ქართული გალობა |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული გალობა |
ნანინა |
Jan 18 2010, 08:00 PM
პოსტი
#1
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ბევრი ვიფიქრე თუ ცოტა, გადავწყვიტე, რომ ამ განყოფილებაში ქართულ გალობას ცალკე თემა უნდა ეძღვნებოდეს
თუკი გვაქვს რუსული და ბერძნული გალობის თემები, იყოს ქართულისაც ამ თემაში დავდებ საინტერესო სტატიებს ქართულ გალობასთან დაკავშირებით თუ სურვილი გექნებათ განვიხილოთ, ვისაუბროთ სხვადასხვა სამგალობლო სკოლებზე და მათ ტრადიციებზე ჩანაწერების დადებაში იმედია ვეშაპო მომეშველება იმედი მაქვს იაქტიურებთ ქართული საეკლესიო გალობის ისტორია ქართული სასულიერო მუსიკა ქრისტიანული სამყაროს ერთ-ერთ უძველეს კულტურულ შრეს განეკუთვნება. I საუკუნეში დასავლეთ სქართველოში ქრისტიანობა იქადაგეს ანდრია პირველწოდებულმა და სვიმონ კანანელმა. IV საუკუნეში აღმოსავლეთ საქართველოში ქრისტიანობა იქადაგა მოციქულთსწორმა წმიდა ნინო კაპადოკიელმა. 337 წლიდან ქრიატიანობა საქართველოს სახელმწიფო რელიგიაა. IV საუკუნეში შეიქმნა მცხეთის (ძველი დედაქალაქი) კათოლიკოსატი. 488 წელს საქართველოს ეკლესიამ ავტოკეფალია მიიღო. დოკუმენტური მასალა ადასტურებს, რომ VI საუკუნის ბოლოს მცხეთის კათოლიკოსატის 35 ეპარქიაში ღვთისმსახურება ქართულად აღესრულებოდა. ქართული სასულიერო მუსიკის ისტორიაში უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ მდებარე მონასტრებში არსებულ საგანმანათლებლო კერებს. V-VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა ათონის ივერთა მონასტერი განწმენდილის ლავრა. საბას ლავრის დაცემის შემდეგ IX-X საუკუნეებში საგანმანათლებლო მუშაობა გრძელდება ისეთ ცნობილ მონასტრებში, როგორიცაა ჯვრის მონასტერი იერუსალიმში, წმიდა ეკატერინეს მონასტერი სინას მთაზე, ივირონი ათონის მთაზე, პეტრიწონი ბულგარეთში, სადაც ბერძნულიდან ითარგმნებოდა და და იმავდროულად იქმნებოდა ორიგინალური ქართული ლიტურგიკული და ჰიმნოგრაფიული ძეგლები. ქართული ხელნაწერები ასახავენ ბიზანტიური და ქართული სასულიერო პოეზიისა და მუსიკის ტრადიციას მოყოლებული VI საუკუნიდან და შეიცავენ ადრებიზანტიური ღვთისმსახურების ამსახველ იშვიათ მასალას. ბუნებრივია, რომ ქართული სასულიერო მუსიკა თავდაპირველად ბიზანტიურ ტრადიციებს ეყრდნობოდა და ქართულ საეკლესიო გალობას პირდაპირი კავშირი ჰქონდა ბიზანტიურ სამგალობლო პრაქტიკასთან. საწყის ეტაპზე ფსალმუნური ელემენტი იყო წამყვანი, რაც კარგად ჩანს უძველესი იადგარის (ტროპოლოგიონის) ადრინდელ ნუსხებშიც. ჰიმნოგრაფია საქართველოში არაუგვიანეს VII საუკუნისა იწყება. რვა ხმის სისტემის დაკანონების შედეგად მუსიკოსი-ჰიმნოგრაფები, რომელთაც მეხელები ეწოდებოდათ, ბერძნულიდან თარგმნიან ჰიმნოგრაფიულ კანონებს და კანონიკურ ჰანგს ადებენ ტექსტს. ღვთისმსახურების ქართული პრაქტიკის სიძველეზე მიუთითებს ის გარემოება, რომ კანონს აქ გალობანი ეწოდება, ვინაიდან მისი საფუძველია ბიბლიური გალობანი. ბერძნულისაგან განსხვავებით ქართულ პრაქტიკაში თითოეული გალობა (ოდა) სახელდებულია უძველესი ბიბლიური ჰიმნების საწყისი სიტყვებით. ქრისტიანულ გალობას საქართველოში დახვდა წარმართული მრავალხმიანი განვითარებული ვოკალური მუსიკა, რომლის ნიმუშებმა დღემდე მოაღწია. ცხადია, რომ ერის ცნობიერებაში არსებულმა მუსიკალურმა ტრადიციებმა – მრავალხმიანობამ, კილოურმა სისტემამ, პოლიფონიური ფორმებით აზროვნების პრინციპმა თანდათან შეაღწია ბერძნული ჰანგის მატარებელ საგალობელში. განსაკუთრებით ეს პროცესი უნდა გააქტიურებულიყო რიტმული პოეზიის ნიმუშების ბერძნულიდან თარგმნის პროცესში, ბერძნული (ტონური) და ქართული (სილაბური) ენების განსხვავებული სტრუქტურების გამო, რამაც ძლისპირის ჰანგის გაქართულება მოითხოვა. მკვლევარები თვლიან, რომ ქრისტიანობის მიღებასთან ერთად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში დამკვიდრებული ერთხმიანი ბერძნული გალობა არაუგვიანეს X საუკუნისა შეიცვალა ქართული გალობით. ამის დასტურია პირველ ყოვლისა ნევმირებული იადგარები (Xს.), სადაც სამუსიკო ნიშნების დამოუკიდებელი სისტემაა გამოყენებული და აგრეთვე უკანასკნელ დროს გიორგი მთაწმიდლის პარაკლიტონში (XIს.) აღმოჩენილი ანდერძ-მინაწერი, სადაც იგი პირდაპირ მიუთითებს ძლისპირზე ქართული ავაჯის დადების შესახებ. უძველეს ქართულ ჰიმნოგრაფიულ ძეგლებში დაცულია საგალობელთა სახელწოდებები (მათ შორის: დასდებელი, წარდგომა, იბაკო, უფალო ღაღადვყავი, ოხითა, სტიქარონი) და ქართული მუსიკალურ-ლიტურგიკული ტერმინები, რომლებიც პირველად ქართულ ლექციონარში ფიქსირდებიან (VIIს.) და დღესაც იხმარებიან ღვთისმსახურებაში. მათ შორის: მიმოგდებით გალობა (ანტიფონური გალობა), წართქმა (რეჩიტატივი) და სხვა. ჰიმნოგრაფიული კრებულის ერთ-ერთ ადრინდელ ნაირსახეობად ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაში ჩანს იადგარი (დღემდე მოღწეულია VIII-X საუკუნეების ნუსხების სახით), რომელშიც ერთიანდებოდა სხვადასხვა ლიტურგიკული დანიშნულების ჰიმნები – მათ შორის მარხუან-ზატიკის, ოქტოიხოსის, პარაკლიტონის. შვიდეულის დღეებისათვის განკუთვნილ ჰიმნოგრაფიულ კრებულს ქართულ პრაქტიკაში პარაკლიტონი ეწოდება. მისი შემადგენელი ნაწილებია ხმანი (შვიდეულის საგალობლები 4 ძირითად ხმაზე) და გუერდნი (შვიდეულის საგალობლები 4 დამხმარე ხმაზე). დიდმარხვის საგალობელთა წიგნს ეწოდება მარხუანი, აღვსების პერიოდისას კი ზატიკი. VIII საუკუნის ძეგლებში დასტურდება საგალობლის შესრულების დღეისათვის არსებული ყველა ძირითადი ფორმა: რესპონსორული გალობა (ფსალმუნთა კითხვის დროს), ხმის მიმოგდებით (ანტიფონური) გალობა და გარდამოთქმა (რეჩიტატიული გალობა). ქართულმა ეკლესიამ ზოგადქრისტიანული ღვთისმსახურების პრაქტიკიდან საგალობელთა ტრადიციული ჟანრები მიიღო, მაგრამ ამასთან ერთად, შექმნა და საუკუნეების განმავლობაში შეინარჩუნა ქართული სახელწოდებები, რომლებიც აზუსტებენ ამა თუ იმ საგალობლის ფუნქციას და მის ადგილს მსახურებაში (ოხითა, დასდებელი, ძლისპირი და სხვ.) მიქაელ მოდრეკილის ხელნაწერი X საუკუნის საგალობლების კრებულებში პირველად ჩნდება ნევმური ნოტაცია, რომლის სემიოგრაფია და ტექსტზე განთავსება განსხვავდება თანადროული პალეობიზანტიური ნევმური სისტემისაგან და ქართული ნევმური დამწერლობის აუთენტურობაზე მიუთითებს. ნევმების ეს სისტემა (ისევე, როგორც პალეობიზანტიური) გაშიფრული არ არის და ამიტომ ძნელია საგალობელთა ჰანგის რაგვარობის დადგენა. თუმცა, აშკარა სხვაობა თანადროულ, ლიტურგიკული ფუნქციის მხრივ ადექვატურ ბერძნულ და ქართულ ნევმირებულ ძეგლებს შორის გვაფიქრებინებს, რომ ამ დროის ქართული საგალობელი დამოუკიდებელ კილოზეა აგებული. გარდა ამისა, ქართული საგალობელი მრავალხმიანია, ბერძნული კი ერთხმიანი. ვინაიდან მრავალხმიანობა ქართველი ერის ცნობიერების განუყოფელი ნაწილია, მისი სამუსიკო აზროვნების ძირითადი ფორმაა, ამიტომ სავსებით ბუნებრივია, დროთა განმავლობაში იგი გამიჯნოდა ერთხმიან ბერძნულ გალობას და თავისათვის ორგანული მრავალხმიანი გალობა დაემკვიდრებინა ღვთისმსახურებაში. G განსაკუთრებულ აღმავლობას ორიგინალური ქართული ჰიმნოგრაფია X-XII საუკუნეში ტაო-კლარჯეთსა და ათონზე მოღვაწე ჰიმნოგრაფთა შემოქმედებაში აღწევს. სწორედ ამ პერიოდს განეკუთვნება მიქაელ მოდრეკილის ცნობილი ნევმირებული იადგარი, სადაც თავმოყრილია მის მიერ შეკრებილი უცხო და ქართველი ავტორების საგალობლები. XI საუკუნით თარიღდება გიორგი მთაწმიდელის უნიკალური “თთუენი ათორმეტნივე სრულად ღმრთივბრწყინვალედ”, რომლის მსგავსი კრებული სრულყოფილების მხრივ ბერძნულ პრაქტიკაშიც არ ყოფილა. ნევმური დამწერლობა გვხვდება XVIII საუკუნის ხელნაწერებში და შენარჩუნებულია XX ს. დასაწყისამდე. ქართული გალობის ფიქსირების კიდევ ერთ სისტემას წარმოადგენს ჭრელი, სადაც საგალობლის ჰანგი ვერბალურადაა განმარტებული. ჭრელის სისტემა პირველად ერთ უზარმაზარ კრებულად გაერთიანებულ, ყველა მსახურებისათვის განკუთვნილ საგალობელთა კრებულში, ე.წ. გულანში ჩნდება XVII საუკუნეში და მომდევნო ორ საუკუნეშიც ინარჩუნებს არსებობას. დამწერლობის მესამე ტიპი, რომელიც ღვთისმსახურების ქართულ პრაქტიკაშია დაფიქსირებული, ეკფონეტიკური ნიშნების სისტემაა. საქართველოში დაცულია უძველესი ბერძნული ტაბულის (ჩოდ. Lეიმონ 38) თანადროული ეკფონეტიკური ნიშნების ტაბულები გელათის სახარებასა (XIIს.) და შიო მღვიმის ტიპიკონში (XIIIს.) იმის გამო, რომ ქართველ წმინდანთა დასიდან ბერძნულ ეკლესიაში მხოლოდ რამდენიმე იქნა შეტანილი, ქართულმა ეკლესიამ თვითონ მოახდინა წმინდანთა კანონიზაცია. ამან კი ბიძგი მისცა წმინდანებისადმი მიძღვნილი ჰიმნების შექმნას. წმინდანთა შესხმის საგალობელთა კრებულს ქართულ პრაქტიკაში მინასიპი ეწოდება. განვითარების გზაზე ქართულ სასულიერო მუსიკას ბევრი სირთულე შეხვდა. პირველ ყოვლისა ეს იყო გაუთავებელი ომები მუსლიმურ გარემოცვაში მყოფი ქრისტიანული ქვეყნისა თავისი რწმენისა და ტრადიციების გადასარჩენად. არც ქრისტიანულ რუსეთთან შეერთებამ (1801 წელს) გამოიღო სასურველი შედეგი, ვინაიდან გაუქმდა მრავალსაუკუნოვანი ავტოკეფალია (1811 წელს) და დაიწყო გართული გალობის დევნა. ქართულ ენაზე და ქართულ კილოზე გალობა თითქმის მთლიანად აიკრძალა საქართველოს ეკლესიებში. ღუსეთში მომხდარი რევოლუციის შედეგად 1917 წელს აღდგა სახელმწიფოებრიობა და ქართული ეკლესიის ავტოკეფალია, მაგრამ ახალმა იდეოლოგიამ ბრძოლა გამოუცხადა ეკლესიას, რამაც საგრძნობლად შეაფერხა ქართული გალობის შემდგომი განვითარება. მხოლოდ “პერესტროიკის” დროს დაწყებულმა პროცესებმა, შემდეგ კი ქვეყნის დამოუკიდებლობის აღდგენამ პირობები შექმნა იმისათვის, რომ ქართული გალობა დაბრუნებოდა თავის მრავალსაუკუნოვან ტრადიციებს. ქართული გალობის განსაკუთრებულ თავისებურებას წარმოადგენს მისი მრავალხმიანი ბუნება. ქართული საგალობელი მხოლოდ და მხოლოდ სამხმიანია. გალობის შემადგენელი ხმების სახელწოდებები – მზახრ, ჟირ და ბამ პირველად დაფიქსირებულია XI საუკუინის ძეგლში (ავტორი იოანე პეტრიწი). მრავალხმიანობა სასულიერო მუსიკაში ქართული ხალხური მუსიკალური ტრადიციიდან მომდინარეობს და რთულ პოლიფონიურ ფორმებში ვლინდება. საუკუნეთა განმავლობაში საქართველოში ჩამოყალიბდა სხვადასხვა სამგალობლო სკოლები, რომელთაც შექმნეს თავისი ტრადიციები, თავისებური კილო გალობისა. ამასთან დაკავშირებით უნდა აღინიშნოს, რომ რვა ხმის სისტემაში, ერთი ხმის ფარგლებში საგალობელთა ცალკეულ ჟანრებს საკუთარი კანონიკური ჰანგი გააჩნიათ. კანონიკური მელოდია ყოველთვის ზედა ხმაშია მოცემული დანარჩენი ხმები შემბანებლები, ანუ შემხმობარები არიან ძირითადი კანონიკური ჰანგისა. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოში უაღრესად ძლიერია ზეპირი გადაცემის ტრადიცია (სწორედ ამის წყალობით მოაღწია დღემდე წარმართობის დროინდელმა ქართულმა სიმღერებმა), ისტორიულმა გარემოებებმა მოითხოვა ქართული გალობის ხუთხაზიან სისტემაზე გადატანა. XIX საუკუნის ბოლოს დაიწყო საგალობლების ინტენსიური ჩაწერა, რამაც დაკარგვას გადაარჩინა ასობით უნიკალური ნიმუში. ეს საგალობლები ამჟამად საქართველოს სახელმწიფო ხელნაწერთა ინსტიტუტშია დაცული. წყარო იხილეთ აქ იმედი მაქვს ბევრი დაინტერესდება ქართული გალობის ისტორიით, განსაკუთრებით ისინი, ვინც მას ჯერ კიდევ არაკანონიკურად მიიჩნევენ, სამწუხაროდ იმედი მაქვს, რომ ამ თემაში იაქტიურებთ -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ნანინა |
Jan 22 2010, 03:36 PM
პოსტი
#2
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
ეს თემა არ დაივიწყოთ
სამგალობლო სკოლები ქართული საეკლესიო მუსიკის საგანძურს XIX საუკუნის 80-იან – XX ს-ის 10-იან წლებში ცნობილი ქართველი საერო და სასულიერო მოღვაწეების: ფილიმონ ქორიძის, ძმები ვასილ და პოლიევქტოს კარბელაშვილების, რაჟდენ ხუნდაძის, ექვთიმე კერესელიძის მიერ ნოტებზე ჩაწერილი რვა ათასზე მეტი საგალობელი წარმოადგენს. მათში ასახულია ქართული გალობის სხვადასხვა სამგალობლო ტრადიცია. საქართველოს თითქმის ყოველ კუთხეში არსებობდა საგალობო სკოლები, რომელთა კერა, სწავლა-განათლების ცენტ¬რები ეკლესია-მონასტრები იყო. სწორედ ამავე ეკლესია-მონასტრების სახელით მოიხსენიება ქართული გალობის ესა თუ ის ტრადიციული სკოლა დღეს. ჟამთა ავად ცვლამ და ქართული გალობის დევნამ განაპირობა საგალობო სკოლების მონასტრებიდან ოჯახებში გადანაცვლება, რომელთა წყალობითაც გრძელდებოდა საქართველოში გალობის სწავლების ტრადიცია. შესაძლებელიამ ეს იყოს მიზეზი ამა თუ იმ საგალობო სკოლის სახელწოდებად სრულადმცოდნე მგალობელთა გვარ-სახელების დამკვიდრებისა: დიდი გერონტის, ბიძინა არქიმანდრიტის, სოფრონ არქიმანდრიტის, ტარასი არქიმანდრიტის კილოები, კარბელაანთ კილო, ჭალაგანიძის გალობა, კანდელაკიანთ გალობა, სიმონ კუტის კილო, დუმბაძის კილო და სხვანი. "საეკლესიო გალობის დედაბუდე ყოფილა გელათის მონასტერი. აქ ყოფილა უმთავრესი "სასწავლო" (სკოლა) და აქეთგან ეფინებოდა თურმე გალობა არა თუ მთელს იმერეთის მხარეს, არამედ გადაღმა საქართველოსაც" (რ. ხუნდაძე).სწორედ გელათის მონასტერში უნდა თავმოყრილიყო ქართული გალობის "ოქროს ხანისა" თუ მასზე ადრინდელი უმთავრესი მონაპოვარი. აქვე ვითარდება გალობის ის ერთიანი მუსიკალური ენა, რომლის საფუძველზეც არის განშტოებული დღემდე მოღწეული სხვადასხვა სამგალობლო სკოლათა ტრადიციები. საგალობელთა ზემოაღნიშნულ მრავალრიცხოვან სანოტო ჩანაწერებში უდიდესი ადგილი ფ. ქორიძის მიერ ჩაწერილ ათასობით საგალობელს უკავია, რომელთა გადმომცემნი, ხშირად განსხვავებული სამგალობლო ტრადიციისა და სხვადასხვა კუთხის ეკლესია-მონასტრებში მოღვაწე მგალობლები გახლდათ. მაგრამ ერთიანი მუსიკალური საფუძვლისა და გალობის საერთო კანონიკის გამო განსხვავებული ტრადიციის მქონე შემსრულებლებმა ყოველგვარი სიძნელის გარეშე შეძლეს თანამგალობლობა, რისი ნიმუშიცაა ფ. ქორიძის აღნიშნული ჩანაწერები. როგორც ცნობილია, "გალობის აღმადგინებელი კომიტეტის" მიერ თავდაპირველად საგალობელთა გადმომცემად არჩეულნი იყვნენ დიმიტრი ჭალაგანიძე, ივლიანე წერეთელი და რაჟდენ ხუნდაძე. მგალობელთა ამ სამეულს ზედამხედველობას უწევდა შემოქმედელი, საყოველთაოდ აღიარებული მგალობელი ანტონ დუმბაძე, "თვით პაპა გურულის გალობისა, აღმდგენელი და განმამტკიცებელი მისი მთელს გურია-სამეგრელოში". დიმიტრი ჭალაგანიძე, თავის დროზე მარტვილში მოღვაწე ცნობილი მგალობლის, როსტომ ჭალაგანიძის ვაჟი გახლდათ. თვით როსტომს ჭყონდიდელი მიტროპოლიტის, ბესარიონისგან (დადიანი) უსწავლია სრული გალობა და შესაბამისად, მისი ვაჟი, დიმიტრიც გალობის ამავე კილოს ფლობდა. რ. ხუნდაძის ერთი წერილიდან ვგებულობთ, თუ ვისი სამგალობლო სკოლის აღზრდილია ივლიანე წერეთელი: "ხონის სობოროში იდგა ერთ სენაკში, საუკეთესო ქართული გალობის მცოდნე (სრულად მცოდნე მგალობელი), სიმონა კუტი (ფირცხალავა) ... იმისგან ნასწავლი დღესაც მრავალია; მაგალითებრ, მღ. ივლ. წერეთელი, ეს ცნობილი მგალობელი მისი გაზრდილია." საკუთარ სამგალობლო განათლებაზე კი რაჟდენ ხუნდაძე გვაცმნობს, რომ "გალობა გურიაში მქონდა ნასწავლი"-ო. ჭალაგანიძე-წერეთელი-ხუნდაძის ტრიო, როგორც ვხედავთ, სამ საგალობო ტრადიციას აერთიანებს. რაც შეეხება ე. წ. "დუმბაძის კილოს": დუმბაძეები ოდითგანვე სასულიერო წოდებას ეკუთვნოდნენ და მრავალი მათგანი თავიანთ საგვარეულო სოფელში, შემოქმედის მონასტერში მოღვაწეობდა, როგორც თავად ანტონ დუმბაძე (1824-1907), რომელიც მონასტრის ეზოშივეა დაკძალული. პ. კარბელაშვილის წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" ჩამოთვლილ ძველ, ცნობილ მგალობელთა სიაში რამდენიმე შემოქმედელი მგალობელიც გვხვდება: იაკობ დუმბაძე (1679-1721 წ.წ.) შემოქმედის მგალობელი, გიორგი მღვდელი დუმბაძე (1875 წ.). იქვეა მოხსენიებული მათე გოგიტიძე, 1541-1560 წ.წ. შემოქმედის წინამძღვარი, რომელიც XVI საუკუნის მძიმე ისტორიულ პირობებში ქართული გალობის შენარჩუნებისათვის დაუზარელი მოღვაწე გახლდათ. მასთან ერთად - იოანე გოგიტიძე, მათეს ძმისწული (1560-1590 წ.წ.). ყოველივე ეს იმაზე მეტყველებს, რომ შემოქმედის მონასტერი ისტორიულად ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კერა იყო ქართული გალობისა. ამის მიმანიშნებელია ის ფაქტიც, რომ თბილისის ხელნაწერთა ინსტიტუტში დაცული რამდენიმე ნევმირებული კრებული სწორედ შემოქმედის მონასტრიდანაა ჩამოტანილი. შემოქმედის სკოლის გალობამ ჩვენამდე ცოცხალი ჩანაწერის სახითაც მოაღწია, რისი თვალსაჩინო ნიმუშიცაა ასზე მეტი საგალობლის აუდიოჩანაწერი არტემ ერქომაიშვილის შესრულებით. არტემის უშუალო მასწავლებელი გახლდათ ცნობილი მგალობელი მელქისედეკ ნაკაშიძე, რომელიც სახელგანთქმული მგალობლის ანტონ დუმბაძის მოწაფე იყო. ზემოთდასახელებული წყაროებიდან მხოლოდ ძმები კარბელაშვილების გალობა, ე. წ. "კაბელაანთ კილო" წარმოადგენს აღმოსავლეთ საქართველოს საგალობო ტრადიციას, ე. წ. "ქართლ-კახურ გალობას". გალობის ამ კილოს წარმომავლობაზე საინტერესო ცნობებს გვაწვდის პოლიევქტოს კარბელაშვილი წიგნში "ქართული საერო და სასულიერო კილოები" (კარბელაშვილი პ. 1898:89), რომლის მიხედვით პოლიევქტოსის პაპა, 1754 წელს დაბადებული პეტრე კარბელა (ხმალაძე), გალობის ხელოვნებას სიყრმეშივე დაუფლებია მეფე ერეკლე II-ის კარზე, სადაც მსახურობდა. შემდგომ იგი სამთავისში მოღვაწეობდა ლოტბარად. პეტრე კარბელას ვაჟიშვილი, გრიგოლი მამამისის გამოზრდილი იყო გალობაში. ხოლო თავად გრიგოლმა შვილებს - პოლიევქტოსს და ვასილს გადასცა ეს კილო გალობისა. აღნიშნული ისტორიული პერიოდის ავბედითობა, თავის მხრივ, ქართლ-კახეთში გალობის ნაწილობრივ მივიწყების მიზეზიც აღმოჩნდა. მეფე ერეკლე II-ისა და ანტონ კათოლიკოსის ინიციატივით, 1764 წელს გამართული საგანგებო კრების დადგენილებით მღვდელთმთავრებსა და მონასტრების წინამძღვრებს დაევალა "მგალობელთა გუნდთა შედგენა ყველა სამღვდელთმთავრო ტაძრებთან, ძველებრ. ამისათვის სვეტიცხოველში დაარსდა დიდი საკათალიკოსო სკოლა, სადაც ყრმანი მოსწავლენი სხვადასხვა საგნებთან ერთად სწავლობდნენ ქართულ გალობასაცა. როგორც ძველად, ამ სკოლაში მოუყარეს თავი დიდ საგვარეულოთა შვილებს, მალე გაიმართა ორ გუნდად გალობა. ამ სკოლიდან მოეფინა სწავლა-მეცნიერება ქართლ-კახეთსა" (კარბელაშვილი პოლიევქტოს. გვ. 69-70). საფიქრებელია, რომ სვეტიცხოვლის საგალობო ტრადიციას, რომელმაც აღმოსავლეთ საქართველოში გალობის ამღორძინებლის ფუნქცია შეასრულა, არც კარბელაშვილების წინაპრეპი აუვლიდნენ გვერდს. ამიტომ, საკმაო საფუძველია იმისა, რომ ე. წ. "კარბელაანთ კილო" წარმოვიდგინოთ და მოვიხსენიოთ როგორც სვეტიცხოვლის საგალობო სკოლის დღემდე შემორჩენილი ნიმუში. -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
datiko48 |
Feb 26 2010, 08:23 AM
პოსტი
#3
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 1 რეგისტრ.: 25-June 09 წევრი № 7,177 |
გთხოვთ,რომ თქვენს საიტზე განთავსდეს ქართული საგალბლები რომლის მოსმენა და გადმოწერაც შევძლოთ,ძნელია უცხოეთში ცხოვრება,იქ ადამიანი მარტო სული ხარ.
|
ნანინა |
Feb 26 2010, 03:42 PM
პოსტი
#4
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
datiko48
გაიხარე ჩემო კარგო, პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ფეხი აქ მეორე რაც მინდა გითხრა, ეს არის მართლმადიდებლური ფორუმი, სადაც ადამიანები უზიარებენ ერთმანეთს აზრს ფორუმის ფორმატიდან გამომდინარე ვერ მოხერხდება საიტზე საგალობლების ატვირთვა და განთავსება, თუმცა აქ თქვენ შეგიძლიათ ითხოვოთ საგალობლები და კონკრეტულ საგალობლებს აგიტვირთავთ პრობლემა მხოლოდ ისაა, რომ ამ საგალობლების ლინკები მაქსიმუმ ერთ თვეში უქმდება მე აგრეთვე შემიძლია მიგასწავლოთ ხალხური სიმღერის საიტი www.alazani.ge სადაც საგალობლებიც არის სხვა მხრივ ველით თქვენს აქტიურობას ამ განყოფილებაში -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
m.g.giorgi93 |
Apr 23 2010, 05:30 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 44 რეგისტრ.: 9-November 09 წევრი № 7,706 |
,,შენ ხარ ვენახი''-ს და პატრიარქის საგალობლების ნოტები ხომ არ იცით სად ვნახო ?
-------------------- ,,როცა ამა თუ იმ კაცზე რისამე თქმა გინდოდეს, პირველად იფიქრე, ვითომ ის კაცი შენ წინა დგას"-მაქსიმე შარაძე
|
ქევანა |
Apr 23 2010, 05:52 PM
პოსტი
#6
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ნანინა
კარგი თემაა, საჭირო, უნდა ვიცოდეთ -------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
ნანინა |
Apr 23 2010, 05:59 PM
პოსტი
#7
|
სოფო ჯგუფი: Members პოსტები: 5,621 რეგისტრ.: 8-July 08 მდებარ.: dedaqalaqi წევრი № 5,299 |
m.g.giorgi93
"შენ ხარ ვენახი" რომელი? სხვადასხვა ვარიანტებია პატრიარქის საგალობლებს რაც შეეხება, მე როგორც ვიცი საჯაროდ არ ვრცელდება და არც გამოიცემა, რადგან მათი შესრულების კურთხევა მხოლოდ სამების გუნდს აქვს -------------------- იყავი ის, რაც ხარ!!!
|
ვეშაპო |
Apr 24 2010, 01:54 PM
პოსტი
#8
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
m.g.giorgi93
ციტატა ,,შენ ხარ ვენახი''-ს და პატრიარქის საგალობლების ნოტები ხომ არ იცით სად ვნახო ? პატრიარქის არ ვიცი და "შენ ხარ ვენახი"-ს ნოტების და ჩანაწერების რამოდენიმე ვარიანტი დავდე აქ (დააჭირე) აწი რამე თხოვნა თუ გექნება, მოითხოვე ამ თემაში (დააჭირე) -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
mariami-k |
Aug 9 2012, 09:36 PM
პოსტი
#9
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
დღესდღეობით, ღვთის წყალობით, ბევრ ტაძარში ისმის ქართული ტრადიციული საგალობლები, მაგრამ ცოტამ თუ იცის მათი წარმოშობის და განვითარების ისტორია. ჩვენ შევეცადეთ მოგვეძიებინა ცნობები და მოკლედ გადმოგვეცა თქვენთვის, რათა უფრო მეტად ვიცოდეთ მის შესახებ.
საიდან იღებს გალობა სათავეს? როგორც წმიდა იოანე ოქროპირი ამბობს: „რადგან ღმერთი ხედავდა, რომ ადამიანთა უმრავლესობის დაუდევრობიდან გამომდინარე, მათ საეკლესიო კითხვა ამძიმებდათ და ამ ღვაწლს უხალისოდ ტვირთულობდნენ და რადგანაც მას სურდა, რომ ეს შრომა სასურველად ექცია და დამთრგუნველი სიმძიმე განექარვებინა, წინასწარმეტყველებებს მელოდია შეუთავსა, რათა თითოეულს გალობის კეთილხმოვანებით დამტკბარს უაღრესი გულმოდგინებით აღევლინა წმიდა საგალობელი“. და მართლაც ვერაფერი აღამაღლებს და შეასხამს ფრთებს სულს, ვერ მოსწყვეტს მას მიწას და ვერ გაათავისუფლებს ხორცის საკვრელთაგან, ვერაფერი განაწყობს იმისთვის, რომ აღივსოს ღვთის მოსაობით და დათრგუნოს ყოველივე ცხოვრებისეული, როგორც შეთანხმებული გალობა და შეწყობილად აღვლენილი საღმრთო საგალობელი. მართლმედიდებელმა ეკლესიამ ძველი აღთქმიდან მემკვიდრეობით მიიღო ღვთისმსახურებაში აღსასღულებელი საგალობლები. დავით წინასწარმეტყველი გვეუბნება: „ნეტარ არის ერი იგი, რომელმან იცის გალობა შენი, უფალო“. ქართული ეკლესიის მამებმა და მორწმუნე მრევლმა გარკვეული ბრძოლა გასწიეს, რათა ჩვენამდე მოეღწია ქართულ გალობას, რომელიც უნიკალურია მსოფლიოში თავისი განსაკუთრებული მრავალხმიანობით. ქართული საგალობლები ღრმატრადიციულია და მათ მრავალხმიანობაში ქართველი ხალხის გამორჩეული ხასიათი იკვეთება - სწრაფვა ურთიერთსიყვარულისა და ერთობისაკენ. ქართული საეკლესიო გალობის ისტორია საუკუნეების სიღრმეში იღებს სათავეს. ჯერ კიდევ ქრისტიანობის შემოსვლამდე ქართული მუსიკალური ენა კარგად ჩამოყალიბებული და დახვეწილი იყო. ეს კი იმიტომ, რომ ქართული კულტურა იყო ძლიერი და თვითმყოფადი. ქრისტიანობის შემოსვლა საკვანძო მომენტია ერის ისტორიაში. მას ბევრი ცვლილება და სიახლე მოაქვს. ქრისტიანობა თავდაპირველად საქართველოში იქადაგეს მოციქულებმა- ანდრია პირველწოდებულმა და სიმონ კანანელმა. IV საუკუნეში კი იგი უკვე სახელმწიფო რელიგიაა. ვინაიდან ქრისტიანობა საქართველოში შემოვიდა ბიზანტიიდან, საფიქრებელია, რომ თავდაპირველად საქართველოშიც ბიზანტიური გალობა უნდა დამკვიდრებულიყო, რომელიც მონოდიური ანუ ერთხმიანია. დღეს ძნელია ზუსტად განისაზღვროს როდის მოხდა მიზანტიური ჰანგების ეროვნულ ნიადაგზე გარდაქმნა, მაგრამ ეს პროცესი არ დააყოვნებდა, რადგან საბერძნეთიდან შემოსულ საღვთისმეტყველო ტრადიციებს, მათ შორის გალობასაც, დახვდა საკმაოდ მაღალგანვითარებული მუსიკალური კულტურა. არ ვიცით რამდენი ხანი ხდებოდა ქართულ ეკლესიაში ბერძნული ჰანგის შესრულება, მაგრამ თავიდანვე იქნებოდა წინააღმდეგობა, რადგან მრავალხმიანობას მიჩვეული ქართველისათვის, მისულიყო ეკლესიაში და მოესმინა ერთხმიანი გალობა, უკმაყოფილებას გამოიწვევდა. რა უნდა ექნათ ქართველებს, რომელთაც ქრისტიანობის შენარჩუნებაც უნდოდათ და მრევლის დაკარგვასაც ერიდებოდნენ? ამიტომ გაინახა გამოინახა გამოსავალი. მათ საგალობლები გააწყეს სამ ხმაზე, რომელიც დაფუძნებული იყო ეროვნულ მუსიკალურ აზროვნებაზე. ქართული გალობა როგორც უკვე ვთქვით სამ ხმიანია. მისი სამხმინობა საგალობლის დასასრულს ერთიანდება უნისონში, რაც წმიდა სამების დოგმატის სიმბოლური განსხეულებაა. ქართული გალობის წარმოშობასთან დაკავშირებით სხვადასხვა შეხედულება არსებობდა. არსებობს ისეთი მოსაზრება, რომ თითქოს ქართული საგალობლის ჰანგი არის წარმართული ქართული სიმღერებიდან აღებული და მასზეა გაწყობილი ქრისტიანული ტექსტები, მაგრამ არსებობს მეორე მოსაზრებაც, რაც უფრო სწორია, რომ ქართული გალობის მუსიკაც და ტექსტიც ქრისტიანულ სამყაროშივეა შექმნილი. ამის ვარაუდის საფუძველს იძლევა მისი კომპიზიციური აგებულებაც. მისი სტრუქტურაც თვითონ მეტყველებს იმაზე, რომ ეს ხალხური მუსიკა კი არ არის, არამედ ეს არის იმ დროინდელი პროფესიული მუსიკა დიდი სულიერებით და საღმრთო სულისკვეთებით შექმნილი. ქართული გალობის კანონიკურობისა და მისი უძველესი ტრადიციებისადმი ერთგულების დასამოწმებლად კიდევ ერთი ძლიერი არგუმენტი არსებობს. ეს არის ქართული სამუსიკო დამწერლობა. ხედმველობაში გვაქვს ნევმური სისტემა, რომლის უძველესი ნიმუშები IX-X საუკუნეების ჰიმნოგრაფიულ ძეგლებშია ფიქსირებული, ბოლო პერიოდისა კი - XIX-XX საუკუნეების ხელნაწერებში. ქართული ნევმური ნოტაციის უძველესი ნიმუშები პალეობიზანტიური ნევმების თანადროულია, მაგრამ ნევმების ტრადიცია ბიზანტიურისგან განსხვავებულია. ქართულ სისტემაში ნევმები დასმულია როგორც სტრიქონს ზემოთ, ასევე სქტიქონს ქვემოთ, რაც არც ბიზანტიურ და არც სხვა რომელიმე ნევმური დამწერლობისთვის არ არის დამახასიათებელი. თუ კი ბიზანტიურმა ნევმურმა ნოტაციამ ევოლუცია განიცადა და განვითარების სამი ძირითადი საფეხური გავნვლო, ქართულ ნევმურ დამწერლობას საუკუნეთა განმავლობაში რაიმე არსებითი ცვლილება არ განუცდია და სრულად შეინარჩუნა მთავარი პრინციპი - ნევმების განთავსება სტრიქონს ზემოთ და ქვემოთ და მათი დასმა არა ყოველ მარცვალზე, არამედ გარკვეული ინტერვალებით. განთავსების ეს თავისებურება ეხმიანება ჰანგის ვარიანტულობის იმ პრინციპს, რომელზედაც მიუთითებდა მიქაელ მოდრეკილი, მოგვიანებით კი - ექვთიმე კერესელიძე, ანუ ორგვარი ნევმების დროს შესაძლებელია ჰანგის ერთი ვარიანტის არჩევა. საქართველოს სხვადასხვა კუთხეში თავისებურების მატარებელი ტრადიციები ჩამოყალიბდა, რის საფუძველზეც შეიქმნა გალობის ესა თუ ის კილო - მათ შორის საბაზისოა გურულ-იმერული და ქართლ-კახური, კილოთა მრავალფეროვნება არავითარ შემთხვევაში არ გულისხმობდა ხმოვანი ვერტიკალის ზედა ხმაში განთავსებული კანონიკური ხმის ცვლილებას, შესაძლებელი იყო მხოლოდ ჰანგის ( მაგ.: საქცევის ან კილოს მუხლის) ვარიანტის გამოყენება. ქართული გალობა ქართული კულტურის განუყოფელი ნაწილია. იგი ვითარდებოდა როგორც ადგილობრივ, ისე საქართველოს საზღვრებს გარეთ არსებულ სულიერ კერებში - პალესტინაში, სინას მთაზე, ათონზე, იერუსალიმში და ამდენად ჰქონდსა მუდმივი შეხება სხვა თანადროულ ქრისტიანულ კულტურებთან. V-VIII საუკუნეებში პალესტინაში და სინას მთაზე ოცამდე ქართული სავანე ყოფილა. მათ შორის გამოირჩეოდა საბა განწმენდილის ლავრა. უკვე VI საუკუნეში საბაწმიდის სავანეში ქართველებს სხვადასხვა მსახურების ქართულ ენაზე აღსრულების ნება ჰქონდათ. საბა განწმენდილი თავის ანდრძში ამბობს, რომ ქართველებს „შეუძიათ წართქვან ჟამნობა, შეასრულონ სამხრობა და წარიკითხონ თავიანთ ენაზე სამოციქულო და სახარება“. საბაწმიდის სავანეში ჩაეყარა საფუძველი ქართულ ჰიმნოგრაფიას. თავდაპირველად იგი ბერძნულიდან თარგმნილი ჰანგებით იყო წარმოდგენილი. თარგმნილმა მასალამ თავი მოიყარა უძველეს ქართულ ძეგლებში - ლექციონარებში. ლექციონარების საფუძველზე შეიქმნა პირველი დამოუკოდებელი ჰიმნოგრაფიული კრებული იადგარი, რომელშიც ერთიანდებოდა მღელი წლის განგებაზე შესასრულებელი საგალობლები. შემორჩენილია უძველესი იადგარის რამოდენიმე ნუსხა. მათგან ერთი, ჭილ-ეტრატის იადგარი, დაცულია საქართველოში, დანარჩენი კი სინას მთის წმიდა ეკატერინეს მონასტრის ქართულ ხელნაწერთა კოლექციებში. აღნიშნული იადგარები შეიცავენ უნიკალურ ცნობებს ბიზანტიური და ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების ადრეული საფეხურების შესასახებ. ამავდროულად ამ ძეგლებში დაცულია მითითებები საგალობლის შესრულების წესზე. აქ უკვე ჩანს „გალობის“ ცნების ადრინდელი სინონიმები: „თქუან“, „იტყოდიან“, წართქუან“, „უქციონ“. დაცულია აგრეთვე ანტიფონური შესრულების ქართული სინონიმი „მიმოგდებით“. X საუკუნიდან არაბთაგან შევიწროებული წმიდა მიწის სავანეებიდან ქართველობამ სხვა სამონასტრო კერებში გადმოინაცვლა და საბაწმიდურ სამწერლო კერაში ასწლეულთა მანძლზე შექმნილი ხელნაწერები აღმოსავლეთ საქრისტიანოს სხვადასხვა სამონასტრო გაერთიანებაში იქნა გადატანილი. სავარაუდოდ სწორედ ამ გზით მოხვდნენ ისინი სინას მთაზე. ქართული ჰიმნოგრაფიის განვითარების შემდგომი ეტაპი დაკავშირებულია ტაო-კლარჯეთის სამონასტრო სკოლებთან, რომელთა მესვეურიც იყო IX საუკუნის დიდი საეკლესიო მოღვაწე, ღირსი მამა გრიგოლ ხანძთელი. მას თავად შეუთხზავს საგალობელთა სრული კრებული „საწელიწადო იადგარი“, რომელიც იყო „ხელითა მისითა დაწერილი, სულისა მიერ წმიდისა“. X საუკუნეში ეროვნულ ჰიმნოგრაფიაში გამოირჩეოდნენ ისეთი მოღვაწეები, როგორებიც იყვნენ იოანე მინჩხი, იოანე მტბევარი, ეზრა, კურდანაი, სტეფანე სანანოისძე, იოანე ქონქოზისძე, მიქაელ მოდრეკილი და სხვები. ქართული ჰიმნოგრეაფიის უდიდესი მიღწევები თავს იყრის X საუკუნის II ნახევრის ლიტერატურულ-ჰიმნოგრაფიულ კრებულებში, როგორიც არის მიქაელ მოდრეკილის იადგარი და იორდანეს ძლისპირთა კრებული. მიქაელ მოდრეკილის კრებულის განსაკუთრებული ღირსება იმით აიხსნება, რომ მასში თავმოყრილი და სისტემატიზირებულია მანამდე არსებული მთელი ჰიმნოგრაფიული მემკვიდრეობა, სხვადასხვა ავტორთა საგალობლები, როგორც ორიგინალური, ასევე ნათარგმნი. მას გარდა საკუთარისა, შეტანილი აქვს იოანე მტბევარის, იოანე მინჩხის, სტეფანე სანანოისძე-ყონდიდელის, ეზრას, გიორგი მერჩულეს, ბასილი ბანძთელის, კურდანას და ზოგიერთი ანონიმი ავტორის ჰიმნები. XI საუკუნიდან ქართული ქრისტიანული ლიტერატურისა და მუსიკის უმძლავრესი კერაა ათონის ივერთა მონასტერი. ამ სკოლის ფუძემდებლები არიან წმიდა მამები - ექვთიმე და გიორგი მთაქმინდელები. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილი „თთუენი“, სადაც მან თავი მოუყარა ამა თუ იმ წმინდანისადმი მიძღვნილ ყველა ავტორის საგალობელს. მსგავსი სისრულით „თთუენი“ ბერძნულ ენაზეც არ არსებობდა, გიორგი მთაწმინდელი არა მხოლოდ მთარგმენელობით სააქმიანობას ეწეოდა, არამედ თავად ქმნიდა ორიგინალურ ტექსტებს და კილოებს. აღსანიშნავია, რომ გიორგი მთაწმინდელის ბავშვთა კაპელას კარგად იცნობდნენ და აფასებდნენ არა მარტო ჩვენში, არამედ ბიზანტიაშიც. XII საუკუნიდან ადგილობრივ საგანმანათლებლო სულიერ კერებს შორის უმნიშვნელოვანესია გელათის მონასტერი, რომელიც XX საუკუნის დასაწყისის ჩათვლით ქართული საეკლესიო გალობის მთავარ კერას წარმოადგენდა. სწორედ გელათის დიდ საეკლესიო მოღვაწეს, იოანე პეტრიწს ეკუთვნის ცნობა ქართული მუსიკის მრავალხმიანობის შესახებ. იგი ასახელებს სამი ხმის იმდროინდელ სახელწოდებებს: „მზახრ“, „ჟირ“ და „ბამ“ (მოძახილი, მეორე და ბანი) და აღნიღნავს, რომ ამ ხმათა შეწყობა კეთილხმოვანებას ქმნის. XIII-XVI საუკუნეებში საქართველოში შექმნილი მძიმე პოლიტიკური ვითარების შედეგად ქართული საგალობო ხელოვნება დაცემის გზას დაადგა. გაძარცვულ ტაძრებში განადგურდა ჰიმნოგრაფიული კრებულები. მხოლოდ დარბევას გადარჩენილ ეკლესია-მონასტრებში შეიფარეს ქართული საგალობელი. მიუხედავად მძიმე პერიოდისა გალობის განვითარების პროცესი ნელა, მაგრამ მაინც მიმდინარეობდა. ამაზე მიუთითებს ჩვენამდე მოღწეული XVII-XVIII საუკუნეებით დათარიღებული „სადღესასწაულოდ“ წოდებული ჰიმნოგრაფიული კრებულები. ამ კრებულებმა წარმოდგენა შეგვიქმნეს ისეთ ჰიმნოგრაფებზე, როგორებიც იყვნენ ნიკოლოზ მაღალაშვილი, ნიკოლოზ ჩერქეზიშვილი, ბესარიონ ორბელიანი და სახვები. XVIII საუკუნის დასასრულს ერეკლე II-მ ითავა გალობის აღდგენა-აღორძნების და სამგალობლო სკოლათა ტრადიციების შენარჩუნების საქმე. ამ მიზნით ჩამოყალიბდა სვეტიცხოვლის სკოლა, სადაც გალობას ასწავლიდნენ საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან საგანგებოდ მოწვეული ცნობილი მგალობლები. მაგრამ გამოცოცხლების ეს პერიოდიქართული გალობის ისტორიაში ხანმოკლე აღმოჩნდა. 1811 წელს საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმებამ და ქართული ტაძრებში რუსული მსახურების დამკვიდრებამ ქართული გალობის არსებობას საფრთხე შეუქმნა. გალობის ტრადიციების გადარჩენისთვის XIX-XX საუკენეების არაერთმა მოღვაწემ გასწია დიდი შრომა. მათ შორის იღუმენმა ექვთიმე კერესელიძემ, ფილიმონ ქორიძემ, დეკანოზმა რაჟდენ ხუნდაძემ, მელქისედეკ ნაკაშიძემ, ეპიეკოპოსებმა გაბრიელ ქიქოძემ და ალექსანდრე ოქროპირიძემ, ძმებმა კარბალეშვილებმა და სხვებმა. მათ მომავალ თაობას თავგანწირული მასახურების მაგალითი დაუტოვეს. სწორედ ამიტომ საქართველოს ეკლესიის წმიდა სინოდის სხდომებზე მათი უმრავლესობა წმინდანათ იქნა შერაცხილი. ამ მოღვაწეთა საერთო სულისკვეთება იღუმენ ექვთიმე კერესელიძის ერთ ერთი ხელნაწერის ანდერძშია გამოხატული: „დიდება შენდა უფალო იესო ქრისტე! ძალო ცხოვრებისა ჩემისაო, რამეთუ რომელი არა ვიცოდი მადლითა შენითა ვისწავე და რომელი არა შემეძლო, შემძლებელ მყავ დაწერად წიგნისა ამის მხიარულებით. და აწ მშრომელი წარვალს, ხოლო ნაშომთა ამას შეგვედრებ შენ, რათა ჰგიებდე ერთა შორის ყოვლადვე აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“. გამოყენებულია სხვადასხვა წყაროები, წიგნები და ამ სფეროში მოღვაწეთა ნაშრომები -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
A.V.M |
Aug 24 2012, 02:42 PM
პოსტი
#10
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ძალიან მომეწონა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mariami-k |
Aug 24 2012, 03:11 PM
პოსტი
#11
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
A.V.M
ციტატა ძალიან მომეწონა... მარტო ტექსტია ქართული მელოდია არ არის ქართული. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
A.V.M |
Aug 24 2012, 03:20 PM
პოსტი
#12
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა მარტო ტექსტია ქართული მელოდია არ არის ქართული. შევატყე... და მაგიტომაც მომეწონა... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
mariami-k |
Aug 24 2012, 03:26 PM
პოსტი
#13
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
A.V.M
ციტატა და მაგიტომაც მომეწონა... ხო? მე კი არ მომწონს მსგავსი საგალობლები. ქართული ტექსტის უცხოურ მელოდიაზე გაწყობა ჩემი აზრით არ არის სწორი. და ეს მარტო ჩემი აზრი არ არის. დაკარგულია ქათული სული -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
ვეშაპო |
Aug 24 2012, 07:31 PM
პოსტი
#14
|
ბიზონებზე მონადირე ჯგუფი: Moderator პოსტები: 2,860 რეგისტრ.: 1-November 06 წევრი № 360 |
mariami-k
ციტატა ქართული ტექსტის უცხოურ მელოდიაზე გაწყობა უცხოური არაა. ვინცხა ქართველი "კომპოზიტორის" ნაჩალიჩარია. -------------------- "ვინაც ორიოდე ნოტები ისწავლა, ჩაიგდეს ხელში ეს საცოდავი წირვის წესი და ჯიჯგნიან . . . ყველა მონდომებულია სხვადასხვაგვარი სახე მისცეს, თავის გემოზე გადააკეთოს, ე.ი. ქართული სიტყვები მიუწეროს სლავიანურ სხვა და სხვა გალობათა ხმებს, ამ სიმახინჯით თავი მოსწონთ და სირცხვილათ არ მიაჩნიათ ის, რომ ერთი უბრალო ტროპარი არ იციან გალობით ქართულათ."
მღვდელი რაჟდენი (ხუნდაძე) 1911 წ. |
mariami-k |
Aug 24 2012, 07:45 PM
პოსტი
#15
|
მარიამი ჯგუფი: Members პოსტები: 2,841 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 671 |
ვეშაპო
ციტატა უცხოური არაა. ვინცხა ქართველი "კომპოზიტორის" ნაჩალიჩარია. ხო? უარესია მგონი ეგ ბოლომდე არც მომისმენია და რომც მომესმინა, ქართველის დაწერილი თუ იყო ვერც მივხვდებოდი. ქართულის არაფერი სცხია... დაილოცოს ქართული საგალობელი. ფილიმონ ქორიძის, კარბელაშვილების და ექვთიმე კერესელიძის წვალების და ღვაწლის შედეგად შემონახული მარგალიტები. -------------------- "შეიყვარეთ სიყვარული"
|
A.V.M |
Aug 24 2012, 09:50 PM
პოსტი
#16
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ვეშაპო
mariami-k ნუ ახლა გალობის საქმეში ისეთები ხართ რომ მე ხმას როგორ ამოვიღებ... რადგან ამბობთ არ ვარგაო ე.ი. არ ვარგა და მორჩა. (მარა მე კი მომეწონა მაშინ... შეიძლება იმიტომ რომ რუსები ასრულებდნენ ქართულ ენაზე) -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
რუსიკო |
Nov 1 2012, 03:34 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 32 რეგისტრ.: 29-October 12 წევრი № 12,708 |
___________________________________________
-------------------- უფალო შეგვიწყალე
|
marine |
Nov 27 2012, 02:48 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სიმღერა გალობიდან იწყება. თუ კარგად გალობს ადამიანი, სიმღერა აღარ გაუჭირდება. ქართულ გალობაში განსხეულებულია ადამიანის ყველაზე მაღალი და ნატიფი გრნობები, რელიგიური მრწამსი. ეს რომ უზადოდ შეძლო, სუფთა სინდისი და წრფელი გული უნდა გქონდეს."
/ლოტბარი რეზო ჭკადუა/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 3 2012, 02:19 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,599 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"თამამად შეიძლება ითქვას, რომ ძველი ქართული გალობა არის საეკლესიო ტრადიციის წმიდად დამცველი, შეურყვნელი, უძველესი და ამასთან, შუასაუკუნეების მართლმადიდებელ ეკლეს...იათა საგალობლებს შორის ერთადერთი მრავალხმიანი, ანალოგის არმქონე, რაც მის უნიკალურობას განაპირობებს."
(უწმიდესი და უნეტარესი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
აკაკი |
Jan 1 2013, 12:19 AM
პოსტი
#20
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
მოუსმინეთ ამ ბავშვებს.. http://www.youtube.com/watch?v=CTs-37iUciI
რა სასიხარულოა... ღმერთმა კარგი მგალობლები გამოზარდოს საქართველოსთვის |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 10th November 2024 - 11:41 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი