IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> თამარს ვაქებდეთ მეფესა..., „გარნა ლომი ბრჭყალთან საცნაურ არს და თამარ საქმეთაგან.“
marine
პოსტი Dec 3 2007, 11:54 AM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,410
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემო ძვირფასო ფორუმელებო, დარწმუნებული ვარ, არავის გაგიკვირდათ ცალკე გახსნილი თემა თამარ მეფეზე. ქართველებისთვის საქართველოს ისტორიის სიყვარული ხომ ავტომატურად ნიშნავს თამარის სიყვარულსაც smile.gif

აქ ჩვენ არ დაგვჭირდება ერთმანეთისთვის იმის მტკიცება, თუ რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ისტორიაში მის პიროვნებას, მაგრამ მეფე თამარის ადამიანური და პოლიტიკური სახე, მრავალმხრივი საინტერესო ეპოქა, სხვადასხვა მიზეზთა გამო ჯერ კიდევ სათანადოდ შეუსწავლელია. ამიტომ, მოხარული ვიქნები თუ ამ თემაში ყველანი გამოვხატავთ ჩვენს დამოკიდებულებას წმინდანად შერაცხულ მეფე-ქალზე, დავდებთ მასალებს, ვისაუბრებთ მასზე და იმედი მაქვს, ამით უფრო მეტს გავიგებთ და ერთმანეთს უფრო მეტ ცოდნას შევძენთ.

"...1188 წელს გელათისადმი გაცემეულ შეწირულების სიგელში მეფე თამარი ასე წარმოგვიდგება: „სახელითა ღმრთისაჲთა მე, თამარ ბაგრატიონმან, ნებითა ღმრთისაჲთა აფხაზთა და ქართელთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფემან და დედოფალმან, შარვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა თჳთმფლობელმან ვინებე...“ ვიდრე ასეთი მრისხანე და დიდებულ ტიტულების მატარებელი გახდებოდა, თამარმა გარკვეული გზა გაიარა.

იგი სრულიად საქართველოს მეფის გიორგი III-ისა და ბურდუხან დედოფლის ასული იყო, „ქმნილ-კეთილი, ყოვლითურთ უნაკლო და შესატყვისი.“ მას თავისი გონიერებით ადრევე მიუქცევია თანამედროვეთა ყურადღება, რომლებიც საგანგებოდ აღნიშნავდნენ, რომ თამარი მცირე ასაკის მიუხედავად გამოირჩეოდა „გონებითა არა ყრმებრივითა, არამედ მეცნიერითა, ცნობიერითა, გონიერითა და შუენიერითა“ ( „ქართლის ცხოვრება“).

...მრავალ ლეგენდა-თქმულებასთან ერთად თამარის ოთხი პორტრეტი შემოგვრჩა (ვარძიის, ბეთანიის, ყინწვისისა და ბერთუბნის ფრესკები). მისი ცხოველი პორტრეტი დაგვიტოვა ბარილ ეზოსმოძღვარმაც: „ტანსა ზომიერსა გრემანობა თუალთა და ღაწუთა სპეტაკთა ზედა ვარდებრივ ფეროვნება, მორცხვი ხედვა, ლაღი მიოხედვა, ტკბილი პირი, მხიარული და ულიზღო სიტყვის სინარნარე და ზარხვისა უჩუკნობა...“

თამარ მეფე არა მარტო დიდი პოლიტიკოსი იყო, არამედ პოეტიც. მოღწეულია მისი მოკლე ლექსები „ხუთეულები“. ყოველი ლექსი ხუთტაეპიანია და წარმოადგენს ერთ ციკლს სახელწოდებით „მზის შარავანდედნი“. აქ ჩვენ საქმე გვაქვს ნამდვილ პოეზიასთან. ყველი „ხუთეული“ - ეს ლოგიკური პოეტური ფორმაა, აღბეჭდილია მხატვრული სრულყოფით, ხოლო მისი პოეტური ნაწარმოები „ცასა ცათასა“ ეხება იმდენად მნიშვნელოვან მოვლენას ქართველი ხალხის ისტორიაში, რომ ის შეტანილია ქართულ მატეანეთა დიდ კრებულში „ქართლის ცხოვრებაში.“


P. S. ასეთი რამე მაქვს ამოკითხული: „მართლმადიდებელმა ეკლესიამ წმინდანად შერაცხა მეფე თამარი და სამების მეოთხე წევრად აღიარა.“ ამ მოსაზრებაზე თქვენ რას იტყოდით?

თამარის ფრესკა ყინწვისის მონასტერში:

IPB-ს სურათი

ტროპარი, ხმა 4.

წმიდათა შორის საკჳრველო, იბერიის მნათობო, კეთილმორწმუნეო მეფეო თამარ, რომელმან მაღალთა კლდეთა ზედა აღაშენენ საყდარნი სავედრებელად ღმრთისა, ლოცვითა შენითა განაძლიერე მჴედრობანი ქრისტეს მოყუარისა ქართველთა ერისანი, ხოლო მარჯუენითა შენითა დაამჴუენ სპანი აგარიანთანი; ევედრე ქრისტესა ღმერთსა შეწყალებად სულთა ჩვენთათჳს.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is online!Profile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   თამარს ვაქებდეთ მეფესა...   Dec 3 2007, 11:54 AM
marine   "გიორგი III-ს ცოლად ...   Mar 5 2022, 03:20 PM
marine   "რუსის გაძევების ...   Mar 6 2022, 04:27 PM
marine   "ფშავში არ არის ა...   Mar 28 2022, 08:43 PM
marine   "დიდი მნიშვნელობ...   Apr 1 2022, 02:21 PM
marine   "შავშელ-იმერხევე...   Apr 7 2022, 02:29 PM
marine   "სვანი მთხრობელე...   Apr 18 2022, 08:02 PM
marine   "საქართველოს მთა...   Apr 30 2022, 02:25 PM
marine   "წერილობით ძეგლე...   May 1 2022, 04:12 PM
marine   "წმიდა თამარ დედო...   May 3 2022, 09:03 PM
marine   "ახლო აღმოსავლეთ...   May 4 2022, 08:39 PM
marine   "ქალბატონი ნანულ...   May 5 2022, 07:29 PM
marine   "თამარის ისტორიკ...   May 5 2022, 08:40 PM
marine   "ბასიანის ომში გა...   May 8 2022, 04:46 PM
marine   "ტბეთის წმინდა გი...   May 22 2022, 04:07 PM
marine   "თამარ მეფეს საბე...   May 31 2022, 09:18 PM
marine   "მასში შეერთებულ...   Jun 20 2022, 07:13 PM
marine   "თამარი ხომ ნამდვ...   Jun 20 2022, 07:37 PM
marine   "თამარი ენერგიულ...   Jun 21 2022, 01:11 PM
marine   "საერთოდ, საქართვ...   Jun 30 2022, 11:53 AM
marine   "ლაშა-გიორგის სას...   Jun 30 2022, 12:19 PM
marine   "თამარის ისტორიკ...   Jun 30 2022, 12:45 PM
marine   "აღსანიშნავია, რო...   Jun 30 2022, 01:04 PM
marine   "ქისტები ადრიდან ...   Jul 17 2022, 09:47 PM
marine   "დამახასიათებელ...   Aug 17 2022, 01:40 PM
marine   "სახელწოდება დედ...   Oct 7 2022, 09:15 PM
marine   "ბრძენი მეფეთა შო...   Dec 3 2022, 09:12 PM
marine   "ბრძოლების წინ ლო...   Dec 4 2022, 09:39 PM
marine   თამარ მეფის ორდენი...   Dec 7 2022, 08:29 PM
marine   "თამარ მეფე ვისაც...   Dec 25 2022, 07:50 PM
marine   "მეფექალისვე თან...   Dec 25 2022, 08:09 PM
marine   "თამარზე შეყვარე...   Dec 27 2022, 10:14 PM
marine   "თამარის სახარებ...   Dec 28 2022, 12:25 PM
marine   "1202 წელს, ბასიანის ...   Jan 12 2023, 09:55 PM
marine   "თამარის ეპოქაში ...   Jan 13 2023, 02:39 PM
marine   "სამშობლოს ცაზე თ...   Feb 24 2023, 08:45 PM
marine   "XIII საუკუნის დომი...   Apr 6 2023, 07:55 PM
marine   "1202 წლის 27 ივილსს ბ...   Apr 17 2023, 09:59 PM
marine   "თამარ ქალო, ქვეყ...   Apr 20 2023, 07:49 PM
marine   "მესხეთ-ჯავახეთშ...   Apr 26 2023, 03:52 PM
marine   "შამქორის ომში ქა...   Jun 16 2023, 07:43 PM
marine   "თამარი უშურველა...   Jun 16 2023, 08:14 PM
marine   "მისი, ვითარცა მა...   Jun 17 2023, 10:56 AM
marine   "შუა საუკუნეების ...   Aug 19 2023, 05:29 PM
marine   "შუა საუკუნეებში ...   Aug 26 2023, 07:47 PM
marine   "გადმოცემით, წმინ...   Sep 3 2023, 08:17 PM
marine   "ხახულის ეკკლესი...   Dec 17 2023, 07:01 PM
marine   "ტბეთის ეკკლესია ...   Dec 26 2023, 03:33 PM
4 გვერდი V « < 2 3 4


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd June 2024 - 10:55 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი