IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

3 გვერდი V < 1 2 3 >  
Reply to this topicStart new topic
> ფრიდონ გელაშვილი პოეზია
marine
პოსტი Mar 27 2008, 03:33 PM
პოსტი #21

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(k@the @ Mar 27 2008, 03:22 PM) *

მერინე დადე რა კიდევ smile.gif
რა კარგი შედარებებია, ძალიან თბილი ლექსებია.

მადლობა, ქეთი, თბილი სიტყვებისთვის a025.gif

ჩემო წისქვილო...

ო, რამდენ ფიქრებს თითზე კენწლავ, ჩემო წისქვილო,

თოვლივით ადნობ ბნელ ღამეებს ჩაკოდილ ქვაში,

ასე მგონია, ხმას შენსას სურს, რომ მე მიშველოს

და ჯერ უთქმელი ლექსი ჩემი აფრინოს ცაში.

სარეკელას ხმით ეჯიბრები ყივილში მამალს,

მხნე, ძარღვიანი წააგავხარ ქორწილის მაყარს,

მაყარს, რომელიც ღამით ხვდება ამვლელს და ჩამვლელს

და ჭიქა ღვინით ალიონი ჟღურტულში გაჰყავს.

ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს,

და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ,

თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ,

შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო.

* * *

დამავიწყე ჩემი ეზო,

ტკბილ ოცნებებს მაზიარე,

შენ, პატარა ოქროს თევზო,

ჩემს მტკნარ წყალში გასრიალებ!

smile.gif

* * *

ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით,

პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან,

აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები -

ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა.

ციტატა

ძალიან თბილი ლექსებია.

მამა ისე ძალუმად თბილი ადამიანი იყო, რომ არსად აღარ მეგულება ასეთი სითბო.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Mar 27 2008, 09:07 PM
პოსტი #22

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632

ციტატა(marine @ Mar 27 2008, 02:33 PM) *

ახალ ძეობას, ახალ ამბავს შენ ვინ დაგასწრებს,

და დღენიადაგ ტვიფრავ ვარდად, იად, ღიღილოდ,

თუ შევძელი და ამოვკრიფე, თავიდან დავწერ,

შენს მთელ ნაფიქრალს ლექსად ვაქცევ, ჩემო წისქვილო.

* * *

ბაღს ვეფერები, ნაქარგს ვარდებით,

პაპის მარჯვენით ნახატს უშგულთან,

აღმიძრავს ფიქრებს კეცზე მჭადები -

ბებიაჩემის ხელის ჩუქურთმა.

ლამაზია ძალიან rolleyes.gif

--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2008, 10:45 AM
პოსტი #23

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(tiko282 @ Mar 27 2008, 09:07 PM) *

ლამაზია ძალიან rolleyes.gif

mpua.gif mpua.gif

სამშობლო

ჩემი სამშობლო საქართველოა,

აკვნის დამრწევი კი არის ქართლი.

ქართველი ჩემთვის სასახელოა

ვისაც არ უყვარს, მას კაცად არ ვთვლი.

უდაოდ ყველას თავისი უყვარს,

საცხოვრისიც და პაპის საძვალეც.

ჩემო სამშობლო, დიდება უმალ,

მრავალჟამიერ, შენ გენაცვალე!

* * *

გაფოთლილ ხეებს თოვლის ფიფქი თავშლად ახურავთ,

ეს საბურველი მე მაგონებს ბებიის მანდილს.

მაისის თოვლმა იქნებ ზამთარს კვლავ უერთგულა

და ამწვანებულ ამ კორომებს ბარდნის და ბარდნის.

* * *

ვინ დამაკვება სიბერეში მარტოდ დარჩენა;

თითქოს ქუდ-ბედის მიწიერ ბროლს გააქვს კრიალი...

ნეტავ ცხოვრებით კმაყოფილი კაცი მაჩვენა,

ის ხე მანახა, მზეს რომ ხვდება მუდამ შრიალით.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Mar 28 2008, 11:11 AM
პოსტი #24

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

* * *

შენი შვილი ვარ, მამულო ჩემო!

და გულზეც შენი სითბო მაჩნია...

დღედაღამ ვფიქრობ, რომ დავიჩემო

და შემოგწირო, რაც გამაჩნია.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2008, 01:27 PM
პოსტი #25

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მარო მასწავლებელს

შენ მე მაგონებ იმ კეთილ მთესველს,

გულგამეტებით მარცვალს რომ თესავს,

ზოგი მოლპება, ზოგიც ფესვებით

მზის სხივებსა და მიწის ტენს შესვავს.

ყველას ასწავლი თანაბრად სიბრძნეს,

ეს შენში ცოცხლობს ნათელ პირობად.

ვინ როგორ სწავლობს და ცოდნას იძენს,

შენ იმ განსწავლას უთვლი გმირობად.

შენ ხარ ბრძნულ აზრთა დიდი მთესველი,

შენგან მოდიან აზრნი მფრთოსანნი,

შენმა მოსწავლემ თუკი შევძელი,

მსურს, ლექსში დარჩე მარად ცოცხალი.

მე და მამას ქართულის მასწავლებელი საერთო გვყავდა smile.gif მარო მასწავლებელი (მეყანწიშვილი) შვილიშვილს მეძახდა და მისი დამსახურებაა თუკი კალამი მიჭირავს ხელში. უფლის წყალობაა, რომ ასეთი პედაგოგის აღზრდილები ვართ მამა-შვილი smile.gif

შარშან ჩემი წიგნი გავუგზავნე და არ მეგონა, ასე ძალიან თუ გავახარებდი და მოეწონებოდა. ხატების კუთხეში დაუდია wub.gif

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2008, 04:05 PM
პოსტი #26

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

* * *

გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე,

ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს.

ჩაშავებია თვალები ღამეს

და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას.

მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს,

რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს,

ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ,

რომ მოვერიო სიცარიელეს.

პოსტი Apr 8 2008, 04:15 PM
პოსტი #27

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632

ციტატა(marine @ Apr 8 2008, 03:05 PM) *

* * *

გრდემლზე გატეხილ ნალსა ჰგავს მთვარე,

ალბათ, ამიტომ ცის თაღზე ბჟუტავს.

ჩაშავებია თვალები ღამეს

და რქენს ხარივით შენს ვიწრო ქუჩას.

მაგ ხეთა ჩრდილში თავს ვუყრი ფიქრებს,

რბილი ნაბიჯით ვთელავ მღიერებს,

ერთი სული მაქვს, შემომხვდე იქნებ,

რომ მოვერიო სიცარიელეს.

მშვენიერია, მომეწონა smile.gif

--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2008, 04:23 PM
პოსტი #28

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(tiko282 @ Apr 8 2008, 04:15 PM) *

მშვენიერია, მომეწონა smile.gif

მადლობა, თიკუნა wub.gif

rolleyes.gif მე ეს თბილი ლექსიც მომწონს:

ოქტომბერი

არ მავიწყდება დუღილი მაჭრის,

საამო სურნელს ირგვლივ რომ ჰფენდა;

შენ ამშრალებდი საღვინეს ნაჭრით

და აცინებდი ლოთ ქმარზე დედას.

ბავშვებს ყურებზეც ეცხოთ თათარა

არ გაწყრომიხარ, ეს მიკვირს შენგან,

დედასთან იყავ, იყავ აგარას

და ბახუსს ჟამი თრობისა ედგა.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
T I K O
პოსტი Apr 8 2008, 04:34 PM
პოსტი #29

Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,328
რეგისტრ.: 14-January 08
წევრი № 3,632

ციტატა(marine @ Apr 8 2008, 03:23 PM) *

მადლობა, თიკუნა wub.gif
rolleyes.gif მე ეს თბილი ლექსიც მომწონს:

მეც მომეწონა, მარი smile.gif მართლა ძალიან თბილი ლექსია. წარმოვიდგინე რთველი სოფლად rolleyes.gif

--------------------
An eye for eye only ends up making the whole world blind.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 8 2008, 04:38 PM
პოსტი #30

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(tiko282 @ Apr 8 2008, 04:34 PM) *

მეც მომეწონა, მარი smile.gif მართლა ძალიან თბილი ლექსია. წარმოვიდგინე რთველი სოფლად rolleyes.gif

a025.gif a025.gif

მამას თავისი პატარა მარანი ჰქონდა და საოცრად გემრიელი და შუშხუნა ღვინის დაყენება იცოდა.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 11 2008, 02:15 PM
პოსტი #31

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

მე ხარკად ვუხდი...

ქარი უხილავ აფრით ქრის ისევ,

ფიქრთა ნიჟარის გროვაში გრიყავს,

რა ვქნა, უშენოდ არ მყოფნის სივრცე,

რომ დავაფრქვიო გულთბილი სიტყვა.

და როგორც ცაზე უხილავ მუხტით

კრიალა სივრცე იწყებს ალებას,

ისე შენს ღიმილს მე ხარკად ვუხდი

სიცოცხლეს, რაც შენ არ გებრალება.

* * *

სისხლი ხარ თეთრი

ფესვში ჩამდგარი,

ჩემთვის ლექსიც ხარ

და ხარ არიაც...

ნაზი ზმანების

შენ ხარ სიზმარი,

ისეთი, როგორც

თვით სიზმარია.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ninela
პოსტი Apr 22 2008, 09:58 PM
პოსტი #32

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 52
რეგისტრ.: 10-April 08
წევრი № 4,527

მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი!

--------------------
"რაკი განგებამ კოსმოსურ უსასრულობაში მაინცდამაინც ჩვენ გვანდო დღეს ადამიანის სახელისა და ღირსების ტარება, ჩვენც კეთილი ვინებოთ, შევიშნოვოთ ეს მართლაც უდიდესი პატივი და,რაც არ უნდა ძნელი იყოს, არ მოვიდრიკოთ მისი სიმძიმის ქვეშ!"
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
arizona
პოსტი Apr 23 2008, 10:53 AM
პოსტი #33

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 48
რეგისტრ.: 7-April 08
წევრი № 4,470

ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს

--------------------
Человеческий мозг, Ватсон, это пустой чердак, в который можно набить все что угодно, дурак так и делает - тащит туда нужное и ненужное, и наконец наступает момент, когда самую нужную вещь туда уже не запихнуть, или она находится так далеко, что до нее не докопаться. Я делаю совсем по другому - в моем чердаке только нужные мне инструменты, их много, но они в идеальном порядке и всегда под рукой, а лишнего хлама мне не нужно
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2008, 11:07 AM
პოსტი #34

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(ninela @ Apr 22 2008, 09:58 PM) *

მშვენიერი ლექსებია ! დასანანია მისი პოეზია ფართო მასებისთვის რომ არ არის ცნობილი!

ციტატა(arizona @ Apr 23 2008, 10:53 AM) *

ძალიან ლამაზი სიტყვებია, სტრიქონთა წყობაც ორგინალურია, რასაც თან ერთვის მშვენიერი, ავტორისეული გროტესკულობა ლექსისა.
მადლობა მარინეს

უღრმესი მადლობა, ჩემო კარგებო, თბილი სიტყვები რომ არ დაიშურეთ a025.gif a025.gif

* * *

სამშობლო ჩემი იმოდენა ბუმბერაზია,

რომ მის სიდიდეს ვერ გასწვდება სხივის შორება,

კეკლუცია და მოხდენილი, - ისე ნაზია

ეს სილამაზე მთელ სამყაროს გაუტოლდება.

სად არ ვყოფილვარ - საჰარაში სილაც მიზილავს,

ვწვევივარ ანდებს, ავსტრალიას, თოვლიან ალპებს,

კოლხეთი ჩემი, რომ ვადარებ, წაჰგავს ზიზილოს,

გადაფურჩქნული ჯგროდ რომ იცის მაისის დამლევს.

ნიტარბის მთიდან მიცქერია ზღვის ტალღებისთვის,

მზის ცად აზიდვას, მოვწვდომივარ ბაზალეთს ხელით;

შხელდას და უშბას თუ შევკრებდით ცხვრის ფარებივით,

არ ეყოფოდათ საძოვებლად შირაქის ველი.

ჩანჩქერის ძაფზე ჩამოკიდულ კალმახის წინწკლებს

არ ეყოფოდა ფიროსმანის ფუნჯის ფერები,

ნახეთ მამული, როცა ვაზი კვირტსკდომას იწყებს,

მკვდარს გაგაცოცხლებს, უმალ მიხვალ, მოეფერები.

ამიტომ, დიახ, დიდია და ბუმბერაზია

სამშობლო ჩემი, სამყაროს რომ გაეტოლება

მარტო ის რად ღირს, რომ დაგვცქერის თავზე ვარძია,

ჩემი წინაპრის სისხლნაყივლი ზეშთაგონება.

* * *

ისე ვარ ფიქრებს ჩამოკიდული

როგორც ბალახზე წვეთები წვიმის,

მაგრამ ვცოცხლდები გზაგარიყული,

ალბათ, იმიტომ რომ ცისკენ სიმით

ამიტაცებენ ჩემი ლექსები,

და მათ სიმღერებს დავესესხები.

* * *

იმქვეყნად წასვლით ვერ დავწყვიტე მე იმდენს გული,

უდროოდ წასვლით მე რამდენმაც გული დამწყვიტა.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ANELI
პოსტი Apr 23 2008, 11:10 AM
პოსტი #35

Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 85
რეგისტრ.: 2-February 08
წევრი № 3,830

მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო.
yvavilebi.gif zafxuli.gif friends.gif a025.gif mpua.gif

--------------------
ადამიანი მონასტრის კედელზე გამოხატული ფრესკა არ არის ერთი კუთხიდან, რომ უმზირო. მას უნდა გარშემო შემოუარო და იმ კუთხიდან უმზირო, რომლიდანაც უკეთესად იმზირება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 23 2008, 11:15 AM
პოსტი #36

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ციტატა(ANELI @ Apr 23 2008, 11:10 AM) *

მაკა საყვარელო ეხლა კი მივხვდი საიდან გაქვს შენც ეს საოცარი ნიჭი - ნიჭი პოეზიისა. სულით ლამაზი ხალხი ყოფილხართ გელაშვილები. ძალიან დიდი მადლობა იმ სიამოვნებისათვის, რაც მე თქვენი ლექსების კითხვით მივიღე. ძალიან , ლამაზი , თბილი, საოცარი ენერგიით გაჟღენთილი სიტყვებია. ამ ლექსებს ვკითხულობდი და ტანში ჟრუანტელი მივლიდა ამ ლამაზი სიტყვების წაკითხვისას. შენც ლამაზი ლექსები გაქვს მაკა და შენც საყვარელ მამიკოსაც ლამაზი ლექსები ჰქონია.
ნიჭი ამ ქვეყნად მართლა არ იკარგება. დიდი მადლობა საოცარო ადამიანო.
yvavilebi.gif zafxuli.gif friends.gif a025.gif mpua.gif

ანა, ისეთი ლამაზი სიტყვები მითხარი რომ დავმუნჯდი rolleyes.gif

შენ მადლობა, რომ პოეზია გიყვარს და ჩემი და მამას უბრალო ლექსები წაიკითხე a025.gif a025.gif

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 16 2008, 02:15 PM
პოსტი #37

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

***

ისტორიისთვის საუკუნე წამია მხოლოდ,

წუთებს კი წამი ნაჩუქურთმევ დღეებად აქცევს,

ასოცის იყო პაპაჩემი ჩვენს გვარში ბოლოს,

გელაშვილების ისტორიის უბადლო მოწმე.

მდინარესავით გელათიდან მოვდივართ, მოვალთ,

საინგილომდე რომ გადავწვდით არც თუ ბევრია,

გელაშვილების სამემკვიდროს, საფიცარს ყოვლად

ქართლში, კახეთში, იმერეთში კვლავ უმღერიან.

***

ახალი ფერის ძიებაში ათენებს ღამეს,

მხატვარი იგი მოსვენებას არ აძლევს ყალამს...

ფართე გზით მიდის, ფართე თვალით უცქერის მთვარეს,

რადგანაც მთვარე ნაზ სხივებში მრავალ ფერს მალავს.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 29 2008, 10:42 AM
პოსტი #38

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

***

ო, როგორ მინდა ლექსი ჰგავდეს ნასუქარ ულაყს,

შოლტის გარეშე გაეჯიბროს იანვრის ქარებს;

ამოვატანდი ჩემს ნაფიქრალს ქვის კასი მულახს,

რომ უთენია მოაფრინოს შენს სახლის კარებს.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2016, 07:49 PM
პოსტი #39

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

ეს ლექსი მამამ მაშინ დაწერა, როცა დედაზე შეყვარებული იყო თავდავიწყებით smile.gif

წერილი ციცოს!

ჩემი სათქმელი ვთქვი რითმებით ალალ ლექსებად,
თითო ოროლა შეწყვეტილი სტროფებად დამრჩნენ.
სტრიქონს გაუდგამს ქართულ სიტყვის ძარღვში ფესვები,
ამ ტაეპებში შენს მოსაწონ თბილ სიტყვებს ვარჩევ.

ბევრი სათქმელი ამოვღერღე, ბევრი მოვკალი,
ბევრი გულს მიკლავს, ბევრიც დამრჩა სულის მშვენებად,
სიტყვა არ გითხრა? არ მოგწერო? - ალალ მართალი
ან არ გაგანდო ნააზრევი? რა მეშველება.

ო, როგორ მინდა დღე ნიადაგ გიყუროს თვალმა,
გთხოვ, რომ მიიღო ეს ქარაგმა ოქროს ჩქერებად.
იქნებ გემივით გაგიტაცოს ცხოვრების ტალღამ,
მაშინ ეს ლექსი ჩემს მაგივრად მოგეფერება.

ხშირად, რამდენჯერ, ენძელების მორცხვობას, კრძალვას
მივაყურადებ, მინდა შენი კარგი გავიგო,
რამდენი ბწკარით გულს დარდები შემომეცალა,
იმდენი მინდა ფეხქვეშ ფრთხილად ქეჩა გაგიგო.

ვმღერივარ - შენით, შენ გამხადე ალბათ პოეტი,
ეს წმინდა გრძნობა მრჩება როგორც რწმენა ნათელი,
რაღაც მჯეროდა, მე მჯეროდა რომ შენ გპოვებდი
და იქნებოდი ამ ლექსივით ალალ-მართალი.

შენ იცი როგორ გამახარებს შენი პასუხი?
თითთა ნაბეჭდი და აზრები ნაალერსები,
გზას გამიფონებს, ან გამითხრის საფლავს მარადის
როგორც მიწაში ჩაჭედილი მუხის ფესვები.

3 ივნისი 1966 წ.

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 21 2016, 01:25 PM
პოსტი #40

მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 59,554
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381

IPB-ს სურათი

მამას ლექსების წიგნი... სამწუხაროდ გარდაცვალების შემდეგ...

--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

3 გვერდი V < 1 2 3 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 04:15 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი