IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> აღრიცხვა-რეგისტრაციები საელჩოებში!!!, უცხოეთში მცხოვრებთა საყურადღებოდ, ნახეთ!
k@the
პოსტი Apr 6 2008, 12:18 AM
პოსტი #1


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



უცხოეთში მყოფ საქართველოს მოქალაქეთა საყურადღებოდ!!!


მიმდინარეობს საქართველოს მოქალაქეთა აღრიცხვა და რეგისტრაცია საქართველოს საელჩოებში.

მე როგორც გავიგე, გერმანიაში ვიზის გაგრძელების დროს ითხოვენ საელჩოში აღრიცხვაზე ყოფნას და დროზე მიხედეთ, რადგან ეგ აღრიცხვაც დროსთაანაა დაკავშირებული.

ქვემოთ მოყვანილ ლინკებზე ნახავთ ასევე ფორმულარებს, რაც უნდა ამოიბეჭდოს და შეივსოს.

---
ინფორმაცია საკონსულო აღრიცხვის შესახებ


საკონსულო აღრიცხვა

საკონსულო აღრიცხვა - საელჩოს საკონსულო სამსახურში საკონსულო აღრიცხვაზე დადგომა სავალდებულოა საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქისათვის. საკონსულო აღიცხვაზე დადგომა უფასოა.

საქართველოს მოქალაქემ, რომელიცი დგება საკონსულო აღრიცხვაზე უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) განცხადება-ანკეტა;

ბ) საქართველოს მოქალაქის მოქმედი პასპორტის ან პირადობის მოწმობის ასლი;

გ) 3 ფოტოსურათი ზომით 3X4 სმ.



საკონსულო აღრიცხვას ექვემდებარებიან:


ა) საზღვარგარეთ მუდმივად მცხოვრები საქართველოს მოქალაქეები;

ბ) ერთ თვეზე მეტი ვადით საზღვარგარეთ მყოფი, მათ შორის სასწავლებლად, სამუშაოდ ან სამსახურეობრივი მივლინებით მყოფი, საქართველოს მოქალაქეები;

გ) 16 წლის ასაკს მიღწეული საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები;

დ) საპარლამენტო და საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობის უფლების მქონე საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც არჩევნების ჩატარების დღისათვის იმყოფებიან საზღვარგარეთ და ექვემდებარებიან რეგისტრაციას საქართველოს საარჩევნო კოდექსით განსაზღვრული წესის შესაბამისად.

2. 16 წლამდე ასაკის, აგრეთვე მეურვეობის და მზრუნველობის ქყეშ მყოფი, საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეები საკონსულო აღრიცხვაზე დგებიან მშობლებთან, მეურვეებთან, მზრუნველებთან ან სხვა კანონიერ წარმომადგენლებთან ერთად. მათი დამოუკიდებლად საკოსნულო აღრიცხვაზე დაყენება დასაშვებია მხოლოდ ზემოხსენბულ პირთა წერილობითი თანხმობით.



ა),ბ),გ) და დ) პუნქტებით განსაზღვრული გარემოებების არსებობისას, საქართველოს მოქალაქე ამ ფაქტს 10 დღის ვადაში აცნობებს საკონსულო სამსახურს.




აღრიცხვის შესახებ დაწვრილებით ნახავთ აქ!


------

ინფორმაცია რეგისტრაციის შესახებ


რეგისტრაციია

რეგისტრაცია - საელჩოს საკონსულო სამსახურში რეგისტრაციის გავლა სავალდებულოა საქართველოს მხოლოდ იმ მოქალაქეებისათვის, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ საზღვარგარეთ და აქვთ მუდმივი ცხოვრების დამადასტურებელი ნებართვა (ე.წ. "Unbefristet"). რეგისტრაციის დროს მოხდება ახალი პირადობის მოწმობისა გაცემა, რომელშიც მითითებული იქნება უცხოეთში საცხოვრებელი მისამართი (რეგისტრაციისთვის და პირადობის მოწმობის გაცემისათვის გადაიხდევინება მხოლოდ პირადობის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი თანხა). აღნიშნული კატეგორიის მოქალაქეები, ასვე, უნდა დადგნენ საკონსულო აღიცხვაზე (საკონსულო აღრიცხვის წესი და პირობების იხილეთ საელჩოს ვებ-გვერდზე).

რეგისტრაცისათვის საქართველოს მოქალაქემ უნდა შეავსოს განცხადება-ანკეტა (ფორმა ¹1, ანკეტა იბეჭდება თაბახის ორივე გვერდზე) და წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

ა) მასპინძელ ქვეყანაში ლეგალურად ყოფნის დამადასტურებელი საბუთი, რომელიც შეიძლება იყოს ასლი პასპორტიდან ან ცალკე ცნობის სახით.

ბ) მასპინძელ ქვეყანაში ყოფნის მიზეზის მაჩვენებელი საბუთი (თუ სწავლობთ - სტუდბილეთი, თუ დაქორწინებული ხართ - ქორწინების მოწმობა თუ მუშაობთ - წერილი სამსახურიდან და ა.შ.) თუ მოქალაქეს მსგავსი საბუთის წარმოდგენა არ შეუძლია, მაშინ უნდა წარმოადგინოს წერილი უცხოელთა განყოფილებიდან (Ausländerbehörde), სადაც უნდა იყოს აღნიშნული რა დროიდან იმყოფება იგი მასპინძელ ქვეყანაში, რა მიზეზით ეძლევა ცხოვრების უფლება, როგორია მისი ყოფნის სტატუსი.

გ) ცნობა საცხოვრებელი ადგილიდან მასპინძელ ქვეყანაში, სადაც უნდა იყოს აღნიშნული მისამართი და მოქალაქეობა, რომლითაც განმცხადებელი არის რეგისტრირებული (ახალი თარიღით).

დ) პირადობის მოწმობა - მათ ვინც გერმანიაში მიიღო მუდმივი ცხოვრების ნებართვა და უნდა გაიაროს რეგისტრაცია. ეს პუნქტი არ ეხება იმ მოქალაქეებს, რომელთაც პირადობის მოწმობა ჩააბარეს საქართველოში საზღვარგარეთ მუდმივ საცხოვრებლად გასვლასთან დაკავშირებით. ორივე კატეგორიის მოქალაქეებზე, ასევე, ვრცელდება პირადობის მოწმობის მიღებისათვის გათვალისწინებული საბუთების წარმოდგენა.

ე) პასპორტის ასლი - მხოლოდ ის გვერდები, სადაც არის ფოტოსურათი, მოქმედების ვადის გაგრძელების აღნიშვნა (თუ ასეთი არსებობს), ქვეყანაში ყოფნის უფლება.

ვ) 2 ბიომეტრული ფოტოსურათი ზომით 3,5X4,5 (ფოტოსურათი გადაღებული უნდა იყოს შესაბამის ასაკში, მინიმუმ 8 მეგაპიქსელიანი, თეთრ ფონზე სპეციალური განათებით, პრიალა ქაღალდზე გადაღებული სურათი, სადაც ფოტოს 70-80%-ს უნდა იკავებდეს სახის გამოსახულება).

ზ) ცარიელი, მარკებდაკრული კონვერტი, რომელსაც უნდა ეწეროს თქვენი მისამართი.

თ) წერილობითი განცხადება საკონსულოს სახელზე.

ი) თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

(საკონსულო აწარმოებს მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებას)

პირს, რომელიც ექვემდებარება რეგისტრაციას გადახდილი უნდა ჰქონდეს პირადობის მოწმობის გაცემისათვის დადგენილი თანხა.

თქვენ უნდა მიაწოდოთ საკონსულოს შევსებული ანკეტები და შესაბამისი საბუთები ფოსტის მეშვეობით.

რეგისტრაციის და შესაბამისად, პირადობის მოწმობაში ხელის მოსაწერად ჩამოსვლა აუცილებელია. ჩამოსვლისას თან უნდა იქონიოთ პასპორტი. რეგისტრაციის გასავლელად საჭიროა ხუთი სამუშაო დღე. თუ პასპორტს არ აქვს მოქედების ვადა გასული, ვადაგასული პასპორტის შემთხვევაში უცხოეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების საბუთები იგზავნება საგარეო საქმეთა სამინისტროს საკონსულო დეპარტამენტში და პირადობის მოწმობა გაიცემა საბუთების მიღების დღიდან ერთი თვის ვადაში.



რეგისტრაციის შესახებ დაწვრილებით ნახავთ აქ!


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Apr 7 2008, 05:08 PM
პოსტი #2


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



კარგი გოგო ხარ ქეთი რომ შეგვატყობინე, ხომ იცი პასპორტის გაგრძელება ყოვლეთვის პრობლემაა. დრო რომ არ დავკარგო მერე, მივხედავ მაგ საქმესsmile.gif


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 7 2008, 06:42 PM
პოსტი #3


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



iako
მეც მისახედი მაქვს, ყველაზე მეტად სურათის გადაღება მეზარება. არ მცალია ეხლა სამხაურიდან რომ გავიდე, არადა 6-მდე მუშაობენ. ალბათ გადამედება მაგ პროპლემის მოგვარება 2 კვირით მაინც.


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Apr 7 2008, 07:44 PM
პოსტი #4


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ქეთ, ეგ მარტო გერმანიში მყოფებს ეხებათ თუ ყველა სხვა ქვეყანაში მყოფებს? smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
კანონისტი
პოსტი Apr 7 2008, 07:46 PM
პოსტი #5


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



იოანა
...και στην Ελλάδα yes.gif tongue.gif

როგორც ვიცი smile.gif


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
იოანა
პოსტი Apr 7 2008, 07:47 PM
პოსტი #6


აკურთხევს სული ჩემი უფალსა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 3,554
რეგისტრ.: 23-July 06
წევრი № 5



ციტატა(კანონისტი @ Apr 7 2008, 06:46 PM) *

იოანა
...και στην Ελλάδα yes.gif tongue.gif

როგორც ვიცი smile.gif


ეუFხარისტო პოლი smile.gif


--------------------
თავის სახედ და ხატად შექმნა ღმერთმა ადამიანი და ამ არსების უპირველესი დანიშნულებაა თანდათანობით უფროდაუფრო ემსაგვსოს შემქმნელს თავისას...
------------------------------------------------------
იყო და არა იყო რა, ღვთის უკეთესი რა იქნებოდა?! იყო შაშვი მგალობელი, ღმერთი ჩვენი მწყალობელი...
------------------------------------------------------
აზროვნება სულის თვისებაა.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Apr 7 2008, 08:02 PM
პოსტი #7


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



კანონისტი
იოანა
g.gif რა გაიგოს ეხლა აქ ჩვეულებრივმა მოკვდავებმა? მე რა გერმანულად ვწერე? gio.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
iako
პოსტი Apr 8 2008, 04:45 PM
პოსტი #8


ნონა
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 926
რეგისტრ.: 19-August 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 83



ეს ასოები მართლაც გაუგებარი იყო ჩემთვისაც.


--------------------
რომელსა უნებს შემდგომად ჩემსა მოსვლა, უარ-ჰყავნ თავი თვისი და აღიღენ ჯვარი თვისი და შემომიდეგინ მე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Marabella
პოსტი Jul 12 2008, 06:34 PM
პოსტი #9


ႫႠႩႠ
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 146
რეგისტრ.: 17-June 07
მდებარ.: Aachen
წევრი № 2,215



k@the
iako
ციტატა
...και στην Ελλάδα
= საბერძენთშიც ასევეო და
იოანა-მ ეφხარისტო პოლი-ო ანუ დიდი მადლობავო 2kiss.gif-თ

მე ვერა და ვერ დავრეგისტრირდი თუ რაცაა... სულ მეზარება... ეხ, ამ ამინდში რა უნდა მიხაროდეს ???


--------------------
არაკად თქმულა, თორმეტნი შიშველს ნიფხავს ხდიდნენ და ვერ გახადესო
--
თვით უკვდავება მშვენიერსა სულში მდგომარებს
--
...უცდომელი მხოლოდ ღმერთია!
--
“და, აჰა, ესერა მე თქუენთანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულამდე სოფლისა, ამინ”
--
...უფლებას ყველამ უნდა სცეს პატივი. საქართველოს არასოდეს მიუტაცია სხვისი ტერიტორიები, მაგრამ თავისასაც არავის დაუთმობს. /ილია II/
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ნაინა
პოსტი Jul 12 2008, 09:30 PM
პოსტი #10


პროვინციელი ალქაჯი!!!!!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 15,155
რეგისტრ.: 11-May 07
მდებარ.: ,,მოუსავლეთი'' მიჩიგანის კოლმეურნეობა.
წევრი № 1,886



სიმართლე გითხრათ, ვიცნობ საელჩოში საკმაოდ ბევრს, მაგრამ მსგავსი არაფერი გამიგია არც მათგან.
ალბად ორშაბათისთვის დავწერ დაზუსტებულ ინფორმაციას ამერიკასთან დაკავშირებით,
ანუ აქაცაა თუ არა რეგისტრაცია საჭირო.

მადლობა ქეთ ახალი ინფოსთვის kiss1.gif


--------------------
________________________________________________

გიგრძვნიათ ოდესმე სუსხიან ზამთარში,
მზისგან მოგზავნილი სხივების სინაზე?
ხანდახან გულნატკენს ტირილი რომ გინდათ...
და მაინც იცინით სუყველას ჯინაზე...
________________________________________________
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
simpleketi
პოსტი Nov 16 2008, 10:17 PM
პოსტი #11


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 6
რეგისტრ.: 16-November 08
წევრი № 5,958



ციტატა(iako @ Apr 7 2008, 05:08 PM) *

კარგი გოგო ხარ ქეთი რომ შეგვატყობინე, ხომ იცი პასპორტის გაგრძელება ყოვლეთვის პრობლემაა. დრო რომ არ დავკარგო მერე, მივხედავ მაგ საქმესsmile.gif

3ტვიანი ვიზა მაკ,24დეკემბერს მიმტავრდება ვადა,რამდენი ხნიტ ადრე უნდა დავრეგისტრირდე საელჩოში?ხომ მაქ ვადა?


--------------------
"ს ი ყ ვ ა რ უ ლ შ ი ა ყველა სათნოების დასაწყისი და დასასრული"....

"ცა ფირუზ ხმელეთ-ზურმუხტო,
ჩემო სამშობლო მხარეო,
ნუ მომკლავ უცხო მიწაზე
შენს კალთას მიმაბარეო..."

იცი???თურმე ძალიან მ ო მ ნ ა ტ რ ე ბ ი ხ ა რ......

"ყველაფერი წ ა რ მ ა ვ ა ლ ი ა "
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
k@the
პოსტი Nov 16 2008, 10:39 PM
პოსტი #12


იყო და არა იყო რა...
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,796
რეგისტრ.: 21-May 07
მდებარ.: მყარად მიწაზე
წევრი № 1,967



simpleketi

გამარჯობა ქეთი, კეთილი იყოს შენი ჩვენ ფორუმზე შემომატება.

მე რომ გავიარე რეგისტრაცია, ძალიან მალე მოახერხეს. თუმცა ჯობია არ გადადო და ფოსტით გაუგზავნო საელჩოს საჭირო საბუთები.

კიდევ აპირებ ალათ ვიზის გაგრძელებას. ისე, მე კი რო ვაჩვენე ეგ რეგისტრაცია, რა საჭირო იყოო მითხრეს, biggrin.gif მარა სტუდენტურ ვიზებზე ვიცი რომ რამოდენიმეს მოთხოვეს. smile.gif


--------------------
--
There are only 10 types of people in the world -- those who understand binary, and those who don't.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 06:12 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი