ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ხალხური პოეზია, დავწეროთ ნაკლებად ცნობილი ლექსები |
Ismail |
Aug 7 2008, 08:09 PM
პოსტი
#21
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
დედაც მიყვარს, მამაც მიყვარს, ძმა ხომ ყველას მირჩევნია, ერთი ვინმე სხვისი შვილი მთელ ქვეყანას მირჩევნია არა რა, ეს არაა ქართველი კაცის ნათქვამი... ქართველ კაცს დედას და მამას ქალი არასდროს არ ურჩევნია. აბა ეგ და ეს შეადარეთ: აღზევანს წავალ მარილზე, მარილს მოვიტან ბროლსაო, ჯერ დედას გადავეხვევი, მერე შვილსა და ცოლსაო. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Aug 7 2008, 08:21 PM
პოსტი
#22
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
აი რა მშვენიერია ლაკონურობა:
სალ კლდეში ორბი ბუდობდა, სალი კლდის თავზე – არწივი. ორბი ეძახის: „ამიშვი!“ – „არ ამოგიშვებ!“ – არწივი. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
Ismail |
Aug 7 2008, 09:01 PM
პოსტი
#23
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
მაშინ კარგია კაი ყმა,
რა დილაბინდზე დგებოდეს, იცვამდეს გრილსა რკინასა, "ომს ვიქმო!" ემზადებოდეს. ხვადი რო ხრავდეს ლაგამსა, წაღმა-უკუღმა დგებოდეს, ათოთქროვებდეს მხედარი, ტყვია ტანზედა ხვდებოდეს. __________ ღვინო კი მათრობელა სჯობს, ძაღლი - თეოზე მყეფარი, ვაჟკაცი წყნარი სჯობია, რო გაჭირდება - მჭექარი. არ ვარგა ქალთა მიმყოლი, ჩალად არა ღირს მკვეხარი - რო გაჭირდება, შადგება, როგორც უღელში მჭლე ხარი. __________ ენითა მუნჯი სჯობია ცრუმეტყველ მოუბარსაო; ათასი მტერი სჯობია ერთ სულელ მეგობარსაო. __________ ხოვლეში სამი რწყილია, გასუქებულან ხრილითა, ძალიან გასუქებულან, ღობეს ამტვრევენ კბილითა. (ამაში განსაკუთრებით დიდი აზრი დევს. ) __________ არ გათეთრდება ყორანი, რაც უნდა ხეხო ქვიშითა... მტერნი არ შაგვიბრალებენ ტირილითა და ვიშითა. __________ დაიხულუზნებს არწივი, ქარსა ჰგავ მაღლის მთისასა, დაეტანება ბატკანსა, მოვლილსა კაი ყმისასა. - რად ეგრე იცით, ოხრებო, ამაგს რად ეძებთ სხვისასა, რად არ თვითონა ნადირობთ, შურთხს რად არ იჭერთ კლდისასა?! __________ ჩამოტიროდა ბაყაყი, მასთრევდა ტიტველ ფაშვია... - დაჯე, მიამბე, ბაყაყო, რა ამბავია ფშავშია? დაჯდა, დაიწყო ტირილი: - წასვლა მამერგო ჯარშია, არა მაქვს ტყვია-წამალი, არც საყიდელი ფასია. - მე იმას გირჩევ, ბაყაყო, რო გადაფრინდე ჭყანტშია, თუ რამე საფრთხე დაატყო, თავი წაყავი ტლაპშია. __________ გამიშვი, ჩემო დედაო, ტყე უნდა გავინადირო, მე მაინც წავალ, მაინცა შენ გინდა მლანძღო, მაგინო. (ეს განსაკუთრებით ტიტანიური იდეის მატარებელია რა... ) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
iisperiTOVLI |
Aug 25 2008, 09:00 PM
პოსტი
#24
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
როშკასთან ცივი ნიავი
ქალივით კოცნას შემპირდა, მზეც აღარა ჩანს აღარსად, გამრღვევი ღრუბლის ჯებირთა. აღარცერთს აღარ დავუცდი, ლამაზო, შენი ჯიბრითა, ქარაფში ჩავიჩეხები, ქვიშას ჩავიტან ჯიბითა, თმას ჩანჩქერ გადამივარცხნის და მომრთავს ვერცხლის შიბითა, - რაისად მოკვდი? - გპასუხობ: - არ გიყვარდი და იმითა... -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
შევრდომილი |
Aug 26 2008, 07:25 PM
პოსტი
#25
|
მ ა გ დ ა ჯგუფი: Members პოსტები: 459 რეგისტრ.: 1-February 07 წევრი № 987 |
***
განა, მჭედელო, რკინასა სპილენძი არ გაერევა! კაცსა რო კაცი არ უნდა, მიზეზი არ დაელევა! *** პურაძვირმა კაცმა იცის, _ მოუჭერს წინა კბილებსა, ქვევრში ღვინოს დააძმარებს, პურს დაუობებს შვილებსა. -------------------- "ღმერთო, მაღალო, შემეწიე
სასურველად მხოლოდ ის მექნას, რაც შენკენ სავალ გზას მაჩვენებს, შენთან მომიყვანს." |
Ismail |
Aug 28 2008, 01:44 AM
პოსტი
#26
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
დინეის მთაზე თქვა რუხმა სვავმა:
- ფიორდთან ტორე ედენსენი მოუკლავთ, იქ უნდა ჩავიდე და თვალები ამოვკორტნო. - არ გინდა რუხო სვავო, ნუ იზავ აუგს! ნუ ამოკორტნი თვალებს ტორე ედენსენს - კარგ ვაჟკაცს, უდროოდ მოკლულს მტრების მიერ. სკანდინავიური ხალხური პოეზია (თარგმანი) (ორიგინალში ალბათ გარითმული იყო.) -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
nuca_ge |
Sep 8 2008, 01:46 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 852 რეგისტრ.: 10-October 07 წევრი № 2,937 |
ჯავრიანი გული
გულო ჯავრისგან მოკლულო რა დაგაყარო წამალი? არც მოგიდგება ექიმი არც მოგეტევე სამარი. ეს ჩემი გული ორია, ერთში სწვიმს, ერთში დარია; ავტირდე, შავყრი ღრუბლებსა, რომ გავიცინო, დარია; ეს ერთი გული მეტყოდა: მოკვდი, რათა ხარ მთელია! მეორეც ამას ამბობდა: იყავ, აჯავრე მტერია! ეს ჩემი გული რასა ჰგავს? ცასა ჰგავს შემოღრუბლულსა, პირ შეკრულ, დამძიმებულსა, საწვიმრად გამზადებულსა, ქალს ჰგავს ქმარ-ყოფამოშლილსა, მამისას დაბრუნებულსა; ხმალსა ჰგავს პატრონ მომკვდარსა, პირჟანგიანსა ოხერსა; ცხენსა ჰგავს პატრონ-მომკვდარსა, სადავე ჩემოშვებულსა; წისქვილს ჰგავს მიშლილ-მოშლილსა სათავე გადაგდებულსა. -------------------- ყველაფერი კარგად იქნება !!!!!!!!!!!!!!!!
|
Ismail |
Sep 23 2008, 10:46 PM
პოსტი
#28
|
სტუმარი ცოტა ხანისა ჯგუფი: Members პოსტები: 2,336 რეგისტრ.: 29-June 07 მდებარ.: Қырҭтәыла, Қарҭ წევრი № 2,331 |
აი ნამდვილი თრილერი:
დევების ქორწილი წამოველ სანადიროდა, ჯიხვებს დავუწყებ ზვერასა, შემოვხვდი დევებისასა ვაი-ვაგლახსა, მღერასა. ახალ რძალ მაუყვანავის, აქორწილებენ ბერასა. მიაც იქ მიმიპტიჟეს, უყურეთ ბედისწერასა! - უძახეთ ახალ-უხლებსა, ნუ ვის დავიკლებთ, ყველასა! ნუ აწვევთ ბოდახევლებსა, ითრევენ ძაღლის ენასა. - მოვიდნენ ახალ-უხლები, ზოგ მე დამიწყებს ბღვერასა: - ეს საითაღ ვინ მასთარეთ, ჩვენებსავით რომ ვერ ასა? - მასპინძელ გაუჯავრდების: - ქორწილ უხარის ყველასა! - ერთ რაიმ რქიან მოვიდა, კუდი ბღავ, როგორც მელასა. თვალ უზის შუა შუბლშია, საცრის ოდენ კი ვერ ასა, მეორე - კუჭულაშია, უკენისკენაც ხედავსა. იქ რაიც ჭურჭელ ჩამადგეს, აქ მე ვერ ვათქმევ ენასა. - დი-დიდებ ყანწებ მაგვართვი! - ეძახდეს მამასწვერასა. - შაუნდნას ჩამაუვლევი, ვინც რომ დააკლდა ბერასა! ერთ ჯიხვის რქა კი გადასვა, ვხედავ: გუნებას ვერ ასა. გადაიწურნა ჭურჭელნი, დაცალნა, დახკრა კერასა; შამახკრა ჭიბიხოელმა: - ეხლა გიტირებ ყველასა! - დახკარით! - მაყრებ იძახან, ჭერნ აუყუდნათ ბერასა! მე რო მაგათ შუღლს შავესწარ, მაგათ ფარ-ხმლების ჯღერასა, ერთურთისაკენ ზიდილსა, მაგათ ქურების ბერვასა! ერთ რაიმ ნიგზურს იბრუნებს, სხვა ეზიდების კერასა: - რაიც რო შასვით, შაშჭამეთ, ცეცხლად მაგიქცევთ ყველასა! - დადგა ქალების წკმუტუნი: - ვერ ვიჭერთ მამასწვერასა! - ერთ რამამ სახნის მაიღა, ჩადვა ქეჩეჩში, ბღერავსა; სხვამ დასცა წიხლი იმ დროსა, ...................................... ...................................... ...................................... ...................................... ...................................... (აქ წიგნში ფურცელია გახეული და არ ჩანს 5 ხაზი.) ხანჯალთ დაიწყეს პრიალი, ბებერსაც გვიკვლენ პელასა. მე კი საკმისას გამავძვერ: - დევებს ვეკვლევი ვერასა! - ნეხვთბოლოშიით ვუძახე: - ჯვარი გსწერათ ყველასა! ეგ თქვენის გამარჯვებისა! სრუ მართალს ვამბობ ყველასა. -------------------- ...And it's hard to hold a candle
In the cold November rain... |
iisperiTOVLI |
Oct 2 2008, 09:17 PM
პოსტი
#29
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
იმერეთი დამივლია,
ქართლი შემიჯერებია, არ მინახავს შენისთანა: ყელი მოგიღერებია. წამწამსა და წამწამს შუა ბაღი გაგიშენებია, შიგ სურვილი ჩაგისახავს, ყველა გაგიშტერებია. -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
iisperiTOVLI |
Jul 18 2009, 04:15 PM
პოსტი
#30
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,989 რეგისტრ.: 25-April 08 წევრი № 4,650 |
არაფერი არ მინდოდა
არაფრისთვის ვიყავ ცადო, არაფერი არ გამოვა არაფრისთვის უნდა ცადო. : )) -------------------- ჩემი ნაბიჯები წარმართე შენი სიტყვით და ნუ გააბატონებ ჩემზე ნურავითარ ბოროტს..
ნახე,სახიფათო გზაზე ხომ არ ვდგავარ და წამიძეხი მარადიულ გზაზე.. და ნუ შეხვალ სამართალში შენს მორჩილთან,რადგან ვერ გამართლდება შენს წინაშე ვერც ერთი არსება. ******************************************************************************** * ლოდი,რომელი შეურაცხჰყვეს მაშენებელთა ესე იქმნა თავკიდეთა.. |
Маиа |
Aug 25 2009, 07:46 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 553 რეგისტრ.: 30-December 06 წევრი № 768 |
თხას უთხრეს - მგელი მომკვდარა!
თხამ ნავარდი ქნა. გაიქცა: - თხაო. ნუ გაგხარებია. განა სამგლეთი დაიქცა. იმას რომ დარჩა ლეკვები. ისინიც მგლებად მაიქცა. ვაჟაო. ეგ შენი ქებაო არა ვთქვა. არ იქნებაო. პურის ჭამაზე მარდი ხარ. ცაქმეზე წელი გწყდებაო -------------------- "კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და
ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდის მას." (მათე 16. 18) |
ana.anu |
Sep 28 2009, 05:54 PM
პოსტი
#32
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 92 რეგისტრ.: 7-April 09 მდებარ.: tbilisi წევრი № 6,790 |
ა ის ღრუბელნი მიყვარან
ბოროლაზედ რო დიანო, ერთი მეორის შაყრასა ხარობენ,მეელიანო. შაიყრებიან ერთადა, მანანას ჩამაყრიანო, რაც უნდა ბევრი ეცადნენ, ჩვენ ერთურთს ვერ გაგვყრიანო... |
gurulo |
Dec 20 2009, 12:51 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 815 რეგისტრ.: 1-November 07 მდებარ.: tbilisi,vaja წევრი № 3,082 |
ადრე ტარდებოდა ხალხური პოეზიის საღამოები რომელიც ვახუშტი კოტეტიშვილს მიყავდა ( წინა წელს ფოლკლორის ცენტრმა გააგრძელა ეს ტრადიცია ), ხოოდა იოსებ ბაიაშვილი კითხულობს ლექსს - ბაიაშვილ ავად გახდა
-------------------- წინაპართაგან წავიდა ყველა, სხვა ხალხის ისმის აქ ჟრიამული
|
marine |
Feb 15 2022, 06:22 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ხალხური პოეზია უტყუარი სარკეა გარდასულ ცხოვრების და ისტორიის მტკიცე საძირკველი"
/აკაკი წერეთელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი