მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
მამა გიორგი ბასილაძეს 5 წიგნი, სასწრაფოდ გადაწერეთ სანამ დახურეს :) |
marine |
Jul 6 2012, 10:59 AM
პოსტი
#141
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,336 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
marine მე ვამბობ, რომ მისი ქადაგებებიდან ზოგიერთი გამონათქვამი შეიცავს ცდომილებას. ამას მხოლოდ მე კი არა უამრავი ადამიანი ამბობს და ამ ფორუმზე არგუმენტებით ამხილეს კიდეც. გასაგებია, ბენე სამწუხაროდ მამა გიორგის პირარად არ ვიცნობ, არადა ძალიან საინტერესო იქნებოდა მასთან საუბარი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
qetevano |
Apr 26 2013, 01:05 PM
პოსტი
#142
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
გარდაცვლილა...
-------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
MIRDAT |
Apr 26 2013, 02:48 PM
პოსტი
#143
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
ხო გარდაიცვალა...
შეიძლება ბევრი შეცდომა დაუშვა მაგრამ ეგ კაცი ხიბლში არ იყო. როდესაც ვინმე ხიბლშია და მას ისეთ რმეს ავალებენ რაც მისი აზრით არასწორი ან უსამართლოა, ის მას არ ასრულებს. მამა გიორგის კიდე ბევრჯერ აუკრძალეს წირვის ჩატარება და ყოველთვის ემორჩილებოდა ამ გადაწყვეტილებას... |
Atm@n |
Apr 26 2013, 03:54 PM
პოსტი
#144
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 820 რეგისტრ.: 22-August 12 წევრი № 12,578 |
დიდ ადამიანებს სიცოცხლეში თითქმის არასოდეს აფასებენ...
-------------------- Пойди туда - не знаю куда, принеси то - не знаю что!
I Am Free, That Is Why I'm Lost |
A.V.M |
Apr 27 2013, 01:22 AM
პოსტი
#145
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
qetevano
ციტატა გარდაცვლილა... ხოო? -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
qetevano |
Apr 27 2013, 01:36 AM
პოსტი
#146
|
ბრრრრრ ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 3,683 რეგისტრ.: 27-September 12 მდებარ.: ევრივეა წევრი № 12,646 |
A.V.M
ციტატა ხოო? ოფიციალური წყარო არ მინახავს ჯერ. https://www.facebook.com/pages/მამა...3572746?fref=ts აქედან გავიგე -------------------- ბეტმენი ხელს არ აწერს!
|
A.V.M |
Apr 27 2013, 01:42 AM
პოსტი
#147
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
თუ მართლა გარდაიცვალა მამა გიორგი , აცხოვნოს ღმერთმა...
-------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
აკაკი |
Apr 27 2013, 01:43 AM
პოსტი
#148
|
Advanced Member ჯგუფი: Members პოსტები: 2,626 რეგისტრ.: 21-May 09 წევრი № 7,018 |
კი, ნამდვილად,.....
|
MIRDAT |
Apr 27 2013, 03:55 AM
პოსტი
#149
|
MIRDAT ჯგუფი: Members პოსტები: 542 რეგისტრ.: 13-October 11 მდებარ.: შუახმელეთი წევრი № 11,666 |
კი გარდაიცვალა, ჩემი მეგობარი ძალიან ახლოს იყო მასთან და ხალხს ვისაც მამა გიორგისთან მისვლა უნდოდა მას უკავშირდებოდნენ ხოლმე... ხოდა გუშინწინ დამირეკა რომ გარდაიცვალაო...
|
vaxushti13 |
Apr 28 2013, 11:44 PM
პოსტი
#150
|
ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი ჯგუფი: Members პოსტები: 443 რეგისტრ.: 20-November 12 წევრი № 12,755 |
ციტატა გარდაცვლილა... ყოველთვის მინდოდა მამა გიორგის ნახვა, შეიძლება ვერც ვერასოდეს მომეხერხებინა მარა... |
G_saxva |
Apr 29 2013, 08:58 AM
პოსტი
#151
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
ღმერთმა აცხონოს
-------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
Apr 29 2013, 12:08 PM
პოსტი
#152
|
I n t e r n e t ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 4,913 რეგისტრ.: 11-March 13 მდებარ.: i n t e r n e t წევრი № 13,010 |
მასზე ლეგენდები დადიოდა. მან ჯერ კიდევ საბჭოთა კავშირის დროს, როდესაც პირჯვრის გადაწერაც კი დიდ ვაჟკაცობად ითვლებოდა, იტვირთა პილიგრიმობა და 37-ჯერ ჩამოვიდა ქუთაისიდან თბილისში ფეხით. "სადაც დამიღამდებოდა, იქ წამოვწვებოდი, ბაბუა, არ მეშინოდა არაფრის, არც ფული მქონდა და არც ვალი. დავდიოდი ასე და ვქადაგებდი უფლის სიტყვასო..."
მისი გამონათქვამები ხალხში ელვის სისწრაფით ვრცელდებოდა და მოწამეთაში, სადაც მამა გიორგი მოღვაწეობდა, არ ილეოდა მასთან მიმსვლელი არასდროს. რას აღარ სთხოვდნენ, გამოჯანმრთელებას, შეწევნას, გასაჭირიდან დახსნას თუ მათი სულებისთვის ლოცვას... ის ყველას ღირსეულად იღებდა და ისტუმრებდა. მისი ღირსების ხაზგასმული დასტური კი ის იყო, რომ თვით ავი განზრახვით მასთან მისული ადამიანებიც კი იმედცემულნი ბრუნდებოდნენ, სინანულით სავსენი, რომ ამ საოცარ მოძღვარს აქამდე არ იცნობდნენ... მას გიორგი ერქვა, მამა გიორგი (ბასილაძე) ყველას იმედი და ჭირის მოზიარე, რომელმაც გასულ კვირას დაასრულა მიწიერი სიცოცხლე და ზეციურ საქართველოში მიეახლა სულკურთხეულ წინაპრებს, როგორც ღირსეული და ვალმოხდილი სულიერი მამა, აღსრულების შემდეგაც რომ არასოდეს მიატოვებს თავის შვილებს და სამშობლოს. პირველად ამ ხუთიოდე წლის წინ გავიცანი მამა გიორგი. უცხოეთიდან გზავნილის მიტანა მთხოვეს მასთან და სახლში ვესტუმრე. დღესაც მახსოვს ის მღელვარება, როდესაც მისი სახლის კარი შევაღე სოფელ ჭოგნარში. იჯდა ღუმელთან, ლამპით მკრთალად განათებულ ოთახში, მაგრამ თავად ანათებდა კაცი(!). ძალაუნებურად დავიჩოქე და ხელზე მთხვევა დავაპირე. თვალები გადამიბრიალა: - ადექი ზეზე, რას კადრულობ, თუ იციო... მერე საოცრად თბილად გამიღიმა და მითხრა: - მოდი ქიზიყელო, თითო ჭიქა ავწიოთ და იმ საქართველოს სადღეგრძელო დავლიოთ, მე და შენ რომ გვინდაო... მას შემდეგ, თითქმის არ ყოფილა შემთხვევა, ჭოგნარის გადასახვევთან ჩამევლო და მამა გიორგი არ მომენახულებინა. ის არასოდეს საუბრობდა მაღალფარდოვანი ტირადებით ანდა მეცნიერული ლექსიკით. ის მუდამ გესაუბრებოდა "შენს ენაზე", უბრალოდ და გასაგებად, მაგრამ იმავდროულად, აუცილებლად მიგქონდა განცდა, რომ ბრძენს ესაუბრებოდი. რამდენჯერ ყოფილა შემთხვევა, მისი საუბრის დეტალები გამხსენებია თვეების შემდეგ, ზუსტად იქ და იმ ვითარებაში, როდესაც დილემის წინაშე ვმდგარვარ და ერთადერთი სწორი გზა მომიძებნია მამა გიორგის მეშვეობით... არასოდეს გამოგიშვებდა ისე, რომ არ გეტრაპეზა. თავად სულ ოდნავ მოიციცქნიდა მჭადს და მოსვამდა ღვინოს, შენ კი სამ ჭიქას აუცილებლად დაგალევინებდა. გათქმევინებდა უფლის სადიდებელს, დაგალოცინებდა დედაეკლესიას ჩვენი უწმინდესი პატრიარქის წინამძღოლობით და სამშობლოს სადღეგრძელოსაც შეგასმევდა. წამოსვლისას, აუცილებლად გამოგატანდა პურსა და ღვინოს. თითქოს ნაზიარები მოდიოდი მისგან, განწმენდილი და იმედით სავსე... მის სასწაულებზე ბევრი ლაპარაკობს. თავად არ უყვარდა ამაზე საუბარი, თუმცა თავადაც არაერთხელ შევსწრებივარ და საკუთარ თავზე გამომიცდია მამა გიორგის მადლი. ერთხელ სტუდია "გუთანის" ბიჭები ზუგდიდში მივდიოდით ჩვენი ფილმის პრეზენტაციაზე. გზად შევუარეთ მამა გიორგის. თავის სენაკში გვიხმო, საწოლში იწვა. ჩამოვსხედით და ჩვეულებისამებრ დაგვმოძღვრა. საუბარი ისეთი იცოდა, ვერ მოსწყდებოდი ვერაფრით. საათზე რომ დავიწყეთ ყურება, გვითხრა: - ვიცი, ბაბუა, ზუგდიდში მიდიხართ, მარა მეიცადეთ პატარა ხანს, სად გეჩქარებათ, გზაზე შეფერხება გელით და ჩემთან საუბარი არ გირჩევნიათო?.. მაინც არ დავიშალეთ, დავემშვიდობეთ და ფეხი ავიჩქარეთ, მაგრამ სად წახვალ, არ იქოქება მანამდე იდეალურად მომუშავე მანქანა. გამობრძანდა მამა გიორგი ჭიშკარში, გადმოგვხედა და ღიმილით გვკითხა: - რაო ბაბუა, არ იქოქება ეგ მანქანა ხომ?.. რომ გამეიქეცით, რავა, არ იცოდით, რომ არ გაგიშვებდით უპურ-მარილოდო?.. დაუძახა ბავშვებს, მოარბენინეს ხელად ღვინო და პური, ჩაგვიწყეს საბარგულში. გაგვაფრთხილა: - სანამ სახლში არ ჩახვალთ, არ დალიოთ ეს ღვინოო, მერე გადაგვსახა ჯვარი და დაიქოქა მანქანაც(!)... ვიდრე დავიძვრებოდით, მაინც გვითხრა ღიმილით: - გაჩერებულიყავით კიდევ პატარა ხანს, მაინც ნელა მოგიწევთ სიარულიო და მშვიდობის გზა გვისურვა. ისე აგიხდათ ყველაფერი, როგორც მისი ნათქვამი აგვიხდა გზაზეც და ღვინოზეც. ჯერ იყო და ქუთაისის გზაზე რაღაც ველორბოლა ტარდებოდა და მათ ვდიეთ კუს ნაბიჯებით, მერე კი უკვე ზუგდიდიდან მობრუნებულებმა, რიკოთზე წახემსება და მამა გიორგის ღვინის დაჭაშნიკება მოვინდომეთ, მაგრამ ვაი, ამისთანა დაჭაშნიკებას, ისეთი ძმარი აღმოჩნდა, ყვავს დააჩხავლებდა. ჩავასხით უკანვე და გავაგრძელეთ გზა. სახლში მისულებმა ხელახლა გავსინჯეთ ის ღვინო და დიდება შენდა უფალო, რა ძმარი, რის ძმარი, ნაღდი ღვინო არ დაგვხვდა(!).. კიდევ არაერთი მსგავსი შემთხვევა შეგვიძლია გავიხსენოთ, თუმცა ახლა ყველაზე მეტად მამა გიორგის საოცარი სიტყვები მახსენდება საქართველოზე, რომელმაც სწორედ მაშინ აავსო ჩვენი გულები იმედითა და სიყვარულით, როდესაც თითქმის აღარ ჩანდა ხსნა: - დამიგდეთ ყური, ბაბუა! საქართველოს გადარჩენისა და გაერთიანების გასაღებს ტყუილად დაეძებს ბევრი ამერიკაში და ბევრიც რუსეთში, ეს გასაღები აქვეა, საქართველოში და თითოეულ ქართველში... ჩვენ საზეპურო ერი ვართ, საქართველო ქრისტეს ქვეყანაა და ქრისტე არ დათმობს მას. ღმერთი მსოფლიოს დაანახებს ქართველების ნამდვილ სახეს და ეს მალე იქნება. საქართველო წმინდანთა სამჭედლოა, ბაბუა და ჩვენ დამხობა არ გვიწერია... საქართველო ყველა დაკარგულ მიწა-წყალს დაიბრუნებს, დაიმახსოვრეთ ეს! უყურეთ ღმერთსა, რა უყოს მტერსა!.. წყარო: http://www.kvirispalitra.ge/martlmadideblu...os-mtersaq.html -------------------- და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე? კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ. ---------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------- |
G_saxva |
Apr 29 2013, 12:08 PM
პოსტი
#153

ana-xatia |
Apr 29 2013, 02:21 PM
პოსტი
#154
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 377 რეგისტრ.: 8-October 06 წევრი № 261 |
უფალმა აცხონოს.
|
tedo881 |
May 1 2013, 03:49 PM
პოსტი
#155
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
ღმერთმა აცხოვნოს ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო.
|
A.V.M |
May 1 2013, 08:58 PM
პოსტი
#156
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
ციტატა ხომ არავინ იცით როგორ გარდაიცვალა, გაგონილი მაქვს რომ ამბობდა მოწამეობრივად უნდა აღვესრულოო. რასაც გაიგონებ ყველაფერს თუ არ დაიჯერებ კეთესი იქნება , ჩემი აზრით . -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
tedo881 |
May 2 2013, 03:28 PM
პოსტი
#157
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 20 რეგისტრ.: 8-May 12 წევრი № 12,332 |
A.V.M
უფრო სწორედ წავიკითხე ჟურნალ ''კარიბჭის'' 68-ე ნომერი 6-19 აპრილი, 2007 წელი, ზუსტად მოვახდენ ციტირებას მამა გიორგის ინტერვიუდან : '' დაიმახსოვრეთ რასაც გეტყვით :ილია წინასწარმეტყველის გამოჩენის დრო რომ დადგება, მაშინ უნდა გავიდე მე მოწამეობრივი აღსასრულით.'' ეხლა ვეძებდი ძლივს ვიპოვე ეს ნომერი ხოდა მაინტერესებდა რამდენად ახდა მისი სიტყვები, ცუდად არ მინდა არავინ გამიგოს |
A.V.M |
May 3 2013, 12:20 AM
პოსტი
#158
|
მადლობა ამ ფორუმს! ჯგუფი: Senators პოსტები: 13,742 რეგისტრ.: 14-June 11 მდებარ.: ფორუმს გარეთ წევრი № 11,203 |
tedo881
რომ არ დაგეწერა მაინც მჯეროდა... მამა ლევან მათეშვილმა თქვა ერთხელ ძალიან კარგად: ,,პრობლემა მამა გაბრიელში ან მამა გიორგი ბასილაძეში კი არაა . პრობლემა ხალხშია როდესაც არასწორი დამოკიდებულება აქვთ მასთან . '' მართლა რა... იყო კაცი და ქონდა შეცდომები , და ნუ გავხდით სიცოცხლეშივე წმიდანს რა... ნუ გავხდით მამა გიორგი ბასილაძეს იოანე ოქროპირად. -------------------- აბა ჰე და აბა ჰო!
|
karpaki |
May 3 2013, 02:46 PM
პოსტი
#159
|
✞✞✞ ჯგუფი: Members პოსტები: 3,571 რეგისტრ.: 27-May 10 მდებარ.: ★ ° ☾ ☆ წევრი № 8,914 |
მამა ლევან მათეშვილს მღვდლად ვერანაირად ვერ აღვიქვავ )) იმდენად უმეცარი ადამიანია საერთოდ რა უნდა სამღვდელოაბში მსგავს ამზრზენ პიროვნებებს მე არ ვიცი
რაც შეეხება არქინამდრიტ გიორგი ბასილაძის გარდაცვალებას,ის ზუსტად ისე აღესრულა როგორც ის ბრძანებდა,მან საკუთარი სხეული მიიტანა სამსხვერპლოზე ერისა და საკუთარი ხალხს ცოდვათა გამოსასყიდად. პატრიარქმა ილია მეორემ მას არქიმანდრიტის წოდება მიანიჭა გარდაცვალების შემდეგ მეუფე კალისტრატე მარგალიტაძემ კი შენდობის წერილი გამოუგზავნა რომელიც თავზე გადაახია მომტანს, არქიმანდრიტის ძმისშვილმა და სწორედაც მოიქცა )))) არიქიმანდრიტ გიორგი ბასილაძის ცხედარი 32 გრადუს სიცხეში 6 დღის განმავლობაში ესვენა ყოველგავრი ბალზამირების გარეშე ჭოგნარის ამაღლების ტაძარში.მას ხრწნის არავითარი ნიშანი არ მიკარებია. საქართველოს ფიზიკურად დააკლდა მამათა მამა ,სიყვარულის და სათნოების მოძღვარი არქიმანდრიტი გიორგი ბასილაზე,მისმა მოწამეობრივმა ცხოვრებამ და მოწამეობრივმა აღსასრულმა ჩვენ ყველას დაგვანახა, რომ მისი ბრძოლა გრძელდება ბოროტების წინააღმდეგ.და საქართველო არასოდეს შეურიგდება დაიდგას უცხო უღელი. ეს ყველაფერი საკუთარი თვალით ვნახე და მოწმე ვარ ამისა რასაც თქვენ აქ კითხულობთ. -------------------- შენ გეკითხები, მიპასუხე, ძმაო, ალმასხან,
ცეცხლი გრძნობისა, ხანძრის ცეცხლზე ნაკლი რითია? ხანძარი რაა! შავი ზღვა რომ თავზე დამასხან, ვერ ჩააქრობენ, მე რომ გულში ცეცხლი მინთია! _________________________________________________________________________ უთქვენოდაც კარგად ვარ :( _________________________________________________________________________ |
Alterego |
May 5 2013, 01:06 AM
პოსტი
#160
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 378 რეგისტრ.: 27-December 12 წევრი № 12,845 |
მაგ 5 წიგნიდან ერთ ერთში წერია რო მამა გიორგი ამბობს ჩვენი ნაკრები მსოფლიოს თუ ევორპის ჩემპიონი გახდება (ფეხბურთში) და ამას მე მოვსეწრებიო სამწუხაროდ არ ახდა წინასწარმეტყველება და ჩემპიონობა ალბათ არასდროს გვიწერია, ჩემპიონობა კიარა ევროპაზე ან მსოფლიოზე გაგვიყვანა ნეტა
|
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 27th September 2024 - 06:12 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი