ვნებები და მათთან ბრძოლა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ვნებები და მათთან ბრძოლა |
marine |
Feb 11 2024, 05:39 PM
პოსტი
#541
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"განა ჩვენ ჯეროვნად ვებრძვით ვნებებს? ჩვენც ხომ არ გვყავს ისეთი კერპები, რომლებსაც ვემსახურებით, ვემორჩილებით და ამით უარვყოფთ ქრისტეს და ვღალატობთ მას? სამწუხაროდ, გვყავს ასეთი კერპები! ვიმეორებ, ეს არის ჩვენი ვნებები! და გვაქვს ასევე კერპთმსახურეაბც - ეს არის ამ ვნებების დაკმაყოფილება და წახალისება!
რა ვნებებია და რა ცოდვებია ესენი? ესენია: ნაყროვანება, სიმთვრალე, ნარკომანია, სიძვის ვნება, ვერცხლისმოყვარეობა, სიხარბე, აზარტული თამაშები, გაღიზიანება, მრისხანება, სიძულვილი, განკითხვა, სევდა და მოწყინება, ამპარტავნება და სიცრუე და ა.შ. და თუ ეს ვნებები და ცოდვები ადამიანის ჩვევაში გადავა, მაშინ ისნი ჩვენი სულის კერპებად იქცევიან, და მათი მსახურებითა და მორჩილებით კერპთმსახურები ვხდებით!" /მიტროპოლიტი შიო (მუჯირი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2024, 01:53 PM
პოსტი
#542
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ეს სამი ვნება: ხორციელი ვნება, თვალისმიერი ვნება და ცხოვრებისეული ამპარტავნება (აღმატებულობა შემეცნებისა) ის სამი უძველესი საცდურია, რომლითაც სატანამ აცდუნა ევა, მაგრამ ვერა - ქრისტე"
/მამა კალისტრატე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 17 2024, 06:38 PM
პოსტი
#543
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ჩვენ ნებაყოფლობითა და გადამჭრელად ვიბრძოლებთ ვნებებთან, მაშინ ღვთისაგან ბოძებული მადლი გამობრწყინდება ჩვენში. იგი ჩვენში ისევე გაანათებს, როგორც ანათებდა მოციქულებში და ყველა წმინდანის ცხოვრებაში. მადლი ყველა მტრულ კვეთებას მოიგერიებს"
/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 21 2024, 05:37 PM
პოსტი
#544
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მაშ ვილოცოთ, ქრისტეს მიერ საყვარელნო შვილნო, რათა ხორციელის მიმდევარნი სულიერი შევიქმნეთ, ვნებამორეულნი - ვნებებისაგან დავიწრიტოთ ნათლითა მადლისათა, რომელიც დღიდან ჩვენი ნათლისღებისა ჩვენ შორის ჰგიეს და მინავლდება ხოლმე, ვითარცა ღვთაებრივი ნაპერწკალი ჩვენი ვნებებისა და ცოდვების ნაცარქვეშ"
/მთავარეპისკოპოსი სერაფიმე სობოლევი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 24 2024, 08:01 PM
პოსტი
#545
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუ ჩვენ ზოგჯერ შეშფოთებულნი ვართ, ეს ნიშნავს, რომ არა გვაქვს სრული უვნებობა და არ მიგვიღია ჯერ ცოდვების სრული დატევება"
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 27 2024, 08:05 PM
პოსტი
#546
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემს გულს რაზად ადევს ჩემი საკუთარი ვნებები"
/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 21 2024, 09:15 PM
პოსტი
#547
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ონისიფორე - (1148 წ.) გარდამოცემა გვაუწყებს, რომ [კიევ-პეჩორის] ლავრის მღვდელმონაზონ ონისიფორეს ღვთისგან განჭვრეტის ნიჭი ჰქონდა მიმადლებული და ხედავდა ყველა ადამიანის აზრებსა და მათ ცოდვებს. თუმცა ღვთის განგებულებით ვერ შეძლო დაენახა მისი ერთ-ერთი სულიერი შვილის ცოდვები, რომელიც ყველას მმარხველად და ღვთისმოსავად აჩვენებდა თავს, სინამდვილეში კი ვნებებსა და უწმინდურობაში იყო ჩაფლული, ბერის მანკიერება მხოლოდ მისი უეცარი სიკვდილის შემდეგ გამჟღავნდა - მისმა ცხედარმა ისეთი მყრალი სუნი გამოსცა, რომ ვერავინ უახლოვდებოდა, ონისიფორეს ლოცვის პასუხად ანგელოზმა აუწყა, რომ ეს სასწაული მოუნანიებელ ცოდვილთა გულისხმისყოფის მიზნით აღსრულდა, შემდეგ ღირსი მამის ლოცვით ცხედარს სიმყრალე განეშორა და სასიამოვნო სურნელი გამოსცა. ღირსი ონისიფორეს წმინდა ნაწილები განისვენებს ახალ მღვიმეებში. სხენება: 22 (9) 11".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Mar 25 2024, 08:26 PM
პოსტი
#548
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნებების დაკმაყოფილება ცრუ ცხოვრებაა. ეს იმის ილუზიაა, რომ ტკბობას ადამიანისათვის ბედნიერების მოტანა შეუძლია, და რომ ის შესაძლოა უსასრულოდ გაგრძელდეს (იმისათვის, რომ ვნებებს მიეცეს, გულმა ჯერ ეს სისულელე უნდა დაიჯეროს)"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 07:55 PM
პოსტი
#549
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნებებს დანაკარგისა და სიცარიელის შეგრძნება ენაცვლება და არც თუ იშვიათად ზიზღიც. ამიტომ ვნება - ეს ერთგვარი ეშმაკეული კარიკატურაა სიყვარულისა. ვნება ბედნიერებას არ ანიჭებს, ის საპნის ბუშტია, რომელიც მზეზე ბრწყინავს, რამდენიმე წამში კი მისგან სველი ლაქა რჩება. სწორედ უსიყვარულობისგანაა ცხოვრება უსიცოცხლო და მოსწაყენი, სწორედაც რომ ნაცრისფერი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 2 2024, 09:01 PM
პოსტი
#550
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თუკი გვკითხავენ, რისთვის ვფიქრობთ სიკვდილზე, ადამიანის სხეული კუბოში რატომ წარმოგვიდგენია, უნდა მივუგოთ: "იმისათვის, რომ ჩვენი ავხორცობა ავლაგმოთ, მოვთოკოთ ვნებები, რათა არ ვიყოთ განუწყვეტლივ მოხიბლულნი გარეგნულითა და წარმავალით"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 7 2024, 08:55 PM
პოსტი
#551
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნებები - ეს სულის მტკივნეული წანაზარდებია, დამახინჯებული და დეფორმირებული გრძნობაა, ეს ერთგვარი ჩირქით სავსე ქსოვილია სულისა. არ გინდოდეს სხვისი - ნიშნავს, გული არ მისცე ვნებებს, რამდენადაც ვნებებს ყოველთვის სხვისი სურთ. ზრახვები და ვნებები ატრიალებენ ჩვენს გონებას, როგორც ქარი ან წყალი წისქვილის ქვას. ვნებები ფარდას ჰგვანან, რომელიც ჩვენგან ღვთაების ნათელს ფარავენ. ვნებები და ზრახვები ღვთის მტრები არიან. ისინი ადამიანის გულში, როგორც თავის სავანეში, ღვთის შესვლას ეღობებიან. ქრისტე, ვითარცა მწირი, ჩვენი გულების მიღმა დგას, რომლებიც ჩვენს მიერ დახშულია მისთვის"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 10 2024, 05:14 PM
პოსტი
#552
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეუძლებელია თუ არა ადამიანს ვნებების მოქმედება არ იგრძნოს? - ეს სრულყოფილების მდგომარეობაა, რომელსაც წმიდანებიდან ცოტანი თუ აღწევენ. უვნებობა - ეს საოცრებაა. ხშირად, როცა დემონი გვატყუებს, ვნებებს არ განვიცდით, რადგან ის, იოანე კიბისაღმწერლის სიტყვით, თავს იმკვდარუენბს მელიასავით, რომელსაც დაუდევარი ფრინველის დაჭერა უნდა. ამიტომაც მოუწოდებს მამებს: სანამ პირში სული გიდგას, შენს სხეულს ნუ მიენდობი"
/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 27 2024, 07:34 PM
პოსტი
#553
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, როცა კაცს თვითმოქმედი ლოცვა აქვს, ვნებებისგან განწმენდილია?
- მაშ! ასეთ დროს იგი მაღალ სულიერ საზომსაა მიღწეული" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 2 2024, 06:34 PM
პოსტი
#554
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
" - მამაო, ამბა ისააკი წერს: "როგორ ითხოვ, რომ ღმერთი შეიყვარო, როცა ჯერ ვნებებისგან არ განწმენდილხარ?" თუ კაცი არ არის განწმენდილი ვნებებისაგან და ღვთის სიყვარული სწადია, შეიძლება ეს თავხედობა იყოს?
- არა, რატომ უნდა იყოს თავხედობა? ის იღვწის, რომ ვნებებისგან გათავისუფლდეს და ამავდროულად სურს, რომ ღმერთი შეიყვაროს. ორივე პარალელურად ხდება. ხოლო, თუ კაცი თავის ვნებებს გულგრილად ეკიდება და ლოცვაში ითხოვს, რომ ღმერთი შეიყვაროს, მაშინ ეს თავხედობაა" /ღირსი პაისი ათონელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 14 2024, 06:45 PM
პოსტი
#555
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნუ შეშფოთდები, ნუ გაოგნდები", - თქვა ერთმა წმინდა მამამ, - "როცა საკუთარ თავში რომელიმე ვნების მოქმედებას დაინახავ. როცა ვნება აღიძვრება, იღვაწე მის წინააღმდეგ, შეეცადე ალაგმო და აღმოფხვრა იგი თავმდაბლობითა და ლოცვით"
/წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 17 2024, 08:32 PM
პოსტი
#556
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნებები არაბუნებრივია ჩვენი უბიწო ბუნებისათვის, როგორითაც იგი შეიქმნა; ვნებები ბუნების საწინააღდეგოა ასევე განახლებული ბუნებისათვის; ისინი ბუნებრივია დაცემული ბუნებისათვის. ყოველგვარი სხეულებრივი სნეულებისთვის ამ სნეულების თვისებები ბუნებრივია; ბუნებრივია სნეულებები და სიკვდილი ჩვენი სხეულისთვის, რომელმაც უკვდავება და უკვდავების თვისებები დაკარგა. დაცემამდე უკვდავება იყო ბუნებრივი ჩვენი სხეულისთვის, ხოლო სნეულებები და სიკვდილი არაბუნებრივი იყო.
ვნებები, სხვაგვარად რომ ვთქვათ, ცოდვაა, ამ სიტყვის ფართო გაგებით. როცა მოციქული საუბრობს ცოდვაზე, "რომელი იგი დამკვიდრებულ არს ჩემ თანა", სიტყვაში "ცოდვა" გულისხმობს მთელი ადამიანური ბუნების ბოროტებით დაავადებას, გულისხმობს ვნებებს. ამ მდგომარეობას ასევე ეწოდება "ხორციელი" და "სიკვდილი". /წმ. ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 20 2024, 01:10 PM
პოსტი
#557
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ვნების აშკარა მოქმედებისას შეშფოთება და გაოგნება იმის საბუთია, რომ ადამიანს საკუთარი თავი არ შეუცვნია.
ღვთის სიტყვის შუქზე განვიხილოთ ჩვენი დამოკიდებულება ჩვენი ვნებებისა და უძლურებისადმი, რათა საკუთარ თავზე სწორი შეხედულება მივიღოთ და საკუთარ თავზე სწორი შეხედულების საფუძველზე სწორად ვმართოთ იგი" /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 22 2024, 05:28 PM
პოსტი
#558
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულისა და სხეულის თვისებების მიხედვით, გარემოებების გავლენით, ერთ ადამიანში განსაკუთრებული ძალით ერთი ვნება მოქმედებს და ვითარდება, ხოლო მეორეში - მეორე; ერთში შესამჩნევია ვერცხლისმოყვარეობისკენ განსაკუთრებული მიდრეკილება, მეორეში - ნაყროვანებისკენ; ერთს ხორციელი სურვილი იტაცებს, მეორეს - ამაო პატივის წყურვილი. თუ ვინმეს რომელიმე ვნება არ იტაცებს, არ უნდა იფიქროს, რომ მასში ეს ვნება არ არის: მხოლოდ შემთხვევა არ ყოფილა მისი გამომჟღავნებისთვის.
გამუდმებით მზად უნდა ვიყოთ ყველა ვნების მიმართ წინააღმდეგობისთვის. განსაკუთრებით უნდა ვფხიზლობდეთ იმ ვნების მიმართ, რომელიც ჭარბობს, სხვა ვნებებზე ხშირად ვლინდება და ადამიანს უფრო მეტად აწუხებს" /წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 23 2024, 08:46 PM
პოსტი
#559
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"შეუძლებელია, რომ ვნებები, რომლებიც ადამიანში ცხოვრობენ, მის ფიქრებში, სიტყვებსა და მოქმედებებში არ გამოვლინდნენ. ვნებების ეს გამოვლინებები, რომლებსაც თან ახლავს რაიმე სახის გატაცება, იწოდება და მიიჩნევა დაცემებად ჭეშმარიტი ქრისტიანული მოსაგრეობის ასპარეზზე, მოსაგრეობისა, რომელიც სრულყოფილებისკენ მიისწრაფვის. ეს დაცემები დაუყოვნებელი მონანიებით იკურნება"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
May 27 2024, 01:03 PM
პოსტი
#560
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"კვლავ მოფრინავენ ჩემთან ვნებები და კვლავ სიბნელეში, შფოთში, გაოგნებაში, დაღუპვაში მაგდებენ. ჩემო გონებავ! შენ სულის ხელმძღვანელი ხარ. დამარიგე! შემოიყვანე ჩემში ნეტარი სიმშვიდე! მასწავლე, როგორ დავუხურო ჩემში შემოსასვლელი ამსოფლის შთაბეჭდილებებს, როგორ ავლაგმო და დავთრგუნო ვნებები, რომლებიც ჩემშივე ჩნდება. სოფელმა და ვნებებმა დამტანჯეს, გამაწვალეს"
/წმინდა მღვდელმთავარი ეგნატე ბრიანჩანინოვი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:48 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი