მწერლობა და რწმენა , რელიგიური შინაარსის ლექსები და მოთხრობებ |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მწერლობა და რწმენა , რელიგიური შინაარსის ლექსები და მოთხრობებ |
athos |
Oct 12 2008, 02:21 PM
პოსტი
#1
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
НА СТРАСТНОЙ Еще кругом ночная мгла. Еще так рано в мире, Что звездам в небе нет числа, И каждая, как день, светла, И если бы земля могла, Она бы Пасху проспала Под чтение псалтыри. Еще кругом ночная мгла. Такая рань на свете, Что площадь вечностью легла От перекрестка до угла, И до рассвета и тепла Еще тысячелетье. Еще земля голым-гола, И ей ночами не в чем Раскачивать колокола И вторить с воли певчим. И со Страстного четверга Вплоть до Страстной субботы Вода буравит берега И вьет водовороты. И лес раздет и непокрыт, И на Страстях Христовых, Как строй молящихся, стоит Толпой стволов сосновых. А в городе, на небольшом Пространстве, как на сходке, Деревья смотрят нагишом В церковные решетки. И взгляд их ужасом объят. Понятна их тревога. Сады выходят из оград, Колеблется земли уклад: Они хоронят бога. И видят свет у царских врат, И черный плат, и свечек ряд, Заплаканные лица - И вдруг навстречу крестный ход Выходит с плащаницей, И две березы у ворот Должны посторониться. И шествие обходит двор По краю тротуара, И вносит с улицы в притвор Весну, весенний разговор, И воздух с привкусом просфор И вешнего угара. И март разбрасывает снег На паперти толпе калек, Как будто вышел человек, И вынес, и открыл ковчег, И все до нитки роздал. И пенье длится до зари, И, нарыдавшись вдосталь, Доходят тише изнутри На пустыри под фонари Псалтырь или апостол. Но в полночь смолкнут тварь и плоть, Заслышав слух весенний, Что только-только распогодь - Смерть можно будет побороть Усильем воскресенья. პასტერნაკი -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
athos |
Oct 12 2008, 02:52 PM
პოსტი
#2
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
ГЕФСИМАНСКИЙ САД
Мерцаньем звезд далеких безразлично Был поворот дороги озарен. Дорога шла вокруг горы Масличной, Внизу под нею протекал Кедрон. Лужайка обрывалась с половины. За нею начинался Млечный путь. Седые серебристые маслины Пытались вдаль по воздуху шагнуть. В конце был чей-то сад, надел земельный. Учеников оставив за стеной, Он им сказал: "Душа скорбит смертельно, Побудьте здесь и бодрствуйте со Мной". Он отказался без противоборства, Как от вещей, полученных взаймы, От всемогущества и чудотворства, И был теперь, как смертные, как мы. Ночная даль теперь казалась краем Уничтоженья и небытия. Простор вселенной был необитаем, И только сад был местом для житья. И, глядя в эти черные провалы, Пустые, без начала и конца, Чтоб эта чаша смерти миновала, В поту кровавом он молил Отца. Смягчив молитвой смертную истому, Он вышел за ограду. На земле Ученики, осиленные дремой, Валялись в придорожном ковыле. Он разбудил их: "Вас Господь сподобил Жить в дни Мои, вы ж разлеглись, как пласт. Час Сына Человеческого пробил. Он в руки грешников Себя предаст". И лишь сказал, неведомо откуда Толпа рабов и скопище бродяг, Огни, мечи и впереди - Иуда С предательским лобзаньем на устах. Птр дал мечом отпор головорезам И ухо одному из них отсек. Но слышит: "Спор нельзя решать железом, Вложи свой меч на место, человек. Неужто тьму крылатых легионов Отец не снарядил бы Мне сюда? И, волоска тогда на мне не тронув, Враги рассеялись бы без следа. Но книга жизни подошла к странице, Которая дороже всех святынь. Сейчас должно написанное сбыться, Пускай же сбудется оно. Аминь. Ты видишь, ход веков подобен притче И может загореться на ходу. Во имя страшного её величья Я в добровольных муках в гроб сойду. Я в гроб сойду и в третий день восстану, И, как сплавляют по реке плоты, Ко Мне на суд, как баржи каравана, Столетья поплывут из темноты". Б.Пастернак -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
athos |
Oct 12 2008, 03:03 PM
პოსტი
#3
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
СРЕТЕНЬЕ
Когда Она в церковь впервые внесла Дитя, находились внутри из числа людей, находившихся там постоянно, Святой Симеон и пророчица Анна. И старец воспринял Младенца из рук Марии; и три человека вокруг Младенца стояли, как зыбкая рама, в то утро, затеряны в сумраке храма. Тот храм обступал их, как замерший лес. От взглядов людей и от взоров небес вершины скрывали, сумев распластаться, в то утро Марию, пророчицу, старца. И только на темя случайным лучом свет падал Младенцу; но Он ни о чем не ведал еще и посапывал сонно, покоясь на крепких руках Симеона. А было поведано старцу сему, о том, что увидит он смертную тьму не прежде, чем Сына увидит Господня. Свершилось. И старец промолвил: "Сегодня, реченное некогда слово храня, Ты с миром, Господь, отпускаешь меня, затем что глаза мои видели это Дитя: Он - Твое продолженье и света источник для идолов чтящих племен, и слава Израиля в Нем". - Симеон умолкнул. Их всех тишина обступила. Лишь эхо тех слов, задевая стропила, кружилось какое-то время спустя над их головами, слегка шелестя под сводами храма, как некая птица, что в силах взлететь, но не в силах спуститься. И странно им было. Была тишина не менее странной, чем речь. Смущена, Мария молчала. "Слова-то какие..." И старец сказал, повернувшись к Марии: "В лежащем сейчас на раменах Твоих паденье одних, возвышенье других, предмет пререканий и повод к раздорам. И тем же оружьем, Мария, которым терзаема плоть Его будет, Твоя душа будет ранена. Рана сия даст видеть Тебе, что сокрыто глубоко в сердцах человеков, как некое око". Он кончил и двинулся к выходу. Вслед Мария, сутулясь, и тяжестью лет согбенная Анна безмолвно глядели. Он шел, уменьшаясь в значеньи и в теле для двух этих женщин под сенью колонн. Почти подгоняем их взглядами, он шел молча по этому храму пустому к белевшему смутно дверному проему. И поступь была стариковски тверда. Лишь голос пророчицы сзади когда раздался, он шаг придержал свой немного: но там не его окликали, а Бога пророчица славить уже начала. И дверь приближалась. Одежд и чела уж ветер коснулся, и в уши упрямо врывался шум жизни за стенами храма. Он шел умирать. И не в уличный гул он, дверь отворивши руками, шагнул, но в глухонемые владения смерти. Он шел по пространству, лишенному тверди, он слышал, что время утратило звук. И образ Младенца с сияньем вокруг пушистого темени смертной тропою душа Симеона несла пред собою как некий светильник, в ту черную тьму, в которой дотоле еще никому дорогу себе озарять не случалось. Светильник светил, и тропа расширялась. ბროდსკი -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
თამარი_ცქნაფო |
Oct 12 2008, 03:47 PM
პოსტი
#4
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
ყოჩაღ, ეკატერინე! მართლა კარგი თემაა
ნუ მე ქართულით დავიწყებ გალაკტიონი ათი ქალწული სასუფეველით მსგავსება მათით ოცნებამ იცის, ათი ქალწული სანთელით ათით ელოდენ სიძეს. მათგანი ხუთი იყო გონიერ, ხუთი - სულელი; სულელთ ვერ ჰპოვეს ჭურჭელთა მიერ ზეთი სურნელი. და ღამით, ოდეს სძინავდა ყველას, ზარით, ებანით ხმა ისმა: აჰა, ესერა მოვალს, მიეგებენით. აღდგა წამშივე ქალწული ათი - ჰპოვა სანთელი, ხუთს ჩაჰქრობოდა სრულიად მნათი იმ წუხანდელი. წარვიდენ სყიდვათ. მას ჟამსა შინა გზად იდგა ქარი, მოვიდა სიძე, განაღო ბინა და დახშა კარი. ოდეს დაბრუნდა წყებანი სხვანი მშვენიერ ქალთა, დააგვიანდათ. ისინი დგანან დახურულ კართან. მათ ხელში ობლად კანკალებს ზეთი მწუხარე ლანდათ. გარეთ ქარი ჰქრის, არ არის ბედი, დააგვიანდათ. მერაბ კოსტავა * * * იყავ უმწიკვლო, ვითა ცხოვარი, სიწმინდის თვალი, ასპიტის ელდა, მხსნელად მივირქვათ ჩვენ მაცხოვარი, დაგვიშოშმინებს მსოფლიო სევდას. განურჩევლობა დაჰგმე მცონარი, ბადაგის ხარბო, ძმარი მიირთვი, აღვდგეთ, აღვიღოთ ჩვენ ჩვენი ჯვარი, უმძიმეს ტანჯვის ვიწვნიოთ ტვირთი, დავგმოთ, დაავთრგუნოთ მომხვეჭელობა, მალამო წარვცხოთ წარსულ იარებს და უზენაეს პირუთვნელობის გაბრწყინებული გზებით ვიაროთ. არცოდნა აღარ გვეპატიება იმის, თუ რაა გეზი ღმერთისკენ, ეს ურთიერთის არის ძიება, იგი გზა არის ურთიერთისკენ. ასე იკვრება მრავალი ერთით, მსგავსი რომლისაც არ გვეგულება, თუკი სამყაროს გულია ღმერთი, გზაა სიწრფელეც და ერთგულებაც. და ამიტომაც დაგვმოძღვროს, ვვედრით, უღირსთ გვაჩვენოს თვისი დიდება, თუკი სამყაროს აზრია ღმერთი, გზაა სიბრძნეც და ჭეშმარიტებაც. და თუკი ვინმეს ეს დაჰბედვია, ერთი აქვს სიტყვა, საქმე და ცნება, რადგანაც ღმერთი შემოქმედია, გზა არის საქმეც და წმინდა ნებაც. მაშინ გაუვა ყავლი წამებას აღთქმულის მადლი როს არ აგვცდება, როს ჩვენს წიაღში ესე სამება, მძლე სიყვარულით გაერთარსდება. შეგვაძლებინე, მაღალო ღმერთო, მოყვასთა ჩვენთა მუხლი ვუყაროთ, მოძმე მკერდიდან არ მოგივკვეთო, ტრფიალი მისი არ განგვიქარვო. გთხოვთ, მარტვილობა გვიქციო ბრძმედად, გარდასახდენი არ განგვარიდო, ღირსად გვყო ძისა შენისა ჭვრეტად, ჩვენი ცხოვრების სამაგალოთოდ. რამეთუ გვწადის დიდო გამჩენო, მოსახდენს ზურგი არ შევაქციოთ, სურვილი შენი, განზრახვა შენი, მიზნები შენი ჩვენად ვაქციოთ. ეს ლექსი ძალიან მიყვარს რატი ამაღლობელი * * * მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო ვიცი სამსხვერპლოზე ისააკის ბედს აიტან. მივატოვე სამარია, მზის შობა და ცა-მარიამ. შუბლი ისევ გოლგოთაა, გული ღია სამარეა. მივატოვე მეტანია, ბეთბაგე და ბეთანია. სამსხვერპლოზე ჩემი ბაღის სევდა ამომიტანია. მივატოვე ნაზარეთი ვით სნეულმა ლაზარეთი. გზა გასამდა: მარიამით, მართათი და ლაზარეთი. მიგატოვე, მიგატოვე, შენთან როგორ მოვიდე მე. შენს მაცნეებს მაინც ვცნობდე, ღამეს შუბლთან რომ მითევენ. მივატოვე ბეთსაიდა, შენთან მოვხვდი ვერსაიდან. გულო, ვიცი გოლგოთაზე უკვე ჯვარცმულ ბედს აიტან. -------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
kato_Bato |
Oct 12 2008, 03:51 PM
პოსტი
#5
|
Я тучка, тучка, тучка. Я вовсе не медведь.. ჯგუფი: Senators პოსტები: 15,479 რეგისტრ.: 4-November 06 მდებარ.: Not shureLand.... წევრი № 389 |
ჰეეეჰ, მოვიხიბლე!
ჩავთვალოთ რომ დღევანდელი, გუშინდელი დღის კომპენსაციაა -------------------- მელია დადუმდა და პატარა უფლისწულს მიაჩერდა.
- მომიშინაურე!.. - შეევედრა იგი უფლისწულს.... - როგორ უნდა მოგიშინაურო? - ჰკითხა პატარა უფლისწულმა. - ამისთვის დიდი მოთმინებაა საჭირო, - მიუგო მელიამ. - ჯერ შორიახლოს დაჯდები მოლზე. აი ასე. მე მალულად დაგიწყებ ცქერას. შენ კი ხმა არ უნდა ამოიღო. საუბარი ხშირად გაუგებრობის მიზეზია. მერე ყოველდღე უფრო და უფრო მომიახლოვდები... |
მარიამი |
Oct 12 2008, 08:58 PM
პოსტი
#6
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე)
ლოცვა მამაო ჩვენო, რომელი ხარ ცათა შინა, მუხლმოდრეკილი, ლმობიერი ვდგავარ შენ წინა; არცა სიმდიდრის, არც დიდების თხოვნა არ მინდა, არ მინდა, ამით შეურაცხვყო მე ლოცვა წმიდა… არამედ მსურს მე, განმინათლდეს ცით ჩემი სული, შენგან ნამცნების სიყვარულით აღმენთოს გული, რომ მტერთათვისაც, რომელთ თუნდა გულს ლახვარი მკრან, გთხოვდე: “შეუნდე, არ იციან, ღმერთო, რას იქმან!” წმინდა ილია მართალი (ჭავჭავაძე) ლოცვა ოდეს დემონი ურწმუნოების, უკუთქმისა და მაცდუროების საწამლავით თვის სავსეს თასს მაცდურს წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, - ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა ტრიალს, ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს, და უკეთუ არს შესაძლებელი, მე განმარიდენ იგი სასმელი! მაგრამ თუ, ღმერთო, შენ ღვთაებას სურს, რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს, განჰქრენ შენ ხმასთან სურვილნი ჩემნი და იყავნ ნება, უფალო, შენი! 28 აღვისტოს, 1858 წელს, ს. ტიარლევო ნიკოლოზ ბარათაშვილი ჩემი ლოცვა ღმერთო მამაო, მომიხილე ძე შეცთომილი და განმასვენე ვნებათაგან ბოროტ-ღელვილი! ნუთუ მამასა არღა ჰქონდეს გულის-ტკივილი, ოდეს იხილოს განსაცდელში შემცოდე შვილი? ჰოჲ სახიერო, რად წარვიკვეთ მე სასოებას; პირველ უმანკომ თვით ადამმაც სცოდა შენს მცნებას, უმსხვერპლა წადილს სამოთხისა მშვენიერება, გარნა იხილა სასუფევლის მან ნეტარება! ცხოვრების წყაროვ, მასვ წმიდათა წყალთაგან შენთა, დამინთქე მათში სალმობანი გულისა სენთა! არა დაჰქროლონ ნავსა ჩემსა ქართა ვნებისა, არამედ მოეც მას სადგური მყუდროებისა! გულთა-მხილავო, ცხად არს შენდა გულისა სიღრმე, შენ უწინარეს ჩემსა უწყი, რაც ვიზრახო მე; და - ჩემთა ბაგეთ რაღა დაუშთ შენდა სათქმელად? მაშა დუმილიც მიმითვალე შენდამი ლოცვად! 1840 ვაჟა-ფშაველა ჩემი ვედრება ღმერთო მიიღე ვედრება, ეს ჩემი სათხოვარია: არ დამეკარგოს გულიდამ მე შენი სახსოვარია! გულს ნუ გამიტეხ ტანჯვაში, მამყოფე შეუდრკელადა; ვფხიზლობდე, მუდამ მზად ვიყო დაჩაგურლების მცველადა, ბალახი ვიყო სათიბი, არა მწადიან ცელობა; ცხვრადვე მამყოფე ისევა, ოღონდ ამშორდეს მგელობა; არ წამიხდინო, მეუფევ, ეს ჩემი წმინდა ხელობა! მაშრომე საკეთილოდა, თუნდ არ მოვიმკო ნაყოფი, შვილთ საგმოდ არ გამიხადო ჩემი მუდმივი სამყოფი. გულს ნუ გამიქრობ ლამპარსა, მნათობს ტრფობისა შეშითა, ნუ მავლევ ქვეყანაზედა გაცივებულის ლეშითა, თვალებში მადლდაკარგულსა, შუბლზე გაკრულის მეშითა. ნუ დაუკარგავ ჩემს სატრფოს მადლს, გულზე ცეცხლის მდებელსა, ნუ დაუძვირებ ოცნებას, შენს ხმას, სხივგამომღებელსა, - სიცოცხლედ უღირს ბეჩავსა, ეძახის თავის მხლებელსა. გულს დარდი გამიდიადე იმ სანეტარო საგანზე, დაწერე ფიქრი, ღრმა, მწვავე ჩემის გონების საბანზე!.. გონებას ფიქრი სტანჯავდეს, გულს ცეცხლი სწვავდეს ძლიერი, მშიოდ-მწყუროდეს კეთილი, ვერ გავძღე, მოვკვდე მშიერი... ნუ დამასვენებ ნურასდროს, მამყოფე შეძრწუნებული, მხოლოდ მაშინ ვარ ბედნიერ, როცა ვარ შეწუხებული. როცა გულს ცეცხლი მედება, გონება მსჯელობს საღადა, მაშინ ვარ თავისუფალი, თავს მაშინა ვგრძნობ ლაღადა. მფარავდეს შენი მარჯვენა, კალთა სამოსლის შენისა, სანამ არ მოვა დრო-ჟამი სულ ბოლოს ამოქშენისა. სული - შენ, ლეში - მიწასა, აღარა ვგლოვობ ამასა; თევზი - წყალს, ცასა - ვარკვლავი, შვილი - დედას და მამასა. მიხა ხელაშვილი ვედრება ღმერთო, დიდო და მაღალო, მარადის მყოფო ცაშია, გადმოიხედე უფალო, ქვეყანა დაინახია. აკურთხე, განაძლიერე, მშვიდობით შაინახია. შენ განამტკიცე მთა-გორნი, მაღლა აწვდილნი ცაშია, და გაუმარჯვე ფშავ-ხევსურთ შენს მადიდებელთ მთაშია. იესო ქრისტესათვის ღმერთო, მარად ხარ დიდებით ზეცაში განსვენებული, თვალით ხილული ყოველი არს შენგან აღშენებული. ზეცაში ქერუბიმთ მთაზე ზიხარ შენ განსვენებული... შენ შეჰქმენ კაცი, დაჰბადე, ჰყავ თავისუფლად რებული, ეშმაკი შურით აღივსო, ბოროტად განძვინებული, ადამ შემცდარმა იმისგან ჰრყო ღმერთი გარისხებული, და შენ განსდევნე სამოთხით რისხვითა შეჩვენებული. და ჩვენ ჯოჯოხეთს ვმონებდით იმ ადამსთანით წყებული, მაგრამ გახსონდა თვის ქმნილნი არ გყვანდით დავიწყებულნი; და გვიხსნეს ბოლოს მაცხოვარ მტრისაგან შავიწრებული. ახლა გვაკმარე ტანჯულთა დიდი ხნის გასაჭირია, და მტერთა ჩვენთა მტანჯველთა არ შეარჩინე მცირია, ქვეყნად გადმოხედ უთესლოდ, ძე გახდი კაცთა შვილია, ვითარცა კაცი იზარდე, ჩვენს წესებს ემორჩილია... უწიგნონ აწიგნიანენ, მიეც სამოთხის წილია. ამ ქვეყნად ყოვლად მართალო, თავ ჩვენთვის გაიწირია. შენისა ძალით მკვდარნ აღსდგეს, ბრმას თვალებ აუხილია, ზღვაზე, ვით ხმელზე, მავალი მასშინ არ დაიძირია... შენ ჩვენსა დამზადებელსა ბევრი შეგწამეთ ცილია; ბოლოს სამსხვერპლო კრავ იქენ სიმართლეს შეეწირია, შიშველი აღვედ ჯვარზედა ლახვრითა განიგმირია. შეიძრა შენსა სიკვდილზე მთელ დედამიწის ძირია, შენის სიკვდილის მნახველი მზე შავად იქმნა მზირია. დიდება შენ ძალს, უფალო, სამყარო გააკვირია, ნუ შემიცოდებ, ბევრს ბოდავს ჩემი ცოდვილი პირია. ღმერთო ეჰ, ღმერთო, ჩემო გამჩენო, უფალო, ძეო ღვთისაო. ხელი ამართე, დამიცევ, ძალი არა მაქვს ცდისაო. შემუსრე ძალი უღვთოთა, დედაო მაცხოვრისაო. ძნელია ნემსის ყუნწშია გაძრომა აქლემისაო... მიცხონე სული ცოდვილი, უფალო, ძეო ღვთისაო... აღმოსავლით და დასავლით მოგვმადლე შუქი მზისაო. ბესიკი ყოვლად-წმიდის ქება ჯერისაებრ ქება შენი არვის ძალ-უძს, ღვთისა სძალო! ჯერ-არს, შეკრბენ ანგელოსნი, ქვეყნიერნი კაცნი, ქალო! ჯობს, რომ გიძღვნან კინამ-კასნი, გუნდრუკ-მური და შტახსალო! ჯვარს-ცმულისა ქრისტეს დედავ, ცოდვილს მკურნე, დედოფალო! დავით გურამიშვილი მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო. ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო. უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო! განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
KAIROS |
Oct 13 2008, 06:21 AM
პოსტი
#7
|
იხარეთ! ჯგუფი: საფინანსო პოსტები: 9,492 რეგისტრ.: 9-November 06 მდებარ.: Aurea mediocritas წევრი № 438 |
ციტატა მარიამი ჩვენთვისაც დაგეტოვებინა რამე თუმცა იმდენია ისე ერთერთი პირველი ეს უნდა იყოს ქართულ რელიგიურ პოეზიაში: შენ ხარ ვენახი, ახლადაღყუავებული, მორჩი კეთილი, ედემს შინა ნერგული, ალვა სულნელი, სამოთხით გამოსრული, ღმერთმან შეგამკო, ვერავინ გჯობს ქებული და თავით თჳსით მზე ხარ გაბრწყინვებული. -------------------- ...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი |
Soldier |
Oct 13 2008, 06:34 AM
პოსტი
#8
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 82 რეგისტრ.: 20-December 07 წევრი № 3,449 |
Говори Господе
Говори Господе, слуга Твој Те слуша Тебе, само Тебе, жељна му је душа Немоћан је слуга да види и чује Док у њему Твоје не заструје струје Помози мом виду, помози мом слуху, Слава Оцу, Сину и Светоме Духу! Говори Господе, пре свршетка пута Да ми с правог пута душа не залута Говори ми тихо, ал нек буде јасно Говори Преблаги, док не буде касно Помози мом виду, помози мом слуху Слава Оцу, Сину и Светоме Духу! Знам: говорио си, ал опет говори, Док од Твојих речи срце се разгори, Док се вид отвори, и слух се оснажи О говори Оче, слугу Твог ублажи Помози мом виду, помози мом слуху, Слава Оцу, Сину и Светоме Духу! Знам: говорио си кроз Пророке давне И кроз Сина свога и кроз свеце славне, Ал, смилуј се црву, говори поново, На језику Твоме, старо бива ново. Помози мом виду, помози мом слуху, Слава Оцу, Сину и Светоме Духу! Нека речи Твоје у мени забрује Да Твој слуга чује и браћи казује Говори Господе, слуга Твој Те слуша Твога слатког гласа жељна му је душа Помози мом виду, помози мом слуху, Слава Оцу, Сину и Светоме Духу! Епископ Николај Велимировић "Духовна Лира" -------------------- Само слога Србина спасава...
|
თათარაშვილი |
Oct 13 2008, 10:48 AM
პოსტი
#9
|
გამვლელი მემბერი ჯგუფი: Members პოსტები: 5,533 რეგისტრ.: 2-June 07 მდებარ.: ზურგიანი სკამი წევრი № 2,083 |
ციტატა მოთქმა ხმითა თავ-ბოლო ერთი ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბოროტისაგან კეთილი შურით ვერ განარჩიესო, მაცხოვნებელი შენ მათი წამწყმენდლად მიგიჩნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ღვთის საიდუმლო გაგტეხეს, გულში ვერ დაგიტიესო, ოცდაათ ვერცხლად გაგყიდეს, ისიც კი განაბნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შეგიპყრეს თვისი დამხსნელი, საბელი მოგახვიესო; მაგრა შეგიკრეს ხელები, უფალსა არა გთნიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ავაზაკზედა გაგცვალეს, ბარაბა მათ ირჩიესო; ურიგო სიტყვა შეგკადრეს, გაგლანძღეს, გაგათრიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ფრჩხილთა გიყარეს ლერწამი, ნუნები აგატკიესო, ყვრიმალს გცეს თვალებ-აკრულსა. გკითხეს: ვინ გცემა, თქვი ესო? დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ბრალი ვერ გპოვეს, დაგსაჯეს, პილატე მოგისიესო, ბრალობის სისხლი თავზედა შვილითურთ გარდინთხიესო. დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! ხელ-დაბანილთა შოლტით გცეს, მსხვერპს სისხლი შეურიესო; დაგადგეს ეკლის გვირგვინი, გოლგოთას მიგიწვიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! შესამოსელი გაგხადეს, ქლამინდი მოგახვიესო! ჯვარზედ გაგაკრეს. ხელ-ფეხთა ლურსმანი გაგიწიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! წყალი ითხოვე, მოგართვეს, ძმარში ნაღველი რიესო; წმინდასა შენსა საღმრთოსა გვერდსა ლახვარი მიესო, დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! მოგკლეს უბრალო ბრალითა, ქვეყანა შეარყიესო; მზე დანაბნელეს, მთვარეცა, ვარსკვლავნი დააფრქვიესო. თავს კრეტსამბელი განაპეს, ბოლომდი შუა ხიესო. ჯვარით გარდმოგხსნეს, წაგგრაგნეს, ტილოში წაგახვიესო: დაგმარხეს, მკვდარსაც არ გენდვნენ, გარს მცველი შემოგხვიესო. ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ვაი, რა კარგი საჩინო რა ავად მიგიჩნიესო! არ ვიცი, რად ქნეს უგბილთა, ავი რა შეგამჩნიესო? მკვდარს აღუდგენდი, კურნავდი კეთროვანს, წყალ-მანკიერსო; ბრმას თვალთ უხელდი, ცისცისად არჩენდი ეშმაკიერსო. უტყვს ენას ძღვნიდი, ყრუს – სმენას, საპყართა – სვლას შვენიერსო, პურს მცირეს დიდად, წყალს ღვინოდ უქცევდი, - ჭამე, სვი ესო. ამის მეტს არას ეტყოდი: ესევდით ღმერთს ზეციერსო! მშვიდად ცხოვრებდით, ნუ უზამთ ერთმანეთს თქვენ უდიერსო! განიკითხევდით გლახაკთა, ასმევ-აჭმევდით მშიერსო; რასაც კეთილს იქმთ, ღმერთი თქვენ მოგაგებთ მის მაგიერსო! ორსავ გზას წრფელს წინ უდებდი: ხორციელს და სულიერსო. ამის სანუფქოდ შენ მათა სიკვდილსა შეგამთხვიესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! ჰქმენ სულგრძელება მათზედა და დასთმე შენ ჩვენთვის ესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! დიდება მოთმინებასა შენსა, უფალო იესო! აი ეს ლექსი, არაამქვეყნიურია. ვგიჟდები. |
.ნინო |
Nov 3 2008, 11:06 PM
პოსტი
#10
|
ნინო ჯგუფი: Members პოსტები: 3,842 რეგისტრ.: 29-December 06 წევრი № 765 |
„ღმერთი ისე ნათელია, ისე ახლობელი, ისე ცხადი და ისე უბრალო, რომ როდესაც ხედავ, არ იცი, რომ ღმერთია, ამიტომ არ წამთ ღმერთი. ღმერთი რომ სხვაგან იყოს, შორს ჩვენგან, ცალკე და მაღლა, ღმერთი რომ ჩვენში არ იყოს, მაშინ ყველა იწამებდა.“
ძალიან მიყვარს ნოდარ დუმბაძის მზიანი ღამე და კონკრეტულად ეს ფრაზა... თქვენ თუ "პოულობთ" ღმერთს და მისი დანახვი მცდელობას საერო ლიტერატურაში? დავწეროთ როგორ ხედავენ მწერლები და პოეტები ღმერთს.... -------------------- აცხოვნე, ღმერთო, ერი შენი და აკურთხე სამკვიდრებელი შენი, ძლევა ჯვარითა ბარბაროსთა ზედა ღვთივდაცულსა ერსა შენსა მოანიჭე და ერი შენი საფარველსა ქვეშე მისსა დაიცევ, რათა ვიტყოდეთ, უფალო, დიდება შენდა.
საქართველო იქნება მთლიანი! ნებით ქართველი არ თმობს საშობლოს, განა ადვილი დასათმობია... |
თამარი_ცქნაფო |
Nov 3 2008, 11:06 PM
პოსტი
#11
|
მე რომ მიყვარხარ, განა ისე არწივს მთა უყვარს... ჯგუფი: Members პოსტები: 15,854 რეგისტრ.: 1-November 06 მდებარ.: მწვერვალი ''დიადი ვერასოდეს'' წევრი № 362 |
მოკლედ, არც ნინომ მიწყინოს და არც ეკამ, მსგავსი თემა ეკას უფრო ადრე ჰქონდა გახსნილი, ამიტომ გარეთიანდა, სათაური შეეცვალა და შინაარსი იგივე დარჩა
-------------------- ''ადამიანზე გამძლეა თიხა,
მაგრამ თიხაზე გამძლეა სიტყვა, ის შეიძლება უბრალო იყოს და აუტანელ ტკივილად ითქვას''... |
subterranean |
Nov 4 2008, 12:33 AM
პოსტი
#12
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,908 რეგისტრ.: 21-September 07 წევრი № 2,804 |
მე სულ ოსტატი და მარგარიტას პირველი თავი მახსენდება
|
athos |
Jan 6 2009, 08:49 PM
პოსტი
#13
|
Άγιον Όρος ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 1,846 რეგისტრ.: 8-January 07 წევრი № 816 |
Рождественская звезда
Стояла зима. Дул ветер из степи. И холодно было младенцу в вертепе На склоне холма. Его согревало дыханье вола. Домашние звери Стояли в пещере, Над яслями тёплая дымка плыла. Доху отряхнув от постельной трухи И зернышек проса, Смотрели с утеса Спросонья в полночную даль пастухи. Вдали было поле в снегу и погост, Ограды, надгробья, Оглобля в сугробе, И небо над кладбищем, полное звёзд. А рядом, неведомая перед тем, Застенчивей плошки В оконце сторожки Мерцала звезда по пути в Вифлеем. Она пламенела, как стог, в стороне От неба и Бога, Как отблеск поджога, Как хутор в огне и пожар на гумне. Она возвышалась горящей скирдой Соломы и сена Средь целой вселенной, Встревоженной этою новой звездой. Растущее зарево рдело над ней И значило что-то, И три звездочёта Спешили на зов небывалых огней. За ними везли на верблюдах дары. И ослики в сбруе, один малорослей Другого, шажками спускались с горы. И странным виденьем грядущей поры Вставало вдали всё пришедшее после. Все мысли веков, все мечты, все миры, Всё будущее галерей и музеев, Все шалости фей, все дела чародеев, Все ёлки на свете, все сны детворы. Весь трепет затепленных свечек, все цепи, Всё великолепье цветной мишуры... ...Всё злей и свирепей дул ветер из степи... ...Все яблоки, все золотые шары. Часть пруда скрывали верхушки ольхи, Но часть было видно отлично отсюда Сквозь гнёзда грачей и деревьев верхи. Как шли вдоль запруды ослы и верблюды, Могли хорошо разглядеть пастухи. – Пойдёмте со всеми, поклонимся чуду, – Сказали они, запахнув кожухи. От шарканья по снегу сделалось жарко. По яркой поляне листами слюды Вели за хибарку босые следы. На эти следы, как на пламя огарка, Ворчали овчарки при свете звезды. Морозная ночь походила на сказку, И кто-то с навьюженной снежной гряды Всё время незримо входил в их ряды. Собаки брели, озираясь с опаской, И жались к подпаску, и ждали беды. По той же дороге, чрез эту же местность Шло несколько ангелов в гуще толпы. Незримыми делала их бестелесность Но шаг оставлял отпечаток стопы. У камня толпилась орава народу. Светало. Означились кедров стволы. – А кто вы такие? – спросила Мария. – Мы племя пастушье и неба послы, Пришли вознести вам обоим хвалы. – Всем вместе нельзя. Подождите у входа. Средь серой, как пепел, предутренней мглы Топтались погонщики и овцеводы, Ругались со всадниками пешеходы, У выдолбленной водопойной колоды Ревели верблюды, лягались ослы. Светало. Рассвет, как пылинки золы, Последние звёзды сметал с небосвода. И только волхвов из несметного сброда Впустила Мария в отверстье скалы. Он спал, весь сияющий, в яслях из дуба, Как месяца луч в углубленье дупла. Ему заменяли овчинную шубу Ослиные губы и ноздри вола. Стояли в тени, словно в сумраке хлева, Шептались, едва подбирая слова. Вдруг кто-то в потёмках, немного налево От яслей рукой отодвинул волхва, И тот оглянулся: с порога на деву, Как гостья, смотрела звезда Рождества. Борис ПАСТЕРНАК -------------------- და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
|
ლილიანა |
Jan 6 2009, 09:09 PM
პოსტი
#14
|
Advanced Member ჯგუფი: Moderator პოსტები: 4,439 რეგისტრ.: 18-August 06 წევრი № 78 |
ზარები გრიგალში
კონსტანტინე გამსახურდია დიეს ირაე, დიეს ილლა სოლვეტ საეცლუმ ინ ფავილლა. მნათე ოქროპირ მხოლოდ მაშინ მიხვდა, რომ `ქვეყანა გამოიცვალა~, როცა დიდმარხვის ორშაბათს, წმ. ზაქარიას ეკლესიის გუმბათზე ჯვარი ვეღარ ნახა, ჯვარი აღარ იყო სამრეკოზედაც. სოფელი ყოველ წელლს უპირობდა შეკეთებას სამრეკლოებს და საყდარს. ახლა ჯვარიც მოეხსნათ. აწვიმდა სამრეკოლს. აწვიმდა საყდარს. ადამიანი ნელ-ნელა ამჩნევს ცვლილებას სრულად აქ _ http://lib.ge/body_text.php?3329 მე მომწონს მიუხედავად ყველაფრისაა ავტორი ტრადიციულად ექსპრესიული -------------------- 21. შემიწყალეთ მე, შემიწყალეთ მე, ჵ მეგობარნო ჩემნო, რამეთუ ჴელი უფლისაჲ შეხებულ არს ჩემდა.
|
mekaje |
Jan 9 2009, 06:40 PM
პოსტი
#15
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 583 რეგისტრ.: 25-December 08 წევრი № 6,158 |
წმიდა მამის გრიგოლ ფერაძის პოემა "რომელნი ქერუბიმთას" დასაწყისი:
რომელნი ქერუბიმთა საიდუმლოთ ვემსგავსებით _ და ცხოველსმყოფელსა სამებასა სამწმიდასა არსობასა გალობასა შევსწირავთ _ ყოველივე მსოფლიო დაუტეოთ ზრუნვაი! უცხოეთში მყოფს როდესაც სევდა ნისლი ბურუსი გულს დამიბურავს არვინ მყავს ახლოს: ვისაც გავენდო ვინც გამიდევნის სულიდან ურვას. ვისწრაფი ისევ შენსკენ მშობელო, შენ გაქვს წამალი კურნება არსის ჩემო სამშობლოვ, ჩემო სოფელო, შენ მომარიდე დავიდან თარსი! მსურს დაბრუნება. აქ დავიღალე, როგორც მოხუცი წელთა სიმძიმით. ქუჩამ გამცვითა, ღრიალმა ძრწოლამ და სიყვარული ჭუჭყში ჩავაგდე ჩემო მშობელო მოვილტვი შენსკენ უშენოდ ყოფნა დღეს მე აქ მიმძიმს. მომეცი ხელი, რომ ფეხზედ დავდგე! და საღამო რომ მოგვევლინება _ მზე რომ განდევნის ყველა მახილველს ოცნების ფრთები მე შემებმება და შენსკენ ვიწევ. მე შენთან ვარ იქ. არ შეუდრკები მაშინ მახვილებს და გადავკოცნი სამშობლო მიწებს. ............................................. ............................................. წიგნიდან წმიდა მღვდელმოწამე გრიგოლი (ფერაძე) "მამაო ჩვენოს" განმარტება ქადაგებები ნარკვევები -------------------- ღმერთი სიყვარული არს
|
marine |
Jan 2 2017, 06:58 PM
პოსტი
#16
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"გურამიშვილი რელიგიური განწყობის პოეტია. მძიმე ცხოვრებამ იგი ღმერთზე მაღალ ფიქრებს აზიარა".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 20 2017, 11:51 AM
პოსტი
#17
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ჭეშმარიტი მწერლობა ღმერთის პირისპირ დგომაა. მწერალს ნიშანი აქვს დადებული განგებისგან: "მე ცა მნიშნავს და ერი მზრდის, მიწიერი ზეციერსა" (ილია). მწერალს ევალება და ხელეწიფება, იდგეს "ზეციურ მამასა" და ხალხს შორის, რათა არ შეწყდეს ის კავშირი, რომელსაც სიტყვა-ლოგოსი უზრუნველყოფს."
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Apr 20 2017, 12:05 PM
პოსტი
#18
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მწერალი იმისთვისაა, სიკვდილი მოუშინაუროს და მისი შიში დააძლევინოს ადამიანს".
-------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Jul 23 2018, 02:11 PM
პოსტი
#19
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"1875 წელს პატარძეულში საქართველოს წერა-კითხვის გამავრცელებელმა საზოგადოებამ გახსნა ორკლასიანი სასწავლებელი. 1877 წელს ზაქარია გულისაშვილმა ჩამოაყალიბა სცენის მოყვარულთა წრე. შემდეგ გაიხსნა პირველი სკოლა, ბიბლიოთეკა. პატარძეულმა თავის წიაღში შვა და აღზარდა უდიდესი ადამიანები, მათ შორის გიორგი ლეონიძე.
დაბადებიდან გარდაცვალებამდე მისი ცხოვრება ქრისტეს სიყვარულით იყო გაჯერებული. მაშინდელი წეს-წყობილების გამო ამას აშკარად ვერ გამოხატავდა. ყველამ იცოდა, რომ მღვდლის შვილი იყო და ამის გამო სხვანაირად უყურებდნენ. მას კი უფლის სიყვარული გულით დაჰქონდა. პირჯვრის გადაწერის განსაკუთრებული მეთოდი ჰქონდა. რომ არ შეენიშნათ, პირჯვარს შიგნით, მარცხენა მხარეს ხელის სწრაფი მოძრაობით პატარა ჯვარს გამოსახავდა და გულში ლოცულობდა. ეს რომ ჭეშმარიტებაა, იქიდანაც ჩანს, რომ ღვთიური ადამიანის გარდა ისეთ ლამაზ გამოთქმას, როგორიცაა "ქრისტეს თიხის ყმაწვილი" ("ნატვრის ხე") ვერავინ იტყოდა." -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Feb 14 2022, 09:25 PM
პოსტი
#20
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ნამდვილი და ნიჭიერი მწერალი ის არის, რომელიც ძალაუნებურად, თავის თავად, გზას იკვლევს მკითხველის გულისაკენ და გულის ფიცარზე დაუვიწყარ ასოებით ებეჭდება"
/აკაკი წერეთელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:04 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი