ღვთის ნება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ღვთის ნება |
მხევალი ნინო |
Mar 1 2007, 05:41 PM
პოსტი
#41
|
ზღაპრის ბოლო კეთილია.. ჯგუფი: Senators პოსტები: 25,889 რეგისტრ.: 19-December 06 წევრი № 715 |
givilo
ციტატა როდესაც ჩვენ მივიღეთ ღვთისგან თავისუფალი ნება იმ დროიდან ღმერთმა შეზღუდა თავისი ნების გამოხატულება არ ვიცი რა იგულისხმე, ეტყობა ვერ მივხდი, რა კონტექსტში შეზღუდა? იმას გულისხმობ, რომ ძალით არ გვაიძულებს თუნდაც კეთილ გზაზე დადგომას? -------------------- ჩვენ ვინც ქრისტიანობა დაგვაბრალა ....
დიდება შენდა, რომელმან მოგვფინე ნათელი -Поверь мне Карлсон, Не в пирогах счастье. -Да ты что, с ума сошёл?! А в чем же ещё? © |
missis_kartveli |
Mar 1 2007, 05:47 PM
პოსტი
#42
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
უფლის ნება შეუცნობელია... ღვთის ნება ყოველთვის დადებითია, სასურველი. ზოგჯერ ჩვენი ნება სხვაა, უფლისა კი სხვა, თუნდაც ის დაბრკოლება, რაც ცხოვრების გზაზე გვხვდება უფლის დაშვებით ხდება... იმიტომ რომ ყველაფერს აქვს თავისი მიზეზი, უმიზეზოდ არაფერი ხდება.
თუმცა ხშირად ჩვენი ცხოვრებით, ჩვენი სულიერი მდგომარეობის შესაბამისად ხშირად იცვლება ღვთის ნებაც. |
ekusia |
Mar 1 2007, 06:36 PM
პოსტი
#43
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
მე გამიგია რომ უფლის ნება სხვაა და უფლის დაშვება _ სხვა, და კიდევ ჩვენ, ჩვენი თავისუფალი და ზოგჯერ ჩვენთვის საზიანო ნ ე ბ ი თ უფლის ნებას გადავავადებთ ხოლმე. (რა პატივში ვყავართ უფალს და რა ცუდად ვიყენებთ ხშირად ამ პატივს )
|
KAIROS |
Mar 2 2007, 08:46 PM
პოსტი
#44
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
საერთოდ ვფიქრობ კარგი იქნება, მანამ მამების აზრებს გავეცნოთ
წმინდა იოანე დამასკელი მართლმადიდებელი სარწმუნოების ზედმიწევნითი გადმოცემა თავი ორმოცდამესამე წინაგანგების შესახებ წინაგანგება არის არსთა მიმართ ღვთისგან გამოვლენილი მზრუნველობა. და კიდევ. წინაგანგება არის ღვთის ზრახვა, რომლის მიერაც ყოველი არსი სათანადოდ წარიმართება. თუ ღვთის ზრახვაა წინაგანგება, სრულიად აუცილებელია, რომ წინაგანგებით შექმნილები, მართებული აზრის თანახმად, უმშვენიერესნი და უმეტესად ღვთისმშვენნი იყვნენ, იმგვარნი, რომელთა უკეთესის შექმნაც შეუძლებელია, რადგან უთუოდ ერთიდაიგივე უნდა იყოს არსთა შემოქმედი და წინაგანმგები. მართლაც, შეუფერებელია და არაკანონზომიერი, სხვა იყოს არსთა შემოქმედი, სხვა კი - წინაგანმგები, რადგან ამ სახით ორივვ მათგანი უეჭველად უძლურებაში აღმოჩნდება. ერთი - იმ მხრივ, რომ წინაგანაგოს, მეორე - იმ მხრივ, რომ შექმნას. ამიტომ, ღმერთია შემოქმედიც და წინაგანმგებიც, რომლის შემოქმედებითი, შემამტკიცებლობითი და წინაგანმგებლობითი ძალა - ესაა მისი კეთილი ნებელობა. „ყოველივე, რაც ინება უფალმა, ქმნა“ (ფს. 134,6), და მის ნებას ვერავინ შეეწინააღმდეგა. ინება მან შექმნილიყო ყოველივე, და შეიქმნა. ნებავს მას ქვეყნიერების შემყარება და შემყარებულია იგი. ყოველივე, რაც მას ნებავს, ხდება. რომ წინაგანაგებს იგი და რომ კარგად წინაგანაგებს, ამის უმართებულესი განჭვრეტა შემდეგნაირად შეიძლება: მხოლოდ ღმერთი არის ბუნებით კეთილი და ბრძენი. ამიტომ, იგი, როგორც კეთილი, წინაგანაგებს (რადგან ვინც არ არის წინაგანმგები, კეთილიც არ არის იგი; ამასთან, ადამიანებიცა და პირუტყვებიც ბუნებითად წინაგანაგებენ მათი შვილებისათვის და ვინც წინდაწინ არ განაგებს, კიცხავენ მას), ხოლო როგორც ბრძენი, გამორჩეულად ზრუნავს იგი არსთათვის. ამიტომ, ვუკვირდებით რა ამას, გვმართებს, რომ მისეული წინაგანგების ყოველი საქმე გვიკვირდეს, ყოველივეს ვაქებდეთ და ყოველივეს გამოუძიებლად ვიწონებდეთ, თუნდაც რომ ბევრისთვის უსამართლო ჩანდეს ეს საქმეები, რადგან უცოდნელია და უწვდომი წინაგანგება ღვთისა. ეს ყოველივე, ვამბობ, ჩვენზე არ არის დამოკიდებული, რადგან ის, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, განეკუთვნება არა წინაგანგებას, არამედ ჩვენს თვითუფლებრივობას. წინაგანგების ნაწილი სათნოჩენითი არის, ნაწილი - დაშვებითი. სათნოჩენითია ის, რაც უცილობლად კეთილია, ხოლო დაშვებითს მრავალი სახე აქვს. მაგალითად, ხშირად უშვებს ღმერთი, რომ მართალიც ჩავარდეს განსაცდელში, რათა სხვებს გაუცხადოს მასში დაფარული სათნოება. ასე მოხდა იობთან დაკავშირებით. სხვა დროს უფალი უშვებს, რომ მოხდეს რაღაც არაჯეროვანი, რათა არაჯეროვნად მისაჩნევი საქმის გზით დიდი და საკვირველი რამ წარმატებულჰყოს მან, როგორც, მაგალითად, ჯვრის მეშვეობით ადამიანთა ხსნა. სხვა მხრივ, უშვებს იგი, რომ მწარედ იტანჯოს წმინდანი, რათა არ მიდრკეს იგი მართალი სინდისისგან, ან კიდევ, მისდამი ბოძებული ძალისა და მადლისგან ამპარტავნებისკენ არ გადადრკეს, როგორც [დაუშვა მან ეს] პავლეზე. ზოგჯერ ხდება გარკვეული დროით ვინმეს მიტოვება სხვის გამოსასწორებლად, რომ მისი მდგომარეობის განჭვრეტით სხვები განისწავლონ, როგორც ეს მოხდა ლაზარესთან და მდიდართან დაკავშირებით (რადგან ბუნებით ვწუხვართ, როდესაც ვხედავთ ვინმეს ტანჯვას). ზოგჯერ ვინმეს მიტოვება ხდება სხვის სადიდებლად და არა საკუთარი თუ მშობლებისეული ცოდვების გამო. ასე იდიდა ძე კაცისა მისგან, ვინც დაბადებით ბრმა იყო. კიდევ, დაუშვებს ღმერთი ვინმეს ტანჯვას, რომ სხვამაც ჰბაძოს მას, რათა ტანჯულის პატივის განდიდებამ სხვებისთვისაც საშური გახადოს ტანჯვა, გაუჩნდებათ რა მათაც სასოება სამომავლო დიდებისა და სამომავლო კეთილთა ნდომა. ამგვარი რამ ხდება მოწამეებთან დაკავშირებით. ზოგჯერ იმის ნებართვაც მიეცემა ვინმეს, რომ სასირცხვილო საქმეში ჩავარდეს, რათა ამით სხვა უარესი ვნება გამოასწოროს მან. მაგალითად, როდესაც ვინმე გაამპარტავნდება საკუთარ სათნოებათა და წარმატებათა გამო, მიუშვებს მას ღმერთი, რომ სიძვით დაეცეს, რათა დაცემის შედეგად საკუთარი უძლურების შეგრძნებამდე მივიდეს იგი, დამდაბლდეს, მიეახლოს უფალს და აღსარება უთხრას მას. საჭიროა ვიცოდეთ, რომ გასაკეთებელ საქმეთა არჩევა ჩვენზეა დამოკიდებული, ხოლო ამ საქმეთაგან კეთილთა დაბოლოება ღვთის თანამოქმედებით ხდება, რადგან იგი, შესაბამისად თავისი წინასწარმცოდნეობისა, ჯეროვნად თანამოქმედებს მათთან, რომლებიც მართალი სინდისით ირჩევენ სიკეთეს. მეორე მხრივ, უკეთური საქმეების დასრულება მიტოვებულია ღვთისგან, რომელიც, კვლავ თავისი წინასწარმცოდნეობის შესაბამისად, სამართლიანად ტოვებს მათ. მიტოვების სახე ორია, რადგან არსებობს განგებულებითი და განსწავლითი მიტოვება და არსებობს სრულიად განწირვითი მიტოვება. განგებულებითი და განსწავლითია ის, რაც ხდება ვნებულის გამოსასწორებლად, გადასარჩენად და სადიდებლად, ან კიდევ იმიტომ, რომ სხვებსაც ჰქონდეთ მისდამი მოშურნეობა და ბაძვა, ანდა იმიტომ, რომ ღმერთი იდიდოს. ხოლო სრული მიტოვებაა, როდესაც ღმერთი ყოველივეს მოიმოქმედებს ადამიანის გადასარჩენად, ის კი უგრძნობი და უექიმებელი, უფრო კი უკურნებელი დარჩება საკუთარი მოწადინებისამებრბ და მაშინ სრულ წარწყმედას გადაეცემა იგი იუდას მსგავსად. დაგვინდოს ჩვენ ღმერთმა და გვიხსნას ამგვარი მიტოვებისგან. ამასთან, საჭიროა იმის ცოდნა, რომ მრავალგვარია ღვთის წინაგანგება, რაც არც სიტყვით შეიძლება განიმარტოს, არცთუ გონებით შემოიცვას. გვმართებს ვიცოდეთ, რომ ყველა დამამწუხრებელი შემთხვევა მხსნელად ევლინება მათ, რომლებიც მადლობით იღებენ მას, ხდება რა იგი ყოვლითურთ სარგებლობის მომტანი მათთვის. საჭიროა იმის ცოდნა, რომ ღმერთს უპირატესად ის ნებავს, ყველანი გადარჩნენ და ჰპოვრნ მისი სასუფეველი, რადგან არათუ სატანჯველად შეგვქმნა ჩვენ, არამედ მისი, როგორც კეთილის, სიკეთესთან წილმქონეობისათვის. თუმცა მცოდველის ტანჯვა სამართლიანადვე ნებავს მას. ამიტომ ითქმის, რომ პირველი, ეპირატესი ნება და სათნოჩენა მისგანვე არის, ხოლო მეორე, მომდევნო ნება და დაშვება - ჩვენი მიზეზით. და ეს ორადია. ერთი, განგებულებითი და განსწავლითი, - ხსნისათვის, ხოლო მეორე, განწირვითი, - სრული ტანჯვისთვის, როგორც ვთქვით. ესენია ის, რაც ჩვენზე არ არის დამოკიდებული, ხოლო იმათგან კი, რაც ჩვენზეა დამოკიდებული, ერთი მხრივ, ის, რაც კეთილია, განსაკუთრებით ნებავს და ესათნოება [ღმერთს], ხოლო, მეორე მხრივ, რაც უკეთურია და ნამდვილად ბოროტი, არც უპირატესად, არც მომდევნოდ არ ნებავს მას, თუმცა კი უშვებს ამას (ადამიანის) თვითუფლებრივობის გამო, რადგან იძულებით ნამოქმედარი არც მოაზროვნეობითია, არც სათნოება. ამასთან, წინაგანაგებს ღმერთი მთელ შესაქმეს, ქველმოქმედებს რა და განმსწავლელობს მთელი შესაქმის გზით, ხშირად კი - თვით ეშმაკთა მეშვეობითაც, როგორც, მაგალითად, იობთან და ღორებთან დაკავშირებით. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
qeTTvani |
Mar 3 2007, 12:23 AM
პოსტი
#45
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 4 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,216 |
მაინტერესებს ერთი რამე. ვიცი რომ ღვთის ნების გამოძიება ცოდვაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რაც ხდება მართლა ღვთის ნებაა თუ არა? ვერ ვხდები ხოლმე რატო ამბობენ ყველაფერზე ღვთის ნებააო. ცუდიც ღვთის ნებაა? არ შეიძლება რომ ავცდეთ?
|
givilo |
Mar 6 2007, 04:36 PM
პოსტი
#46
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,220 |
ერთი მითხარით ადამიანი რომ იბადება ღვთის ნებაა? ალბათ დადებითი პასუხი გექნებათ დ შეიძლება ისიც დაამატოთ რომ თუ ადამიანი არ იბადება ან ადრევე გარდაიცვლება ეგეც ღვთისნებაა, კარგი მასე იყოს მაგაზე არ ვსაუბრობ. ვთქვათ მე დავიბადე კეთილმორწმუნე მუსლიმის ოჯახში, ან თუ გნებავთ სხვა რელიგიური მიმდინარეობა დავასახელოთ. მაინტერესებს ღვთის ნება არის ესეც ხომ?
|
missis_kartveli |
Mar 6 2007, 04:44 PM
პოსტი
#47
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 1,142 რეგისტრ.: 14-December 06 მდებარ.: tbilisi წევრი № 684 |
givilo
მუსულმანის შვილი მუსულმანი იქნება, და ქრისტიანის ქრისიტიანი, შენ მართლმადიდებლურ ოჯახშI დაიბადე_ეს ღვთის წყალობააgivilo მაინტერესებს ერთი რამე. ვიცი რომ ღვთის ნების გამოძიება ცოდვაა, მაგრამ როგორ უნდა გავიგოთ რაც ხდება მართლა ღვთის ნებაა თუ არა? ვერ ვხდები ხოლმე რატო ამბობენ ყველაფერზე ღვთის ნებააო. ცუდიც ღვთის ნებაა? არ შეიძლება რომ ავცდეთ? როცა რაიმე გემართება ეს ღვთის დაშვებით ხდება, თუ განსაცდელში აღმოჩნდი ეს შენს გამოსაწრთობად ხდება, უფლის დაშვებით, ან შენი ცოდვის პასუხია... ანუ რაც უფრო შორდები უფალს შენ სატანას მით უფრო საშუალებას აძლევ რაიმე ცუდი დაგმართოს, და უფალიც ამას უშვებს იმიტომ რომ მისგან შორს ხარ... |
დათიკო |
Mar 6 2007, 05:49 PM
პოსტი
#48
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
givilo
miss_kartveli უფლისთვის არა აქვს მნიშვნელობა ვის ოჯახში დაიბადა ბავშვი. მისთვის ყველა ერთია. |
givilo |
Mar 6 2007, 09:55 PM
პოსტი
#49
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 10 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,220 |
ჰო მაგრამ თუ მართლმადიდებლის ოჯახში არ დავიბადე ღმერთი არ არის მოსყალე თუ რამე დაუშავეს იმ ადამიანებმა მართლამდიდებლურ ოჯახში რომ არ დაბადა? ამბობტ ყველა ერტია ღმერთისთვისო კარგი მაშინ თუ ყველა ერთია, რატომ გაიძახიან მართლმადიდებლები გადავრჩებითო? ჰო რავიცი შეიძლება მხოლოდ მე მესმის ასეთი საუბრები
|
დათიკო |
Mar 7 2007, 12:55 AM
პოსტი
#50
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
givilo
ციტატა ამბობტ ყველა ერტია ღმერთისთვისო კარგი მაშინ თუ ყველა ერთია, რატომ გაიძახიან მართლმადიდებლები გადავრჩებითო? რა თქმა უნდა მახოლოდ ჭეშმარიტი გზა არის მაცხოვნებელი. სხვა გზა არ არის. მე ვთქვი რომ ყველას ტანაბარი შანსი აქვს ცხონდეს, მაგფრამ საბოლოო ჯამაში მართლმადიდებლური გზაა მაცხოვნებელი. |
ninca |
Mar 19 2007, 08:41 PM
პოსტი
#51
|
ninca ჯგუფი: Members პოსტები: 192 რეგისტრ.: 11-November 06 წევრი № 450 |
მათთვის, ვინც ამაში გარკვევას ცდილობ, ზედგამოჭრილია ეგნატე ბრიანჩანინოვის ეს წერილი
ცხონების შესახებ რა მწარე და გულსატკენი სანახავია: ქრისტიანები, რომლებმაც არ იციან, რა არის ქრისტიანობა! არადა, ირგვლივ თითქმის ყველგან ეს მდგომარეობაა; იშვიათად თუ ნახავს ადამიანი ამის საპირისპირო, სანუგეშო მაგალითს! გამონაკლისად იქცა ერთდროულად სახელითა და საქმით ქრისტიანი, იმ ხალხს შორისაც კი, ვინც თავის თავს ქრისტიანს უწოდებს. თქვენს მიერ დასმულ შეკითხვას ახლა განუწყვეტლივ იმეორებენ: „რატომ არ უნდა სცხონდნენ წარმართები, მაჰმადიანები, და ეგეთ წოდებული მწვალებლები? მათ შორის ბევრი კეთილშობილი ადამიანია. მათი წარწყმედა ღმერთის მოწყალე ბუნების საწინააღმდეგო იქნებოდა!.. დიახ, სწორედ, რომ მიუღებელია ეს აზრი ადამიანის საღი აზროვნებისთვის! - ხოლო რაც შეეხება მწვალებლებს, ისინი ხომ იგივე ქრისტიანები არიან. ჩვენ, მართლმადიდებლები, ვსცხონდებით, ხოლო სხვა სარწმუნოების მიმდევარნი წარწყმდებიან, - ამის თქმა უგუნურებაა და უკიდურესი ამპარტავნებაც“. სათქმელის სიცხადეს მრავლისმეტყველებით რომ არ ვავნო, ამიტომ ვეცდები მოკლედ გიპასუხოთ: ქრიტიანებო! ცხონებაზე მსჯელობთ და იცით კი, რა არის ცხონება? ანდა რისთვის სჭირდება იგი ადამიანს? და ბოლოს, იცით კი ქრისტე - ცხონების ერთადერთი საშუალება. წმიდა კათოლიკე („კათოლიკე“ საყოველთაოს ნიშნავს - საიტის ავტორის შენიშვნა) სამოციქულო ეკლესიის სწავლება ამ საკითხთან დაკავშირებით ასეთი გახლავთ: ხსნა სულისა (ცხონება) მდგომარეობს ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენაში. ეს კავშირი კაცობრიობამ ადამის პირველქმნილი ცოდვით დაკარგა, მთელი მოდგმა ადამისა დაღუპულ არსებათა წყებაა. წარწყმედა ყველა ადამიანის ხვედრია, კეთილისა და ბოროტისა. „უსჯულოებათა შინა მიუდგა და ცოდვათა შინა მშვა მე დედამან ჩემმან“ (ფს. 50, 7), წმიდა მღვდელმთავარი იაკობი თავის მშვენიერ, უმანკო იოსებსა და თავის თავზე ასე ამბობს: „შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად“ (დაბ. 37, 35) მიწიერი ცხოვრების შემდეგ ჯოჯოხეთში ჩადიოდნენ ძველი აღთქმის არა მარტო ცოდვილნი, არამედ მართალნიც. ასეთი ძალა აქვს ჩვენს ადამიანურ სიკეთეს. ასეთივე ფასი აქვს ჩვენი ცოდვილი ბუნებიდან შობილ სათნოებას! ცხონებისათვის, ანუ ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენისათვის აუცილებელი გახდა გამოხსნა. გამოსყიდვა ცოდვისა. კაცობრიობის ხსნა მოხდა არა ანგელოზის, ან მთავარანგელოზის, ან კიდევ რომელიმე სხვა, უმაღლესი მაგრამ სასრული და შექმნილი არსების მიერ, არამედ თვით უსაზღვრო ღმერთის მიერ. უფალმა თავს იდვა კაცთა მოდგმის კუთვნილი სასჯელი. ჩვენი ღვაწლის ყველა ნაკლი მისმა უდიდესმა ღირსებამ დაფარა, შეავსო. ადამიანური, უმწეო კეთილი საქმეების ნაცვლად მოგვცა ერთი, ყოვლის შემძლე კეთილი საქმე: რწმენა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტეს მიმართ. ჰკითხეს იუდეველებმა ქრისტეს: „რაი ვუყოთ, რაითა ვიქმოდეთ საქმესა ღმრთისასა? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: ესე არს საქმე ღმრთისა, რაითა გრწმენეს, რომელი-იგი მან მოავლინა“ (ინ. 6, 28-29). ცხონებისათვის ერთი კეთილი საქმე გვესაჭიროება: სარწმუნოება. მაგრამ სარწმუნოება საქმეცაა. სარწმუნოებით, მხოლოდ სარწმუნოებით და უფლისაგან ბოძებული ეკლესიური საიდუმლოებების მეშვეობითაა შესაძლებელი ღმერთთან დაკარგული კავშირის აღდგენა. ამაოდ ფიქრობთ და ამბობთ, რომ კეთილი ხალხი, თუნდაც წარმართი ან მაჰმადიანი იყოს, მაინც ცხონდება, ანუ ღმერთთან ერთად იქნება მარადისობაში. ცდებით! ჭეშმარიტი ეკლესია, როგორც ძველი აღთქმისა, ისევე ახლისაა, ყოველთვის აღიარებდა, რომ სულის ხსნის ერთადერთი საშუალება არის მაცხოვარი. ადამიანი თავისი დაცემული ბუნების გამო, უდიდესი სათნოებებითაც რომ იყოს დაჯილდოებული, მაინც ჯოჯოხეთისთვისაა განწირული. გაიხსენეთ, რომ ძველი აღთქმის მართალნი, მნათობნი, გაბრწყინებულნი სულითა წმიდითა, წინასწარმეტყველნი და საკვირველთმოქმედნი, რომელთაც სწამდათ მაცხოვრის მოსვლა, მის განკაცებამდე მაინც ჯოჯოხეთში ხვდებოდნენ. მაშ როგორღა გინდათ, რომ ცხონდნენ წარმართნი და მაჰმადიანები, მხოლოდ იმიტომ, რომ თქვენ ისინი კეთილნი გეჩვენებიან, თუკი მათ არც შეიცნეს და არც იწამეს მაცხოვარი? ცხონება ხომ ერთადერთი, ვიმეორებთ, ერთადერთი საშუალებითაა შესაძლებელი - იესო ქრისტეს რწმენით. ქრისტიანენო! შეიცანით ქრისტე! - გაიგეთ, რომ არ იცნობთ მას, აღიარეთ, რომ უარყოფდით მას, თუკი თვლიდით, რომ ცხონება მხსნელის გარეშე, რაღაც კაცობრივი სიკეთეების გამოც მიეცემა კაცს. ის, ვინც შესაძლებლად თვლის ცხონებას იესო ქრისტეს რწმენის გარეშე იგი უარყოფს ქრისტეს და შესაძლოა უნებლიეთ, ღმრთის გმობის ცოდვაში ვარდება. „რამეთუ ვიტყვით განმართლებასა კაცისასა სარწმუნოებითა თვინიერ საქმეთა შჯულისათა, სარწმუნოებითა იესო ქრისტესითა ყოველთა ზედა მორწმუნეთა რამეთუ არა არს განწვალება. - ხოლო განმართლდებიან უსასყიდლოდ მადლითა მისითა და გამოხსნითა მით იესო ქრისტესითა“ (რომ. 3, 22-24). თქვენ მიპასუხებთ, რომ წმიდა მოციქული იაკობი მოითხოვს უსათუოდ კეთილ საქმეებს; იგი გვასწავლის, რომ სარწმუნოება საქმეების გარეშე მკვდარია: „ვითარცა ხორცნი თვინიერ სულისა მკუდარ არიან, ეგრეთვე სარწმუნოება თვინიერ საქმეთასა მკუდარ-არს“ (იაკობ 2, 26); მაგრამ აბა კარგად დააკვირდით, რას მოითხოვს წმიდა მოციქული იაკობი, და თქვენ ნახავთ, რომ იგი, როგორც ყველა ღვთივსულიერი მწერალი წმიდა წერილისა, მოითხოვს სარწმუნოებრივ საქმეებს, და არა კეთილ საქმეებს. ამის მაგალითად მას პატრიარქ აბრაამის რწმენის დამადასტურებელი საქმე მოჰყავს; აბრაამს ერთადერთი შვილი უნდა შეეწირა მსხვერპლად უფლისათვის. ეს იყო ამ ამბის შინაარსი. საკუთარი შვილის მსხვერპლად შეწირვა ადამიანური გონების მიხედვით სრულებითაც არაა კეთილი საქმე. ეს საქმე იმდენადაა კეთილი, რამდენადაც ღვთის ნებას აღსრულებას, სარწმუნოების საქმეს წარმოაჩენს. ჩაიხედეთ ახალ აღთქმაში, ან მთელ წმიდა წერილში და ნახავთ, რომ იგი ღმრთის მცნებების აღსრულებას მოითხოვს და მათ აღსრულებას ეწოდება საქმე. უფლის მცნებების დაცვით ხდება სარწმუნოება ცოცხალი. ამის გარეშე იგი მკვდარია. ნახავთ იმასაც, რომ ჩვენი დაცემული ბუნების ნამოქმედარი კეთილი საქმეები, გამომდინარე გრძნობებიდან, ვნებებიდან, გულის ნაზი განცდებიდან და აღტყინებიდან, აკრძალულია და დაგმობილი. თქვენ კი სწორედ ეს კეთილი საქმეები მოგწონთ წარმართებსა და მაჰმადიანებში და გსურთ, რომ ისინი ცხონდნენ ამ საქმეების წყალობით, თუნდ არც კი სწამდეთ ქრისტე. უცანურია თვენი მსჯელობა საღი აზროვნების შესახებ. საიდან, რატომ ფიქრობთ, რომ გაქვთ ეს საღი აზროვნება? თუ კი თქვენ ქრისტიანი ხართ, მაშინ წარმოდგენაც ქრისტიანული უნდა გქონდეთ ამ საკითხის შესახებ და რაღაც ყურმოკრულ სწავლებებს არ უნდა გამოედევნოთ. სახარება გვასწავლის, რომ დაცემით ადამიანმა ცრუ აზროვნება შეიძინა და ეს ყალბი აზროვნება, მიუხედავად მისი ღირსებებისა და ამსოფლიურ მეცნიერებებში მისი განსწავლულობისა, მაინც ინარჩუნებს დაცემული ბუნების ყველა თვისებებს. უნდა უარვყოთ იგი და სარწმუნოება გავიხადოთ წინამძღოლად. თავის დროზე ასეთებს ღმერთი მიანიჭებთ ჭეშმარიტ ანუ სულიერ აზროვნებას; აი ასეთი აზროვნება შეიძლება და საჭიროცაა, რომ ვაღიაროთ საღ გონებად. იგია განცხადებული სარწმუნოება, ასე მშვენივრად აღწერილი წმიდა მოციქულ პავლეს მიერ ებრაელთა მიმართ ეპისტოლის მე-11 თავში. სულიერი აზროვნების საფუძველი ღმერთია, ამ მტკიცე ლოდზე დაშენებული იგი არ ირყევა და არც ეცემა, ხოლო იმას, რასაც თქვენ საღ აზრს უწოდებთ, ჩვენ, ქრისტიანენი ცდომილებად, სიბნელედ და ავადმყოფობად შევრაცხავთ. იგი კი მხოლოდ სარწმუნოების მახვილით, ჩვენი ცრუ აზროვნების მიერ დაგროვებული მთელი ცოდნის მოკვეთით განიკურნება. და თუკი მას მაინც საღ აზროვნებად მიიჩნევთ, მიუხედავად იმისა, რომ იგი რაღაც მერყევ, განუსაზღვრელ, გაუგებარ და მუდმივად ცვალებად საფუძველზე დგას, იცოდეთ, სწორედ ეგ აზროვნება იქნება, ქრისტეს უარყოფამდე რომ მიგიყვანთ. თვენ კი რას გეუბნებათ თქვენი საღი აზრი? იმას, რომ კეთილი ხალხის წარწყმედა, რომელბსაც არა სწამთ იესო ქრისტე, ეწინააღმდეგება თქვენს საღ აზროვნებას! უფრო მეტიც, თქვენ ფიქრობთ, რომ ასეთი კეთილი ხალხის წარწყმედა ეწინააღმდეგება ღმრთის მოწყალებას! თქვენ უსათუოდ ზეციდან გექნებოდათ გამოცხადება იმის შესახებ, თუ რა ეთანხმება და რა არა ღმრთის მოწყალებას! - არა? - კი მაგრამ, თქვენი საღი აზრი რომ ამას გეუბნებათ? ოჰ, ეს თქვენი საღი აზრი!.. კი, მაგრამ თქვენი საღი აზროვნების იმედად როგორ ასკვნით, რა ეთვისება და რა არა ღმრთის მოწყალებას? საიდან მოიტანეთ, რომ ძალგიძთ საკუთარი, შეზღუდული, ადამიანური გონებით განსაჯოთ, თუ რა არის ღმრთისათვის სათნო? ნება მიბოძეთ, ჩვენი აზრი გითხრათ: სახარებამ, იგივე ქრისტეს სწავლებამ, იგივე წმიდა და კიდევ სხვაგვარად წმიდა კათოლიკე სამოციქულო ეკლესიამ, ღმრთის მოწყალებასთან დაკავშირებით, რისი დატევნაც კი შეეძლო კაცის გონებას, ყველაფერი გვაუწყა; რა ამაოა და ფუჭი ადამიანის ტვინის ჭყლეტა, როცა იგი განუსაზღვრელი ღმერთის განსაზღვრას ლამობს, როცა ცდილობს, აუხსნელი თავისი წარმოდგენის მიხედვით ახსნას. ახსნას ვინ?.. ღმერთი? ასეთი წამოწყება სატანური წამოწყებაა!.. შენ, რომელიც თავს ქრისტიანს უწოდებ, და ამავე დროს არ იცნობ ქრისტეს მოძღვრებას! თუკი ამ მადლმოსილი, ზეციური მოძღვრებიდან ვერ გაგვიგია, რომ ღმერთი კაცის გონებისათვის შეუცნობელია და მიუწვდომელი - წადი სკოლაში, ყური დაუგდე, რას ასწავლიან ბავშვებს. მათემატიკის მასწავლებელი მათ უხსნის, რომ უსასრულობა, როგორც განუსაზღვრელი სიდიდე, არ შეიძლება ემორჩილებოდეს იმ კანონებს, რომელსაც ემორჩილება განსაზღვრული სიდიდეები - რიცხვები, რომ მისი შედეგები, შესაძლოა, სრულიად საწინააღმდეგო იყოს რიცხვთა შედეგებისა... შენ კი გინდა, კანონები დაუწესო ღმერთის გულმოწყალებას და ამბობ, ეს ეთანხმება მას, ეს კი - ეწინააღმდეგებაო, - იმისდა მიხედვით, თუ როგორ ეთვისება იგი შენს საღ აზრს, შენს წარმოდგენებსა და შეგრძნებებს! რატომ გგონია, რომ ღმერთს ყველაფერი ისე უნდა ესმოდეს და ისე გრძნობდეს, როგორც შენ გრძნობ და გესმის? არადა სწორედ ამას მოითხოვ ღმრთისაგან. აი, ყოვლად განუსჯელი და უდიდესი სიამაყით აღსავსე წამოწყება! მაშ საღი აზრისა და თავმდაბლობის არქონაში მაინც ნუ სდებ ეკლესიას ბრალს, ეგ შენი, საკუთრივ შენი ნაკლია! წმიდა ეკლესია კი განუხრელად მიჰყვება თავად ღმერთის მიერ განცხადებულ სწავლებას ღვთაებრივი ქმედების შესახებ. მას მორჩილად მისდევენ რწმენით განათლებული მისი ჭეშმარიტი შვილები, რომელთაც დადრიკეს ღმერთთან მორკინალი, მზვაობარი გონება. ჩვენ გვწამს, რომ ღმერთის შესახებ მხოლოდ იმის ცოდნაა ჩვენთვის შესაძლებელი, რაც თავად უფალმა გამოგვიცხადა! რომ იყოს სხვა გზა ღმერთის შემეცნებისა, რომელსაც საკუთარი ძალისხმევით გავუკვლევდით ჩვენს გონებას, მაშინ ადამიანს არ მიეცემოდა ზეციური გამოცხადებანი. აუცილებელია ისინი ჩვენთვის და ამიტომაც გვეძლევა. რა ამაოა და მცდარია კაცობრივი ნააზრევი, ადამიანური გონების მიმოკვეთება! თქვენ ამბობთ, მწვალებლები იგივე ქრისტიანები არიანო, საიდან მოიტანეთ? თუ არა უკიდურესი უმეცარი, ქრისტიანი რომ ჰქვია და არაფერი იცის კი ქრისტეს შესახებ. სხვა ვინ გაბედავს და იტყვის, თითქოს ისეთივე ქრისტიანია, როგორც რომელიმე მწვალებელი. ხოლო წმიდა ქრისტეანული სარწმუნოება არაფრით განირჩევა წყევის შვილთა ღმრთის მგმობი მწვალებლობისაგან! ჭეშმარიტი ქრისტიანები სხვაგვარად მსჯელობენ ამის შესახებ! წმიდა მოწამეთა ურიცხვმა საკრებულომ მოწამეობრივი გვირგვინები მწვალებლობასთან ბრძოლაში დაიდგა. მათ უსასტიკესი, ხანგრძლივი ტანჯვა-წამება და სატუსაღოები არჩიეს ღმრთის მგმობი სწავლების გაზიარებას. მსოფლიო ეკლესია ყოველთვის აღიარებდა, რომ მწვალებლობა მომკავდინებელი ცოდვაა, რომ ადამიანი, რომელიც ამ საშინელი სენითაა შეპყრობილი, - მკვდარია სულით, - განშორებულია ღმრთის მადლისა და ცხონებისაგან, თანაზიარია ეშმაკისა და მისი დამღუპველი საქმეებისა. მწვალებლობა გონების ცოდვაა, იგი უფრო სატანისეულია, ვიდრე ადამიანური. იგი ასულია ეშმაკისა და მის მიერ გამოგონილი ეს უსჯულოება ახლოა კერპთაყვანისმცემლობასთან. ეკლესიის წმიდა მამები კერპთაყვანისმცემლობას - უსჯულოებას, ხოლო მწვალებლობას - ბოროტის მსახურებას უწოდებენ. კერპთმსახურებისას ეშმაკი თვითონ იღებდა ღმრთის კუთვნილ პატივს დაბრმავებული ადამიანებისაგან, ხოლო მწვალებლობით იგი მათ თავისი უმთავრესი ცოდვის, ღმრთის გმობის თანაზიარად იხდის: ის ვინც ყურადღებით წაიკითხავს „საეკლესიო კრებათა აქტებს“, ადვილად დარწმუნდება, რომ მწვალებელთა ხასიათი მთლიანად სატანურია, დაინახავს მათ საშინელ თვალთმაქცობას: განუზომელ სიამაყეს, მათ საქციელს, რომელიც მუდამ სიცრუითაა განმსჭვალული, დაინახავს მათ ბილწ ვნებებს, იმას რომ თუკი მიეცათ შესაძლებლობა, ყოველთვის მზად არიან ჩაიდინონ საზარელი ბოროტმოქმედება. განსაკუთრებით თვალში საცემია მწვალებელთა შეურიგებელი სიძულვილი ჭეშმარიტი ეკლესიის შვილების მიმართ, რომელთა სისხლიც მათ მთელი არსებით სწყურიათ! მწვალებლობა გულის განძვინებასთან, გონების საშინელ დაბნელებასა და დაზიანებასთანაა დაკავშირებული. იგი მყარად მკვიდრდება მის მიერ მოწამლულ სულში და მეტად ძნელია ადამიანის განკურნება ამ მძიმე სენისაგან. ყოველი მწვალებლობა შეიცავს სული წმიდის გმობას: იგი ან სული წმიდის დოგმატს გმობს, ანდა სული წმიდის მოქმედებას, მაგრამ აუცილებლად გმობს სული წმიდას. ყოველგვარი მწვალებლობის არის არის გმობა ღმრთისა. წმიდა ფლაბიანემ, კონსტანტინეპოლის პატრიარქმა, რომელმაც საკუთარი სისხლით აღბეჭდა ჭეშმარიტი სარწმუნოების აღმსარებლობა, კონსტანტინეპოლის ადგილობრივი კრების განჩინება ერესიარქ ევტიქიზე ამგვარად გადმოსცა: „ევტიქი, აქამომდე ხუცესი, არქიმანდრიტი, სავსებით მხილებულია, როგორც თავისი წარსული მოქმედებით, ასევე - აწინდელი ახსნა-განმარტებებით, ვალენტინისა და აპოლინარის ცდომილებაში და მათი ღმრთის გმობის ჯიუტად დაცვაში, - მითუმეტეს, რომ მან არ შეიწყნარა ჩვენი რჩევა-დარიგებანი - მიეღო ჭეშმარიტი სწავლება. ამიტომაც ვტირით და მოვთქვამთ მის დააღუპვასა და საბოლოო წარწყმედას, და სახელითა უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესა ვაცხადებთ, რომ იგი ღმრთის გმობაშია ჩავარდნილი, რომ მას ჩამორთმეული აქვს სამღვდელო წოდება, აღკვეთილი აქვს ჩვენთან ერთობა და ეკრძალება მონასტრის განმგებლობა. ამით ჩვენ ვაუწყებთ ყველას, რომ ვინც კი ამიერითგან ისაუბრებს მასთან ან ინახულებს მას, თავადაც განკვეთა ელის“. ეს განჩინება მიიღო მთელმა ეკლესიამ, ესაა მსოფლიო ეკლესიის მოკლე განჩინება მწვალებელთა თაობაზე, იგი დაამტკიცა ქალკედონიის მეოთხე მსოფლიო კრებამ. ევტიქის მწვალებლობის არსი ის იყო, რომ იგი უარყოფდა ეკლესიის სწავლებას მაცხოვრის ორი ბუნების შესახებ - იგი აღიარებდა მასში მხოლოდ ღვთაბრივ ბუნებას. თქვენ მეტყვით - ეგ არის და ეგ, მეტი ხომ არაფერიო?! სასაცილოა, ერთის მხრივ, თავისი უმეცრების გამო, ხოლო, მეორე მხრივ, თავისი არსით და შედეგებით მეტად სავალალოა ის პასუხი, რომელიც ერთ-ერთმა ძლიერმა ამა სოფლისამ გაუგზავნა ალექსანდრიის პატრიარქს, წმიდა ალექსანდრეს, არიოზის მწვალებლობის შესახებ. ეს პიროვნება ურჩევს პატრიარქს შეინარჩუნოს მშვიდობა, არ წამოიწყოს დავა, რომელმაც შეიძლება ქრისტიანული სულისათვის ეგზომ მიუღებელი განხეთქილება გამოიწვიოს. იგი წერს, რომ ვერ ამჩნევს არიოზის სწავლებაში რაიმე საძრახისს; მხოლოდ სიტყვებშია განსხვავება და მეტი არაფერიო! „ეს განსხვავება სიტყვებში“ - შენიშნავს ისტორიკოსი ფლერი, რომელშიც თითქოს არაფერია „საძრახისი“, უარყოფს იესო ქრისტეს ღვთაებრიობას, რომ ყველა მწვალებლობა, მიუხედავად თავისი სხვადასხვაობისა, ერთი მიზნისაკენ ისწრაფოდა - ისინი უარყოფდნენ ქრისტეს ღვთაებრიობას და ამახინჯებდნენ მისი განკაცების დოგმატს. უახლესი მწვალებლები კი უარყოფენ სული წმიდის მოქმედებას. მწვალებლებმა საშინელი გმობით უარყვეს საღმრთო ლიტურგია, ეკელსიის ყველა საიდუმლო, ყოველივე ის, რაშიც მსოფლიო ეკლესია სული წმიდის მოქმედებას აღიარებს: ყველაფერ ამას მათ კაცობრივი დადგინებანი უწოდეს, უფრო კადნიერად კი - ცრურწმენა, შეცდომა! რა თქმა უნდა, მწვალებლობაში თქვენ ვერ ხედავთ ქურდობას და ძალადობას. იქნებ ამიტომაც არ მიგაჩნიათ იგი ცოდვად? მაგრამ აქ უარყოფილია ძე ღმრთისა, უარყოფილია და დაგმობილია სული წმიდა, ეგ არის და ეგ, მეტი არაფერი! ღმრთის გმობის სწავლების მიმღებელი და დამმარხველი, ეს ვინც წარმოთქვამს ღმრთის გმობას, არც ავაზაკია და არც მპარავი, თავისი დაცემული ბუნების შესაბამისად კეთილ საქმეებსაც იქმს, ის მშვენიერი ადამიანია! როგორ იქნება, რომ ღმერთმა ასეთი კაცი არ აცხონოს!.. მიზეზი თქვენი უკანასკნელი ცდომილებისა, ისევე როგორც ყველა სხვა დანარჩენისა, ქრისტეანობის ჯეროვანი არცოდნა გახლავთ! ასეთი უმეცრება უმნიშნველო ნაკლი როდია! მას შეიძლება დამღუპველი შედეგებიც მოჰყვეს, მით უმეტეს ახლა, როცა ასე მომრავლდა წიგნები ქრისტეანული სათაურითა და სატანური შინაარსით. სწორედ ჭეშმარიტი ქრისტეანული სწავლების არცოდნის შედეგად შეიძლება, რომ მცდარი და ღმრთის მგმობი აზრი სიმართლედ მიიღოთ, შეითვისოთ იგი და მასთან ერთად მარადიული სიკვდილიც. ღმრთის მგმობი არ ცხონდება! წერილში განჟღავნებული თქვენი ყველა მიუხვდომლობა უკვე საშიშ შემასმენლად ევლინება თქვენივე ცხონებას. მათი არსი ქრისტეს უარყოფაა! ნუ ეთამაშებით საკუთარ ცხონებას, ნუ ეთამაშებით! თორემ მარადიული ტირილი იქნება თქვენი ხვედრი. შეუდექით ახალი აღთქმის და მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამათა კითხვას (და არა ტერეზასი, ფრანცისკელისა და სხვა დასავლელი შეშლილებისა, რომელთაც მათი მწვალებლური ეკლესია წმიდანებად ასაღებს!); შეისწავლეთ მართლმადიდებელი ეკლესიის წმიდა მამებისგან, როგორ გავიგოთ სწორად წმიდა წერილი, როგორი ცხოვრება, აზრები და გრძნობები შეჰფერის ქრისტეანს. წმიდა წერილითა და ცოცხალი სარწმუნოებით შეიცანით ქრისტე და ქრისტეანობა. ეცადეთ სანამ დადგებოდეს საშინელი ჟამი ღმრთის სასმჯავროს წინაშე წარდგომისა, მოიპოვოთ განმართლება ღმრთისა მიერ, რომელიც უსასყიდლოდ ეძლევა უფლისაგან ყოველთა კაცთა, ქრისტეანობის მეშვეობით. „რა არის მართლმადიდებლობა?“ (ნაწილი I), თბილისი, 2001 წ. |
marine |
Nov 6 2014, 02:33 PM
პოსტი
#52
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთი არა მხოლოდ ნებას აძლევს, არამედ ადამიანისგან მოითხოვს კიდეც შემეცნებაში წარემატოს.
საღმრთო ხელოვნებაში არ არსებობს შეჩერება, ყველაფერი მოძრაობს, ანგელოზებიც ერთ ხარისხში არ რჩებიან, არამედ საფეხურიდან საფეხურზე ადიან, იღებენ რა ახალ გამოცხადებას. თუნდაც კაცმა ასი წელი იცოცხლოს, ახალი და ახლი შემეცნებისკენ უნდა წავიდეს... შენ კი იმუშაკე. შრომაში წლები შეუმჩნევლად გავლენ." / წმ. ნექტარიოსი (ტიხონოვი)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 1 2014, 09:15 PM
პოსტი
#53
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩვენ არაფერი შეგვიძლია ღვთის გარეშე".
/ილია მეორე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 1 2015, 09:38 PM
პოსტი
#54
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთი გამგონს უგონებს"
/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 9 2015, 03:48 PM
პოსტი
#55
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ამქვეყნად რომ მოგვავლინა ღმერთმა, შეიძლება ითქვას, რომ თვითონაც მოგვყვა, როგორც მშობელი და ზრუნავს თითოეულზე, რომ არ დავიღუპოთ, არ წავრწყმდეთ და ამ ცხოვრებაში თითოეულს სიკეთე მოგვცეს და ვცხონდეთ; ანუ, ბედნიერები ვიყოთ, ეს არის ღვთის ნება"
/დეკ. გიორგი სამსონიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
sanfol |
Oct 6 2015, 03:46 PM
პოსტი
#56
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
ყველაფერი რაც უკვე მოხდა უნდა მომხდარიყო? ანუ ეს კარგია დადებიად მივიღო?
-------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Oct 6 2015, 04:33 PM
პოსტი
#57
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა ყველაფერი რაც უკვე მოხდა უნდა მომხდარიყო? ანუ ეს კარგია დადებიად მივიღო? რაც მოხდა მხოლოდ ადმიანებზე ადამოკიდებული. ამას უნდა შეეგუო და მიიღო, კარგისთვის უნდა იღვაწო არ აქვს მინიშვნელობა რა მოხდა წარსულში ცუდი თუ კარგი. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Oct 6 2015, 05:13 PM
პოსტი
#58
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
ციტატა რაც მოხდა მხოლოდ ადმიანებზე ადამოკიდებული. ამას უნდა შეეგუო და მიიღო, კარგისთვის უნდა იღვაწო არ აქვს მინიშვნელობა რა მოხდა წარსულში ცუდი თუ კარგი. ვერ მივხვდი ადამიანებზე როგორაა დამოკიდებული, ღმერთი და ეშმაკი არაფერს ახდენს? -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
G_saxva |
Oct 7 2015, 10:57 AM
პოსტი
#59
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
sanfol
ციტატა ვერ მივხვდი ადამიანებზე როგორაა დამოკიდებული, ღმერთი და ეშმაკი არაფერს ახდენს? ძალიან რთულია ასახსნელად. მოდი ასე გეტყვი ცხოვრება დაახლოებით ასეა. მდინარეში რომ იყო ნავით, სადაც ყველაფერს აქვს მნიშვნელობა. წყალზეც ხარ დამოკიდებული სადაც შეიძLება მორევი შეგხვდეს და დაგღუპოს ქვებზეც რომელიც ამოწეულია დ შეიძLება ნავი დაგიმსხვიროს, ასევე დინებაზე სად წაგიყვანს მაგრამ მთავარი შენ ხარ გაქვს ნავი და ნიჩბები. ასეა ცხოვრებაც ყველაფერზე ხარ დამოკიდებული მაგრამ მაინც შენ ხარ მთავარი. -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
sanfol |
Oct 7 2015, 12:58 PM
პოსტი
#60
|
მშვიდობისმყოფელი ჯგუფი: Members პოსტები: 1,068 რეგისტრ.: 19-October 14 წევრი № 13,848 |
G_saxva
გასაგებია მადლობა -------------------- მშვიდობა თქვენდა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი