IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?, ბიბლიური ფაკტები
bakolavio
პოსტი Dec 15 2013, 07:18 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 15-December 13
წევრი № 13,468



ვინ არის ამ წუთისოფლის ღმერთი ?

ბიბლიის თავი : მუხლი

ამონაცერი ბიბლიიდან

მათე 4:8-9 ამჯერად ეშმაკმა ის ძალიან მაღალ მთაზე აიყვანა, აჩვენა მსოფლიოს ყველა სამეფო და მათი დიდება9და უთხრა: „ყოველივე ამას შენ მოგცემ, თუ დაემხობი და თაყვანს მცემ“.

2-კორინთელები 4:4 ურწმუნოთათვის, რომელთაც ამ ქვეყნიერების ღმერთმა დაუბრმავა გონება, რათა მათზე არ ებრწყინა ქრისტეს შესახებ დიდებული სასიხარულო ცნობის სინათლეს, ქრისტესი, რომელიც უხილავი ღვთის ანარეკლია.

1-იოანე 5:19 ვიცით, რომ ღვთისგან ვართ, მთელი ქვეყნიერება კი ბოროტის ხელშია
მათე 24:14 და ამ სასიხარულო ცნობას სამეფოს შესახებ იქადაგებენ მთელ მსოფლიოში ყველა ხალხისთვის დასამოწმებლად და მაშინ მოვა აღსასრული.

იაკობი 4:4 მრუშებო, განა არ იცით, რომ ქვეყნიერებასთან მეგობრობა ღვთის მტრობაა? ვისაც ქვეყნიერებასთან მეგობრობა უნდა, იგი ღვთის მტერი ხდება.

1-იოანე 2:15,16 ნუ გეყვარებათ ქვეყნიერება და ნურც ის, რაც ქვეყნიერებაშია. ვისაც ქვეყნიერება უყვარს, მას მამა არ უყვარს;16ყველაფერი, რაც ქვეყნიერებაშია — ხორცის სურვილი, თვალთა სურვილი და ქონებით ტრაბახი — მამისგან კი არა, ქვეყნიერებისგანაა.17გადადის ქვეყნიერებაც და მისი სურვილებიც, ღვთის ნების შემსრულებელი კი სამარადისოდ რჩება.

იოანე 16:11 ბოლოს კი სასამართლოს შესახებ, რადგან ამ ქვეყნიერების მმართველი გასამართლებულია..
1-კორინთელები 3:18 რადგან ამ ქვეყნიერების სიბრძნე უგუნურებაა ღვთისთვის. დაწერილია: „ის ბრძენებს ცბიერებაში იჭერს“

ფილიპელები 2:14,15 ყველაფერი დრტვინვისა და კამათის გარეშე აკეთეთ,15რათა ღვთის უმწიკვლო და უწყინარი შვილები იყოთ, უმანკონი ამ უსინდისო და უკუღმართ თაობაში, რომელშიც ანათებთ, როგორც მნათობები ქვეყნიერებაში

ეფესოელები 6:12 რადგან სისხლისა და ხორცის წინააღმდეგ კი არ ვიბრძვით, არამედ მთავრობათა წინააღმდეგ, ხელისუფლებათა წინააღმდეგ, ამ ქვეყნიერების სიბნელის მპყრობელთა წინააღმდეგ, ზეციერი ბოროტი სულების წინააღმდეგ.

2-კორინთელები 11:14,15 თუმცა რა გასაკვირია, თვით სატანაც ხომ სინათლის ანგელოზის სახეს იღებს. ამიტომ, რა დიდი ამბავია, თუ მისი მსახურებიც სიმართლის მსახურთა სახეს იღებენ, მაგრამ მათი აღსასრული მათივე საქმეებისამებრ იქნება.

იოანე 14:30 ბევრს აღარაფერს გეტყვით, რადგან ქვეყნიერების მმართველი მოდის. მას არანაირი ძალაუფლება არა აქვს ჩემზე..

იოანე 17:14 შენი სიტყვა მივეცი მათ, მაგრამ ქვეყნიერებამ შეიძულა ისინი, რადგან არ არიან ქვეყნიერების ნაწილი, როგორც მე არა ვარ ქვეყნიერების ნაწილი.

იოანე 3:11 ჭეშმარიტებას, ჭეშმარიტებას გეუბნები: რაც ვიცით, იმას ვლაპარაკობთ, და რაც გვინახავს, იმაზე ვმოწმობთ, მაგრამ თქვენ არ იღებთ ჩვენს დამოწმებას.

მათე 6:9 ამიტომ, ასე ილოცეთ:

„ჩვენო ზეციერო მამა, განიწმინდოს შენი სახელი.მოვიდეს შენი სამეფო და იყოს შენი ნება როგორც ზეცაში, ისე დედამიწაზე.

ლუკა 21: 12,13 მაგრამ სანამ ეს მოხდება, ხალხი შეგიპყრობთ და დევნას დაგიწყებთ, გადაგცემენ სინაგოგებსა და საპყრობილეებში, წაგიყვანენ მეფეებსა და გამგებლებთან ჩემი სახელის გამო. ეს თქვენ დამოწმების შესაძლებლობას მოგცემთ

გამოცხადება 12:12 ამიტომ გიხაროდეთ, ზეცავ და თქვენ, ვინც მასში მკვიდრობთ! ვაი მიწასა და ზღვას, ვინაიდან თქვენთან ჩამოვიდა ეშმაკი, დიდად განრისხებული, რადგან იცის, რომ დრო ცოტაღა დარჩა“.

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 15 2013, 07:43 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს , მაგრამ შენს ყველა ,,ინოვაციაზე '', ახალ თემას ნუ ხსნი .


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
bakolavio
პოსტი Dec 15 2013, 08:00 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 15-December 13
წევრი № 13,468



დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Dec 15 2013, 10:23 PM
პოსტი #4


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(A.V.M @ Dec 15 2013, 07:43 PM) *

ამათი წაკითხვის დრო ნამდვილად არ მაქვს.


ციტატა(bakolavio @ Dec 15 2013, 08:00 PM) *

დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.


rolleyes.gif

რა გინდა მერე, არ მაქვს დროო... მაქვსო, ხომ არ უთქვამს unsure.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 15 2013, 10:58 PM
პოსტი #5


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ახალი შემაგი გვყავს ფორუმზე ?

bakolavio
ციტატა
დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.

რას მაშინებ მერე ? biggrin.gif
შეეცილა ვინმე ?


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 16 2013, 10:52 PM
პოსტი #6


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! blink.gif აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო? აქ დროის ფაქტორია , წარმართთა ჟამის დასასრულამდე სატანა არის ღმერთი , ხოლო მას შემდეგ ქრისტე იხელმწიფებს , როგორც გამოცხადებაში წერია _ აჰა იხარეთ რადგან მოვიდა ღმერთის სუფევა და მისი ქრისტეს ხელმწიფება. პეტრე მოციქულიც ბრძანებს რომ ზეცად ამაღლების შემდეგ უფალი იესო ქრისტე ელოდება თავის გამეფებას, რომელსაც უნდა დაემორჩილოს ყოველნი ანგელოზნი , ხელმწიფებანი და ძალნი.

მანამდე სატანა მეფობს

[quote name='bakolavio' date='Dec 15 2013, 08:00 PM' post='743643']
დრო ღმერთის შექმნილია , ის მას ეკუთვნის და არა ჩვენ.
[

დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით !

აქ ფორუმელებს ნერვები ეშლებათ რომ ამ დოგმატს ვერაფერი მოუხერხეს! blink.gif

ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 17 2013, 04:54 AM
პოსტი #7


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ციტატა
ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!

გვიიიშველე ფიცხეეელ !
ვიღუპებით !

biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 17 2013, 09:04 AM
პოსტი #8


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
ამ დოგმატის მიხედვით ქრისტე ქმნილება გამოდის , მეგობრებო და ჰე ახლა იღონეთ რამე და სასწრაფოთ დაამხეთ ეს დოგმატი , თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!

ყველაზე მეტად ეს ციტატები მომწონს მის ნაწერს რომ ახლავს თან. თვითონაც დარწმუნებულია ვერც ვერაფერს ამტიკცებს ამ თავის ნაწერით მაგრამ სხვას ხო უნდა ჩვენოს რომ არ ცდება biggrin.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 17 2013, 07:16 PM
პოსტი #9


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
თორემ ფარდა აეხადა ყველაფერს!!!



ეას აეხადა ფარდა :დ საინტერესოა შენი აზრით რას ვმალავთ და რატომ ვმალავთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 17 2013, 09:37 PM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას!

თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ blink.gif

მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა! wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 18 2013, 09:00 AM
პოსტი #11


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა!

laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif
მიყვარს ამ კაცის იუმორი


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
†სერგი†
პოსტი Dec 18 2013, 10:06 AM
პოსტი #12


უბრალოდ სერგი
**

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 335
რეგისტრ.: 18-August 13
წევრი № 13,299



ციტატა
ჰა ფაქტი სახეზეა , ეს დოგმატი მყარად დგას და არ აპირებს დაცემას!

თუ რამე საპირისპირო გამოჩნდება , შემდეგ მთლად უარესს დავწერ

მიყვარს ცრუპენტელა დოგმატებთან ბრძოლა და რა ვქნა!


შმაგი, შენი აზრით, რაშია შენი უპირატესობა იმ ათასობით წმიდა მამებთან შედარებით ვინც ეს დოგმები ჩამოაყალიბა სახარებისეული სწავლებიდან გამომდინარე?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 18 2013, 12:44 PM
პოსტი #13


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ციტატა
დოგმატი 1) რომელიც ჩამოვაყალიბე _ დრო თანამარადიულია ღმერთისა, იგი არ არის შექმნილი


აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:

ციტატა
იგი (დრო) არ არის შექმნილი , არამედ თავად ღმერთი შობს დროს მარადიულად , თავისი მყოფობით !


აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.

ციტატა
ამ წუთისოფლის ღმერთი რომ სატანაა ამას ხომ ქრისტეც აღიარებს?! აბა რანაირად შესთავაზა სატანამ ქვეყნიერების ყველა სამეფო იესოს , თუკი მისი მფლობელი არ იყო?


რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 18 2013, 10:02 PM
პოსტი #14


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Dec 18 2013, 12:44 PM) *

esre ars cheshmariteba
აბა უცებ მოვუღოთ ბოლო შენს გამოხტომას. ადრე არ მახსოვს ამაზე პასუხი გაგეცათ, მაგრამ აბა ეხლა შეეცადე. რა არის დრო? მე მაინტერესებს არა შენი საკუთარი ზმანება, არამედ საზოგადოდ დამკვიდრებული შეხედულება ტერმინ "დროის" შესახებ, ანუ ის რასაც ამ სიტყვის ქვეშ მოიაზრებენ. ღმერთის მყოფობას ამ სიტყვით არ გამოხატავენ, რომ ღმერთი დროში არსებობს და ა.შ. მანახე თუნდაც ერთი მეცნიერის, სწავლულის და ა.შ. გამონათქვამი, სადაც ის საუბრობს, რომ დრო (ანუ ის რასაც ამ სიტყვით გამოხატავს) არის მარადიული, რომ მას არც დასაყისი აქვს და არც დასასრული.

თუკი კვლავ საკუთარ ზმანებებს გადმოალაგებ, ეს იქნება ბავშვობა და მეტი არაფერი. აბა გელი.

ეხლა დავუკვირდეთ ამის მეორე გამონათქვამს:
აჰა, თურმე ღმერთი შობს დროს და შესაბამისად, რადგან ღმერთი მარადიულია, დროც მარადიული ყოფილა. ლოგიკა იცოცხლე, ისეთია ქვას გახეთქავს, მაგრამ მე სხვა რამ მაინტერესებს. შენ დროის მიმართ გამოიყენე ტერმინი "შობა" და თქვი, რომ რადგან ღმერთი "შობს" დროს, ღმერთთან ერთად ისიც მარადიულია.

იგივე ტერმინი "შობა" არაერთხელ გამოყენებულია "ქრისტეს" მიმართ, როდესაც საუბარია მის პიროვნულ მიმართებაზე მამასთან. ანუ შენი ლოგიკა ჭეშმარიტებას ღაღადებს (არა იმ დასკვნაში, ცხადია, რაც დროს ეხება). თუკი ღმერთი შობს დროს და ამის გამო დრო მარადიულია, რადგან ღმერთია მარადიულია, შესაბამისად, რადგან სახარება გვესაუბრება მამის მიერ ძის შობაზე, რადგან მამა მარადიულია, ძეც მარადიული ყოფილა და არა ქმნილება. რაო დიდო რასელის მწოაფევ ასე არ გამოდის განა? ცხადია მეტყვი არაო, ქრისტეზე ასე ვერ ვიფიქრებთო და რა გამოდის, რაც გინდათ და "აწყობს" იეჰოვას მოწმეთა იდეოლოგიას, ის ჭეშმარიტებაა და რაც არ "აწყობს" სიცრუე.

მაგრამ ამას თავი გავანებოთ, ზემოთ შეკითხვა დაგისვი და ველი იმის პასუხს.
რაც შეეხება ამას. არ გეწყინოს, მაგრამ მეორე კლასელის, ანდა პირველის, რა ვიცი, მსჯელობაა.

რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა. ღადარინელი ეშმაკეულის განკურნების ეპიზოდი ცხადად მეტყველებს, რომ ეშმაკს არავისზე და არაფერზე არ აქვს ძალაუფლება. ღორის კოლტში შესვლის ნებართვაც კი უფლისგან მიიღეს. ასე რომ მას არავითარი ძალაუფლება არ გააჩნია, ხოლო თუკი ნათქვამია, რომ წუთისოფლის მბრძანებელი ისაა, აქ საუბარია იმაზე, რომ განგებულებითად ღმერთისგან ეს დაშვებულია, რომ ის დაძრწოდეს, ვიდრე მეორედ მსოვლამდე, ამ წუთისოფელში.

მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს! ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა... მაგრამ იმ მომენტში იცდება კაცი ქრისტე იესო, რომელიც ან შეცდებოდა და ვადაზე ადრე მიიტაცებდა ქვეყანაზე მეფობას, ან ერთგულებას შეინარჩუნებდა მამისადმი და მოთმინებით დაელოდებოდა თავის გამეფებას ., ქრისტე რომ მხოლოდ კაცი იყო დედამიწაზე ყოფნისას , ამაზე აღარ დავწვრილმანდები რადგან დამაწყდა უკვე ნერვები ამის ახსნით blink.gif .

მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.


ეხლა ვნახოთ ის თუ რატომ გამოვიყენე , ტერმინი შობა ! ბატონო დავით სამწუხაროდ კარგად ვერ გაიაზრე ჩემი დოგმატი და ნაჩქარევად სცადე ჩემი ჩიხში შეყვანა, მაგრამ ამაოდ!

ჩემ დოგმატში უდიდესი გათვლაა , რაზეც წინასწარ ვიზრუნე blink.gif . მე არ მითქვამს რომ ღმერთი უბრალოდ შობს დროს და ამიტომაა იგი დრო მარადიული , არა . მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით ! ანუ დრო დამოკიდებულია ღმერთზე , მაგრამ ღმერთი არ არის დამოკიდებული დროზე ! სამწუხაროდ ეს ვერ გაიაზრე, რაზეც ვწუხვარ user.gif

რაც შეეხება ქრისტეს , რატომ იყენებს ტერმინ შობას ბიბლია მხოლოდ ქრისტეზე? იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად! ამიტომაა ქრისტე მხოლოი შობილი _ მონოგენესი , ერთადერთი მემკვიდრე , ანუ ერთადერთი პირი ვინც იგივე ბუნებას იზიარებს , რასაც მამა !

pastor russell

iesos bolo Jamis eklesia! blink.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 18 2013, 10:13 PM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ეჰ მეთქი დავითი მაინც დაამხობს თქო ჩემს დოგმატს connie_08.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
afxazi
პოსტი Dec 18 2013, 11:21 PM
პოსტი #16


დავითი
***

ჯგუფი: სენატის თავმჯდომარე
პოსტები: 8,814
რეგისტრ.: 7-March 07
წევრი № 1,291



esre ars cheshmariteba

ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია.

ციტატა
მოდი ბოლოდან დავიწყებ, თუ ჩემ ნაწერს კარგად დააკვირდები, აღმოაჩენ რომ არ დამიწერია _ სატანას ძალაუფლება ქრისტეზეც აქვს!


შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია.

მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი.

ჩემი წინადადება ამგვარი იყო:

ციტატა
რადგან სატანამ შესთავაზა ქრისტეს ეს სოფელი, ეს არ ნიშნავს, რომ მასზე რაიმე ძალაუფლება ქონდა.


ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის.

მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს.

ციტატა
ქრისტე ღმერთია და ღმერთზე ძალაუფლება რანაირად ექნება სატანას ეს ხომ სიგიჟეა


ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე biggrin.gif

ციტატა
მე არ მითქვია _ ღმერთი დროში არსებობს _თქო dntknw.gif . მე ვთქვი_ დრო მარადიულად იშვება ღმერთისგან მეთქი! თუ დრო შექმნილია , მაშინ ღმერთიც შექმნილია .,,, უფრო გასაგებად რომ ვთქვა _ დრო იგივე ღმერთია! რატომ? იმიტომ რომ სადაც გონია , იქვეა დროც! არის ღმერთი გონი? რათქმაუნდა! რომ არ იყოს დრო , მაშინ მე ვერ ვიფიქრებდი , ვერ გამოვხატავდი ჩემს აზრს , ვერ ვილოცებდი და ა.შ. მაგრამ მე რომ ვფიქრობ და ახლა ამ პოსტს ვწერ , იმის წყალობით ვწერ რომ ღმერთი მარადიულიად შობს დროს ჩემთვის და შენთვის და ყველა ქმნილებისთვის . ღმერთი დაბადებს თქვენში , სურვილსაც და მოქმედებასაც , თავისივე კეთილნებელობით . ფილ 2:13.


აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა.

ციტატა
მე ვთქვი რაგდან ღმერთი მარადიულად შობს დროს , თავისი მყოფობით! დიახ მყოფობით !


დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით?

ციტატა
იმიტომ რომ , მხოლოდ ქრისტე შვა მამამ ღვთაებრივი ბუნების მქონედ , ღვთაებრივი ბუნებით აფსოლუტურ ღმერთად!


ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს.

მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა.


--------------------
სათნოება თვითკმარია ბედნიერებისთვის

კლიმენტი ალექსანდრიელი


User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 18 2013, 11:58 PM
პოსტი #17


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



afxazi
რაში ხარჯავ დროს , ერთხელ სადმე ჩავუსხდეთ რა...
biggrin.gif


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
esre ars cheshmariteba
პოსტი Dec 19 2013, 12:57 AM
პოსტი #18


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 911
რეგისტრ.: 27-January 12
წევრი № 12,003



ციტატა(afxazi @ Dec 18 2013, 11:21 PM) *

esre ars cheshmariteba

ყველაფერთან ერთად არც წინადადების წაკითხვა, სასვენი ნიშნები, სიტყვის მართლწერა... არ გცოდნია.
შენ დაწერე, რომ სატანა ამა სოფლის ღმერთია და მე სწორედ ის დავწერე რომ, მასზე ანუ ამ სოფელზე თუ არა განგებულებითად, არავითარი უფლება არ გააჩნია.

მართლა მეღიმება ჩემს თავზე, რომ ამაზე ვხარჯავ დროს, მაგრამ არა უშავს, კარგად წარმოჩნდეს ეს შტერიზმი.

ჩემი წინადადება ამგვარი იყო:
ბავშვიც კი მიხვდება რომ სიტყვა "მასზე" მიემართება სიტყვა "სოფელს" (რადგან უკანასკნელად სწორედ ისაა გამოყენებული წინადადების პირველ ნაწილში) და არა ქრისტეს. თუმცა ეს სხვა რამეა, მაგრამ მაინც, პრეტენზიების მქონეს ასეთი ელემენტარული ლაფსუსები არ შეგშვენის.

მეორეც, ზემოთ თქვი, რომ ეშმაკი ამა სოფლის ღმერთია. ამაზე აღარაფერი გითქვამს. ეს არის აბსურდი და მეტი არაფერი. არანაირი ძალაუფლება ამ სოფელზე მას არ გააჩნია და აღნიშნული სახარებისეული მონაკვეთიდან ეს ნათლად ჩანს.
ჭეშმარიტებას ღაღადებს რასელის მოწაფე biggrin.gif
აქ მე ვერ ვხედავ ჩემს შეკითხვაზე პასუხს. რა არის დრო? შექმნილია თუ არა ეს სხვა საკითხია, მაგრამ კონკრეტული განსაზღვრება მინდა დროისა. ანუ როცა ამ სიტყვას იყენებ, მინდა მისი შინაარსი განმარტო. კვლავ ვიმეორებ, რომ არ მინდა ზმანებები, მინდა საზოგადოდ დამკვიდრებული შინაარსი ამ სიტყვისა.
დრო პიროვნული მონაცემია შენეული მჭევრმეტყველებით?
ჯერ ერთი აბსოლუტურად და არა აფსოლუტურად. მეორეც ამაზე ბევრმა გითხრა, რომ იმ ფონზე, როცა ქრისტეს ქმნილობას ქადაგებ, ამ გამონათქვამებით შენვე უპირისპირდები შენს თავს.

მოკლედ არ გეწყინოს, მარა ასე თუ ისე ნორმალური წარმოდგენ მქონდა რასელისტთა გარკვეულ კატეგორიაზე, სულ მიკარგავ შთაბეჭდილებას. ეს უკვე ბავშვის დონეც აღარა.

მე არანაირი განათლება არ მაქ მიღებული , მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! blink.gif .

მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს , ამ განათლებას! ჯერ უვიცი ვარ ტერმინოლოგიაში მომიტევე dagnebdit.gif

ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი! ხისთავიანი არ ვარ blink.gif

შენგან ბევრი რაღაც ვისწავლე სხვათაშორის wub.gif

მე კი უვიცი ვარ , მაგრამ რავიცი იქნებ ოდესმე ღმერთმა მოიღოს ჩემზეც წყალობა unsure.gif



ე ჰ წავედი გავუყევი პასტორი რასელის გზას მეც user.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი Dec 19 2013, 02:39 AM
პოსტი #19


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



esre ars cheshmariteba
ციტატა
მაგრამ ამ უვიცობითაც კი ვიმარჯვებ შენზე ბატონო დავით! .

ციტატა

ეხლა მართლა ვაღიარებ კაცურად რომ დავმარცხდი!

ციტატა
ხისთავიანი არ ვარ



,, ნურც გაფრინდები , ნურც მოფრინდები , დელიავრააანუნიიი...''


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Dec 19 2013, 09:09 AM
პოსტი #20


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა
მაცადე მეც გავიზრდები თეოლოგიური განათლებით და მერე თამამად მოვარგებ ჩემს თეზისებს

ჩემი აზრით ესაა მთავარი პრობლემა, ცდილობ რამენაირად მოარგო შენს აზრებს ბიბლია smile.gif


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 16th April 2024 - 08:52 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი