქრობა ფარსმანის წინააღმდეგ, იბერიის მეფემ ქართველთა და სომხეთა ერთობლივი ძალებით კვლავ დაამარცხა მტერი.

დაახლ.155-175
- ბაკური ლაზიკეს მეფე.

დაახლ.160
- ფარსმან III ძლევამოსილად ლაშქრობს პართიის წინააღმდეგ, ამარცხებს ვოლოგეზ III-ს და მის დედაქალაქ კტესიფონსაც კი იღებს. ვოლოგეზმა დიდი ძღვენისა და მუდმივი მშვიდობის აღთქმით დაიხსნა თავისი ქვეყანა.

დაახლ.170-200
- ქსეფარნუგი იბერიის მეფე.

დაახლ.180
- ამ დროისთვის უნდა იყოს გაკეთებული წარწერა ცნობილი სერაფიტის საფლავის ქვაზე.

დაახლ.200-230
- ფარსმან IV იბერიის მეფე.

224
- ირანში არშაკიდული დინასტია იცვლება სასანიდურით.

დაახლ.230-265
- ამაზასპი იბერიის მეფე.

დაახლ.235
- გაძლიერებული ლაზიკეს სამეფო იტაცებს იბერიის ტერიტორიებს კლარჯეთს და ოძრხეს.

243
- ამიერკავკასიაში შემოიჭრნენ ალან-ოსები, იბერიის მეფე ამაზასპმა და სომხეთის მეფე ხოსროვ II-მ ერთიანი ძალებით მუხრანთან მომხდარ ბრძოლაში დაამარცხეს ისინი და გადარეკეს კავკასიონს იქით.

დაახლ.250
- გარმანული ტომების გოთების თავდასხმა დასავლეთ საქართველოზე, მათ მიერ ქ.დიოსკურიის დანგრევა.

253
- სასანიდური ირანის შაჰმა შაბურ I-მა დაიპყრო სომხეთი და იქ თავისი ძე ჰორმიზდ-არდაშირი (მომავალი შაჰი) გაამეფა.

დაახლ.255
- ირანელთა ლაშქრობის შედეგად ამაზასპი იძულებული ხდება აღიაროს შაჰის უზენაესობა და რომთან კავშირზე ხელი აიღოს. ამავე პერიოდში ამაზასპმა თავისი და მიათხოვა სომხეთის მეფეს ირანის ტახტის მემკვიდრეს ჰორმიზდ- არდაშირს.

262
- იბერიის მეფე ამაზასპი, მისი დის ქმარი ჰორმიზდ-არდაშირი და ამ უკანასკნელის ვაჟი ჰორმიზდაკი

მოხსენიებულნი არიან შაბურ I-ის ე.წ. ''ზოროასტრის ქააბას''

წარწერაში.

დაახლ.265
- ამაზასპი გადაუდგა ირანელებს, მათ ეგრისის ერისთავების და სომხების დახმარებით გუთისხევთან ბრძოლაში დაამარცხეს ამაზასპი (რომელიც ბრძოლაში დაიღუპა) და იბერიის ტახტზე დასვეს სასანიდი ჰორმიზდაკი (თვით ამაზსაპის დისწული, ძე ჰორმიზდ-არდაშირისა და შვილიშვილი შაჰ შაბურ I-სა). ეს ჰორმიზდაკი ქართველებისთვის ცნობილია რევ მართალის სახელით.

დაახლ.265-537
- სასანიანთა დინასტია იბერიაში.

დაახლ.265-285
- რევ მართალი (ჰორმიზდაკი) იბერიის მეფე.

272
- შაბურ I-ის გარდაცვალების შემდეგ ირანის ტახტზე ავიდა ჰორმიზდ I (ჰორმიზდ-არდაშირი) რევ მართალის მამა.

დაახლ.275
- იბერიაში ქრისტიანობის ერთ-ერთი განშტოება (მანიქეველობა) იქადაგა ვინმე მარ-ამომ თვითონ მანის მოწაფემ.

დაახლ.285-335
- მირიან რევის ძის (წმ.) მეფობა იბერიაში.

294
- ირანის შაჰმა ნარსემ ილაშქრა ამიერკავკასიაში და კიდევ ერთხელ დაამტკიცა იბერიის, სომხეთის და ალბანეთის ირანისადმი ქვეშევრდომობა.

298
- მირიან მეფე, როგორც ირანის ქვეშევრდომი, იბერთა ჯარით მონაწილეობს ნიზბისის ბრძოლაში ირანის შაჰ ნარსესა და რომის იმპერატორ გალერიუსს შორის. ბრძოლაში ირანელებმა სასტიკი მარცხი განიცადეს, რის შედეგადაც დაკარგეს სირია და მესოპოტამია. მირიანმაც დრო იხელთა და ირანის მორჩილებიდან თავი დაიხსნა. იბერია კვლავ რომის ''მოკავშირე და მეგობარი'' ხდება.

300
- მირიან მეფე რომაელთა დახმარებით ეომება ოსებს და სხვა ჩრდილოკავკასიელ მომთაბარეებს.



უფფ რამდენი ჩამომოწერია.

სად ვერ ხედავ ქართველთა ტომებს, ქართველებს და საქართველოს ერთი ეგეც ამიხსენი? ისე მანდ სომხების ვაჯკაცობებიცაა ნახსენები.

პოსტის ავტორი: დავით ივერიელი თარიღი: Sep 3 2007, 08:03 PM

აი ამ ტემას რაღა დუდღუნი უნდა ვერ გავიგე... აბო რადგან აღესრულა თბილისში პირდაპირი გაგებიტ ეწოდა მას თბილელი.....

თბილელი მხოლოდ და მხოლოდ თბილისში აღსრულებული.... იოანე ზედაზნიდან არ ყოფილა მაგრამ ზედაზნელად მოიხსენიება wink.gif

პოსტის ავტორი: მაეასი თარიღი: Sep 6 2007, 06:01 PM

მეგობრებო,თემას ნუ გადაუხვევთ...საქართველოს ისტორიის განხილვა შეგიძლიათ შესაბამის განყოფილებაშიsmile.gif





პოსტის ავტორი: დავითი თარიღი: Sep 6 2007, 07:14 PM

წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით.
წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე.

პოსტის ავტორი: მართა თარიღი: Sep 6 2007, 07:19 PM

საქართველოს დიდება არსებობს ერთი ასეთი საოცრად ლამაზი ხატი სადაც ყველა ქართველი წმინდანია აბოც იქაა,ვინაიდან იგი წმინდანად სწორედ ჩვენმა ეკლესიამ შერაცხა

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 07:19 PM

ციტატა(დავითი @ Sep 6 2007, 06:14 PM) *

წმინდანები არ იყოფებიან ისე ტომობრივი ნიშნით.
წმინდანად თუ აღიარებ ადამიანს, ესე იგი ღმერთთან არის წმინდანი (ყოველ შემთხვევაში ეს იგულისხმება ამ სიტყვაში), ხოლო ღმერთი არ ასხვავებს პიროვნებებს ტომობრივი ნიშნით. ეს მთლიანად მიწიერი მოვლენაა, და სრული სისულელეა საუბარი წმინდანების წარმოშობაზე.

ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში?

პოსტის ავტორი: დავითი თარიღი: Sep 6 2007, 11:08 PM

ციტატა(მარიამი @ Sep 6 2007, 11:19 AM) *

ეგ გასაგებია, მაგრამ მაინც არსებობს ტერმინი: ქართველი წმინდანები, რუსი წმინდენები, სერბი წმინდანები და ამაში მე ცუდს ვერაფერს ვხედავ. და ეს, რა თქმა უნდა, არ ნიშნავს, რომ მე არა-ქართველი წმინდანის მიმართ არ უნდა ვილოცო ან ნაკლებად შემეწევა. თუმცა ყველა ერი თავის წმინდანებს განსაკუთრებულ პატივს მიაგებს და ვერც ამაში ვხედავ ცუდს ვერაფერს. რა გასაკვირია, რომ თამარობა საქართველოში უფრო მეტად იდღესასწაულონ, ვიდრე, ვთქვათ, საბერძნეთში?

კი, მაგრამ ამ შემთხვევაში არაბები ნაკლებად სავარაუდოა, რომ მიაგებენ პატივს აბო თბილელს smile.gif
და თუკი საერთოდ ამ პიროვნების ისტორიას გავითვალისწინებთ, ცხადია, რომ მის წარმოშობას არავითარი მნიშვნელობა არა აქვს. ეს არის უბრალოდ ადამიანი, რომელმაც თავი დადო ქრისტიანობისათვის. ეს მოხდა საქართველოს ტერიტორიაზე ეს არის და ეს.

თუ გნებავთ, იგი იყო ეროვნებით არაბი ადამიანი, მაგრამ არის ქართველი წმინდანი. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. აი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ორი ერთად შეუძლებელია, და იმისათვის რომ ქართველ წმინდანად ჩაითვალოს აუცილებელია თავის არაბობაზე უარი ეთქვა, ეს უკვე მისი პრობლემაა smile.gif .

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 11:15 PM

დავითი
გეთანხმები smile.gif

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 6 2007, 11:26 PM

ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, პატივის მიგების ქართველებისეული გზა იყო, რომ აბოს "თბილელი" უწოდეს, რაკი "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა" .. და ეს არ იყო მარტო სარწმუნოებისთვის თავის დადების მაგალითი, ეს "სტიმული" იყო მთელი ერისთვის განმტკიცების და გაძლიერებისთვის.. იმ მცირე მართლმორწმუნე ადამიანებისთვის რომლებიც, როგორც იოანე საბანისძე წერდა,_ "შიშთა განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო".
რა თქმა უნდა ეს უდიდესი საქმე იყო უფლის წინაშე აღსრულებული და მოწამეობა, მაგრამ საქართველოსთვის ამას ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა.

ამიტომ ამ ყველაფრის გამო უწოდეს მას თბილელი. წაშლილი იყო ზღვარი მისი უცხოობისა.

ისევე როგორც ქრისტეს რჯულის დატევება უდრიდა მაშინ სამშობლოს ღალატს.
ასე მისი მიღება უდრიდა ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხის გაძლიერებას და "მისიანობას", რადგან ქვეყნის ღალატს სწორედ რჯულის უარყოფით აიძულებდნენ მტრები ქართველებს.
არაბებისთვის არ ჰქონია ამას ისეთი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ჩვენ მოწამეს კი არ ვართმევთ აგარიანებს, უბრალოდ "პატივს მივაგებთ" მას "შინაურად, ჩვენიანად ვიღებთ" ასე ვთქვათ, ამ წოდებით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც მაშინ ქართველობას და ჩვენს ეკლესიას გაუმაგრა წელი.

ეს ამბავი ეკლესიებში იკითხებოდა და იქადაგებოდა, რომ ყველას მაგალითად ჰქონოდა.

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Sep 6 2007, 11:44 PM

kato_Bato
რა კარგად იცი ხოლმე ჩამოყალიბება 2kiss.gif

პოსტის ავტორი: romanozi თარიღი: Sep 7 2007, 05:36 PM

ციტატა(დავითი @ Sep 6 2007, 11:08 PM) *

თუ გნებავთ, იგი იყო ეროვნებით არაბი ადამიანი, მაგრამ არის ქართველი წმინდანი. აქ არანაირი წინააღმდეგობა არ არის. აი თუ ვინმეს ჰგონია, რომ ეს ორი ერთად შეუძლებელია, და იმისათვის რომ ქართველ წმინდანად ჩაითვალოს აუცილებელია თავის არაბობაზე უარი ეთქვა, ეს უკვე მისი პრობლემაა smile.gif .


blink.gif

პოსტის ავტორი: nini_1 თარიღი: Sep 7 2007, 10:27 PM

kato_bato

ციტატა
ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, პატივის მიგების ქართველებისეული გზა იყო, რომ აბოს "თბილელი" უწოდეს, რაკი "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა" .. და ეს არ იყო მარტო სარწმუნოებისთვის თავის დადების მაგალითი, ეს "სტიმული" იყო მთელი ერისთვის განმტკიცების და გაძლიერებისთვის.. იმ მცირე მართლმორწმუნე ადამიანებისთვის რომლებიც, როგორც იოანე საბანისძე წერდა,_ "შიშთა განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთაო".
რა თქმა უნდა ეს უდიდესი საქმე იყო უფლის წინაშე აღსრულებული და მოწამეობა, მაგრამ საქართველოსთვის ამას ეროვნული მნიშვნელობაც ჰქონდა.

ამიტომ ამ ყველაფრის გამო უწოდეს მას თბილელი. წაშლილი იყო ზღვარი მისი უცხოობისა.

ისევე როგორც ქრისტეს რჯულის დატევება უდრიდა მაშინ სამშობლოს ღალატს.
ასე მისი მიღება უდრიდა ჩვენი ქვეყნის ჩვენი ხალხის გაძლიერებას და "მისიანობას", რადგან ქვეყნის ღალატს სწორედ რჯულის უარყოფით აიძულებდნენ მტრები ქართველებს.
არაბებისთვის არ ჰქონია ამას ისეთი მნიშვნელობა როგორც საქართველოსთვის, ჩვენ მოწამეს კი არ ვართმევთ აგარიანებს, უბრალოდ "პატივს მივაგებთ" მას "შინაურად, ჩვენიანად ვიღებთ" ასე ვთქვათ, ამ წოდებით იმ ღვაწლისთვის, რომელმაც მაშინ ქართველობას და ჩვენს ეკლესიას გაუმაგრა წელი.

ეს ამბავი ეკლესიებში იკითხებოდა და იქადაგებოდა, რომ ყველას მაგალითად ჰქონოდა.


100% გეთანხმები და უკვე აღარ ვიცი ასეთი ახსნის შემდეგ კიდევ თუ ვინმეს უნდა გაუჩნდეს საქინააღმდეგო კითხვა.

გაიხარე smile.gif

პოსტის ავტორი: Sotiris თარიღი: Sep 8 2007, 10:19 PM

ციტატა(kato_Bato @ Sep 6 2007, 11:26 PM) *

ეს უბრალოდ ასე ვთქვათ, პატივის მიგების ქართველებისეული გზა იყო, რომ აბოს "თბილელი" უწოდეს, რაკი "უცხოი უცხოითა შჯულითა მოვიდა და ქრისტესა ღმერთსა ჩვენსა შეემეცნა"


სად წერია აბოს წამებაში, რომ მას ტფილელი უწოდეს? http://smiles2k.net/lol_smiles/2/index.html აღარ შევეხები პოსტინგის დანარჩენ ნაწილს. რა საჭიროა ამდენი სპეკულაციები, ჰა? აბო როგორც იყო ტომით არაბი, ისევე არაბადვე დარჩა გაქრისტიანების მერეც. რათ უნდა ამას ამდენი ლაპარაკი, ვეღარ გავიგე. ტფილელი მხოლოდ წამების ადგილს მიუთითებს და არა ეროვნების მეტამორფოზას ან რამე ამის მსგავსს. და საერთოდ, რაზე ვსაუბრობთ?

პოსტის ავტორი: kato_Bato თარიღი: Sep 8 2007, 10:29 PM

Sotiris

ვინ გითხრა მერე რომ წამებაში წერია?


პოსტის ავტორი: Eliko თარიღი: Sep 9 2007, 01:15 AM

ციტატა(ზებედე @ Jul 12 2007, 06:25 AM) *

სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....





ეეეეეჰჰჰ huh.gif unsure.gif wink.gif ეს თურმე ისევ ისე აგრძელებს....

ციტატა(Freethought @ Aug 28 2007, 01:26 PM) *

დარწმუნებული ხარ მაგაში? laugh.gif
შუა საუკუნეებში "ქართველი" როგორც ეროვნება არ არსებობდა. "ქართველი" შეიძლება ყოფილიყო ბეძნული სარწმუნოების აღმსარებელი კავკასიის რეგიონში. ქართველობის თანამედროვე კონცეფცია მე-19 საუკუნეში შეიქმნა თერგდალეულების მიერ. მანამდე სიტყვა "ქართველი" აღნიშნავდა აღმოსავლეთ საქართველოს მკვიდრს. ვახუშტი ბატონიშვილი კი "საქართველოს" ქართლის სამეფოს უწოდებდა




ეგ ჟირინოვსკის აზრებია, რომ ქართველი როგორც ეროვნება თურმე მე-19 საუკუნეში წარმოიშვა.

მაშ აბა ეს ძეგლი რომელი საუკუნისაა თუ მიხვდები:
"ქართლად ფრიადი ქვეყანაი აღირაცხების, სადაც ქართულითა ენითა ჟამნი შეიწირვის და ლოცვა აღევლინების..."



პოსტის ავტორი: ნოდარიკო თარიღი: Sep 9 2007, 07:43 PM

აბო არაბი არ იყო?
ესეიგი არაბი წმინდანი ყოფილა

პოსტის ავტორი: დავითი თარიღი: Sep 10 2007, 02:03 AM

ციტატა(ნოდარიკო @ Sep 9 2007, 11:43 AM) *

აბო არაბი არ იყო?
ესეიგი არაბი წმინდანი ყოფილა

biggrin.gif
ვერ გავიგე მაინც, რა არის ისეთი წარმოუდგენელი იმაში, რომ ეს ადამიანი იყო არაბი, მაგრამ ამავე დროს არის ქართველი წმნინდანი?

პოსტის ავტორი: lasharela369 თარიღი: Sep 25 2007, 06:23 PM

Cemi azriT abos qarTvelobaze dava didi sisulelea, ra tqma unda is arabi iyo magarm qristiani. abo eWama qristestvis da ara saqartvelostvis. me amit ims tqma ki ar minda rom abo Wmindanad ar vagiaroT ubralod CemTvis ar aqvs mniSvneloba Wminda abos erovnebas

Eliko
saqartveloSi rom ar eWamat abo Wmindanad ar agiarebdit?


სანამ დარეგისტრირდებოდი წესებს ხომ გაეცანი?ხოდა,ლათინურად წერე,თუ შეიძლება smile.gif


პოსტის ავტორი: Ismail თარიღი: Sep 26 2007, 05:32 PM

ციტატა(ზებედე @ Jul 12 2007, 07:25 AM) *

სამწუხაროდ, თემა დახურეს, სადაც მინდოდა გამერკვია რას ნიშნავს გამოთქმა "ქართველნო ერთად ღვთისაკენ" მაგრამ არგუმენტების არ ქონის გამო თემა დახურეს...თუმცა გამოიკვეთა ერთ-ერთი აზრი იმაზე, რომ ეროვნებით არაქართველი მოწამეეები, რომლებიც საქართველოში ეწამნენ ქრისტესთვის, ქართველი წმინდანები არიან. ჩემთვის გაუგებარია რატომ არის აბო ტფილელი ქართველი წმინდანი? იმიტომ რომ საქართველოში ეწამა? ეს ფილეტიზმი არ არის? მე მგონი უფრო სწორია საქართველოში წამებული წმ. აბო, და არა ქართველი წმინდანი აბო. თუ ქართველი წმ. აბოს ლოგიკით ვიმსჯელებთ მაშინ წმ. გრიგოლ ფერაძე (ვარშავაში წამებული), ანთიმოზ ივერიელი (უცხოეთში წამებული, მოღვაწეობდა რუმინეთში) ქართველი წმინდანები არ ყოფილან, რადგან საქართველოს ეკლესიაში არ წამებულან ან სხვაგან მოღვაწეობდნენ....


და არ შეიძლება რომ აბოს ქართველი წმინდანიო ვუწოდოთ? მერე რა რომ არაბი იყო, ეროვნებით იყო არაბი მარტო, ჩამოვიდა კაცი, გახდა მართლმადიდებელი, აქაურობაც შეუყვარდა და ასე ვთქვათ, გაქართველდა. არაფერი არაა იმაში შეცდომა და არასწორი, რომ აბო ჩვენი წმინდანიც იყოს და თუნდაც არაბების წმინდანიც (ქრისტიან არაბებს ვგულისხმობ, რომელთა რაოდენობა ასობით ათასია მგონი...). მსგავსად ამისა: იყოს თუნდაც იგივე ანთიმოზ ივერიელი როგორც ჩვენი წმინდანი (რადგან ის ქართველი იყო), აგრეთვე რუმინელებისა (რადგან ის იქ მოღვაწეობდა) და დაუძახონ რუმინელებმაც მას "თავიანთი" წმინდანი. ამით რა დაშავდება? და ზოგადად, წმინდანებს სარწმუნოება უფრო აქვთ, ვიდრე - ეროვნება.

აბოსა და ანთიმოზ ივერიელის ამა თუ იმ ერისადმი კუთვნილების საკითხი არცთუ ისე მნიშვნელოვნად მიმაჩნია.

P.S. გრეიგოლ ფერაძე პოლონელების წმინდანი როგორ უნდა იყოს ვერ გავიგე, რადგან პოლონელები კათოლიკეები არიან.

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Sep 27 2007, 01:47 AM

საერთოდ რაზე დავობთ არ მესმის


წმიდა მოწამე აბო თბილელი
IPB-ს სურათი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Sep 27 2007, 02:01 PM

QUOTE(ალექსანდრე @ Sep 27 2007, 01:47 AM) *

საერთოდ რაზე დავობთ არ მესმის



ისე მართალი ხარ....
2kiss.gif wub.gif

პოსტის ავტორი: lasharela369 თარიღი: Sep 30 2007, 02:29 PM

abo wmindania

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Dec 13 2007, 10:44 PM

თათარაშვილი
ვისი გამოცემაა და რომელი წლის?

პოსტის ავტორი: gio-gio11112 თარიღი: Mar 3 2009, 01:30 PM

კარგია მომცონს

პოსტის ავტორი: karpaki თარიღი: Nov 13 2011, 08:07 PM

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პავლე, ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი.


http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=1625&rubr_id=7&jurn_id=49
ეს საოცარი პატრიარქი მიყვარს ძალიან wub.gif

პატრიარქ პავლეს ეკუთვნოდა შემდეგი გამოთქმა: „შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ მის ჯოჯოხეთად ქცევას”. „თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვილოცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წლები იქცეს ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განახლების ჟამად, უფალმა მოგვმადლოს ჟამი თავისუფლებისა, სიმართლისა, თანხმობისა, თავდადებისა, შრომისა და, ბოლოს, ჟამი გამაერთიანებელი სიყვარულისა”. 1991 წლიდან სერბეთში ინსპირირებული ომი მძვინვარებდა. სერბეთის პატრიარქი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, სიმტკიცის შენარჩუნებას. 1996 წელს უწმიდესი პავლე იმყოფებოდა საქართველოში და ის შეხვდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

პოსტის ავტორი: GIORGI LELUASHVILI თარიღი: Nov 25 2011, 02:45 PM

ციტატა(karpaki @ Nov 13 2011, 08:07 PM) *

სერბეთის მართლმადიდებლური ეკლესიის პატრიარქი პავლე, ერისკაცობაში გოიკო სტოიჩევიჩი.
http://www.tbiliselebi.ge/index.php?mas_id=1625&rubr_id=7&jurn_id=49
ეს საოცარი პატრიარქი მიყვარს ძალიან wub.gif

პატრიარქ პავლეს ეკუთვნოდა შემდეგი გამოთქმა: „შეუძლებელია, დედამიწა ვაქციოთ სამოთხედ, მაგრამ ხელი უნდა შევუშალოთ მის ჯოჯოხეთად ქცევას”. „თუკი ყველაფერს თავისი დრო აქვს, ვილოცოთ, რომ ჩვენი ცხოვრების წლები იქცეს ქრისტიანულ და ზოგადსაკაცობრიო ფასეულობათა განახლების ჟამად, უფალმა მოგვმადლოს ჟამი თავისუფლებისა, სიმართლისა, თანხმობისა, თავდადებისა, შრომისა და, ბოლოს, ჟამი გამაერთიანებელი სიყვარულისა”. 1991 წლიდან სერბეთში ინსპირირებული ომი მძვინვარებდა. სერბეთის პატრიარქი ცდილობდა ხალხის გამხნევებას, სიმტკიცის შენარჩუნებას. 1996 წელს უწმიდესი პავლე იმყოფებოდა საქართველოში და ის შეხვდა უწმიდესსა და უნეტარესს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს.

მეც ძალიან მაგრად მიყვარს ეს პიროვნება თავისი უბრალოებისა და თავმდაბლობის გამო.
იგი ხშირად დადიოდა ქუჩაში ფეხით და ასევე მრავალგზის უნხავთ საზოგადოებრივ ტრანსპორტშიც.

პოსტის ავტორი: peritoniti თარიღი: Sep 24 2012, 12:00 PM

იცით რა მინდა ვიკითხო? არიან ადამიანები რომლებსაც აწუხებთ სიამაყის კომპლექსი და თავის არჩეულ გზას არ გადათქვამენ, ეს მათ დამაცირებლად ეჩვენებათ, არ კადრულობენ როცა მას შეცდომაზე მიუთითებენ და არასწორ ნაბიჯზე მიანიშნებენ და ასეთი ადამიანები ჯიუტად აგრძელებენ თავისი გზით სვლას (შეიძლება მიხვდნენ რომ ეს დამღუპლველია მაგრამ მაინც) რომ საზოგადოებას დაუმტკიცოს რომ მან სწორი გზა აირჩია. ან უბრალოდ გაუწურდება საზიგადოებაში ყოფნა როცა ასე ვთქვატ "უაკნ დაახევიეს მას". იქნებ ასეთი ადამიანი იყო აბო? იქნებ უბრალოდ მან აღარ იკადრა ის რო "გაქრისტიანდა მაგრამ ისევ გადმოამუსლიმანეს" ხალხს ასე ეთქვა მასზე. იქნებ უბრალოდ ისევ გადამუსლიმანებულს როგორ უნდა ეცხოვრა იმ საზოგადოებაში, ის ხო მოღალატე იყო მათთვის? წარმოიდგინეთ როგორ იმეგობრებთ იმ ადამიანთან ვისაც სახალხოდ აგინებდით სულ და აკრიტიკებდით? დამეთანხმებით ამას იუხერხულებდით. იქნებ ეს აშინებდა აბოს რო ცოტა სამარცხვინო გახდებოდა ისევ გადამუსლიმანების მერე მისი მომავალი? იქნებ სწორედ ეს მომავალი რო აღარ ქონდა ამას შესწირა მან თავი? იქნებ მისი ეს სიამაყე იყო თავის გაწირვის მიზეზი და არა ქრისტიანული რელიგია. ხომ შეიძლებოდა ესეც ყოფილიყო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 24 2012, 04:06 PM

peritoniti
ძალიან გინდა რომ რაღაც ეგეთი დაინახო,მაგრამ შანსი არაა...
თუ წაიკითხავ უფრო გულისყურით იოანე საბანისძეს დაინახავ თუ რატომ და რისთვის სწირავს აბო თავს.
უბრალოდ საუბარიც მეუხერხულება ამის შესახებ,იმდენად უტოპიურია.
მართლა ძალიან მერიდება ლაპარაკი...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 24 2012, 04:44 PM

peritoniti
ძალიან უცნაური ხედვა გაქვს.
არსად არ ფიქსირდება რომ სიამაყის გამო არ გადათქვა ქრისტიანობა smile.gif

ციტატა
დამეთანხმებით ამას იუხერხულებდით. იქნებ ეს აშინებდა აბოს რო ცოტა სამარცხვინო გახდებოდა ისევ გადამუსლიმანების მერე მისი მომავალი? იქნებ სწორედ ეს მომავალი რო აღარ ქონდა ამას შესწირა მან თავი?

არასწორი კითხვებია. დაკვირვებით წაიკითხე საბანისძესთან.
ცოტა ანალიზის უნარიც დაატანე smile.gif

თუ საბანისძეს არ ეთანხმები, მაშინ მე ვერაფრით დაგეხმარები : )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 13 2013, 12:39 AM

გუშინ 2 პიროვნება ,,პოლემიკობდა'' . ამონარიდს შემოგთავაზებთ :

X-,, ...აი ბიბლიაში ხომ წერია რომ აბო თბილელი...''

Y-,, ... რას ამბობ . ბიბლიაში აბო თბილელს რა უნდა . ბიბლიაში ძველი აღთქმის შესახებ წერია და აბო კიდევ ახალ აღთქმაშია . ''

არც ვიცი გავიღიმო თუ არა.
ეს არც მართლმადიდებლობაა , არც ქართველობა , არც პატრიოტიზმი , არც განათლებულობა და.ა.შ.
არადა ცალ-ცალკე და ერთად აღებული ყველა მათგანზე გვაქვს პრეტენზია...

პოსტის ავტორი: qetevano თარიღი: Feb 13 2013, 12:50 AM

ვაი
doh.gif doh.gif doh.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 15 2013, 10:49 AM

ციტატა(A.V.M @ Feb 13 2013, 01:39 AM) *

გუშინ 2 პიროვნება ,,პოლემიკობდა'' . ამონარიდს შემოგთავაზებთ :

X-,, ...აი ბიბლიაში ხომ წერია რომ აბო თბილელი...''

Y-,, ... რას ამბობ . ბიბლიაში აბო თბილელს რა უნდა . ბიბლიაში ძველი აღთქმის შესახებ წერია და აბო კიდევ ახალ აღთქმაშია . ''

არც ვიცი გავიღიმო თუ არა.

biggrin.gif ვაიმე, სააყვაარლებიი!!! wub.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2016, 06:33 PM

"დამპყრობელი ერის წარმომადგენელმა დაპყრობილი ერის სარწმუნოება მიიღო და თავისი მამულის ღვიძლი სჯული უარყო. ეს კი უფრო მეტი მაგალითი იყო, ვიდრე ქრისტიანის მოწამეობა. ფიზიკური მძლავრობისგან დაშინებულმა ქართველობამ დაინახა, რომ მისი დამპყრობელი ერის შვილი უპირისპირდებოდა უზარმაზარ იმპერიას. ეს იყო სიმხნევის საოცარი განცდა, ქრისტეს დაკნინებული სიყვარულის აღდგენა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 4 2017, 11:33 AM

- საქართველოს წმინდანთა შორის არიან არაქართული წარმოშობის ადამიანებიც, რომლებიც ქრისტიანობისთვის ეწამნენ (აბო, რაჟდენ პირველმოწამე, ევსტათი მცხეთელი და ა.შ.). მათი ღვაწლის წარმოჩენა, ალბათ, სხვაგვარ მუხტს შეიცავდა. რისკენ მოუწოდებდა და მოუწოდებს ეს ქართველს?

- ქრისტიანობა წმინდანთა ეროვნებაზე მაღლა მათ ღვაწლს აყენებს. ქართული ჰაგიოგრაფიის უძველესი ნიმუში, "წამება წმინდა შუშანიკისა", ეძღვნება სომეხთა მხედართმთავრის, ვარდან მამიკონიანის ასულს, შუშანიკს, რომელიც ქართლის პიტიახშის, ვარსქენის მეუღლე და ქართლის დედოფალი იყო. იაკობ ხუცესი, თვითმხილველი და მონაწილე ქართლში დატრიალებული მწვავე კოლიზიებისა, აღწერს დედოფლის მოწამებრივ გზას, მაგრამ არ ამახვილებს ყურადღებას მის ეროვნებაზე, რადგან ჰაგიოგრაფიისთვის მნიშვნელოვანია წმინდანის რწმენის დასაცავად გამოვლენილი სულიერი სიმტკიცე, მხნეობა და სულგრძელობა.

იოანე საბანისძე კი ხაზგასმით საუბრობს აბოს წარმომავლობაზე, მის მაჰმადიანობაზე, რადგან ეს მას სჭირდება ქართველთა გამოსაფხიზლებლად. თუკი აბომ, უცხო ტომის შვილმა, მაჰმადიანობის აღმსარებელმა იწამა ქრისტე და მისთვის სიცოცხლეც გაიღო მსხვერპლად, რა გვმართებს ჩვენ, ქრისტიანებს, რომელთაც ხუთასი წლის წინ მიგვიღია ქრისტიანობა და წოდებულნი ვართ "დედად წმიდათა"?! შეუძლებელია აბოს ღვაწლის ასეთ განზოგადებას დიდი ზეგავლენა არ მოეხდინა არაბთაგან შევიწროებულ ქართველობაზე.

/ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი ლაურა გრიგოლაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:24 AM

"ძნელია ჯეროვნად შეაფასო ჭეშმარიტი ქრისტიანული გმირობა. ეს რაღაც ზეადამინური და მიუწვდომელი საქციელია. ასეთი ნათელი მაგალითი მრავლადაა წმინდანთა უკომპრომისო ცხოვრებაში. ასეთი იყო აბო თბილელი (ისმაიტელყოფილი)".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 8 2017, 10:29 AM

"არაბთა ბატონობა საქართველოში გაგრძელდა სამი საუკუნე (მე-7-8-9ს.ს.). ეს იყო უმძიმესი გამოცდა. ქართველ ერს უნდა დაემტკიცებინა და უფლისთვის დაენახვებინა, რომ იგი ღირსია ჰქონდეს თავისი სახელმწიფო, რომ მას შეუძლია თავისი რელიგიის, თავისი ეკლესიის, სახელმწიფოებრიობისა და კულტურის დაცვა. მდგომარეობა კი მართლაც ძალზე რთული იყო. ჯერ მარტო იოანე საბანისძის "აბოს წამებიდანაც" კარგად ჩანს, რომ ბევრმა ქართველმა მიიღო ისლამი. ზოგან დაშინებით, ზოგან გამოუცდელობით, ზოგან სიხარბით აცდუნეს ქართველები. ამ დროს არაბი აბოს ჩამოსვლა საქართველოში უფლის ნება იყო. თვითონ განსაჯეთ, ცოდვაში ჩავარდნილ ქართველთათვის რა უფრო დიდი მაგალითის მიმცემი იქნებოდა - დედით, მამით, წინაპრებით ქართველის წამება უფლისათვის თუ სულ ცოტა ხნის წინ ისლამის აღმსარებელი აბოს წამება ქრისტიანული სარწმუნოებისათვის?! ვერაფრით გატეხეს წმინდა მოწამის სიმტკიცე, ვერ აიძულეს ისლამის სჯულზე დაბრუნება. ისმის კითხვა: თუ არაბი ასეთი თავგანწირვით იცავს ქრისტეს სჯულს, მაშ, რატომ ხდება ქართველების მოქცევა ისლამურ სარწმუნოებაზე? რატომ ვერ წირავენ ისინი თავს ქრისტესთვის? აი, კითხვები, რომლებზეც იმჟამინდელ ქართველობას უნდა გაეცა პასუხი. უკვე არაბობის წლებშივე ნათლად გამოიკვეთა, რომ უფალმა ჩვენ გვიჩვენა გზა ხსნისა."

/პროფესორი ვახტანგ გურული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2017, 11:22 PM

"ამა ეკლესიისა [მეტეხის ღვთისმშობლის შობის] კლდის მთისა ძირსა ქვეშე ხიდსა თანა ტფილისისასა არს ნიში მოსალოცველი წმინდისა მოწამისა აბო სპარსისა"

/ეგნატე იოსელიანი
"თვენი", წიგნი 23, გვ.208/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 06:53 PM

"ჩვენში ორიგინალური საგალობლები გაჩნდა VIII საუკუნეში. ერთ-ერთი პირველი საგალობელი VIII საუკუნის წმინდანს - აბო თბილელს მიეძღვნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2021, 09:46 PM

----------------------------

"მე არა მარტო ტანჯვად გამზადებულ ვარ ქრისტესათვის, არამედ სიკვდილისათვისაცაო. არ უნდა დავივიწყოთ წმ. აბოს ეს სიტყვები, რომელიც ეხმიანება წმ. მეფე ვახტანგ გორგასლის ანდერძს: "ეძიებდეთ ქრისტესათვის სიკვდილს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2022, 08:02 PM

"[კათალიკოსი] სამუელ VII (780-790 წ.წ.) - აბოს ცხოვრების აღწერის ინიციატორი. წმინდანად იქნა შერაცხილი 2002 წლის 17 ოქტომბერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 28 2022, 03:39 PM

"არაბი მენელსაცხებლე აბოს მიერ წინაპართა რჯულის უარყოფა და ქრისტიანობისათვის მოწამეობრივი სიკვდილი, თბილისში მყოფ მაჰმადიანთა შიში, რომ აბოს დაუსჯელობის შემთხვევაში ის შეიძლება მაგალითი ყოფილიყო სხვათათვის, აშკარას ხდის, რომ საქართველოში (საკუთრივ თბილისში) ადგილი ჰქონდა დამპყრობელ მაჰმადიანთა შორის ქრისტიანობის მიღების ფაქტებს. ეს გარემოება შესანიშნავად გამოიყენა იოანე საბანისძემ (VIII ს.) ქრისტიანობის უპირატესობის დასასაბუთებლად ისლამის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2022, 09:11 PM

"არაბთა ხარკისაგან გაწამებული მოსახლეობის მდგომარეობა კარგად აქვს გადმოცემული VIII ს-ის ქართველ მწერალს, იოვანე საბანის ძეს: "ვართ მორწმუნენი მძლავრებასა ქუეშე დამონებულნი და ნაკლოვნებითა და სიგლახაკითა შეკრულნი, ვითარცა რკინითა, ხარკსა მათსა გუემულნი, ძვირ-ძვირად ზღვეულნი". ასეთ ვითარებაში ზოგი იღებდა მაჰმადიანობას, რომ თავი ეხსნა აუტანელი ხარკისაგან. იგივე ავტორი გულისტკივილით აღნიშნავს, რომ სულმოკლენი "შიშითა განილევიან და ირყევიან ვითარცა ლერწამნი ქართაგან ძლიერთა". თანამედროვეთა გასამხნეველბად, პროპაგანდისტული მიზნით მან დაწერა "აბოს მარტვილობა", სადაც გადმოსცა არაბი ყრმის თავდადება, როცა გაბატონებული ერის წარმოამდგენელმა მიიღო მოწამეობრივი სიკვდილი ქრისტეს სჯულისათვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2022, 08:11 PM

"ეთნიკურად არაქართველი, რომელიც ქრისტიანობის მიიღებდა, ქართველად ითვლებოდა. VIII საუკუნის მწერალი იოანე საბანისძე თავისი გმირის შესახებ ასეთ სიტყვას ხმარობს: "აბო ისმაიტელ-ყოფილისა ქართველისაი". აბო, რომელიც ეთნიკურად არაბი და სარწმუნოებით მაჰმადიანი იყო, ქრისტიანობისთვის ეწამა. თხზულების ავტორისთვის მაჰმადიანყოფილი არაბი უკვე ქართველია მას შემდეგ, რაც მან მიიღო ქართული აღსარება ქრისტიანობისა".


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)