IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V « < 4 5 6  
Reply to this topicStart new topic
> <<<ჩვენებურები>>>
marine
პოსტი Feb 8 2017, 09:23 PM
პოსტი #101


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"... [ლაზეთში] ერთ გარდაცვლილ ქალს თმაში უპოვეს ჯვარი..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 7 2017, 02:35 PM
პოსტი #102


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



- სად არის? (მეგობარზე ვეკითხები)
- ეთრევა.
- სად?
- რა ვიცი, მივა-მოვა.
- როგორ არის?
- მე ვლევ, ის თვრება - ასე.
. . .
თურქეთის ქართველები. smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 6 2019, 07:25 PM
პოსტი #103


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღესაც კი, როდესაც თურქეთი ყველაზე ახლო და ერთგულ მეზობლად იქცა, საზღვრები თითქმის გახსნილია და ერთმანეთთან დასამალი თითქმის აღარაფერი გვაქვს, მით უმეტეს, ისტორიულ თემებზე მსჯელობას აღარ ვერიდებით, აჰმედ მელაშვილის სახელი საქართველოში კვლავ თითებზე ჩამოსათვლელმა ადამიანმა თუ იცის. ამაში, რა თქმა უნდა, პირველ რიგში ქართული მხარეა დამნაშავე.

მწერალ ფრიდონ ხალვაშის 2007 წელს გამოქვეყნებულ წიგნში "ომრი" აღწერილია 1968 წელს ქართველ მწერალთა მოგზაურობა თურქეთში და აჰმედ მელაშვილთან შეხვედრის რამდენიმე საინტერესო და ამაღელვებელი ეპიზოდი: სადაც აკრძალეს საქართველო, აჰმედმა იქ იქართველა. ის იყო გამხდარი, აჩრდილად ქცეული კაცი, ფიჩხად მდგარი. თან კოჭლობით დასდევდა, თან ერიდებოდა, საქმე გონჯად არ წასვლოდათ.

ორი ქართველი თურქეთისა და რუსეთის უშიშროების თანამშრომლების გააქტიურებულ მზერას უფრთხოდა და ლამის მალულად შეხვდა ერთმანეთს - ჯერ ორი წუთით, შემდეგ ერთი საათით, მოახერხეს და მომავალ ჟურნალს სახელიც შეურჩიეს - "ჩვენებური". შემდეგ სხვა ჩვენებურები გააცნო, თანაც მოასწრო თავისი ტკივილი გაეზიარებინა, მოახერხა სტუმრებისათვის "ჩვენებურების გადარჩენილი ჩვენებურობა" ეჩვენებინა.

აჰმედის შემყურე ქართველი მწერალი საკუთარ თავს გამოუტყდა: "მთელი მუსლიმური საქართველოს ტკივილი ამ ერთ კაცშია თავმოყრილი.

ჩვენ, საქართველოს ქართველები, რაგინდ ვიპატრიოტოთ, მელაშვილის გვერდით ვეღარაფრად გამოვჩნდებით.

უფრო გულახდილი ვიყო? - იქ, ბურსაში, იმ ერთი მღელვარე საათის განმავლობაში, აჰმედ მელაშვილისგან საქართველოს სიყვარული უფრო მეტად ვისწავლე, ვიდრე მანამდე - შინ".

მელაშვილისვე შთაგონებით ითარგმნა ქართული ისტორიული რომანების მთელი სერია. 1977 წელს აჰმედ ოზქანმა ჟურნალ "ჩვენებურის" გამოცემა დაიწყო. უმძიმეს წლებშიც კი საზღვრის სხვადასხვა მხარეს მცხოვრები ქართველების ერთმანეთთან დაკავშირებას, ფოლკლორული საღამოებისა თუ შეხვედრების მოწყობას ახერხებდა. თუმცა სიმი 1980 წელს გაწყდა - აჰმედ ოზქან მელაშვილი მოკლეს. მისი მოღვაწეობა თურქეთის ექსტრემისტული ძალებისთვის მიუღებელი იყო..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 14 2019, 03:26 PM
პოსტი #104


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მადლი უფლისა არის ჩვენთან, რომ სულიერად ქართველები ვართ. სხვა ერის წარმომადგენლები მალევე გადადიან ამა თუ იმ ქვეყნის ყაიდაზე. სამი საუკუნეა, თურქეთში ქართველები ცხოვრობენ, რომ გაივლიან, მე მათ ზურგით ვცნობ. შევხედავ და ათას კაცში იმ ორ ქართველს ზურგიდანვე ვიცნობ.

მივდივარ და ვეკითხები, შენ ქართველი ხარ? - კი, ქართველი ვარ, როგორ მიხვდი? მივხვდი, რადგან მისი გავლაც კი სხვანაირია, მხრებით ვცნობ ყველა ქართველს, რომლებიც სიმართლეს ადიდებენ"

/დეკ. ამირან ამირანაშვილი/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 1 2022, 01:39 PM
პოსტი #105


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხაზი უნდა გაესვას, რომ XIX საუკუნეში ბევრი ქართველი მაჰმადიანი მოლა ქართულად ქადაგებდა. ამ მხრივ სახელი გაითქვა ახმედ ეფენდი ხალიფაშვილმა. 1860-იან წლებში ის ჯამეში ქართულად ქადაგებდა და ყურანსაც ქართულად უხსნიდა მრევლს, რის გამოც სტამბოლში ჩაიყვანეს და სამართალში მისცეს"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 72/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 2 2022, 04:49 PM
პოსტი #106


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"დღეისათვის ქალაქებში ცხოვრების პირობებში უფროსი თაობა ცდილობს ახალგაზრდა ქართველები ერთმანეთთან დაახლოვოს, გააცნოს ერთმანეთს. მნიშვნელოვანია სოციალური ქსელის როლიც. ეთნიკურმა ქართველებმა ერთმანეთის გაცნობის ორიგინალური ხერხიც გამონახეს - ქუჩაში, ტრანსპორტში ყოფნისას თუ მიიჩნიეს, რომ ახლოს მდგომი ადამიანი ეთნიკური ქართველია, მობილური ტელეფონით ხმამაღლა "ტყუილ" საუბარს მიმართავენ. მაგალითად, ასეთს: "როგორ ხარ, ჭოო!" და ა.შ. ერთ-ერთ ჩვენს ინფორმატოს ამ გზით 50-მდე თანამემამულეს ყავს გაცნობილი".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 350/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 6 2022, 09:46 PM
პოსტი #107


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ერთ-ერთი ინფორმატორი აღნიშნავდა: "მე ვიტირე ბათუმი რომ დავინახე". ამ შემთხვევაში წინაპართა სამშობლოს დანახვაზე ცრემლი თურქეთელი ქართველის ეთნიკური იდენტობის მნიშვნელოვანი გამოხატულებაა. კიდევ ერთი ამონარიდი: "შევარდნაძეს რომ დავინახავდი, საგარეო საქმეთა მინისტრი რომ იყო, ჩემი კაცი იყო, მომწონდა და მიყვარდა. მე ნამდვილი ქართელი ვარ. ქართველს რამე რომ დაემართოს, აქ ვტირი. ახლა მისვლა-მოსვლაა და ეს ინტერესს ბადებს ქართული ენის შესწავლის. ენა არ იციან, მაგრამ გულში ქართველები არიან". ვფიქრობთ, ამ სიტყვებს კომენტარი არ სჭირდება. ცრემლს კიდევ უნდა დავუბრუნდე 2014 წელს სინოპის ერთ-ერთ ქართულ სოფელში ეთნოგრაფიული მასალების ჩაწერის შემდეგ, როდესაც 75 წლის ინფორმატორი გვემშვიდობებოდა, მას ცრემელები წამოუვიდა და მხოლოდ იმის თქმაღა მოახერხა: "რაღაი მეშველება ახლა მე!"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 352/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 04:10 PM
პოსტი #108


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"უნიას რაიონის სოფელ ქუსჩის სასაფლაოზე განისვენებს 1990-იან წლებში თურქეთის სოფლის მეურნეობის მინისტრი და ვიცე-პრემიერი რაფაიდინ შაჰინი (ლორთქიფანიძე). მისი საფლავის ქვაზე დაბადებისა და გარდაცვალების თარიღებია ამოკვეთილი: 1939-2013. ანდერძის თანახმად მიცვალებულს საქართველოდან ჩამოტანილი ქვით გაუკეთეს საფლავი და მიწა საქართველოდან, აჭარის სოფელ ვაიოდან ჩამოტანილი დააყარეს და დაკრძალეს საქართველოში დაბადებული ბებიისა და ბაბუას გვერდით. ეს ფაქტიც თურქეთის პოლიტიკური მოღვაწის მაღალი ქართული ეთნიკური ცნობიერების დამადასტურებელია".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 349/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 04:45 PM
პოსტი #109


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ეთნიკურ ქართველს სიამაყის გრძნობას თავისი გარეგნობაც უვითარებს. საუბრისას, როდესაც ქალებს ექსპედიციის წევრმა ქალებმა კომპლიმენტი უთხრეს, რომ ლამაზები ხართ, პასუხი იყო მოკლე და მოსწერებული: "გურჯი ვარ და!"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 348/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2022, 06:26 PM
პოსტი #110


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,439
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მუსლიმანმა ქართველებმა ახალი თვითსახელწოდება შექმნეს - "ჩვენებური". ხოლო გარშემომყოფი თურქებისთვის ისინი "გურჯები" იყვნენ. ასე რომ, ენისა და განსხვავებული კულტურის გამო, მათ არც თურქული მოსახლეობა გაითავისებდა. მიუხედავად იმისა, რომ ქართველები მათ სარწმუნოებაზე (ისლამზე) იყვნენ გადასული".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართველი ხალხის ეთნიკური ისტორია", გვ. 342/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V « < 4 5 6
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 19th March 2024 - 03:40 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი