პოეზია |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
პოეზია |
Irine |
Aug 25 2006, 12:30 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 172 რეგისტრ.: 16-August 06 წევრი № 63 |
გოდერძი ჩოხელი
ნუ გეშინია ნუ შეგაშინებს დრო-ჟამი ჩემი სამშობლოს მიწავ, ნურც ჩვენი დაბეჩავება, მშობელს რო ვეღარ გიცავთ; იმედი გქონდეს ხვალისა, შენს სალოცავებს ვფიცავ - დაიზრდებიან ბალღები, ალგეთს ლეკვები მგლისა! გოდერძი ჩოხელი სიცოცხლის სიმღერა გული სიკეთით მოვქარგე, სული მაქვს ვარდთა მთოველი, სიყვარულს მეპირებიან გრძნობები დაუცხრომელი. მიხარის თქვენთან სიცოცხლე ყოფნაც მალაღებს თქვენთანა, ღვთის სადიდებელს ვმღერივარ მოყვარესთან და მტერთანა. ლაღი ვარ, ისე ლაღი ვარ გულ-მკერდზე ვკოცნი ქვეყანას, მიხარის, ღიმილიანი ჩოქვით მივდივარ ღმერთთანა -------------------- "მოიპოვე სულიერი სიმშვიდე და შენს გარშემო სხვებიც გადარჩებიან." წმ. სერაფიმე საროველი |
იოანა |
Aug 25 2006, 12:55 PM
პოსტი
#22
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ევგენი ევტუშენკოს ლექსიდან
В счастье есть предательское что-то — горе человека не предаст. ................ Я теперь счастливым стал навеки, потому что счастья не ищу. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მარიამი |
Aug 25 2006, 01:16 PM
პოსტი
#23
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
ევგენი ევტუშენკოს ლექსიდან В счастье есть предательское что-то — горе человека не предаст. ................ Я теперь счастливым стал навеки, потому что счастья не ищу. მშვენიერია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
იოანა |
Aug 25 2006, 02:46 PM
პოსტი
#24
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
მშვენიერია ჰოო, ევტუშენკო პატრიარქმა ახსენა ერთხელ ქადაგებისას და ასე მივაგენი -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მარიამი |
Aug 25 2006, 03:08 PM
პოსტი
#25
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გოდერძი ჩოხელის ლექსები კიდევ არა გაქვთ?
ევტუშენკოს ეგ ლექსი მოვძებნე მთლიანად და ისე მომეწონა მთლიანად უნდა ჩავსვა აქ * * * Зашумит ли клеверное поле, заскрипят ли сосны на ветру, я замру, прислушаюсь и вспомню, что и я когда-нибудь умру. Но на крыше возле водостока встанет мальчик с голубем тугим, и пойму, что умереть — жестоко и к себе, и, главное, к другим. Чувства жизни нет без чувства смерти. Мы уйдем не как в песок вода, но живые, те, что мертвых сменят, не заменят мертвых никогда. Кое-что я в жизни этой понял,— значит, я недаром битым был. Я забыл, казалось, все, что помнил, но запомнил все, что я забыл. Понял я, что в детстве снег пушистей, зеленее в юности холмы, понял я, что в жизни столько жизней, сколько раз любили в жизни мы. Понял я, что тайно был причастен к стольким людям сразу всех времен. Понял я, что человек несчастен, потому что счастья ищет он. В счастье есть порой такая тупость. Счастье смотрит пусто и легко. Горе смотрит, горестно потупясь, потому и видит глубоко. Счастье — словно взгляд из самолета. Горе видит землю без прикрас. В счастье есть предательское что-то — горе человека не предаст. Счастлив был и я неосторожно, слава богу — счастье не сбылось. Я хотел того, что невозможно. Хорошо, что мне не удалось. Я люблю вас, люди-человеки, и стремленье к счастью вам прощу. Я теперь счастливым стал навеки, потому что счастья не ищу. Мне бы — только клевера сладинку на губах застывших уберечь. Мне бы — только малую слабинку — все-таки совсем не умереть. 1977 კარგია -------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
იოანა |
Aug 25 2006, 03:11 PM
პოსტი
#26
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
გოდერძი ჩოხელის ლექსები კიდევ არა გაქვთ? ევტუშენკოს ეგ ლექსი მოვძებნე მთლიანად და ისე მომეწონა მთლიანად უნდა ჩავსვა აქ კარგია სხვებიც კარგია, აუცილებლად წაიკითხე -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
გლახა |
Aug 25 2006, 09:46 PM
პოსტი
#27
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
sasanTlesa zeda
sasanTlesa zeda aginTivar da bnelsa adgilas dagidgivar. mpove bnelSi myofi erTdros, Seni yuradRebis ra Rirsi var. jvarcmulo macxovaro rmerTo! vici, dasaRupad ar gindivar, miwaze unazesi nargizi var, yinva da qari rom aSTobs. Sensken momzirali arca Slegi, arc giJi var, kalTa damafare marto. რუსუდან გიგინაშვილი |
eka-ekaterine |
Aug 25 2006, 11:40 PM
პოსტი
#28
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 31 რეგისტრ.: 24-August 06 წევრი № 111 |
glaxa შენი ლექსი "გადავთარგმნე" სასანთლესა ზედა სასანთლესა ზედა აგინთივარ და ბნელსა ადგილას დაგიდგივარ. მპოვე ბნელში მყოფი ერთდროს, შენი ყურადღების რა ღირსი ვარ. ჯვარცმულო მაცხოვარო ღმერთო! ვიცი, დასაღუპად არ გინდივარ, მიწაზე უნაზესი ნარგიზი ვარ, ყინვა და ქარი რომ აშთობს. შენსკენ მომზირალი არცა შლეგი, არც გიჯი ვარ, კალთა დამაფარე მარტო. -------------------- |
თეკლა |
Aug 26 2006, 12:02 PM
პოსტი
#29
|
დაკარგული :) ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 |
ლოცვა
ოდეს დემონი ურწმუნოების უკუთქმისა და მაცდურების საწამლავით თვის სავსე თასს მაცდურს წინ დაუდგამდეს ჩემს სულსა უძლურს, _ ნუ მანდობ, ღმერთო, ბედისა, ტრიალს, ნუ დამაწაფებ დემონის ფიალს, და უკეთუ არს შესაძლებელი მე განმირიდენ იგი სასმელი! მაგრამ თუ ღმერთო, შენს ღვთაებას სურს, რათა გამოცდა მით ჰქონდეს ჩემს სულს, განჰქრენ შემს ხმასთან სურვილნი ჩემნი და იყავნ, ნება, უფალო შენი! ილია ჭავჭავაძე * * * * * გზა რომელიც ცისკენ მიდის არ გეგონოს უნისლო, მძიმე ტვირთი ზიდე მშვიდად, არ დაეცე უმიზნოდ. და უმწარეს გზაზე მდგომი ცრემლით თუ ინამები, გწამდეს მრავალ ბილიკს შორის ღმერთის გზაა _ წამების. -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
მარიამი |
Aug 26 2006, 12:06 PM
პოსტი
#30
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
გლახა, ვისია ეგ ლექსი? შენი საკუთარი ხომ არა?
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
თეკლა |
Aug 26 2006, 12:24 PM
პოსტი
#31
|
დაკარგული :) ჯგუფი: Members პოსტები: 238 რეგისტრ.: 22-August 06 მდებარ.: Tbilisi წევრი № 105 |
გახსოვდეს!
გახსოვდეს ქვეყნად მოსული ერთხელ მარადიული ხალხის შვილი ხარ, მაღლა გეჭიროს სინათლის კვერთხი და წარმავლობის ნუ გეშინია. უღვთოთ ჩაკალი სული ბოროტი ერთგულად ზიდე საქვეყნო ტვირთი, ბოლომდის დარჩი _ დიახ,ბოლომდის ადამიანად შენთვის და სხვისთვის. რაც უნდა გდაგავდეს ტკივილის ცეცხლი რაც უნდ გილხინდეს რაც უნდა მოხდეს შენ სიკვდილამდე უნდა იცოცხლო შენ სიკვდილამდე არ უნდა მოკვდე! თ. ჯანგულაშვილი -------------------- გამითბეთ გული, გამიღიმეთ და გულში ჩამიკარით...ღმერთო ყოვლისმომცველი სიყვარულით ამავსე...
მომეც მე სიხარული მაცხოვარებისა შენისაი და სულითა მთავრობისათა დამამტკიცე მე... |
გლახა |
Aug 26 2006, 01:07 PM
პოსტი
#32
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
eka-ekaterine
მადლობა კიდე ხომ გადათარგმნი მე ჯერ ვერ ვახერხებ გადათარგმნას, მარიამმა კი ამიხსნა , მაგრა, ჯერ ვერ ვაკეთებ * * * vdgevar euli, yelSi miWers viRaca marwuxs, zecas gavyureb, velodebi iqidan pasuxs. ar sCans pasuxi... ufro metad me es mawuxebs, zecis meufev, yuradReba Seni maCuqe. nino kabadokieli kabadokias darCa qoxi, iqneb sasaxlec, roca gaigo qristes caSi gasxivosneba, gamoeTxova nino yrmobis cisfer sanaxebs da aedevna fiqris baRSi gaSlil ocnebas. mainc da mainc saqarTvelos miwa indoma, mainc da mainc saqarTvelos miwas emTxvia, muxlmodrekili qarTvelTaTvis sTxovda mSvidobas, giSris dalali vazis Stoze Semoexvia. es rwmena iyo, nino CvenTan rom moiyvana, es rwmena iyo, rom daSorda nino tolebsac, ucxo miwisTvis ninom muxli rom moiyara, rwmenisTvis, Torem mamuls rogor miatovebda. რუსუდან გიგინაშვილი |
გლახა |
Aug 26 2006, 01:21 PM
პოსტი
#33
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
ციტატა გლახა, ვისია ეგ ლექსი? შენი საკუთარი ხომ არა? ზემოტ რომ დავწერე ჩემი არ არის..ერთი მწერალი ქალია რუსუდან გიგინასვილი და იმისია აი ეს კი ჩემია ..მართლა შენ რომ მასწავლე გამომივიდა.. მადლობა ვედრება ლოცვად მოვედი, სხვა არაფრის არ მაქვს სურვილი, თუმცა ვერაფერს ამბობს ბაგე- დამუნჯებულა. მისმინე ღმერთო მომიკალი სულის წყურვილი გზა გამინათე ცოდვისგან რომ ჩაბნელებულა. მომკიდე ხელი, გევედრები მომაპყარ ყური სულს შენ უნდიხარ, ხორცს კი კვლავაც ცოდვა ეწევა, მადლობელი ვარ, რომ შენა ხარ არსობის პური რომ დათრგუნულს გულს შენი მადლი კვლავ შეეწევა. ღმერთო მაღალო! მომიტევე ცოდვა მრავალი ქრისტევ მაპკურე წმინდა სისხლი, კრავო მართალო, და შემიწყალე უგუნური, ბნელში მავალი, რომ სულმა ჩემმა კვლავ გიმღეროს და აღგამაღლო ეს რუსუდან გიგინაშვილის ლექსია ნინო კაბადოკიელი კაბადოკიას დარჩა ქოხი, იქნებ სასახლეც, როცა გაიგო ქრისტეს ცაში გასხივოსნება, გამოეთხოვა ნინო ყრმობის ცისფერ სანახებს და აედევნა ფიქრის ბაღში გაშლილ ოცნებას. მაინც და მაინც საქართველოს მიწა ინდომა, მაინც და მაინც საქართველოს მიწას ემთხვია, მუხლმოდრეკილი ქართველთათვის სთხოვდა მშვიდობას, გიშრის დალალი ვაზის შტოზე შემოეხვია. ეს რწმენა იყო, ნინო ჩვენთან რომ მოიყვანა, ეს რწმენა იყო, რომ დაშორდა ნინო ტოლებსაც, უცხო მიწისთვის ნინომ მუხლი რომ მოიყარა, რწმენისთვის, თორემ მამულს როგორ მიატოვებდა. |
iako |
Aug 30 2006, 08:41 PM
პოსტი
#34
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
შოთა ნიშნიანიძე
* * * „მცხეთის ქალაქს მირონი დუღს“, მზის და ვაზის მირონი. ბებერ ქვებში ღაღადებენ საქმენი საგმირონი. იღაღადეთ, ფუძის ქვანო, ქვანო საგუმბათონო, მცხეთას ხომ არ მიბრძანდებით, კონსტანტინე ბატონო. ბულბულს როგორ არ ესტვინა იბერიის ბაღთათვის, არ მოევლო პალესტინა, კილიკია, ბაღდათი. მოიარე საქართველო მეროჭიკე ბერივით, მოიძიე მონასტრები, ჟამით გადაბერილი. გაწოლილა ქვაში ხავსად ჟამი - ნააღაპარი, ხომ არ ამხელს ხვაშიადსა ქვის გრძნეული ზღაპარი?.. მკათათვეში თრიალეთზე ცაა უკაბადონო, იქნებ ქვეტარს ესტუმრებით, კონსტანტინე ბატონო! ვის დაჭრილი მეციხოვნე ჭირის ოფლგადასხმული, შენი სიტყვის მალამოთი გაამართლე წარსული. გადმოდგება ქართულ მთებზე დილა საიადონო და ქუდს გიხდით საქართველო, კონსტანტინე ბატონო. მორის ფოცხიშვილი საივერიო გზა უკვდავების გზაა ჯვარცმულის, ისევ მაცხოვრის მკლავს სატკივარი, - საიდან მოდის ეს სიყვარული, ან მე რომ მისმენს ნეტა ვინ არის?! ისევ ვლოცულობ ქართულ ხატებზე, ანგელოსები ისევ მღერიან, მუხლზე ვეცემი და შენ გავედრებ, დედაო ღვთისავ, ჩემს ივერიას! ჩემთვის გაიხსნა, ცა რომ გაიხსნა, მწიფს ვენახივით სიტყვა ქართული, და ხელთ მიპყრია ჯვარი ვაზისა, ვითარც იმედი და სასწაული! -------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
ცოტნე |
Sep 1 2006, 01:32 AM
პოსტი
#35
|
ცოტნე ჯგუფი: Members პოსტები: 320 რეგისტრ.: 1-September 06 წევრი № 132 |
მორის ფოცხიშვილი
თვითგვემა ცხრა მზითაც რომ გვასხივებდნენ, რა უფლებით ვგრიალებთ და ვჯანმრთელობთ?! - თუ გრძნობ, ტაოს გამსხვისებელს, მკლავი ძირში რომ გახმება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. დავას როგორ დაგიწყებენ, მათქმევინე საუფლოდ და სათემოდ, - დედაენის დამვიწყებელს, ხვალ-ზეგ დედა გეტირება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო. ვიცი, კვლავაც გააჩუქებ - სავენახეს, სამზეოს და სართველოს... არის კიდევ სხვა საუნჯე, ვიდრე შენი საქართველო, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! იქნებ გული აღარ გერჩის, ნაოხარო, ნატანჯო და ნათმენო, - რატომ გიკვირს, ქართველებში ქართველი რომ ქართველობდეს, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! თვალებს ვითხრი, თუმც არ მძინავს, თქვი, უშენოდ მწუხრი სად გავათენო, - ერთი დედის შვილები ვართ, ვაი, ხომ არ გავიწყდება, ქ ა რ თ ვ ე ლ ო?! არც რა ტყვიით, არც რა შხამით, დუმილითაც შეგიძლია გამთელო, - ისე მომკალ, რომ სხვამ მაინც არ გაიგოს, შენ რომ მომკალ, ქ ა რ თ ვ ე ლ ო! -------------------- [size=3][color=#000099]გული წმიდაჲ დაჰბადე ჩემ თანა, ღმერთო, და სული წრფელი განმიახლე გუამსა ჩემსა[/color][/size]
|
იოანა |
Sep 2 2006, 12:36 AM
პოსტი
#36
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
რაც ეს თემა გაიხსნა, იმ დღიდან მოყოლებული მინდოდა ჩემი უსაყვარლესი ლექსი დამეწერა აქ, მაგრამ დღემდე ვერ ვპოულობდი... დღეს კი ვიპოვე...
მე ვარ მისანი ხარი წიქარა შენი დვრიტა ვარ მამულ-დედულო, ზღაპრიდან მისთვის გამოვიქეცი, რომ გემსახურო და გიერთგულო. შენი უღელი მემჩატოს აგრემც ქედზე რომ მადგას განაჩენივით. არ მომიღერო გეთაყვა სახრე, სიყვარულისთვის ვარ გაჩენილი. და თუ გქონია რამე ტკივილი ან რამე ჭირი ზნეკეთილიანს ამილოკია ქვამარილივით და ხარის ცრემლით დამიტირია. რამდენჯერ ვმდგარვარ სამოთხის კართან, ქედგახეხილი, გადატყაული, ღმერთთან საუბრის და ნიჭის გარდა არაფერი მაქვს დანაშაული. და როცა მიწას მივებარები ნაჯაფარი და ტანდაკორძილი, შენზე დამრჩება ისევ თვალები ანგელოზების ამოკოცნილი. -------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
მარიამი |
Sep 2 2006, 11:38 AM
პოსტი
#37
|
+ + + ჯგუფი: Senators პოსტები: 12,615 რეგისტრ.: 23-July 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 6 |
კარგი იყო
-------------------- ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
|
iako |
Sep 2 2006, 12:44 PM
პოსტი
#38
|
ნონა ჯგუფი: Members პოსტები: 926 რეგისტრ.: 19-August 06 მდებარ.: თბილისი წევრი № 83 |
ასე უყვარდათ ჩვენს პოეტებს უფალი და საქართველო,რითმებსაც სწორედ ეს სიყვარული აწერინებდათ. მისაბაძი მაგალითი მართლაც საკმაოდ ბევრი გვყავს
-------------------- რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
|
იოანა |
Sep 2 2006, 01:21 PM
პოსტი
#39
|
აკურთხევს სული ჩემი უფალსა ჯგუფი: Members პოსტები: 3,554 რეგისტრ.: 23-July 06 წევრი № 5 |
ჰო, მე სულ ეს ლექსი მგონია საქართველოს ჰიმნი
-------------------- თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------ იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი... ------------------------------------------------------ აზროვნება სულის თვისებაა. |
T.L. |
Sep 2 2006, 01:49 PM
პოსტი
#40
|
Вот бы мне крылья... ჯგუფი: Members პოსტები: 6,950 რეგისტრ.: 1-September 06 მდებარ.: where the wild roses grow წევრი № 134 |
ღმერთო, მომეც სინანული
ღმერთო, მომეც სინანული, გლოვა,ტირილი მწარეა, რაც მე მიცოდავს ყოველი და ან რაც ჩემი ბრალია ცრემლად მდიოდეს ყოველი, ვით ჩქარი ნიაღვარია, ცოდვისგან ვიწმინდებოდე, ვით ანგელოსნი არიან. შენ გმსახურებენ ყოველნი, ახლოს მდგომელნი არიან, არ დასცხრებიან გალობად შენს დიდებაში არიან. ღმერთო,მომეცი სიწმინდე, სულის,გულის მრთელობა, უტყუარ ვიყო ყოველთვის არ მქონდეს სხვისა მტერობა. სულიც ღვთისაა მიწა და წყალი,ჰარეი,ყოველი ასეთი დიდი წყალობა ღმერთმა ჩვენ მოგვცა ყოველი ამითომ უნდა ვმონებდეთ მას ყოველივე ცხოველი რადგან სიკეთეს ყოველი ყოველთვის ღვთისგან მოველით. ამისთვის შენნი შენთაგან შენ შეიწირე ყოველი, შორსა ვართ,ახლოს გვამყოფე, შენ შეგვაერთე ყოველი, ერთ სამწყსოდ გამოგვაჩინე ქრისტე,დაგვმწყემსე ყოველი. მამასთან ვიყვნეთ და სული წმიდით აღვივსნეთ ყოველი, ასეთსა ნეტარებაში ღმერთო,გვამყოფე ყოველი.... არქიმანდრიტი სოგრატი (ჭულუხიძე) -------------------- мне бы в небо...
----------------------- სიკეთით სძლიე შენს მტერსა.... ------------------------------------------- უფრთხილდით საკუთარ აზრებს,რადგან ისინი ზეცაში ისმის... --------------------------------------------------------------------------- |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 03:20 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი