IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

6 გვერდი V  1 2 3 > »   
Reply to this topicStart new topic
> რა გჭირდებათ?, ჩვენი ვალია დაგეხმაროთ
თათი87
პოსტი Mar 2 2007, 05:43 PM
პოსტი #1


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ერთ-ერთ თემაში ასეთი პოსტი წავიკითხე : ხშირად მანდ დარჩენილები არც კი ფიქრობენ დახმარება გაუწიონ უცხოეთში წასულ ხალხს ( მაპატიეთ თუ ზუსტი პერეფრაზი ვერ გავაკეთე, მაგრამ აზრი ასეთი იყო)
ამიტომ გამიჩნდა სურვილი გამეხსნა ეს თემა!



მოდით აქ დაწერეთ ვის რა გჭირდებათ (ქართულის რვეულები ბავშვებისთვის, დედა ენა, ან თუნდაც სამშობლოს ნოსტალგიის ოდნავ გამქარვებელი რამე) და ჩვენ ვეცდებით აქედან რამით დაგეხმაროთ! გავაკეთოთ ყველაფერი რაც შეგვიძლია.



იმედია ეს წამოწყება იდეად არ დარჩება და ხალხი გამოეხმაურება smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
leli
პოსტი Mar 3 2007, 09:34 PM
პოსტი #2


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 19
რეგისტრ.: 9-December 06
წევრი № 661



მეც გიერტდებით smile.gif კარგი იდეაsmile.gif იქ მყოფ ქართველებს მართლაც სჭირდებათ დახმარება...პირველ რიგში სითბო smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 3 2007, 11:45 PM
პოსტი #3


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



ციტატა
იქ მყოფ ქართველებს მართლაც სჭირდებათ დახმარება...პირველ რიგში სითბო

სითბოზე არ მაქვს აქ საუბარი! სითბო ყველას მიმართ უნდა გამოვამჟღავნოთ არა მარტო ემიგრანტების მიმართ! და ისიც მიუღებელია ჩემთვის ემიგრანტს თბილად მოვექცე მხოლოდ მისის სტატუსის გამო. ეს უბრალოდ თამაში იქნება ურთიერთობაში smile.gif


აქედან ემიგრანტებს მატერიალურად დავეხმაროთთქო რომ ვთვქვა სასაცილო იქნება! smile.gif
მაგრამ შეგვიძლია გავუგზავნოთ ისეთი ნივთები, რომლებსაც იქ ვერ იშოვიან და ამ ნივთებს იმისთვის გამოიყენებენ რომ თავიანთი ქართველობა არ დაკარგონ, არ დაივიწყონ ვისი გორისანი არიან და შესაბამისად მომავალი თაობაც ქართველებად აღზარდონ smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 3 2007, 11:51 PM
პოსტი #4


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



წოწ რა მაგარი თემააა
მომწონს მომწონს wub.gif

მეც თქვენს გვერდით მიგულეთ smile.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoheli
პოსტი Mar 4 2007, 08:17 PM
პოსტი #5


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-February 07
წევრი № 1,114



მე მგონი ეს ყველაფერი ჩემი პოსტის შემდეგ დაიწერა.
დიდი მადლობა ძვირფასებო! პირველ რიგში ჩვენ გვინდა ,რომ თქვენი ნდობა დავიმსახუროთ, გვენდეთ იმაში, რომ უცხოეთში გაზრდილი პატარა ქართველების უმრავლესობა არ იქნება დაკარგული ჩვენი ქვეყნისათვის, გვენდეთ იმაში, რომ ჩვენც გვიყვარს ჩვენი ქვეყანა, მიუხედავად იმისა, რომ "მივატოვეთ" და გვენდეთ იმაშიც, რომ "თუ დავსჭირდი მე ჩემს მამულს, თავზე შემოვევლები"...
ძალაინ კარგი იდეაა, მე მაქვს ღმერთის წყალობით ბევრი ქართული საბავშვო ლიტერატურა.
მე კი ასეთ რამეს შემოგთავაზებთ: კარგი ხომ არ იქნებოდა, რომ გაცვლითი ფორმა მიეღო ამ იდეას? თქვენც ხომ გჭირდებათ რაღაცეები აქედან, ხოდა თუ თქვენც მოინდომებთ რამეს გვითხარით, ჩვენ კი მოგთხოვთ იმას , რაც ჩვენ გვჭირდება და ასე კი "ბარი- ბარში ვიქნებით biggrin.gif wub.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 5 2007, 06:30 PM
პოსტი #6


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



geoheli
მართალი ხარ! ამ თემის იდეა შენმა პოსტმა დაბადა smile.gif
უბრალოდ გავიაზრე, რომ ადვილია მოითხოვო "ემიგრანტებო არ დაუკარგოთ მომავალი თაობა სამშობლოს", შენ კი არც დაფიქრდე რა შეგიძლია გააკეთო იმისთვის, რომ ეს თაობა, თუნდაც უცხო მიწაზე გაზრდილი, საქართველოს სიყვარულით იყოს ანთებული smile.gif

ეს იქნება მცირედი ვალის დაბრუნება სამშობლოსთვის, ანუ თამამად დაწერეთ რა გჭირდებათ!
ციტატა
"ბარი- ბარში ვიქნებით



ნუ მაგასაც არაუშავს tongue.gif
მაგრამ ის რომ გვეცოდინება რომ თუნდაც ერთი ემიგრანტი ბავშვის ქართველობაში წვლილი გვაქ შეტანილი, ეს უფრო ფასეულია smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 5 2007, 10:07 PM
პოსტი #7


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



სალამი ყველა ფორუმელს. რამოდენიმე დღეა რაც თქვენს ფორუმს თვალს ვადევნებ და გული სითბოთი მევსება. თითქოს უკვე ყველა თქვენგანს ვიცნობ, თითქოს ყველნი ჩემი ახლობლები ხართ. აქამდე არცერთ ფორუმზე არ ვყოფილვარ და არც გუნებაში მქონია ასეთი რამ, მაგრამ აქ თქვენმა საუბრებმა სურვილი აღმიძრა თქვენამდე ხმა მომეწვდინა. განსაკუთრებით კი ამ თემამ ემიგრანტებზე. ყველა თემა ძალიან საინტერესოა, თქვენი სურვილები, თქვენი ფიქრები, თქვენი ხალისიც და ვისურვებ, რომ ღმერთმა ყველა თქვენი კეთილი სურვილი რეალობად აქციოს. ვირტუალური გარემო ყოველთვის ალამაზებს რეალობას, მაგრამ ეს თქვენი ურთიერთობა, თქვენი ფიქრები და საუბრები უამისოდაც ლამაზია. დარჩით მუდამ ასეთნი ლამაზნი, როგორც ეხლა ხართ, გიყვარდეთ ყოველთვის ისე, როგორც ეხლა გიყვართ...

თათი, მადლობა შენ და ყველა ფორუმელს. თუნდაც მარტო იმისთვის, რომ სურვილი გაქვთ დაეხმაროთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით პატარებს. ბევრი რამ გვაკლია, ყველას მაგივრად ვერ ვიტყვი, ყველას თავისებურად უყვარს, მაგრამ ალბათ ყველა მათგანმა იცის, რომ მეორე საქართველოს ვერავინ ვერ იპოვის უცხოეთში. სხვა საქართველო არ არის, ერთია! იცით, თქვენი ასეთი ფიქრი, ზრუნვა უკვე საამოა. თუნდაც ასეთი ინტერნეტ გვერდის არსებობა რაღაცნაირი კავშირია საქართველოსთან. მე ერთ რამეს ვისურვებდი, შეინახეთ საქართველო, თქვენი, ჩვენი საქართველო. ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება...

მოგვწერეთ რაც შეიძლება მეტი, მოგვიყევით როგორ აფეთქდება ეს გაზაფხული, როგორ აყვავდება ნუში, როგორ დაითვრება ყვავილების სურნელში მთა-ბარი, როგორ გალამაზდება თბილისი, როგორი ფირუზისფერია ეხლა ცა…

ჩვენ ყველაზე მეტად მანდ ყოფნა გვაკლია… ყველანი გვიყვარხართ და გვენატრებით…


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
თათი87
პოსტი Mar 5 2007, 10:26 PM
პოსტი #8


თამარი
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 4,290
რეგისტრ.: 13-January 07
მდებარ.: sul axlos
წევრი № 852



იმერელი
პირველ რიგში კეთილი იყოს შენი ამ ფორუმზე დარეგისტრირება smile.gif

ციტატა
სურვილი გაქვთ დაეხმაროთ უცხოეთში მყოფ ქართველებს, განსაკუთრებით პატარებს.


სურვილი ერთია , მაგრამ მთავარი მაინც ისაა როგორ განვახორიელებთ ამ იდეას smile.gif


ციტატა
ადრე თუ გვიან, ბოლოს მაინც ყველა ბრუნდება...


ბუდიდან გადავრდნილი და ქარს გაყოლილი ბარტყი ყოველთვის უბრუნდება თავის ბუდეს smile.gif ჩვენი ემიგრანტების უმრავლესობაც ასეა! smile.gif

ციტატა
მოგვიყევით როგორ აფეთქდება ეს გაზაფხული, როგორ აყვავდება ნუში, როგორ დაითვრება ყვავილების სურნელში მთა-ბარი, როგორ გალამაზდება თბილისი, როგორი ფირუზისფერია ეხლა ცა…


ამ სიტყვებმა თვალები ამიცრემლიანა ! წარმოვიდგინე რა ძნელია გენატრებოდეს მშობლიური ჰაერი, მიწა, მთები და ველები და ამ მონატრებას ვერაფერი გიკლავდეს smile.gif
ძნელია სიშორე !!! მაშინ როცა სამშობლო შენთან ახლოა smile.gif


--------------------
- ცოდვილთა შორის უცოდვილესი მე ვარ!




დე, ასე იყოს! შენში მიყვარს მე ის არსება,
ვისაც განგებამ განუწესა ჩემთან მსგავსება.



მაუწყე მე, უფალო, რომელი გზით ვიარო
ფსალმ. 142,8
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 5 2007, 10:37 PM
პოსტი #9


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



მე პირადად უკვე მივიგე თქვენგან სითბო. ჩემთვის ეს მთავარია. დანარჩენს დრო გვიჩვენებს. ჩვენიანი ბევრი მგზავრობს. თითქმის ყოველ ჩამოსვლაზე ამანათს თუ არა მოკითხვას მაინც აბარებენ smile.gif

კი, ძნელია სიშორე, როცა სამშობლო შენთან ახლოსაა.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 6 2007, 07:22 PM
პოსტი #10


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



გუშინ ვფიქრობდი, რა შეიძლება დამჭირვებოდა ან როგორ შეიძლებოდა რამე მეთხოვნა. ალბათ ყველას თან აქვს წაღებული ის, რაც მისთვის ძვირფასი იქნებოდა. მაგრამ აქ ლაპარაკია ალბათ პატარებზე. მათთვის კი ყველაზე საუკეთესო წიგნია, ქართული წიგნი, რასაც აქ ვერ იყიდი. თუმცა იყიდი, მაგრამ უცხო ენაზე. თუკი თაროზე ქართული წიგნი იდება ადრე თუ გვიან მაინც იპოვის მკითხველს.

ან კიდევ საბავშო სიმღერები, კონცერტების ჩანაწერები, რაზეც პატარებს გულისყური გაურბით.

ადრე ბასტი-ბუბუ ძალიან პოპულარული იყო. კონცერტებიც ბევრი ქონდათ. თუ არის მათი კონცერტები ლაზერულ დისკებზე ჩაწერილი?


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 6 2007, 07:33 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



თქვენ რა დაგჭირდებათ ჩვენგან?


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 6 2007, 10:42 PM
პოსტი #12


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



იმერელი

ძალიან ლამაზ საიტს მივაგენი, საბავშოა იმედია მოგწონება smile.gif
საიტს ასე ქვია,
ეძღვნებათ უცხოეთში მცხოვრებ პატარა ქართველებს


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 6 2007, 10:52 PM
პოსტი #13


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



გაგიმარჯოს. გაიხარეთ. რატომღაც ჩემს გარდა არავინ არაფერს წერს. ვგულისხმობ უცხოეთში მყოფმა რომ სურვილი დაწეროს. გყაავთ კი ასეთები ამ ფორუმზე? (მე მხოლოდ რამოდენიმეში ამოვიცანი უცხოეთში მყოფი). მე თქვენმა სურვილმა უბრალოდ გამახარა და გამოგეხმაურეთ. არც თქვენ მინდა რომ გაწყენინოთ და არც ვიცი რა გთხოვოთ ისეთი.

ვიცი ეს საიტი. ძალიან კარგია. მეც სიამოვნებით ვკითხულობ მანდ ლექსებს და მოთხრობებს.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნიკოლოზ_V
პოსტი Mar 6 2007, 10:54 PM
პოსტი #14


მეფე
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,664
რეგისტრ.: 26-September 06
მდებარ.: London
წევრი № 221



ციტატა(იმერელი @ Mar 6 2007, 10:52 PM) *

გაგიმარჯოს. გაიხარეთ. რატომღაც ჩემს გარდა არავინ არაფერს წერს. ვგულისხმობ უცხოეთში მყოფმა რომ სურვილი დაწეროს. გყაავთ კი ასეთები ამ ფორუმზე? (მე მხოლოდ რამოდენიმეში ამოვიცანი უცხოეთში მყოფი). მე თქვენმა სურვილმა უბრალოდ გამახარა და გამოგეხმაურეთ. არც თქვენ მინდა რომ გაწყენინოთ და არც ვიცი რა გთხოვოთ ისეთი.

ვიცი ეს საიტი. ძალიან კარგია. მეც სიამოვნებით ვკითხულობ მანდ ლექსებს და მოთხრობებს.



კი არინ უცხოეთში მყოფინი smile.gif

ეს საიტი ეხლა ვიპოვე smile.gif ძალიან მომეწონა, თითქმის ყველაფერია ბავშვებისთვის smile.gif


--------------------
ადამიანი ან ქრისტეს უნდა ეკუთვნოდეს, ან ეშმაკს; საშუალო, გაურკვეველი მდგომარეობა არ არსებობს!

User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 6 2007, 11:09 PM
პოსტი #15


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



მართლა ძალიან კარგია. მე ბევრ საიტს მივაგენი სადაც ქართველი მწერლების ნაწარმოებებია შეტანილი ელექტრონულ ფორმატში. ალბათ არავინ წაიღებს უცხოეთში "დიდოსტატის მარჯვენას" (წონის გამო), აქ კი უკვე შეგიძლია წაიკითხო როცა მოგინდება. ძალიან გამეხარდა ასეთი საიტის აღმოჩენა. ჩემი აზრით დიდებულ საქმეს აკეთებენ ეს ადამიანები. მაგრამ სამწუხაროდ აქაც პრობლემებია. იგივე ინტერნეტში წავიკითხე, რომ ეროვნული ბიბლიოთეკის ეს განყოფილება, რომელიც სწორედ ამას აკეთებდა რომ ქართული მწერლობა შეეტანა ელექტრონულ ფორმატში, თითქოს დაიხურაო. არც ვიცი ვის აწყობს ასეთი რამ და მართალია თუ არა. არ მეჯერება. იქნებ გაიგოთ ამის შესახებ სიმართლე? ესეც ერთგვარი დახმარებაა, ხომ მეთანხმებით?

http://www.nplg.gov.ge/gsdl/cgi-bin/librar...me&l=ka&w=utf-8

აი ის სტატია რომელზეც ვსაუბრობ
http://www.opentext.org.ge/07/sakartvelos-.../036/036-20.htm

იცით, ის საიტი რომ მოვიძიე იმ დღეს ერთბაშად გავმდიდრდი. წარმოიდგინეთ სახლში რამოდენიმე ერთეული ქართული წიგნი და უცებ ამხელა ბიბლიოთეკა შენს ხელთაა.
ცოდვაა ერთი მხირვ ამ საიტის გაუქმება და მეორეს მხრივ იმ ხალხის ღვაწლის არდაფასება ვინც ეს გააკეთა.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Mar 7 2007, 04:14 PM
პოსტი #16


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იმერელი
ღმერთმა გაგახაროს!

ძალიან მცირედით თუ შევძლებ უცხოეთში მყოფს გავუგო, სულ 10 დღე ვიყავი თურქეთში და ისე მომენატრა საქართველო, რომ როცა დავბრუნდი მგონი სარფიდან ქუთაისამდე ვმღეროდი.... biggrin.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 7 2007, 04:22 PM
პოსტი #17


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ციტატა(კანონისტი @ Mar 7 2007, 04:14 PM) *

იმერელი
ღმერთმა გაგახაროს!

ძალიან მცირედით თუ შევძლებ უცხოეთში მყოფს გავუგო, სულ 10 დღე ვიყავი თურქეთში და ისე მომენატრა საქართველო, რომ როცა დავბრუნდი მგონი სარფიდან ქუთაისამდე ვმღეროდი.... biggrin.gif


რა კარგია, რომ ბევრნი ხართ და ასე ფიქრობთ. მაგრამ უფრო ბევრი მგონი "ევროპელობას" ცდილობენ. მე არ მიყვარს გამონათქვამი "ჩვენ ვართ ევროპელები". არა ბატონო, ჩვენ ვართ ქართველები! ყველგან, ცუდიც და კარგიც, ქართველები ვართ.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იმერელი
პოსტი Mar 12 2007, 11:47 PM
პოსტი #18


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 99
რეგისტრ.: 5-March 07
მდებარ.: შვეიცარია
წევრი № 1,267



ციტატა(ქავთარაძე @ Mar 12 2007, 11:09 PM) *

იმერელი
მე ახლობელი მყვას იტალიაში, ესეიგი მისი თქმით ქართველების 90 % ან ნარკომანია ან ქურდი ან ორივე ერთად. ყველაფერი ძვირიანი რაც იყიდება მაღაზიებში იგივეს იყიდი ქართველისგან ბევრად ნაკლებადო. შენ შვეიცარიაში ხარ smile.gif ძალიამ მიყვარს ეგ ქვეყანა მაგრამ ძნელია მანდ ცხოვრება sad.gif სამსახური გაქ?


არ ვიცი რამდენი პროცენტია ნარკომანი და ქურდი, მაგრამ ეგეთები მარტო უცხოეთში არ არიან. ნარკომანია საქართველოშიც პრობლემაა. თანაც დიდი პრობლემა. სიმართლეა ის, რომ აქ ჩამოსულები ძირითადად ბარდებიან ლტოვლილებად. მათ შეზღუდული უფლებები აქვთ და სანამ მათი სასამართლო არ შედგება, ანუ არ გარკვევა ის, თუ რამდენად ლტოლვილები არიან, არ შეუძლიათ გარკვეული ტერიტორიის დატოვება. მე გადმოცემით ვიცი, რომ ეს ტერიტორია ყაზამასავითაა და იქ ყოფნა რთულია. მათ სახელმწიფო უხდის შემწეობას, მაგრამ ეს ძალიან ცოტაა. მათი ძირითადი მიზანი ხომ ფულის შოვნაა. ზოგი ოჯახს ეხმარება ამით, ზოგი კი საკუთარი სიამოვნებისთვის შოულობს ფულს. ხოდა ხშირად უხდებათ კანონის დარღვვა. თუმცა ფულის შოვნის ეს მეთოდები ქართველების მოგონილი არაა. ბევრია ალბანელი, უკრაინელი და სხვადასხვა. თუმცა ჩვენ ჩვენი გვტკივა.

ცხოვრების სირთულეს რაც შეეხება, ცხოვრება ყველგან რთულია. მითუმეტეს თუ სხვის ქვეყანაში ხარ და სხვისი წესებით უნდა იცხოვრო. თუ ამ წესებს ვერ შეეგუე, ვერ იცხოვრებ. არადა აქაური მენტალიტეტი ძალიან განსხვავდება ქართულისგან.

მაგრამ არიან აქ ისეთებიც ვისაც მუშაობის უფლება აქვს მიღებული. მე აქ ვმუშაობ ერთერთ სამეცნიერო ინსტიტუტში. არის რამოდენიმე ოჯახი, რომელიც საფუძვლიანად არის მოწყობილი და მუშაობს საკმაოდ პრესტიზულ ადგილზე, ზოგსაც მიღებული აქვს მოქალაქეობა და თავისი სტატუსით შეუძლია იცხოვროს. არის შერეული ოჯახებიც, ქართველები გათხოვილები არიან უცხოელებზე. მაგრამ ჩვენ უმცირესობა ვართ.
იმის გამო, რომ ჩვენი ქვეყანა ითველბა განვითარებად ქვეყანად ჩვენზე დიდი კონტროლია. ასე რომ ვცხოვრობთ როგორც შეგვიძლია. იმედია, რომ ყველაფერი გამოსწორდება და ყველა თავის საქმეს მოეკიდება პატიოსნად.

ზოგისგან გამიგონია, ჩვენ არ ვჭირდებით ჩვენს ქვეყანას და ამიტომაც წამოვედითო. შეიძლება გაუჭირდეს ადამიანს და რადგან სამსახური არ არის საქართველოში წახვიდე სხვაგან და მიიღო მუშაობის უფლება, მაგრამ ”არ ვჭირდებიო” არ უნდა თქვა. მე ვიტყოდი, რომ ქვეყანას კი არ უნდა სჭირდებოდე და გეძახდეს, შენ უნდა გამოადგე ქვეყანას. ხოლო თუ არაფრს არ წარმოადგენ და არაფერი არ შეგიძლია, არც შენს ქვეყანას დაჭირდები მაშინ და უცხოს ხომ მითუმეტეს.


--------------------
უფალო შეგვიწყალე

"ჩონგური საქართველოა, სიმები ჩვენ ვართ ყველაო, ერთი მათგანიც რომ გაწყდეს მაშინვე უნდა შველაო."
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natikunia
პოსტი Mar 13 2007, 01:34 PM
პოსტი #19


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 2
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,213



რამდენიმე ხანია ინტერესით ვკითხულობ ფორუმის ამ თემას. მინდა შევთავაზო უცხოეთში მცხოვრებ თანამემამულეებს, თუ სურვილი აქვთ, მოგვწერონ წერილები, გაგვიზიარონ თავიანთი შეხედულებები და ჩვენ, მართლმადიდებლური ჟურნალი ..დედაეკლესია.. გამოვაქვეყნებთ მათ წერილებს. პატივისცემით
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
geoheli
პოსტი Mar 14 2007, 05:17 PM
პოსტი #20


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 16
რეგისტრ.: 18-February 07
წევრი № 1,114



რა გვჭირდება?
მეგობრობა და თქვენი სიყვარული. მერე რა, რომ შორსა ვართ, ღმერთის წყალობით არის ინტერნეტი, ტელეფონი და ა.შ. ურთიერთ გაგება და კარგი მეგობრულ ნათესაური მოკითხვა გვჭირდება და თქვენი კარგად ყოფნა!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

6 გვერდი V  1 2 3 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 25th April 2024 - 09:50 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი