თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ქველმოქმედების შედეგები _ დავეხმაროთ იცოცხლოს...

პოსტის ავტორი: ქრისტიანე თარიღი: Jun 20 2009, 12:01 AM

24 წლის გიორგი მსხილაძეს დაუდგინდა მწვავე ლეიკემია. ორთვიანი აქტიური ქიმიოთერაპია უშედეგო აღმოჩნდა, ვიანიდან ვერ მოხერხდა რემისიის მიღწევა. გიორგი საჭიროებს ძვლის ტვინის გადანერგვის სასწრაფო ოპერაციას, რაც მხოლოდ საზღვარგარეთაა შესაძლებელი. გიორგის ოჯახს არანიარი საშუალება აღნიშნული ოპერაციის დასაფინანსებლად არ გააჩნია: მას დედა გარდაცვლილი ჰყავს, ჰყავს სამი უმცროსი და-ძმა და ხანშიშესული მამა, რომლებსაც გიორგი უწევდა პატრონობას (ის მუშაობდა და ოჯახი ფინანსურად მთლიანად მასზე იყო დამოკიდებული). დეტალური ინფორმაცია გიორგის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ექიმის დასკვნასთან ერთად შეგიძლიათ ნახოთ: http://gio.itcs.com.ge/index_eng.html
ვისაც რა საშუალება გვაქვს, იქნებ დავეხმაროთ გიორგის სიცოცხლის გადარჩენას. მისი მდგომარეობა ახლა უკიდურესად მძიმეა და ყოველ დღეს, ყველა ჩვენთაგანის თუნდაც მცირეოდენ გულისხმიერებასთან ერთად უდიდესი მნიშვნელობა აქვს გიორგის სიცოცხლის გადასარჩენად!

საბანკო რეკვიზიტები ნახეთ ზემოთ მითითებულ ბმულზე.
SMS ნომერი ჯეოსელიდან 700 610 (ზარის ღირებულებაა 1 ლარი).
დეტალური ინფორმაციისთვის შეგიძლიათ დარეკოთ: 899 160 189 (ეკა მსხილაძე)

ღმერთმა შეგიწიროთ და გაგახაროთ!

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 20 2009, 11:51 AM

სამწუხაროა,რომ ასე ახალგაზრდა ადამიანს ასეთი ავადმყოფობა დაემართა.
იმედია ყველაფერი კარგად იქნება,რადგან უფალი მოწყალეა
უფალი იყოს მისი შემწე

sad.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jun 20 2009, 11:42 PM

ვაიმე რა ცოდოა ასეთი ახალგაზრდა და ასეთი მძიმე დიაგნოზი sad.gif

ლოცვებში მოვიხსენიებ ხოლმე აუცილებლად,უფალი ფარავდეს girl_angel.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 23 2009, 09:14 PM

ჩემი გიოოოოოოოოოოოოოოოო user.gif cray.gif

http://www.radikal.ru

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jun 23 2009, 09:31 PM

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2009, 11:18 PM

ქრისტიანე

ციტატა
899 160 189 (ეკა მსხილაძე)

ეს ვინაა? და?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 23 2009, 11:37 PM

ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 12:18 AM) *

ქრისტიანე

ეს ვინაა? და?

ხო ნათი დაა yes.gif

ჩემი მეზობელია, ერთად ვართ გაზრდლები sad.gif იცით როგორ მიყვარს sad.gif

http://www.radikal.ru


პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 23 2009, 11:38 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ჩემი მეზობელია, ერთად ვართ გაზრდლები იცით როგორ მიყვარს

sad.gif

რაც შეგვეძლება ვცადოთ... sad.gif
უფლის დახმარებით გამოჯანმრთელდება

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jun 24 2009, 02:04 AM

ღმერთმა გამოაჯანმრთელოს, როგორ შემეცოდა sad.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 24 2009, 09:47 AM

ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს

პოსტის ავტორი: inaina თარიღი: Jun 24 2009, 09:55 AM

ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 10:47 AM) *

ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს

a025.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jun 24 2009, 10:03 AM

ნათია

ციტატა
ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს

შეუწიროს უფალმა. smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 12:49 PM

როგორ არის ? sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 24 2009, 01:29 PM

ციტატა(*ana* @ Jun 24 2009, 01:49 PM) *

როგორ არის ? sad.gif

შენი მტერი იყოს ისე, ეგ როგორც არის sad.gif

გული მიკვდება რომ ვუყურებ sad.gif

ციტატა(ნათია @ Jun 24 2009, 10:47 AM) *

ჩვენმა ერთ-ერთმა ფორუმელმა თანხა გამოგზავნა და გიორგის (ეკა) ანგარიშზე ჩავრიცხავ დღეს

შეუწიროს უფალმააა smile.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 01:43 PM

ა ნ უ კ ა

ვაიმე რა ცუდია
ღმერთმა უშველოს sad.gif
ექიმები რას ამბობენ, ან თანხა მაინც თუ გროვდება სამკურნალო sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 24 2009, 01:50 PM

ციტატა(*ana* @ Jun 24 2009, 02:43 PM) *

ა ნ უ კ ა

ვაიმე რა ცუდია
ღმერთმა უშველოს sad.gif
ექიმები რას ამბობენ, ან თანხა მაინც თუ გროვდება სამკურნალო sad.gif

ექიმები ამბობენ, რომ რაც დრო გადის მდგომარეობა მძიმდებაო sad.gif

სასწრაფოდ უნდა გაუკეთდეს ოპერაცია sad.gif ჯერ 10.000 $ არის sad.gif

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jun 24 2009, 01:59 PM

ა ნ უ კ ა
sad.gif
ღმერთმა ქნას შეგროვდეს თანხა და ოპერაციამ კარგად ჩაიაროს...

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jun 27 2009, 11:04 AM

ფონდიდან გადაერიცხა 100 ლარი (იხ. ბმული http://church.ge/index.php?showtopic=6579 )


პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 27 2009, 01:35 PM

ეხლა არის აივანზე და რომ დამინახა, ხელი დამიქნია

საშინლად გამოიყურება sad.gif

გული დამეწვა sad.gif user.gif

პოსტის ავტორი: natianatushki თარიღი: Jun 27 2009, 01:42 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Jun 27 2009, 01:35 PM) *

ეხლა არის აივანზე და რომ დამინახა, ხელი დამიქნია

საშინლად გამოიყურება sad.gif

გული დამეწვა sad.gif user.gif

აუ რა ცუდია,ძალიან მეცოდება. sad.gif sad.gif sad.gif ღმერთმა გააძლიეროს

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 30 2009, 03:42 PM

სისხლის ანალიზი გაგზავნეს ისრაელში

სულ რაღაც 4580 EUR დაჯდა huh.gif

როდის შეუგროვდება ოპერაციის თანხა? sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 1 2009, 07:22 PM

ვაიმე ბავშვებო იცით რა გახარებული ვარ

ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე

მე ძალიან გამიხარდა, სიხარულისგან ცრემლები მომდის hehe.gif cocxali.gif


შეუწიროს უფალმა

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jul 1 2009, 07:56 PM

მიხარია, იმედია მკურნალობა წარმატებით დასრულდება და გიორგი გაჯანსაღდება!

პოსტის ავტორი: *ana* თარიღი: Jul 1 2009, 08:08 PM

ა ნ უ კ ა
აუ რა კარგიაააა wub.gif jump.gif
ღმერთმა ქნას ყველაფერმა კარგად ჩაიაროს და გამოჯანმრთელდეს smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Jul 1 2009, 08:30 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე


ვაიმე, რა კარგიაა :rolleyes:

ისე შემტკიოდა გული მაგ ადამიანზეე.. უფალმა შეუწიროს,ვინც მასეთი სიკეთე გამოიჩინა :)

იმედია,ყველაფერი კარგად დამთავრდება..

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 1 2009, 11:38 PM

ძალიან გამიხარდა თანხის ასე უცებ მომატება

გაახაროს ღმერთმა ვინც თანხა გადარიცხა smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 1 2009, 11:40 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
ვაიმე ბავშვებო იცით რა გახარებული ვარ

ეტყობა სპონსორი იპოვეს და 89.000-ზე მეტია ანგარიშზეე

მე ძალიან გამიხარდა, სიხარულისგან ცრემლები მომდის


შეუწიროს უფალმა

ძალიან კარგი!

როდის წაიყვანენ?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 2 2009, 02:31 PM

გაიხარეთ გოგოებო smile.gif

ნათია

ციტატა
როდის წაიყვანენ?

ზუსტად არ ვიცი ნათ, აპირებენ ამ დღეებში
დავწერ როცა გავიგებ smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 2 2009, 07:21 PM

http://www.radikal.ru

ამას ვენაცვალეე მეე , ჩემი სიმპათიურიი wub.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 6 2009, 12:23 AM

ძალიან კარგი ამბავი yes4.gif

დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად cocxali.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Jul 6 2009, 09:23 AM

ა ნ უ კ ა

ციტატა
დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად

ძალიან კარგი, იმედია ყველაფერი კარგად ჩაივლის, დაწერე ხოლმე თუ იქნება რამე ახალი

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Jul 6 2009, 03:01 PM

ციტატა
ძალიან კარგი ამბავი დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად

გამიხარდა ძალიან,

ღვთის წყალობით ყველაფერი კარგად იქნება,

ღმერთმა გააძლიეროს!


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jul 6 2009, 07:30 PM

ღმერთი შეეწიოს.

დაგვიწერე ხოლმე ანნ ამბები.

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 6 2009, 07:31 PM

ციტატა
დღეს წაიყვანეს გიო ისრაელში ოპერაციის გასაკეთებლად


უფალმა გააძლიეროს და განკურნებული დაბრნებულიყოს smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 6 2009, 10:12 PM

კი დავწერ თუ რამეს გავიიგებ

smile.gif

გაიხარეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 9 2009, 07:56 PM

ე.ი. რა ხდება

გიო წაიყვანეს, მაგრამ ოპერაციას ვერ უკეთებენ არასაკმარისი თანხის გამო sad.gif

დონორი იქნება მისი პატარა ძმა

დღეს კი პატარა ძმისშვილი შეეძინა smile.gif



ესაა ჩემი კომენტარი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 9 2009, 08:11 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
გიო წაიყვანეს, მაგრამ ოპერაციას ვერ უკეთებენ არასაკმარისი თანხის გამო

როგორ თუ არასაკმარისი თანხის გამო?

შენ ხომ დაწერე 89 000 დაუჯდა ანგარიშზეო,
მანამდე კი ბევრად ნაკლები სჭირდებოდა ოპერაციას
და ეხცლა ნუთუ ეგაც აღარ ჰყოფნის? sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 9 2009, 08:17 PM

არა ნინ სულ საჭიროა 130.000 $


ანგარიშზე 116 453.18 $ დევს sad.gif


აი ნახეთ აქ http://gio.itcs.com.ge/

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 09:23 PM

10.000$ აკლია ოპერაციის თანხა სრულად რომ გადაიხადონ

იმედია მალე შეუგროვდება huh.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 12 2009, 09:34 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
10.000$ აკლია ოპერაციის თანხა სრულად რომ გადაიხადონ

იმედია მალე შეუგროვდება

ხო, ანაუკა, კი ვნახე ეხლა, ცოდოა ძალიან.
ნეტავ მალე შეგროვდებოდეს თანხა.
ისე კატასტროფულად ძვირია 130 000 მაინც,
მაგრამ მე რა მიკვირს ნეტა. sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 09:42 PM

ნაინა
გაიხარეე kiss1.gif



ოპერაციის შემდეგ, გამოჯამრთელების ალბათობა 75%-იაო, ესე უთქვამთ

ძვლის ტვინის დონორი მისი პატარა ძმა იქნება smile.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 12 2009, 11:21 PM

ა ნ უ კ ა

როდისაა დანიშნული ოპერაცია?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 11:27 PM

ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 12:21 AM) *

ა ნ უ კ ა

როდისაა დანიშნული ოპერაცია?

10.000$-ღა აკლიათ და თუ გადაურიცხავენ, გაუკეთებენ huh.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 12 2009, 11:36 PM

ტუ არადა, არა? sad.gif

და ეხლა იქ რომ არიან, ესეც ხომ ხარჯია?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 12 2009, 11:44 PM

ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 12:36 AM) *

ტუ არადა, არა? sad.gif

და ეხლა იქ რომ არიან, ესეც ხომ ხარჯია?

რავიცი ნინ

ისედაც გვიანდება და სადაც ამდენი ჩაირიცხა, იმედია ვინმე ღვთისნიერი გადაურიცხავს

130.000$თან შედარებით, დარჩენილი თანხა ზღვაში წვეთია dry.gif

პოსტის ავტორი: .ნინო თარიღი: Jul 13 2009, 12:18 AM

ა ნ უ კ ა

გული მცკდება, რომ ვერ ვეხმარებით...

ოდნოში დატრიალდა? კიდევ ერთხელ ხომ არ დავატრიალოთ?

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 13 2009, 01:02 AM

ციტატა(.ნინო @ Jul 13 2009, 01:18 AM) *

ა ნ უ კ ა

გული მცკდება, რომ ვერ ვეხმარებით...

ოდნოში დატრიალდა? კიდევ ერთხელ ხომ არ დავატრიალოთ?

ყველგან არის რეკლამა, ჩასარიცხი აპარატების ე.წ."ფეიბოქსის" მონიტორზეც ვნახე დღეს
ტელევიზორში ხშირად ტრიალებს ტიტრებში
რავიცი ყველა ფორუმზე და საიტზეა გავრცელებული
ყველგან დავწერე

ეჰ რავიცი იმედი მაქვს, მალე გამოჯამრთელებული დაგვიბრუნდება

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Jul 16 2009, 03:10 PM

ა ნ უ კ ა
ახალი არაფერი იცი??

პოსტის ავტორი: tekla_tekla თარიღი: Jul 16 2009, 03:48 PM

უფალმა დაიფაროს და შეეწიოს......იმდენი ცუდი მესმის უკვე დაზაფრული ვარ......

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 16 2009, 05:57 PM

ციტატა(ნინ@ @ Jul 16 2009, 04:10 PM) *

ა ნ უ კ ა
ახალი არაფერი იცი??

ჯერჯერობით არაფერი sad.gif

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Jul 17 2009, 02:31 PM

ა ნ უ კ ა
თუ გაიგო, დაპოსტე რა გეხვეწები. დღეში ასჯერ მახსენდება

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 17 2009, 05:54 PM

ციტატა(ნინ@ @ Jul 17 2009, 03:31 PM) *

ა ნ უ კ ა
თუ გაიგო, დაპოსტე რა გეხვეწები. დღეში ასჯერ მახსენდება

კი აუცილებლად smile.gif მეც მაინტერესებს რა ხდება unsure.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 2 2009, 07:23 PM

დღეს გიოს და შემხვდა


ცუდი ამბავი მაქვს, გული მომიკვდა sad.gif

ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო sad.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Aug 2 2009, 07:41 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 2 2009, 07:23 PM) *

დღეს გიოს და შემხვდა
ცუდი ამბავი მაქვს, გული მომიკვდა sad.gif

ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო sad.gif

ვაიმე რა ცუდიააა sad.gif cray.gif cray.gif


პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 2 2009, 07:50 PM

როგორ მეცოდება ეს ბიჭი,
10 000 გამო არ გაუკეთეს ოპერაცია, არადა რამდენი თანხა მოგროვდა
და ეს დარჩენილი რაღა გახდა ამისთანა. აქამდე რომ გაეკეთებინათ,
ბოლო-ბოლო თანხა მოგროვდებოდა და გადაიხდიდნენ მაგასაც.
გული და შებრალების უნარი დაკარგულია ექიმებშიც, ისე კი, მე
ნამდვილად ვეღარაფერი გამაკვირვებს მაგ მხრივ სამწუხაროდ sad.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 2 2009, 08:06 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 2 2009, 08:23 PM) *

ისე ცუდად არის, ოპერაციას ვერ რისკავენო sad.gif
ohmy.gif sad.gif გული მომიკვდა,როგორი ახალგაზრდაა და...
გიოს ლოცვებში სულ ვიხსენიებ girl_angel.gif
იმედი მაქვს ჯანმრთელობის მდგომარეობა სასიკეთოდ შეიცვლება,თანხაც შეგროვდება და მალე გამოჯანმრთელებულიც დაგვიბრუნდება.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 2 2009, 08:10 PM

არადა მთელი კვირაა დედაჩემი დამდევს დაურეკე მის დას და გაიგე ამბებიო

ვერ მივდიოდი ტელეფონთან

ცუდი ამბავი რომ მითხრას, შეიძლებოდა მეტირა ტელეფონში ემოციებისგან sad.gif

ისე აგიხდათ ყველაფერი კარგი sad.gif ძალიან მეცოდეება sad.gif დედაჩემს რომ ვუთხარი წნევამ აუწია, ისე განიცადა sad.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Aug 2 2009, 09:24 PM

ა ნ უ კ ა

რა საშინელებაა sad.gif როგორ მეცოდება...

და რას ქვია ვერ რისკავენ, მდგმარეობის გაუმჯობესების იმედი აქვთ და მერე გაუკეთებენ? unsure.gif

აბა, ეგრე როდემდე უნდა იცადონ? თუ თანხის პრობლემაცაა და მაგიტომ არ უკეთებენ?

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 3 2009, 04:18 AM

არ დავუშვებ ერთი წამითაც მაგ ფიქრს.
აუცილებლად უნდა გაუკეთონ ოპერაცია და გამოჯანმრთელდეს!

ა ნ უ კ ა

ციტატა
ვერ მივდიოდი ტელეფონთან

მიდი ხოლმე ტელეფონთან რა, დღეში ასჯერ შემოვდივარ ამ თემაში და ამბები რომ არ მხვდება უარესად ვნევროზდები. მე დას არ ვიცნობ, ვერ დავურეკავ ამიტომ sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 11:27 AM

ნინ@
nino84

ციტატა
აუცილებლად უნდა გაუკეთონ ოპერაცია და გამოჯანმრთელდეს!

მძიმედ არის, შეიძლება ოპერაციას ვერ გაუძლოს და .......

მეტი ვერაფერი ვკითხე, ესეც რომ მითხრა გული გამიჩერდა user.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 04:43 PM

ნაწლავი აქვს გახვრეტილი

41 კილოა დარჩენილი user.gif

cray.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 3 2009, 05:11 PM

არ ვიცი რა დავწერო user.gif
დავიჯერო, ვერავის მოულბა გული რო რაც აკლდა დაემატებინათ, ან ეპატიებინათ...
იმ ზომამდე ცუდად როგორ მიუყვანეს ბიჭს საქმე, რომ ვეღარ ვრისკავთო ამბობენ... user.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 3 2009, 05:16 PM

ციტატა
ნაწლავი აქვს გახვრეტილი


როცა ჩაფრინდნენ მაშინ დამართნია user.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Aug 3 2009, 08:15 PM

გული მიკვდება ამ ბავშვის გამო, ყოველ დღე შემოვდივარ ამ თემაში იმ იმედით,
რომ ეგებ რამე კარგი სიახლე დამხვდეს. sad.gif
ისრაელის მედიცინა განთქმულია და ნაწლავის გახვრეტა გაუხდათ პრობლემა?
უფფ sad.gif

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 3 2009, 08:16 PM

ა ნ უ კ ა
შეიძლება მაგის აღდგენას ელოდებიან რომ ოპერაცია გაუკეთონ??
დასუსტებული თუა ძალიან, იმუნიტეტის ეშინიათ ალბათ

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Aug 4 2009, 08:35 PM

sad.gif სამწუხაროა,ღმერთმა და დიდმოწამე გიორგიმ შეწევნა და ჯანმრთელობა მიმადლოს გიორგის! დავმძიმდი... ღმერთმა უშველოს!!!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 4 2009, 08:37 PM

ნაწლავზე ოპერაცია კი გაუკეთეებიათ მალევე, მაგრამ ძალიან მიასუსტა sad.gif

41 კილოა დარჩენილი

გული ჩამეწვა user.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Aug 6 2009, 03:45 PM

user.gif

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Aug 13 2009, 02:53 PM

ა ნ უ კ ა
რა ხდება, ახალი ხომ არ იცი რამე??

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 13 2009, 05:52 PM

ციტატა(ნინ@ @ Aug 13 2009, 03:53 PM) *

ა ნ უ კ ა
რა ხდება, ახალი ხომ არ იცი რამე??

არა არაფერი გამიგია, სახლი დაკეტილია და ვერავინ ვნახე sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Aug 30 2009, 04:55 PM

მოგესალმებით ყველას, გიოს რამდენიმე დღის უკან გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა.შედეგზე ორი კვირის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუმცა დგევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილო არ არიან smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif ღმერთმა გააძლიეროს...

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Aug 30 2009, 05:06 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 30 2009, 05:55 PM) *

ღმერთმა გააძლიეროს...

ამინ! smile.gif

პოსტის ავტორი: kesaria777 თარიღი: Aug 30 2009, 08:30 PM

ციტატა
დგევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილო არ არიან

smile.gif გამახარე ძალიან kiss1.gif

შეეწიოს უფალი girl_angel.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Aug 31 2009, 09:59 PM

ა ნ უ კ ა
ძალიან გამიხარდა ამდენი ხნის შემდეგ,როგორც იქნა კარგი ამბავიც დაგვიწერე kiss1.gif იმედია მალე მთლად გამოჯანმრთელებული დაგვიბრუნდება გიო girl_angel.gif

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Sep 1 2009, 12:41 PM

ა ნ უ კ ა
შიშით შემოვიხედე და მადლობა ღმერთს, მშვიდობა დამხვდა smile.gif
გაიხარე ანუკა kiss1.gif

პოსტის ავტორი: ნინ@ თარიღი: Sep 2 2009, 02:28 AM

ციტატა
გიოს რამდენიმე დღის უკან გაუკეთეს ოპერაცია

ეეეეე, ვაშააააააააააა biggrin.gif biggrin.gif

სადღაც ორი კვირის წინ სკაიპში იყო შემოსული ცოტა ხნით და თვალებს არ ვუჯერებდი : ))) მას მერე ცუდი ამბების აღარ შემშინებია

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 2 2009, 04:20 AM

გააქტიურებული რომ ვნახე ეს თემა, ვფიქრობდი, ნეტავ ცუდი არაფერი იყოს თქო.
ძაიან სასიხარულო ამბავია, ღმერთმა გააძლიეროს და გამოაჯანმრთელოს. smile.gif

პოსტის ავტორი: სოფი თარიღი: Sep 2 2009, 09:04 PM

rolleyes.gif smile.gif smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 2 2009, 11:52 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Aug 30 2009, 05:55 PM) *

მოგესალმებით ყველას, გიოს რამდენიმე დღის უკან გაუკეთეს ოპერაცია, ჩაუტარდა ძვლის ტვინის გადანერგვა.შედეგზე ორი კვირის შემდეგ შეიძლება საუბარი, თუმცა დგევანდელი მდგომარეობით უკმაყოფილო არ არიან smile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gifsmile.gif ღმერთმა გააძლიეროს...

ეს დედაჩემმა დაწერა ჩემი ნიკით biggrin.gif


მეც ისე გამიხარდა, გაიხარეთ kiss1.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Sep 5 2009, 08:06 PM

დღეს შემხვდა გიოს და smile.gif

ჰოოოდააა ესე მითხრა, რომ უკეთესობა შეიმჩნევაო
პირველი შედეგი 3 კვირაში გამოჩნდებაო

და ისრაელში დეკემბრამდე დარჩება smile.gif

hehe.gif dans2.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Sep 5 2009, 08:13 PM

ა ნ უ კ ა
შესანიშნავი ამბავია, გაიხარე ანუშკი kiss1.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Oct 3 2009, 01:57 AM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Sep 5 2009, 09:06 PM) *

დღეს შემხვდა გიოს და smile.gif

ჰოოოდააა ესე მითხრა, რომ უკეთესობა შეიმჩნევაო
პირველი შედეგი 3 კვირაში გამოჩნდებაო

და ისრაელში დეკემბრამდე დარჩება smile.gif

hehe.gif dans2.gif

რა ხდება ანუკა, ამ ბიჭთან დაკავშირებით? smile.gif
3 კვირა კი გავიდა უკვე და რა შედეგი აქვს ოპერაციას ხომ არ გაგიგია? smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Oct 10 2009, 10:37 PM


დღეს ვნახე ეკა(გიოს და)

კარგად არის, უკეთესობა იგრძნობა, რა შედარებააო

აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო smile.gif

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Oct 10 2009, 10:49 PM

ა ნ უ კ ა

ციტატა
აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო

რახან ამდენ ხანს არაფერი ცუდი არ მოხდა (ღმერთმა დაიფაროს)
ესე იგი, ოპერაციამ წარმატებით ჩაიარა და ყველაფერი რიგზეა.
ძალიან გამეხარდა, მალე სრულიად გამოჯანმრთელებული
დაუბრუნდება სახლში. smile.gif

პოსტის ავტორი: ნათია თარიღი: Oct 10 2009, 11:03 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Oct 10 2009, 11:37 PM) *

დღეს ვნახე ეკა(გიოს და)

კარგად არის, უკეთესობა იგრძნობა, რა შედარებააო

აკვირდებიან და 3 თვეში გამოუშვებენოოოო smile.gif

ძალიან კარგი, ღმერთმა უშველოს!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 16 2009, 06:45 PM

ძაააააააააალიაააააააააააან კარგი ამბავი გითხრათ? rolleyes.gif


გიო უკვე საქართველოშია, რაც მთავარია გამოჯამრთელებული cocxali.gif dans2.gif

უკვე გარეთაც გადის, სტუმრად და რავიცი biggrin.gif

წეღან აივანზე იყო, ისე გამიხარდა სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა wub.gif

შეუწიროს ყველას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში kiss1.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Nov 16 2009, 06:46 PM

ა ნ უ კ ა
ძალიან გამიხარდა! ღმერთმა ჯანმრთელი ამყოფოს გიორგი smile.gif

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Nov 16 2009, 06:51 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Nov 16 2009, 06:45 PM) *

ძაააააააააალიაააააააააააან კარგი ამბავი გითხრათ?
გიო უკვე საქართველოშია, რაც მთავარია გამოჯამრთელებული cocxali.gif dans2.gif

უკვე გარეთაც გადის, სტუმრად და რავიცი

წეღან აივანზე იყო, ისე გამიხარდა სიხარულისგან ცრემლები წამომივიდა wub.gif

შეუწიროს ყველას, ვინც პატარა წვლილი მაინც შეიტანა ამ საქმეში kiss1.gif

ვაიმეეეეე რა მაგარიაააა,სიხარულისგან ძლივს ვზივარ და ვწერ hehe.gif

გიოს ყოველდღე ვიხსენიებდი ლოცვებში,მაგრამ გუშინ ვფიქრობდი შენთვის მომეწერა და ამბავი მეკითხა,მაგრამ მერე გადავიფიქრე,რადგან ახალი რო იცოდეს ხო დაწერდათქო და აი ამბავიც ასეთი უნდააააააა,ძალიან გამიხარდა jump.gif გაიხარე ანუკ ასეთი კაი ცნობისთვის,თეთრი მტრედი ხარ biggrin.gif kiss1.gif

ყველას შეგიწიროთ ვინც კი რაიმეთი დაეხმარეთ გიოს გამოჯანმრთელებაში kiss1.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Nov 16 2009, 06:59 PM

lingvo
maikusi
გაიხარეთ kiss1.gif kiss1.gif


ციტატა
თეთრი მტრედი ხარ

ცოტაღა მიკლია biggrin.gif

მეც ისეთი გახარებული ვიყავი ერთი სული მქონდა, როდის დავწერდი აქ jump.gif


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Nov 16 2009, 07:36 PM

ძალიან გამიხარდა! მადლობა ღმერთს! smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 12:38 AM

ე.ი. რა ხდება, დღეს ნათიას კი ვუთხარი

ქრონიკაშიც იყო სიუჟეტი , სამწუხაროდ myvideo.ge გათიშულია და ვერ ვნახე ლინკი

გიოს სჭირდება საბოლოო ოპერაცია, რომელიც ჯდება 40.000 $

თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდება, ჯამრთელობის მდგომარეობა კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება sad.gif


http://gio.itcs.com.ge/

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Dec 28 2009, 01:24 AM

ა ნ უ კ ა

ციტატა
გიოს სჭირდება საბოლოო ოპერაცია, რომელიც ჯდება 40.000 $

თუ ეს ოპერაცია არ გაკეთდება, ჯამრთელობის მდგომარეობა კვლავ საწყის მდგომარეობას დაუბრუნდება

ოიიი და ასე რატომ შეიცვალა მდგომარეობა? აკი ყველაფერი კარგად იყო,
ძალიან მეწყინა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, კეთილი ხალხის
დახმარებით აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 07:03 PM

ციტატა(ნაინა @ Dec 28 2009, 01:24 AM) *

ა ნ უ კ ა

ოიიი და ასე რატომ შეიცვალა მდგომარეობა? აკი ყველაფერი კარგად იყო,
ძალიან მეწყინა, მაგრამ შეუძლებელი არაფერია, კეთილი ხალხის
დახმარებით აუცილებლად ყველაფერი კარგად იქნება.

ეხლა კი კარგადააა

მაგრამ ერთი ოპერაცია კიდევ სჭირდება რომ მდგომარეობა საბოლოოდ გამოსწორდეს

რამდენიმე ოპერაცია გადაიტანა, არადა ძალიან იყო დასუსტებული sad.gif

"მედიცის სასწაულად" აღიარეს მისი გამოჯამრთელება rolleyes.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Dec 28 2009, 07:30 PM

ა ნ უ კ ა
ანუკა, მგონი ტელევიზიითაც აჩვენეს გიოს ამბავი

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Dec 28 2009, 07:34 PM

ციტატა(tamuna m @ Dec 28 2009, 07:30 PM) *

ა ნ უ კ ა
ანუკა, მგონი ტელევიზიითაც აჩვენეს გიოს ამბავი

კი ქრონიკაში იყო რამდენიმე დღის წინ

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 19 2010, 09:37 PM

რა ხდება ახალი ხომ არაფერია????

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 19 2010, 09:45 PM

ციტატა(rcmena @ Mar 19 2010, 09:37 PM) *

რა ხდება ახალი ხომ არაფერია????

მგონი არაფერი dry.gif

უნდა წასულიყო ისრაელში,მაგრამ რამდენიმე დღის წინ ეზოში შემხვდა... ვერაფერი ვკითხე, სადღაც მირბოდა sad.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 26 2010, 12:33 AM

გიოს ოპერაცია გაუკეთდა დღეს დილით, 7 საათზე smile.gif

ეხლა რეანიმაციაშია; ერთ კვირას დააკვირდებიან, როგორ წავა შეთავსების პროცესი smile.gif

პოსტის ავტორი: rcmena თარიღი: Mar 26 2010, 02:30 AM

უფალი შეეწიოს და დაიფაროს.

მისი წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Mar 27 2010, 12:27 AM

ციტატა(rcmena @ Mar 26 2010, 02:30 AM) *

უფალი შეეწიოს და დაიფაროს.

მისი წყალობით ყველაფერი კარგად იქნება...

გაიხარე smile.gif


პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Apr 21 2010, 10:34 PM

გიო საქართველოშია smile.gif

ძალიან არის დასუსტებული, მაგრამ ღვთის წყალობით, გამოჯამრთელების გზაზეა smile.gif

პოსტის ავტორი: ეკატო თარიღი: Apr 22 2010, 10:44 PM

ციტატა(ა ნ უ კ ა @ Apr 21 2010, 10:34 PM) *

გიო საქართველოშია smile.gif

ძალიან არის დასუსტებული, მაგრამ ღვთის წყალობით, გამოჯამრთელების გზაზეა smile.gif

რა კარგი ამბავი გვითხარი, გამიხარდა ძალიან smile.gif

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jun 29 2010, 04:14 PM

საშინელი ამბავი მაქვს


გარდაიცვალა.....


ჩემი კორძახა user.gif

პოსტის ავტორი: lingvo თარიღი: Jun 29 2010, 04:42 PM

უფალმა აცხოვნოს გიორგი.

პოსტის ავტორი: Atman თარიღი: Jun 29 2010, 04:58 PM

ღმერთმა აცხოვნოს!

პოსტის ავტორი: terra თარიღი: Jun 29 2010, 05:09 PM


შენდობა ჰქონდეს!!


პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Jun 29 2010, 06:34 PM

ღმერთმა აცხოვნოს sad.gif

პოსტის ავტორი: tamuna m თარიღი: Jun 29 2010, 09:08 PM

ვაი! sad.gif
ღმერთმა აცხოვნოს!

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 3 2010, 03:21 PM

დღეს დაკრძალეს user.gif

როგორ მოგვენატრება ყველას user.gif აი ასეთი მემახსოვრებ გიოოოო user.gif kiss1.gif

http://www.radikal.ru







ნათი დახურე ეს თემა sad.gif

პოსტის ავტორი: izi-bartki თარიღი: Jul 3 2010, 09:45 PM

მოვიხსენიებ ფსალმუნებში sad.gif აქ ვერ შევძელი დავხმარებოდი და იქ მაინც დავეხმაროთ სადაც სიცოცხლეს გააგრძელებს user.gif

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 3 2010, 11:00 PM

ციტატა
გარდაიცვალა.....


ვაიმეე, აბა უკეთააო? sad.gif

როგორ შემეცოდა ეს ადამიანი...



აცხოვნოს ღმერთმა

პოსტის ავტორი: ა ნ უ კ ა თარიღი: Jul 4 2010, 12:24 AM

nino84
ყველასთვის მოულოდნელი იყო sad.gif

დაზაფრულები ვართ sad.gif

მამამისს ცოტა ხნის წინ ისტერიკა დაემართა და მთელი ხმით ყვიროდა, გიორგი სად ხარ შვილოო user.gif

ვაიმე აღარ შემიძლია ამის გადატანა : ((((((((((((((((((((((((((

პოსტის ავტორი: nino84 თარიღი: Jul 4 2010, 12:51 AM

ა ნ უ კ ა

ციტატა
მამამისს ცოტა ხნის წინ ისტერიკა დაემართა და მთელი ხმით ყვიროდა, გიორგი სად ხარ შვილოო user.gif

საშინელებაა.... sad.gif

ღმერთმა გაძლება მიცეს მის ოჯახს

პოსტის ავტორი: shorena2 თარიღი: Jul 8 2010, 03:14 PM

სულ ხმამაღლა ავტირდი.ამაზე დიდი უბედურება არ არსებობს მშობლისთვის.აცხონოს უფალმა

პოსტის ავტორი: nananikusha თარიღი: Jul 8 2010, 03:19 PM

ვაი მის დედას.ამდენი ტანჯვისტვის რომ გაიწირა.უფალმა აცხონოს.თქვენ გაიხარეთ რომ ყველაფერს ეცადეთ.უფალი და თქვენ ხართ ჩვენი ასეთი შვილების დედების იმედი.იმედი არ მოგიშალოთ უფალმა

პოსტის ავტორი: maikusi თარიღი: Jul 9 2010, 09:13 PM

sad.gif ვაიმეე ანუკამ ადრე რო თქვა ოპერაცია გაუკეთდა,კარგადაა და თბილისშიაო მეგონა ყველაფერი კარგად იქნებოდა და გიოზე ცუდს აღარაფერს გავიგებდი და უცბად ასეთი ამბავი შემრჩა ხელში sad.gif cray.gif ღმერთმა ნათელში ამყოფოს,40-მდე მოვიხსენიებ ლოცვებში sad.gif sad.gif

პოსტის ავტორი: mtawmindeli თარიღი: Jul 12 2010, 05:04 PM

ღმერთმა გაანათლოს გიორგის სული და მარადიულ სასუფეველში დაამკვიდროს

პოსტის ავტორი: ajax_123 თარიღი: Jan 24 2011, 05:33 AM

mellow.gif ამ ცხოვრების ........

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)