წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
წმინდა მამათა გამონათქვამები თავმდაბლობაზე |
თამარი |
Nov 27 2006, 08:24 PM
პოსტი
#21
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
გსურს დიდი შეიქნა? - მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი.
დაიმდაბლე შენი ამპარტავნული გულისთქმა, სანამ ამპარტავნება ვნებად გადაგექცეოდეს და დაგიმორჩილებდეს; ქვე დაამხე შენი ქედმაღლობა და ზესთამჩნეობა - მაღალი შეხედულება საკუთარ თავზე, სანამ ბილწი ავხორცობა დაგეუფლებოდეს და შეგმუსრავდეს. წმიდა ეფრემ ასური -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
Dec 1 2006, 12:22 PM
პოსტი
#22
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მხოლოდ ტკივილითა და ჩვენს თავში ჩაღრმავებით მოვიპოვებთ სიმდაბლეს, რაც არის სათავე წინსვლისა."
ილია II -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
Dec 1 2006, 06:26 PM
პოსტი
#23
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
თუკი თავმდაბლობა, სიყვარული, გულწრფელობა და სიკეთე არ შეამკობს ჩვენს ლოცვა-ვედრებას ღმერთის წინაშე, მაშინ ვერანაირ სარგებლობას ვერ მივიღებთ. და ეს ეხება არა მხოლოდ ლოცვას, არამედ ყველა ჩვენს საქმესა და ღვაწლს - უქორწინებლობა იქნება ეს თუ მარხვა, მღვიძარება თუ ღვთის დიდებისმეტყველება, ანდა სხვა რამ საქმე, რომელთაც ღმერთის სათნო-საყოფად მოვიმოქმედებთ.
წმიდა მაკარი დიდი ეგვიპტელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Dec 12 2006, 03:28 PM
პოსტი
#24
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ვისაც ლოდის დაძვრა სურს ადგილიდან, ის ზემოდან კი არ მიუმარჯვებს ბერკეტს, არამედ ქვემოდან შეეჭიდება წელში მოხრილი, - აი, ეს უნდა გვქონდეს სახედ და მაგალითად თავმდაბლობისათვის.
ამპარტავნება მაღალი და გამხმარი ხის მსგავსია, რომელსაც ადვილად ემტვრევა ტოტი, და თუკი ვინმე ავა მასზე, უმალ ქვე დაენარცხება. ცეცხლის საზრდო - შეშაა, მრისხანებისა კი - ცუდმედიდობა და ზესთამჩენობა, ანუ დიდი წარმოდგენა საკუთარ თავზე. გსურს დიდი შეიქმნა? მაშინ ყველაზე მცირედ და უმნიშვნელოდ მიიჩნიე საკუთარი თავი. ნეტარია ის, ვისაც მარადის თვალთა წინაშე აქვს ამქვეყნიდან თავისი განსვლის მომავალი დღე და ვისაც მანამდე მოუძაგია ამპარტავნება, სანამ ჩვენი ბუნებითი სიკნინე საფლავში განხრწნით განცხადდებოდეს. წმიდა ეფრემ ასური -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
kaxa-beri |
Dec 12 2006, 03:29 PM
პოსტი
#25
|
kaxa-beri ჯგუფი: Members პოსტები: 180 რეგისტრ.: 12-December 06 წევრი № 672 |
მადლობა ამ საიტის შემქმნელებს და იდეის ავტორებს და ყველას ვინც თუნდაც მცირედითაც ეხმარება ამ იდეის განხორციელებას
-------------------- † † † !!! გახსოვდეს რომ ცოდვილი ხარ !!! † † †
|
თამარი |
Dec 12 2006, 09:36 PM
პოსტი
#26
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
არსებობს რვა ძირითადი ბოროტი ვნება, რომელთაგან სამი უმთავრესია - მუცელღმერთობა, ვერცხლისმოყვარება და მზვაობრობა. ხუთი დანარჩენი მათ ექვემდებარება: ესაა მრუშობა, მრისხანება, სევდა, მცონარება და ამპარტავნება. მათი საპიროსპირო სათნოებებიდანაც სამი უმთავრესია - თავშეკავება, უანგარობა და თავმდაბლობა, ხუთი დანარჩენი კი მათი მომდევნოა და მათგან გამომდინარეობს, ესაა - უზაკველობა, უწყინარობა, სიხარული, მხნეობა და თავის დამდაბლება, მათს კვალად კი მთელი წყებაა სხვა სათნოებებისა.
წმიდა გრიგოლ სინაელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
თამარი |
Jan 6 2007, 04:45 PM
პოსტი
#27
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
გახსოვდეს, ქრისტიანო, რომ ბეთლემის გამოქვაბული და ბაგა, სადა იშვა და მიწვენილ იქნა მაცხოვარი ჩვენი, შენი პატივმოყვარეობისა და ძალაუფლებისმოყვარეობის საფლავი უნდა იყოს.
თუ ძე ღვთისამ დაიმდაბლა თავი, ჩვენც უნდა დავიმციროთ თავი, მით უმეტეს, რომ იგი ჩვენი ამპარტავნების გამო დამდაბლდა. წმიდა მაკარი დიდი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
Jan 8 2007, 01:38 PM
პოსტი
#28
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"მდუმარების მოყვარული ღმერთს უახლოვდება და იდუმალად მასთან მოსაუბრე იკურთხება მისგან."
წმ. იოანე კიბისაღმწერელი -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
Jan 25 2007, 01:10 AM
პოსტი
#29
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ის კი არ წარმოაჩენს თავმდაბლობას, ვინც საკუთარ თავზე ცუდს ამბობს, არამედ ის, ვისაც სხვისგან ყვედრების შემდეგ მისი სიყვარული არ შეუმცირდება.
წმიდა იოანე კიბისაღმწერელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
Apr 11 2007, 04:02 PM
პოსტი
#30
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"ღმერთს უყვარს ადამიანი და და უხარია მასთან ლაპარაკი, მაგრამ ამისათვის დიდი სიმდაბლეა საჭირო."
მამა გიორგი (ბასილაძე) -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
May 6 2007, 04:44 PM
პოსტი
#31
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ჭეშმარიტად თავმდაბალს ყვედრება არ სწყინს და არ მრისხანებს, რადგან თავს ყოველგვარი დამცირების ღირსად თვლის.
წმიდა ტიხონ ზადონელი თავმდაბლობა ყველაზე მართებული მცველია სათნოებებისა. წმიდა ბასილი დიდი ვერც მოსაგრეობა გვაცხოვნებს, ვერც ღამისთევა, ვერც სხვა რაიმე ღვაწლი, თუ ამასთან ერთად ჭეშმარიტი ღვაწლი არ გვექნება. იყო ერთი განდეგილი, რომელიც ეშმაკებს განდევნიდა. ერთხელ მათ ჰკითხა: რითი განიდევნებით თქვენ, მარხვით? მათ უპასუხეს: ჩვენ არ ვჭამთ და ვსვამთ. ღამისთევით? პასუხი ასეთი იყო: ჩვენ არ გვძინავს. უდაბნოში განდგომით? პასუხი: ჩვენც უდაბნოში ვცხოვრობთ. მაშ, რითი უნდა განიდევნოთ? ეშმაკებმა უპასუხეს: ჩვენ თავმდაბლობის მეტი ვერაფერი გვამარცხებს. ამბა მოსე -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
May 11 2007, 05:34 PM
პოსტი
#32
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
ერთხელ ვიღაც ბერს სთხოვეს მიეცა გარკვეული განმარტება თავმდაბლობაზე. მან უპასუხა: "ესაა აპატიო ძმას შეცოდება, მანამ, სანამ ის გთხოვს პატიებას." ძმამ ჰკითხა ბერს: "რა არის თავმდაბლობა?" მან უპასუხა: "გაუკეთო კეთილი იმას, ვინც შენ ბოროტებას გიკეთებს." ძმა შეეპასუხა: "მაგრამ თუ ვინმე არ არის ამის შემძლებელი, მაშინ რა უნდა ქნას?" ბერმა უპასუხა: "გაექცეს მასზედ მოსულ წყენას და გაჩუმდეს."
თქმული მეუდაბნოე მამების მიერ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
May 12 2007, 01:24 PM
პოსტი
#33
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
ამპარტავნება წყალქვეშა ქვაა, რომელზეც ხშირად იმტვრეოდნენ ისინი, რომლებიც დიდხანს ეწინააღმდეგებოდნენ ვნებათა და სხვადასხვა განსაცდელთა ქარიშხლებს.
წმიდა იოანე ოქროპირი უფრო მეტად ცხოვრებით ამაღლდი, ვიდრე - აზრით. ცხოვრებამ, შესაძლოა, ღვთის მსგავსი გაგხადოს, აზრს კი უდიდეს დაცემამდე მიჰყავხარ. წმიდა გრიგოლ ღვთისმეტყველი ღვთის სიბრძნეს განეშორება ის, ვინც საკუთარ თავს ბრძნად ჩათვლის. წმიდა ისააკ ასური -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
marine |
May 16 2007, 12:17 PM
პოსტი
#34
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"და მოსე იყო კაცი ძალზე თავმდაბალი, დედამიწის ზურგზე მცხოვრებ ყველა ადამიანთაგან."
რიცხვნი 12, 3 -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
თამარი |
May 21 2007, 12:11 PM
პოსტი
#35
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 706 რეგისტრ.: 7-September 06 წევრი № 166 |
უკეთესია, არანაირი კეთილი საქმე არ აღასრულო, ვიდრე მისი აღსრულებით უსაზღვროდ იქებდე თავს.
წმიდა დიმიტრი როსტოველი რა ბევრს მიაყენა ზიანი საკუთარმა სათნოებამ იმით, რომ გამოაცხადა და ქებაც მიიღო! თავის ქებისაგან ფარისეველი მეზვერეზე უარესი გახდა. ღვთის ყოველგვარი საჩუქარი ჩვენთვის საზიანო ხდება, როდესაც მისგან არა ღვთის, არამედ - ჩვენს საკუთარ დიდებას ვეძიებთ. წმიდა ტიხონ ზადონელი -------------------- ყოველი სული აქებდით უფალსა! |
zaza zarqua |
Jul 19 2007, 09:51 AM
პოსტი
#36
|
zaza zarqua ჯგუფი: Members პოსტები: 11 რეგისტრ.: 12-July 07 მდებარ.: Walenjixa წევრი № 2,447 |
თავვმდაბალმა თვისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას: "სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოთ შობს თავის დედას ქედმაღლობას"
[b]ღირსი ბარსანოფი დიდი -------------------- უფალო შეგვიწყალენ
|
catherina_10 |
Jul 19 2007, 11:56 AM
პოსტი
#37
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 847 რეგისტრ.: 2-May 07 წევრი № 1,816 |
... როგორც ტრფიალმა, ისე მისდიე სიმდაბლეს. შეიყვარე იგი, რათა განგადიდოს შენ. ამ გზით ჭეშმარიტად ღვთისმიერ დიდებაში მოხვდები. მცირედ მაინც ემსგავსე მის სიმდაბლეს, რომელმაც თქვა: „მშვიდ ვარ და მდაბალ გულით და ჰპოვოტ განსუენებაჲ სულთა თქვენთაჲ“ (მათე 11, 29), „რამეთუ მისი არს დიდებაჲ თანა მამით და სული წმიდითურთ, აწ და მარადის და უკუნითი უკუნისამდე, ამინ“.
წმინდა დიდი ბასილი |
seminaristi |
Jul 19 2007, 02:59 PM
პოსტი
#38
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 101 რეგისტრ.: 5-July 07 მდებარ.: წალენჯიხის რ-ნი. სოფ.საჩინო წევრი № 2,395 |
თავვმდაბალმა თვისი სიმდაბლე სიტყვებით არ უნდა გამოთქვას: "სიტყვებით თავმდაბლობა არის ამპარტავნების ნაყოფი და მათი მეშვეობით უწესრიგოთ შობს თავის დედას ქედმაღლობას" [b]ღირსი ბარსანოფი დიდი დიახ,ასეა! -------------------- "Где нет православия, там нет спасения!" (Св. Игнатий (Брянчаниновь))
|
marine |
Nov 6 2014, 12:52 PM
პოსტი
#39
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"იყავი თუნდაც ცოდვილი, მაგრამ მდაბალი - და მშვიდად იქნები. მდაბალთ კი უფალი მოხედავს".
/ღირსი ანატოლი ოპტელი/ "თვითონ სახე კაცისა, რომელიც ღვთისთვის შრომობს, გამოხატავს მის სულიერ წარმატებას". "სიცოცხლეში რა გრძნობასაც დანერგავს კაცი თავის სულში, იმითვე გადავა საუკუნო ცხოვრებაში". /ღირსი ბარსანოფი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
marine |
Nov 6 2014, 01:45 PM
პოსტი
#40
|
მ_ა_კ_ა ჯგუფი: co-Moderators პოსტები: 59,554 რეგისტრ.: 3-November 06 მდებარ.: გულის საკურთხეველი:) წევრი № 381 |
"სასწორის ერთ პინაზე რომ დავდოთ მრავალი კეთილი საქმე, მეორე მხარეს კი მდუმარება, მას მდუმარება გადასწონის".
/წმ. ისააკ ასური/ "მაგრამ ჩვეულებრივ ცხოვრებაში ჩუმად ყოფნა დანაშაულიც კია" "სიმდიდრეს არ შეუძლია ადამიანის გაბედნიერება. სიხარული მხოლოდ უფალშია. თუ ადამიანი ღვთისგან შორს არის,მაშინ ის ჭეშმარიტი ბედნიერებისგანაც შორსაა." /წმ. ბარსანოფი ოპტელი/ -------------------- "კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
------------------- "არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/ -------------------- "ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან". |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 1st November 2024 - 04:03 AM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი