ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
ოტია იოსელიანი, ბიოგრაფია და შემოქმედება |
ლეონი |
Jul 14 2008, 01:26 AM
პოსტი
#1
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ოტია იოსელიანი ოტია შალვას ძე იოსელიანი დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს წყალტუბოს რაიონ სოფელ გვიშტიბში. ოტიაც და მისი უმცროსი ძმა შალვაც ჯერ კიდევ აკვანში იყვნენ, როდესაც მამა გარდაეცვალათ. მამა - შალვა იოასელიანი ორ აკვანს შორის ქვრივად დარჩენილ დედას - ლიზა (ცუცა) ალაშვილს მეტად გაუჭირდა ობლების გაზრდა, თუმცა ოჯახში იმყოფებოდნენ მწერლის ბებია და მამიდა, რომლებმაც მომავალში დიდი გავლენა მოახდინეს მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. ოტია და მისი ძმა წყალტუბოს სკოლაში ერთად შევიდნენ. მესამე კლასიდან ის მამიდამ, რომელიც რუსული ენის მასწავლებელი იყო, გვიშტიბის მეზობლად სოფელ გუბისწყალზე წაიყვანა სასწავლებლად. მამიდა - მარიამ იოსელიანი ბავშვები ყოველ შაბათ-კვირას სოფელში ბრუნდებოდნენ და მამისეულ საკარმიდამო ნაკვეთს უვლიდნენ. შალვა და ოტია მწერლის დედა იმ დროისათვის წყალტუბოში ერთერთ სანატორიუმში მუშაობდა და ცდილობდა, იქ აღებული ორიოდე კაპიკით დახმარებოდა ოჯახს. დედას ძალიან უჭირდა გაძღოლოდა ოჯახს. დედა - ლიზა (ცუცა) ალაშვილი მალე კეთილშობილი ნათესავების რჩევითა და თავისი გაწამებული ცხოვრებით, გადაწყვიტა ვინმე მშრომელ, პატიოსან კაცზე გათხოვილიყო. მაგრამ ოტიას დედის ეს ნაბიჯი დაგვიანებული აღმოჩნდა, რადგანაც ოტია და მისი ძმა ათი_თერთმეტი წლისანი იყვნენ. მათ კარგად იცოდნენ ბებიას მოყოლილი ზღაპრებიდან დედინაცვალი და მამინაცვალი. ბავშვები იმ ასაკში იყვნენ, როდესაც მათ შემეცნებაში ერთმანეთში ირევა მართალი და ტყუილი, ბოროტება და სიკეთე, სინამდვილე და ზღაპარი. ბავშვებმა მეტად მტკივნეულად განიცადეს დედის გათხოვება, უარი თქვეს მასთან ერთად წასულიყვნენ ქუთაისში, ისევ მამისეულ სახლში ბებიასთან და მამიდასთან დარჩენა არჩიეს. მალე უმამობას უდედობაც დაემატა. დედა ქუთაისში გათხოვდა. ეს განცდები კარგადაა აქვს მწერალს გადმოცემული თავის მოგონებებში, რომლის სათაურის წაკითხვაც კი სევდას მოგგვრის. ნოველა მოკლედ და მკაცრად არის დასათაურებული _ ,,დედა გათხოვდა”. ოტიას და მის უმცროს ძმას ბებია და მამიდა ზრდიდნენ. ბებიამ, ქრისტინა გიგოს ასულმა ავალიანმა, დიდი როლი ითამაშა მწერლის პიროვნებად ჩამოყალიბებაში. როდესაც ოტიამ სკოლა დაამთავრა იგი თვლიდა, რომ სიმწიფის ატესტატზე ბებიას, საპატიო ადგილას უნდა მოეწერა ხელი. სკოლის წლებს მწერალი დიდ ადგილს უთმობს თავის შემოქმედებაში. განსაკუთრებული პატივისცემით იხსენიებს ქართული ენის მასწავლებელს ქეთევან ბალანჩივაძეს, რომელიც ოთხი წელი დამრიგებელიც იყო. ქეთევანმა წარუშლელი კვალი დატოვა ბავშვობის დროინდელ მეხსიერებაზე. ოტია (მარცხნივ) კლასელებთან ერთად მწერალმა სკოლაში გაიცნო ქეთევან ფანცხავაც, რომელიც მათთან მეშვიდე კლასში გადმოვიდა. მოგვიანებით კი ქეთევანი მისი მეუღლე გახდა. სკოლის დამთავრების შემდეგ ქეთომ და ოტიამ ქუთაისს მიაშურეს და პედაგოგიურ ინსტიტუტში ჩააბარეს. ქეთევანი და ოტია. მომავალი მწერალი იქ დიდხანს არ გაჩერებულა. პირველ კურსზევე მიატოვა ინსტიტუტი და თბილისის სამხატვრო აკადემიას მიაშურა. ამ დროისათვის მას უკვე ჰყავდა მეუღლე და უფროსი ვაჟი ბაჩო. ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ბებიის პორტრეტი ოტია იოსელიანის მიერ შესრულებული ,,ჩემი მერანი". -,,მე ჩემი მერანი რაში არასდროს წარმომედგინა". ერთი წელი მან მოსამზადებელ კურსებზე დაჰყო. მაგრამ მისაღებ გამოცდებზე ქართულ ლიტერატურაში ჩაიჭრა და ინსტიტუტის გარეთ დარჩა. ოტია დაბრუნდა სოფელში და გულმოსულმა სხვისთვის კი არა, საკუთარი თავისთვის რომ დაემტკიცებია, ქართული სხვაზე ნაკლებად არც მან იცოდა, მოთხრობების წერა დაიწყო. ოტიას უთხრეს: ძალიან, რომ მოინდომოს, საბავშვო მწერლად იქნებ გამოდგესო. ,,ვითომ საბავშვო მწერლობა პატარა ამბავი ყოფილიყოს” ამბობს ოტია. შედეგი, რა თქმა უნდა, განსაცვიფრებელი გამოდგა. ამის შემდეგ იგი იწყებს ნოველების, მოთხრობების, რომანების, ზღაპრების, პიესების და სცენარების წერას. ოტიას ბებია ოტია იოსელიანმა თავისი ბავშვობა და ახალგაზრდობის წლები გაიარა მაშინ, როდესაც ჩვენს ქვეყანაში კომუნისტური მმართველობა ათეიზმს ქადაგებდა. ოტიამ ღმერთის არსებობა თავის ბებიასაგან იცოდა რომელიც ძალიან მორწმუნე ადამიანი ყოფილა. სკოლაში ბავშვები ჯერ პიონერები, შემდეგ კი კომკავშირელები ხდებოდნენ, რომლებსაც ასწავლიდნენ, რომ ღმერთი არ არსებობდა, იმ დროს იკეტებოდა ეკლესიები, აღარ ტარდებოდა წირვა-ლოცვები. ვისაც სწამდა ღმერთი და ხატი ისინიც აღარ ამხელდნენ და ახალი თაობა კი სულ ურწმუნო ხდებოდა. ასეთ დროზე აქვს დაწერილი ოტიას ნოველა ,,ჩემი წმინდა გიორგის ხატი”. მიუხედავად მაშინდელი ურწმუნო ცხოვრებისა, ოტიას ბებიასაგან მაინც მოჰყვა ღვთის რწმენა, რაც შესანიშნავად აქვს აღწერილი ,,ღმერთის გამოცხადება”-ში. -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
nino kiwo |
Jul 14 2008, 10:02 AM
პოსტი
#2
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 19-June 08 წევრი № 5,123 |
მოხარული და მოხიბლული ვარ შენი წამოწყებით .
ბრწყინვალეა. ველი სულმოუქმელად გაგრძელებასაც. |
ნათია |
Jul 14 2008, 10:04 AM
პოსტი
#3
|
Miss invisible ჯგუფი: მოდერატორ-ფინანსისტი პოსტები: 18,669 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,224 |
levan gelovani
ძალიან მიყვარს ოტიას საუბრის მოსმენა... გაიხარე კაი თემაა, გააგრძელე -------------------- პატიოსნება ჩვენი დროის ჭეშმარიტი არისტოკრატიზმია!
|
თემო |
Jul 14 2008, 10:20 AM
პოსტი
#4
|
Advanced Member ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 1,357 რეგისტრ.: 30-May 07 წევრი № 2,053 |
ხშირად ვნახულობ, მოვა ჩვენთან სამსახურში, ამოიღებს მეტრიან მუნდშტუკს, გაურჭობს სიგარეტს და 5 წუთში ოთახში ვეღარავის ხედავ , კარგი კაცია, ნამდვილი იმერელი
|
gorgodze |
Jul 14 2008, 12:33 PM
პოსტი
#5
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 28-June 08 წევრი № 5,223 |
რევაზ ინანიშვილის საღამო იყო და მთხოვეს შემოსასვლელში დადექი ხალსი დარბაზს ვერ აგნებს და დაეხმარეო. მოვიდა ოტიაც , ფაქტიურად არც შესულა შიგნით, თავისი ჩიბუხით მოძრაობდა და რომ მნახა კაი 2 საათი ფეხმოუცვლელად ვიდექი მომიბრუნდა და მეუბნება : "შენ ბოვშო აქანა ხო არა ხარ დარგულიო?! ძალიან მიყვარს მისი საუბრის მოსმენა მეც რაღაც სხვანაირი ბაბუაააა !
|
მატასი |
Jul 14 2008, 02:10 PM
პოსტი
#6
|
თამ... ჯგუფი: Members პოსტები: 2,614 რეგისტრ.: 10-November 06 მდებარ.: dedamiweli :) წევრი № 440 |
ოტიამ თქვა ერთხელ: არც აყვევებულ და არც აღორძინებულ საქართველოზე არ ვოცნებობო, რადგან ერთ სიტყვაში "ღორი" ურევია, მეორეში "ყვავი"-ო :D
უდიდესი ადამიანია... უკარგესი... უსაყვარლესი... -------------------- მუჭაში ვაგროვებდი მზეს შენთვის...
აჰა, მიიღე... "ერთხანს შორიშორს იდგნენ და ოდნავი შეხედვისაც ეშინოდათ, რადგან აშკარად გრძნობდნენ გატრუნულნი, როგორ ამოდიოდა მათ სხეულში უცნაური, მჩხვლეტავი მცენარე - სიყვარულის კაკტუსი..." |
nino kiwo |
Jul 14 2008, 02:47 PM
პოსტი
#7
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 153 რეგისტრ.: 19-June 08 წევრი № 5,123 |
ერთხელ თქვა წიგნები სად მქონდა რომ წამეკითხა თუ არა მე როგორ გავბედავდი წერასო.
ბრწყივალე კოლორიტია. |
ლეონი |
Jul 22 2008, 12:06 PM
პოსტი
#8
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ოტია იოსელიანი - მწერალი, დრამატურგი, კინოსცენარისტი, დაიბადა 1930 წლის 16 ივნისს, ქუთაისის (ახლანდელი წყალტუბოს) რაიონის სოფელ გვიშტიბში. უმაღლესი განათლება არ მიუღია. 1959-61 წლებში დაამთავრა საკავშირო მწერალთა კავშირის უმაღლესი ლიტერატურული კურსები მოსკოვში.
1957 წელს გამოსცა პირველი საბავშო მოთხრობების წიგნი - ,,კარის მეზობლები". 1960 წელს - საბავშვო სათავგადასავლო წიგნი ,, უთაური ბიჭის თავგადასავალი". 1961 წელს გამოაქვეყნა რომანი ,,ვარსკვლავთცვენა". იმავე წელს დაიწერაპიესა ,,ადამიანი იბადება ერთხელ" და დაიდგა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრში. 1972 წელს საბჭოთა მწერალმა გამოსცა რომანი ,,ტყვეთა ტყვე". 1973 წელს ,,ნაკადულმა" გამოსცა ,,დაჩის ზღაპრები". 1981-82 წლებში რჩეული ორტომეული. 1989-91 წლებში ისევ ორტომეული. 1999 წელს გამოიცა 55 არაკი. თარგმნილია: რუსულად, უკრაინულად, ბელორუსულად, ჩეხურად, ესტონურად, ლატვიურად, ლიტვურად, პოლონურად, მოლდავურად, ესპანურად, ინგლისურად, ბენგალურად, ჰინდისა და ურდუს ენებზე. სპარსულად, არაბულად, ფრანგულად, გერმანულად, სომხურად, აზერბაიჯანულად, ჰოლანდიურად, ჩინურად, იაპონურად... საერთო ტირაჟით აქვს მილიონამდე. ავტორია ოცამდე პიესისა, რომელთაგან: ,,ადამიანი იბადება ერთხელ", ,,სანამ ურემი გადაბრუნდება", ,,ექვსი შინაბერა და ერთი მამაკაცი", ,,ურემი გადაბრუნდა" და სხვა დაიდგა საქართველოსა და საზღვარგარეთის ასზე მეტ თეატრში. ავტორია სცენარებისა: ,,ჩქარი მატარებლიდან",,ლევანა", ,,თეთრი ქალიშვილი", ,,აკაციის ყვავილობა", ,,ცეცხლთან თამაში", ,,ბოშას კოცნა", ,,მალე გაზაფხული მოვა", ,,ჩემი ქალაქის ვარსკვლავი". მულტფილმები: ,,კიბერნეტიკა და სიყვარული", ,,დაჩის ზრაპრები". ამჟამად გამოდის ოტია იოსელიანის ათტომეული, რომელთაგან რვა უკვე გამოსულია. ზევითაც ჩავამატე სურათები, ამ თემას ისევ გავაგრძელებ. -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
Jul 28 2008, 09:25 PM
პოსტი
#9
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
17 წლის ოტია თავის პირველ ველოსიპედზე მეგობრებთან და უმცროს ძმასთან ერთად ომი ახალი დამთავრებული იყო, იმ დროისათვის ველოსიპედის ყოლა დღევანდელი ავტომობილის შეძენას უტოლდებოდა, ამიტომ ეს საჩუქარი არა მარტო ოტიასთვის, მთელი უბნის ბიჭებისათვის დიდი საოცრება იყო. ველოსიპედის ხიდზე შემოიჯენდა ოტია თავის ძმას და ისე დადიოდნენ სკოლაში. მეგობარი ბიჭები ხარბად აყოლებდნენ თვალს და ამ ,,ტრანსპორტის" ყოლაზე ოცნებასაც ვერ ბედავდნენ. -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
Jul 28 2008, 09:58 PM
პოსტი
#10
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
დგას ოტია იოსელიანი XI კლასში ჯერ კიდევ არავინ არ იცოდა, რომ მომავალი კლასიკოსი მწერალი ჰყავდათ გვერდით. თვით ქეთევან ბალანჩივაძემაც კი (ქართული ენის მასწავლებელმა) უარი თქვა განეხილა კი არა, აზრი მაინც გამოეთქვა ოტიას ნაწერებზე, რადგან იცოდა რომ ხელოვნების ნიმუშებთან სხვანაირი მოპყრობა იყო საჭირო, რაც თავის თავზე ვერ აიღო, ეტყობა მიხვდა, რომ ეს ყველაფერი, უკვე, მისი მოსწავლის სერიოზული განაცხადი იყო. შუაში თეთრი პერანგით ოტია იოსელიანი ამ დროისათვის წყალტუბო უკვე სახელგანთქმული საკურორტო ქალაქი იყო, მომრავლდნენ ქვეყნის (საბჭოთა კავშირის)სხვადასხვა კუთხიდან ჩამოსული სტუმრები. ფოტოგრაფებიც შემთხვევას ხელიდან არ უშვებდნენ, ყველას აპარატისკენ ეპატიჟებოდნენ, ამ ცდუნებას ხშირად ადგილობრივებიც ვერ უმკლავდებოდნენ. ასე გაჩნდა ეს ფოტო, რომელმაც შემოგვინახა 18 წლის ოტია იოსელიანის სახე. -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
Jul 28 2008, 10:32 PM
პოსტი
#11
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
1957 წელს ოტია იოსელიანის სამწერლო ასპარეზზე გამოჩენამ დიდი გამოხმაურება ჰპოვა. მისი პირველი რომანის განხილვისას (მოსკოვში) კრიტიკოსების მხრიდან ეჭვიც კი გამოითქვა, რატომ უნდა განხილულიყო ეს რომანი ტოლსტოის დონეზე, იმდენად მაღალი შეფასება მოიპოვა ამ ნაწარმოებმა. იქიდან მოყოლებული სულ უფრო ძლიერდებოდა ოტის შემოქმედებისადმი სიყვარული. მოთხრობას მოთხრობა მოყვა, ნოველას - ნოველა, რომანს -რომანი... აღიარებას - აღიარება. სულ მალე ამ ყველფერს დაემატა დრამატურგი და სცენარისტი ოტია იოსელიანი. თეატრთან პირველი შეხება სერგო ზაქარიაძის მეშვეობით მოხდა. სწორედ ამ მსახიობისთვის დაიწერა პიესები: ,,ადამიანი იბადება ერთხელ", ,,სანამ ურემი გადაბრუნდება" და ,,ურემი გადაბრუნდა" (მის კინოვერსიაშიც სერგო ზაქარიაძემ შეასრულა მთავარი როლი). სერგო ზაქარიაძე აგაბოს როლში, სპექტაკლიდან ,,სანამ ურემი გადაბრუნდება" (რუსთაველის სახელობის თეატრი 1969). სერგო ზაქარიაძე მინაგოს როლში ფილმი ,,მალე გაზაფხული მოვა" (1968). -------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ლეონი |
Oct 29 2008, 09:36 PM
პოსტი
#12
|
ლეონი ჯგუფი: Members პოსტები: 267 რეგისტრ.: 2-January 08 მდებარ.: tbilisi წევრი № 3,527 |
ხვალ 5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალ ოტია იოსელიანთან, ვისაც გინდათ მობრძანდით
-------------------- აცხოვნე უფალო ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი!
|
ეკატო |
Oct 30 2008, 12:17 AM
პოსტი
#13
|
ეკატერინე ჯგუფი: Members პოსტები: 6,924 რეგისტრ.: 28-August 07 მდებარ.: tbilisi წევრი № 2,647 |
ხვალ 5 საათზე სამების ახალგაზრდულ ცენტრში გაიმართება შეხვედრა მწერალ ოტია იოსელიანთან, ვისაც გინდათ მობრძანდით როგორ მინდაააააააა -------------------- ღმერთო მომეცი მოთმინება,რათა ავიტანო ის, რისი შეცვლაც არ შემიძლია. გამბედაობა,რათა შევცვალო ის, რისი შეცვლაც შემიძლია და გონიერება, რათა გავარჩიო პირველი მეორისაგან. კურტ ვონეგუტი |
subterranean |
Jan 9 2009, 11:47 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
წაკითხული გაქვთ უთაური ბიჭის, ანუ კახას თავგადასავალი, რომელმაც ფეხდაუდგმელი მწვერვალების დაპყრობა მოინდომა?
|
lelai |
Jan 25 2009, 06:47 AM
პოსტი
#15
|
ლელა ჯგუფი: Members პოსტები: 29 რეგისტრ.: 27-December 07 წევრი № 3,488 |
ოტია - მგონი ყველას აქვს ამ ადამიანის ასე მოხსენიების უფლება.
ქუთაისის საჯარო ბიბლიოთეკაში ვნახე რამდენჯერმე - დინჯად იჯდა თავისი განუყრელი ჩიბუხით და კითხულობდა. ერთხელ, აკაკი წერეთლის უნივერსიტეტში იყო მასთან შეხვედრა. რაღათქმა უნდა, ოტიასებურად ისაუბრა - გულში რომ მოგხვდება, გაგამათრახებს, გაგაციგანებს, გაგაცინებს და დაგაფიქრებს. -"მე რას მიხდი კაცო მადლობას. წაი და ღმერთს უთხარი მადლობა" - ასე მიპასუხა მადლობაზე ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს და აწერინოს. -------------------- "...ბორცვზე ავიდა წმინდა ნინო, შემოუბრუნდა, მარჯვენა ხელი შორიდან მიაპყრო, ხელით კი ჯვარი ვაზისა, ვაზის ნასხლევი ეპყრა და სამთავე ხმას ისე შეერწყა, ისე შეუდგა ერთი ჩვენი რამ საგალობელი...
„შენ ხარ ვენახი“ იყო. და ყველაზე დიდი ქალბატონის, მზე-მარიამის, ვრცელი მფარველის ხმაც ჩამოესმა". ( გურამ დოჩანაშვილი - "ორნი აქა-იქ") |
ქევანა |
Apr 6 2010, 07:11 PM
პოსტი
#16
|
მთვლემარე დრაკონი ჯგუფი: Members პოსტები: 7,454 რეგისტრ.: 11-February 07 მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth წევრი № 1,055 |
ჰეჰ, რა თემა. წაკითხული არ მაქვს, მაგრამ როცა ოტიას ინტერვიუს ან რამე მაგდაგვარ ჩანაწერს აჩვენებენ, თვალმოუცილებლად ვუყურებ და ვუსმენ, მაგარი ტიპია
-------------------- “I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")
"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini *** ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : ) *** Спасение утопающего – дело рук самого утопающего... *** ამინდის შემქმნელი |
qarizma |
Nov 12 2012, 01:43 AM
პოსტი
#17
|
soso_soso ჯგუფი: Members პოსტები: 100 რეგისტრ.: 8-July 12 წევრი № 12,488 |
ოტია მაგარი კაცი იყო
-------------------- გული გულს შენაწებარი კაცმა ვერ გახსნას ვერ რითა
,,ივერია" 1885, №6, გვ. 115 |
A.V.M |
Nov 14 2012, 12:57 AM
პოსტი
#18
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ოტია მაგარი კაცი იყო კოლორიტი... -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Apr 2 2013, 03:16 AM
პოსტი
#19
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
ციტატა ოტიამ თქვა ერთხელ: არც აყვევებულ და არც აღორძინებულ საქართველოზე არ ვოცნებობო, რადგან ერთ სიტყვაში "ღორი" ურევია, მეორეში "ყვავი"-ო |
A.V.M |
Apr 3 2013, 12:21 AM
პოსტი
#20
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
აკაკი
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 02:57 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი