IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> საქართველო საქართველოსათვის!
samreklo
პოსტი Feb 20 2010, 04:27 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 78
რეგისტრ.: 13-November 08
წევრი № 5,939







ღვთის ნებით, საქართველოს განესაზღვრა ადგილმდებარეობა, რომელიც მას ევრაზიის კარიბჭედ აქცევს. ევრაზიული სივრცის დაუფლება მთელ მსოფლიოზე კონტროლის დამყარების წინაპირობაა.

ამ გარემოებამ განსაზღვრა საქართველოს ისტორიული ბედ-იღბალი. უხსოვარი დროიდან დასავლეთის და აღმოსავლეთის სახელმწიფოები ებრძოდნენ ერთმანეთს ევრაზიაში შეღწევისათვის საქართველოს გავლით. საქართველოში თითქმის მუდმივად ენთო ომის ცეცხლი.

სწორედ ამ გეოპოლიტიკური მიმზიდველობით აიხსნება ის, რომ მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში საქართველო, საერთო ჯამში, სულ ორასიოდე წელი იყო ერთიანი და დამოუკიდებელი. ამან, რა თქმა უნდა, უარყოფითი დაღი დაასვა ქართველთა ეთნოფსიქოლოგიას, რაც გამოიხატება ქვეშევრდომობისკენ ერთგვარ მისწრაფებაში. აქედან გამომდინარეობს ის ფაქტი, თუ რამდენად უმტკივნეულოდ მოახერხა აშშ-მ საქართველოში ჩვენი ქვეყნის მორიგი სიუზერენის სტატუსის მოპოვება.

ამერიკელები ეშმაკურად იყენებენ პიროვნების თავისუფლების და ადამიანის უფლებების ლოზუნგს, საქართველოს შესანარჩუნებლად საკუთარი გავლენის სფეროში. ჩვენს ქვეყანაში ფორმალური დემოკრატიის დანერგვამ, როცა ხელისუფლებაში მხოლოდ ფულის საშუალებით შეიძლება მოხვიდე, საშუალება მისცა მათ შეექმნათ მეხუთე კოლონა, მმართველი და მთელი რიგი ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების სახით.

სხვადასხვა ფონდების და არასამთავრობო ორგანიზაციების გრანტების საშუალებით ამ პარტიების დაფინანსებამ ისინი კონკურენციის გარეთ დააყენა. თავისუფლების ლოზუნგების საფარქვეშ ამერიკელებმა საქართველოში შექმნეს სტრუქტურები, რომლებშიც შედიან პოლიტიკოსები, ჟურნალისტები, ინტელექტუალები, რელიგიური მისიონერები. ისინი ამზადებენ ნიადაგს ეროვნული თვითშეგნების ჩასახშობად და მართლმადიდებლობის დასასუსტებლად.

აშშ, როგორც მსოფლიოს უმდიდრესი ქვეყანა, მაინც არ იყვანს სრულ უზრუნველყოფაზე პატარა საქართველოს - თავის ერთგულ, მაგრამ გაჭირვებაში მყოფ მოკავშირეს და მეგობარს. ამერიკელები პრაგმატულები არიან. ისინი როდი ჰგვანან მართლმადიდებელ რუსებს, რომლებსაც მატერიალურ გაჭირვებაზე წასვლაც შეუძლიათ მოკავშირეების გულისთვის. აშშ საქართველოს დახმარებას უწევს იმ მინიმუმის ფარგლებში, რაც საკმარისია არსებული რეჟიმის შენარჩუნებისთვის. მათ აინტერესებთ საქართველო მხოლოდ როგორც საშუალება, იარაღი რუსეთის წინააღმდეგ, რათა შეაღწიონ ევრაზიულ სივრცეში. ამიტომაც, არ არის შემთხვევითი, რომ საქართველოს მმართველი რეჟიმის პროამერიკული ორიენტაცია ამავე დროს ანტირუსულიცაა. საქართველოს ხელისუფლება, რომელმაც ქვეყნის ტერიტორია გადასცა ამერიკის შეერთებულ შტატებს, როგორც პლაცდარმი რუსეთის წინააღმდეგ გეოპოლიტიკურ დაპირისპირებაში, სათანადოდ ვერ აფასებს ცეცხლთან თამაშის შესაძლო შედეგებს, რაც შეიძლება გამოიხატოს საქართველოს და მისი სახელმწიფოებრიობიობის სრულ განადგურებაში.

რუსეთმა, თავის მხრივ, ჯერ ვერ აითვისა დახვეწილი ამერიკული ტექნოლოგიები საკუთარი ინტერესების რეალიზაციისთვის. ის კვლავინდებურად ამჯობინებს მათრახის პოლიტიკის გამოყენებას. ამის დასტურია სამხრეთ ოსეთში განვითარებული მოვლენები. ეჭვგარეშეა, რომ საკუთარი მარიონეტების საშუალებით, ამერიკელებმა მოახერხეს ერთმანეთისთვის დაეჯახებინათ ერთმორწმუნე ერები - რუსები და ქართველები.

ეს იყო სირცხვილი ჩვენი ქვეყნებისთვის, რომელთაგან ერთ-ერთი წარმოადგენს მთელი მართლმადიდებელი სამყაროს საყრდენს (რუსეთი), მეორე კი არის ღვთისმშობლის წილხვედრი ქვეყანა. საქართველოს მარიონეტულ რეჟიმს ამის გამო ღვთის რისხვა არ ასცდება.

მაგრამ რუსეთის ხელისუფლებამაც ცოდვა ჩაიდინა. იმის მაგივრად, რომ პასუხისგებაში მიეცა ქართველი პოლიტიკოსები, რომლებმაც გააჩაღეს ომი, მათ დასაჯეს უდანაშაულო ქართველი ხალხი, წაართვეს რა მას გეოგრაფიული არეალის მნიშვნელოვანი ნაწილი.

აქედან გამომდინარე, საქართველოს მხოლოდ ერთი გზა აქვს - აშშ-ს მიმართ ვასალური მორჩილებიდან გამოსვლა, მეგობრული ურთიერთობების აღდგენა ერთმორწმუნე რუს ხალხთან, ხარისხობრივად ახალ საფუძველზე და აშშ-თან თანამშრომლობის გაგრძელება მხოლოდ იმ საკითხებში, რომლებშიც რუსეთის და აშშ-ს გეოპოლიტიკური ინტერესები ერთმანეთს არ ეწინააღმდეგება. —
ისტორიის მეცნიერებათა დოქტორი,პროფესორი
გურამ მუჩაიძე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Closed TopicStart new topic
გამოხმაურებები
კანონისტი
პოსტი Feb 22 2010, 08:05 PM
პოსტი #2


დავით
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 16,930
რეგისტრ.: 17-October 06
მდებარ.: თბილისი, საქართველო
წევრი № 284



რუსეთის იმპერიალისტური რეჟიმი არასდროს შეგუებია ქართველი ხალხის სწრაფვას დამოუკიდებლობისა და თვითმყოფადი სახელმწიფოს აღდგენისაკენ. განსაკუთრებული შოვინიზმი და ფაშისტური დამოკიდებულება საქართველოსა და კავკასიური რასის ადამიანთა მიმართ გამოვლინდა "ხალხთა საპყრობილედ" წოდებული სსრ კავშირის დაშლის შემდეგ – დაიწყო მიზანმიმართული გენოციდი თავისუფლებისთვის მებრძოლი კავკასიელი ხალხებისა და ტოტალური აგრესია დამოუკიდებელი საქართველოს მიმართ. რუსეთის არაადამიანურმა მმართველობამ შეძლო, რომ ამ ისტორიისთვის არცთუ დიდ პერიოდში გაუთანაბრდა დიდი თურქობის, ჯალალ ედ-დინისა და თემურ ლენგის მიერ დატრიალებულ მასობრივ ჟლეტვას ჩვენი ერის უდანაშაულო შვილებისა და აღემატა (!) შაჰ-აბასსა და მურვან ყრუს. 30 000-ზე მეტი დაღუპული, ნახევარ მილიონამდე დევნილი და დანგრეული და ოკუპირებული ქართული სახელმწიფოს მეხუთედი – კრემლის კრიმინალური ბანდის კისერზეა.

2008 წლის აგვისტოში რუსეთმა ჩამოიხსნა ნიღაბი და ღიად გამოაჩინა თავისი სახე – როგორც დამპყრობლისა და აგრესორისა. ამ პერიოდიდან მოყოლებული, ყოველი ფრაზა, რომელშიც არ იქნება აღიარებული რუსეთი, როგორც საქართველოს უპირველესი მტერი და ყოველი მტკიცება, სადაც უარყოფილი იქნება კრემლის რეჟიმის დანაშაულებრივი ქმედებები ქართველი ხალხის მიმართ, წარმოადგენს პირდაპირ შეურაცხყოფას ყოველი ქართველი პატრიოტისა და არის სულში ჩაფურთხება იმ ქართველებისთვის, რომლებიც შეეწირნენ სამშობლოს თავისუფლებას ამ ტოტალურ მონსტრთან უთანასწორო ბრძოლაში.

იუზერ samreklo-ს მიერ უაზრო თემების გახსნა ახალ და ბევრად უფრო დამცინავ ფაზაში გადავიდა – რუსეთის დანაშაულებზე თვალის დახუჭვა და მინიმუმ სტატუს-კვოს აღდგენამდე მასთან მეგობრობაზე საუბარი. ამიტომ და ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, მას ეძლევა ბანი აღდგომამდე, რომ მოასვენოს ქრისტიანთა სულები დიდ მარხვაში მაინც, ხოლო მსგავსი კრიმინალური განცხადებების გაკეთების შემთხვევაში დადგება საკითხი მისთვის სამუდამო IP ბანის მიცემის შესახებ.


სენატორი კანონისტი


--------------------
„ნეტარ არიან, რომელთა დაიცვან სამართალი და ჰყონ სიმართლე ყოველსა ჟამსა.“ (ფს. 105; 4)
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
samreklo   საქართველო საქართველოსათვის!   Feb 20 2010, 04:27 PM
მხევალი ნინო   samreklo რა გინდა ძამა შ...   Feb 20 2010, 04:41 PM
samreklo   samreklo რა გინდა ძამა შ...   Feb 20 2010, 04:52 PM
მხევალი ნინო   samreklo შე ჩაქრი დიდო ...   Feb 20 2010, 05:39 PM
neo   და შენი აზრით რუსე...   Feb 20 2010, 06:14 PM
მხევალი ნინო   neo ნწუ, ტოლმა. მაგა...   Feb 20 2010, 07:03 PM
neo   ისე ერთი კი მენიშნ...   Feb 20 2010, 07:38 PM
ბექა   samreklo რა მოწიე ესეთ დ...   Feb 20 2010, 08:32 PM
KAIROS   :D თქვა ცარიზმ-კომუ...   Feb 20 2010, 09:08 PM
samreklo   :D თქვა ცარიზმ-კომუ...   Feb 20 2010, 09:36 PM
KAIROS   ნუ რა უნდა ახლა ამა...   Feb 20 2010, 09:46 PM
ნონა   არასწორად მრეკავი...   Feb 20 2010, 09:55 PM
გიორგი   samreklo გული მერევა... (puk...   Feb 20 2010, 10:17 PM
samreklo   ოხ, რა მძიმე შემთხვ...   Feb 20 2010, 10:20 PM
გიორგი   samreklo რუსეთი არის სა...   Feb 20 2010, 10:47 PM
KAIROS   სწორედ მასეთად ხა...   Feb 20 2010, 10:52 PM
გიორგი   samreklo რუსეთმა პასუხი...   Feb 20 2010, 10:52 PM
ნონა   გიორგი იქნებ ის სუ...   Feb 20 2010, 11:05 PM
გიორგი   samreklo ერთი მეგობარო, ...   Feb 20 2010, 11:08 PM
გიორგი   ნონა KAIROS წავშლი, ცოტ...   Feb 20 2010, 11:18 PM
samreklo   ღმერთმა დამიფაროს ...   Feb 21 2010, 12:16 AM
გიორგი   samreklo რომელ დაძაბვას...   Feb 21 2010, 12:28 AM
samreklo   samreklo რომელ დაძაბვა...   Feb 21 2010, 01:14 AM
გიორგი   samreklo თქვენ და მსგავ...   Feb 21 2010, 10:28 PM
samreklo   samreklo თქვენდა სამწუ...   Feb 22 2010, 11:02 AM
bekas   ხოხ! ჩვენი სამშობ...   Feb 21 2010, 08:59 PM
კანუდოსელი   samreklo შემიძლია უფასო ...   Feb 22 2010, 12:01 AM
Giorgi-   საოცარი წინადადე...   Feb 22 2010, 11:15 AM
samreklo   საოცარი წინადადებ...   Feb 22 2010, 12:48 PM
Giorgi-   samreklo არ შეიძლება, თუ...   Feb 22 2010, 01:25 PM
samreklo   samreklo არ შეიძლება, თუ...   Feb 22 2010, 01:56 PM
Giorgi-   samreklo აბა ერთ აზრზე ვ...   Feb 22 2010, 02:02 PM
samreklo   samreklo აბა ერთ აზრზე ვ...   Feb 22 2010, 02:25 PM
Giorgi-   დაგვცინი??? ჯერ იყო ...   Feb 22 2010, 02:42 PM
samreklo   დაგვცინი??? ჯერ იყო ...   Feb 22 2010, 04:04 PM
Giorgi-   საერთო ენის გამონა...   Feb 22 2010, 04:39 PM
samreklo   საერთო ენის გამონ...   Feb 22 2010, 04:54 PM
გიორგი   samreklo მეგობარო, ატყო...   Feb 22 2010, 04:55 PM
samreklo   samreklo მეგობარო, ატყო...   Feb 22 2010, 05:56 PM
Giorgi-   გამოსავალი გვითხა...   Feb 22 2010, 04:59 PM
samreklo   გამოსავალი გვითხა...   Feb 22 2010, 05:46 PM
Giorgi-   მე სათქმელი არაფერ...   Feb 22 2010, 05:57 PM
samreklo   მე სათქმელი არაფე...   Feb 22 2010, 06:15 PM
afxazi   samreklo ამბროსი ხელაი...   Feb 22 2010, 06:00 PM
Giorgi-   http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა ს...   Feb 22 2010, 06:19 PM
samreklo   http://geurasia.org/?p=238#more-238 - რა ს...   Feb 22 2010, 06:23 PM
afxazi   samreklo ბოდიში, ვერ ჩავ...   Feb 22 2010, 06:20 PM
samreklo   samreklo ბოდიში, ვერ ჩავ...   Feb 22 2010, 06:27 PM
Giorgi-   აქ ასე მარტივად არ ...   Feb 22 2010, 06:25 PM
samreklo   აქ ასე მარტივად არ ...   Feb 22 2010, 06:29 PM
Giorgi-   ნუ ებრალიძეს ალბა...   Feb 22 2010, 06:29 PM
samreklo   ნუ ებრალიძეს ალბა...   Feb 22 2010, 06:33 PM
Giorgi-   samreklo აბა დაანებე თა...   Feb 22 2010, 06:30 PM
samreklo   samreklo აბა დაანებე თა...   Feb 22 2010, 06:38 PM
Giorgi-   საბჭოტა ნოსტალგი...   Feb 22 2010, 06:38 PM
Giorgi-   რა კომენტარი უნდა ...   Feb 22 2010, 06:40 PM
გიორგი   ძალიან არის რუსეთი...   Feb 22 2010, 07:05 PM
Giorgi-   10-15 წლის წინ დაიწყე...   Feb 22 2010, 07:06 PM
გიორგი   Giorgi- შენ რა გითხარი... ...   Feb 22 2010, 07:14 PM
CONSCIENTIOUSNESS   samreklo მე მაპატიეთ თქვ...   Feb 22 2010, 07:15 PM
Giorgi-   აღარ არის გიო, უფრ...   Feb 22 2010, 07:19 PM
CONSCIENTIOUSNESS   Giorgi- მუდამ ქვეყნისა ...   Feb 22 2010, 07:41 PM
კანონისტი   რუსეთის იმპერიალი...   Feb 22 2010, 08:05 PM


Closed TopicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 29th March 2024 - 02:17 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი