თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ეკლესია და სახელმწიფო _ საქართველო საქართველოსათვის!

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 20 2010, 04:27 PM





ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა.

ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი.

სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება.

ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით.

სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად.

აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში.

რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები.

ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
გურამ მუჩაიძე

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 20 2010, 04:41 PM

samreklo


რა გინდა ძამა შენ, მოკლედ ვერ გვეტყვი ამ აურაცხელი და სულელური თემების გახსნის ნაცვლად????


პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 20 2010, 04:52 PM

ციტატა(მხევალი ნინო @ Feb 20 2010, 04:41 PM) *

samreklo
რა გინდა ძამა შენ, მოკლედ ვერ გვეტყვი ამ აურაცხელი და სულელური თემების გახსნის ნაცვლად????

მსურს,რომ გზასაცდენილები ტაძრისაკენ მიმავალ გზას დაუბრუნდნენ!

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 20 2010, 05:39 PM

samreklo

ციტატა
მსურს,რომ გზასაცდენილები ტაძრისაკენ მიმავალ გზას დაუბრუნდნენ



შე ჩაქრი დიდო ქადაგო biggrin.gif

ჯერ შენ დაუბრუდი და მერე გამოგყვებიტ ჩვენც, თორემ, ძალიან არეული დადიხარ და სადმე არ გადაგვყარო გვეშინია biggrin.gif

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 20 2010, 06:14 PM

ციტატა
რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი)


და შენი აზრით რუსეთის 145 მილიონის მოქალაქედან რამდენი ათასი კითხულობს დილის ლოცვებს ?

მართმადიდებლური არა კვატი.

პოსტის ავტორი: მხევალი ნინო თარიღი: Feb 20 2010, 07:03 PM

neo

ციტატა
არა კვატი.



ნწუ, ტოლმა.

მაგათმა გინდა იკიტხონ და გინდა არა. 145 მილიონიანმა ,, მართლმადიდებლობის შუქურამ,, წარბიც კი არ შეარხია არც ჩეჩნების გაწყვეტაზე და არც აფხაზეთისა და სამაჩაბლოს ომზე. ეტყობა ეს დიდი სულიერების ნაშანია და ჩვენ პატარა ძმებს , როგორც საბჭოთა კავშირის დროს ვუწოდებდით თავს, არ გვესმის.

პოსტის ავტორი: neo თარიღი: Feb 20 2010, 07:38 PM

ისე ერთი კი მენიშნა ამ ტექსტიდან. არის ქართველებში რაღაც ქვეშევრდომობისაკენ მიდრეკილება... მარა ეტყობა ამპარტავნობა უფრო ძლიერია...

და ღმერთმა ჯერ კიდევ ვერ დაგვაჩოქა განსაცდელებით... ვართ ისევ ცარიელი თავტავებივით...

როდემდე, როდემდე უნდა გაგრძელდეს ასე

პოსტის ავტორი: ბექა თარიღი: Feb 20 2010, 08:32 PM

samreklo
რა მოწიე ესეთ დღეში რო ხარ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2010, 09:08 PM

ციტატა
აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —

biggrin.gif
თქვა ცარიზმ-კომუნიზმ-პუტინიზმის მოტრფიალემ და ჩრდილოეთისაკენ გაიხედა.
წასულია თქვენი დრო უკვე smile.gif
საქართველო 1801 წლიდან 200 წელი რუსეთის მონობაში იყო და ნგრევის,
ხოცვის, წართმევისა და შეურაცხყოფის მეტი ისევ მეტი ნგრევა , ხოცვა და შეურაცხყოფა თუ შეიძლება გავიხსენოთ.
ქართული ენის დაუძინებელი მტები,
ქართული მიწის აღრენილი მგლეჯელები,
ქართული მრწმამსისი, მისი ეკლესიის მუდმივი მტრები,
აი ესაა შენი რუსეთი და მისი ერთმორწმუნეობა, მათთან რათქმაუნდა უნდა გვქონდეს და რათქმაუნდა გვექნება მეგობრული კავშირი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ის გავა ოკუპირებული მიწებიდან და საქართველოს
თავისუფალ არჩევანს- იყოს რუსეთის გარეშე, სცემს პატივს, ეს კი მას არ შეუძლია, საქართველომ უკვე საბოლოოდ უთხრა რუსეთს უარი მის მონობაზე და მისი ხუშტურებით საკუთარი პოლიტიკის აწყობაზე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვისაც არ აწყობს ისევ შეუძლია მიეფიცხოს ჩრდილოეთის მზეს, ოღონდ იქით- ჩრდილოეთში.
გზა მშვიდობისა;
კაიროსი!

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 20 2010, 09:36 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2010, 09:08 PM) *

biggrin.gif
თქვა ცარიზმ-კომუნიზმ-პუტინიზმის მოტრფიალემ და ჩრდილოეთისაკენ გაიხედა.
წასულია თქვენი დრო უკვე smile.gif
საქართველო 1801 წლიდან 200 წელი რუსეთის მონობაში იყო და ნგრევის,
ხოცვის, წართმევისა და შეურაცხყოფის მეტი ისევ მეტი ნგრევა , ხოცვა და შეურაცხყოფა თუ შეიძლება გავიხსენოთ.
ქართული ენის დაუძინებელი მტები,
ქართული მიწის აღრენილი მგლეჯელები,
ქართული მრწმამსისი, მისი ეკლესიის მუდმივი მტრები,
აი ესაა შენი რუსეთი და მისი ერთმორწმუნეობა, მათთან რათქმაუნდა უნდა გვქონდეს და რათქმაუნდა გვექნება მეგობრული კავშირი, მაგრამ ეს მხოლოდ მაშინ, როცა ის გავა ოკუპირებული მიწებიდან და საქართველოს
თავისუფალ არჩევანს- იყოს რუსეთის გარეშე, სცემს პატივს, ეს კი მას არ შეუძლია, საქართველომ უკვე საბოლოოდ უთხრა რუსეთს უარი მის მონობაზე და მისი ხუშტურებით საკუთარი პოლიტიკის აწყობაზე, ჩვენ ჩვენი გზა გვაქვს, ვისაც არ აწყობს ისევ შეუძლია მიეფიცხოს ჩრდილოეთის მზეს, ოღონდ იქით- ჩრდილოეთში.
გზა მშვიდობისა;
კაიროსი!

არც ყურით ესმის ზოგიერთს და არც თვალით ხედავს (გონებას აღარ ვეხები) პროფ.გურამ მუჩაიძის სტატიის სათაურსაც და სულისკვეთებას-"საქართველო საქართველოსათვის"!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2010, 09:46 PM

ციტატა
(გონებას აღარ ვეხები)

ნუ რა უნდა ახლა ამას biggrin.gif
ყველამ თავის ვაკუუმებს მიხედოს smile.gif
მუჩაიძის იქნება თუ ბუაჩიძის მნიშვნელობა არა აქვს ამას ამ შემთხვევაში,
მონური სულით არის ნაწერი და თქვენი პროვოკაციები უკვე ბადებს კითხვას, რატომაა არასწორად მრეკავი სამრეკლო აქ?

პ.ს.
მაგ "სტატიას" უნდა ერქვა საქართველო რუსეთისათვის biggrin.gif
ვ.შ.პ.

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 20 2010, 09:55 PM

ციტატა(KAIROS @ Feb 20 2010, 10:46 PM) *

არასწორად მრეკავი სამრეკლო

აჰა დისპუტის ხეირი
იშვა მორიგი ფრაზეოლოგიზმი biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2010, 10:17 PM

samreklo

ციტატა
ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის.

ციტატა
ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი)

გული მერევა... (puke)

P.S. I hope USA will nuke Russia... mad.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 20 2010, 10:20 PM

ოხ, რა მძიმე შემთხვევებთან მაქვს საქმე!
რუსეთის და ამერიკაც მიჩუქნია თქვენთვის.მე მინდა ჩემი საქართველო,რომელიც არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის (გინდ რუსეთი იყოს და გინდ ამერიკა) პრეზერვატივი (ბოდიში,რომ უფრო ცივილური სიტყვა უცებ ვერ მოვიძიე)

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2010, 10:47 PM

samreklo

რუსეთი არის საქართველოს ტოტალური მტერი. თანამედროვე მსოფლიოს რუქაზე ძალიან ძნელია (თითზე ჩამოსათვლელია) იპოვო სხვა ანალოგი ორი ასეთი დაპირისპირებული ქვეყნის.

რუსეთის სამხედრო ინტერვენციას საქართველოში შეეწირა 30.000-მდე ქართველის სიცოცხლე, დაახლოებით 300.000 ადამიანი გამოძევებულია საკუთარი სახლებიდან და დღემდე არ უშვებს თავის კუთვნილ სახლში რუსეთის საოკუპაციო ჯარი. შესაბამისად ოკუპრებულია 12.000 კვ. კმ. ჩვენი ქვეყნის ტერიტორიის ანუ 20%.

ეს ყველაფერი აგებულია (დღემდე გრძელდება) რუსეთის ტოტალიტარულ, სისხლიან, ძალადობრივ და გამანადგურებელ პოლიტიკაზე და რაც მთავარია ეს ყველაფერი არ დაწყებულა 2008წ.-ს არამედ დაიწყო 1992-1993 წლებში, როდესაც რუსეთმა მოახდინა კონფლიქტების პროვოცირება, მასში ჩაბმა და "სამშვიდობო" ოკუპაცია აფხაზეთის და ე.წ. სამხრ. ოსეთის. (კოდორის ხეობა და ახალგორის რ-ნი 2008-ში წაგვართვეს, დანარჩენი 1993-ში.)

რუსეთის მიზანია საქართველოს განადგურება და რაც შეუძლია ასრულებს კიდეც.

არაფერი აღარ უშველის ამ საქმეს, მძულს რუსეთი და ძულს ყველა ცივილიზებულ ადამიანს საქართველოშიც და მის ფარგლებს გარეთაც!

აშშ, NATO და ევროკავშირი საქართველოს მტრები არ არიან, არც საშინელი მტრები და არც მცირედი მტრები, მათ აქვთ რაღაც სხვადასხვა ინტერესები საქართველოში, ხშირ შემთხვევაში პარტნიორული... მათ არც ერთი კვადრატული მეტრი მიწა არ მიუტაციებათ ჩვენი, არც ერთი ქართველი არ მოუკლავთ და გამოუძევებიათ საკუთარი სახლიდან. თუ ხანდახან თავინთი პრაგმატიზმიდან და რუსეთთან ღია დაპირისპირებისგან თავიდან აცილების გამო სათანადოდ არ გვიჭერენ მხარს, ეს ცხადია ცუდია, მაგრამ რა მოსატანია რუსეთის მიერ ჩადენილ ტოტალურ სამხედრო დანაშაულებთან შედარებით.


მორჩა! რუსეთმა წარმოუდგენელი შეცდომა დაუშვა! აღარავითარი მართლმადიდებლობა აღარ გაჭრის! მკვლელს ისეთი პასუხი უნდა გაეცეს, როგორც მკვლელს!


P.S. I hope USA will nuke Russia... mad.gif

პოსტის ავტორი: KAIROS თარიღი: Feb 20 2010, 10:52 PM

ციტატა
რუსეთის და ამერიკაც მიჩუქნია თქვენთვის.მე მინდა ჩემი საქართველო,რომელიც არ იქნება რომელიმე უცხო ქვეყნის (გინდ რუსეთი იყოს და გინდ ამერიკა) პრეზერვატივი

სწორედ მასეთად ხატავ საქართველოს, როცა უკან გვატენი რუსეთში, რამ დაგაბრმავათ? 200 წელია მონად ვუნდოდით და 200 წელია მაგათ ვებრძვით და რა ნამუსით წერ "ძმა რუსებზე"? როცა მტერია შენი და შენი გაქრობა სურს? რუსეთთან მეგობრობა მხოლოდ მაშინ შეიძლება, როცა იგი დაგიწყებს ყურებას მეგობარივით და ეგ ახლა ასე რომ არაა, და კარგა ხანს რომ არ იქნება, იშვითად ბნელი უნდა იყო, რომ ვერ მიხვდე.
რუსეთს არა!
გიო, წაშალე ცხონებულ გოროზიას საშინელი სურათი sad.gif
შესაძრწუნებელია...

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2010, 10:52 PM

samreklo

ციტატა
იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი

რუსეთმა პასუხისგებაში მისცეს KGB-შნიკი პუტინი, მკვლელი და ძებნილი ლუგავოი, მანიაკი და ავადმყოფი - ჟირინოვსკი, ნაძირალა და სამხედრო დამნაშავე - რაგოზინი და მთელი მისი გენერალიტეტი ხრულოვის მეთაურობით. ქართველ პოლიტიკოსებს თვითონ მოვუვლით... yes.gif

პოსტის ავტორი: ნონა თარიღი: Feb 20 2010, 11:05 PM

გიორგი
იქნებ ის სურათი წაგეშალა,მეტისმეტად მძიმე შესახედია

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2010, 11:08 PM

samreklo

ციტატა
მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან

ერთი მეგობარო, აი ასეთ ავადმყოფი ადამიანებით დაკომპლექტებული პოლიტელიტის მქონე ქვეყანასთან, როგორ აღადგენ მეგობრულ ურთიერთობას:

http://www.youtube.com/watch?v=N2TY08f__lM&feature=related


პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 20 2010, 11:18 PM

ნონა
KAIROS

წავშლი, ცოტა ხანში წავშლი აუცილებლად, მაგრამ კარგად უნდა შეხედონ პრორუსული მესიანიზმის პოლიტიკურ-რელიგიური კურსის მქადაგებლებმა, რომ ცოტა გამოფხიზლდნენ... და მთლად ტოტალიტარიზმის ოპიუმმა არ მოუღოთ ბოლო. mad.gif

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 21 2010, 12:16 AM

ღმერთმა დამიფაროს რუსეთს მოვევლინო ადვოკატად.
მე ყურს ვუგდებ მხოლოდ ქართველ მამულიშვილთა ბრძნულ შეგონებებს.ასე,მაგალითად,დიდ კონსტანტინე,რომელსაც რუსეთი გულზე არ ეხატებოდა აღნიშნავდა (თქვენს გასაგონადაც,ძვირფასო ფორუმელებო):"რუსეთთან მტრობას მეგობრობა სჯობია!"
თუ გსურთ გაერკვეთ,რატომ დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები,იხილეთ:http://geurasia.org/?p=228&lang=ru
ისე იცოდეთ-არავის შერჩება ღვშისმშობლის წილხვედრილი ქვეყნის დაქუცმაცება და დაწიოკება,არც საქართველოს მტრებს რუსეთში,არც რუსეთის მტრებს საქართველოში,და არც ამერიკელ წამქეზებლებს.უფალი მოიკითხავს ყველას.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 21 2010, 12:28 AM

samreklo

ციტატა
თუ გსურთ გაერკვეთ,რატომ დაიძაბა რუსეთ-საქართველოს ურთიერთობები

რომელ დაძაბვას გულისხმობ? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის?
ციტატა
რუსეთის მტრებს საქართველოში

ასეთი ფენომენი არ არსებობს. გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... (არც მტერი იქნება)
ციტატა
ღმერთმა დამიფაროს რუსეთს მოვევლინო ადვოკატად.

უკვე მოევლინე. yes.gif
დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 21 2010, 01:14 AM

ციტატა( გიორგი @ Feb 21 2010, 12:28 AM) *

samreklo

რომელ დაძაბვას გულისხმობ? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის?

ასეთი ფენომენი არ არსებობს. გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... (არც მტერი იქნება)

უკვე მოევლინე. yes.gif
დანარჩენს დრო გვაჩვენებს.

ოჰ,რა ...... ხართ,თქვენ და მსგავსნი რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიას ჩაუგდებთ ხელში.ვერავინ გვიშველის.აზრზე მოდით.შეიცოდეთ საქართველო-ეს აშშ შტატი ან რუსეთის გუბერნია კი არ არის,თქვენი სამშობლოა.ნუ გადააქცევთ ამ ტანჯულ ქვეყანას ვინმეს ბრმა იარაღად.

პოსტის ავტორი: bekas თარიღი: Feb 21 2010, 08:59 PM

ხოხ! ჩვენი სამშობლო რომაა იმიტომაც არ გვემეტება არც გუბერნიად და არც შტატად. ან ჩვენი უნდა იყოს და ან არავისი.

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 21 2010, 10:28 PM

samreklo

ციტატა(samreklo @ Feb 21 2010, 01:14 AM) *

თქვენ და მსგავსნი რუსეთს საქართველოს მთელ ტერიტორიას ჩაუგდებთ ხელში.ვერავინ გვიშველის.

თქვენდა სამწუხაროდ მე პირიქით უფრო რეალური მგონია yes.gif

და კითხვას რატომ არ უპასუხე? ზემოთ, რომელ დაძაბვას გულისხმობდი? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის?

ასევე რატომ გამოიწვია შენი გაღიზიანება იმ ფაქტმა, რომ ვთქვი, რომ როგორც კი გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... და აღარც მტერი იქნება-თქო? რატომ გიჭირს იმის აღიარება, რომ რუსეთის მტერი საქართველო მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც მან მიიტაცა ქართული ტერიტორიები და მან მოახდინა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა?

პოსტის ავტორი: კანუდოსელი თარიღი: Feb 22 2010, 12:01 AM

samreklo
შემიძლია უფასო ფსიქოთერაპევტი გირჩიოთ...

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 11:02 AM

ციტატა( გიორგი @ Feb 21 2010, 10:28 PM) *

samreklo

თქვენდა სამწუხაროდ მე პირიქით უფრო რეალური მგონია yes.gif

და კითხვას რატომ არ უპასუხე? ზემოთ, რომელ დაძაბვას გულისხმობდი? როდესაც ძირითადი მიწების ოკუპაცია მოახდინეს ანუ 1993 წლის თუ როდესაც ახალგორის და კოდორის ოკუპაცია მოახდინეს ანუ 2008 წლის?

ასევე რატომ გამოიწვია შენი გაღიზიანება იმ ფაქტმა, რომ ვთქვი, რომ როგორც კი გავა რუსეთის საოკუპაციო ჯარი ჩვენი ტერიტორიებიდან, დაბრუნდებიან დევნილები და აღარავინ აღარ გადაეკიდება რუსეთს და აღარავინ აღარ მოედავება მის ტერიტორიებს... და აღარც მტერი იქნება-თქო? რატომ გიჭირს იმის აღიარება, რომ რუსეთის მტერი საქართველო მხოლოდ იმდენადაა, რამდენადაც მან მიიტაცა ქართული ტერიტორიები და მან მოახდინა ქართული მოსახლეობის ეთნოწმენდა?

თუ გსურთ კონკრეტულად ჩასწვდეთ ჩვენს თავს მოვლენილი განსაცდელის მიზეზებს,გაეცანით შემდეგ მასალას:http://geurasia.org/?p=238#more-238











ციტატა(კანუდოსელი @ Feb 22 2010, 12:01 AM) *

samreklo
შემიძლია უფასო ფსიქოთერაპევტი გირჩიოთ...


მადლობელი ვიქნები!
ადამიანი რომ არ გიჯერებს, როცა უხსნი-მდუღარე წყალში ხელი არ ჩადო,თორემ დაგეწვება,რა უნდა გააკეთო?უნდა აცალო.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 11:15 AM

ციტატა
ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის


საოცარი წინადადებაა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო...

დიახ, ამერიკელები პრაგმატულები არიან და ისინი არ გვანან "მართლმადიდებელ რუსებს", რომლებსაც ქრისტიანობა და ჩამორჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ ინტერესებზე აქვთ მორგებული და დღემდე ვერაფით ვერ გამოვიდა ეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა იმპერიალიზმიდან

მართლმადიდებელი რუსები - რომელი რუსები? სად არიან მართლმადიდებელი რუსები? ნანახი გაქვს რუსული FSB-ს ოფიციალური ხატი? ღვთისმშობელი და კუთხეებში გადაჯვარედინებული "კალაშნიკოვები"?

ნუთუ არ გსმენია FSB-ს საქმიანობის შესახებ? ნუთუ ღვთის ჯარისკაცები არიან და ისეოს სახელით კლავენ ჟურნალისტებს?

ნანახი გაქვს სტალინის ხატი?

რას ნიშნავს მართლმადიდებელი? მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს აუპატიურებს 200 წელი მეტი მადლია სადმე???

აქ ითქვა 93 წელი. სინამდვილეში გაცილებით ადრე დაიწყო მახინჯი იმპერიალიზმი

საინტერესოა სად არიან მართმადიდებლები? თამბაქოს ბიზნესით გამდიდრებული ეპისკოპოსები, ნაძირალა მკვლელი KGB-შნიკი პოლიტიკოსები?

ბინძური ფეხებგაუპარსავი პროსტიტუტკები, რომელთაც ასე მისტირის ჩვენი უფროსი თაობა?

დავანებოთ თავი ისტორიას, ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენი თვალით ვხდავთ, თუნდაც 2008 წლიდან. ვინმეს აქვს ილუზია ღორებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის?

ორი რუსეთიაო დაიწყებენ, კარგი და ცუდიო, პოლიტიკოსები და ინტელიგენციაო. არა! რუსეთი ერთია, ჩამორჩენილი, წინა საუკუნეებში დარჩენილი ქვეყანა. რომელსაც ზეგანვითარებული სახელმწიფო გონია თავი.








ციტატა
აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —


ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ შევა ნატოში. პრეზიდენტი გვეყოლება გიორგაძე, ებრალიძე შეიძლება ნოღაიდელი, ან ვისაც FSB-ში ჩათვლიან საჭიროდ და დაიწყება საშინელი კორუფციის ახალი ტალღა დაწყებული საგზაო ისნსპექტორებიდან უზენაეს სასამართლომდე. წავა მასიური მკვლელობები და ა.შ.

არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ამდენი სისულელეები დაგვიწერე. ნუთუ დღეს ვინმეს გგონიათ რომ ისევ მივუბრუნდებით საბჭოთა კავშირს? დღეს სხვა სიტუაციაა, კარგია თუ ცუდია დღევანდელი ახალგაზრდა მიჩვეულია თავისუფლებას, იცის რა ხდება საზღვარგარეთ. რატომ გგონია KGB-ს რომ ვინმეს ენატრება უსამართლო საბჭოთა წყობა?

ვისაც ენატრება და ტკბილად აგონდება მათ გვერდითაც დგას, თუმცა რომ არ იდგეს გააგორებენ ისე აქვს შეტოპილი და ესეც გასათვალისწინებელია

გამოსავალს რაც შეეხება, მეტნაკლებად ნორმალური ხალხი უნდა უნდა მივიდეს მთავრობაში ამ დებილების ნაცვლად და მერე 10-20 წელიწადში შეიძლება განკურნებული რუსები მივიღოთ, ახალი თაობა მაინც, თუმცა, ამ ეტაპზე პუტინ-მედვედევის კომბინაციის მეტს ვერაფერს ვხედავ მათდა სამწუხაროდ

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 12:48 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 11:15 AM) *

საოცარი წინადადებაა, არ შემიძლია არ გამოვეხმაურო...

დიახ, ამერიკელები პრაგმატულები არიან და ისინი არ გვანან "მართლმადიდებელ რუსებს", რომლებსაც ქრისტიანობა და ჩამორჩენილ საბჭოთა პოლიტიკურ ინტერესებზე აქვთ მორგებული და დღემდე ვერაფით ვერ გამოვიდა ეს უკიდურესად ჩამორჩენილი ქვეყანა იმპერიალიზმიდან

მართლმადიდებელი რუსები - რომელი რუსები? სად არიან მართლმადიდებელი რუსები? ნანახი გაქვს რუსული FSB-ს ოფიციალური ხატი? ღვთისმშობელი და კუთხეებში გადაჯვარედინებული "კალაშნიკოვები"?

ნუთუ არ გსმენია FSB-ს საქმიანობის შესახებ? ნუთუ ღვთის ჯარისკაცები არიან და ისეოს სახელით კლავენ ჟურნალისტებს?

ნანახი გაქვს სტალინის ხატი?

რას ნიშნავს მართლმადიდებელი? მართლმადიდებელი რომ მართლმადიდებელს აუპატიურებს 200 წელი მეტი მადლია სადმე???

აქ ითქვა 93 წელი. სინამდვილეში გაცილებით ადრე დაიწყო მახინჯი იმპერიალიზმი

საინტერესოა სად არიან მართმადიდებლები? თამბაქოს ბიზნესით გამდიდრებული ეპისკოპოსები, ნაძირალა მკვლელი KGB-შნიკი პოლიტიკოსები?

ბინძური ფეხებგაუპარსავი პროსტიტუტკები, რომელთაც ასე მისტირის ჩვენი უფროსი თაობა?

დავანებოთ თავი ისტორიას, ამ ყველაფრის შემდეგ რაც ჩვენი თვალით ვხდავთ, თუნდაც 2008 წლიდან. ვინმეს აქვს ილუზია ღორებთან მეგობრული ურთიერთობის აღდგენის?

ორი რუსეთიაო დაიწყებენ, კარგი და ცუდიო, პოლიტიკოსები და ინტელიგენციაო. არა! რუსეთი ერთია, ჩამორჩენილი, წინა საუკუნეებში დარჩენილი ქვეყანა. რომელსაც ზეგანვითარებული სახელმწიფო გონია თავი.
ეს ზუსტად იმას ნიშნავს, რომ საქართველო არ შევა ნატოში. პრეზიდენტი გვეყოლება გიორგაძე, ებრალიძე შეიძლება ნოღაიდელი, ან ვისაც FSB-ში ჩათვლიან საჭიროდ და დაიწყება საშინელი კორუფციის ახალი ტალღა დაწყებული საგზაო ისნსპექტორებიდან უზენაეს სასამართლომდე. წავა მასიური მკვლელობები და ა.შ.

არ მინდა გეწყინოს, მაგრამ ამდენი სისულელეები დაგვიწერე. ნუთუ დღეს ვინმეს გგონიათ რომ ისევ მივუბრუნდებით საბჭოთა კავშირს? დღეს სხვა სიტუაციაა, კარგია თუ ცუდია დღევანდელი ახალგაზრდა მიჩვეულია თავისუფლებას, იცის რა ხდება საზღვარგარეთ. რატომ გგონია KGB-ს რომ ვინმეს ენატრება უსამართლო საბჭოთა წყობა?

ვისაც ენატრება და ტკბილად აგონდება მათ გვერდითაც დგას, თუმცა რომ არ იდგეს გააგორებენ ისე აქვს შეტოპილი და ესეც გასათვალისწინებელია

გამოსავალს რაც შეეხება, მეტნაკლებად ნორმალური ხალხი უნდა უნდა მივიდეს მთავრობაში ამ დებილების ნაცვლად და მერე 10-20 წელიწადში შეიძლება განკურნებული რუსები მივიღოთ, ახალი თაობა მაინც, თუმცა, ამ ეტაპზე პუტინ-მედვედევის კომბინაციის მეტს ვერაფერს ვხედავ მათდა სამწუხაროდ

პოლიტიკაში ბოღმიანობა უბედურების მომტანია მხოლოდ.თურქეთსაც გაუმწარებივართ ბევრჯერ,მაგრამ დღეს კარგი ურთიერთიბა გვაქვს. რუსეთის დათვი კრავად კი არ გარდაქმნილა: კაპიტალისტური რუსეთი გაცილებით უფრო საშიშია, ამითომ ნუ შეასკდები!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 01:25 PM

samreklo

ციტატა
პოლიტიკაში ბოღმიანობა უბედურების მომტანია მხოლოდ


არ შეიძლება, თუნდაც ამ ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ ნორმალური ადამიანი გაბრაზებული არ იყოს. ვისთან უნდა ვიმეგობრო? მას შენთან მეგობრობა არ უნდა, გიყურებს როგორც მონას, განუვითარებელს, უკულტუროს. მერე ვინ? თავად უდიდესი სიდებილე და შეცდომა

ტექნიკა აქვთ კარგი? აბსურდი, თუ რამე შეუქმნიათ ყველაფერი მოპარულია, ავტომობილებით დაწყებული იარაღით დამთავრებული

ციტატა
თურქეთსაც გაუმწარებივართ ბევრჯერ,მაგრამ დღეს კარგი ურთიერთიბა გვაქვს.


შეიცვალა რაღაცეები, დღეს თურქეთი საქართველოს თითს არ უქნევს და საცხოვრებელ კორპუსებს არ ბომბავს. ვიღაც გამოქლიავებულებს არ გვთავაზობს პრეზიდენტად.

ციტატა
კაპიტალისტური რუსეთი გაცილებით უფრო საშიშია


კარგია რომ ხვდები, რომ რაღაც ფსევდო კომუნისტები არიან. 21-ე საუკუნეში როდესაც ამდენი საშუალება არსებობს შენი ინტერესების გასატარებლად რაღაც დანჯღრეული ტანკები და პენსიონერი პილოტებით დაკომპლექტებული თვითმფრინავები შემოყავს და პირდაპირ ომს იწყებს ლოთი გენერლებით.


ბოღმას თავი დავანებოთ და რუსეთი ყველანაირად არის სამარცხვინო ქვეყანა. ჩემთვის სასაცილოა მისი რაიმეზე მაგალითად მოყვანა

არსებობდნენ იმპერიები და ბოროტებაც იყო, მაგრამ მეტნაკლებად განათლებული ხალხი მართავდა ასეთ ქვეყნებს

მათ ისევე სძულთ აშშ, როგორც ცივი ომის დროს და ტყუილად გონიათ რომ რამეს წარმოადგენენ დღეს

90-ანი წლების საქართველო უფრო პროგრესული იყო ვიდრე დღევანდელი რუსეთი - ეს არის სიმართლე

ბოროტება უნდა გძულდეს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს დავერიოთ და გენოციდი მოვუწყოთ, მათგან განსხვავებით ჩვენ არ გვახასიათებს ერების შეძულება და შოვინიზმი


რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მართლაც საჭიროა, მეზობელია ბოლო-ბოლო და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გქონდეს ეს ცხადია, მაგრამ არა აფხაზეთის და სმ ოსეთის ხარჯზე, არა 300 000 დევნილის ხარჯზე.

არა დასავლეთზე და ცივილიზაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ყავს რუსეთს ევროპელი მეზობლები და აქვს ნორმალური ურთიერთობა. აბა ფინეთში შეუშვას ტანკები დღეს

ვინ ეკითხება რომელი პარტია გაიმარჯვებს ჩვენტან? ნატოში შევალთ თუ არ შევალთ? ოსეთს და აფხაზეთს გავწმინდავთ ბოევიკებისგან თუ არა?

ბარემ პოლიციის საქმეშიც ჩაერიოს და ქურდების ხელშეუხებლობა მოგვთხოვოს...

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 01:56 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 01:25 PM) *

samreklo
არ შეიძლება, თუნდაც ამ ბოლო დროინდელი ამბების შემდეგ ნორმალური ადამიანი გაბრაზებული არ იყოს. ვისთან უნდა ვიმეგობრო? მას შენთან მეგობრობა არ უნდა, გიყურებს როგორც მონას, განუვითარებელს, უკულტუროს. მერე ვინ? თავად უდიდესი სიდებილე და შეცდომა

ტექნიკა აქვთ კარგი? აბსურდი, თუ რამე შეუქმნიათ ყველაფერი მოპარულია, ავტომობილებით დაწყებული იარაღით დამთავრებული
შეიცვალა რაღაცეები, დღეს თურქეთი საქართველოს თითს არ უქნევს და საცხოვრებელ კორპუსებს არ ბომბავს. ვიღაც გამოქლიავებულებს არ გვთავაზობს პრეზიდენტად.
კარგია რომ ხვდები, რომ რაღაც ფსევდო კომუნისტები არიან. 21-ე საუკუნეში როდესაც ამდენი საშუალება არსებობს შენი ინტერესების გასატარებლად რაღაც დანჯღრეული ტანკები და პენსიონერი პილოტებით დაკომპლექტებული თვითმფრინავები შემოყავს და პირდაპირ ომს იწყებს ლოთი გენერლებით.
ბოღმას თავი დავანებოთ და რუსეთი ყველანაირად არის სამარცხვინო ქვეყანა. ჩემთვის სასაცილოა მისი რაიმეზე მაგალითად მოყვანა

არსებობდნენ იმპერიები და ბოროტებაც იყო, მაგრამ მეტნაკლებად განათლებული ხალხი მართავდა ასეთ ქვეყნებს

მათ ისევე სძულთ აშშ, როგორც ცივი ომის დროს და ტყუილად გონიათ რომ რამეს წარმოადგენენ დღეს

90-ანი წლების საქართველო უფრო პროგრესული იყო ვიდრე დღევანდელი რუსეთი - ეს არის სიმართლე

ბოროტება უნდა გძულდეს. ეს არ ნიშნავს, რომ საქართველოში მცხოვრებ რუსებს დავერიოთ და გენოციდი მოვუწყოთ, მათგან განსხვავებით ჩვენ არ გვახასიათებს ერების შეძულება და შოვინიზმი
რუსეთთან ურთიერთობის გაუმჯობესება მართლაც საჭიროა, მეზობელია ბოლო-ბოლო და დიპლომატიური ურთიერთობა უნდა გქონდეს ეს ცხადია, მაგრამ არა აფხაზეთის და სმ ოსეთის ხარჯზე, არა 300 000 დევნილის ხარჯზე.

არა დასავლეთზე და ცივილიზაციაზე უარის თქმის ხარჯზე. ყავს რუსეთს ევროპელი მეზობლები და აქვს ნორმალური ურთიერთობა. აბა ფინეთში შეუშვას ტანკები დღეს

ვინ ეკითხება რომელი პარტია გაიმარჯვებს ჩვენტან? ნატოში შევალთ თუ არ შევალთ? ოსეთს და აფხაზეთს გავწმინდავთ ბოევიკებისგან თუ არა?

ბარემ პოლიციის საქმეშიც ჩაერიოს და ქურდების ხელშეუხებლობა მოგვთხოვოს...

არავინ არ უნდა ერეოდეს ჩვენს საქმეებში.არანაირი უცხო ფულით არ უნდა ხვდებოდნენ პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლებაში.კავკასიაში დენთის აფეთქებას არ უნდა ცდილობდეს ხელისუფლება სხვების წაქეზებით.ამაშია ჩვენი უბედურების სათავე!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 02:02 PM

samreklo

ციტატა
არავინ არ უნდა ერეოდეს ჩვენს საქმეებში.არანაირი უცხო ფულით არ უნდა ხვდებოდნენ პოლიტიკური ძალები საქართველოს ხელისუფლებაში.კავკასიაში დენთის აფეთქებას არ უნდა ცდილობდეს ხელისუფლება სხვების წაქეზებით.ამაშია ჩვენი უბედურების სათავე!


აბა ერთ აზრზე ვყოფილვართ და ეს პროსაბჭოტა ვეებერთელა პოსტი ხუმრობით დაგვიწერეთ? ხალხს კგბ–ს შეკვეთილი გვეგონა



პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 02:25 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 02:02 PM) *

samreklo
აბა ერთ აზრზე ვყოფილვართ და ეს პროსაბჭოტა ვეებერთელა პოსტი ხუმრობით დაგვიწერეთ? ხალხს კგბ–ს შეკვეთილი გვეგონა

პროსაბჭოთა კი არა პროქართულია.სტატიას ყურადღებით უნდა წაკითხვა და გააზრებაც,სხვათაშორის.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 02:42 PM

დაგვცინი???


ჯერ იყო და სტალინზე გახსენი თემა, ახლა ერთმორწმუნე რუსეთიო

არ არის პროქართული, პირდაპირ პრორუსულია და ასეთი სტატიებით (მართლმადიდებლობით სპეკულაციით) რუსული სპეცსამსახური საუბრობს. იცოდე, რომ განზრახ თუ უნებლიეთ მათ სათქმელს იძახი

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 04:04 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 02:42 PM) *

დაგვცინი???
ჯერ იყო და სტალინზე გახსენი თემა, ახლა ერთმორწმუნე რუსეთიო

არ არის პროქართული, პირდაპირ პრორუსულია და ასეთი სტატიებით (მართლმადიდებლობით სპეკულაციით) რუსული სპეცსამსახური საუბრობს. იცოდე, რომ განზრახ თუ უნებლიეთ მათ სათქმელს იძახი

მე კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ,რუსეთის დათვს ნუ ეჭიდებით,დაღუპავთ ქვეყანას,ქართველი მეფეები საერთო ენას ნახულობდნენ მაჰმადიანურ ქვეყნებთან და თქვენ რაღა დაგემართათ,რომ საერთო ენა ვერ გამონახეთ ერთმორწმუნე რუსეთთან.გითხრათ რატომ ვერ ახერხებთ?ყურებით ჰყევხართ დაჭერილი გარე სპონსორებს,სამშობლოს სიყვარულს ამჯობინებთ სავარძლებს,ფულს.მეფეებს კი სულ სხვა ფასეულობები გააჩნდათ.სიბეცისადმი დაპირისპირება თავისთავად პრორუსულობა როდია!

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 04:39 PM

საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ზემოთაც დაწერეს, რომ მას შემდეგ, როდესაც შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს და პატივს გვცემს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს

რას ქვია დათვი? საერთო ენის გამონახვა რატომ ნიშნავს ყველაზე ძვირფასის დათმობას?

თუ არ გვეკაიფები და მაგ ყველაფერს მართლა ფიქრობ, ძალიან ცუდად აირს საქმე

სანამ ასეთი სამარცხვინო დამოკიდებულება იქნება ერის თუნდაც მცირე ნაწილში, სანამ მართლმადიდებლობით და ერთმორწმუნეობით ვაჭრობა არ დასრულდება ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიას რომ ერთ ადგილზე ვართ, სინამდვილეში უკან, ჭაობისკენ მივექანებით

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 04:54 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 04:39 PM) *

საერთო ენის გამონახვა შესაძლებელია მას შემდეგ რაც საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას აღიარებს და ზემოთაც დაწერეს, რომ მას შემდეგ, როდესაც შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს და პატივს გვცემს, როგორც სუვერენულ სახელმწიფოს

რას ქვია დათვი? საერთო ენის გამონახვა რატომ ნიშნავს ყველაზე ძვირფასის დათმობას?

თუ არ გვეკაიფები და მაგ ყველაფერს მართლა ფიქრობ, ძალიან ცუდად აირს საქმე

სანამ ასეთი სამარცხვინო დამოკიდებულება იქნება ერის თუნდაც მცირე ნაწილში, სანამ მართლმადიდებლობით და ერთმორწმუნეობით ვაჭრობა არ დასრულდება ტყუილად ნუ შევიქმნით ილუზიას რომ ერთ ადგილზე ვართ, სინამდვილეში უკან, ჭაობისკენ მივექანებით

საქართველის ტერიტორიული მთლიანობა ვერ აღდგება რუსეთთან საერთო ენის გამონახვის გარეშე.ვერც ამერიკა,ვერც ევროპა,ვერავინ გვიშველის
ოჰ,რა სიბრიყვეა: "როდესაც რუსეთი შეეგუება ჩვენს არარუსულ მისწრაფებებს".გააგრძელეთ რუსეთთან მტრობა და რასაც მოიმკით,ნახავთ.ისე არაფერი არ ღუპავს ქვეყანას, როგორც გონების სიბნელე.20 წელია განსაცდელს განსაცდელი ცვლის.სადამდე უნდა აღიზიანოთ იანკების სიამოვნებისათვის გაავებული დათვი?

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 22 2010, 04:55 PM

samreklo
მეგობარო, ატყობ თუ არა, რომ "მართლმადიდებელი" რუსეთის სატყუარა მოძველდა? მოაშორეთ თქვენც და პატივცემულმა პროფესორმაც რუსეთის მესიანიზმის იდეები და FSB-ს შეკვეთილი წინასწარმეტყველებების საფუძვლები...

P.S. I hope USA will nuke Russia biggrin.gif

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 04:59 PM

გამოსავალი გვითხარი შორსმჭვრეტელო ადამიანო. ებრალიძეს ვეამბოროთ ხელზე, თუ გიორგაძეს? ოღონდ რუსი არ გაღიზიანდეს და ყოფა გვიტიროს თუ უნდა, მართლმადიდებლისგან ხომ ყველაფერი ტკბილია?. ეტყობა ღვთის ნების აღმსრულებლები არიან დაე რაც უნდათ ის გვიქნან, დავემორჩილოთ ზერასას?

პოსტებზე ადეკვატურად უნდა გვიპასუხო. ასეთი ლოზუნგები არამფრისმთქმელია. დემაგოგიაა


პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 05:46 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 04:59 PM) *

გამოსავალი გვითხარი შორსმჭვრეტელო ადამიანო. ებრალიძეს ვეამბოროთ ხელზე, თუ გიორგაძეს? ოღონდ რუსი არ გაღიზიანდეს და ყოფა გვიტიროს თუ უნდა, მართლმადიდებლისგან ხომ ყველაფერი ტკბილია?. ეტყობა ღვთის ნების აღმსრულებლები არიან დაე რაც უნდათ ის გვიქნან, დავემორჩილოთ ზერასას?

პოსტებზე ადეკვატურად უნდა გვიპასუხო. ასეთი ლოზუნგები არამფრისმთქმელია. დემაგოგიაა

შეისწავლეთ და გაანალიზეთ ქართველ მეფეთა საგარეოპოლიტიკური გამოცდილება.უჯიშოები და უძიროები ხომ არ ხართ!საამაყო და გმირული წარსული აქვს თქვენს ქვეყანას.იქნებ აღარაა ეს თქვენი ქვეყანა?

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 05:56 PM

ციტატა( გიორგი @ Feb 22 2010, 04:55 PM) *

samreklo
მეგობარო, ატყობ თუ არა, რომ "მართლმადიდებელი" რუსეთის სატყუარა მოძველდა? მოაშორეთ თქვენც და პატივცემულმა პროფესორმაც რუსეთის მესიანიზმის იდეები და FSB-ს შეკვეთილი წინასწარმეტყველებების საფუძვლები...

P.S. I hope USA will nuke Russia biggrin.gif

ვისი გორისანი ხართ,კი ვიცი ეს მე,მაგრამ სამშობლის სიყვარულით ვერ ვიმეტებ ვერცერთ გზააბნეულს,გინდ ფსბ-სა და გინდ ცრუ-ს დაკრულზე მოცეკვავეს.ადამიანებს,რომლებსაც არ შესწევთ უნარი ააცილონ სამშობლის საფრთხეები,დიდი ცოდვის მატარებლები არიან და უფალი მოიკითხავს მათ.
ისე, ბევრ საკითხზე თვალებს აგიხელდათ შემდეგი მასალის გაცნობა:http://geurasia.org/?p=238#more-238

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 05:57 PM

მე სათქმელი არაფერი მაქვს, კანუდოსელის რჩევას ვუერთდები

მადლობა ღმერთს დღეს ცოტაა თქვენისთანა საბჭოთა ფუნდამენტალისტი

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 22 2010, 06:00 PM

samreklo


ამბროსი ხელაიას ცხოვრება წაკითხული გაქვს?

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:15 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 05:57 PM) *

მე სათქმელი არაფერი მაქვს, კანუდოსელის რჩევას ვუერთდები

მადლობა ღმერთს დღეს ცოტაა თქვენისთანა საბჭოთა ფუნდამენტალისტი

მე არ გირჩევთ,მაგრამ თუ ასე გინდათ ,ჩაყავით ხელი მდუღარეში.

ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 06:00 PM) *

samreklo
ამბროსი ხელაიას ცხოვრება წაკითხული გაქვს?

მართალია,თითქმის მთელი ცხოვრება სხვა ქვეყანაში მაქვს გატარებული,მაგრამ სამშობლოში ამბროსი ხელაიას ამდენ ანტიპოდს თუ წავაწყდებოდი არ მეგონა.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:19 PM

http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა სასაცილო მასალაა...

ებრალიძეზე ნუ იძახითო მოღალატეაო, პატარკაციშვილის მტრად გამოცხადებამ როგორი დამანგერეველი შედეგები მოგვიტანაო

საბჭოტა ოკუპაციის მუზეუმში მეტოები და ჰიდროელექტროსადგურები რატომ არ არისო, რამდენი კარგი ქონდათ კომუნისტებსო

რუსეთს 1995 წელს შანსი მოუცია და აფხაზეთი მაინც დავკაგეთო – რა ცინიზმია!!!

რუსეთი ყოველთვის ცდილობს რომ დაგვეხმაროს მაგრამ ჩვენ ეშმაკებისკენ ვყოფილვართ


აქ იმაზე საუბარი საჭიროც არ არის, რომ ეს სტატია თუ შრომა შეკვეთით არის დაწერილი ბნელი ხალხის გასაკვირვებლად, მაგრამ ასეთი დაბალი დონის ნაშრომები როგორც წესი არ აქვთ ხოლმე, ცნობილ ჟურნალისტებს ქირაობენ და მილიონებს უხდიან და ეს არ ვიცი, მე–3 კლასელი გაბრაზებული ბავშვის ნაჯღაბნია

რას ნიშნავს რომ რუსეთმა შანსი მოგვცა და ებრალიძე კარგი ადამიანია გულის სიღრმეში?

გული როგორ არ გერევა ეგეთ რამეს რომ ისმენ?

ციტატა
ართალია,თითქმის მთელი ცხოვრება სხვა ქვეყანაში მაქვს გატარებული,


არ არის რთული გამოსაცნობი რომელ ქვეყანაში, პირიქით ახლაც იქ ხარ ფიზიკურად თუ არა სულიერად მაინც smile.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Feb 22 2010, 06:20 PM

samreklo

ციტატა
მართალია,თითქმის მთელი ცხოვრება სხვა ქვეყანაში მაქვს გატარებული,მაგრამ სამშობლოში ამბროსი ხელაიას ამდენ ანტიპოდს თუ წავაწყდებოდი არ მეგონა.


ბოდიში, ვერ ჩავწვდი ამ სიბრძნეს.

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:23 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 06:19 PM) *

http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა სასაცილო მასალაა...

ებრალიძეზე ნუ იძახითო მოღალატეაო, პატარკაციშვილის მტრად გამოცხადებამ როგორი დამანგერეველი შედეგები მოგვიტანაო

საბჭოტა ოკუპაციის მუზეუმში მეტოები და ჰიდროელექტროსადგურები რატომ არ არისო, რამდენი კარგი ქონდათ კომუნისტებსო

რუსეთს 1995 წელს შანსი მოუცია და აფხაზეთი მაინც დავკაგეთო – რა ცინიზმია!!!

რუსეთი ყოველთვის ცდილობს რომ დაგვეხმაროს მაგრამ ჩვენ ეშმაკებისკენ ვყოფილვართ
აქ იმაზე საუბარი საჭიროც არ არის, რომ ეს სტატია თუ შრომა შეკვეთით არის დაწერილი ბნელი ხალხის გასაკვირვებლად, მაგრამ ასეთი დაბალი დონის ნაშრომები როგორც წესი არ აქვთ ხოლმე, ცნობილ ჟურნალისტებს ქირაობენ და მილიონებს უხდიან და ეს არ ვიცი, მე–3 კლასელი გაბრაზებული ბავშვის ნაჯღაბნია

რას ნიშნავს რომ რუსეთმა შანსი მოგვცა და ებრალიძე კარგი ადამიანია გულის სიღრმეში?

გული როგორ არ გერევა ეგეთ რამეს რომ ისმენ?
არ არის რთული გამოსაცნობი რომელ ქვეყანაში, პირიქით ახლაც იქ ხარ ფიზიკურად თუ არა სულიერად მაინც smile.gif

ზოგიერ დებულებას თქვენს მსგავსად მეც არ ვიზიარებ.მაგრამ, გითხრათ რა მსგავსებაა თქვენსა და ებრალიძეს შორის და ორივე რით განსხვავდებით ამბროსი ხელაიასაგან?

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:25 PM

აქ ასე მარტივად არ არის საქმე

KGB გააქტიურდა და ყველა საშუალებებით მიდის სამარცხვინო პროპაგანდა "რუსეთი გვიშველის"

ნუ ცხადია ბავშვებზეა გათვლილი,მაგრამ ამ ბავშვებს სულ არ უნახავთ ეს დაწყევლილი საბჭოთა კავშირი და ნოსტალგიაც ვერ ექნებათ

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:27 PM

ციტატა(afxazi @ Feb 22 2010, 06:20 PM) *

samreklo
ბოდიში, ვერ ჩავწვდი ამ სიბრძნეს.

არაუშავს,კიდევ ერთხელ წაიკითხეთ.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:29 PM

ციტატა
გითხრათ რა მსგავსებაა თქვენსა და ებრალიძეს შორის და ორივე რით განსხვავდებით ამბროსი ხელაიასაგან?


ნუ ებრალიძეს ალბათ კანის ფერით ვგავარ, ანდა ერთნაირი საჭმელი გვიყვარს შეიძლება.. რა ვიცი

და ამბორსი ხელაიასგან რომ განვსხვავდები ვიცი და არც მქონია პრეტენზია

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:29 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 06:25 PM) *

აქ ასე მარტივად არ არის საქმე

KGB გააქტიურდა და ყველა საშუალებებით მიდის სამარცხვინო პროპაგანდა "რუსეთი გვიშველის"

ნუ ცხადია ბავშვებზეა გათვლილი,მაგრამ ამ ბავშვებს სულ არ უნახავთ ეს დაწყევლილი საბჭოთა კავშირი და ნოსტალგიაც ვერ ექნებათ

რუსეთი არ გვიშველის,საკუთარ თავს ჩვენ უნდა ვუშველოთ,არც ამერიკა გვიშველის.სხვათაშორის,ის უფრო გვიხმარს.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:30 PM

samreklo

ციტატა
რუსეთი არ გვიშველის,საკუთარ თავს ჩვენ უნდა ვუშველოთ,არც ამერიკა გვიშველის.სხვათაშორის,ის უფრო გვიხმარს.


აბა დაანებე თავი ამ პროფესორების სტატიების დადებას. და შენ შეეშვი რუსეთს პირველ რიგში

სადმე ჩანს შენი პოსტებიდან რომ რუსეთი ცივილიზაციის მტრად მიგაჩნია?

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:33 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 06:29 PM) *

ნუ ებრალიძეს ალბათ კანის ფერით ვგავარ, ანდა ერთნაირი საჭმელი გვიყვარს შეიძლება.. რა ვიცი

და ამბორსი ხელაიასგან რომ განვსხვავდები ვიცი და არც მქონია პრეტენზია

კარგით, გეტყვით განსხვავების თაობაზე,რახან დაბეჯითებით ითხოვთ.ამბროსი ხელაიამ თავი შესწირა სამშობლოს,თქვენ კი წირავთ საქართველოს ამერიკას,ებრალიძე-რუსეთს.მაპატიეთ,გულახდილობისათვის.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:38 PM

ციტატა
კარგით, გეტყვით განსხვავების თაობაზე,რახან დაბეჯითებით ითხოვთ.ამბროსი ხელაიამ თავი შესწირა სამშობლოს,თქვენ კი წირავთ საქართველოს ამერიკას,ებრალიძე-რუსეთს.მაპატიეთ,გულახდილობისათვის.


საბჭოტა ნოსტალგია რომ ამოიღო პოსტებიდან და პრორუსული განწყობა 100% გავიგებ არც ამერიკა და არც რუსეთი – ამაში აზრი არის

მაგრამ ეშმაკურად ამერიკა არა და რუსეთიო ასე გამოდის და ეგ არის სწორედ მაგ პოსტების დედააზრი


საბოლოოდ ეგეთი ფილოსოფოსები იმ დასკვნამდე მიდიან რომ არც ამერიკა ვარგა და არც რუსეთი, ჰოდა რუსეთი აქვეა და ამერიკა შორს არის ამიტომ რუსეთიო

smile.gif

სასაცილოა მართლა

პოსტის ავტორი: samreklo თარიღი: Feb 22 2010, 06:38 PM

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 06:30 PM) *

samreklo
აბა დაანებე თავი ამ პროფესორების სტატიების დადებას. და შენ შეეშვი რუსეთს პირველ რიგში

სადმე ჩანს შენი პოსტებიდან რომ რუსეთი ცივილიზაციის მტრად მიგაჩნია?

მე არასოდეს ვიტყვი,რომ რუსეთი საქართველოს მტერია.იცით რატომ?ჩემი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა მის ხელშია.ქარაფშუტობა მხოლოდ ზიანის მომტანია.

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 06:40 PM

ციტატა
მე არასოდეს ვიტყვი,რომ რუსეთი საქართველოს მტერია


რა კომენტარი უნდა გავაკეთო ამაზე??? საქართველოს კი არა კაცობრიობის მტერია, მსოფლიოს მტერია

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 22 2010, 07:05 PM

ძალიან არის რუსეთის FSB გააქტიურებული. ამჯერად ერთმორწმუნე რუსეთის მესიანური იდეოლოგიით გვიტევს.

ციტატა(Giorgi- @ Feb 22 2010, 06:40 PM) *

საქართველოს კი არა კაცობრიობის მტერია, მსოფლიოს მტერია

ცივილიზებული მსოფლიოსი... yes.gif

თუ არა ირანთან, ვენესუელასთან, ჰეზბოლასთან, ჰამასთან, ჩრდ. კორეასთან და მსგავსებთან კი თანამშრომლობს

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 07:06 PM

ციტატა
ძალიან არის რუსეთის FSB გააქტიურებული. ამჯერად ერთმორწმუნე რუსეთის მესიანური იდეოლოგიით გვიტევს.


10-15 წლის წინ დაიწყეს ეს მეთოდი და ახლაც გაახსენდათ



გიორგი
ციტატა
ირანთან, ვენესუელასთან, ჰეზბოლასთან, ჰამასთან, ჩრდ. კორეასთან



აბა ამათ შეეშვი, ირანი უძახე შენ და ქალს ჭიპი რომ გამოუჩნდეს ჩამოახრჩობენ, ესენია ძამა ხალხი აბა ამერიკაში პედარასტები ყოფილან ყველა 100% biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: გიორგი თარიღი: Feb 22 2010, 07:14 PM

Giorgi-
შენ რა გითხარი... აბა, აღარ არის ჩამორჩენილი პრორუსული და ვადაგასული საბჭოთა მენტალიტეტის ხალხიო?

აი, თუ არ არის. არის და თან ფსევდომართლმადიდებლური მესიანიზმით გაჟღენთილი yes.gif

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Feb 22 2010, 07:15 PM

samreklo
მე მაპატიეთ თქვენ მმ(შ)კ-ელი ხომ არ ბრძანდებით??
user.gif

ციტატა
მე არასოდეს ვიტყვი,რომ რუსეთი საქართველოს მტერია.იცით რატომ?

ვიცით ვიცით რატომაც. . . .

პოსტის ავტორი: Giorgi- თარიღი: Feb 22 2010, 07:19 PM

ციტატა
შენ რა გითხარი... აბა, აღარ არის ჩამორჩენილი პრორუსული და ვადაგასული საბჭოთა მენტალიტეტის ხალხიო?

აი, თუ არ არის. არის და თან ფსევდომართლმადიდებლური მესიანიზმით გაჟღენთილი


აღარ არის გიო, უფრო სწორად ცოტაა და ისიც ქართულ-საბჭოთა, კანიაკ-შიკალადნის ამბავში ჩარჩენილები და ჰა-ჰა ერთი ქუჩის პროსტიტუტკა თუ შეხვდათ სადმე როსტოვში და მთელი ცხოვრება ტკბილად ახსოვთ

ასეთი აშკარა ღვთისპირიდან გადავარდნილები, რომ რუსეთის იქით ხსნა არ გვაქვსო ეჭვი მაქვს აღარ არიან

CONSCIENTIOUSNESS
ციტატა
მე მაპატიეთ თქვენ მმ(შ)კ-ელი ხომ არ ბრძანდებით??


მშვიდობა შენს გამოჩენას მე ვარ მმკ-ელი რამე პრობლემაა ? biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif უფრო სწორად მმ-ვარ - მართლმადიდებელი მშობელი

პოსტის ავტორი: CONSCIENTIOUSNESS თარიღი: Feb 22 2010, 07:41 PM

Giorgi-

ციტატა
მშვიდობა შენს გამოჩენას

მუდამ ქვეყნისა და ერის სამსახურში ვარ ხომ იცი smile.gif

დავდგეთ იქ სადაც ქარიშხალია, და სისხლიანი დგას ანგელოსი. . .

ვინც დღეს რუსეთს დაიცავს ქართველი, ის ერის მოღალატეა და როგორც მინიმუმ საზოგადოების მიერ უდნა იყოს გარიყული, ხოლო მე რომ კაცმა მკითხოს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას უნდა მიეცეს, როგორც საქართველოს სახელმწიფოს მოღალატე!

პოსტის ავტორი: კანონისტი თარიღი: Feb 22 2010, 08:05 PM

რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმი არასდროს შეგუებია ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადი სახელმწიფოს აღდგენისაკენ. განსაკუთრებული შოვინიზმი და ფაშისტური დამოკიდებულება საქართველოსა და კავკასიური რასის ადამიანთა მიმართ გამოვლინდა "ხალხთა საპყრობილედ" წოდებული სსრ კავშირის დაშლის შემდეგ – დაიწყო მიზანმიმართული გენოციდი თავისუფლებისთვის მებრძოლი კავკასიელი ხალხებისა და ტოტალური აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. რუსეთის არაადამიანურმა მმართველობამ შეძლო, რომ ამ ისტორიისთვის არცთუ დიდ პერიოდში გაუთანაბრდა დიდი თურქობის, ჯალალ ედ-დინისა და თემურ ლენგის მიერ დატრიალებულ მასობრივ ჟლეტვას ჩვენი ერის უდანაშაულო შვილებისა და აღემატა (!) შაჰ-აბასსა და მურვან ყრუს. 30 000-ზე მეტი დაღუპული, ნახევარ მილიონამდე დევნილი და დანგრეული და ოკუპირებული ქართული სახელმწიფოს მეხუთედი – კრემლის კრიმინალური ბანდის კისერზეა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად გამოაჩინა თავისი სახე – როგორც დამპყრობლისა და აგრესორისა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ყოველი ფრაზა, რომელშიც არ იქნება აღიარებული რუსეთი, როგორც საქართველოს უპირველესი მტერი და ყოველი მტკიცება, სადაც უარყოფილი იქნება კრემლის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, წარმოადგენს პირდაპირ შეურაცხყოფას ყოველი ქართველი პატრიოტისა და არის სულში ჩაფურთხება იმ ქართველებისთვის, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებას ამ ტოტალურ მონსტრთან უთანასწორო ბრძოლაში.

იუზერ samreklo-ს მიერ უაზრო თემების გახსნა ახალ და ბევრად უფრო დამცინავ ფაზაში გადავიდა – რუსეთის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა და მინიმუმ სტატუს-კვოს აღდგენამდე მასთან მეგობრობაზე საუბარი. ამიტომ და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მას ეძლევა ბანი აღდგომამდე, რომ მოასვენოს ქრისტიანთა სულები დიდ მარხვაში მაინც, ხოლო მსგავსი კრიმინალური განცხადებების გაკეთების შემთხვევაში დადგება საკითხი მისთვის სამუდამო IP ბანის მიცემის შესახებ.


სენატორი კანონისტი

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)