IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ჩემი საყვარელი ზღაპრები!
Atman
პოსტი Nov 25 2009, 09:34 PM
პოსტი #1


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა...

ეს ფრაზა მოიცავს ბიბლიასაც, ყურანსაც, დაო დე ძინსაც, ვედებსაც, და ასე შემდეგ... ზღაპრებში და მითებშია ის უდიდესი სიბრძნე ჩადებული, რომელსაც რელიგიებში და მეცნიერებაში ვეძებთ. იესოც იგავების ენით გველაპარაკებოდა...

გავიხსენოთ ჩვენი ბავშვობის (და არა მარტო ბავშვობის) უსაყვარლესი ზღაპრები... ქართული და არაქართული...

დაიწყეთ და მოგვიანებით შემოგიერთდებით, ახლა გავდივარ a075.gif


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 25 2009, 11:34 PM
პოსტი #2


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



აუჰ.. ბევრია საყვარელი ზღაპრები smile.gif



--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
nat_uly
პოსტი Nov 26 2009, 12:56 AM
პოსტი #3


natalia
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,097
რეგისტრ.: 8-March 07
წევრი № 1,304



აღარ მახსოვს ყველა.
ასფურცელა მომწონდა და კიდევ ძალიან მიყვარდა კონკია.wub.gif


--------------------
მე უგნური კაცთა შორის ვეძიებდი სიყვარულს, შენ კი უფალო გვერდით მყოლიხარ,
მომიტევე უფალო სიბრმავე ჩემი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
terra
პოსტი Nov 26 2009, 02:00 AM
პოსტი #4


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,231
რეგისტრ.: 2-April 08
წევრი № 4,398




ნუ, ქართული რა თქმა უნდა და მათ მერე ბირმული ზღაპრები მიყვარს ძალიან smile.gif
კარგებია.


--------------------
უფალო, იესუ ქრისტე, შემიწყალე მე..
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Nov 26 2009, 03:48 AM
პოსტი #5


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



protestanti
ციტატა
ნუ, ქართული რა თქმა უნდა და მათ მერე ბირმული ზღაპრები მიყვარს ძალიან
კარგებია.

რომელი? სილან ყარყატი? biggrin.gif
მაგარი ზღაპარი იყოს.

Atman
ნამდვილი აღმოჩენა თემაა biggrin.gif
იმის გარჩევას რომ მოვრჩებით, თუ ვის ნაცარქექია მოსწონს და ვის ფასკუნჯი,
მერე საყვარელი ენის გასატეხების თემა გახსენი tongue.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2009, 03:52 AM
პოსტი #6


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



კიდევ ერთხელ ჩაეთვალა ატმანს smile.gif

დიდი სიბრძნეა ჩადებული ზღაპრებში (ნუ არც ისეა ატმანულიკო, რომ გვაპარებს ერთად ბიბლიას და ვედ-ყურანებს biggrin.gif, მაგრამ სიბრძნე ნაღდია), და ძალიან ბევრი კვლევაცაა ჩატარებული ამ განხრით, მე ამ ბოლო პერიოდში (სხვადასხვა მიზეზების გამო) გამიტაცა /თავიდან/ მითოლოგიამ, მაგრამ მითოლოგია სხვაა და ზღაპარი სხვა.

ჰოდა, მოდი გავიხსენო... ეჰ, ბევრია, ბევრი მიყვარს smile.gif

დაყევით და ვისაუბროთ , იქნებ მერე შესაბამისი ლინკებიც დადოთ.

იზღაპრეთ;

კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 26 2009, 09:14 AM
პოსტი #7


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

ციტატა
ნუ არც ისეა ატმანულიკო


ნამეტანი ხო არ მომიშინაურდი კაიროს? biggrin.gif


მოკლედ ზღაპრები ძალიან მიყვარს, მაგრამ არსებობს სხვადასხვა მენტალობის და განვითარების ზღაპრები. ზოგი ნაცრის ქექვას გვასწავლის და ხერხით საცოდავი დევის დამარცხებას, რომელსაც არაფერი დაუშავებია ისეთი ზარმაცი ნაცარქექიასთვის (სუფთა ქართული მენტალობის ზღაპარია biggrin.gif ) . ზოგი ამერიკულ-ევროპული ტიპისაა და გვასწავლის რომ თუ დიდი შრომა არ ჩადე დაცული ვერ იქნები ("სამი გოჭი"). ვედური, არაბული და ტიბეტური ზღაპრები მომწონს ძალიან. მითოლოგიასა და ზღაპარს შორის დიდი განსხვავებაც არაა ჩემი აზრით (მხოლოდ ფორმალური).

მოდი ცოტა ხნით თავად ზღაპრებს შევეშვათ და გავარჩიოთ ფრიად იდუმალი და გამოუცნობი ფრაზა:

"იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა..." აბა გისმენთ, ვის როგორ გესმით ეს ფრაზა.


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 26 2009, 09:43 AM
პოსტი #8


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



პ.ს. ქარჩხაძის თემაში დავდე უკვე მაგრამ აქაც დავდებ. უმმაგრესი ზღაპარია, თანაც ბევრისთვის უცნობი. გირჩევთ წაიკითხოთ a075.gif

http://bin.ge/file/102927/bednierebis-maZi...iswuli.doc.html


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
b-a-r-b-a-r-e
პოსტი Nov 26 2009, 10:20 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,436
რეგისტრ.: 24-September 09
წევრი № 7,538



ციტატა(Atman @ Nov 26 2009, 10:13 AM) *

b-a-r-b-a-r-e

kiss1.gif

001.gif

ჩემი საყვარელი ზღაპარი არის კონკია smile.gif
ოღონდ ის არ მომწონას ამ ზღაპარში,რატომ ვერ შეამჩნია პრინცმა ის კონკებში
სანამ არ გამოაწყეს ფერიებმა ვერსაჩეს ტანსაცმელში,მანამდე პრინცმა ვერ შენიშნა biggrin.gif

ეჰ

ჯერ ჩაცმა?
smile.gif


--------------------
დავიღლე.........მოდი ჩემთან უფალო...........ძალიან დავიღალე,მართლა დავიღალე.........


"წიგნებით ვერ ჩახედავ ნამდვილებს..."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2009, 01:54 PM
პოსტი #10


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
ნამეტანი ხო არ მომიშინაურდი კაიროს?

ohmy.gif
ვწუხვარ, რომ შევცდი.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ქევანა
პოსტი Nov 26 2009, 02:09 PM
პოსტი #11


მთვლემარე დრაკონი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 7,454
რეგისტრ.: 11-February 07
მდებარ.: Shire, Hobbitland, Middle-earth
წევრი № 1,055



ანდერსენის ზღაპრებზე მიმდის გული biggrin.gif

ეგ კაცი გენიოსი იყო smile.gif


--------------------
“I'd built that bridge for you. But I didn’t know that I would be building it for you and him.” ("Dაისყ")

"He was born with a gift of laughter and a sense that the world was mad. And that was all his patrimony." - Scaramouche, Rafael Sabatini

***
ფორუმზე გლანძღავ და მიწასთან გასწორებ, ძვირფასო, მაგრამ გახსოვდეს, ფორუმს გარეთ მე შენ მიყვარხარ : )

***
Спасение утопающего – дело рук самого утопающего...

***
ამინდის შემქმნელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Nov 26 2009, 02:11 PM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ერთხელ დედა პელაგიამ...


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 26 2009, 02:11 PM
პოსტი #13


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






ხო, ანდერსენი მაგარია!


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Amuza
პოსტი Nov 26 2009, 02:41 PM
პოსტი #14


გიორგი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,040
რეგისტრ.: 15-January 08
მდებარ.: GSE
წევრი № 3,638



ქართული ხალხური ზღაპრები.

და კიდევ.

ჯუბა ბაბუზე ზღაპრები იცით? smile.gif

IPB-ს სურათი



--------------------
ღვინო ახალისებს, გულს კაცისასა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 26 2009, 05:49 PM
პოსტი #15


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



ვა ეს რა მაგარი კინო ვიპოვე! biggrin.gif უოლტ დისნეიში გადაიღეს რუსებმა. რუსული ზღაპარია, სულ ცინცხალი ფილმი a075.gif

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6162&order=1.1


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Nov 26 2009, 06:35 PM
პოსტი #16


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ბატონო ატმან,
დაგვიწერეთ , თუ არ შეწუხდებით, რა ფილმია და რას ეხება.
პატივისცემით;
კაიროსი!


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Nov 26 2009, 07:10 PM
პოსტი #17


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



KAIROS

ოსტატთა სახელმძღვანელო
Книга мастеров
სათავგადასავლო, ფენტეზი
2009
რუსეთი, Walt Disney Pictures
ვადიმ სოკოლოვსკი
ლეონიდ კურავლევი, ვალენტინ გავტი, ოლგა აროსევა, ირინა აპექსიმოვა
ქვეყანას საფრთხე ემუქრება. მალე ძველი წინასწარმეტყველება ახდება და სასახლეში გამოკეტილი ქვის თავადის ასული გათავისუფლდება, რათა ბოროტი ჯადოქრების დახმარებით ქვეყანაზე იბატონოს. შემთხვევითობის წყალობით, ადამიანების ბედი ივანის ხელში აღმოჩნდება. მას შეუძლია ასულს ჯადოსნური მმართველობის ძალა მიანიჭოს, და ასევე უარყოს კიდეც, რომ თავისი შეყვარებული კატია იხსნას. ივანს მიზნის მისაღწევ გზაზე უამრავი საფრთხე და თავგადასავალი შეხვდება. მას რუსული ზღაპრის გმირებთანაც - ბაბა იაგასთან და ქალთევზასთან ელის შეხვედრა.

http://gol.ge/index.php?cat=movies&details=6162&order=1.1


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 11 2009, 07:47 AM
პოსტი #18


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



პიკო და ოლიკო
გურამ პეტრიაშვილი

განთიადისას ოკეანის ზედაპირიდან ორი დიდი შადრევანი ავარდა ერთად. ცოტა ხნის შემდეგ კი მათ შორის ერთმა პატარა შადრევანმაც ამოყო თავი.
_ ოჰო, პატარა ვეშაპი დაიბადაო, _ თქვეს ოკეანეში გაფანტულმა ვეშაპებმა და ყველამ იქით გასწია.
რომ მიცურდნენ, ნახეს, მშობლებს შორის პატარა ვეშაპი დაცურავდა და იღიმებოდა. ხან დედასთან მივიდოდა და მიეკვრებოდა მუცელზე, ხან მამისკენ გამოცურავდა.
ვეშაპები შემოეხვივნენ ბედნიერ მშობლებს და ულოცავდნენ.
_ რა ლამაზიაო.
_ როგორი ჭკვიანი თვალები აქვსო.
აქებდა პატარა ვეშაპს ყველა.
მერე საუბარი საერთოდ შვილებზე დაიწყეს.
_ ეჰ, ვიდრე პატარები არიან, ყველანი კარგები არიანო, _ ამოიოხრა ერთმა.
_ რას იზამ, აღზრდა ძნელი საქმეაო, _ თქვა მეორემ.
_ სულ უნდა იტანჯო და იწვალო მაგათთვის და დაგიფასდება თუ არა, არ იციო...
_ მაინც ბედნიერებაა შვილიო...
ამ საუბარში პატარა ვეშაპი სულ გადაავიწყდათ. იმანაც არხეინად გასცურა.
მიცურავდა და ატყაპუნებდა კუდს წყალზე. თან მალიმალ შადრევნებს უშვებდა.
მერე ცაში ერთ პატარა კოხტა ღრუბელს მოჰკრა თვალი და ძალიან მოეწონა.
აფრინდა ღრუბელთან. უნდოდა გასთამაშებოდა და ცხვირით მისწოლოდა, მაგრამ ძალიან გაოცდა, როცა ღრუბლებში შეფრინდა და ვეღარა დაინახა რა.
სასწრაფოდ გამოვიდა ღრუბლიდან და სხვა უფრო ლამაზი ღრუბლებისაკენ გაფრინდა.
მიფრინავს პატარა ვეშაპი, მიფრინავს და უხარია.
ანათებს მზე.
ძირს ლურჯი ოკეანეა.
აქეთ-იქით ღრუბლებია.
ხანდახან შეფრინდება ღრუბელში პატარა ვეშაპი, მერე გამოყოფს თავს და გაიღიმებს. მზეს დამალობანას ეთამაშება.
მიფრინავს, მიფრინავს და უხარია...
ჰოდა, ვიდრე ის მიფრინავს, მოდი, ჩვენ აი, რაზე ვიფიქროთ: ვამბობთ, პატარა ვეშაპიო, მაგრამ ვეშაპი ისეთი სიტყვაა, რომ გინდა პატარა ვეშაპი თქვი და გინდ პაწია ვეშაპი, მაინც რაღაც დიდი და ტლანქი დაგვიდგება თვალწინ. ეს ჩვენი ვეშაპი კი ცელქი და მხიარულია. იქნებ სჯობს, რომ ალერსით ვეშაპუნა ვუწოდოთ? ასეც არ ვარგა, მგონი. მაშინ ვეშაპიკო? ვეშაპიკო _ ვეშაპიკო, მაინც დიდი გამოდის. ვეშაპიკო... ვე-შა-პი-კო, ვეშა-პიკო!
მოდი, უბრალოდ, პიკო დავარქვათ.
დიდხანს მიფრინავდა პიკო.
რამდენჯერმე დაღამდა და გათენდა. ის კი მიფრინავდა და მიფრინავდა.
ღამით ვარსკვლავების ციმციმი ახარებდა, დღისით ჩიტები მიჰყვებოდნენ გვერდით და ეთამაშებოდნენ.
რამდენჯერმე წვიმაშიც მოყვა და ძალიან მოეწონა წვიმაში ფრენა...
ერთ დილით პიკომ დაინახა, რომ ოკეანე აღარ იდო ძირს, _ ველ-მინდვრების თავზე მიფრინავდა.
მერე მდინარის ლურჯი ზოლი დაინახა და იმას გაჰყვა.
იფრინა, იფრინა და ერთი პატარა ქალაქი დაინახა.
ქალაქის მახლობლად გორაკზე იჯდა პატარა გოგონა და ყვავილებს ელაპარაკებოდა.
თუმცა პიკოს გოგონა არასოდეს ენახა, მაინც იგრძნო, რომ ეს პაწია არსება კეთილი იყო.
_ გამარჯობა, _ მიესალმა პიკო გოგონას.
გოგონას ძალიან გაუხარდა პატარა ვეშაპის დანახვა.
_ გაგიმარჯოსო, _ უპასუხა მისალმებაზე.
_ შენ ვინ ხარ? _ ჰკითხა პიკომ.
_ მე ოლიკო ვარ, _ უთხრა გოგონამ. _ შენ?
_ მე პატარა ვეშაპი ვარ.
_ მაგას მეც ვხედავ, მაგრამ რა გქვია?
_ პატარა ვეშაპი მქვია, სხვა რაღა უნდა მერქვასო? _ გაუკვირდა პიკოს.
_ ეგრე მეც პატარა ადამიანი ვარ, მაგრამ სახელად ოლიკო მქვიაო, _ აუხსნა ოლიკომ, _ რახან შენთვის ჯერ სახელი არ დაურქმევიათ, მე დაგარქმევო.
დაფიქრდა ოლიკო, იფიქრა, იფიქრა, ზუსტად ჩვენსავით, და უთხრა: მოდი, პიკო გერქვასო.
_ კარგიო, _ გაუხარდა პიკოს, აფრინდა ჰაერში და ჩამოსძახა: _ ოლიკო და პიკო, პიკო და ოლიკო, რა კარგია, წამომყევი, ერთად ვიფრინოთო.
_ მე რომ ვერ დავფრინავო?! _ დაღონდა ოლიკო.
_ ვერ დაფრინავ? _ ერთხანს პიკოც დანაღვლიანდა, მერე კი თქვა, _ ეგ არაფერი, მე შეგისვამ ზურგზე და გაფრენო.
შეაჯდა ოლიკო ზურგზე პიკოს, მაგრამ გაქროლდნენ თუ არა, კინაღამ გადმოვარდა, პიკოს კუდზე ძლივს დაიმაგრა თავი.
ოლიკო ჩაფიქრდა. მერე უთხრა პიკოს: აქ დამიცადე, აქედან ჩვენი სახლი მოჩანს, აგერ ისაა, აივანზე ყვავილები რომ დგას, იმ აივნიდან ხელს რომ დაგიქნევ, მოფრინდიო.
წავიდა ოლიკო სახლში და დედ-მამას უთხრა, ჩვენი ხალიჩა მჭირდება ძალიან, უნდა დავჭრაო. მხოლოდ ის ერთი ხალიჩა ჰქონდათ და, ცხადია, დაენანათ, მაგრამ მშობლებმა იცოდნენ, ოლიკო ტყუილუბრალოდ არ სთხოვდა მათ რამეს.
_ კი, ბატონოო, _ უპასუხეს.
გახარებული ოლიკო გავარდა აივანზე და ხელი დაუქნია პიკოს.
მერე კარი ფართოდ გააღო და დედ-მამას უთხრა:
_ ახლა დასხედით და უყურეთ, რა განახვოთო.
მშობლები დასხდნენ, მიაცქერდნენ კარს...
მალე ოთახში პიკო შემოფრინდა.
_ გამარჯობათო, _ მიესალმა ოლიკოს დედ-მამას.
_ ოჰო, ეს რა კარგი სტუმარი მოგვიყვანეო, _ უთხრა მამამ ოლიკოს.
დედა კი მიხვდა, რისთვისაც უნდოდა ხალიჩა ოლიკოს. მან და ოლიკომ ხელად აუღეს ზომები პიკოს, გამოჭრეს ხალიჩა და შეკერეს რაღაც დიდი ჭრელი მაისურის მსგავსი.
ჩააცვეს პიკოს და სარკეშიაც ჩაახედეს.
ძალიან მოუხდა.
_ ისე, მართალი გითხრათ, სულ ვფიქრობდი ხოლმე, რომ მაგ ხალიჩის ადგილი კედელზე არ იყოო, _ თქვა მამამ.
მერე პიკო სუფრასთან მიიპატიჟეს და მურაბები მიართვეს.
პიკო ცოტას მორცხვობდა, მაგრამ ოლიკო ეჯდა გვერდით და ეუბნებოდა, არ შეიძლება, რომ არ ჭამო, ეს კოვზი დედიკოსთვისო, ეს _ მამიკოსთვისო, ეს _ ბებიკოსთვისო, ეს _ ბაბუასთვისო, ეს _ ჩემი დედიკოსთვის, ეს _ ჩემი მამიკოსთვის, ეს _ ჩემთვისო.
მერე პიკომ შეისვა ოლიკო ზურგზე და გაფრინდა.
ახლა, როცა პიკოს ხალიჩისაგან შეკერილი მაისური ეცვა, ადვილი იყო მის ზურგზე თავის შეკავება.
დაფრინავდნენ აღმა-დაღმა.
გამოეფინა მთელი ქალაქი გარეთ. უყურებდნენ პიკოსა და ოლიკოს ფრენას.
მერე პიკომ სხვა ბავშვებიც შეისვა ზურგზე რიგრიგობით.
ყველას ძალიან უხაროდა.
სულ ჩვენთან დარჩესო, ამბობდნენ ბავშვები.
ოლიკომ მოიფიქრა, ჩვენს აუზში იცხოვროსო.
წაიყვანეს პიკო ბავშვებმა ქალაქის ბაღში და აჩვენეს აუზი, რომელშიც თვითონ ჭყუმპალაობდნენ ხოლმე.
პიკოს ძალიან მოეწონა აუზი.
ჩაწვა შიგ და აადგაფუნა წყალი.
და საღამომდე ასე გრძელდებოდა, ხან ბავშვებს დააფრენდა რიგრიგობით, ხან აუზში იწვა და შადრევნის მაგივრობასაც სწევდა _ უშვებდა მაღალ ჭავლებს.
მთელი ქალაქი იქ იყო.
ბოლოს ერთი უჟმური კაციც მოვიდა.
_ ამ აუზში ადრე შადრევანი არ იყო და ახლა ვინ გააკეთაო? _ იკითხა უჟმურმა.
_ ეგ შადრევანი კი არა, პატარა ვეშაპიაო.
_ რაო, რაო? _ ყურთან ხელისგული მიიტანა უჟმურმა, _ აბა, ერთი მიმიშვით ახლოსო.
ხალხს არ უნდოდა, უჟმური პიკოსთან მიეშვა, მაგრამ მუჯლუგუნებით გასწი-გამოსწია მოქალაქენი და მივიდა აუზთან.
_ შენ ვინა ხარო? _ ჰკითხა პიკოს.
_ მე პიკო ვარო.
_ პიკო, მიკო, არ ვიცი მეო, _ გაბრაზდა უჟმური, _ ვინ ხარო?
_ პატარა ვეშაპი ვარო.
_ მერე აქ როგორ გაჩნდიო?!
_ მოვფრინდიო, _ უპასუხა პიკომ.
_ ვეშაპის ფრენა ვის გაუგია. ნუთუ მშობლებს არ უთქვამთ ეს შენთვის? განა გინახავს სადმე მფრინავი ვეშაპი?
პიკო ჩაფიქრდა და მართლაც მოაგონდა, რომ ცაში არც ერთი ვეშაპი არ შეხვედრია.
მერცხლები და ჩიტები _ კი, ვეშაპი _ არა.
_ მაშ, ამის შემდეგ იცოდე, ვეშაპები არ ფრენენო, _ მკაცრად უთხრა უჟმურმა.
ბავშვები ახმაურდნენ, როგორ თუ არ ფრენენ, პიკო დაფრინავსო.
_ სისულელეაო, _ განაცხადა უჟმურმა.
_ მოდი, კიდევ გავფრინდეთო, _ სთხოვა ოლიკომ პიკოს.
მაგრამ ვეღარ აფრინდა პიკო და ცრემლები გადმოუგორდა თვალიდან.
_ წესით, არც ტირილია ვეშაპის საქმე, მაგრამ, ჯანდაბას, იტირეო, _ თქვა უჟმურმა, მიტრიალდა და კმაყოფილი, ყველას თავისი ადგილი მივუჩინეო, გაეცალა ხალხს.
ტიროდა პიკო. ტიროდნენ ოლიკო და სხვა გოგონები. ხელებდამუშტულმა ბიჭებმა კი ბრაზით გააყოლეს თვალი უჟმურს...
_ ნუ გეშინია, არაფერს მოგაკლებთ, სულ გეთამაშებითო, _ უთხრა ოლიკომ პიკოს, მაგრამ პიკო მაინც ტიროდა და ოლიკო მიხვდა, პიკოს თავის მშობლებთან სურს დაბრუნებაო.
ჩაფიქრდა ოლიკო, იფიქრა, იფიქრა და მოიფიქრა, რაც უნდა ექნათ.
უთხრა ბავშვებს.
ყველამ მოიტანა შინიდან თოკი და მოქსოვეს დიდი ბადე.
ჩადეს ბადე აუზში და პიკო დაწვა ბადეზე. მერე ბავშვები აქეთ-იქიდან ჩააფრინდნენ ბადეს, გაჭიმეს და ამოიყვანეს წყლიდან პიკო.
ნელ-ნელა წაიყვანეს მდინარისაკენ.
ბავშვებს რომ მიჰყავდათ, ამან ისე გაახარა პიკო, თითქმის დაავიწყდა თავისი დარდი, ფრენა რომ აღარ შეეძლო.
ჩასვეს ბავშვებმა პიკო მდინარეში.
პიკო გამოემშვიდობა ყველას და უცებ თქვა დაღონებულმა, ეს ხალიჩის მაისური რაღად მინდაო.
_ სამახსოვროდ წაიღეო, _ უთხრა ოლიკომ.
_ კარგი, წავიღებ, იქნებ რომელიმე პატარა ვეშაპმა კიდევ მოინდომოს ფრენაო, _ თქვა პიკომ.
ოლიკომ აკოცა პიკოს.
პიკომ ერთი მოხედა ბავშვებს, გაუღიმა ნაღვლიანად და დაამშვიდა, არა უშავს, ნუ დაღონდებითო.
როგორც შეეძლო მაღალი შადრევანი ამოუშვა და გაჰყვა მდინარეს...
წავიდა პიკო.
დაღონდა მთელი ქალაქი.
მხოლოდ უჟმური იყო კმაყოფილი, თურმე აქამდე ვერც ერთხელ ვერ მოეხერხებინა ამდენი ხალხის ერთად დაღონება.
მაგრამ შემდეგ ცუდად წაუვიდა საქმე უჟმურს. ქუჩაში რომ მიდიოდა, უცებ მაღლიდან თავზე ეცემოდა ლაყე კვერცხი, დამპალი პამიდორი და რა ვიცი, რა აღარ.
და ასე ყოველდღე...
საღამოს უჟმური გულმოდგინედ რეცხავდა თავის შავ ცილინდრს და ფიქრობდა:
`დავუშვათ, ციდან ერთხელ ჩამოვარდა ლაყე კვერცხი ან დამპალი პამიდორი, მაგრამ ყოველდღე?! უცნაურია, ძალიან უცნაური. ეს კიდევ არაფერი, მაგრამ რაღა ყოველთვის მე მეცემა თავზე? რატომ ხდება ასე? ნეტა რისი ბრალიაო?!~


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 11 2009, 07:53 AM
პოსტი #19


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518






მიყვარს ეს - ზღარბუნა ნისლში http://www.youtube.com/watch?v=HwLICPv7nLg...feature=related


… Вот и сегодня Ёжик сказал Медвежонку:
— Как всё-таки хорошо, что мы друг у друга есть!
Медвежонок кивнул.
— Ты только представь себе: меня нет, ты сидишь один и поговорить нес кем.
— А ты где?
— А меня нет.
— Так не бывает, — сказал Медвежонок.
— Я тоже так думаю, — сказал Ёжик. — Но вдруг вот— меня совсем нет. Ты один. Ну что ты будешь делать?..
— Переверну все вверх дном, и ты отыщешься!
— Нет меня, нигде нет!!!
— Тогда, тогда… Тогда я выбегу в поле, — сказал Медвежонок. — И закричу: «Ё-ё-ё-жи-и-и-к!», и ты услышишь и закричишь: « Медвежоно-о-о-ок!..». Вот.
— Нет, — сказал Ёжик. — Меня никапельки нет. Понимаешь?
— Что ты ко мне пристал? — рассердился Медвежонок. — Если тебя нет, то и меня нет. Понял?…

სიზმარა
http://www.youtube.com/watch?v=R77wfEaxRXI...feature=related

ლომი და კატა
http://www.youtube.com/watch?v=7dgrSA6kuLk...feature=related

კომბლე
http://www.youtube.com/watch?v=9kgMTZN5qYE&NR=1

საზამთრო
http://www.youtube.com/watch?v=MiZCw-Gebpk...feature=related




ლევან ლორია

ამბავი ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარულისა
ფანტასტიკური პროზა
2008.03.10
------------------------------------------------

პროლოგი
ეს ამბავი თათამ მიამბო. თავიდან არ დავუჯერე. თათა ქართველი გოგოა და ახლა ტატიანაა, იმიტომ რომ უცხოეთში ცხოვრობს - რუსეთში. ვუთხარი ალბათ საქართველო გენატრება და ათას რაღაცეებს იგონებ ნოსტალგია რომ დაძლიო, აბა ზღარბისა და ვარსკვლავის სიყვარული ვის გაუგია, ადამიანებს აღარ უყვართ ერთმანეთი-მეთქი. არაფერსაც არ ვიგონებო, დიდი საშინელება ვინმე ხარო - მითხრა გაბრაზებით და მთელი სამი წუთი ხმა არ გაუცია. მერე იცოდა რა რომ ფიზიკის ფაკულტეტი მაქვს დამთავრებული, საყედურებითაც ამავსო, ვარსკვლავი სულ თქვენ, ფიზიკოსებს გაბრალებთ, რომ ზღარბს ხშირად ვერ ხვდება. ასე უთქვამს: `მსოფლიო მიზიდულობის კანონიც კი ჩვენს წინააღმდეგ არის და გვაცალკავებსო~.
ისე დარწმუნებით ამბობდა ამას ყველაფერს მეც დავინტერესდი, თან პროფესიული სიამაყის გრძნობამაც იფეთქა ჩემში და ვითომცდა - ხუმრობით რა თქმა უნდა, - აღვშფოთდი (რა მაგარი სიტყვაა – აღვშფოთდი) - კანონი, რომელსაც მე საერთოდ სიყვარულის და მიზიდულობისა კანონს ვუწოდებ, რა შუაშია, ვისთვის რა დაუშავებია რომ ვიღაც ვარსკვლავი მას ჩირქსა სცხებს-მეთქი. ერთი ამ ხალხს დამაკავშირე, თუმცა ვარსკვლავი სად მოვძებნო, ისინი სულ დაკავებულებია, ხან კონცერტებზე არიან, ხან ოსკარების დაჯილდოებაზე, ხანაც გადაღებებზე და ზღარბის კოორდინატები მაინც მომეცი-მეთქი. ამჯერად 5 წუთი ჩუმად იყო, მერე რისხვის ქარიშხალი დამატეხა, რას მაღადავებ, შენი საშაყირო ვინ არისო. კიდე ხუთი წუთის (მე ამასობაში იმას ვფიქრობდი, მართლა ზედმეტი ხომ არ მომივიდა, როგორ შეემოვირიგო-მეთქი) შემდეგ, თუ ასეა, აი, ინტერნეტში გამოვჩხრიკე, ზღარბის მობილურის ნომერს მოგცემ და მერე ხო მაინც დარწმუნდებიო. მართლაც მომცა ტელეფონის ნომერი. ვიფიქრე ახლა თვითონ მაღადავებს-მეთქი, მაგრამ მაინც დავრეკე, თუმცა ამისთვის კრედიტის აღებაც კი დამჭირდა იმიტომ რომ დეპოზოტი მითავდებოდა. მართლაც ზღარბმა რომ მიპასუხა, კინაღამ ტელეფონი გამივარდა. ჟურნალისტი ხარო, - მკითხა. არა ბატონო რა ჟურნალისტი, ერთი ნასტუდენტარი ფიზიკოსი ვარ-მეთქი. ძალიან გაუხარდა, ამ ბოლო დროს სულ ფიზიკის წიგნებში ვარ ჩაფლული, მიხარია რომ ფიზიკოსი ხარ, მე აქ რაღაც აღმოჩენებზე ვმუშაობ და უნდა მოგიყვე, ლუდი ხო არ ჩაგვერტყა სადმე ერთადო. კი ბატონო, რაზეა საუბარი, როცა გენებოთ და ჟურნალისტი რატო გეგონე-მეთქი. მოსვენება არ მაქვს ამ ჟურნალისტებისგან, პაპარაცებს კიდე სად დავემალო არ ვიცი, რა ხალხი არიან, ვერ გამიგია, სიყვარული რომ უკვირთ, ხალხი არ ხართ, რა შეყვარებული არ ყოფილანო. სიყვარულია, რომ უკვირთ თორემ სხვა საკვირველი არც დარჩა არაფერი-მეთქი, ვუპასუხე რაც პირველი მომაფიქრდა. მეორე დღისთვის შეხვედრაც დავთქვით. იქვე ტყის პირას მშვენიერი ლუდის ბარი იყო, უგემრიელესი ლუდით, მარილიან მიწის თხილს შევექცეოდით, ლუდს ვაყოლებდით, მშვენიერი წერო-მიმტანები (ყურებთან ეწყებოდათ ფეხები) თავს დაგვტრიალებდნენ და პირველი პირისაგან ვისმენდი ამბავს, რასაც ახლა მისივე ნებართვით გიყვებით.

ძირითადი ამბავი
ერთ ტყეში ცხოვრობს ერთი ზღარბი. ხო იცით ზღარბები საერთოდ როგორები არიან – სოლიდურები და სულ საქმიანები, უყვართ ნემსებით შემოდგომის ათასფერ ფოთლებში შარიშური და ხილის გროვება, ჭიამაიებისა და ჭიანჭველების ჭკუის დარიგება, თხუნელების მეზობლური დავების გარჩევა და ა. შ. ამიტომ მათ ყოველთვის გარანტირებული ადგილი აქვთ ტყის საკრებულოში, რამდენჯერმე სპიკერის თანამდებობაც ეკავათ. ეს ზღარბი კი, რომელზეც გიყვებით კი ძალიან განსხვავებული იყო. ღამე, როცა სხვა ზღარბებს და ტყის მაცხოვრებლებს ეძინათ, ის იჯდა, ცას უყურებდა და ოცნებობდა.
ერთხელაც ღამით ზის ზღარბი, თავისებურად ოცნებებში გართული და უცებ ძალიან ნაზი, თბილი ხმა შემოესმა:
- გამარჯობა!
ხმაც არის და ხმაც. უამრავი ხმა გაეგონა ზღარბს. ეს ხმა კი ისეთი იყო, ეკლებზეც კი ბუსუსებმა დააყარა. ასეთი ხავერდოვანი ხმა არცერთ ზღარბს, ტყის არც ერთ მგალობელ ფრინველს, არც ნაკადულს და არც შხაპუნა წვიმას არ ჰქონია... ირგვლივ მიმოიხედა, ნეტა ვინ იყოო. ვერავინ რომ ვერ დაინახა, ალბათ მოჩვენებები დამეწყო, ძალიან გამიგრძელდა ოცნება, სჯობს წავიდე, დავიძინოო და ის იყო წასვლას აპირებდა, იგივე ხმა განმეორდა ისევ:
- გამარჯობა ზღარბო...
- გაგიმარჯოს! … შენ ვინ ხარ?!
- მე ვარსკვლავი ვარ, აბა ამოიხედე!
ზღარბმა მართლაც აიხედა მაღლა და ძალიან ლამაზი ვასკვლავი დაინახა, რომელიც თითქოს სხივს უწვდიდა გამარჯობის ნიშნად...
- როგორ დამინახე...
- დაგინახე, ისეთი სევდიანი თვალები გქონდა, ვიფიქრე, გამოვესაუბრები-მეთქი...
- მართლა? – ჰკითხა ზღარბმა და თან გაიფიქრა, რა ბედნიერებაა რომ ამ საღამოს სევდიანი თვალებით ვოცნებობდიო...
- ხო... – უპასუხა ვარსკვლავმა და გაიღიმა... ის ვეღარ უთხრა, პაწუა ლამაზი ცხვირიც რომ მოეწონა ზღარბის - მორცხვი ვარსკვლავი იყო და იმიტომ... …
ასე დამეგობრდა ზღარბი და ვარსკვლავი. რაც ვარსკვლავი გაიცნო, რადიკალურად შეიცვალა ზღარბის ცხოვრება, იგი მიხვდა, რა დიდი ბედნიერებაა გყავდეს მეგობარი, ვისაც შეიძლება ოცნებები გაუზიარო ან არაფერიც არ გაუზიარო, უბრალოდ ვისთან ერთადაც შეგეძლება მთელი ღამე იჯდე და სულ არაფერზე არ იფიქრო, არც ილაპარაკო და ბედნიერი იყო.
სამწუხაროდ ზღარბს და ვარსკვლავს ხშირად არ შეეძლოთ ერთმანეთის ხილვა. ხან ცას ღრუბლები და ნისლი აეფარებოდა, ხან დედამიწა მობრუნდებოდა არა იმ მხრით, საიდანაც ვარსკვლავი ანათებდა და ხელს უშლიდა მათ შეხვედრას...
- ეს რა უბედურებაა, - ცხარობდა ვარსკვლავი, - ჩვენ შეხვედრას გარდა ცუდი მეტეოროლოგიური პირობებისა, ხელს უშლის გრავიტაცია, ნიუტონისა და კეპლერის კანონები...
- ხო, - ეთანხმებოდა ზღარბი. თან მერე თავისთვის ფიქრობდა, ალბათ ამიტომაც სკოლაში რომ ვსწავლობდი, ატანა არ მქონდა ამ ფიზიკის, ასტრონომიის გაკვეთილი კი საერთოდ ერთხელ ჩაგვიტარდა და მაშინაც შატალოზე ვიყავიო...
ხანაც ხანრგძლივი განშორების შემდეგ, ახლა უკვე ზღარბი ბუტბუტებდა გულმოსული:…
- ვარსკვლავო, იცი რა ძალიან მომენატრე, იცი რა დიდხანს გელოდი, ალბათ მთელი მარადისობა...
- ვიცი, ჩემო კარგო, - პასუხობდა ვარსკვლავი, - მაგრამ შენ ხო იცი რამდენი წინაღობა, გარემოება და კანონი ეღობება ჩვენს შეხვედრებს?
- ხო, ვიცი, – ეტყოდა ზღარბი. იმას კი უმალავდა, რომ გრავიტაციას, ნიუტონის კანონებს და აინშტაინის პოსტულატებს რომ სწავლობდა ჩუმად მეგობრის შეხვედრის მოლოდინში, მეზობელს კიდე ასტრონომიის სახელმძღვანელოც გამოართვა, ერთი ჩავიხედო, იქნებ და ამ კანონებსა თუ უკანონობაში რამე შეცვალო და მაშინ ხო სულ ერთად ვიქნებით მე და ვარსკვლავიო.
ერთხელაც ფიზიკის სახელმძღვანელოს ჩაკირკიტებდა და უცებ `ევრიკაო~, არქიმედესავით წამოიძახა (არქიმედეზე მანამდე ჰქონდა წაკითხული და ახსოვდა), ვიპოვე ის თუ რატომ გვიზიდავს ასე მე და ვარსკვლავს ერთმანეთი, ეს ალბათ მსოფლიო მიზიდულობის კანონია. ეს აღმოჩენა როგორც კი ჩემი ვარსკვლავი მოვა, უნდა ვახაროო. იქნებ ახლა ისეთი კანონიც ვნახო, ვარსკვლავი არ წავიდეს, სულ ჩემთან დარჩეს და სულ ბედნიერები ვიყოთო...
კიდევ რომ მოვიდა ვარსკვლავი, ახარა:
- ვარსკვლავო, იცი მე შენ მიზიდავ...
- საიდან დაადგინე? – გაეცინა ვარსკვლავს...
- მსოფლიო მიზიდულობის კანონიდან...
- მართლა?!
- კი, მეტი გითხრა?!
- ხო, აბა მითხარი...
- არა მარტო მე, ჩვენ საერთოდ ერთმანეთს ვიზიდავთ...
- მართლა?!
- ხო, ქმედება უდრის უკუქმდებას...
- ეს რაღაა?
- ეს ნიუტონის მესამე კანონია...
- ხო? – გაეცინა ვარსკვლავს...
- ხო... …
იმ ღამე მეტი არც არაფერი უთქვამთ, ისხდნენ ერთად ჩუმად, ერთად ყოფნით ავსებდნენ ერთამენთსაც და გარემოსაც და მთელი სამყარო თავისი ეგონათ. ზღარბმა ის აღარ უთხრა, ისეთი კანონის მოძებნას რომ აპირებდა, ვერავითარი ძალა რომ ვერ დააცილებდა მათ და სულ ერთად იქნებოდნენ, შემდგომ მოსვლაზე სიურპრიზს გავუკეთებო...
დილის მოახლოებისას ვარსკვლავმა დანანებით თქვა:
- უკვე დროა, უნდა წავიდე...
- ასე მალე? – გაუკვირდა ზღარბს...
- კი, თენდება უკვე.
- რა მალე გათენდა...
- წავალ, კარგი?!
- კარგი, - უპასუხა ზღარბმა, - მე დაგელოდები. თუმცა ვიცი, რომ ეს ლოდინი შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს, მე მაინც დაგელოდები. ეცადე მალე დაბრუნდე, ხო?
- მე დავბრუნდები, ვეცდები მალე დავბრუნდე!
- ხო, ვიცი რომ ეცდები! – უთხრა ზღარბმა და განზე გაიხედა, თვალი აუწყლიანდა უცებ და ვარსკვლავმა არ შემნიშნოსო.
- ნუ მოიწყენ? შე ხო იცი რომ დავბრუნდები? – გაიღიმა ვარსკვლავმა და სულ არ მორიდებია, ისე გადმოაგდო რამდენიმე წვეთი ცრემლი, რომელიც ნამად დაეპკურა გასაღვიძებლად შემზადებულ ყვავილებსა თუ უბრალო მინდვრის ბალახს.
- ხო, ვიცი... – გაიღიმა ზღარბმაც და გიფიქრა, მზის ტირილი კი გამიგია, მაგრამ ვარსკვლავიც თუ ტიროდა არ ვიცოდიო...
.... და მერე როცა ვარსკვლავი თვალს მიეფარა, ზღარბმა წამით კვლავ მოიწყინა, თუმცა მალე სასიამოვნო ტალღამ დაუარა ნემსებზე, იმიტომ რომ მიხვდა, რომ სიურპრიზიც აღარ იყო საძებნი, უკვე იპოვა, ეს ვარსკვლავის ცრემლები იყო...
... და ზღარბი იმასაც მიხვდა რომ სასურველთან ყოფნა კი ბედნიერებაა, მაგრამ ბედნიერებაა ისიც, როცა იცი, რომ ის ვისაც ელი აუცილებლად დაბრუნდება, მიუხედავად ათასნაირი ძალებისა და ფიზიკური თუ მსოფლიო კანონებისა....

ეპილოგი
ამასობაში სამ-სამი ბოთლი ლუდიც დავლიეთ, ზღარბმა მე უნდა წავიდეთ, დღეს ჩემი ვარსკვლავი ბრუნდებაო... სანამ გავიდოდა, ე უდრის ემ ცე კვადრატსო, ხოო, მკითხა. კი ყოველ შემხვევაში აინშტაინი ასე ფიქრობს-მეთქი. ხო, მაგრამ ყველას მანც მიზიდულობის კანონი სჯობს, შენ რაც გინდ ის თქვიო. ადიოს ამიგო, აბა შენ იციო და წავიდა. დანახარჯი გადახდილი გვქონდა, უფრო სწორად ქონდა, მე კი ვიწევდი, უნდა გადავიხადო-მეთქი, მაგრამ აპ, არ გამაგონოო და ეკლები ისე აებურძგლა, ძალიან არც გამომიდია თავი. მერე უცებ გამახსენდა, რომ დღეს პატიების დღე იყო მესიჯი ავკრიფე: tat, tu odesme uneburad rame gawkenine, mapatie ra, dges mitevebis dgea.... tat, sen martali iyavi… tat, me sen mikvarxar…


9.03.2008 წ.





Трям
http://www.youtube.com/watch?v=rDb5eRR3Aw0&feature=related


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Atman
პოსტი Dec 11 2009, 10:17 AM
პოსტი #20


მეცამეტე მეომარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 6,236
რეგისტრ.: 23-August 08
წევრი № 5,518



და ისევ ბეჭდების მბრძანებელი! საუკეთესო ხარისხით! a075.gif

http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=MNRPV
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JKONK
http://allmovies.ge/ge/movie.php?uid=JKONL


--------------------
हरे कृष्ण हरे कृष्ण
कृष्ण कृष्ण हरे हरे
हरे राम हरे राम
राम राम हरे हर
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 1st November 2024 - 03:08 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი