სულხან-საბა ორბელიანი, რას ფიქრობთ სულხან-საბა ორბელიანის "გაკათოლიკების" შესახებ? |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სულხან-საბა ორბელიანი, რას ფიქრობთ სულხან-საბა ორბელიანის "გაკათოლიკების" შესახებ? |
ნათია |
Mar 25 2007, 08:10 PM
პოსტი
#1
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
„მაღალი ტანისაა, მხნე და ძლიერი აგებულების, მშვენიერი სახე აქვს და თეთრ-მოწითალო ფერი; ერთ მტკაველზე მეტი წვერი აქვს, რომელიც დიდად უხდება“. - ასე ახასიათებდნენ სულხან-საბა ორბელიანს მისი თანამედროვენი.
საინტერესოა სულხან-საბას ცხოვრების ერთი მონაკვეთი, რომელიც მის „გაკათოლიკებას“ ეხება. უნდა აღინიშნოს, რომ ეს ქმედება იძულებით გაღებული ხარკი იყო საქართველოს გადასარჩენად, ვახტანგ VI ტყვეობიდან დასახსნელად და მაჰმადიანური ზეგავლენისაგან თავის დასაღწევად. „დასაღუპავად განწირული ქართველები ამ საფარის ქვეშ თავიდან იცილებდნენ გასომხებასა და გათათრებას, ხელსაყრელი მომენტის დადგომისთანავე კი იბრუნებდნენ მართლმადიდებლის სახელს“ (მთავარეპისკოპოსი ანანია ჯაფარიძე). სულხან-საბასთვისაც იძულებითი გაკათოლიკება მხოლოდ დროებითი პოლიტიკური ნიღაბი იყო. მართლაც, ევროპიდან დაბრუნებული მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. „მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს. სულხან-საბას ცხოვრების გზას საქართველოს სიყვარული წარმართავდა. ამ სიყვარულმა ააღებინა ხელში კალამი, ამ სიყვარულის გამო გაემართა ევროპისაკენ, ამავე სიყვარულმა შემოსა ბერის სამოსით... იგი იყო მწიგნობარი, მწერალი, პოეტი, მთარგმნელი, ღვთისმეტყველი, მჭევრმეტყველი, საერო და სასულიერო მოღვაწე, ელჩი, მოგზაური. კითხულობ ამ ჩამონათვალს და გიკვირს - ნუთუ ერთ ადამიანს შეეძლო მოეცვა ყოველივე ეს ერთ არსებაში? დასტურს ჩვენამდე მოღწეული ეს ორიოდე პწკარი გვაძლევს: „სულხან-საბა ორბელისძე სიბრძნით აღხდა ორბებისზე“. დააფიქსირეთ თქვენი აზრი -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
მამფალი |
Mar 26 2007, 12:44 AM
პოსტი
#2
|
შეფიცული ჯგუფი: Members პოსტები: 1,279 რეგისტრ.: 13-February 07 მდებარ.: apsni axeintkarra წევრი № 1,066 |
ეს იმის შედეგი იყო რომ ვახტანგს ვაჟობის გამოჩენა მოუნდა ისპაჰანში და ისლამი არ მიიღო. გაკათოლიკება რა თქმა უნდა მდგომარეობამ უკარნახა მარა ეხლა ვხვდებით რომ მაშინ კათოლიკობა კი არა ფრანგობა რომ მიეღო ევროპა მაინც არ დაგვეხმარებოდა. ეგაა - ალია და ოსმანა მართლა ორივე თათარია.
-------------------- არააა, ზაქიჭამია არ იყო. თურმე სტუმრებსაც უტოვებდაო ლუკმასო. :ხოხვასმაილი:
|
გლახა |
Mar 26 2007, 10:55 AM
პოსტი
#3
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ერთი რამ ნათელია: სულ ხან საბა კათოლიკობას მწვალებლობად არ თვლიდა..წინააღმდეგ შემთხვევაში "კათოლიკეს როლს" არ იტამასება...
და ეს საერთოდ საკითხავია იყო თუ არა მისი "კათოლიკობა" ნიღაბი... გამიგია, რომ მას მართლმადიდებელმა მღვდლებმა წვერი გააგლიჯესო, რომ გაიგეს მისი კათოლიკეობაო (არ ვიცი რამდენად სწორია)... მერე იმ კაი კაცმა ვერ უთხრა რომ როლში ვარო? |
ekusia |
Mar 26 2007, 01:06 PM
პოსტი
#4
|
ekaterine ჯგუფი: Members პოსტები: 160 რეგისტრ.: 1-March 07 წევრი № 1,227 |
"„მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ და მრავალი ავი მომინდომეს“, - წერს იგი თავის თხზულებაში „მოგზაურობა ევროპაში“. სულხან-საბა რომ მართლმადიდებლად აღესრულა, ამას ისიც ადასტურებს, რომ რუსეთში იგი მართლმადიდებლურ ტაძარში დაკრძალეს."
ჩვენი აზრი რაღა საჭიროა, მას დაუფიქსირებია თავის აზრი. რომც არ ეთამაშა კათოლიკობა, ბოლოს მაინც ხომ უარყო. |
marine |
May 3 2007, 03:49 PM
პოსტი
#5
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მამა" საქართველოსი
"... ჩემი ვიშრომე სულ ხანი საბამან ორბელიანმან, ვის ერთად მერქვა სულხანი." საბა - სულხანი ყველა ქართველისათვის საყვარელი და საამაყო სახელია. სახელი გაიგივებული საერო ღვაწლთან, სამშობლოსთან, თავდადებასთან, აღორძინებასთან. სახელი, რომლის მიღმა ნაგულისხმევი ადამიანისადმი დამოკიდებულება დროითი სივრცით აღარ განისაზღვრება. იგი ყველა დროში ღირებულია, თანამედროვე, საინტერესო. საბა - სასულიერო შინაარსით გაცისკროვნებული. სულხანი - ერისკაცური ღირსების მღაღადებელი! ერთიც და მეორეც მნიშვნელოვანი და ამავე ლოგიკით "ცხოვლად" აღბეჭდილი შთამომავალთა გულებში. მას ხელთ არც სკიპტრა ეპყრა, არც გვირგვინი ამშვენებდა, არ სურდა სამეფო ტახტი და ისე აკეთებდა იმას, რასაც ზოგჯერ საუკეთესო მეფენიც ვერ ახერხებდნენ და სანაცვლოდ მხოლოდ არსებობისთვის აუცილებელს სჯერდებოდა. ამგვარ კაცებს ერი უსმენს, უჯერებს, ენდობა. ასევე ივსება ის სიცოცხლე, რამაც შეიძლება საუკუნეები არაფრის მთქმელი რიცხვებიდან მნიშვნელოვან თარიღებად აქციოს. არც ქართველ კაცს დავიწყებია 1658 წელი, 4 ნოემბერი. ქვემო ქართლი - მაინც გული საქართველოსი, ბოლნისი... მრავლის მომსწრე ფიტარეთით, წუღრუღაშენით, სამშვილდით და იმ სიონით, გულში რომ ჩაუკრავს წინაპართა ნაღვაწ-ნაფიქრალით ამეტყველებული ქვები. აქ არის პატარა "ტურფა ტანძია", სადაც აღიზარდა მომავალი ერისკაცი, დიდი მოძღვარი, მწერალი "მამა" საქართველოსი, ორბელიანთა გვარის საამაყო შვილი. მაშავერასა და ქციის ხეობაში XIV საუკუნიდან დაიწყო აღორძინება ქათიბაძე - ბარათაშვილთა გვარმა, რომლის ერთ-ერთ განშტოებითაც წარმოადგენდნენ ორბელიანები. ტყუილა არ იწონებდნენ თავს თავდადებული სარდლებით, მეცნიერებით, მწერლებით... დედაც ზაალ არაგვის ერისთავის ასული ერის ინტერესებისთვის მებრძლოთა შთამომავალი იყო. ამ ორი გამორჩეული გვარიდან იმემკვიდრა სულხანმა ქვეყნის სიყვარული - ლიტარატურის, მეცნიერების, ისტორიის სიყვარულთან შეერთებული - მისივე მომავლის შექმნას რომ მოახმარა. განათლებაც გვარისა და ოჯახის შესაფერისი მიიღო. მამიდაშვილების, უფლისწულ ლევანის, გიორგის, არჩილის მეთვალყურეობით ჩამოყალიბდა იგი დიდ ერუდიტად. არც მის მასწავლებელთა სახელი დაჰკარგვია შთამოვამავლობას. "ყოველთა ზნეთა" აღმზრდელად მცხეთელი აზნაური ბერუკა ზედგენიძე ჰყავდა, სასულიერო მოძღვრებისა და სიმღერა-გალობაში - იაშვილი გიორგი დმანისის სასახლის უმდიდრესი ბიბლიოთეკაც ხელს უწყობდა ფილოსოფიის, ღვთისმეტყველების, მწერლობის, უცხო ენების შესწავლაში. თავმდაბლად აღიქმება ის ფაქტი, რომ იგი ქართულის გარდა სხვა ენის ცოდნას უარობდა. თუმცა მას უნდა სცოდნოდა სპარსული, არაბული, ბერძნული, ლათინური, სომხური იმ ზომით მაინც, რომ წიგნებით ესარგებლა. განსაკუთრებით გამოარჩევდა ფილოლოგიური ნიჭი, რაც შეუჩნეველი არ დარჩენია გიორგი XI-ს. ვისი წაქეზებითაც დაიწყო ქართული ენის ლექსიკონზე მუშაობა. "სიტყვის კონა" უწოდა განათლებულ ქართველთა ამ სამაგიდო წიგნს მისივე აღზრდილმა, ქართული კულტურის "ვერცხლის" ეპოქის შემქმნელმა, ვახტანგ VI-მ. მოსწავლემაც მასწავლებლის გზა გააგრძელა და მიუხედავად პოლიტიკური სიძნელეებისა, აღორძინებად მოინათლა მათი მუშაკობის რთული პერიოდი. სულხან-საბა ორბელიანის ცხოვრებაში არეკლილია ბედი XVIIIს-ის საქართველოში მცხოვრები ქართველი ერისკაცისა. 1453 წელს ბიზანტიის დაცემასთან საქართველოში მისი მეშვეობით ევროპულ კულტურასთან ზიარების იმედი დაკარგა. ქვეყანა ოსმალეთისა და სპარსეთის სათარეშოდ გადაიქცა. ხელისუფალთ ვერ გადაეწყვიტათ, როგორ დაბრუნდებოდნენ ევროპის წიაღს, გასაზრდელები დედას, რომლის ნაწილადაც მოიაზრებოდა ქართული კულტურა. იქნებ ახალი გზები გაჭრილიყო რუსეთიდან, ევროპისაკენ ან უფრო შორი - პირდაპირ ევროპისაკენ, რომის პაპებისა და საფრანგეთის სამეფო კართან დაახლოების გზით. სწორედ აქ იჩინა თავი დაბნეულობამ, მერყეობამ, ყოყმანმა. რამაც სავალალო შედეგებამდე მიიყვანა ქვეყანა. საქართველოს მესვეურები ცალ-ცალკე ეკითხებოდნენ ერთგულებს სპარსეთს, ოსმალეთს, რუსეთს, რომს, საფრანგეთს. ამ მოვლენათა შუაგულში მოტრიალე, ისტორიის ბორბლის წაღმა დატრიალების მცდელთაგან იყო სულხანიც. თუმცა "როცა ხალხს ამდენი მოღალატე შინა ჰყავს, მაკედონელიც ვერ გაამარჯვევინებს." მოღალატენი კი თავად ხელისუფალნი აღმოჩნდნენ. საყვარელი მეფის გიორგი XI - ისათვის დამაშვრალი სულხანი ერეკლე პირველის გამეფების შემდეგ იძულებული გახდა ბერად შემდგარიყო. თავიდან მეუღლის გარდაცვალებას დაუკავშირდა მისი შემდეგ პოლიტიკურ მიზეზებს. ერთი კი აშკარაა - ეს ნაბიჯი დიდი რწმენის, ნებისყოფის, სულიერ ძალებში დაურწმუნებლობის გარეშე ვერ გადაიდგმებოდა. 12 წელი გაატარა დავით გარეჯის იოანე ნათლისმცემლის სახელობის მონასტრის კედლებში. ზამთარში - გაუსაძლისად ცივ, ზაფხულში - ასეთივე ცხელ უდაბნოში, საბა სულხან ყოფილმა ამ პერიოდში წარმოთქვა ბერ-მონაზონთა წინაშე ის სწავლა-ქადაგებანი, რომელიც კიდევ ერთი ზნეობრივი კანონი ღვთის გზაზე დამდგართა თუ მაძიებელთა დასამოძღვრად. დიდი სითბოთი, ქრისტესმიერი სიყვარულითა და მადლითაა გაჯერებული მისი მოძღვრება. "უკეთუ სიკვდილი გვეწიოს, დაითხრების სულითა ჩვენის სახელი და წარწყმდების სულითა ჩვენის საუნჯენი" "განიცადენით საქმენი თქვენი, მოიკვეთეთ ცოდვანი, იწყეთ სინანული", "ქრისტემან დადვა სული ფასი და მოგიყიდათ სულთა თვისათა.." შენ დასდევ სული შენი ქრისტესკენ სასყიდლად სამოსელთა და ვერცხლთა განქარვებათა და იგი დაუტოვეთ ძღვნად ეშმაკთა." საბა ხედავდა რა ჭირი შეჰყროდა სამშობლოს. ქართველებმა "ღმერთსა სცოდეს და მათ ღმერთმა უყო პასუხი ცოდვისა" (დ. გურამიშვილი) ამიტომ ერის ცხოვრების ყველა სფეროს ჩასწვდა მახვილი თვალით, შეაფასა ფხიზელი გონებით, ამხილა მჭრელი კალმით. 1712 წელს ისევ დასჭირდა სამეფო კარს სულხანი. იდგა დრო როცა ყველაფერი უცხოური საუკეთესოს სინონიმად აღიქმებოდეს, ეროვნულ-ქრისტიანული ტრადიციები აღმოსავლურ-მაჰმადიანებთან იცვლებოდა. ქართველებს "შეერიათ განცხრომა ყიზილბაშური, სმა-ჭამა, ტყუილი უგვანო კეკლუცობა და დაუტევებნენ ქართველთა ზნეთა. მართლმადიდებლობაზე უარის თქმა იყო უარის თქმა ქართველობაზე და პირიქით. ეს ორი დედაბოძი ჩვენი ერის არსებობის ბურჯს - სახელწმიფოებრიობას ედგა ბალავრად. ერთ-ერთის გამოცდა მოასწავებდა შერყევას "ჩვეულებისამებრ მამულისა სვლისა." დავიწყებოდათ დიდთაც და მცირეთაც, რომ ჭეშმარიტების უარყოფით როდი მიიღწევა ბედნიერება, არამედ, ყველა ვითარებაში მისი დაცვით. ამიტომ ჯიუტობდა 1712 წელს სპარსეთში გამგზავრებული ვახტანგ VI და ტყვეობას ამჯობინებდა ჭეშმარიტების ღალატს. მრჩევლად კი აღმზრდელი სულხანი ჰყავდა. არცერთმა არ იცოდა მაშინ, რომ ულმობელ დროს ყველა გზაზე აღმართულ ნიშანსვეტზე შავი ხელით დაეწერა "დამღუპველია!" მაინც გაჰყვა ერთ-ერთს სულხანი, რადგან არც მუდამ ტირილი შეეძლო ჯოჯოხეთის "მაშენებელთა" მაცქერალს და არც სიცილი - მათი დაღუპვით გახარებულს. 1714 წელს ყოფილ კონსტანტინეპოლში ბასილიანელთა ორდენის კათოლიკე მონაზონი გახდა. გარეგნულად მართლმადიდებლური ეს ორდენი სულ "მცირე" დათმობას ითხოვდა მის მაღიარებელთაგან: ა) პაპის უზენაესობის აღიარებას; ბ) სულიწმინდის ძისაგან გამოსვლას. საბაც "ოდენ ბაგით" გახდა კათოლიკე. ეს იყო იძულებითი ნაბიჯი. არა მსოფლმხედველობის მერყეობის შედეგი, არამედ პოლიტიკური არჩევანი. სამშობლოს ხსნის იმედით სავსე ეახლა იგი საფრანგეთის მეფეს ლუდოვიკო XIV-ს, რომელსაც თავისი გარეგნობა უფრო აწუხებდა, ვიდრე ბედი საქართველოსი. მჭერმეტყველმა ქართველმა მისი პატივმოყვარეობა ულამაზესი კომპლიმენტით დააკმაყოფილა: "თქვენი უდიდებულესობა ამ ასაკს (70 წელი) ისეთი გრაციით ატარებს, ყველა ისურვებდა თქვენი ხნის ყოფილიყო". წყალში ჩაიყარა ფამილარობით ამოთქმული ფრთიანი სიტყვებიც "გვქონდა უპირატესობა და ჩვენი თვალით ვიხილეთ ის, რასაც სხვები შორიდან აღტაცებით შესცქერიან." პატარა საქართველოსა და მისი ტყვე მეფისთვის საფრანგეთი ირანს ვერ მოიმდურებდა და "რაც შეიტანა, ისევე ის გამოიტანა, იმ სახელგანთქმულ ვერსალიდან ელჩმან ქართლისამ." "ჩემი სისხლიც რომ მთხოვოს სანაცვლოდ, იმასაც კი არ დავინანებ შენი ქვეყნისთვისო", - ახლა საქართველოს გაკათოლიკების პერსპექტივით აღტაცებული რომის პაპი ბენედიქტ XII ეფიცებოდა დიდ ელჩს, რომელმაც კარგად უწყოდა, რომ ქართველათა მისია ქრისტესთვის ჯვარცმაში იყო და არა ერთხელ არჩეული მრწამსის ღალატში. მართლმადიდებელთა ღვთის სიყვარულის დასამოწმებლად დაღვრილი სისხლიც ამისკენ მოუწოდებდა ყოველთვის ქართველს. არც საბას სჯეროდა საქმეს დაშორებული სიტყვის, მისი იდეალი იყო: "სიტყვა საქმიანი და საქმე სიტყვიანი" და, მიუხედავად იმისა, რომ ევროპიდან დაბრუნებულს არ დაჰკლებია ლანძღვა, შეურაცხყოფა, ცილისწამება, დაბეზღება, მაინც არ უთქვამს უარი ბედკრული სამშობლოს სამსახურზე, რომლის უკანასკნელი ხორცშესხმაზე ექცა ახლად შერიგებული აღზრდილის თხოვნით რუსეთს გამგზავრება. 1724 წელს იმედჩაუქრალი ერისკაცი მოსკოვში ჩავიდა. იქიდან პეტერბურგში უნდა სწვეოდა პეტრე II-ს. "მოსკოვში კათოლიკობას ალმაცერად უყურებდნენ. გამაჰმადიანებული ვახტანგი ისევ მართლმადიდებლობას დაუბრუნდა. სავარაუდოდ, ასე მოიქცა სულხანიც. ამ ნაბიჯის გარეშე მას მოსკოვში წასვლის საპასუხისმგებლო დავალებას ვერ დააკისრებდნენ. თან გარდაცვალების შემდეგ ვსესვიაცკოეში, ქართველთა მართლმადიდებლური ეკლესიის გალავანში ვერ დაასაფლავებდნენ". ეს ეკლესიის კანონით აკრძალული იყო" - (კ. კეკელიძე) "მე მართლმადიდებლობა ვერ უარვყავ" - ამბობს საბა მემუარულ ნაწარმოებში " მოგზაურობა ევროპაში." მინდა, მჯეროდეს - ეს მისი საიდუმლოს გვიანი ამოთქმაა. მას არც არასოდეს დაუტოვებია "მამული" რჯული. თუნდაც ასე ყოფილიყო, დიდი ბრძენი შეცდომას სასოწარკვეთილებაში არ ჩაუგდია. წმ. მოციქულის პეტრეს მიბაძვისკენ სხვას თუ მოუწოდებდა, თავადაც აღასრულებდა. "...(იუდამ) ესოდენი ცოდვა ქნა და არა ინება კურნება... (პეტრე) რაჟამს უარყო და მოეხსენა,გამოვდა და ტიროდა მწარედ... თქვენცა, ცოდვილნო, ემსგავსენით სინანულით პეტრეს ჟამსა მარჯვესა, რათა მსგავსად მისად მოგეტევნეს." სხვა ფაქტებთან ერთად ამ რწმენამ განაპირობა ამ დიდი მოძღვრისათვის პარაკლისის გადახდა კათოლიკოს-პატრიარქის, უწმიდესისა და უნეტარესის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით ქ. ბოლნისის წმ. გიორგის სახ. ეკლესიაში მამა პეტრეს (კვარაცხელია) მიერ. ამ დღეს ქრისტიანული მიტევების აღსრულების მომსწრედ ღირსგვყო და შეგვახსენა: "მიუტევეთ, რათა მოგეტევოთ." ღმერთო, მოგვეცი ამის ძალა! ფილოლოგი, ნანა გვილავა -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Dec 14 2012, 12:39 PM
პოსტი
#6
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ტანძია
თოვლზე მზე ბრწყინავს, იანვარი მაისობს თითქოს, არ ეზოგება ამაყ ზამთარს ბუნების მადლი. ისე ეღვრება შორს მწვერვალებს ეშხი და სითბო, გულის ბუდიდან ამოფრინდა დაბმული დარდი. დუმს ეკლესია, ბევრის მომსწრე და ხანდაზმული. გადაკეტილი კარი მისი აღარ ჭრიალებს, ყვითელ კრამიტებს ადევს თოვლი - წმინდა წარსული. სარკმელი მოჰგავს თვალდახუჭულ მემატიანეს. მთებს აჩრდილივით მოსდგომია საბას სახება. ნეტავ სად იყო, სად გვემულა, სად უკვნესია... თოვლზე ჩამქრალი მზე ეცემა, უკვე ღამდება და დაღვენთილი სანთელივით თვლემს ეკლესია. /ოთარ მამფორია/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 3 2018, 03:53 PM
პოსტი
#7
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულხან-საბა 55 წლის იყო, როცა ევროპაში წავიდა. პოლიტიკური მოსაზრებებით საბამ კათოლიკობა მიიღო. საქართველოს ელჩი უჩიოდა თავის ჯანმრთელობას. მოგზაურობის წიგნში ამბობს, "თავად ბერი კაცი ვიყავი და სნეულიო". ჯანგატეხილი და იმედგაცრუებული დაბრუნდა სულხან-საბა ორბელიანი სამშობლოში. "ჩვენს ქვეყანას მოვედით, აბოცსო", - სიხარულით ჩაუნიშნავს დღიურში.
ქვეყნის ერთგული შვილის ღვაწლი და მრწამსი ეჭვქვეშ დგებოდა, ამიტომ სამშობლოში დაბრუნებულს დევნა დაუწყეს. "ქართველნი ეპისკოპოსნი და სამღვდელონი რომს წასვლისთვის გამიმტერდენ", - წერს საბა. სამღვდელოებამ მცხეთაში საეკლესიო კრება მოიწვია. საბას მოსთხოვეს კათოლიკობის უარყოფა და პაპის საჯაროდ გმობა. მან ეს არ იკადრა, ამისთვის "მრავალი ავი" დაატეხეს თავს" -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 9 2018, 06:59 PM
პოსტი
#8
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"წმინდა დავით გარეჯელზე საგალობელი დაწერა სულხან-საბა ორბელიანმა, რომელიც ერთი წლის აღკვეცილი იყო დავითგარეჯის უდაბნოში."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 22 2019, 09:28 PM
პოსტი
#9
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჩემთვის მეტად საყურადღებო აღმოჩნდა 2008 წლის მარტის "კრიალოსანი"-ს ნომერში გამოქვეყნებული სტატია - "საქართველოს ეკლესიის სიწმინდეები". დავინტერესდი იმ მონაკვეთით, სადაც აღნიშნულია, რომ ევროპიდან დაბრუნებულმა დიდმა სულხან-საბა ორბელიანმა 1715 წელს საქართველოში ჩამოაბრძანა დიდი სიწმინდე - წმინდა კლემენტოს თავის ქალა, რომელიც მას რომში ყოფნის დროს პატივისცემის ნიშნად საჩუქრად გადასცეს. სულხან-საბას რომში დაუწერია წმ. კლემენტოს ცხოვრება.
მოგახსენებთ, რომ რამდენიმე წლის წინ მოვილოცე ქალაქ კიევში კიევ-პეჩორის ლავრა. გამოქვაბულში მრავალ წმინდათა განუხრწნელ ნეშტთა შორის დაცულია წმ. კლემენტოს თავის ქალა, რომელიც ვერცხლის ლუსკუმაშია დაბრძანებული. მრავალი მომლოცველი თაყვანს სცემს მას. თავის ქალიდან ედინება სურნელოვანი ზეთი, სასულიერო პირნი სასწაულებრივად ჩამოდენილ ზეთს მომლოცველებს სულისა და ხორცის საკურნებლად სცხებენ. ჩემი სურვილა, მეცნიერებმა შეისწავლონ და დაადგინონ, ეს ის სიწმინდე ხომ არ არის, რომელსაც სულხან-საბა გადმოგვცემს" /მამა დავით გოცირიძე/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 3 2022, 09:16 PM
პოსტი
#10
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1716 წელს სულხან-საბა ორბელიანი კონსტანტინოპოლიდან სამშობლოში გამოემგზავრა. მოგზაურებს ზურგის ქარი შეხვდათ და მეათე დღეს ისინი ათინას ნავსადგურში, გონიოსთან ახლოს იყვნენ. ჩვეულებრივ, XVIII საუკუნეში თურქეთის იმპერიის დედაქალაქიდან საქართველოს ნაპირებამდე რვა დღის სანაოსნო გზას ანგარიშობდნენ"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 195/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 4 2022, 01:28 PM
პოსტი
#11
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1716 წელს სულხან-საბა ორბელიანი კონსტანტინოპოლში ხომალდის პატრონს მოურიგდა იმის თაობაზე, რომ ამ უკანასკნელს იგი თურქეთის დედაქალაქიდან უშუალოდ ქობულეთამდე უნდა მიეყვანა. ხომალდის პატრონმა არ შეასრულა პირობა და სულხან-საბა ორბელიანი ნავსადგურებში შეუვლელად მხოლოდ ათინამდე მიიყვანა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 196/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 9 2022, 02:06 PM
პოსტი
#12
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1716 წლის 13 მაისს სულხან-საბა ორბელიანი სტამბოლიდან სამშობლოსაკენ გამოემართა საგანგებოდ დაქირავებული ხომალდით, რომელმაც "მეათე დღეს" ფანეთის ნავსადგურში - ათინაში ჩაუშვა ღუზა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 250/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 20 2022, 07:27 PM
პოსტი
#13
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გულქან დედოფალი [ასული რაჭის ერისთავის შოშიტა მესამისა, მეუღლე სამეგრელოს მთავრის ოტია დადიანისა] დაინტერესებული ყოფილა ლიტერატურული საქმიანობით. ცნობილია მისი თაოსნობით დამზადებული რამდენიმე ხელნაწერი. მაგალითად, 1755 წელს სტეფანე ბერმა, გულქან დედოფლის ბრძანებით, გადაწერა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი; მანვე გადააწერინა თვენი 1761 წელს. მოღწეულია გულქანისა და ოტიას დაკვეთით გადაწერილი ტიბიკონი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 112/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 21 2022, 02:16 PM
პოსტი
#14
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ცნობილია სხვადასხვა სახის ანბანთქება. ერთ-ერთ გავრცელებულ სახეს წარმოადგენდა ის ანბანთქება, რომელიც შემოიღო სულხან-საბა ორბელიანის ძმამ, დიმიტრი ორბელიანმა"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 107/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jun 25 2022, 01:49 PM
პოსტი
#15
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1808 წელს იოანე იაღლუზის ძემ ქეთევანის [ქეთევან წერეთელი-ბაგრატიონი] დავალებით გადაწერა სულხან-საბა ორბელიანის ლექსიკონი"
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 152/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 21 2022, 07:54 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სამწუხაროდ, ქვეყნის მესვეურთა ამგვარ ცდებს რამდენადმე შესამჩნევი პოზიტიური შედეგები არ ჰქონია. ამის გამო იყო, რომ 1713-1714 წლებში დიპლომატიური მისიით დასავლეთ ევროპაში მყოფ სულხან-საბა ორბელიანს კუნძულ მალტაზე ბევრი ქართველი ტყვე დახვედრია. "ღმერთმან იმდენი დღეგრძელობა და ცხონება მოგცეთ, რამდენი ასი ათასი ტყვე, ან იმ ქალაქში, ან კუნძულზე და ან ნავებში ჰყვანდეთ. ქართველნიც ვნახე, ზოგი აფხაზი, ზოგი იმერელი, გურული, მეგრელი, რომ თათრისთვის წაერთმიათ (მალტელებს)" - წერს საბა.
როცა კუნძულზე ქართველი დიპლომატი მისულა, იქ თორმეტ ათასამდე ტყვე ყოფილა და საბას იქ ყოფნაში "ას შვიდიც მიუყვანიათ", მათ შორის, "...თათარი ტყვე ჰყოლოდათ, ერთი აფხაზი, ოთხი გურული, ერთI გუგუნავა სეხნიას შვილი, დედაკაცებიც გურული, მეგრელი დარჩომოდათ. კაის პატივით ინახავდნენ, წამოსვლა უნდოდათ, მე დაუშალე", - წერს იგი. სულხან-საბას ზღვაშიც შეხვედრიან თურქი ვაჭრები, რომელთაც დასავლეთ საქართველოდან ტყვეები მიჰყავდათ კონსტანტინეპოლში გასაყიდად. საქართველოში შავი ზღვის სანაპიროზე თურქ ტყვის მსყიდველებთან ერთად წინანდებურად აქტიურობდნენ აფხაზი მეკობრეები. ისინი, ჩვეულებისამებრ, დიდი ნავებით მოადგებოდნენ ხოლმე ნაპირს და ვისაც მოიხელთებდნენ, იტყუებდნენ და ოსმალებზე ყიდდნენ ან აფხაზეთში ყმებად ასახლდებდნენ. ნიშანდობლივია, რომ 1715 წლის მაისში გემის კაპიტან ჭანს სამშობლოში მობრუნებული სულხან-საბა აფხაზთა შიშით თურმე ქობულეთში არ წამოუყვანია. "გურიას ხომალდს ვერ წამოვიღებო, აფხაზი აშლილია, მეშინიანო". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.164/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 18 2022, 05:03 PM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულხან-საბა ორბელიანის მრავალმხრივი შემოქმედება დაუშრეტელი წყაროა მეცნიერების სხვადასხვა დარგში მომუშავეთათვის. ენათმეცნიერები, პედაგოგები, ფსიქოლოგები, ფილოსოფოსები, ბოტანიკოსები, გეოლოგები, ლიტერატორები, მათემატიკოსები თუ ბუნებისმეტყველნი თანაბარი სიუხვით სარგებლობენ საბას სიბრძნისა და მაღალგონიერების ძვირფასი საგანძურით. სულხან-საბა ორბელიანის თანამედროვეთა მიერ იგი აღიარებული იყო დიდი ინტელექტისა და განათლების მქონე პიროვნებად.
საბას დახვეწილმა დიპლომატიურმა მანერებმა და კულტურამ ათქმევინა რომის პაპ კლიმენტი II-ს ასეთი სიტყვები: "მიხარია, რომში დიდი ხმა დაგივარდა, კარგა იქცევი და ჭკვიანად". ი. რიშარი კი, რომელიც თან ახლდა საბას ევროპაში მოგზაურობისას, მინისტრ ტურსისადმი მიწერილ წერილში წერს, რომ სულხან-საბა ორბელიანს სამეფო კარზე "ისეთს პატივს სცემენ და ისე უყვართ, როგორც საკუთარ მამას. მთელ საქართველოსაც მამად მიაჩნია". /საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 226/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Aug 18 2022, 05:16 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სულხან-საბა ორბელიანის მეტად მნიშვნელოვანი შემოქმედებითი მემკვიდრეობა სცილდება ქართული მხატვრული ლიტერატურის ინტერესების ფარგლებს და მეცნიერების მრავალი დარგის, კერძოდ, ქართული სამედიცინო აზროვნების ისტორიისათვის იძლევა მეტად ძვირფას მასალას, რითაც ხერხდება ზოგ შემთხვევაში სრულიად უცნობი ისტორიული ფაქტების დადგენა".
/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული მედიცინის ისტორია", გვ. 243/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:52 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი