თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი _ წესები!!!

პოსტის ავტორი: k@the თარიღი: Feb 13 2008, 12:44 AM

წესები, განყოფილებაში მპოსტავთა საყურადღებოდ!!!

1. გაეცანით, ფორუმზე მპოსტავთათვის, http://church.ge/index.php?showtopic=137

2. გაეცანით, http://church.ge/index.php?showtopic=4

3. განყოფილება, " უცხოეთში მყოფი ჩვენი თანამემამულენი" -ს მიზანია: დააკავშიროს საზღვარგარეთ მყოფი ჩვენი თანამემამულენი. მიაწოდოს მათ სასურველი ინფორმაცია, საზღვარგარეთ ქართულ ენაზე აღვლენილ წირვა-ლოცვათა შესახებ და ასევე, ინფორმაცია ქართულ სამრევლოებსა და სათვისტომოების შესახებ. გაუწიოს მათ სულიერი მხარდაჭერა. შეძლებისდაგვარად შეუმსუბუქოს, მარტოობის და სამშობლოს მონატრების განცდა.
ამიტომ, ამ განყოფილებაში იკრძალება:
3.1. აბუჩად მოხსენიება საზღვარგარეთ მყოფი თანამემამულეებისა.
3.2. მათი რწმენის და პატრიოტიზმის კითხვის ნიშნის ქვეშ დაყენება.
3.3. მათი კანონიერი შემოსავლის მიღების გზების შეურაცხყოფა. (მომვლელად, დამლაგებლად და ა.შ. მოხსენიება!)

4. სიტყვიერი და ვადიანი გაფრთხილების შესახებ
4.1. ზემოთ მოყვანილი წესების დამრღვევი, მიიღებს ერთჯერად სიტყვიერ გაფრთხილებას.
4.2. დარღვევის განმეორების შემთხვევაში, მიიღებს ვადიან გაფრთხილებას (ე.წ. ვორნს).
4.3. ვადიანი გაფრთხილების ზომას, განსაზღვრავს მოდერატორი, ერთპიროვნულად და საკუთარი შეხედულებისამებრ.


სიყვარულითა და პატივისცემით,
მოდერატორი
k@the


უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)