IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება
marine
პოსტი Jun 28 2007, 02:00 PM
პოსტი #1


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 58,034
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ფორუმელებო, აქ განვათავსოთ ჩვენი მეფეებისა და დედოფლების შემოქმედება..


მეფე თეიმურაზ I (1589 - 1663)

გრემის სასახლეზე


1
ღმერთი არს თავის ყოველთა, იგ ვაქოთ, განვადიდოთო,
სამნი ნათელნი ერთად ვთქვათ მამა, ძე, სული წმინდოთო,
მისის ცნობითა განვნათლდეთ, გონება განვიწმინდოთო,
განვაგდოთ უსჯულოება, ნუ ვემსგავსებით დიდოთო.

2
აქ არის აშოტ, გუმბაზი ბაღჩას დგას შუა-გულოსა,
შიგ ათასფერნი ყვავილნი, ვარდი გაშლილი გულოსა,
ცნობილთა კაცთა საჯომლად ადრითგან გამეგულოსა,
ჩემიმც ცოდვა აქვს, ავს კაცსა კარი არ დაუგულოსა.

3
აქ არის ბაზმის სოჰბათი, სუფრისა შემკობილობა,
დრო ახალ ნერგთა ყვავილთა, ტურფა ვარდისა შლილობა,
ბულბულთა ბგერა, ყივილი, ხმა-მჭევრად შეწყობილობა,
მუტრიბთა რასტი მუღამი, სასმენელთათვის ტკბილობა

4

თვითან შვენის და აშვენებს წალკოტსა, ბაღჩა-ბაღასა,
თუ ლხინი გინდათ, თქვენც ნახავთ სხვას უკეთესსა რაღასა?
გიაჯ, ჩემს უკან ვინც დარჩეთ: პატრონსა, ყმასა, აღასა,
ვინც უპატიოდ მიეპყრას, ცოლიც მისი ჰგავს ბაღასა.

5
სახლი შევმზადე სალხინოდ მე მეფემ თეიმურასო,
შევამკევ კედელ-ყურენი, ვეჭვ, თავსაც კარგად ბურავსო,
დავხატე ფერად-ფერადად, ჰგავს, რამე იყოს მურასო,
ტალახიანის ფერხითა ნურავინ გამიმურავსო.

6
რომ თქვენი სხივნი არ მისწვთა, არ მორჩა შუკა-დაბანი,
შენ შემოგჭვრეტენ მყურენი, სად სარკმელია და ბანი,
რაზომც ჯერ ვერ თქვენ გიახლოს, თვალნი, მინა და დაბანი,
ვფიცავ, რომ ყველა გახდების თქმა ტკბილად, ანუ და ბანი.

7
შენებრ ვინ ვპოვოთ მნახავთა, პირველვე ვიცით, რაც არის,
რომ ზღუდეც მოვლოთ ქვეყნისა, ანუ მიდამო რაც არის,
წაღმავე მოვა თქვენს წინა, ვინცა უკუღმა რაც არის,
ვარსკვლავთა დასნი გემონენ, ერთმანეთს მსწრობნი რა ცა რის.


8
მსგავსად საკადრად ხელ-ყოფნა, ნეტარ, ვით ძალ-აქვს ენას მით!
სხვანი ყოფილნი ხტომით თქვეს, მაგრა თქვენს შუქსა ენასმით,
შორს მყოფნი ამად ნატრობენ, მოგახლდენ, - იყვნეთ ენასმით,
თქვენს სიყვარულსა ზავებდენ, იგ ტკიბლად რასმე ე ნასმით.

9
მწერალიც დაშვრა ცოტადრე, გარჯა ხვდა, რა ეს აწერა,
ცოდნა და ხელოვნება ხამს, თვარ უქმად ყოფნა აწე რა?
მოდით, იკითხეთ, ტრფიალონო, შემოკრებილ აქა წერა,
გულო, ვერ მოსხლტი ქებითა, წიგნის პატრონზედ ა წერა!




თამარის სახე დავით გარეჯას

მეფენი მოვლენ სურვილით, შენსა სახესა ჰმონებენ,
შეურაცხჰყოფენ მნათობთა, ნათლად არ მოიგონებენ,
სხივ-მოსიერად გიმზერენ, უვკდავ-მყოფელად გგონებენ,
იშვებენ, მათთა პატიჟთა მათ ლხინთა შეუწონებენ.



შენ სამებაო, ერთ-არსებაო, სამ-გვაროვნებით ერთო,
განუწვალებელო,
ერთ ბუნებო, უშობელო და ძეო შობილო, სულო მამისაგან
გამომავალო,
მოსავსა შენსა მეფესა, პატრონს თეიმურაზს, მეოხ მეყავ.

ოდეს მოხვიდე განკითხვად, ქრისტე, და გამოჩნდეს მადლი,
დიდება
შენი და დასჯდე ცხოველთა და მკვდართა მსაჯულად, და
განარჩევდე
ცხოვართა თიკანთაგან, ნუ წარმავლენ მარცხენით კერძო,
შეცოდებულსა ამას მონასა შენსა, არამედ მომეც შენოდა
ბრალეუსა.


დედაო უსხეულოსა ნათლისაო და მშობელო სიტყვისა ღვთისაო,
საყდარო, ეტლო, ღრუბელო ნათლისაო, მე დაბნელებუსა ამას
ცოდვათაგან, მითხოვე ძისა შენისაგან შენდობა ბრალთაგან.
რომელნი მიემთხვივნეთ ჩემსა ამას მცირესა ნაღვაწსა
აღსარებასა
წმიდნისა სამებისასა, გაფუცებთ ცხოველსა მას ღმერთსა
ყოველთასა,
შენდობას ჰყოფდეთ ჩემ ცოდვილსა ამის მეფისა
თეიმურაზისათვის,
რათა ქრისტემან თქვენცა მოგცეს მისისა სასუფეველის
მკვიდრობა
და კურთხევისა ხმისა მისისა სმენა. ამინ.


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
catherina_10
პოსტი Oct 15 2007, 04:57 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 847
რეგისტრ.: 2-May 07
წევრი № 1,816



ვახტანგ მე VI
ვაი, სიკვდილო


რა დავიბადე, სოფლით ვიბადე, ვაი, სიკვდილო, მწარე სიკვდილო!

მეგონა რამე სოფლისა რა მე, ვაი...

მოვჰყევ სოფელსა, ავის მოფელსა, ვაი...

განვცხერ, ვიშვებდი, ვერ გავიშვებდი, ვაი...

მატკბო, მაგემა არად სარგემა, ვაი...

შენ ვერ გიცნობდი, თუმცა მიხმობდი, ვაი...

მოხველ ანასდად, მტრად და არ ჩემ დად, ვაი...

მომკვეთე მსწრფლად, მიწას მეც დაფლად, ვაი...

მოვშორდი ცოლსა, შვილს, თანამყოლსა, ვაი...

მოვშორდი ძმასა, გამყარე დასა, ვაი...

მეგობარს, სულთა, საყვარელთ ტკბილთა, ვაი...

მომკალ, მომკვეთე სოფლის მოკეთე, ვაი...

სხვაგან გამგზავნე, დამხვდნენ მე მავნე, ვაი...

მუნ გამიკითხეს,დამცეს, დამწიხნეს, ვაი...

რად ენდევ სოფელს, ანასდის მყოფელს? ვაი...

თუ იქ იხარე, აქ კი იხარე, ვაი...

დამხვდნენ მტარველნი, მწარედ მტანჯველნი, ვაი...

ულხენი მიმყვა, მითხრეს ეს სიტყვა, ვაი...





ვაი, რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა




შურით აღივსნენ უგბილნი, წესი ქმნეს მათის მამისა,

სიკვდილს ზრახვიდნენ უწესოდ, თუ დროდაიცენ ჟამისა,

უსჯულო მისი მოწაფე მიცემას ჰპირავს ამისა,

ვაი, რა მწარედიწოდა ნაწლევნი მარიამისა!




მტილში მიუძღვა კრებულთა საწუხი ყოვლის გვამისა,

მღვდელთმოძღვრისასა მივიდნნ გასატანჯველად, ვა, მისა,

ბრალი ვერ პოვეს მის ზედა, კვლავ სცემდნენ წამ-და-წამისა,

ვაი რა მწარედ იწოდა ნაწლევნი მარიამისა!



ავად ზრდილი




ნახა ყრმა ავად მქცევლი, ურიგოდ მოარულია,

გამწრტვნელსა ცემა დაუწყო, რად ავად განსწავლულია.




* * *




ცემა გმართებს გამზრდელისა,

რა ყრმა ნახო ავად ზრდილი.



კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს




კვლავ მიხმეს ისევ ისპაანს, დამრჩა ესშეუსრულები,

მამცეს პატივი მრავალი, ვა, თუ დავაბი სულები,

მან თავის ტოლადმადიდა, არ შემქმნა უფლისწულები,

წარმავალია ყველაი, ჟამი მიც გარდასრულები.




არ დამცალდა სხვას ლექსთა თქმა, მიხმეს ისევ კიდევ კარად,

ხორცისათვის საპატიოდ, სხვას ბევრრიგად დასაზარად.

რა ვქნა, არვინ არ გამოჩნდა არასფერში მოსახმარად,

მოუძლურდა ხორცი სუსტი, რაღა მეთქვა მსმენთვის მწარად?




არ იცოდით,ღ გმართებდათ ჩემი ასე გარდაგდება,

სამთავსა და კვერსა შუა ჭიქა როგორ გამაგრდება?

ტალსა კვესსა რა ჩამოჰკრავ, აბედს ცეცხლი მოედება,

ცეცხლსა მძაფრსა ნავთს დაასხამ, მითხარ, როგორ დანელდება?


თვითვე ნანობენ უგბილნი, თუმცა ბევრს ჭირსა მახესა,

ლომი დაბმული აეხსნას, ვაცსა გააბამს მახესა,

რაღასა ვეძებ სახვეწრად კლდესა, ტყესა და მა ხესა,

რაც ერგოთ ჩემის ამ საქმით, აწა თვითანცა ნახესა.




ჩემნო გულის შემტკივარნო, იწუხეთ და ჩემთვის ახეთ,

ჭირნი ჩემნი სხვათა ჭირთა მიამსგავსეთ, მიასახეთ,

სოფლის საქმეს ყური უგდეთ, ან იტირეთ, ანუ ვახეთ,

აბედინის შვილის ამარ დავრჩომილვარ, აწ ეს ნახეთ!





ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა




მე შევამკევცა, ქვეყანა, ზღვა, მთა, ველი, ნაყოფთ გვარი,

აბრამს უხმე საყვარლად, ძედ აღგითქვი თემთა მზღვარი,

განვამდიდრე, განვამრავლე, ზეცით მოვეც ნაყოფთ ცვარი,

ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.




შევაძრწუნე მეგვიპტენი, რისხვით მივეც დანამწვარი,

აღვაშფოთე სასწაულით მოუვლინე მკალი მყვარი,

განვიყვანე ხელთა მათგან უჭირველად განაგვარი,

ნაცვლად ჩემთა სიკეთეთა აღმიმართეს საკვდად ჯვარი.




ღამე უძღვი ნათლის სვეტით, დღე ღრუბლით ვჰყავ იგ მოარი,

ზღვა განუპე, განვიყვანე, მწყურვალთ მივეც კლდისგან ღვარი,

არ განუცვდად სამოსელი, მანანით ვქმენ გამაძღარი,

ნაცვლად...




შევიყვანე აღთქმის თემსა, დაუმკვიდრე მთა და ბარი,

სულ აღვხოცე მტერნი მათნი და დავადევ მათი ზარი,

მეფენი და წინამთქმელნი მივეც მათი გამაზარი,

ნაცვლად...




ხორცი ვისხენ ქალწულთაგან, ვიქმენ მათი შენამყვარი,

ბრმათა თვალი აღუხილე, მკელობელი მათი ვარი,

სნეულთ მივეც განკურნება, აღვადგინე მათი მკვდარი,

ნაცვლად...



User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
marine   ქართველ მეფეთა და დედოფალთა შემოქმედება   Jun 28 2007, 02:00 PM
ნათია   საინტერესო თემაა მ...   Jun 28 2007, 03:32 PM
marine   საინტერესო თემაა ...   Jun 28 2007, 03:42 PM
Lenus   კაი აზრია მართლა! ...   Jun 28 2007, 03:36 PM
maZiebeli   მართლაც კარგი თემა...   Jun 28 2007, 05:43 PM
marine   ბორენა დედოფალი * ...   Jul 2 2007, 10:34 AM
marine   დიმიტრი მეფე 1. შიო ...   Jul 3 2007, 04:13 PM
marine   დავით აღმაშენებელ...   Jul 12 2007, 02:29 PM
marine   თამარ მეფე ცასა ცა...   Jul 15 2007, 02:14 PM
marine   მეფე თეიმურაზ I სოფ...   Jul 31 2007, 04:41 PM
catherina_10   marine borena dedofalze aseti informacia movidzie...   Jul 31 2007, 05:15 PM
marine   marine borena dedofalze aseti informacia movidzi...   Jul 31 2007, 05:19 PM
marine   მეფე, თეიმურაზ I შე...   Aug 1 2007, 12:37 PM
catherina_10   ვახტანგ მე VI ვაი, სი...   Oct 15 2007, 04:57 PM
marine   catherina_10 დიდი მადლობა, ...   Oct 15 2007, 05:03 PM
catherina_10   marine რის მადლობა, თუ რ...   Oct 16 2007, 10:42 AM
sable   ჩინებული ლექსებია ...   Oct 16 2007, 05:02 PM
solomony   ვახტანგ მე6 შეგონე...   Nov 3 2007, 01:41 AM
marine   "პროფ. ლ. მენაბდე ...   Jun 21 2022, 01:16 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 11th May 2024 - 08:23 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი