IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> საქართველოს ციხე სიმაგრეები, ვისაც გაქვთ სურათები დადეთ:)
xvaramze
პოსტი Jul 26 2008, 03:39 PM
პოსტი #1


nino lartsuliani
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 25-July 08
წევრი № 5,400



აი ლინკი სადაც შეგიძლიათ ნახოთ >>> http://mtavari.myweb.ge/images/cikhe/cikhe.html

თქვენს დადებულ სურათებსაც ველი smile.gif


--------------------
ნინო ლარცულიანი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
.:Lela:.
პოსტი Jul 26 2008, 03:48 PM
პოსტი #2


.:Sheecie urcmunoebasa chemsa:.
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,825
რეგისტრ.: 7-January 08
წევრი № 3,568



xvaramze

ნინ გაშინაურდი უკვე , კაია smile.gif

სურათები კაია ვნახე smile.gif


--------------------
შეიძლება ბევრი რამ ისე არ აეწყოს როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ მთავარი, - ''სულის გადარჩენის იდეა'', მიზანი არ უნდა დაგვეკარგოს და მას დავუმორჩილოთ ყველაფერი.


მეორე მეგრელი ხარ ვინც მაგრად მ ი ყ ვ ა რ ს :D

Разве любят за чтото? Вот дети как люят, маленькие. Oни любят проста так не нарошно :)

Kings Of Convenience - Cayman Islands
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 28 2022, 02:10 PM
პოსტი #3


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"საქართველოს ტერიტორიაზე კოშკი IV საუკუნიდან დასტურდება (უფრო ადრეული მონაცემები არ გვაქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ მანამდე კოშკს არ აშენებდნენ), ამ პერიოდიდან მოყოლებული, კოშკების შენება XVIII საუკუნემდე გრძელდებოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "შუა საუკუნეების ქართული ხალხური კულტურა", გვ. 224/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 8 2022, 08:35 PM
პოსტი #4


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"V-VI საუკუნეებში ეგრისში, ზღვისპირას, მრავალი მტკიცე ციხე-სიმაგრე იყო აღმართული. დღევანდელი ახალი ათონის მიდამოებში იდგა ციხე, რომელსაც ბერძნები ტრაქვას უწოდებდნენ. ეს სახელწოდება ქართული უღაღის ბერძნული თარგმანი უნდა იყოს. უღაღი ძველ ქართულში "უვალს, ძნელად სავალს" ნიშნავს. ასეთივე მნიშვნელობა ჰქონდა ტრაქვას ბერძნულში. შემდგომში ამ ციხეს ანაკოფიის ციხე ეწოდა".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 178/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 9 2022, 02:25 PM
პოსტი #5


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ენგურზე ნაოსნობის შესახებ ცნობები მოიპოვება ჩვენ მიერ ზემოთ ერთხელ უკვე მითითებულ თურქულ დოკუმენტში, რომელიც ანაკლიის ციხესა და მის მიდამოებს შეეხება. ამ საბუთში ანაკლიის მეციხოვნენი თურქეთის სამეფო კარზე ჩივიან იმის შესახებ, რომ ქართველებმა "რუხის ციხე გარემოიცვეს და ზღვიდან და ხმელეთიდან სურსათ-სანოვაგის მისაწოდებელი გზები გადაკეტეს. რადგანაც ციხეში შიგნით არავითარი პროდუქტი არ გააჩნდათ, ციხისთავი იბადულიახ მუსლიმანი შიმშილით გარდაიცვალა... უბეუდრებას ვერც პატარა ნავი გადაურჩა"და რუხის ციხის გარნიზონი იძულებული შეიქნა, ქართველებს დანებებოდა.

რუხის ციხე ენგურის მარცხენა ნაპირზე დგას. ზუგდიდიდან 4 კმ-ის დაშორებით. ამ ციხესთან დაკავშირებით ზღვიდან მომავალი სანაოსნო გზისა და მცირე ნავების მოხსენიება მოწმობს, რომ ამ დროს ენგურით ნავები შესართავიდან ამ ციხემდე ამოდიოდნენ"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ზღვაოსნობა საქართველოში", გვ. 147/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 20 2022, 07:11 PM
პოსტი #6


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ხორნაბუჯის ციხე XIII საუკუნემდე გადმოულახავ კედლად უდგა განჯის მხრიდან მომხდურ მტერს. XIII საუკუნეში ციხე დაუნგრევია მონგოლთა მთავარ ბერქას"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქალები შუა საუკუნეების საქართველოში", გვ. 40/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jun 30 2022, 12:47 PM
პოსტი #7


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"X საუკუნეში ქალს აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს მამის მემკვიდრეობაში. მაგრამ, თუ პრეტენდენტი გაუჩნდა, მას შეიძლება შეეცილონ მაგ. ციხის მფლობელობაში იმ მოტივით, რომ ქალს არ შეუძლია ეპყრას ციხე"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, „ქალები შუა საუკუნეების საქართველოში“, გვ.300/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 6 2022, 12:13 PM
პოსტი #8


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"სოფელს იკორთის ზევით სძევს სოფელი კორინთა, ქართულის თეატრის მამა-მთავრის, ჩვენი პოეტის, გ. ერისთავის ოდესმე საზაფხულო რეზიდენცია. ამ სოფლიდგან ჩრდილოეთ ერთს პიტალო კლდეზე ციხე გადმოიყურება. ხალხის გარდმოცემა ამბობს, რომ აქ, ამ ციხეში მდევის ნამუხლარი და სისხლი არისო. მდევის სისხლს ხალხი წამლად ხმარობსო. ცხრა ძმაშივე ერთი სოფელია, სახელად უკანუბანი. ამ სოფლის პირში ციხეა, ციხესთან დიდძალი ნასახლარებია. სტრიქონების დამწერს ეს ფრიად შესანიშნავი ადგილები მინახავს ამ 12-13 წლის წინეთ. უეჭველია ამ ნასახლარებს ახალ-გორელები ვერ მოიკიდებდნენ ზურგზე და აქვე იქნებიან!"

/"ივერია" 70, 1886 წ./


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 21 2022, 09:21 PM
პოსტი #9


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"მომხვდურთაგან თავდაცვის ერთ-ერთ ძირითად საშუალებად მათ გადმოასვლელ გზებზე ციხე-გალავნების აგება იყო მიჩნეული. მათ აგებდნენ სოფლებშიც. უმეტეს შემთხვევაში, გალავნები სოფლის ეკლესიის გარშემო კეთდებოდა, რათა საფრთხის შემთხვევაში მოსახლეობას მისთვის შეეფარებინა თავი.ეს პრაქტიკა პირველად კახეთში შემოვიდა. მსგავსი სიმაგრეების აშენება აქაც დაიწყეს. მაგალითად, 1733 წლეს მუხრან ბატონებს ხალის ციხე და წირის გალავანი აუგიათ. 1733 წელს გალავანი შემოუვლიათ მუხრანისთვის, ამავე წელს აუგიათ შიოს უბნის გალავანი.

ციხესიმაგრეებისა და გალავნების მშენებლობა ძვირადღირებული ღონისძიება იყო. ცენტრალურ ხელისუფლებას არ ჰყოფნიდა სახსრები ამ სამუშაოთა საწარმოებლად, ამიტომაც ამას ცალკეულ სოფლებს ავალებდა, რაც მძიმე ტვირთად აწვებოდა ისედაც გაღატაკებულ მოსახლეობას. საისტორიო წყაროებს შემოუნახავთ მათი ერთ-ერთი საჩივარი ამის თაობაზე.

განსაკუთრებით ინტენსიური თავდაცვითი ნაგებობების აშენება აღმოსავლეთ საქართველოში თეიმურაზ-ერეკლეს მმართველობის დროს ყოფილა. მათ მეფობაში აუგიათ "სიმაგრენნი ქართლისანი ას სამოცამდე გალავანი და ბურჯი მტერთათვის". მეფე ერეკლეს განუახლებია ციხე გორისა, გალავანი სიღნაღისა, თელავისა, ბოჭორმისა, ყვარლისა, საბუისა, გრემისა, ფელისა, პატარძეულისა და ნორიისა.

50-იან წლებში აუშენებიათ თუ შეუკეთებიათ შულავრის, მარნეულის, რატევნისა და სხვა ციხეები. XVIII ს-ის შუა წლებისთვის ქართლსა და კახეთში არ იყო სოფელი თუ ქალაქი, ხეობა თუ მაგისტრალი, რომ მსგავსი თავდაცვითი ნაგებობა არ ყოფილიყო.

ქართლში აშენებულ-გამაგრებულ იქნა: საშაბურო (ბაზალეთის ჩრდილო-აღმოსავლეთით), სატიხარი (პატარა ლიახვის შუა წელში), ბოკარი (მეჯუდის ხეობაში), ხადურიანი (პატარა ლიახვის ხეობაში), ფცა (მდ. ფრონეს მარცხენა ნაპირზე), არადეთი (მდ. ფრონეს მარჯვენა ნაპირზე), ლამისყანა (ქსნის ხეობაში) და მრავალი სხვა.

კახეთში ერეკლეს დროს განახლდა: ბატონიშვილისა და ვახვახიშვილის ციხეები, ბოჭორმა, სიღნაღი, ახმეტა, საბუე, ალავერდი, გრემის გალავნის ზედა ნაწილი, ყვარელი, დალისყური, ნაფარეული, შილდა, იყალთო და სხვ. სათვალთვალო კოშკები აიგო კარდანახში, ოჟიოში, მარტყოფსა და სხვაგან.

ამ საფორტიფიკაციო ნაგებობებს ლეკთა მოთარეშე ჯგუფების შეკავების დანიშნულება ჰქონდა და მათ თავიანთი პოზიტიური როლი შეასრულეს. 1754 წლის 16 აგვისტოს მჭადიჯვრის ბრძოლაში, როდესაც ქართველებმა ლეკთა მრავალრიცხოვანი ლაშქარი გაანადგურეს, 1755 წელს ყვარლის ციხესთან ავარიის ხანის წინააღმდეგ ბრძოლაში და ა.შ.

საერთოდ, მტრის მოახლოებისას მოსახლეობა მთელი თავისი ავლადიდებით ციხეებს აფარებდა თავს. ამას ხალხში "სიღნაღობას" ეძახდნენ. ლეკთა საფრთხის გამო "სიღნაღად" დგომა ჩვეულებრივი მოვლენა იყო და მათზე ბევრი ცნობაა საისტორიო წყაროებში".

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ადამიანებით ვაჭრობა საქართველოში", გვ.201/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 7 2022, 08:55 PM
პოსტი #10


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ცივ-გომბორის ქედის დასავლეთით, მთათა მწვერვალზე დგას ხორნაბუჯად წოდებული ციხე, სპარსულად - "მზის საყრდენი".

მთელ კახეთში ბადალი არ ჰყოლია ხორნაბუჯს სიდიადით და მშვენიერებით. იგი დღმდე მედიდურად დგას ქართველთა ძლიერებისა და სიმტკიცის სიმბოლოდ და ექსტრემისა და მოგზაურობის მოყვარულებსაც იზიდავს.

ციხემდე მისასვლელი ტყეში გამავალი ბილიკი ცალკე თავგადასავალი და ემოციების ფეიერვერკია. ციხის მთავარი ციტადელიდან მოსჩანს ულამაზესი ხედები.

ხორნაბუჯის ციხის ისტორია ქართველთა სიმამაცის და შეუდრეკელობის ისტორიაა. ვინ იცის, რომელი ჯურის დამპყრობელმა არ დატოვა აქ სისხლიანი ავტოგრაფი. საუკუნეების მანძილზე ქალაქი ხელიდან ხელში გადადიოდა, მის უდრეკ კედლებს ერკინებოდნენ არაბები, თურქ-სელჯუკები, სპარსელები..."


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2022, 04:41 PM
პოსტი #11


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"აღსანიშნავია, რომ არქეოლოგებმა გონიოს ციხესა და მის შემოგარენში რომაული ხანის მრავალ მასალას მიაკვლიეს: წყალსადენის სისტემას, აბანოს, ქვით მოკირწყლულ ქუჩას ციტადელის სამხრეთ კარიბჭიდან ჩრდილოეთის კარიბჭემდე, ამფორებს, ბალზამარიებს და სხვ. 1974 წ. ციხის სამხრეთით მდებარე ქედზე აღმოჩნდა ე.წ. "გონიოს განძი". გონიოს ოქროს ნივთები, არმაზისხევისა და კლდეეთის მდიდრული სამარხების ინვენტარი სრულიად ერთგვაროვანია. ისიც თარიღდება აწ.წ. I საუკუნით"

/საქართველოს ისტორიის პალიტრა, "ქართული ხუროთმოძღვრების ისტორია", გვ.41/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Oct 16 2022, 05:37 PM
პოსტი #12


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,548
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"თიანეთის რაიონში მდებარე ბოჭორმის ციხე-კომპლექსი შუა საუკუნეების კახეთის ერთ-ერთ უდიდეს ციხეს წარმოადგენდა და მნიშვნელოვანი სტრატეგიული პუნქტი იყო X საუკუნეში. ვახუშტი ბაგრატიონის გადმოცემით, ციხესიმაგრე უძველეს ციხეთა რიცხვს განეკუთვნება. მას თავდაპირველად დედაციხე ერქვა, შემდგომ ვეჭორმა დაერქვა, ბოლოს კი ბოჭორმა"


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 06:04 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი