თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საქართველოს პრეზიდენტის ვიზიტი

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:11 PM

საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ეწვევა ათონის წმინდა მთის სამონასტრო ავტონომიურ რესპუბლიკას და იქ მდებარე ქართულ სავანეს - ივერთა მონასტერს

გავრცელებული ცნობით, იგეგმება მოლაპარაკება ათონის წმინდა მთის კინოტთან იქ სამოღვაწეოდ ქართველი ბერების დაშვების თაობაზე

ღმერთმა დაულოცოს ეს გზა პრეზიდენტს!

პოსტის ავტორი: ::სალომე:: თარიღი: Oct 1 2007, 01:16 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 1 2007, 01:11 PM) *


ღმერთმა დაულოცოს ეს გზა პრეზიდენტს!


ღმერთმა დაულოცოს....

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 1 2007, 01:17 PM

დავით პრეზიდენტმა ჩაგასწროთ wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:18 PM

catherina_10

ციტატა
დავით პრეზიდენტმა ჩაგასწროთ

ეჰ, კაი იქნებოდა მის გვერდით ვყოფილიყავი ახლა sad.gif

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 1 2007, 01:19 PM

ღმერთმა ქნას რომ ყველაფერი მოგვარდეს, და მხოლოდ ვინმესთვის თვალის ასახვევი ვიზიტი არ იყოს

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 1 2007, 01:19 PM

ოჰო, სინდისმა და ცოდვებმა შეაწუხა დავით შენი პრეზიდენტი? wink.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:20 PM

ნიანია

ციტატა
ოჰო, სინდისმა და ცოდვებმა შეაწუხა დავით შენი პრეზიდენტი?

არა, უფრო საქართველოს ინტერესების დაცვამ საზღვარგარეთ

თუმცა ვინ იცის, უწმიდესთან ხშირმა შეხვედრებმაც ალბათ თავისი გავლენა იქონია.... rolleyes.gif

P.S. ეს "შენი პრეზიდენტი" არ მომწონს. ასე მგონია უზბეკეთის მოქალაქეს ვესაუბრები tongue.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:22 PM

catherina_10

ციტატა
მხოლოდ ვინმესთვის თვალის ასახვევი ვიზიტი არ იყოს

პრეზიდენტი რომ თავისას არ დააკლებს კი ვიცი, მაგრამ მეეჭვება ბერძნებს ამ ერთმა ვიზიტმა "უშველოს" sad.gif

არადა უწმიდესსაც რამდენჯერ აქვს ნათხოვნი მსოფლიო პატრიარქისათვის unsure.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 1 2007, 01:23 PM

ამ ბოლო დროს მიშიკოს სირაქლემას პოზიცია ძალიან მოწონს რაღაც. თუ ადეკვატურად ვერ აღიქვავს არსებულ სიტუაციას საქართველოში ?!

თუმცა აქ პოლიტიკური მსჯელობები არ შეიძლება სორი

პოსტის ავტორი: catherina_10 თარიღი: Oct 1 2007, 01:27 PM

კანონისტი
ღმერთმა ქნას დავით ისე მოგვარდეს ეს სქმე როგორც საქართველოს კეთილდღეობას გამოადგება, ნუთუ პატრიარქის თხოვნამ არ გასჭრა და პრეზიდენტს უფრო დათანხმდებიან ამ საკითხზე

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Oct 1 2007, 01:29 PM

მაგდალინა

ციტატა
მეუფე იობის მოშორება უნდოდაო მიშას, გაზეთში ეწერა

იცი რაღაც არ მჯერა ეგ. რაში უნდა აწყობდეს?

კანონისტი
ციტატა
გავრცელებული ცნობით, იგეგმება მოლაპარაკება ათონის წმინდა მთის კინოტთან იქ სამოღვაწეოდ ქართველი ბერების დაშვების თაობაზე


სასიამოვნო ამბავია. იმედია გამოვა რამე...

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:31 PM

catherina_10

ციტატა
ნუთუ პატრიარქის თხოვნამ არ გასჭრა და პრეზიდენტს უფრო დათანხმდებიან ამ საკითხზე


mariami-k
ციტატა
სასიამოვნო ამბავია. იმედია გამოვა რამე...

მართალი გითხრათ, ოფიციალურ პრეს-რელიზში ამ მოლაპარაკების თაობაზე არაფერი ეწერა. ისე გავიგე უბრალოდ, შესაბამისად არც ის ვიცი მოლაპარაკება ვისთან იგეგმება. პოლიტიკაა ყველაფერი და შეიძლება ბერძნებმაც რაღაც სვლა გაითამაშონ, რა ვიცით...

უფლის ნებაა ყველაფერი

პოსტის ავტორი: მნათე თარიღი: Oct 1 2007, 01:32 PM

რელიგიური იმიჯი შეგვილახეს და რამით ხომ უნდა გამოვასწოროთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:37 PM

ჩემი თხოვნა იქნება რომ ლოცვებში განსაკუთრებულად მოვიხსენიოთ პრეზიდენტი ეს ორი დღე

ჩემი თხოვნა რა, პრინციპში პატრიარქის კურთხევაა მისი მოხსენიება smile.gif

მნათე

ციტატა
რელიგიური იმიჯი შეგვილახეს და რამით ხომ უნდა გამოვასწოროთ

ვუმე laugh.gif laugh.gif laugh.gif laugh.gif

რავა ყოველ ორ კვირაში ერთხელ ულახავენ პრეზიდენტს ამ იმიჯს ჰაა? wink.gifცოდვაა ეს იმიჯიც ბოლოსდაბოლოს, მოკვდება ამდენი ცემით... biggrin.gif

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 1 2007, 01:38 PM

ციტატა
პრინციპში პატრიარქის კურთხევაა


პრინციპში რას ნიშნავს? ანუ არ მოგისმენია და ვარაუდობ რომ უნდა მიეცა მრევლისთვის ასეთი კურთხევა ?!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 01:40 PM

ნიანია

ციტატა
პრინციპში რას ნიშნავს? ანუ არ მოგისმენია და ვარაუდობ რომ უნდა მიეცა მრევლისთვის ასეთი კურთხევა ?!

არა, 2 კვირის წინ ბრძანა, რომ პრეზიდენტს აქვს უმძიმესი ჯვარი და გთხოვთ ლოცვებში მოხსენიებით შეუმსუბუქოთ და არა კრიტიკით დაუმძიმოთო sad.gif

ნუ, "პრინციპში" იმიტომ დავწერე, რომ უშუალოდ ამ ვიზიტის წინ არ გამოუცია ასეთი კურთხევა

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 1 2007, 01:57 PM

კანონისტი
ჩვენი პატრიარქი ეგრე მოიხსენიებს პრეზიდენტს? მისი აღმატებულება და ასე შემდეეგ? არაა რა ეს საჭირო. არაფერი სააღმატებულო პრეზიდენტს არ ჭირს.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2007, 02:27 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 1 2007, 01:11 PM) *

საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ეწვევა ათონის წმინდა მთის სამონასტრო ავტონომიურ რესპუბლიკას და იქ მდებარე ქართულ სავანეს - ივერთა მონასტერს

გავრცელებული ცნობით, იგეგმება მოლაპარაკება ათონის წმინდა მთის კინოტთან იქ სამოღვაწეოდ ქართველი ბერების დაშვების თაობაზე

ღმერთმა დაულოცოს ეს გზა პრეზიდენტს!




პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 1 2007, 02:40 PM

კანონისტი
პრეზიდენტმა თუ გაიყოლა ვინმე სასულიერო პირი?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 02:47 PM

ოფტოპიკები შეწყვიტეთ!!!

k@the

ციტატა
პრეზიდენტმა თუ გაიყოლა ვინმე სასულიერო პირი?

უი, რა კარგი კითხვაა. არ ვიცი, შევამოწმო აბა smile.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Oct 1 2007, 02:58 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 1 2007, 02:47 PM) *

ოფტოპიკები შეწყვიტეთ!!!

აი, ესაა ჩვენი ობიექტივიზმი და კონსტრუქციულობა. შეწყდა ოფტოპიკები და შეწყდა პოსტვაც. თემის გარშემო საუბარი ფაქტებზე დაყრდნობით არ შეგვიძლია. არავითარი ვიზიტი, არავითარი საბერძნეთი . . . ჩვენ შეგვიძლია მარტო ვიძახოთ რომ პრეზიდენტმა ეკლესია დაანგრია და რომ პრეზიდენტი მკვლელია და თანაც არც იმას ვუკვირდებით, რომ თუ ეს ცილისწამება გამოდგა მაშინ გამოდის რომ ამ ორ უმძიმეს ცოდვაში ტყუილა ვადანაშაულებთ სხვას და ჩვენ თვითონვე განვიკითხებით უფლის წინაშე როგორც მკვლელები და ტაძრის დამანგრევლები.

სამწუხაროა . . .

პოსტეთ თემის გარშემო ან თუ ეს არ შეგიძლიათ მაშინ საერთოდ ნუ დაპოსტავთ.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 03:13 PM

მნათე

ციტატა
ამას ქვია მოდერირების უვიცობა....

დალოცვილო, ოფტოპიკი გაგიგია?

ხომ არის ცალკე თემა "პრეზიდენტის პოლიტიკა ეკლესიასთან მიმართებაში". მაშ იმ თემაზე რაზე უნდა პოსტონ? საბერძნეთზე? laugh.gif

ლევან კიდევ ერთ ოფტოპიკს ვორნი მოყვება wink.gif

პოსტის ავტორი: _Matasi_ თარიღი: Oct 1 2007, 03:13 PM

კანონისტი

ციტატა
პრეზიდენტმა თუ გაიყოლა ვინმე სასულიერო პირი?

უი, რა კარგი კითხვაა. არ ვიცი, შევამოწმო აბა

რა ქენი დავით, გადაამოწმე? smile.gif


რას ერჩით ამ ადამიანს... წავიდეს... პიარია თუ რაცაა.. biggrin.gif რა მნიშვნელობა აქვს, მადლი მაინც მიიღოს wink.gif


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2007, 03:15 PM

ციტატა(ნათია @ Oct 1 2007, 03:08 PM) *

დახურეთ თემა!


მართალი ხარ, ნათი..

თემა თავიდანვე დასახური იყო და სანამ უფრო მეტი ლანძღვა-გინება არ გამოიწვია, ჯობია დავითმა დახუროს..

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 03:16 PM

marine
თემა არ დაიხურება smile.gif

მას აქვს გამიზნული შინაარსი

_Matasi_

ციტატა
რა ქენი დავით, გადაამოწმე?

განკარგულება ვერ ვნახე. ადმინისტრაციაში ვიკითხავ მერე

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Oct 1 2007, 03:19 PM

საქართველოს პრეზიდენტის თემა ამ ბოლო დღეების შემდეგ მეტად აქტუალურია (უარყოფით კონტექსტში) იქნებ მართლა შეეკავებინა თავი მოდერატორს აღნიშნული თემის გახსნისას.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 03:20 PM

afxazi
მეგონა რომ ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი ვიზიტი სიხარულს გამოიწვევდა ფორუმელთა შორის. იქნებ დადგეს ნანატრი დრო და ქართველები დაუბრუნდნენ წმინდა მთას..... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 1 2007, 03:22 PM

ციტატა
იქნებ დადგეს ნანატრი დრო და ქართველები დაუბრუნდნენ წმინდა მთას.....

ანუ ამ მიზნითაა მიშა ათონზე წასული?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 03:56 PM

ქავთარაძე

ციტატა
ანუ ამ მიზნითაა მიშა ათონზე წასული?

დანამდვილებით ვერ გეტყვი, მაგრამ როგორც შევიტყვე ესეც არის ვიზიტის მიზანი

პოსტის ავტორი: ქავთარაძე თარიღი: Oct 1 2007, 05:07 PM

კანონისტი
და საიდან შეიტყვე? წყაროც გვამცნო ეგებ.

პოსტის ავტორი: Misha_kartveli თარიღი: Oct 1 2007, 05:42 PM

ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ყველა ეროვნულ და ჩვენი ხალხის საკეთილდღეო საკითხში. იმედია, მისი ვიზიტი კონკრეტულ შედეგს გამოიღებს. smile.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 1 2007, 05:49 PM

ქავთარაძე

ციტატა
და საიდან შეიტყვე? წყაროც გვამცნო ეგებ.

ჩვენთან თქვეს გიო. ისიც მითხრეს, რომელიღაც მეუფე უნდა გაყოლოდაო. მოვიკითხე და ვიზიტის ოფიციალური თანმხლები სია ვერ ვნახე. თუ რამე გავიგე, დავდებ

Misha_kartveli
ციტატა
ღმერთმა ხელი მოუმართოს ჩვენი ქვეყნის პრეზიდენტს ყველა ეროვნულ და ჩვენი ხალხის საკეთილდღეო საკითხში. იმედია, მისი ვიზიტი კონკრეტულ შედეგს გამოიღებს.

ამინ!

ისე კი, ძალიან მეეჭვება, ბერძნებს რაიმე "ეშველოთ".... sad.gif

პოსტის ავტორი: შაკუნა თარიღი: Oct 1 2007, 06:00 PM

OK smile.gif გზა დავულოცოთ და წარმატებაა ვუსურვოთ .... უფალმა გააძლიეროს და მოახედოს თავის ხალხისკენ smile.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Oct 1 2007, 09:05 PM

ციტატა
საქართველოს პრეზიდენტი, მისი აღმატებულება მიხეილ სააკაშვილი ოფიციალური ვიზიტით გაემგზავრა საბერძნეთის რესპუბლიკაში. ვიზიტის ფარგლებში პრეზიდენტი ეწვევა ათონის წმინდა მთის სამონასტრო ავტონომიურ რესპუბლიკას და იქ მდებარე ქართულ სავანეს - ივერთა მონასტერს

გავრცელებული ცნობით, იგეგმება მოლაპარაკება ათონის წმინდა მთის კინოტთან იქ სამოღვაწეოდ ქართველი ბერების დაშვების თაობაზე

ღმერთმა დაულოცოს ეს გზა პრეზიდენტს!




მთავრი ის კი არ არის რას აკეთებ, არამედ ის თუ რატომ აკეთებ...



პოსტის ავტორი: makuna7474 თარიღი: Oct 1 2007, 09:10 PM

ციტატა(neo @ Oct 1 2007, 09:05 PM) *

მთავრი ის კი არ არის რას აკეთებ, არამედ ის თუ რატომ აკეთებ...

მთავარია გააკეთოს და "კარგი" გააკეთოს, თორე რატომ აკეთებს ეგ სულ არაა ჩვენი საქმე. wink.gif

პ.ს. და შენი აზრით რატომ აკეთებს? unsure.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 1 2007, 09:41 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 1 2007, 02:20 PM) *

afxazi
მეგონა რომ ეს ისტორიულად მნიშვნელოვანი ვიზიტი სიხარულს გამოიწვევდა ფორუმელთა შორის. იქნებ დადგეს ნანატრი დრო და ქართველები დაუბრუნდნენ წმინდა მთას..... rolleyes.gif

მე ვისურვებ რომ პრეზიდენტს თავისი ვიზიტით,მნიშვნელოვანი წვლილი შეეტანოს ქართველი ბერების ივერონში დაბრუნებისა,თუ ღვთის წყალობით ეს მოხდა,ძალიან გამიხარდება. smile.gifღმერთმა ინებოს!

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Oct 1 2007, 11:53 PM

გიორგი

QUOTE
პოსტეთ თემის გარშემო ა

ნუ ის გავიგეთ რომ საბერძნეთში წაბრძანდა და ათონის მთას დაათვალიერებს (მოილოცავს?) რაც შეეხება ქართველი ბერების აღდგენას ათონზე , ღმერთმა აღასრულოს. ისე არა მგონია საერთოდ რომელიმე პრეზიდენტის წინადადება იქ გაითვალისწინონ

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 2 2007, 12:17 AM

ციტატა(abo @ Oct 1 2007, 11:53 PM) *

გიორგი

ნუ ის გავიგეთ რომ საბერძნეთში წაბრძანდა და ათონის მთას დაათვალიერებს (მოილოცავს?) რაც შეეხება ქართველი ბერების აღდგენას ათონზე , ღმერთმა აღასრულოს. ისე არა მგონია საერთოდ რომელიმე პრეზიდენტის წინადადება იქ გაითვალისწინონ

100% გეთანხმებით ბატონო აბო.. ილუზიები არ უნდა გვქონდეს... rolleyes.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 10:46 AM

abo

ციტატა
ისე არა მგონია საერთოდ რომელიმე პრეზიდენტის წინადადება იქ გაითვალისწინონ

საბერძნეთის მთავრობისას აუცილებლად გაითვალისწინებენ

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 2 2007, 11:22 AM

ციტატა
საბერძნეთის მთავრობისას აუცილებლად გაითვალისწინებენ

ეგ რაღა შუაშია? huh.gif დავიჯერო გგონია, საბერძნეთის მთავრობა მაგას ეტყვის, არიქა ქართველებს დაუთმეთო? ohmy.gif huh.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 11:28 AM

ketino

ციტატა
ეგ რაღა შუაშია? დავიჯერო გგონია, საბერძნეთის მთავრობა მაგას ეტყვის, არიქა ქართველებს დაუთმეთო?

პოლიტიკაა ყველაფერი, სამწუხაროდ მანდაც. თუკი საბერძნეთის მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ ქართველები იქ იყვნენ, იოლადაც გაიტანს, ამის თქმა მინდოდა

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 2 2007, 11:33 AM

კანონისტი

ციტატა
პოლიტიკაა ყველაფერი, სამწუხაროდ მანდაც. თუკი საბერძნეთის მთავრობა ჩათვლის მიზანშეწონილად, რომ ქართველები იქ იყვნენ, იოლადაც გაიტანს, ამის თქმა მინდოდა

ოოოოო...ohmy.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2007, 01:14 PM

გუშინ ტელევიზიით თქვეს, ათონის მთასაც მოინახულებსო. იქ არ იყო არანაირი საუბარი ივერონის მონასტრის დაბრუნებაზე..

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 2 2007, 01:24 PM

დაველოდით შედეგებს
როდის იქნება ნეტა? ვერ გაირკვა, ვინმე სასულიერი პირი თუ ახლდა თაან?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 02:15 PM

marine

ციტატა
გუშინ ტელევიზიით თქვეს, ათონის მთასაც მოინახულებსო. იქ არ იყო არანაირი საუბარი ივერონის მონასტრის დაბრუნებაზე..

მაგის თაობაზე ჩემთან თქვეს, ოფიციალურად ვიცი რომ არ თქმულა

k@the
ციტატა
დაველოდით შედეგებს
როდის იქნება ნეტა? ვერ გაირკვა, ვინმე სასულიერი პირი თუ ახლდა თაან?

ვერ გავარკვიე ქეთ sad.gif

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Oct 2 2007, 02:19 PM

ციტატა(marine @ Oct 2 2007, 01:14 PM) *

გუშინ ტელევიზიით თქვეს, ათონის მთასაც მოინახულებსო. იქ არ იყო არანაირი საუბარი ივერონის მონასტრის დაბრუნებაზე..



ივერონის დაბრუნებას ესაჭიროება იმდენი ბერი რამდენიც ივერონში უნდა გაიგზავნოს და მგონი ამდენი ნამდვილად არ არის....ასე, რომ ჩვენი მხრიდან რას ვახვედრებთ ესაა საკითხავი, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურადაც წარმოუდგენელია ეგეთი საკითხის დადებითად გადაწყვეტა..

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 02:23 PM

კანუდოსელი

ციტატა
ივერონის დაბრუნებას ესაჭიროება იმდენი ბერი რამდენიც ივერონში უნდა გაიგზავნოს და მგონი ამდენი ნამდვილად არ არის....ასე, რომ ჩვენი მხრიდან რას ვახვედრებთ ესაა საკითხავი, მით უმეტეს, რომ პოლიტიკურადაც წარმოუდგენელია ეგეთი საკითხის დადებითად გადაწყვეტა..


გეთანხმები, ჯერ ერთი რომ შეუძლებლად მიმაჩნია ბერძნების დაყოლიება და მეორეც - არის კი ჩვენთან ისეთი ბერები, რომლებიც ათონურ ტიპიკონს გაუძლებენ?

შეიძლება ათონზე ამჟამად მყოფი ორი თუ სამი ქართველის იქ გადაყვანა, მაგრამ ეს სიმბოლური აქტი უფრო იქნება, ვიდრე მონასტრის ქართველთათვის დაბრუნება. თანაც, ღმერთმა უწყის იმ ბერების ბედი ბერძნების ხელში (სამწუხაროდ! sad.gif )

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 2 2007, 04:12 PM

ახლახანს გავრცელებული ინფორმაციით ათონზე ორივე პრეზიდენტი გაემგზავრება

პოსტის ავტორი: ნიანია თარიღი: Oct 2 2007, 05:46 PM

ციტატა
თანაც, ღმერთმა უწყის იმ ბერების ბედი ბერძნების ხელში

იცით რაა? მე ნამდვილად არ ვიცი რატომ არ მოვწონვართ ბერძნებს? იქნებ ამიხსნათ? დავუშავეთ რამე? თუ ჩვენი ქონების დაბრუნება არ უნდა და მაგიტო.

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 2 2007, 06:50 PM

ციტატა(ნიანია @ Oct 2 2007, 03:46 PM) *

იცით რაა? მე ნამდვილად არ ვიცი რატომ არ მოვწონვართ ბერძნებს? იქნებ ამიხსნათ? დავუშავეთ რამე? თუ ჩვენი ქონების დაბრუნება არ უნდა და მაგიტო.

იცი ეგ მარტო ქართველების მიმართ არ აქვთ. ეგ ბერძნებშია biggrin.gif
მსოფლიო ცივილიზაციის განვითარებაში მათი უდიდესი წვლილის ხშირად შეხსენება უყვართ. biggrin.gif

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 2 2007, 09:00 PM

ციტატა
გეთანხმები, ჯერ ერთი რომ შეუძლებლად მიმაჩნია ბერძნების დაყოლიება და მეორეც - არის კი ჩვენთან ისეთი ბერები, რომლებიც ათონურ ტიპიკონს გაუძლებენ?

გამიგია ჩვენთან ზოგიერთი მონასტრები რომლებიც ათონზე რთული ტიპიკონით ცხოვრობენ.
ისე კარგი იქნებოდა 14 ოქტომბერს რომ ჩამოვა კონსტანტინოპოლის პატრიარქი ეხარებინა ეს ამბავი.
როგორც ვიცი ბევრი ქართული საგანძური ინახება ივერონში რომლებთანაც ბერძნები ქართველებს არ აკარებენ და საინტერესო იქნება მათი ნახვა და შესწავლა.

პოსტის ავტორი: ლილიანა თარიღი: Oct 2 2007, 09:25 PM

ციტატა(ნიანია @ Oct 2 2007, 05:46 PM) *

იცით რაა? მე ნამდვილად არ ვიცი რატომ არ მოვწონვართ ბერძნებს? იქნებ ამიხსნათ? დავუშავეთ რამე? თუ ჩვენი ქონების დაბრუნება არ უნდა და მაგიტო.

ამ კითხვეზე უფრო დაწვირელებით პასუხი იქნებ გაიცეს smile.gif რატო ეპყრობიან ქართველებს ესე ათონზე ? ამას წინათ ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ისტორია წავიკითხე თურმე ივერიელთა მონასტერში მისული არ შეუშვეს და იქიდან მომვალი ძაღლებმა დაკიბინეს მერე რუსმა ბერბმა აიყვანეს და დაბინავეს
სამწუხაროა მაგრამ რა მიზეზით გვექცევიან ესე ?

პოსტის ავტორი: ალექსანდრე თარიღი: Oct 2 2007, 11:13 PM

ციტატა(ლილიანა @ Oct 2 2007, 09:25 PM) *

ამ კითხვეზე უფრო დაწვირელებით პასუხი იქნებ გაიცეს smile.gif რატო ეპყრობიან ქართველებს ესე ათონზე ? ამას წინათ ათონზე მოღვაწე ქართველი ბერის ისტორია წავიკითხე თურმე ივერიელთა მონასტერში მისული არ შეუშვეს და იქიდან მომვალი ძაღლებმა დაკიბინეს მერე რუსმა ბერბმა აიყვანეს და დაბინავეს
სამწუხაროა მაგრამ რა მიზეზით გვექცევიან ესე ?

არაფერია, ღმერთი ყველაფერს ხედავ smile.gif

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Oct 3 2007, 11:30 AM

ციტატა
შეიძლება ათონზე ამჟამად მყოფი ორი თუ სამი ქართველის იქ გადაყვანა, მაგრამ ეს სიმბოლური აქტი უფრო იქნება, ვიდრე მონასტრის ქართველთათვის დაბრუნება. თანაც, ღმერთმა უწყის იმ ბერების ბედი ბერძნების ხელში (სამწუხაროდ! )


მე სულ სხვა ინფორმაცია მაქვს, - რო გაიგებენ რომ მართმადიდებელი ხარ-- ვსიო პროგლება არაა როგორც თავისიანს ისე გიყურებენ. საერთოდაც ქართველები ძალიანაც უყვართ თურმე.

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 3 2007, 12:14 PM

Iona

ციტატა
მე სულ სხვა ინფორმაცია მაქვს, - რო გაიგებენ რომ მართმადიდებელი ხარ-- ვსიო პროგლება არაა როგორც თავისიანს ისე გიყურებენ. საერთოდაც ქართველები ძალიანაც უყვართ თურმე

მოსალოცად თუ ჩადიხარ, შესაძლოა. მაგრამ აი დარჩენაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ სხვაა wink.gif

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Oct 3 2007, 12:21 PM

ციტატა(კანონისტი @ Oct 3 2007, 11:14 AM) *

Iona

მოსალოცად თუ ჩადიხარ, შესაძლოა. მაგრამ აი დარჩენაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ სხვაა wink.gif

smile.gif ზუსტად ეგ დანარჩენი არ აწყობთ,თორემ ისე რა თქმა უნდა სტუმარი ღვთისაა! biggrin.gif

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 3 2007, 03:24 PM

პრეზიდენტს ათონის მთაზე თან ახლდა მისი მაღალყოვლადუსამღვდელოესობა, ჭყონდიდელი მთავარეპისკოპოსი პეტრე wub.gif



IPB-ს სურათი

პრეზიდენტი ათონის ივერთა მონასტერში

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Oct 3 2007, 05:14 PM

ვიზიტის შედეგები უკვე გახმაურებულია?
ახალი არაფერია აქეთ?

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Oct 3 2007, 05:26 PM

k@the

ციტატა
ვიზიტის შედეგები უკვე გახმაურებულია?
ახალი არაფერია აქეთ?

ვნახოთ აბა, ნელ-ნელა მოდის ხოლმე ამბები smile.gif დაველოდოთ smile.gif

IPB-ს სურათი

პრეზიდენტი ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატთან

პოსტის ავტორი: პატრიოტი თარიღი: Oct 3 2007, 10:27 PM

ახლდა, რომელიღაც ქართველი სასულიერო იერარქი.

პოსტის ავტორი: ketino თარიღი: Oct 4 2007, 12:42 AM

ციტატა
ახლდა, რომელიღაც ქართველი სასულიერო იერარქი.

საიდან იცი ამდენი შე აგენტო... biggrin.gif გრიფით საიდუმლო მასალები როგორ ხვდება შენს ხელში? ჰაა?

პოსტის ავტორი: Iona თარიღი: Oct 4 2007, 11:37 AM

ციტატა
Iona

ციტატა
მე სულ სხვა ინფორმაცია მაქვს, - რო გაიგებენ რომ მართმადიდებელი ხარ-- ვსიო პროგლება არაა როგორც თავისიანს ისე გიყურებენ. საერთოდაც ქართველები ძალიანაც უყვართ თურმე

მოსალოცად თუ ჩადიხარ, შესაძლოა. მაგრამ აი დარჩენაზე თუ მიდგა საქმე, მაშინ სხვაა

დარჩენაზე? მაგას ვერ მოთხოვ რომ აუცილებლად მიგიღონ, თავიანთი საქმეა უნდათ მიგიღებენ უნდათ არა. პრინციპში ალბათ ყველგან მასეა.

პოსტის ავტორი: გრიგოლი თარიღი: Jun 26 2009, 03:30 PM

,, კანონისტი" თკვენზე გული მწყდება. განათლებული ჩანხართ და მოწყვეტილი ხართ რეალობას. მწიგნობრობის შთაბეჭდილებას ტოვებთ.

პოსტის ავტორი: zegardeli თარიღი: Jun 26 2009, 03:47 PM

ერთი მითხარით, ბერძნები, რომლებმაც ბევრი სისხლი ჩაანთხიეს ჩვენთვის ამ წმინდა ადგილების წართმევაში რამეს დაგვიბრუნებენ? ან ეხლა მიშა მაგისთვისაა წასული იქ?
ის, რომ როდესმე ის სიწმინდეები დაგვიბრუნდება მჯერა, მაგრამ დღევანდელი ხელისუფლება მხოლოდ თუ დაგვაკარგინებს რამეს და პირველ რიგში აქაურობას, თორემ ეხლა ეგენი ივერონს დაგვიბრუნებენ?
ისე კი მარტო ხელისუფლების ბრალი არაა ყველაფერი, რაც კი ცუდი ხდება, არამედ ჩვენიც.

პოსტის ავტორი: Do Kamo თარიღი: Nov 11 2009, 01:09 AM

მაგ დროს, 2007 წლის შემოდგომაზე, ოქრუაშვილის და ბადრის ამბები იყო და საჩქაროდ გაქუსლა ათონის მთაზე, მართლმადიდებლური "იმიჯის" შესაქმნელად. biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)