თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მამათა გამონათქვამები, წმინდანთა ცხოვრება _ წმ. ანტონი დიდი.

პოსტის ავტორი: iveria. თარიღი: Jun 26 2009, 04:06 PM

kitxva.gif გვეშინოდეს თუ არა ადამიანების? ყველაზე მეტადღმრთისა და საუკუნო სატანჯველის გეშინოდეს და ნუ შეგეშინდება ადამიანებისა და მათი ხანმოკლე განბოროტებისა! ,,წმ. ანტონი დიდი''.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Apr 20 2010, 12:12 AM

წმინდა ანტონ დიდი უდიდესი წმინდანი იყო. ქრისტიანული მოანსტიციზმისა და ასკეტიზმის ერთ-ერთ საფუძვლის ჩამყრელად ითვლება. დიდი სახელი მოოპოვა თავისი სამაგალითო ცხოვრებით და იმ სიბრძნით, რაც უფლისაგან შეიძინა თავისი ცხოვრებით. ინტერნეტში არის საკმაო ინფორმაცია წმინდა ანტონი დიდზე. ერთ-ერთი გვერდზე ვნახე უდაბნოს მამათა ცხვრების ეპიზოდები, რომლებიც სიბრძნის იგავებს წარმოადგენენ. ანტონი დიდი პირველ ადგილს იკავებს. ქვემოთ რამოდენიმე ეპიზოდს დავდებ მისი სწავლებიდან.

ციტატა
1. ერთხელ, როცა ანტონი დიდი უდაბნოში ცხოვრობდა, სიზარმაცის ცოდვამ და სხვა ციდვილმა აზრებმა შემოუტიეს. მან უფალს შესთხოვა: "უფალო, მინდა რომ მიხსნა, მაგრამ ცოდვილი აზრები არ მასვენებენ. რა უნდა ვქნა, რომ ამ ტანჯვისაგან განვთავისუფლდე? სად არის ხსნა?" ცოტა ხანში ფეხზე წამოდგა და გაიარა. დაინახა თავის მსგავსი ასკეტი, რომელიც საქმეს მიჯდომოდა. შემდეგ ადგებოდა, ილოცებდა, დაჯდებოდა და ბაწრის გრეხას გააგრძელებდა. შემდეგ ისევ ადგებოდა სალოცავად. ეს იყო უფლის მიერ გამოგზავნილი ანგელოზი, რომელმაც სწორი გზა აჩვენა მას. "გააკეთე ასე და ხსნაც მოგევლინება"-მოესმა მას ანგელოზის ხმა. ამის შემდეგ წმინდანი სიხარულით აღივსო. მისდია რა ანგელოზის რჩევას, მან ხსნა იპოვა.


ეს ეპიზოდი ძალიან მომწონს. წმინდა ანტონი დიდი დიდი წმინდანი იყო და, მე მგონი, მისი ცხოვრება და გამოცდილება გასათვალისწინებელია. აი ეს ეპიზოდიც:
ციტატა
2. ერთ დღეს წმინდანი უფლის განკითხვის სიღრმეზე და მოცულობაზე ფიქრობდა. მას ასეთი კითხვები მოუვიდა: "უფალო, როგორ ხდება, რომ ზოგი ძალიან ადრე კვდება, ზოგიც დიხანს ცოცხლობს? რატომ არიან ღარიბნი და რატომ არიან მდიდარნი? რატომ არიან ღარიბნი და მდიდარნი? რატომ ცხოვრობენ კარგად ბოროტნი და რატომ არიან კეთილნი ღარიბნი?" წმინდანს ამ დროს ხმა შემოესმა: "მთელი ყურადღება შენს თავს მიაპყარი. ეს ყველაფერი ღვთის განგებისაა და ამ კითხვებზე პასუხის ცოდნა შენს სასარგებლოდ ვერ გამოდგება".


ციტატა
3. სულიერი საძმო წმინდა ანტონი დიდის წინაშე ერთ-ერთ ბერს აქებდა. როცა ამ ბერს შეხვდა წმინდანი, ანტონს უნდოდა გაეგო, როგორ აიტანდა ბერი შეურაცყოფას. როცა წმინდანმა დაინახა, რომ ბერს შეურაცყოფის ატანა საერთოდ არ შეეძლო, მას მიმართა: "შენ გავხარ სოფელს, რომელიც ძალიან ლამაზია და მორთული გარედან, მაგრამ შიგნიდან ყაჩაღების მიერ არის განადგურებული".


ციტატა
4. ერთ-ერთმა სულიერმა ძმამ წმინდანს თხოვა, რომ მისთვის ელოცა. წმინდანმა უპასუხა: "არ ვილოცებ შენთვის, არც უფალი ილოცებს შენთვის, სანამ თვითონ არ შეეცდები სულიერი ცხოვრების გზას დაადგე და ილოცო უფლის წინაშე".


ესეც ძალიან ბრძნული გაკვეთილია:
ციტატა
5. ერთ დღეს რამოდენიმე ხუცესი ეწვია წმინდა ანტონს. მათ შორის იყო აბა იოსებიც. წმინდანმა მოინდომა მათი გამოცდა წმინდა წერილის საკითხებზე და ერთ-ერთი ნაწყვეტი წაუკითხა. შემდეგ ყველაზე უმცროსიდან დაიწყო მათი ცოდნის შემოწმება. ყველამ რაღაც თავისებური პასუხი გასცა. თითოეულს წმინდანმა უპასუხა: "თქვენ ვერ გაიგეთ ნათქვამი". ბოლოს, ჯერი აბა იოსებზე მიდგა. იოსებმა პასუხად უთხრა "არ ვიცი". ამის შემდეგ ანტონიმ უპასუხა: "ჭეშმარიტად, იოსებმა იპოვა გზა, რამეთუ მან თქვა "არ ვიცი"".


P.S. "აბა", თუ არ ვცდები, ნიშნავს ან მასწავლებელს, მოძღვარს, ან უფრო სწორად მამას ებრაულად. "გზა" ნიშნავს ქრისტიანულ გზას. ადრე, როცა ქრისტიანობა ახალჩამოყალიბებული იყო, მას უბრალოდ გზას უწოდებდნენ, ან უფლის გზას.

პოსტის ავტორი: guest1 თარიღი: Apr 20 2010, 01:02 AM

ციტატა
6. ერთხელ წმინდა ანტონთან მივიდა საძმო და მათ კითხეს მოხუცს: "დაგვმოძღვრე, რა უნდა გავაკეთოთ, რომ ვცხონდეთ?". მაშინ მოხუცმა მიუგო: "წმინდა წერილი გაგიგიათ. მიყევით მას და გააკეთეთ ის, რაც წმინდა წერილში წერია". საძმომ მიუგო: "მოძღვარო, ჩვენ შენგანაც გვინდა გავიგოთ". მაშინ მოხუცმა უპასუხა: "სახარებაში წერია, ვინც ერთ ლოყაში გაგაწნავთ, მეორე ლოყაც მიუშვირეთო". საძმოს წევრბმა უპასუხეს: "ჩვენ ამის გაკეთება არ ძალგვიძს". "მაშინ, თუ მეორე ლოყის მიშვერა არ შეგიძლიათ, პირველი ლოყა მაინც დათმეთ სილის გასაწნავად"-იყო მოხუცის პასუხი. "არც ეს შეგვიძლია". "მაშინ, ბოროტებას ბოროტებით ნუ უპასუხებთ"-დაარიგა მოხუცმა. "არც ეს შეგვიძლია". "თუ არცი ისე შეგიძლიათ და არც ასე შეგიძლია, მე რითი უნდა დაგეხმაროთ? რაც თქვენ გჭირდებათ არის ლოცვა".

პოსტის ავტორი: +ვახტანგი+ თარიღი: May 10 2010, 06:02 PM

ციტატა
უფალი მანამდე უფრთხილდება შენს სულს, ვიდრე შენ საკუთარ ენას უფრთხილდები.
წმ. ანტონი დიდი

ციტატა
ჭკვიანია ის, ვინც ღმერთს აამებს და უმეტესად დუმს, ან თუ საუბრობს, მცირედს საუბრობს, ისიც მხოლოდ საჭიროსა და ღვთისათვის სათნოს.
ღირსი ანტონი დიდი.

ციტატა
სული წმიდა (ქრისტიანში) არაფრით ისე არ დაიშრიტება, როგორც ამაო საუბრებით
ღირსი ანტონი დიდი


პოსტის ავტორი: m.g.giorgi93 თარიღი: May 10 2010, 06:30 PM

IPB-ს სურათი

წმ.ანტონი დიდის ცხოვრება: http://www.orthodoxy.ge/tveni/ianvari/antoni_didi_1.htm
წმ.ანტონი დიდის სწავლანი: http://www.orthodoxy.ge/mamebi/antoni1-12.htm

წყარო: http://www.orthodoxy.ge smile.gif

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2020, 06:32 PM

"წმინდა ანტონი დიდი (356 წ.), ეკლესიის მამა და მონაზვნობის პატრიარქი, ითვლება ინფექციური დაავადებების მფარველად. ხატზე, მის ფერხთით ხშირად გამოისახება ღორი, რადგან XI საუკუნეში, მას შემდეგ რაც მისი წმინდა ნაწილები საფრანგეთშიც ჩამოაბრძანეს,მას მიმართავდნენ განსაკუთრებულად ინფექციური დაავადებებით დასნებოვნებული ადამიანები. ბერებს კი, რომლებსაც მონასტერში ღორები ჰყავდათ, ან სნეულებას ღორის ქონით მკურნალობდნენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:11 PM

ყოველთვის ღმერთის თანდასწრებით იგულვე თავი, მიჰყევი მის ჭეშმარიტებასა და სამართალს.
წმ.ანტონი დიდი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 30 2022, 10:15 PM

"კეთილსურნელების გამყიდველთან მისული ადამიანი სასიამოვნო სურნელს მიიღებს: ასევე, ღვთისმოსავ მამებთან ურთიერთობის მქონე თავისდა შეუმჩნევლად ეჩვევა და მათ სათნოებებში ჰბაძავს"

/წმ. ანტონი დიდი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)