ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ქართული ენა, ''რა ენა წახდეს, ერიც დაეცეს!'' |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:22 PM
პოსტი
#1
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ამ თემის გახსნა კარგა ხანია მინდოდა. დიდი არც არაფერი, მაგრამ ეს ცოტათი მაინც დაგვეხმარება, ვწეროთ ასე თუ ისე გამართულად. დავსვათ კითხვები, ვუპასუხოთ, რატომ არის ერთი ფორმა მართებული და მეორე - გაუმართავი.... ბევრი რომ არ გავაგრძელო, ვისაუბროთ გამართული ქართულით, თუნდაც სულ მცირედით შევეცადოთ....
და რადგანაც თემა მე გავხსენი, თავს უფელბას მივცემ, აქ შემჩნეული რამდენიმე მაგალითი გავასწორო 1. ხშირად იწერება რამოდენიმე, სინამდვილეში ო აქ არაფერ შუაშია: ფუძეა რამდენი+მე ნაწილაკი. ასე რომ, სწორი ფორმაა: რამდენიმე. 2. არასწორია: საქმე იმაშია. ეს რუსულის კალკია. ნუთუ შეიძლება, რომ საქმე რამე-ში იყოს? თუ საქმის არსის გაგება გვსურს, უნდა ვთქვათ: საქმე ისაა, რომ... 3. თითოეული ჩვენთაგანი, თქვენთაგანი, მათთაგანი. ეს ნაცვალსახელები გან თანდებულის დართვისას აღარ ინარჩუნებს ბრუნვის ნიშანს და ვიღებთ მართებულ ფორმებს: ჩვენგანი, თქვენგანი, მათგანი. ადრე მათთაგანი და მათგანი პარალელურ ფორმებად მიიჩნეოდა, დღეს ეს ფორმაც თა-ს გარეშე იხმარება. 4. საპატრიარქოში და სამღვდელოებაში გავრცელებულია ფორმა: მონოზონი და მიიჩნევენ, რომ ეს მოდის სიტყვა მონო-დან. თუმცა როგორც ძველი ტექსტების საკმაოდ ნორმალურმა მცოდნემ, შემიძლია გითხრათ, რომ მსგავსი რამ არსად გვხდება, არც ქართული ენის ორთოგრაფიული ლექსიკონის ძველი და ახალი გამოცემები იზიარებენ ამ სიტყვის მართებულობას, ენათმეცნიერთა ვარაუდით, შეცდომა დიალექტური ფორმის აღრევით არის გამოწვეული. დიალექტური ფორმაა მოლოზონი, მოლაზონი. მოკლედ, მართებულია მონაზონი. თუ არ გჯერათ, სულ ცოტა, ხანძთელის ტექსტს ჩახედეთ. 5. ბერ-მონაზონი იწერება ერთად, დეფისის გარეშე: ბერმონაზონი, ბერმონაზვნური, ბერმონაზვნები. დეფისით იწერება მღვდელ-მონაზონი. დანარჩენს შემდეგ გავაგრძელებ. თქვენც დამეხმარეთ, დაწერეთ მართებული და გაუმართავი ფორმები. ან დავსავთ კითხვები და თუ ვიცით, ვუპასუხოთ. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
mari |
Nov 18 2006, 09:27 PM
პოსტი
#2
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 74 |
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......"
-------------------- ჩვენთან არს ღმერთი!
|
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:30 PM
პოსტი
#3
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ძალიან ხშირად მესმის ჟურნალისტებისგან "ვერცერთი მოვიდა ან წავიდა და ა. შ.", მგონი უფრო სწორია "ვერცერთი ვერ მოიდა წავიდა ......" მათ ალბათ სმენიათ, რომ ორი უარყოფა ერთად არ იხმარება, მაგრამ იმდენი აღარ იციან, რომ არსებობს გამონაკლისები. ამასთანავე, ვერცერთი და არცერთი ცალ-ცალკე იწერება: ვერც ერთი, არც ერთი. დანარჩენს მერე აგიხსნით, ახლა სიცხე მაქვს და წერა ნამდვილად მიჭირს. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
mari |
Nov 18 2006, 09:34 PM
პოსტი
#4
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 74 |
მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია
-------------------- ჩვენთან არს ღმერთი!
|
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:36 PM
პოსტი
#5
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მშვენიერი თემაა, გაგვანათლე, გაგვანათლე თორემ დღეს გრამატიკა ბევრს აღარაფრად მიაჩნია ''მარტო ვმუშაობ და...'' თქვენც უნდა დამეხმაროთ, მარტო ვერაფერს გავხდები (აი, აქ ერთი უარყოფაა) -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
მნათე |
Nov 18 2006, 09:50 PM
პოსტი
#6
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
შესანიშნავი თემაა
ახლა თავისუფლებას მივუბრუნდეთ შეცდომაა "ანთავისუფლებს" სწორია "ათავისუფლებს" პირველ შემთხვევაში "ნ"წარმოადგენს "გან"-ზმნისწინის ნაშთს, ზმნისწინის გაყოფა კი არ შეიძლება ზევითა პოსტს, რომ შევეხმიანო (სხვათაშორის "რომ"-ის მაგიერ ხშირად "რო" იხმარება ) ერთი საზოგადო მოღვაწე ამბობდა; "ესაა თაობა რომელმაც სიტყვა "კარგიც" კი დაამახინჯა" -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 09:56 PM
პოსტი
#7
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
შესანიშნავი თემაა ახლა თავისუფლებას მივუბრუნდეთ შეცდომაა "ანთავისუფლებს" სწორია "ათავისუფლებს" პირველ შემთხვევაში "ნ"წარმოადგენს "გან"-ზმნისწინის ნაშთს, ზმნისწინის გაყოფა კი არ შეიძლება დავმატებ. სწორია: ასხვავებს, ავითარებს და არა: ანსხვავებს, ანვითარებს! აქაც არ არის საჭირო ნ. ხშირად ძველი ქართული ზმინსწინი აღ შუაზეა გახლეჩილი და ამ ორ ასოს შორის პირველი სუბიექტური პირის ნიშნები გვხვდება. ასე მაგალითად: ავღზარდე, ავღნიშნეთ.... მართებულია ვ-ს აღ ზმნისწინის შემდეგ დაწერა: აღვზარდე, აღვნიშნე. რაც შეეხება ზმნას აღიარება, მართებულია ვ-აღიარებ და არა აღვიარებ. ძველ ქართლში იყო ფორმა აღვიარებ, მაგრამ დღეს ეს აღ ფუძის ნაწილია და ამიტომ სუბიექტური პირის ნიშანი წინ მოექცევა. ასევე გასამახვილებელია ყურადღება ერთ სიტყვაზე, რომელიც ხშირად იხმარება საეკლესიო ლიტერატურაში. ბევრ ''ლოცვანში'' შემიმჩნევია, რომ არასწორი ფორმითაა იგი გადმოცემული. ესაა ღწვა. ხშირად წერენ: ვიღწვი, იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღვწა-დან, ამიტომ უნდა იყოს: ვიღვწი იღვწის. აქედანაა სიტყვა ღვაწლიც. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
KAIROS |
Nov 18 2006, 09:59 PM
პოსტი
#8
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა ხშირად წერენ: ვიღწვი, იღწვის. არადა ეს ზმნა მოდის სიტყვა ღწვა-დან, ამიტომ უნდა იყოს: ვიღვწი იღვწის ისე კი ძველი უფრო კარგად გამოითქმის... -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
მნათე |
Nov 18 2006, 10:11 PM
პოსტი
#9
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 17,662 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 4 |
უი, უი, ჩვენი ბრენდი
არასწორია: ძააან სწორია: ძალიან პ.ს -------------------- ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!
რომ გამრეცხავთ, გავიწევ :))))) |
თამარი_ცქნაფო |
Nov 18 2006, 10:12 PM
პოსტი
#10
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ახლა ყველამ მომისმინეთ!
თუ ოდნავ მაინც პატივს მცემთ, გაჩერდით და აქ მხოლოდ თემაზე ისაუბრეთ. თუ გნებავთ, გაგიხსნით ცალკე განყოფილებას, სადაც პროტესტის გამოხატვა შეგვეძლება, მაგრამ აქ არა. ძალიან გთხოვთ, ნუ მიფუჭებთ ამ ნორმალურ თემას. მჯერა თქვენი ჩემდანი ესოდენი გულისხმიერებისა და მოკრძალების და ვიმედოვნებ, რომ არ გადამთელავთ თქვენი გამოსვლებით და არ მომიკლავთ გულს! -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
tat-ia |
Nov 19 2006, 01:27 PM
პოსტი
#11
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 37 რეგისტრ.: 2-November 06 წევრი № 378 |
ხშირად შემხვედრია Cemis azriT, რაც არასწორია, უნდა ვთქვათ, [b]Cemi azriT[/b
|
გლახა |
Nov 19 2006, 01:52 PM
პოსტი
#12
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
თამარი
დიდი მადლობა თამარ ამ თემისათვის... შეკითხვა მაქვს: უწინ ტელევიზორში რომ იყო გახსოვს ასეთი გადაცემა...სწორია/შეცდომაა...(თუ რაღაც მსგავსი)? მგონი ღვინჯილიას მიყავდა... ხო და ..იქიდან მახსოვს, რომ მან ასეთი რამ თქვა: სწორი ფრაზაა: რამდენიმე წლის უკან და არა რამდენიმე წლის წინ... ზუსტად არ ვიცი მე დავიმახსოვრე შეცდომით თუ მართლაც ასე? პასუხისათვის წინასწარ მადლობა... mari მე ვფიქრობ, რომ პირდაპირი ეთერის დროს (არა სტუდიაში, არამედ იმ ადგილიდან საიდანც კორესპონდენტი ერთვება) ძნელია ყველაფერი გამართული ქართულით ითქვას..თან დრო აქვთ შეზღუდული და სწრაფად ლაპარაკობენ... გარდა ამისა სტუდიაში მყოფი დიქტორი (მაგალითად კურიერის ან ქრონიკის დროს) კითხულობს მეტწილად სხვის დაწერილ ტექსტს (მგონი ასეა).. აი ამ ტექსტის დამწერს, ან საგაზეთო და ჟურნალის სტატიების ავტორებს მართლაც მართებთ დახვეწონ ქართული ენა. |
fallen |
Nov 19 2006, 04:30 PM
პოსტი
#13
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
mogzaura |
Nov 19 2006, 04:31 PM
პოსტი
#14
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
შეცდომაა მომწომს––სწორია მომწომნს
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
fallen |
Nov 19 2006, 04:34 PM
პოსტი
#15
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
mogzaura |
Nov 19 2006, 04:35 PM
პოსტი
#16
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
რა არა?
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
fallen |
Nov 19 2006, 04:36 PM
პოსტი
#17
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
mogzaura |
Nov 19 2006, 04:41 PM
პოსტი
#18
|
ნანა ჯგუფი: Members პოსტები: 2,805 რეგისტრ.: 26-October 06 მდებარ.: თბილისი.პლანეტა დიღომი:) წევრი № 332 |
კი რადგან ბევრჯერ მივიღე მაგ სიტყვაზე შენიშვნა სულ მომწომს ვიძახდი და არაო მეუბნებოდნენ არის სწორი მომწომნს
-------------------- ''როდესაც თქვენს ქებას გაიგებთ,გაიხსენეთ საკუთარი ნაკლოვანებები''
წმ ფილარეტ მოსკოველი |
fallen |
Nov 19 2006, 04:45 PM
პოსტი
#19
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 34 რეგისტრ.: 19-November 06 წევრი № 495 |
|
mari |
Nov 19 2006, 05:01 PM
პოსტი
#20
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 16 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 74 |
ეგ სწორეა გენაცვალე 2 უარყოფა უკვე დასტურია ასე რომ სწორია ვერცერთი მოვიდა ალბათ თამარის პასუხი ვერ ნახე ამასთან დაკავშირებით, სადაც გამონაკლისებზეა საუბარი -------------------- ჩვენთან არს ღმერთი!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:37 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი