IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

2 გვერდი V  1 2 >  
Reply to this topicStart new topic
> ღმერთთან დიალოგი, რამდენად რეალურად მიგაჩნიათ რიგითმა ქრისტიანმა ღმერთის ხმა ისმინოს და
alex_b
პოსტი Feb 29 2008, 11:30 PM
პოსტი #1


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ზოგი ადამიანი ფიქრობს, რომ ეს ფანატიზმია.
ხოგი კი ამას ღმერთისაგან ბოძებულ მადლად აღიქვამს.
ზოგი ფიქრობს რომ ეს რჩეულთა ხვედრია,
ზოგს კი მიაჩნია, რომ ეს ყველა ქრისტიანს შეიძლება ჰქონდეს.

მაინტერესებს თქვენი აზრი აღნიშნულზე, თუ გსმენიათ ღმერთის ხმა და რას ფიქრობთ საერთOდ ამაზე?


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Feb 29 2008, 11:56 PM
პოსტი #2


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



საკუთარი ცხოვრების წესით თუ გახდება ალბათ ადამიანი უფლის ხმის ღირსი თორე სხვა.........?


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Feb 29 2008, 11:59 PM
პოსტი #3


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
შოთაძე
პოსტი Mar 1 2008, 12:00 AM
პოსტი #4


შოთა
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 2,169
რეგისტრ.: 26-April 07
მდებარ.: სევდიან ფიქრებში
წევრი № 1,766



ციტატა
განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.

yes4.gif


--------------------
„მონარქს ძალაუფლება ენიჭება ღვთისგან, - ხოლო პრეზიდენტი მას სახალხო სიამაყისაგან იღებს (არჩევნები); მეფეს ძალა ემატება საღმრთო მცნებათა აღსრულებით, პრეზიდენტი კი ხელისუფლებაში თავს ინარჩუნებს ბრბოსადმი მაამებლობით; მონარქს ერთგული ქვეშევრდომნი ღვთისკენ მიყავს, პრეზიდენტი კი - მის ამომრჩევლებს ღმერთს აშორებს.“

მღვდელმთავარი ვლადიმერ კიეველი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 1 2008, 12:08 AM
პოსტი #5


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



XAFRAN
ციტატა
საკუთარი ცხოვრების წესით თუ გახდება ალბათ ადამიანი უფლის ხმის ღირსი თორე სხვა.........?

არ მგონია ადამიანს შეეძლოს დაიმსახუროს ეს უდიდესი მადლი.
ალბათ ვერასოდეს მისწვდება ადამიანის ხმა ყოვლისშემძლეს.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ღმერთის ინიციატივით ხდება ადამიანში და არა მისი "კაიკაცობის" გამო. ეს ხომ მადლია, და მადლი კი დაუმსახურებელი საჩუქარია.

ალექსანდრე
ციტატა
განა ყოველი ჩვენი ლოცვა ღმერთთან საუბარი არაა? ღმერთის ხმა კი ადამიანში ეს სინდისია.

მაგრამ სინდისი ყოველთვის როდი გამოხატავს ღმერთის აზრს.
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!
ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 1 2008, 12:15 AM
პოსტი #6


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



alex_b
ციტატა
მაგრამ სინდისი ყოველთვის როდი გამოხატავს ღმერთის აზრს. სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება

სინდისი კი გამოხატავს ღმერთის ხმას, მაგრამ ცოდვებში ჩაფლული ადამიანი საკუთარი ცოდვებით ახშობს ამ ხმას. კლავს ამ ხმას თავის თავში და არ აძლევს საშუალებას, რომ მასში გაიბრწყინოს
ციტატა
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!ხოლო ღმერთი უფრო მრავალფეროვანი და საინტერესოა, ვიდრე მხოლოდ ცოდვის მხილება.

სინდისისგან მხილება რა არის თუარა ღმერთისგან მითითება საკუთარ ციდვებზე


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 1 2008, 12:17 AM
პოსტი #7


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
სინდისს მხოლოდ ერთი ფუნქცია აქვს: ამხილოს!


სისულელეა, სინდისი ეს არის ერთგვარი სანოტო სისტემა, რომელიც ინსტიქტთა კლავიშებზე სიმფონიას ქმნის... ის სწორედ რომ ღმერთთან მსგავსებისკენ მოგვიწოდებს, მასთან დაახლოებისკენ, ის ნაზი ხმაა შემოქმედებითი აქტისა - რომელიც ხატებას გვინარჩუნებს.. ის სწორედ რომ უფლის ხმაა... აბა სხვა რაზე უნდა გესაუბროს ღმერთი წლიურ დანახარჯებზე თუ ქართულ პოლიტიკაზე? laugh.gif


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 1 2008, 12:21 AM
პოსტი #8


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ალექსანდრე
ციტატა
სინდისი კი გამოხატავს ღმერთის ხმას, მაგრამ ცოდვებში ჩაფლული ადამიანი საკუთარი ცოდვებით ახშობს ამ ხმას. კლავს ამ ხმას თავის თავში.

მაგრამ, ზოგჯერ სინდისი ისე უხეშდება, რომ არც უნდა დაუჯეროს ადამიანმა. მაგალითად ერთხელ ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა. სინდისმა კი შემაწუხა, მაგრამ ღმერთის სიტყვა უფრო ავტორიტეტი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.

ციტატა
სინდისისგან მხილება რა არის თუარა ღმერთისგან მითითება საკუთარ ციდვებზე

როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სხვა სიკეთესთან ერთად სინდისი ჩადო, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. მაგრამ დამეთანხმეთ ცოდვამ დააზიანა, როგორც მთლიანად ადამიანი, ასე მასში არსებული სინდისიც. ამიტომ სინდისი ვერ გახდება ღმერთის ხმის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მნათე
პოსტი Mar 1 2008, 12:25 AM
პოსტი #9


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 17,662
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: Tbilisi
წევრი № 4



ციტატა
მაგრამ, ზოგჯერ სინდისი ისე უხეშდება, რომ არც უნდა დაუჯეროს ადამიანმა. მაგალითად ერთხელ ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა. სინდისმა კი შემაწუხა, მაგრამ ღმერთის სიტყვა უფრო ავტორიტეტი აღმოჩნდა ჩემთვის იმ მომენტში.

მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.


პასტოი. პასტოი, პასტოი დარაგოი, ეგ ხმა სინდისი კი არა შენი ფსევდო გულჩივლობა იყო biggrin.gif სინდისს კი დაემორჩილე biggrin.gif

ციტატა

როცა ღმერთმა ადამიანი შექმნა, მასში სხვა სიკეთესთან ერთად სინდისი ჩადო, კეთილისა და ბოროტის გასარჩევად. მაგრამ დამეთანხმეთ ცოდვამ დააზიანა, როგორც მთლიანად ადამიანი, ასე მასში არსებული სინდისიც. ამიტომ სინდისი ვერ გახდება ღმერთის ხმის შემცვლელი ჩვენს ცხოვრებაში.


ბუნებრივია და სწორედ ამიტომ მოვიდა ის ამ ქვეყნად.. მაგრამ ხმა და წივილ კივილი არ სჭირდება ცხონებას, როდესაც ღმერთი თავად მოდის შენში, ის თავის თავს გჩუქნის და არა ხმას!


--------------------
ანალოღია და ჯვარი მომიტანეთ, ვქადაგებ!

რომ გამრეცხავთ, გავიწევ :)))))
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 1 2008, 12:31 AM
პოსტი #10


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



მნათე
ციტატა
აბა სხვა რაზე უნდა გესაუბროს ღმერთი წლიურ დანახარჯებზე თუ ქართულ პოლიტიკაზე?

მაგალითად იერემია წინასწარმეტყველს თუ წაიკითხავ, ღმერთი დაახლოებით 60-70% ცოდვებზე ელაპარაკება ისრაელს, დანარჩენი კი გამხნევება და აღთქმებია. ხოლო ესაია წინასწარმეტყველში კი უფრო პირიქითაა. უფრო მეტია აღთქმები.
მე მგონია, რომ ღმერთის სალაპარაკო თემა არაა მხოლოდ ცოდვები ადამიანებთან. ნახეთ რას ამბობს პავლე მოციქული:
"მთელი წერილი ღვთივსულიერია და სასარგებლოა სასწავლებლად, სამხილებლად, გამოსასწორებლად, დასარიგებლად სიმართლეში." 2ტიმ.3:15.
ხოლო ფსალმუნთა შორის უდიდეს 118-ე მთლიანადაა მიძღვნილი ღმერთის სიტყვის ქებას. და იქ ნახავ რა შეიძლება გააკეთოს ღმერთის სიტყვამ. უცბად გადავხედავ პირველ რამოდენიმე მუხლს და ჩამოგითვლი:
უბიწოდ გაგხადოთ
ღმერთის წესების დაცვა
ღმერთის განდიდება
სიმართლის სწავლა
სიწმიდის შენახვა
ღმერთის ძიება
ცოდვისგან დაცვა
სხვებისთვის გაზიარება
სიხარული მის გზაზე
ფიქრი მის სიტყვებზე
და ა.შ.

მნათე
ციტატა
პასტოი. პასტოი, პასტოი დარაგოი, ეგ ხმა სინდისი კი არა შენი ფსევდო გულჩივლობა იყო სინდისს კი დაემორჩილე

მერე როგორ გაარჩიოს უცოდინარმა ეს ორი ერთმანეთისაგან?

ციტატა
როდესაც ღმერთი თავად მოდის შენში, ის თავის თავს გჩუქნის და არა ხმას!

მაგაში გეთანხმები, მაგრამ უნდა აღვნიშნოთ, რომ ღმერთი, რომელიც თავის თავს მჩუქნის, სწორედ რომ ის ღმერთია, რომელსაც პირი აქვს და ლაპარაკობს, თვალები აქვს და ხედავს, ყურები აქვს და ესმის.
თუ ღმერთმა გაჩუქა საკუთარი თავი, რატომ არ უნდა დავტკბეთ მასთან დიალოგით?


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_I_O_R_G_I_
პოსტი Mar 1 2008, 12:51 AM
პოსტი #11


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,857
რეგისტრ.: 31-July 06
წევრი № 27



ციტატა
მაგრამ მე ვამბობ ღმერთის ხმაზე, რომელიც უფრო აშკარა და უფრო მკაფიოა, ვიდრე სინდისი და გულის განწყობა.

ეს ვერ მივხვდი რა იგულისხმება უფლის ხმაში

ციტატა
ერთმა ლოთმა მთხოვა 20 თეთრი, და არ მივეცი. ვიცოდი არყისთვის უნდოდა

როგორც პატრიარქმა თქვა ერთერთ ქადაგებაში ჯობია მაინც დავეხმაროთ ასეთ გაჭირვებულს თუნდაც ეჭვი გვქონდეს რომ იგი ამ ფულით სასმელს დალევსო.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 1 2008, 12:53 AM
პოსტი #12


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა
ღმერთი, რომელიც თავის თავს მჩუქნის, სწორედ რომ ის ღმერთია, რომელსაც პირი აქვს და ლაპარაკობს, თვალები აქვს და ხედავს, ყურები აქვს და ესმის.თუ ღმერთმა გაჩუქა საკუთარი თავი, რატომ არ უნდა დავტკბეთ მასთან დიალოგით?

ეს მხოლოდ პირობითი მხატვრული გამოხატულებაა, ღმერთი არის სული, როდესაც სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისაო ეს როგორ უნდა გავიგოთ? განა მამაღმერთს მარჯვენა ან მარცხენა შეიძლება ჰქონდეს? ან როცა ვამბობთ უფალო მოჰყავ ყური შენი და ისმინე ჩვენი, განა ღმერთს მართლა ყურები აქვს და ამით გვისმენს?

ან თქვენ იქნებ ისეთ ხმაზე საუბრობთ როდესაც ნათლისღებისას გაისმა ზეცით და რომელიც ქუხილი ეგონათ ხალხს?


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 1 2008, 01:14 AM
პოსტი #13


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



solomony
ციტატა
ეს ვერ მივხვდი რა იგულისხმება უფლის ხმაში

უფლის ხმა მრავალი სახით შეიძლება მოვიდეს ადამიანში.
იესო ქრისტე ამბობს:
იოან.10:26-27 "მაგრამ თქვენ არ გჯერათ, რადგან ჩემი ცხვრისანი არა ხართ. როგორც გითხარით. ჩემი ცხვრები ჩემს ხმას ისმენენ, და მევიცნობ მათ, და ისინი მე მომყვებიან."

მე ვფიქრობ ქრისტიან ადამიანს უნდა ესმოდეს ღმერთის ხმა, რომელიც ლაპარაკობს სხვადასხვა სახით:
ღმერთი სიტყვის-ბიბლიის მეშვეობით;
მქადაგებლის მეშვეობით;
გულის განწყობის მეშვეობით;
აზრებით;
ნებისმიერი ადამიანის მეშვეობით;
სხვადასხვა ქმნილებების მეშვეობით.
მაგრამ განსხვავება იმისა, რომ ამა თუ იმ წყაროდან ღმერთი ლაპარაკობს თუ არა, ქრისტიანი ადამიანი საკუთარი სულით გაარჩევს ამას, რადგან იგი "იცნობს მის ხმას".

ციტატა
როგორც პატრიარქმა თქვა ერთერთ ქადაგებაში ჯობია მაინც დავეხმაროთ ასეთ გაჭირვებულს თუნდაც ეჭვი გვქონდეს რომ იგი ამ ფულით სასმელს დალევსო.

ბიბლია ამბობს: "მონაწილეობას ნუ მიიღებთ სიბნელის უნაყოფო საქმეებში, არამედ პირიქით ამხილეთ" და "როგორც გინდა რომ გექცეოდნენ ადამიანები, თქვენც ასევე მოექეცით მათ" - სხვა სიტყვებით, "რაც შენთვის არ გინდა სხვასაც ნუ გაუკეთებ.
არა მგონია ჩემი მიცემული 20 თეთრი მას "ზაპოისგან" გაანთავისუფლებს.

ციტატა
ეს მხოლოდ პირობითი მხატვრული გამოხატულებაა, ღმერთი არის სული, როდესაც სახარება გვამცნობს, რომ ქრისტე ამაღლდა ზეცად და დაჯდა მარჯვენით მამისაო ეს როგორ უნდა გავიგოთ? განა მამაღმერთს მარჯვენა ან მარცხენა შეიძლება ჰქონდეს? ან როცა ვამბობთ უფალო მოჰყავ ყური შენი და ისმინე ჩვენი, განა ღმერთს მართლა ყურები აქვს და ამით გვისმენს?

კი გეთანხმები მხატვრული გამოხატულებაა.
მაგრამ თუ განვიხილავთ, რას ნიშნავს და რამდენად მხატვრულია ეს გამოხატულება, შეგვიძლია გადავხედოთ პირველი საუკუნის ეკლესიის ისტორიას, მოციქულთა ცხოვრებას და აღმოვაჩენთ, რომ ისინი პირადად, უშუალოდ ისმენდნენ ღმერთის ხმას (სულის ხმას) და ემორჩილებოდნენ, და საკუთარ მსახურებას მისი მითითებებით ასრულებდნენ.
ჩემთვის დასკვნა ასეთია: ფორმა სხვადასხვაგვარია, მაგრამ ღმერთი ნამდვილად ლაპარაკობს თავისი შვილების მიმართ, და ეს ხმა ნაცნობია მისი მორწმუნეებისათვის.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 1 2008, 01:17 AM
პოსტი #14


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



alex_b
ციტატა
უშუალოდ ისმენდნენ ღმერთის ხმას (სულის ხმას) და ემორჩილებოდნენ, და საკუთარ მსახურებას მისი მითითებებით ასრულებდნენ.

გულისხმისყოფას ვუწოდებდი ამას.


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
alex_b
პოსტი Mar 1 2008, 01:31 AM
პოსტი #15


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 254
რეგისტრ.: 27-February 07
წევრი № 1,210



ალექსანდრე
ციტატა
გულისხმისყოფას ვუწოდებდი ამას.

იცი ბიბლია რას უწოდებს ამას:
საქმ.9:10: "უთხრა უფალმა მას..."
10:19: "სულმა უთხრა მას..."
11:12 "მითხრა სულმა..."
13:2 "თქვა სულიწმიდამ"

აღარ ჩამოვთვლი საკმაოდ ბევრია მსგავსი ფრაზები.


--------------------
იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
XAFRAN
პოსტი Mar 1 2008, 01:35 AM
პოსტი #16


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 226
რეგისტრ.: 28-July 07
წევრი № 2,532



ციტატა(alex_b @ Mar 1 2008, 12:08 AM) *

არ მგონია ადამიანს შეეძლოს დაიმსახუროს ეს უდიდესი მადლი.
ალბათ ვერასოდეს მისწვდება ადამიანის ხმა ყოვლისშემძლეს.
მაგრამ მაინც მგონია, რომ ეს ღმერთის ინიციატივით ხდება ადამიანში და არა მისი "კაიკაცობის" გამო. ეს ხომ მადლია, და მადლი კი დაუმსახურებელი საჩუქარია.


და თუ ვინმეს დასჭირდა ეს დაუმსახურებელი საჩუქარი, რაც არ უნდა ქნას ვერ მიიღებს უფლის წყალობას? (არა მგონია) smile.gif


--------------------
ნუ გიყუარნ სოფელი ესე, ნუცა-ღა რაჲ არს სოფლისაჲ ამის. უკუეთუ ვისმე უყუარდეს სოფელი ესე, არა არს სიყუარული მამისაჲ მის თანა




User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
ალექსანდრე
პოსტი Mar 1 2008, 01:57 AM
პოსტი #17


Advanced Member
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,232
რეგისტრ.: 24-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7



ციტატა(alex_b @ Mar 1 2008, 12:31 AM) *

ალექსანდრე

იცი ბიბლია რას უწოდებს ამას:
საქმ.9:10: "უთხრა უფალმა მას..."
10:19: "სულმა უთხრა მას..."
11:12 "მითხრა სულმა..."
13:2 "თქვა სულიწმიდამ"

აღარ ჩამოვთვლი საკმაოდ ბევრია მსგავსი ფრაზები.

მე მაინც მხატვრული გამოხატულება მგონია, როგორც წეღან ავღნიშნე ღმერთი არის სული, მას არ შეიძლება გააჩნდეს მარჯვენა ან მარცხენა, თვალიები, ხელები, პირი და ასე შემდეგ. ამიტომ ბიბლიაში მხატვრული ენით არის გადმოცემული რომ ჩვენთვის ადვილად აღსაქმელი იყოს. ამიტომ როდესაც მოციქული წერს "სულმა უთხრა მას..." "მითხრა სულმა..." "თქვა სულიწმიდამ" და ასე შემდეგ, აქ ალბათ უნდა ვიგულისხმოთ ''გულისხმისყოფა'' ''სულიწმიდის შთაგონება''. აი ჩვენ ვამბობთ რომ ბიბლია სულიწმიდის ''კარნახით'' დაიწერა, როგორ გავიგოთ ეს? იდგა სულიწმიდა და ყურში ჩასჩურჩულებდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს? მემგონი არა, არამედ სულიწმიდის მიერ აღძრულნი, სულიწმიდის შთაგონებით წერდნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები.

რავიცი მე ასე მგონია huh.gif


--------------------
ჩვენისა ცხორებისათვის ჯვარცმული იესუ, ჩვეულებისაებრ ტკბილად გეტყოდა, ნუ მტირ მე, დედაო საყვარელო, გარნა შენ გოდებით ხმობდი, მეცა შენთანა მოვკუდები, ძეო ჩემო საყვარელო.

ვითარცა ლეღვსა მას უნაყოფოსა, ნუ მომკვეთ მე მაცხოვარ ცოდვილსა ამას, არამედ მერმეცა მრვალ-ჟამ შენდობაი მომმადლე და მორწყე სული ჩემი, ცრემლითა სინანულისათა, რათა ნაყოფი მოგართვა შენ მოწყალებისა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Mar 1 2008, 03:48 AM
პოსტი #18


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
აი ჩვენ ვამბობთ რომ ბიბლია სულიწმიდის ''კარნახით'' დაიწერა, როგორ გავიგოთ ეს? იდგა სულიწმიდა და ყურში ჩასჩურჩულებდა წინასწარმეტყველებსა და მოციქულებს? მემგონი არა, არამედ სულიწმიდის მიერ აღძრულნი, სულიწმიდის შთაგონებით წერდნენ მოციქულები და წინასწარმეტყველები.

რავიცი მე ასე მგონია



კარგადაც გგონია smile.gif


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
athos
პოსტი Mar 1 2008, 12:08 PM
პოსტი #19


Άγιον Όρος
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 1,846
რეგისტრ.: 8-January 07
წევრი № 816



აქ წამოჭრილ საკითხთან დაკავშირებით, უნდა დავეხმაროთ თუ არა ლოთს, ერთი ჩანახატი გამახსენდა:

В. Петренко
В тамбуре воняло сигаретным дымом. Ненавижу этот запах с тех пор, как бросила курить. Терплю. В вагоне тесно и жарко. Ехать всего пару станций.

Мимо прошли местные барды, потряхивая целлофановым пакетом с мелочью. Проползла бабуля с «Гулливерами» «три на гривну». Прошелестели «Сканворды» и «Гороскопы». А потом появился он.

Это был мужчина неопределенного возраста и, судя по виду, без определенного места жительства. Да и все в нем было неопределенным — от распухшей физиономии до фраз, которые он бормотал себе под нос. Было понятно, что это маты, но смысл сказанного оставался неясным. Зато явственно слышался запах перегара. Бомж уселся на пол и нервно мял в руках пустую сигаретную пачку. При этом он не переставал грязно ругаться — то ли в адрес обидчиков, расквасивших физиономию, то ли из-за отсутствия курева. А может, сразу обо всем.

Я стояла напротив. Мы были очень разные — я и он. Словно вышли из разных миров и случайно оказались рядом в этом вонючем тамбуре грязной электрички. Я стояла в чистой одежде, с чистым, слегка подкрашенным лицом. Он сидел рядом — в грязных лохмотьях, с грязной окровавленной физиономией. Вспомнилась евангельская притча о добром самарянине. Размышляю о том, что бомж — мой ближний, а ближних надо любить. Роюсь в своем сердце в поисках христианской любви к этому типу. Выскребла двадцать граммов жалости и полкило отвращения. Мысленно пожимаю плечами: чем я могу ему помочь? Еду дальше. Скорей бы моя станция.

Из вагона показался мужик. Обычный, ничем не примечательный. Не старый. Одет хорошо, хоть и не богато. Рабочий класс. Достал пачку сигарет. Заранее морщусь — предвкушаю дымовую завесу.

Он присел рядом с бомжом. Похлопал по плечу. Со словами «Держи, брат!» — ткнул ему в руки сигарету. Бомж прекратил материться. Они дружно задымили.

Я стояла и смотрела на них. Внутри что-то звенело — тонко, еле слышно. В глазах щипало — наверное, от дыма. Наконец моя остановка. Выхожу.

Перед глазами стоит картина. Мужик с пачкой. Рабочий класс. Не похож он был на верующего… Как-то все не укладывалось. Грязный тамбур… Сизое облако… Евангельская притча о любви. Никогда не думала, что у любви может быть такой странный запах. В тот вечер она пахла сигаретным дымом.

ტამბურში სიგარეტის სუნი იყო. ვერ ვიტან ამ სუნს, რაც მოწევას თავი დავანებე. ვაგონში სივიწროვეა და ცხელა. რამოდენიმე გაჩერება უნდა გავიარო მხოლოდ.
ამ დროს გამოჩნდა ის.
ეს იყო მამაკაცი გაურკვეველი ასაკის და როგორც ჩანდა გაურკვეველი საცხოვრებელი ადგილით. საერთოდაც მასში ყველაფერი გაურკვეველი იყო, გასიებული ფიზიონომიიდან დაწყებული, იმ ფრაზებით დამთავრებული, რომელთაც ცხვირში დუდღუნებდა. ერთადერთი რაც ცხადი იყო,ეს იყო ალკოჰოლის სუნი, რომელიც მას ასდიოდა. უსახლკარო იატაკზე დაჯდა და დაიწყო ცარიელი სიგარეტის კოლოფის დაჭმუჭვნა, რომელიც ხელში ეჭირა, ამასთან განუწყვეტლივ ილანძღებოდა, ან ვიღაცაზე გაბრაზებული, ან მოსაწევი რომ არ ქონდა, ან ორივე მიზეზის გამო.
მე მოპირდაპირე მხარეს ვიდექი, მისგან სრულიად განსხვავებული, თითქოს ჩვენ ორი, სრულიად სხვადასხვა სამყაროდან გამოვედით, და შემთხვევით აღმოვჩნდით ერთად ელექტრომატარებლის ამ აყროლებულ, დახურულ ბაქანზე. მე ვიდექი სუფთა ტანსაცმლით, სუფთა, ოდნავ შეღებილი სახით. ის იჯდა გვერდით, ბინძურ ძონძებში, ჭუჭყიანი, დასისხლიანებული ფიზიონომიით. გამახსენდა სახარებისეული იგავი მოწყალე სამარიტელზე. ვფიქრობ იმის თაობაზე რომ ეს უსახლკაროც ჩემი მოყვასია, მოყვასი კი უნდა გიყვარდეს. ვიქექები ჩემს გულში ამ ტიპისადმი ქრისტიანული სიყვარულის ძიებაში. გულიდან ამოვფხიკე ოცი გრამი სიბრალული და ნახევარი კილო ზიზღი. ფიქრებში მხრებს ვიჩეჩავ, რითი შემიძლია მას დავეხმარო? მივდივარ წინ, ნეტავ მალე იყოს ჩემი გაჩერება.
ვაგონიდან გამოვიდა ვიღაც კაცი. ჩვეულებრივი, არაფრით გამორჩეული. არც ისე ხანშიშესული. კარგად აცვია, თუმცა არა მდიდრულად. ამოიღო სიგარეტის კოლოფი. წინასწარ დავიჯღანე როცა ბოლი წარმოვიდგინე.
ის ჩამოჯდა უსახლკაროს გვერდით, მხარზე მოუთათუნა და სიტყვებით „აიღე ძმაო!“ - ხელში სიგარეტი ჩაუდო. უსახლკარომ ლანძღვა შეწყვიტა. ორივემ ერთად გააბოლა.
მე ვიდექი და მათ ვუყურებდი. ჩემს შიგნით რაღაც რეკდა, ჩუმად, ძლივს გასაგონად. თვალები მეწვოდა, იქნებ ბოლის გამო. ჩემი გაჩერებაც და მე გამოვდივარ.
თვალწინ ისევ სურათია. კაცი კოლოფით ხელში. სრულიად ჩვეულებრივი მამაკაცი, არც მაინდამაინც მორწმუნეს არ გავს. რაღაც არ ლაგდება ყველაფერი. ჭუჭყიანი ბაქანი... ნაცრისფერი ღრუბელი... სახარებისეული იგავი სიყვარულზე...
არასდროს ვიფიქრებდი რომ სიყვარულს ასეთი უცნაური სუნი ექნებოდა. იმ საღამოს მას სიგარეტის ბოლის სუნი ქონდა



ღმერთთან სასაუბრო ორგანო გულია.

ის რაც უფრო გაწმენდილია, უფრო კარგად გვესმის მისი ხმა.


--------------------
და ესე უწყოდეთ ჟამი, რამეთუ აწვე არს ჟამი განღჳძებად ჩუენდა ძილისაგან. აწ უმახლობელეს არს ჩუენდა ცხორებაჲ, ოდესღა-ესე გურწმენა. ღამე იგი განგუეშორა, და დღე შემოგუეახლა; განვიშორნეთ უკუე საქმენი ბნელისანი და შევიმოსოთ საჭურველი ნათლისაჲ.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
neo
პოსტი Mar 1 2008, 01:37 PM
პოსტი #20


Advanced Member
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 2,152
რეგისტრ.: 11-September 07
წევრი № 2,723



36. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მეუფებაჲ ჩემი არა ამის სოფლისაგანი არს. უკუეთუმცა ამის სოფლისაგანი იყო მეუფებაჲ ჩემი, მსახურნიმცა ჩემნი იღუწიდეს ჩემთჳს, რაჲთა არამცა მივეცი ჰურიათა. ხოლო აწ მეუფებაჲ ჩემი არა არს ამიერ სოფლით.
37. ჰრქუა მას პილატე: უკუეთუ მეუფჱ ხარ შენ? ჰრქუა მას იესუ: შენ იტყჳ, რამეთუ მეუფე ვარ მე. ამისთჳს შობილ ვარ და ამისათჳს მოვივლინე სოფლად, რაჲთა ვწამო ჭეშმარიტი. ყოველი რომელი ჭეშმარიტებისგან იყოს, ისმინოს ჴმისა ჩემისაჲ. 38. ჰრქუა მას პილატე: რაჲ არს ჭეშმარიტებაჲ?


--------------------
www.cordesign.ge
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

2 გვერდი V  1 2 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 22nd May 2024 - 09:35 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი