თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის?

პოსტის ავტორი: izo თარიღი: Sep 2 2007, 09:24 PM

რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 3 2007, 12:13 AM

ძალიან რთულ საკითხს შეგვაბი სამსჯელოდ

პოსტის ავტორი: izo თარიღი: Sep 3 2007, 12:20 AM

მაინტერესებს..

პოსტის ავტორი: abo თარიღი: Sep 3 2007, 12:22 AM

რაღაცეები ვიცი, მარა არასაკმარისია და თავს ვიკავებ მსჯელობიდან

პოსტის ავტორი: xornabujeli თარიღი: Sep 10 2007, 05:01 AM

ციტატა(abo @ Sep 2 2007, 11:22 PM) *

რაღაცეები ვიცი, მარა არასაკმარისია და თავს ვიკავებ მსჯელობიდან

მეც ასევე. g.gif

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Sep 10 2007, 11:37 AM

ციტატა(izo @ Sep 2 2007, 09:24 PM) *

რა განსხვავებაა სულსა და სამშვინველს შორის? და სიკვდილის მერე სად მიდის სამშვინველი?



ამ საკითხთან დაკავშირებით წმ. წერილიდან და წმ. მამების სწავლებებიდან შეგვიძლია გამოვიტანოთ შემდეგი აზრი: სამშვინველი არის სხეულის მაცოცხლებელი სუფთა ბიოლოგიური ძალა, რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ წყვეტს არსებობას, რაც შეეხება სულს, მამები მას გონებასაც უწოდებენ, რაც მხოლოდ ადამიანს შეიძლება ჰქონდეს და გამოხატავს მის პიროვნულ საწყისს, მის "მე"-ს, რაც, რა თქმა უნდა, უკვდავია.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Sep 10 2007, 11:50 AM

მეხელი

ციტატა
რომელიც სხეულის სიკვდილის შემდეგ წყვეტს არსებობას

ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ.

პოსტის ავტორი: მეხელი თარიღი: Sep 10 2007, 07:48 PM

ციტატა(afxazi @ Sep 10 2007, 11:50 AM) *

მეხელი

ასეთი რაღაც აღარ თქვა, არასწორია. როცა მოვიცლი დავწერ ამის შესახებ.



ასეთ მკაცრ გაფრთხილებას რატომ მაძლევ, რაიმე ერეტიკული ვთქვი? ამ საკითხზე რაიმე დოგმატი არ დაწერილა. პავლე მოციქული ხომ გვასწავლის, რომ "დაეფლობა მშვინვიერი სხეული, ხოლო აღსდგება სულიერი სხეული", ასევე იგი ერთმანეთს უპირისპირებს მშვინვიერ ადამიანს, რომელიც არ არის ნაზიარები საუკუნო ცხოვრებას, და სულიერ ადამიანს, რომელშიც იგი "ახალ ადამიანს" გულისხმობს. აქედან შეიძლება ვივარაუდოთ, რომ პავლე მოციქულის ენაზე მშვინვიერი გარკვეული აზრით არის მოკვდავის სინონიმი. გარდა ამისა, წმინდა წერილის მიხედვით ცხოველებსაც აქვთ სამშვინველი, მაგრამ მათ არ გააჩნიათ სული (გონება), ამიტომ ისინი მოკვდავი არიან, ე.ი. მათი სამშვინველი კვდება.

ნებისმიერ შემთხვევაში ეს ძალიან რთული საკითხია, მე მხოლოდ ვივარაუდე, მაგრამ შენ ნამდვილად ვერ შეძლებ საწინააღმდეგოს უპირობოდ დამტკიცებას. ყველას აქვს თავისი აზრის გამოთქმის და მსჯელობის უფლება, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი ასეთ საკითხებზე მსჯელობას წაახალისებდა და ამბობდა, რომ საშიში არ არის, თუ შევცდებით.

ამ საკითზე ძალიან კარგად წერს გამოჩენილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი ქრესტოს იანარასი, იხ. მისი "ეკლესიის რწმენა".


პოსტის ავტორი: miss_kartveli თარიღი: Sep 10 2007, 08:25 PM

როგორც ჩემმა მოძღვარმა ახსნა, სამშვინველი ცოცხალი არსების მაცოცხლებელია, მხოლოდ სასუნთქი საშუალება, სიკვდილის შემდეგ ისიც ქრება. ნებისმიერ ცოხალ არსებას, ცხოველებს, ფრინველებს აქვთ სამშVინველი. ადამიანი სწორედ ამით განსხვავდება სხვა ცოცხალი სამყაროსგან რომ მას ღვთის უკვდავი სული ასულდგმულებს. სული მარადიულია, სამშვინველი კი მხოლოდ წუთიერი.

პოსტის ავტორი: zeppelin თარიღი: Oct 23 2007, 12:23 AM

სამშვინველი ე.წ ფსიქია.. ის არსებითად სულის "ქვეტიპს" განეკუთვნება smile.gif სწორედ სულისა და სხეულის შეერთების წერტილას - გონებაში არსებობს... ის ასე ვთქვათ ტრანსცენდენტულის უშუალო გამოვლინების ფორმაცაა..

პოსტის ავტორი: solomony თარიღი: Oct 23 2007, 01:50 AM

- რას ნიშნავს სული და სამშვინველი?

- ადამიანური ბუნება ორნაწილედია: სულისა და ხორცის ერთობაა. თავად სულში ქრისტიანობა განარჩევს მის უმაღლეს ნაწილს - საკუთრივ სულს (პნევმა) და უმდაბლესს - სამშვინველს (ფსიხი). მხოლოდ ქრიტიანობის წიაღში, ანუ მხოლოდ ჭეშმარიტი რელიგიური ცხოვრებითაა შესაძლებელი, რომ ადამიანმა სრულად შეიცნოს თავისი ბუნება. ათეისტი, ან მცირედ რელიგიური ადამიანი თავის მხოლოდ ხორციელ, უკეთეს შემთხვევაში - ფშვინვიერ (ფსიქიკურ) ბუნებას შეიგრძნობს. ასეთ შემთხვევაში ადამაინს ფშვინვიერი (ფსიქიკური) გამოვლინებები, გრძნობადი მოვლენები და ესთეტიკური სწრაფვანი სულის თვისებებად მიაჩნია, ხელოვნებით ცხოვრება და ტკბობა - სულიერ ცხოვრებად. მაგრამ სინამდვილეში ეს ყოველივე სამშვინველის თვისებები, ფშვინვიერი ცხოვრებაა.

საკუთრივ სულს (პნევმა) ქრისტიანობა სამ ძირითად გამოვლინებას, თვისებას მიაკუთვნებს: ა) ძიება, მისწრაფება, ლტოლვა უზენაესი არსებისადმი (ღვთისადმი); ბ) შიში, კრძალვა უზენაესი არსების (ღვთის) წინაშე; გ) სინდისი, ანუ სულის უნარი, შესაძლებლობა, იბატონოს, როგორც ფშვინვიერ (ფსიქიკურ), ისე ხორციელ მიდრეკილებებზე და სულის უფაქიზესი ინსტრუმენტი საკუთარი გადაწყვეტილებების გასაკონტროლებლად.

არარელიგიური ადამიანისათვის სულიერი ცხოვრება, სულიერი სამყარო სრულიად უცნობია. ყოველმა ეკლესიურად მცხოვრებმა (აღმსარებელმა, მაზიარებელმა) საკუთარი გამოცდილებით იცის, თუ რა ღრმა, მდიდარი და მანამდე მათთვის უცნობი სამყარო აღმოაჩინეს თავის თავში მას შემდეგ, რაც ეკლესიური ცხოვრება დაიწყეს; და როგორი ღარიბი, უფერული და უღიმღამოა ადამიანის არსებობა სულიერი ცხოვრების გარეშე.

(მამა თეოდორე გიგნაძე)


მიქაელ პომაზანსკი დოგმატური ღვთისმეტყველება
სამშვინველი და სული

წმიდა წერილში ადამიანის სულიერი საწყისი (სხეულებრივი საწყისის საპირისპიროდ) აღინიშნება ორი, თითქმის ერთი და იმავე მნიშვნელობის ტერმინით: „სამშვინველი“ და „სული“. მაგალითად, პავლე მოციქული ამ სიტყვებს ურთიერთსანაცვლოდ და მსგავსი მნიშვნელობით ხმარობს. ეს ჩანს შემდეგი ორი ტექსტის შედარებიდან „ადიდეთ უკუე ღმერთი ხორცითა მაგით თქუენითა და (სულითა თქეუნითა), რომელი იგი არს ღმრთისაჲ“ (I კორ. 6,20) და „...განვიწმიდნეთ თავნი ჩუენნი ყოვლისაგან შეგინებისა ჴორცთაჲსა და სულისა...“ (2 კორ 7,1). ამასთან, მისივე ნაწერებში ორ ადგილას არის ნახსენები სამშვინველი და სული ერთად. ისმის კითხვა: ხომ არ გვეუბნება მოციქული, რომ ადამიანის ბუნების შემადგენელ ნაწილად სამშვინველის გარდა სულიც გვევლინება? ზოგი წმიდა მამის ნაწერებში, განსაკუთრებით კი ასკეტური ხასიათის თხზულებებში, სული და სამშვინველი აგრეთვე განირჩევა ერთმანეთისგან. ზემონახსენები ციტატებიდან პირველი არის პავლე მოციქულის ეპისტოლეში ებრაელთა მიმართ: „რამეთუ ცხოველ არის სიტყუაჲ ღმრთისაჲ და ძლიერ და უმკვეთელეს უფროჲს ყოვლისა მახვლისა ორპირისა. და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა“ (ებრ. 4,12), მეორე კი მისსავე ეპისტოლეში თესალონიკელთა მიმართ: „და სული თქუენი, სამშჳნველი და გუამი უბიწოდ მოსლვასა მის უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესსა დაჰმარხჳნინ“ (I თეს. 5,23). ჯერ ერთი, ადვილად ჩანს, რომ „სულში“ იგულისხმება არა სამშვინველისაგან დამოუკიდებელი, ცალკე სუბსტანცია, არამედ მხოლოდ მისი უაღრესად შინაგანი, იდუმალებით მოცული მხარე. აქ შეიძლება პარალელი გაივლოს, ერთი მხრივ, სამშვინველისა და სულის, მეორე მხრივ კი, სხეულის ასოთა და ტვინის ურთიერთდამოკიდებულებასთან. ეს უკანასკნელი არის სხეულებრივი არსების ნაწილი, ანუ შემცველში შემავალი; ცხადია, მოციქულის მიერ სულიერი არსების ფარულ ნაწილად სულიც ამგვარადვე მოიაზრება. მეორეც, სიტყვაში „სული“ სავარაუდოდ იგულისხმება სამშვინველის ის განსაკუთრებული, გამორჩეულად აგებული ფარული ნაწილი, რომელიც ქრისტიანში სულიწმიდის მადლის მოქმედებით იქმნება. ეს ის სულია, რომლის შესახებ მოციქული სხვაგან ამბობს „სულსა ნუ დაავსებთ“ (I თეს. 5,19) და „სულითა მდუღარე იყვენით“ (რომ. 12,11). ასე რომ, მოციქული აქ მიმართავს არა საერთოდ ადამიანებს, არამედ მხოლოდ მორწმუნე ქრისტიანებს. მოციქულთან ასეთივე მნიშვნელობით გვხვდება შეპირისპირება „სულიერი ადამიანისა“ „მშვინვიერ“ ანუ ხორციელ ადამიანთან (I კორ.2,14-25). სულიერ ადამიანს აღორძინებული სამშვინველი აქვს, იგი თავისთავში მადლის თესლს აღვივებს, აღმოაცენებს და სულიერ ნაყოფს გამოიღებს. თავისი სულიერი ცხოვრებისადმი დაუდევარი დამოკიდებულებით შეიძლება სულიერი ადამიანიც ხორციელის ანუ მშვინვიერის დონემდე დავიდეს („ესრეთ უცნობელ ხართ, იწყეთ სულიერად და აწ ხორციელად აღასრულებთ?“ - გალ 3,3). ამიტომ უსაფუძვლოა ჩავთვალოთ, თითქოს პავლე მოციქულის აზრები ეწინააღმდეგებოდეს ადამიანის ბუნების ორგვარი შედგენილობის შესახებ სწავლებას.

აზრს, რომ ადამიანის სულიერი ცხოვრება მშვინვიერთან შედარებით არის უმაღლესი, მადლმოსილი ფორმა, სავარაუდოდ, უკვე პირველი საუკუნეებიდან იზიარებდნენ ქრისტიანობის ის მასწაეღაებლები და ეკლესიის მამები, რომლებიც სამშვინველის გარდა სულის არსებობასაც გამოჰყოფდნენ (ასეთები არიან: იუსტინე მოწამე, ტატიანე სირიელი, ირინეოს ლიონელი, ტერტულიანე, კლიმენტი ალექსანდრიელი, გრიგოლ ნოსელი, ეფრემ ასური, აგრეთვე, გვიანდელ ხანაში მოღვაწე მწერლები). ეკლესიის მამათა და მასწავლებელთა მნიშვნელოვანი უმრავლესობა პირდაპირ აღიარებს, რომ ადამიანური ბუნება ორი ნაწილისგან - სხეულისა და სულისგან - შედგება (წმ. კირილე იერუსალიმელი, წმ. ბასილი დიდი, წმ. გრიგოლ ღვთისმეტყველი, წმ. იოანე ოქროპირი, ნეტარი ავგუსტინე, ღირსი იოანე დამასკელი). ნეტარი თეოდორიტე წერს: „აპოლინარიუსის (იგულისხმება ერეტიკოსი აპოლინარიუსი) სწავლებით ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან სხეულის, ცხოველური სულისა და მოაზროვნე სულისგან, რომელსაც გონს უწოდებს, მაგრამ საღვთო წერილი იცნობს მხოლოდ ერთ სულს და არა ორს, რაც ნათლად არის ნაჩვენები პირველი ადამიანის შესაქმის ისტორიაში. ღმერთმა მტვრისგან შექმნა სხეული და შთაბერა სული - ამით გვაჩვენა, რომ ადამიანში ორი საწყისია და არა სამი“.




პოსტის ავტორი: mr_morrison თარიღი: Oct 24 2007, 03:37 PM

ე.ი. სამშვინველი არის სულის ნაწილი რომელსაც განეკუთვნება სხვა ფასეულობები და ღირებულებები? კარგად მაიც ვერ გავერკვიე

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2014, 09:44 PM

"სამშვინველი არის "Dei Flatus" - ღვთის სუნთქვა".

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 3 2014, 11:26 PM

სამშვინველი ესაა გონება , ნება ემოციები , მოკლედ

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 4 2014, 09:31 AM

დავით ადრე ხალხს დაპირებიხარ დავწერ ცოტა ვრცლადო და დაწერე რის თქმასაც აპირებდი.

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 5 2014, 12:56 PM

G_saxva

ჯობს ედიშერ ჭელიძის ლექცია დავდო, კარგად აქვს ჩამოყალიბებული რა არის სამშოვნელი და რა არის სული, რამდენ ბუნებოვანია ადამიანი დ ა.შ. ცოტა დიდია, მაგრამ სულ რამდენიმე წუთს წაგართმევთ:

"ეკლესიური სწავლების მხრივ ჯერ დოგმატი უნდა წარმოვაჩინოთ და დოგმატი გახლავთ ის, რომ ადამიანი არის ორ ბუნებოვანი, ორ ნაწილედი, ორ არსებოვანი, რომელთაგან ერთია სულიერი ბუნება, ხოლო მეორე სხეულებრივი, ხორციელი ბუნება. ასეთ შემთხვევაში, როდესაც ადამიანის ორბუნებოვნებას ჩვენ ხაზს ვუსვამთ, რა თქმა უნდა, შეიძლება დაისვას კითხვა, რომ იმ მამათა, კანონიზებულ წმინდანთა, მოძღვრება ნუთუ არ არის მართლმადიდებლური, სადაც გამოკვეთილია სამნაწილედობა და არა ორნაწილედობა ადამიანისა (ე.წ. ტრიქოტომია), რომ არსებობს, თუ კვლავ ბერძნულ ტერმინებს მოვუხმობთ, “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული (სხეულთან დაკავშირებით ამ შემთხვევაში არაა აუცილებელი ბერძნული ტერმინის მოხმობა). სულიერ ბუნებასთან დაკავშირებით ცალკეულ საღვთისმეტყველო შრომებში ჩვენ ვხვდებით გამიჯვნას “ფსიხე”-სას და “პნევმა”-სას ანუ რუსულ “დუშა”-სა და “დუხ”-ის შორის. სხვაგვარად რომ ვთქვათ არის მამათა მთელი კრებული, რომლებიც ამბობენ, რომ ადამიანი არის ორნაწილედი (ე.წ. დიქოტომია), რომ ადამიანი შედგება სულისა და სხეულისაგან, მაგრამ არის მამათა მეორე ნაწილი, რომლებიც მიიჩნევენ, რომ ადამიანი შედგება სამი ნაწილისგან, ესენია “პნევმა”, “ფსიხე” და სხეული. “პნევმად” და “ფსიხედ” როდესაც იყოფა ადამიანის სულიერი ბუნება, ასეთ შემთხვევაში თვითონ ტერმინი სული რომელს უნდა მივუსადაგოდ? ამ შემთხვევაში მრავალი პრობლემა იჩენს თავს და ამიტომ ვამბობთ, რომ არავითარი განსხვავება ეკლესიის მამათა მოძღვრებაში იოტისოდენაც არ არსებობს და ეს კარგა ხანია განმარტებულია, უბრალოდ ეს ვინც არ იცის ჰგონია, რომ რაღაც სხვაობაა ეკლესიის მამათა მოძღვრებაში, შესაბამისად ის ამ საკითხს დოგმატად არ თვლის (მაშინ როცა ეს დოგმატია) და თავისი არჩევანით ან “დიქოტომიას” უჭერს მხარს ან “ტრიქოტომიას”. მაშინ როცა უკვე VI ს-ში ისეთი დიდი მოძღვრისგან, როგორიც ოლიმპიოდორე ალექსანდრიელი იყო, უკვე საბოლოოდაა შეჯამებული, გამოკვეთილი და ჩამოყალიბებული ეკლესიური სწავლება ადამიანის ნაწილედობის შესახებ, ადამიანის აგებულების შესახებ და სრული უცდომელობით გახლავთ მოცემული სწავლება იმასთან დაკავშირებით, რომ ადამიანი არის ორბუნებოვანი, რომ თავისი რაობით, თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის ნიშნით ადამიანი გახლავთ ორ ბუნებოვანი, ორ არსებოვანი, ორ თვისებოვანი, ეს გახლავთ სული, სულიერი ბუნება და ხორცი, ხორციელი ბუნება. მაგრამ როგორია თვით ეს ადამიანის სული? ვიდრე ამას ვიტყოდეთ ჯერ იმას ავღნიშნავთ, რომ როდესაც ჩვენ ბუნებითად ვმსჯელობთ ადამიანზე, როცა მის ბუნებათა შესახებ ვმსჯელობთ და ვამბობთ, რომ უეჭველად ორბუნებოვანია ადამიანი, ასეთ შემთხვევაში სულიერი ბუნება ბერძნულად გამოითქმის ტერმინით “ფსიხე” და ყველა ასეთ შემთხვევაში ხსენებული “ფსიხე” ქართულად ითარგმნება როგორც სული. ე.ი. ორბუნებოვნების ასპექტით როდესაც მოიხმობა ტერმინი “ფსიხე” და სხეულთან დაკავშირებული ტერმინები, იქნება ეს “სარქს” თუ სხვა, საკუთრივ სულიერი ბუნების აღმნიშვნელი “ფსიხე” ორ ნაწილედობის შემთხვევაში ქართულად ყოველთვის გადმოდის როგორც სული. მაგრამ როგორია ეს ადამიანის სული თავისი ასევე რაობით, ყოფიერებით, არსებობის თვისებით? უპირველესად უნდა აღინიშნოს, რომ ცხოველიც ორბუნებოვანია და ისიც “ფსიხესა” და სხეულისგან შედგება, მაგრამ ადამიანსა და ცხოველს შორის განსხვავება არის არა სხეულებრივი ბუნების მხრივ (ამ მხრივ მათი თვისებები აბსოლუტურად ერთი და იგივეა), არამედ სწორედ იმ “ფსიხეს” მიხედვით, რაზეც ჩვენ ეხლა ვსაუბრობთ. ცხოველური “ფსიხე” შინაგანად არის ორნაწილედი, ხოლო ადამიანური “ფსიხე” შინაგანად არის სამნაწილედი თავისი ყოფიერებით, თავისი არსებობის წესით. ეს ორივე ნაწილი, რაც ცხოველურ “ფსიხეს” აქვს, არის ადამიანში, მაგრამ ადამიანში ემატება მას მესამე ნაწილიც, რაც არა აქვს ცხოველს და ამით განსხვავდება ადმამიანი ცხოველისგან, ამით არის ადამიანი ადამიანი. რა ნაწილებია ეს? ცხოველური “ფსიხეს” ნაწილებია, ძველი ქართული ტერმინებით, “გულისწყრომითი” და გულისთქმითი” ნაწილები. გულისწყრომითი (ბერძნ. “ეპითიუმეტიკონ”, ანდა “თიუმოდეს”) ნაწილი, ლათინურად ირასციბილური, ნიშნავს გაღიზიანებითი, რეაგირების უნარის მქონე თვისებას, რომ სული რეაგირებს გაღიზიანებებზე, ისიც თავისი უკუ მოქმედებით, რეაგირებითი მოქმედებით ადასტურებს, რომ მან განიცადა, შეიგრძნო რაღაც და საპასუხო მოქმედებას ახორციელებს. აი ძირითადად ეს შინაარსი ჩაიდება ამ თვისებაში, ირასციბილური ანუ გაღიზიანებითი, რისხვითი ანუ ძველ ქართულად გულისწყრომითი. და მეორე თვისება, რასაც ქართულად, როგორც უკვე ავღნიშნეთ, ეწოდება გულისთქმითი ანუ ნდომითი, როცა ადამიანს სწყურია რაღაც, უნდა, თავისი სურვილი აქვს (ძველ ქართულად სურვილს ერქვა სწორედ გულისთქმა, გულისთქმითი ნაწილი. თუ ბერძნული “თიუმოდეს” არის გულისწყრომითი ნაწილი, “ეპითიუმეტიკონ” გახლავთ გულისთქმითი ნაწილი ანუ სურვილობითი ნაწილი, იმიტომ, რომ ძველ ქართული გულისთქმა ბერძნულად გადმოიცემოდა ტერმინით “ეპითიუმეა”). ორივე ეს ნაწილი ერთი მეორეს უკავშირდება ამქვეყნიური გრძნობადობის ნიშნით და სწორედ ეს ორი ნაწილია სხეულისთვისაც გრძნობადობის მიმნიჭებელი. როცა სხეულს გრძნობადად უნდა რაიმე და როცა სხეული გრძნობადად რეაგირებს რაიმეზე, სწორედ ეს ორი ნაწილი “ფსიხესი” იჩენს თავს, ეს ორი ნაწილი მოქმედებს სხეულის გზით, ფიზიკური ორგანოების მხრივ. ამით იფარგლება ცხოველური “ფსიხე” და ამიტომაა, რომ ცხოველურ “ფსიხეს” როდესაც ჩვენ ქართულად ვთარგმნით ის უნდა ითარგმნოს არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ მხოლოდ გრძნობითი ნაწილების მომცველია ცხოველური “ფსიხე”, მაგრამ ადამიანურ “ფსიხეში”, გარდა ამ ორი ნაწილისა, რაც უკვე ვთქვით, არის მესამე ნაწილიც, რომელიც ეკლესიის მამებთან რამდენიმე ტერმინით შეიძლება იქნეს გამოხატული, ერთი ესაა “პნევმატიკოს” ანუ პნევმური ნაწილი, სხვანი მას იხსენიებენ როგორც გონებითი ნაწილი (დიანოეტიკონ), ან გონითი ნაწილი, აზროვნებითი ნაწილი ანუ ბერძნულად “ლოგისტიკონ”. აი ესაა ის ნაწილი რითაც ადამიანი აზროვნებს, რითაც ადამიანს თავის შესაბამისად თავისუფალი ნება აქვს, რითაც ადამიანი თავის თავზე და თავის ბუნებაზე მეუფებს და ძალუძს ვნებები დაძლიოს და სათნოებითი მოღვაწეობა აღასრულოს. ანუ სწორედ ესაა ის ნაწილი, რითაც ადამიანი ადამიანია, რითაც ადამიანი ექვემდებარება გაკიცხვასაც, თუკი იგი თავისი ღირსების შესაფერისად ვერ მოიქცევა, და ექვემდებარება, რა თქმა უნდა, ქებასაც, თუკი ის აღემატება თავისი ბუნებით კნინობით ნაწილებს, ქვენა ნაწილებს, სხეულებრივ მოთხოვნილებებს, და ძლევს მას და სწორედ “პნევმას” გააბატონებს. ადამიანის მოვალეობაა სწორედ ეს მხარე, რომ “პნევმა” გააბატონოს თავისივე “ფსიხეს” ორ დანარჩენ ნაწილზე, ანუ თავისი გრძნობები მართოს. ეს გახლავთ ადამიანური სულის აღნაგობა, რომ “პნევმა” ბუნებითად შედის ფსიხეში, “პნევმა” ცალკე არ არსებობს, ადამიანში არ არის ორი სულიერი საწყისი, ერთი სულიერი ნაწილია და ამ სულიერ ნაწილში მოიაზრება პნევმაც. მაგრამ რამდენადაც პნევმა ასეთი ღირსეული ნაწილია ადამიანის ფსიხესი და როგორც ავღნიშნეთ სწორედ ეს ნაწილი არ აქვს ცხოველს, შესაბამისად ზოგჯერ ადამიანის შესახებ მსჯელობისას ანუ ანთროპოლოგიური სწავლების გადმოცემისას, ეკლესიის მამები ამ “პნევმას” ღირსების ნიშნით მხოლოდ და არა ბუნებითად ცხადია, ცალკე გამოჰყოფენ, თეორიულად, აზროვნების გამო, მსჯელობის დროს. ბუნებითად, კვლავ ავღნიშნავთ, “პნევმა” ისევეა შერთული “ფსიხეში” და ჩართული მასში, როგორც სხვა ორი ნაწილი, გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები, მათგან განუყრელია, მაგრამ ჩვენ რომ ვმსჯელობთ რაიმე მოვლენაზე, შეგვიძლია ჩვენს მსჯელობაში ეს მოვლენა დავყოთ, დავაცალკეოთ, ცალკე გამოვყოთ რაღაც ასპექტი, რაც თავისთავად განუყოფელია ბუნებითი არსებობის მიხედვით. აი ასე ხდება ეკლესიის მამათა ნაწილში, როდესაც ისინი მხოლოდ და მხოლოდ ღირსების ნიშნით, ღირსებითად და არა არსებითად და არა მყოფობითად, ცალკე გამოჰყოფენ “პნევმას”, რომ უფრო მეტად დაახასიათონ იგი, მეტ ყურადღებას სწორედ “პნევმას” განუკუთვნებენ, იმიტომ, რომ ყველაზე ღირსეული ნაწილი ადამიანში სწორედ ისაა და აი ამ დროს ისინი თითქოსდა სამნაწილედობაზე საუბრობენ, რომ ფსიხესგან ცალკე გამოიყოფა პნევმა და რადგან ფსიხეში პნევმას გარდა სხვა ნაწილებიცაა ფსიხეც მსჯელობაში რჩება (მსჯელობის დონეზეა ეს ყველაფერი) და სხეულიც თავისთავად ცხადია რჩება. ასე რომ მსჯელობის დროს როდესაც გამოცალკევდება ცალკე პნევმა, ადამიანი თითქოსდა სამი ნაწილის მქონედ წარმოჩნდება - პნევმა, ფსიხე და სხეული. მაგრამ ასეთ დროს ეს ფსიხე, თუნდაც მხოლოდ მსჯელობის დონეზე პნევმასაგან განშორებული, უკვე ორ ნაწილედია და მთლიანად იგივეობრივია ცხოველური ფსიხესი. თუ ჩვენ ადამიანური ფსიხესგან ჩვენს მსჯელობაში პნევმას გამოვაცალკევებთ, დარჩენილი ფსიხე ესაა მთლიანად იდენტური ცხოვეულ ფსიხესთან და უკვე ასეთ შემთხვეავში, როდესაც პნევმა ცალკეა გამოყოფილი და ფსიხე ორ ნაწილედად არის დარჩენილი, ქართულად უკვე ფსიხე ითარგმნება არა როგორც სული, არამედ როგორც სამშვინველი, იმიტომ, რომ ეს ცხოველური ფსიხეს ტოლფასია და როგორც ცხოველური ფსიხე სამშვინველად უნდა გადმოიცეს, ასევე ადამიანური ფსიხეც ასეთ შემთხვევაში, მსჯელობის გზით მისგან პნევმა გამოშორებული, იდენტურია ცხოველური ფსიხესი და ქართულად უნდა ითარგმნოს როგორც სამშვინველი, ხოლო სულად ითარგმნება სწორედ ის პნევმა. კვლავ ვიტყვით დასკვნის სახით, რომ თუ პნევმას, როგორც ეს ბუნებითად მართლაც ასეა, ადამიანური ფსიხეს შიგნით ვიგულისხმებთ, მაშინ ეს ტერმინი ფსიხე ქართულად ყოველთვის ითარგმნება როგორც სული, ე.ი. თუ ჩვენთვის სათარგმნელი ტერმინი ფსიხე სამნაწილედობას გულისხმობს და მასში თავისთავად შედის პნევმა, ასეთ შემთხვევაში ფსიხე ქართულად ითარგმნება როგორც სული, იმიტომ, რომ სწორედ ეს პნევმა ანიჭებს იმ ღირსებას ფსიხეს, რომ ის ქართულად სულად ითარგმნოს. მაგრამ თუ ამ პნევმას ჩვენს მსჯელობაში გამოვაცალკევებთ ფსიხესგან, მაშინ ფსიხეში ეს ღირსება უკვე აღარაა დარჩენილი და საკუთრივ პნევმა ითარგმნება უკვე ქართულად სულად (სულობის მიმნიჭებელი ფსიხესთვის სწორედ პნევმაა. სანამ ის ფსიხეში იყო, ფსიხე სულია და სულად ითარგმნება, მაგრამ თუ ცალკე გამოვყოფთ პნევმას იგი წამოიღებს თავისთვის სულობას და ასეთ შემთხვევაში სულად ითარგმნება სწორედ პნევმა) ხოლო პნევმას გარეშე დარჩენილი ფსიხე ითარგმნება როგორც სამშვინველი.

აი ეს გახლავთ შეჯამებული სახით ეკლესიური მოძღვრება ადამიანის სულიერი ბუნების აღნაგობის შესახებ და თუ ზოგ მამასთან ჩვენ სამნაწილედობას ვხვდებით, ხოლო ზოგ მამასთან ორ ნაწილედობას, აქ განსხვავება კი არაა მათ შორის, არამედ აქაა სხვადასხვა კუთხით ერთიდაიმავე მოძღვრების გამოთქმა, ანუ ვინც ბუნებითად მსჯელობს ის ადამიანის ორნაწილედობას ასაბუთებს და ეს უეჭველად ასეა, ხოლო ვინც ღირსებითად, აქსიოლოგიურად მსჯელობს ის სამ ნაწილს გამოყოფს. ყველაზე ღირსეულს აცალკევებს ფსიხესგან, პნევმაზე ცალკე საუბრობს და პნევმას გარეშე ფსიხეზე ცალკე საუბრობს და სხეულზეც, რა თქმა უნდა, ცალკე საუბრობს, რითაც ადამიანი თითქოსდა სამნაწილედი წარმოჩნდება. ადამიანი არ გახლავთ სამნაწილედი, ისაა ორნაწილედი არსება - სულიერი და სხეულებრივი, რითაც ის ცხოველს ემსგავსება, მაგრამ განსხვავება მათ შორის ისაა, რომ ადამიანური ფსიხე ცხოველურ ფსიხეს აღემატება ყველაზე ძვირფასი ნაწილით, მისი პნევმით, მისი გონითი, აზროვნებითი ნაწილით და ამ ნიშნით ადამიანური ფსიხე არის სწორედ ის ნაწილი ადამიანისა, რომელსაც ადამიანისთვის განღმრთობის მოტანა შეუძლია. როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ ადამიანის ის ნაწილები, რაც თანხვედრია ცხოველთან, ემსგავსება მას (გულისწყრომითი, გულისთქმითი და თუნდაც სხეულებრივი ნაწილით) და იდენტურიცაა თავისი თვისებით, ყველა დონეზე მათ იგივეობას ეს მაინც არ ნიშნავს, იმიტომ, რომ ცხოველს მთლიანად შეადგენს ცხოველური ფსიხე, ანუ ცხოველური სამშვინველი თავისი ორ ნაწილედობით და ცხოველური სხეული, მაგრამ ადამიანში არის პნევმური ნაწილიც და ამ პნევმურ ნაწილს აქვს არა მხოლოდ საკუთარი ღირსების გამოვლენის თვისება, არამედ ამ თვისებათა სხვათათვის, სხვა ნაწილებისათვის შთანერგვის უნარიც. თუ ჩვენს ბუნებაში პნევმა ბატონობს, ეს ბატონობა ნიშნავს იმას, რომ პნევმას დამორჩილებული ჰყავს გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები ანუ ემოციური ნაწილები და აგრეთვე დამორჩილებული ჰყავს სხეულიც. შესაბამისად ის თავის განმაღმრთობელობას მათაც ანიჭებს და ამ გაგებით ადამიანის სხეული, რა თქმა უნდა, უდიდესწილად და უსასრულოდ ემიჯნება და აღემატება ცხოველურ სხეულსა და ცხოველურ ფსიხეს, იმიტომ, რომ ცხოველისგან განსხვავებით ადამიანის ფსიქიკური ნაწილები, გულისწყრომითი და გულისთქმითი და მისი ხორციელი ნაწილიც, განღმრთობილი ხდება პნევმასგან. სწორედ ამიტომ ხდება შესაძლებელი ჩვენ ვისაუბროთ ადამიანის ხორციელ განღმრთობაზე, რომ ადამიანი მხოლოდ სულიერად კი არ განიღმრთობა, არამედ იგი უხრწნელი სხეულითაც დაიმკვიდრებს განღმრთობის ადგილას, ცათა სასუფეველში და ეს ყველაფერი ადამიანის ფსიხესაც და ადამიანის სხეულსაც ენიჭებათ სწორედ პნევმური ნაწილის შესაბამისად და მისი ძალით. ასე რომ პნევმურ ნაწილს ასეთი განსაკუთრებული ღირსება როდესაც აქვს, ცხადია ჩვენს მსჯელობაში მართლაც შეგვიძლია ის ცალკე გამოვყოთ, მაგრამ ეს არ ნიშნავს ადამიანის არსობრივი ორბუნებოვნების გაუქმებას, ეს მხოლოდ მსჯელობაში პირობითად შეიძლება სამნაწილედად წარმოვსახოთ ადამიანი, რომ უფრო დეტალურად ვიმსჯელოთ ამა თუ იმ ნაწილზე, ხოლო კვლავ ავღნიშნავთ, ბუნებითად ადამიანი გახლავთ ორნაწილედი".

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 5 2014, 04:19 PM

afxazi
გაიხარე დავით მშვენირი პოსტი იყო. მეტ ნაკლებად გავიგე რაზეა საუბარი, რამოდენიმე ადგილი იმდენად რთული აღმოჩნდა ჩემთვის რომ რამოდენიმეჯერ მომიხდა მისი გადაკითხვა.
ამ თემასთან დაკავშირებით გამიჩნდა კითხვა. ადამიანის გარდაცვალების დროს როდეს სული სხეულს განეშორება რა ხდება? სხეულს განეშორება პნევმა თუ ფიხე? სავარადუდოდ ვფიქრობ ფსიხე და თუ ფსიხე მიჰყვება მას სამშვინველი როგორც განუყოფელი ნაწილი, ინარჩუნებს თუ არა იმ ცხოველურ ბუნებას? ასევე ცხოველებთან დაკავშირებით რა ხდება როდესაც ისინი კვდებიან სამშვინველს რა მოსდის?

პ.ს მადლობა რომ დადე პოსტი ნამდვილად არ ვიცოდი ამდენი რამ smile.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 9 2014, 03:09 PM

დავით სჯობს აქ მიპასუხო ჩემს კითხვებზე რომელიც ვფიქრობ საინტერესოა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 9 2014, 08:13 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 9 2014, 04:09 PM) *

დავით სჯობს აქ მიპასუხო ჩემს კითხვებზე რომელიც ვფიქრობ საინტერესოა.

ცხოველისა და პირუტყვის ხვედრი ერთია ! ერთის სიკვდილი , მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას! კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს , რადგან ყველაფერი ამაოა , ყველაფერი მიწისგანაა აღებული და მიწადვე მიიქცევა!
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს აკეთე, რადგან არც ცოდნა ანდა სიბრძნე და საფიქრალი არ გაგყვება შავეთში (შეოლში იგივე ჯოჯოხეთი) სადაც მიდიხარ . ეკლესიასტე 3 თავი . ფსალმუნნი 145 ; 5,6 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე , ადამის ძეზე , რომელსაც არ ძალუძს შველა, აღმოხდება სული და მიუბრუნდება თავის მიწას, იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები( აზრები) თუ აზროვნება შეწყვიტა ესეიგი სულიც კვდება . იოანე 11 თავი _ ლაზარემ ჩვენმა მეგობარმა დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ! იესო ქრისტემ დიდებულმა რაბიმ სიკვდილი ძილს დაუდარა. როცა ადამიანს ძინავს ის ვერ ხედავს იმას თუ რა ხდება მის ირგვლივ. blink.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 9 2014, 11:10 PM

G_saxva

უყურადღებოდ დაგტოვე, გიპასუხებ აუცილებლად, ოღონდ ხვალე რა.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 10 2014, 09:25 AM

afxazi

ციტატა
უყურადღებოდ დაგტოვე, გიპასუხებ აუცილებლად, ოღონდ ხვალე რა.

მოუთმენლად ველი.
esre ars cheshmariteba
ციტატა
ცხოველისა და პირუტყვის ხვედრი ერთია ! ერთის სიკვდილი , მეორისას გავს და ყველას ერთი სული უდგას! კაცი პირუტყვზე ვერაფრით ვერ უპირატესობს , რადგან ყველაფერი ამაოა , ყველაფერი მიწისგანაა აღებული და მიწადვე მიიქცევა!
რისი კეთების ძალაც შესწევს შენს ხელებს აკეთე, რადგან არც ცოდნა ანდა სიბრძნე და საფიქრალი არ გაგყვება შავეთში (შეოლში იგივე ჯოჯოხეთი) სადაც მიდიხარ . ეკლესიასტე 3 თავი . ფსალმუნნი 145 ; 5,6 იმედს ნუ დაამყარებთ მთავრებზე , ადამის ძეზე , რომელსაც არ ძალუძს შველა, აღმოხდება სული და მიუბრუნდება თავის მიწას, იმ დღეს გაქრება მისი ფიქრები( აზრები) თუ აზროვნება შეწყვიტა ესეიგი სულიც კვდება . იოანე 11 თავი _ ლაზარემ ჩვენმა მეგობარმა დაიძინა, მაგრამ მე მის გასაღვიძებლად მივდივარ! იესო ქრისტემ დიდებულმა რაბიმ სიკვდილი ძილს დაუდარა. როცა ადამიანს ძინავს ის ვერ ხედავს იმას თუ რა ხდება მის ირგვლივ.

შენთვის ხომ არ დამისვავს კითხვა არა? ვესაუბრები ადამიანს გვაცად. თან დავწერე დავთ მიპასუხე თქო და სახელი შეიცვალე თუ? biggrin.gif

პოსტის ავტორი: afxazi თარიღი: Dec 10 2014, 08:24 PM

G_saxva

რაც შეეხება შენს კითხვას. როგორც ზემოთ იყო საუბარი, სული პირობითად (იმიტომ, რომ სული მარტივი არსებაა და არა შედგენილი) სამი ნაწილისაგან შედგება, გულისწყრობით, გულისთქმით (რაც სხეულის საშუალებით ვლინდება) და გონითი ნაწილებისაგან. ანუ ის პირველი ორია, რომელიც ცხოველურ სამშვინველთან ახლოს დგას, თუმცა განსხვაბე ისაა, რომ ადამიანში ეს ორი ნაწილი გონებით იმართება და თუ ისინი კეთილადაა წარმართული, ასე ვთქვათ, ამაღლებულ მდგომარეობაშა. ცხოველებზე კი ასე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ გონება არა აქვთ და მათი მოქმედება ინსტიქტების დონეზეა დაყვანილი. ამიტომ არ ვსაუბრობთ ცხოველის სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, ცხოველი სიკვდილის დროს ამთავრებს არსებობას. ადამიანური სული კი განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგ და ცხადია, რომ მისგან რაღაც ნაწილი ვერ გამოიყოფა, თუმცა რა ფორმითაა გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები (პირობითად) გამოვლენილი, ამაზე რთულია საუბარი, რადგან სხეული განშორებულია სულს, თუმცა ის კვლავ დაუბრუნდება მას.

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 11 2014, 09:50 AM

afxazi

ციტატა
რაც შეეხება შენს კითხვას. როგორც ზემოთ იყო საუბარი, სული პირობითად (იმიტომ, რომ სული მარტივი არსებაა და არა შედგენილი) სამი ნაწილისაგან შედგება, გულისწყრობით, გულისთქმით (რაც სხეულის საშუალებით ვლინდება) და გონითი ნაწილებისაგან. ანუ ის პირველი ორია, რომელიც ცხოველურ სამშვინველთან ახლოს დგას, თუმცა განსხვაბე ისაა, რომ ადამიანში ეს ორი ნაწილი გონებით იმართება და თუ ისინი კეთილადაა წარმართული, ასე ვთქვათ, ამაღლებულ მდგომარეობაშა. ცხოველებზე კი ასე ვერ ვისაუბრებთ, რადგან მათ გონება არა აქვთ და მათი მოქმედება ინსტიქტების დონეზეა დაყვანილი. ამიტომ არ ვსაუბრობთ ცხოველის სიკვდილის შემდგომ არსებობაზე, ცხოველი სიკვდილის დროს ამთავრებს არსებობას. ადამიანური სული კი განაგრძობს არსებობას სიკვდილის შემდეგ და ცხადია, რომ მისგან რაღაც ნაწილი ვერ გამოიყოფა, თუმცა რა ფორმითაა გულისწყრომითი და გულისთქმითი ნაწილები (პირობითად) გამოვლენილი, ამაზე რთულია საუბარი, რადგან სხეული განშორებულია სულს, თუმცა ის კვლავ დაუბრუნდება მას.

გასაგებია ეს ყოველივე, მაგრამ სული ისეთი მატერიია რისი გაქრობაც ან სიკვდილი ჩემი აზრით შეუძლებელია რა ელემენტარულმდგომარეობაშიც არ უნდა იყოს. თუ ცხოველს გააჩნია სული როგორ შეიძლება მან არსებობა შეწყვიტოს (სულმა)?

პოსტის ავტორი: lasha1995 თარიღი: Dec 11 2014, 01:06 PM

მოკლედ გადავიკითხე აკ მსჯელობები და 'ჩემი' ასე ვთქვათ ნაფიქრალი მინდა დავწერო , იყო სტატია დზალიან საინტერესო და გრმა ინფორმაციის მომცველი მაგრამ აკლდა შედარება ანუ ასე ვტკვატ იგავური სახე :დ ხოდა მეც დავწერ ნააზრევს ( არ ვიცი რამდენად სწორი ვარ ) ( ადამიანი=პროცესორი ; სული=შიგთავსია სამშვინველი=ვიდეოკარტა(ან რაცაა ტვინი კომპიუტერში ვერ ვერკვევი ტექნოლოგიებში) ამავდროულად ვიდეოკარტა არის შიგთავსის ნაწილი ანუ (სულის ნაწლი სამშვინველი ) და ღმერთი ენერგიის წყარო 'დენი'შუზგუდავი ელექტროენერგია (ღმერითი(რომელიც თავისში ატარებს სამივეს) ოგონდ უმაგლესი ტექოლოგიის მაგალიტად როგორც ადამიანი 'დენდი'= ქალი ,, 'სონი 1= ' კაცი რომელი ადრე იყო არ ააქვს აზრი :დ ხოლო ღმერთი ისეტი კომპიუტერი ჯერ რომ არ შეუქმნიათ . .. ( რავი ცოტა სხვანაირადაც შეიდზლებოდა ჩამოყალიბება " აი ცხოველი კიდე მაგალიტად როგორც მხოლოდ სენსორი და გამოსახულება (შიგთავსის გარეშე ტან ბატარიიტ რომელიც ჯდება ) ( ჩემი ნააზრევია ასე რომ დიდად არ ენდოთ "

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Dec 12 2014, 02:03 AM

ეუჰ...

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 12 2014, 01:14 PM

მოკლედ ჩემი მოძღვარი მე-3 კვირაა აღსარებაზე აღარ მოსულა და ისევ ამ ფორუმს შეგაწუხებთ კითხვებით:
1. სულს ამაღლებული განწყობა როგორ შევუქმნათ?
2. როცა მოციქულებს სულიწმინდა მოევლინათ მათ გაახსენდათ ყველაფერი რაც კი ქრისტესთან გადახდათ თავს და რა გამოდის თუ რაიმე არ ვიცი მე ვერ შევიცნობ მას? თუ რაიმე არ დაილექა ჩემი სულის გონში მას ვერ გავიხსენებ რაც არ უნდა სულიწმინდა დამეხმაროს? ახალს ვერაფერს შევმატებ ჩემ ცოდნას?
3. გულისთქმებსა და გულისწყრომას შორის რა განსხვავებაა? გულისწყრომა იგივე ჯავრია რაც აუცილებლად ცუდია? და გულისთქმა შეიძლება კარგიც მოდიოდეს?
4. სული გადასცემს ინფორმაციას ტვინს თუ ტვინი პირდაპირ იღებს და ამუშავებს ინფორმაციას შუამავლების გარეშე?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 12 2014, 01:57 PM

ციტატა
მოკლედ ჩემი მოძღვარი მე-3 კვირაა აღსარებაზე აღარ მოსულა

კითხვების რა გითხრა მარა ამან დამაინტერესა. რას ქვია აღსარებაზე არ მოსულა?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 12 2014, 02:26 PM

G_saxva
არ ვიცი მემგონი სხვა ეკლესიებიც აბარია, წინა კვირას ვკითხე და ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანების დღე იყო ხუთშაბათს და მაგიტომ არ იყო აღსარებები ასე, რომ თუ არ შეგაწუხებთ ამდენი ხანი მე ვერ მოვიცდი და მერე დამავიწყდება რაიმე საკითხი, თან თუნდაც ამ 3 კვირაში რაც ვპოსტე 1 და 2 დღე არ ეყოფა მაგის გარჩევას. ამდენი ხანია აქ ვარ და არაფერი გითხოვიათ ჩემთვის მთხოვეთ რაც გინდათ და ვეცდები დაგეხმაროთ, პავლესავით მეც რომ ვიშრომო და უქმად არ ვჭამო biggrin.gif

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 14 2014, 09:14 PM

ციტატა
1. სულს ამაღლებული განწყობა როგორ შევუქმნათ?
2. როცა მოციქულებს სულიწმინდა მოევლინათ მათ გაახსენდათ ყველაფერი რაც კი ქრისტესთან გადახდათ თავს და რა გამოდის თუ რაიმე არ ვიცი მე ვერ შევიცნობ მას? თუ რაიმე არ დაილექა ჩემი სულის გონში მას ვერ გავიხსენებ რაც არ უნდა სულიწმინდა დამეხმაროს? ახალს ვერაფერს შევმატებ ჩემ ცოდნას?
3. გულისთქმებსა და გულისწყრომას შორის რა განსხვავებაა? გულისწყრომა იგივე ჯავრია რაც აუცილებლად ცუდია? და გულისთქმა შეიძლება კარგიც მოდიოდეს?
4. სული გადასცემს ინფორმაციას ტვინს თუ ტვინი პირდაპირ იღებს და ამუშავებს ინფორმაციას შუამავლების გარეშე?


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 09:26 AM

sanfol
ეგ კითხვები სხვა განყოფილებაში უნდა დასვა აქ ცალსახა თემაა განსხვავება სულსა და სამშვინველს შორის. მონახე თემა სულზე და იქ დაწერე.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 11:33 AM

G_saxva
სამშვინველი ხო იგივე გონია? გონი ტვინსაც აქვს და სულსაც ასე გამოდის?

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 11:54 AM

რა არის სამშვინველი და სადაა სულშიცაა და ტვინშიც?

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 12:09 PM

sanfol

ციტატა
სამშვინველი ხო იგივე გონია? გონი ტვინსაც აქვს და სულსაც ასე გამოდის?

ციტატა
რა არის სამშვინველი და სადაა სულშიცაა და ტვინშიც?

ჯერ წინა პოსტები გადაიკითხე ხოლმე პირადპირ კითხვას ნუ სვავ. გაიგე წინ რა ეწერა იქნება არის შენს კIთხვაზე პასუხი უკვე !

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 02:21 PM

G_saxva
სამწუხაროდ ვერაფერი გავიგე, მარტივი ენით თუ ახსნის ვინმე კარგი იქნება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 15 2014, 02:24 PM

sanfol
მარტი ენით მე არ ვიცი რაც ეწერა ის წავიკითხე მეც და შენ რა გითხრა აბა ის მითხარი? რამე რომ განგიმარტო შეიძLება შევცდე რადგან მე არ ვიცი კარგად.

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Dec 15 2014, 03:31 PM

G_saxva
კარგი დაველოდები მაინც იქნებ ახსნან თორე რამის მთელი გვერდი წავიკითხე ედიშერ ჭელიძის სულის წარმოქმნის შესახებ წინაზე და მაინც ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა, მერე ისევ დავითმა განმიმარტა

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2014, 03:17 AM

ციტატა(sanfol @ Dec 15 2014, 04:31 PM) *

G_saxva
კარგი დაველოდები მაინც იქნებ ახსნან თორე რამის მთელი გვერდი წავიკითხე ედიშერ ჭელიძის სულის წარმოქმნის შესახებ წინაზე და მაინც ვერ გავიგე რისი თქმა უნდოდა, მერე ისევ დავითმა განმიმარტა

სამთავა ურჩხული არ არსებობს ! ადამიანი ერთი მთლიანი არსებაა , ის მოკვდება და უკვალოდ გაქრება

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 16 2014, 09:07 AM

ციტატა
ის მოკვდება და უკვალოდ გაქრება

laugh.gif laugh.gif laugh.gif ამ ფრაზით ცხხადი ხხდება რამხელა შეცდომაში ხარ. გამოდის ადმიანის ცხოვრება უბრალოდ უაზროა.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2014, 11:55 AM

ციტატა(G_saxva @ Dec 16 2014, 10:07 AM) *

laugh.gif laugh.gif laugh.gif ამ ფრაზით ცხხადი ხხდება რამხელა შეცდომაში ხარ. გამოდის ადმიანის ცხოვრება უბრალოდ უაზროა.

რატომ მკვდრეთით აღდგომას ვქადაგებ გააფთრებით როგორც მოციქულები 1 საუკუნეში blink.gif

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2014, 12:05 PM

მკვდარი ვიყავი და აჰა ცოცხალი ვარ და ხელთ მიპყრიეს კლიტენი სიკვდილისანი და ჯოჯოხეთისანი ! გამოცხადება1:18. როგორ შეძლებს ქრისტე შენს განმტკიცებას თუ თვითონ არ განუცდია საიკვდილის ტკივილები ? მკვდარი ვიყავი_ცოცხალი ვარ დავაკვირდეთ როგორ დაპირისპირებულია ეს ორი მდგომარეობა გარდა ამისა პავლე ბრძანებს _ ვინც მოკვდა ცოდვისაგან თავისუფალია ! თქვენ კიდევ მაინც სამსჯავროსკენ მიერეკებით მკვდრებს და ძაღლადაც არ აგდებთ პავლეს სიტყვებს blink.gif გარდა ამისა პავლე მოციქული ბრძანებს _ თუ კი ვაჟკაცურად ვებრძოდი ეფესოში ავ მხეცებს , რა სარგებელი მაქ თუ მკვდრები საერთოდ აღ აღდგებიან? აგერ პირდაპირ გეუბნება პავლე რომ არ მაქ უკვდავი სულიო! აბა რო ქონდეს უკვდავი სული , მაშინ რას ქვია რომ სარგებელი არ აქვს? განა სიკვდილის მერე უმალ არ წავა უფალთან? blink.gif


პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 16 2014, 12:26 PM

esre ars cheshmariteba
თემას აოფებ. მითუმეტეს არ ვაპირებ შენთან უშედეგო კამათს.

პოსტის ავტორი: esre ars cheshmariteba თარიღი: Dec 16 2014, 02:54 PM

ციტატა(G_saxva @ Dec 16 2014, 01:26 PM) *

esre ars cheshmariteba
თემას აოფებ. მითუმეტეს არ ვაპირებ შენთან უშედეგო კამათს.

იქნებ ჯობია თავი დაიდრიკო? blink.gif თუ უფალი ფარისევლებს და სადუკეველებს ეკამათებოდა და თავს უყადრებდა შენ მითუმეტეს გმართებს ტავის დამდაბლება. თუ არ გინდა მე არ გაძალებ და ყოველი პასუხგაუცემელი კითხვა ჩემს წისქვილზე დაასხავს წყალს, ასე რომ მეც მთელი ძალით და ღონით გავერეკები ხალხს ჭეშმარიტებისკენ!!! blink.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Dec 16 2014, 03:39 PM

esre ars cheshmariteba

ციტატა
იქნებ ჯობია თავი დაიდრიკო?

კაი თავს ჩავქინდრი biggrin.gif
ციტატა
თუ უფალი ფარისევლებს და სადუკეველებს ეკამათებოდა და თავს უყადრებდა შენ მითუმეტეს გმართებს ტავის დამდაბლება. თუ არ გინდა მე არ გაძალებ და ყოველი პასუხგაუცემელი კითხვა ჩემს წისქვილზე დაასხავს წყალს, ასე რომ მეც მთელი ძალით და ღონით გავერეკები ხალხს ჭეშმარიტებისკენ!!!

მახსოვს შენთან კამათი ბედისწერაზე და როგორი შედეგიანიც იყო ისეთი შედეგიანი იქნება ნებისმიერი საუბარი. ამიტომ არც დროს და არც ენერგიას არ დავხარჯავ იმაში რისი გაგებაც არ გინდა.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 11 2015, 08:52 PM

"თავად სამშვინველის სუბსტანცია - სულიერია და შესაბამისად, არანაირად არ არის მატერიალური"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2015, 07:19 PM

"წმინდა ირინეოს ლიონელი გვასწავლიდა, რომ სამშვინველს აქვს თავისი ფიგურა, ის იძენს სხეულის ხატს, ისევე, როგორც ჭურჭელში ჩასხმული წყალი, რომელიც ჭურჭლის ფორმად გადაიქცევა, და რომ სამშვინველი სიკვდილის შემდეგაც ინარჩუნებს იმ ბეჭედს, რომელიც მხოლოდ მისი სხეულისათვის იყო დამახასიათებელი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 3 2015, 07:06 PM

"წმინდა მამებს, ადამიანური ბუნების შემადგენლობის შესახებ, განსხვავებული შეხედულება ჰქონდათ.

ერთნი ადამიანური ბუნების ორნაწილიანობას (ბერძნ. დიქოტომულობას), სულისა და სხეულისაგან შედგენილობას, ასწავლიდნენ.

მეორენი, მასში სამ ნაწილს (ბერძნ. ტრიქოტომულობას), სულს, სამშვინველსა და სხეულს, გამოჰყოფდნენ.

თუმცაღა, ამ ორ შეხედულებას შორის წინააღმდეგობა არ არის".



"წმინდა იუსტინე ერთ ადგილას გამოხატავს შეხედულებას, რომ "სხეული სამშვინველის სამყოფელია, ხოლო სამშვინველი - სულის".

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Feb 3 2015, 10:00 PM

სინდისი სადაა "ჩაშენებული"?

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 1 2015, 10:46 PM

"სიტყვა "სამშვინველს" ბიბლიის ქართულ თარგმანში ვიწრო და პირდაპირი მნიშვნელობა გააჩნია. მისი ებრაული შესატყვისი "ნეფეში", ბერძნული "ფსიქე" და რუსული "დუშა" (душа) კი პირიქით, ფართო მნიშვნელობისაა. შესაბამისად, ხშირად ისე ხდება, რომ (უფრო გასაგები, რომ იყოს რუსული მაგალითი განვიხილოთ) "душа" ითარგმნება "სულით" და არა "სამშვინველით", ხოლო "дух" - ყოველთვის "სულით".

/იღუმენი დიონისე გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2015, 10:09 PM

"ყოველი ადამიანი შედგება სამშვინველისა და სხეულისგან, ხოლო მაცხოვარი ღვთაებისა და ადამიანისგან"

/ღირსი ლეონტი იერუსალიმელი/

პოსტის ავტორი: MIRDAT თარიღი: Mar 7 2015, 12:42 AM

ციტატა(esre ars cheshmariteba @ Dec 16 2014, 02:54 PM) *

blink.gif


ეს სმაილი შენი ხელწერაა რასაც ქვია laugh.gif

ციტატა(sanfol @ Feb 3 2015, 10:00 PM) *

სინდისი სადაა "ჩაშენებული"?


ჩაშენებული რა, ვიდეო კარტა ხომ არაა :/

http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brianchaninovi/sindisi.htm ესაა მართლმადიდებლური პასუხი


http://news.ge/ge/news/story/101872-sad-gaqvs-sindisi-metsnierebi-tvinis-shesakheb-da-pasukhi-aqtualur-kitkhvaze ეს მეცნიერული... (უბრალოდ ეს უკანასკნელი საიტი სანდო არაა, ეჭვი მეპარება მეცნიერებს სინდისის ძებნა დაეწყოთ tongue.gif )

პოსტის ავტორი: sanfol თარიღი: Mar 7 2015, 02:37 PM

MIRDAT

ციტატა
http://www.orthodoxy.ge/tserilebi/brianchaninovi/sindisi.htm ესაა მართლმადიდებლური პასუხი

მადლობა

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 22 2015, 09:47 PM

"ადამიანის სამშვინველი, სხეულსა და სულს შორის თითქოსდა დამაკავშირებელი რგოლია; იგი ერთგვარი ხიდია სხეულსა და სულს შორის. ყველაფერი, რაც სხეულსა და სულს შორის არსებობს, მისი საკუთრებაა და მის ცხოვრებას წარმოადგენს. წმინდა თეოფანეს თქმით, "მის რიგს მიეკუთვნება ყოველგვარი ცოდნა და მეცნიერება, ყოველგვარი ხელოვნება, მხატვრობა და ხელობა; პრაქტიკული ცხოვრების ყოველგვარი სახეობა, ოჯახური და საზოგადოებრივი ცხოვრება, მათი მოწყობისა და ხელშეწყობის ყოველგვარი საშუალება. ყველაფერ ამისთვის სამშვინველში ჩადებულია მოთხოვნილებები, რომელთა დასაკმაყოფილებლად ბოძებულია ძალები".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 09:15 PM

"არ დათმო შენი შინაგანი ცხოვრება გარეგანის ფასად"

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2015, 09:34 PM

"ამქვეყნად ერთადერთი ფასეულობა - ეს ადამიანის სულია"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 13 2015, 07:23 PM

"როგორც სხეულში მყოფი ადამიანის სამშვინველი მას დაშლის საშუალებას არ აძლევს და მის მყოფობას განაპირობებს, ასევე სულიწმინდის მადლი სამშვინველის ყველა სხვადახვა განწყობილებებს, განზრახვებსა და მოქმედებებს ერთობასა და ჰარმონიაში ამყოფებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 13 2015, 10:38 PM

"სამშვინველი ღმერთის სუნთქვაა და ზეციურია, ამავე დროს, ის მტვერთან არის შერეული. სამშვინველი ნათელია, მაგრამ ის მაინც გამოქვაბულშია გამომწყვდეული, მიუხედავას ამისა, სამშვინველი ღვთაებრივი ჩაუმქრალი ნათელია".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 21 2015, 07:27 PM

"სული სამშვინველთან განუყოფლად არის შეერთებული და მისგან დამოუკიდებლად არსებობა არ შეუძლია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2015, 10:28 PM

"სულიერი და უკვდავია შენი სამშვინველის არსი, მიუკვლეველია მისი სახელი და თავად იგიც უხილავია, ის არის სახელდაუდებელ, შეუცნობელ და უკვდავ ღმერთს მიმსგავსებული და მისი (ტიპური) ხატი"

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2015, 12:28 PM

„მესამე თვალსაზრისს, რომელიც გამოთქმა „ხატება და მსგავსებას“ უკავშირდება, წმინდა გრიგოლი [ნოსელი] თავად სამშვინველის სამნაწილოვნებაში ხედავს. სამშვინველს სამი უნარი გააჩნია, ესენია: გულისთქმა, გაცნობიერება და გულისწყრომა.

გულისთქმით სამშვინველი ღვთაებრივ სიყვარულთან ურთიერთობს; ცნობიერების საშუალებით მის წინამძღოლობას და სიბრძნეს ეზიარება; ხოლო გულისწყრომით ბოროტ სულებს უპირისპირდება...

ამ სამი უნარის საშუალებით ღმერთი სამ სივრცეს მართავს და განაგებს, ესენია: ზეციური, მიწიერი და ქვესკნელი. ამ სივრცეებს უფალი თავისი შემოქმედებით, განგებულებითა და სამართლებრიობით მართავს“

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 01:13 PM

"წმინდა თეოფანე დაყუდებულს განმარტებითი მაგალითი მოჰყავს, - სხედან ორნი და საუბრობენ; ამასთან თითოეულის სამშვინველი თავისებურად არის განწყობილი. ვერც ერთი მათგანი ვერ ხედავს, სამშვინველის დამმალავი სხეულის უხეში ფარდის გამო, რა აქვს მეორეს თავის სამშვინველში.

ხოლო ანგელოზები და წმინდანები, თუკი მათ შეხედავენ, სამშვინველს ისეთად დაინახავენ, როგორიც არის და რაც არის მასში: ანუ როგორია ის და რა არის მასში - მის გარსში აისახება.

თუკი მასში წმინდა აზრები და გრძნობებია, მისი გარსი ნათელია და ყოველ წმინდა გრძნობაზე განსაკუთრებული სახით ნათდება. ხოლო თუკი აზრები და გრძნობები არც ისე წმინდაა, მაშინ მისი გარსი არ ნათდება და ყოველი არაწმინდა გრძნობის მიერ თავისებურად დაბნელებულია, გვევლინება ზოგჯერ ბურუსად და ზოგჯერ ღამის წყვდიადად.

თუკი თქვენ ზეცად ამაღდებოდით და ანგელოზებრივ ჭვრეტას შეძლებდით, მაშინ ამ სხეულს ფარდას ახდიდით და მიწაზე გადმოხედვისას განსხვავებულ ადამიანთა მასების ნაცვლად დაინახავდით ნათელ, ნახევრად ნათელ, ჩამუქებულ და უკუნით მოცულ ჩრდილებს.

ამასთან, გასაკვირი არ იქნება, თუკი ნათლად ჩაცმულები ბნელად მოგეჩვენებოდათ, თუკი მათი სამშვინველი წახდენილია, ხოლო ძონძით მოსილები - ნათლად, თუკი მათი სამშვინველი სუფთაა. აი, ამგვარად გვხედავენ ზეციური მცხოვრებნი".

/"კარიბჭე" N15, 2015, გვ. 21-22/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2015, 02:29 PM

"სხეულსა და სამშვინველს შორის კავშირი იმდენად მჭიდროა, რომ სხეულიდან გამოსვლის შემდეგ სამშვინველს ზუსტად სხეულის მსგავსი მოხაზულობა გააჩნია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2015, 05:54 PM

"სამშვინველი (სული გრძნობადი)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2015, 10:37 PM

"როგორც თვალია სხეულის საუკეთესო ნაწილი, ისევე წარმოადგენს გონი სამშვინველის საუკეთესო ნაწილს"


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2015, 01:33 PM

"სამშვინველი ადგილით არ არის შეზღუდული, იგი მთელ სხეულში, ყველგან მყოფობს და ერთიანობას წარმოადგენს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 12:23 PM

"დიოდორე წერს: სამშვინველი არ არის სხეულზე წინასწარმყოფი, თორემ ის სრულად შეინარჩუნებდა მოგონებებს, რომელიც სხეულში ჩასახლებამდე უნდა ჰქონოდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2015, 06:53 PM

"სამშვინველს უყვარს თავისი სხეული და მასთან მუდმივ უწყვეტ ერთობაშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 11 2016, 12:20 PM

"ადამიანის სამშვინველი თავისი ბუნებით უკვდავია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 8 2016, 03:07 PM

"სამშვინველი სხეულის ტკივილს განიცდის, თუმცა მას სხეულის მიღმიერი განცდებიც გააჩნია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2016, 02:07 PM

"თავისი არსით სამშვინველი გონიერია, ხოლო მყოფობით უსხეულოა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 23 2016, 03:00 PM

"ქრისტიანი ადამიანი ჭეშმარიტად ქრისტეს სახლია... უფალი ბრძანებს: "ვისაც ვუყვარვარ, დაიცავს ჩემს სიტყვას" და "მამაჩემი შეიყვარებს მას: ჩვენც მივალთ და მასთან დავივანებთ". ჩვენ ვხელმძღვანელობთ ამ სიტყვებით და შესაბამისად, ამ სიტყვებიდან ჩანს, რომ ჩვენი სამშვინველის სახლი მართალი რწმენითა და კეთილი საქმეებით შენდება, ამდენად, ჩვენში თავად ღმერთია დავანებული".

ადამიანის სამშვინველში ქრისტეს მყოფობა გარეშე თვალისათვის უხილველი და სულიერი ცხოვრების საიდუმლო ფაქტია. ეშმაკმა, მიუხედავად მთელი თავისი ეშმაკობისა, არ იცის ამის შესახებ და როდესაც ჩვენ თავად გვეუფლება მრისახნება, მყვირალობა, როდესაც ვბილწსიტყვაობთ, ვიფიცებით, ვყვედრით, ცილს ვწამებთ, შეურაცხმყოფელები, პრეტენზიულები, მოძულენი, სხვების მიმართ უსამართლოები, მლიქვნელები, ამაყები ვართ, უჯეროდ ვიცინით, არ ვლოცულობთ, სიკვდილს ვივიწყებთ, მაშინ ეშმაკი ხვდება, რომ ჩვენს სამშვინველში, ჩვენს დამცველ და ჩვენთვის მზრუნველ უფალს ადგილი არ გააჩნია. ეს ის დროა, როდესაც ბოროტი ჩვენს სამშვინველში როგორც "ღამის მპარავი" შემოდის, ამ დროს ჩვენში არ არის ღვთებრივი ნათლი და ის ძარცვავს სამშვინველის სახლს, ამ დროს კი უკანასკნელი პირველზე უარესია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 06:34 PM

"სამშვინველი საკუთარ აზროვნების ნიჭსა და უნარს გულის საშუალებით ავლენს, ასევე გარკვეული ფუნქციები აქვს ადამიანის სხვა ნაწილებს, მაგალითად: ელენთას (ღიმილის უნარი); სუნთქვა ფილტვების წყალობით მოქმედებს; ადამიანში მწარმოებელი საშუალებებია თირკმელები; გაღიზიანება სისხლთან არის დაკავშირებული; შემეცნება თვალით, ხოლო მეტყველება ენით ხდება".



პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 24 2016, 07:43 PM

„მაგრამ საიდან უნდა იცოდეს ადამიანმა იმყოფება თუ არა მასში უფალი? - როგორც ფეხმძიმე ქალი თავისი ფეხმძიმობის შესახებ სხვებისგან არ იგებს (შემდეგ ვკითხულობთ იმ ფიზიოლოგიური ნიშნების ნუსხას, რომლითაც ფეხმძიმე ქალი ხასიათდება), ისევე სამშვინველი სხვებისგან კი არ იგებს, არამედ იგი ქრისტეს საკუთარი შინაგანი მდგომარეობით შეიგრძნობს“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 07:53 PM

"ტვინის შერყევის და თავის ტვინის სხვა დაავადების შემთხვევაში, მაშინ, როდესაც პიროვნება აზროვნების ან ცნობიერების უნარის ნაწილობრივად ან სრულად კარგავს, რაც თავისთავად ფსიქიკური სატკივარია, ასეთი სატკივრების გამო სამშვინველს აზროვნების უნარი არ ეკარგება. ასეთ შემთხვევაში სამშვინველს მხოლოდ ადამიანისათვის გასაგებად თვითგამოვლინების უნარი ეკარგება. ეს დაახლოებით იგივეა, როდესაც სხეული პარალიზებული, გაუნძრეველად მყოფი ადამიანი კარგავს უნარს ჩვეულებრივად (ჟესტებით, მიმიკით, სიტყვით, ინტონაციით და ა. შ.) გამოხატოს თავისი გრძნობები. ეს სულაც არ ნიშნავს, რომ პარალიზებულია მისი გარკვეული შეგრძნებები და გრძნობები: შიში, იმედი, სიყვარული, სინაზე, სიძულვილი, შური და სხვა მსგავსი გრძნობა".

/პ. დობროსელსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 6 2016, 09:43 PM

"ჩვენი სამშვინველი თავისი არსით ზუსტად ისევე მიუწვდომელია, უხილავია, აუხსნელია, გარეშემოუწერელია, უხრწნელია და უკვდავია, როგორც უფალი"/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2016, 01:31 PM

"სხეული უნდა ემორჩილებოდეს სამშვინველს, სამშვინველი - სულს, სული კი თავისი თვისობრიობის გამო ღმერთში უნდა იყოს შთაფლული".

/წმ. თეოფანე დაყუდებული/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2016, 10:45 PM

"ადამიანის სამშვინველი იესო ქრისტეს სახლად (სამყოფლად), ჯერ კიდევ პიროვნების ამქვეყნიურ ცხოვრებაში უნდა გადაიქცეს, ეს არის "ქრისტიანი"; გარედან რაიმე ვნებაც რომ შეიგრძნოს, შიგნიდან იგი მაინც ღვთაებრიობით უნდა იყოს აღვსილი. ღმერთთან ამგვარი მიახლოება არ შეიძლება იყოს "ავტომატური", ანუ ღვაწლისა და სიწმინდის გარეშე ის არ მოდის და შინაგანი ადამიანი იწყებს გაბრწყინებას და აქ უკვე მიღწევადი ხდება და მიმდინარეობს კიდეც შინაგანი ნათლით გაბრწყინების პროცესი. ამრიგად, სამშვინველი და სხეული ჯერ კიდევ მიწიერ მყოფობაში იქცევიან "ღმერთის სახლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2016, 09:40 PM

"როგორც წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს, სამშვინველი რომელიც სხეულთან ერთად შეიქმნა, აცოცხლებს სხეულს, ის "სხეულში ყოველგანაა", ის სიცოცხლისუნარიანობას ანიჭებს და ავსებს სხეულს. სხეული კი არ მოიცავს სამშვინველს, სამშვინველი მოიცავს სხეულს და სამშვინველი სხეულთან არის შეერთებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 6 2016, 10:17 AM

"სამშვინველი არ არის სხეულის დაქვემდებარებაში, ის თავად ფლობს სხეულს, და ის კი არ იმყოფება სხეულში ან ტყავში, ან როგორც რაიმე ჭურჭელში, არამედ პირუკუ - სხეულია სამშვინველში".

/წმ. გრიგოლ ნოსელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2016, 05:19 PM

"ბიბლიურ და წმინდა მამების ტრადიციაში ეს ორი ტერმინი (გული და გონება) ურთიერთჩანაცვლებადია, მაგრამ იმისათვის, რომ მათი ურთიერთშერევა თავიდან ავიცილოთ, ჩვენ შეგვიძლია სამშვინველზე, როგორც ადამიანის სულიერ ნაწილზე, გულზე, როგორც სამშვინველის არსზე, ხოლო გონზე, როგორც სამშვინველის ენერგიაზე ვისაუბროთ. შესაბამისად, როდესაც გონი გულში ჩადის და მასში იწყებს მოქმედებას, მაშინ ისეთ შედეგს ვღებულობთ, რომელშიც გონი (ენერგია), გული (არსი) და სამშვინველი ერთდება".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2016, 10:32 AM

"ცათა სასუფეველი სამშვინველის უკვდავება და სამების ჭეშმარიტი ჭვრეტაა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:12 AM

"ჩვენთვის საიდუმლოა ჩვენი სამშვინველი, მისი ცხოვრება მარტოოდენ წვერია აისბერგისა, რომლის დიდი ნაწილი წყალქვეშაა დაფარული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 19 2016, 10:52 PM

"ქრისტიანული რწმენის მიხედვით, როდესაც ადამიანის სამშვინველი სხეულის გარეშე რჩება, იგი გაუმართავი და არასრულყოფილი ცხოვრებით ცხოვრობს, სწორედ ამიტომ აქვს მკვდრეთით სხეულებრივად აღდგომისა და მარადიული ცხოვრების მოლოდინი ადამიანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2016, 08:42 PM

"სამშვინველი "უხორცო, მარტივი, უკვდავი და გონიერი არსია". ის არც სხეულამდე და არც სხეულის შექმნის შემდეგ არ შექმნილა, სამშვინველი სხეულის თანადროულად არის შექმნილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 07:58 PM

"სული უფლით უნდა საზრდოობდეს, სამშვინველი - სულით, ხოლო სხეული - სამშვინველით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2016, 10:32 PM

"წმინდა იუსტინე ფილოსოფოსი თავისი წერილის "აღდგომის შესახებ" მე-10 თავში გვასწავლის: "სხეული არის სახლი სამშვინველისა, ხოლო სამშვინველი - სულისა და ეს სამეული იმათში მკვიდრობს, ვისი ცხოვრებაც უფლის იმედსა და რწმენაზეა აგებული".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2016, 10:15 AM

"ადამიანის სული და მასთან ერთად სამშვინველიც უკვდავია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2016, 09:14 PM

"სამშვინველი სხეულთან გამოუთქმელად და ამოუხსნელად არის შეერთებული, შეურწყმელად და შეურევნელად არის განფენილი იმასთან, რასაც სხეული ჰქვია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2016, 12:23 PM

"სამშვინველი და სხეული, ყოველი მათგანი, შეერთების შემდეგაც საკუთარ ბუნებით თავისებურებას ინარჩუნებს. სხეული სამშვინველთან შეერთების შემდეგაც არ იძენს უკვდავებას და ის ხრწნადი რჩება; ასევე სამშვინველი - მოკვდავი არ ხდება სხეულთან შეერთების შემდეგ, ანუ ინარჩუნებს თავის უკვდავებას. სხეული არ ხდება უხილავი, ისევე, როგორც სამშვინველი არ ხდება ხორციელი თვალისათვის ხილული".

/წმ. იოანე დამასკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 22 2016, 10:04 PM

"ის, რაც უკვე წმინდა გრიგოლ ნოსელისა და ანასტასი სინელის შესახებ ითქვა, აშკარას ხდის, რომ ისინი ღმერთისადმი ადამიანის მსგავსებას სამშვინველის სამნაწილოვან წყობაში, უფრო ზუსტად, მისი სამშვინველის სამნაწილოვნებაში ხედავენ. ამ წყობის ელემენტებია: გონი-სიტყვა-სული. ეს თვალსაზრისი იმის რწმენაზეა დაფუძნებული, რომ ადამიანი თავის თავში მისსავე შემოქმედი ღმერთის სამებრივ სახეს ასახავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2016, 08:02 PM

"სამშვინველს უყვარს თავისი სხეული და [გარდაცვალების შემდეგ] დროდარდო იმ ადგილს უბრუნდება, სადაც იგი ასვენია".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 11:14 AM

"მზაკვრობით დამძიმებულ სამშვინველს ღვთაებრივი სიბრძნე არ მიეკარება და ის არც ისეთ სხეულში დამკვიდრდება, რომელიც ცოდვით არის შეპყრობილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2016, 09:54 PM

"წმინდა გრიგოლი [პალამა] მიიჩნევდა, რომ სამშვინველის განკურნება მხოლოდ ერთობლივად, მყუდროებასა და საიდუმლოებებში მონაწილეობით მიიღწევა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 3 2016, 09:56 PM

"სული სამშვინველთან შედარებით იმდენად ღრმა გნოსტიკურ (გნოსისი - ბერძნ. ცოდნა, სწავლება, გნოსტიკური ანუ შემეცნებითი) შესაძლებლობებს ფლობს, რამდენადაც დიდია ზეცა დედამიწაზე, რამდენადაც მარადისობა აღემატება დროს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 26 2017, 02:48 PM

"სხეული სამშვინველს უნდა ემორჩილებოდეს, სამშვინველი - სულს, სული კი თავისი თვისებით ღმერთში უნდა იყოს დავანებული. ღმერთში უნდა იყოს ადამიანი მთელი თავისი არსებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2017, 11:10 AM

"სამშვინველი ანუ ფსიქიკა, დღემდე აუხსნელი და მიუწვდომელი სასიცოცხლო ძალაა, რომელიც ადამიანს ღვთისგან მიეცა".

/დეკ. კონსტანტინე (გიორგაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 13 2018, 10:12 PM

"ოთხი ცხოველი, რომელიც ეტლს ატარებს, გონიერი სამშვინველის განმკარგველ ძალას წარმოადგენს. როგორც არწივი მეფობს ფრინველებზე, როგორც ლომი - გარეულ ცხოველებზე, როგორც ხარი - შინაურ პირუტყვზე, და, როგორც კაცი - ყოველგვარ ქმნილ არსებაზე: ასე აქვს გონიერ სამშვინველს უფრო მეტი მეფური ძალები, იგულისხმება: ნება, სინდისი, გონი და შემყვარებელი ძალა, რომლისგანაც სიყვარული წარმოიქმნება. ამ ძალებით იმართება მშვინვიერი ეტლი და ამ ძალებშია უფალი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 06:45 PM

"როგორც ღმერთი სამყაროს ყოველ წერტილში, სამშვინველი სხეულის ყველა ნაწილშია დამკვიდრებული. სამშვინველს ვერ მოიცავს და არ შეიცავს სხეული, სამშვინველი თავად შეიცავს სხეულს და იგი სხეულზე მეტია, ისევეა, როგორც ღმერთი მოიცავს და მეტია სამყაროზე, ხოლო სამყარო არც შეიცავს და ვერც ფარავს ღმერთს. ამრიგად, სამშვინველი ადამიანის სხეულში ღმერთის სიმბოლური ასახვაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2019, 08:44 PM

"თქვენი სული, თქვენი სამშვინველი და თქვენი სხეული უმწიკვლოდ იქნეს დაცული" (1 თეს. 5:23)

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:16 PM

"ღმერთისადმი სამშვინველს ისევე გააჩნია სხეული, როგორც ანგელოზს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:29 PM

"ადამიანის სამშვინველსა და ცხოველთა სამშვინველებს შორის მთავარი განსხვავება ის არის, რომ ადამიანის სამშვინველი შეიძლება სხეულის გარეშე არსებობდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2020, 07:43 PM

"როგორც სამშვინველის განდგომა არის სხეულისათვის სიკვდილი, ისე ღმერთის განშორებაა სამშვინველისთვის მომაკვდინებელი. და სიკვდილი, როგორც ასეთი, უშუალოდ სამშვინველის სიკვდილია, ამ სიტყვის ჭეშმარიტი მნიშვნელობით"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2020, 06:15 PM

"როგორც სამშვინველის სიკვდილია ნამდვილი სიკვდილი, ისე სამშვინველის სიცოცხლეა ნამდვილი სიცოცხლე"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2020, 03:54 PM

"დაავადებული სამშვინველი იმას აქვს, ვინც სამშვინველს ბოროტად მიზანმიმართულად იყენებს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2020, 06:54 PM

"რამდენადაც ყურადღებას ჩვენი სამშვინველის სიღრმეებზე გავამახვილებთ, მისი საიდუმლოებების გახსნას იმდენად შევძლებთ"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 8 2020, 08:54 PM

"რაც სხეულში მოქცეული სამშვინველია, ის არის ამა სოფელში ქრისტიანი. სამშვინველი სხეულს სრულად მოიცავს... მართალია, სამშვინველი მყოფობს სხეულში, მაგრამ არ არის ხორციელი... უხილავი სამშვინველი ხილულ ხორცში მკვიდრობს... ხორცს სძულს სამშვინველი და მიუხედავად იმისა, რომ ხორცი არაფრითაა შეურაცხყოფილი, მას მხოლოდ იმ მიზეზით ებრძვის, რომ სამშვინველი სიამეთმოყვარეობის წინააღმდეგია... ხორცს ეჯავრება სამშვინველი, სამშვინველს უყვარს თავისი სხეული და მისი ყველა ხორციელი ნაწილი... სამშვინველი ხორცშია მოქცეული და სხეულს თავისი უკვდავებით აცოცხლებს... უკვდავი სამშვინველი მოკვდავ სამკვიდრებელში იმყოფება... სულიერი შიმშილი და წყურვილი სამშვინველს სულ უფრო მეტად აკეთილშობილებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2020, 10:06 PM

"და როდესაც სამშვინველი მადლის ღირსი გახდება, მაშინ მას დიდი სიფრთხილე და გონიერება დასჭირდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 1 2020, 08:12 PM

"სამშვინველს შეუძლია უფალს სულიერი მსახურებით ემსახუროს, რაც ფარულად შინაგან ადამიანის მიერ საკუთარი ჭურჭლით, ანუ შინაგანი ადამიანის სულით ხორციელდება; ხოლო უშუალოდ ადამიანის ჭურჭლის, ანუ მასში არსებული მადლის გარეშე, ღვთის კეთილმსახურება, ანუ ყველაფერში ღვთის ნების შესაბამისად მოქმედება, შეუძლებელია".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 03:20 PM

"სათავიდან წმინდა წყარო მოედინება; მაგრამ წყაროსთან ფსკერზე ტლაპო დევს. თუ ვინმე ამ ტლაპოს შეეხება, მთელი წყაროსთავი აიმღვრევა. ასევეა სამშვინველი, როდესაც ის აიმღვრევა მასში სიბინძურე დატრიალდება"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 3 2021, 09:19 PM

"როგორც წყალი რეცხავს ბინძურ ჭურჭელს, როგორც წვიმა წმენდს ცას ღრუბლებისგან და დედამიწიდან აყრილ მტვერს კვლავ მიწას უბრუნებს, ლოცველის სამშვინველს ასევე ასუფთავებს და აპატიოსნებს დაღვრილი ცრემლი"

/არქიმანდრიტი იეროთეოსი (ვლახოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:59 PM

"თავშეკავების ნაყოფია ის, რომ სხეული ემორჩილება სამშვინველს, სამშვინველი - სულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 24 2021, 08:27 PM

"იმისათვის, რომ ვნებებით დატვირთვის ნაცვლად სიმშვიდე შევინარჩუნოთ, ჩვენი სამშვინველი მოუკლებელ ნათელში უნდა იმყოფებოდეს"

/წმ. მაქსიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 28 2021, 08:18 PM

"სამშვინველი (პიროვნული სული)"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 2 2021, 06:56 PM

"სამშვინველით ვსუნთქავთ. იგი სამი ნაწილისაგან შედგება. აზრი, გრძნობა და სურვილი. აზრი ტვინშია ჩადებული, გრძნობა და სურვილი მთლიანად სხეულში. როდესაც რაიმე სურვილი გვეუფლება, მთელი სხეული აღიძვრება"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2021, 10:14 PM

"სხეულს რაც უნდა იმას აკეთებინებს სამშვინველს. სამშვინველი გადაადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 10 2021, 09:30 PM

"მშვინვიერი" სხეული ისაა, რომელიც იმართება სამშვინველის ძალებით და რომელშიც სული ხელმწიფებს და მეუფებს; "სულიერია" სხეული, რომელშიც უხვად არის სულიწმიდის მოქმედება და მისით იმართება ყველაფერში"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2021, 04:00 PM

"სხეულს სამშვინველი მართავს"

/ნეტარი თეოფილაქტე ბულგარელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2021, 08:48 PM

"ადამიანს ღმერთის მიმართ და ქვეყნისადმი ღმერთის დამოკიდებულების შესახებ სწორი წარმოდგენა უნდ ჰქონდეს, რადგან სამშვინველის სიყალბესა და ცრურწმენაში ყოფნა ადამიანს მიახლოების ნაცვლად ღმერთს განაშორებს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2021, 01:21 PM

"სხეული სამშვინველის ყველა ქმედებაში მონაწილეობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 07:11 PM

"ღვთის მადლი სამშვინველიდან სხეულზე გადადის და ეს უკანსკნელი ღმერთის ცხოველმყოფელი მადლის ზემოქმედებას შეიგძნობს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2021, 12:14 PM

"გონიერი სამშვინველი უბედურებისა და მწუხარების შემთხვევაშიც კი იმედს არ კარგავს, ის კვლავ ფლობს იმას, რაც გააჩნდა, იმ ტკივილსაც რაც მიადგა და იმასაც, რომ ათას ცდუნებას გაუძლო, ადამიანი ამბობს: "რომც მოვკვდე, მას არ მივატოვებ". და თუ ადამიანი ბოლომდე გაძლებს, უფალი სატანასთან იწყებს დაპირისპირებას: "ხედავ, რამხელა ბოროტება ჩაიდინე მის მიმართ და რამდენი ტკივილი მიაყენე მას, მაგრამ არ დაგემორჩილა; ის მე მემსახურება და მას ჩემი სიმართლის ეშინია". მაშინ ეშმაკი სამარცხვინო მდგომარეობაში აღმოჩნდება და აღარაფერი ეთქმის. რადგან ეშმაკს რომ სცოდნოდა, იობს ცდუნების დამარცხების ძალა აღმოაჩნდებოდა და მასზე გამარჯვების საშუალებას არ მიეცემოდა, ის იობს სათავისოდ არ გამოითხოვდა და თავს არ შეირცხვენდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 5 2021, 06:06 PM

"როგორც ძნელია დიდ ცეცხლს გაექცე, ისევე ძალიან უჭირს სამშვინველს სიკვდილის ცეცხლისგან გაქცევა"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 05:31 PM

"ბასილი დიდი ამბობს: "სხეული ჩვენია. სხეულის გარდა, რაც გვაქვს, ტანსაცმლით დაწყებული, ესაა ის, გარს რომ გვაკრავს. ჩვენ კი რანი ვართ? ჩვენ სამშვინველი ვართ (სულთან ერთად)".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 19 2021, 07:19 PM

"გაითავისა რა ყველა ხორციელი მოთხოვნილება, სამშვინველი თავის საქმედ თვლის მათი დაკმაყოფილებასაც და ზრუნვას საკვებზე, სასმელზე, ძილზე, ტანსაცმელზე, ბინაზე და ა.შ.; ყველანაირად ცდილობს, მიაღწიოს იმას, რომ სხეული მშვიდად იყოს და არ შეაწუხოს სამშვინველი თავისი მომაბეზრებელი მოთხოვნებით. სამშვინველის ეს დამოკიდებულება სხეულისადმი თავს იჩენს ერთგვარი ინსტინქტის სახითაც - სოფლისმოყვარეობით, სხეულისმოყვარეობით, სხეულის მოსვენების და ყოველივე მისთვის საჭიროს მიწოდების სურვილით".

/არქიმანდრიტი ლაზარე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2022, 05:16 PM

"ღმერთს და მის ანგელოზებს უნდათ, რომ ადამიანი სასუფეველში მათთან ერთად იყოს, ხოლო ეშმაკს და მის ანგელოზებს სურთ, მათთან ერთად იმყოფებოდეს ადამიანი. ერთი სიტყვით, სამშვინველი ორ არსებას შორისაა მოქცეული და რომელ მხარესაც ადამიანის მშვინვიერი ნება გადაიხრება, იმ მხარის შვილად მიიქცევა. თუ მამა შვილს უცხო მხარეში აგზავნის, სადაც ის შეიძლება მხეცებს გადაეყაროს, მას შხამებსა და ანტიდოტებს აძლევს, რათა მხეცებისა და გველების თავს დასხმისას ეს საშუალებები გამოიყენოს და ისინი გაანადგუროს. თქვეც ასევე, ეცადეთ ზეციური სალბუნი - სამშვინველის სამკურნალო საშუალება და ანტიდოტი მიიღოთ, რათა მათი საშუალებით შხამიანი ცხოველები - უწმინდური არსებები გაანადგუროთ. რადგან სუფთა გულის დატევნა ადვილი არ არის, ადამიანს სჭირდება დიდი ბრძოლა და შრომა, რათა სუფთა სინდისი და გული ჰქონდეს და ბოროტება საკუთარ თავში სრულად აღმოფხვრას".

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 5 2022, 12:26 PM

"სული ზეცისკენ მიპყრობილ თვალს ხუჭავს, სამშვინველი მიწას კიდევ უფრო მეტად ეჯაჭვება. ცოდვა აუკუღმართებს ადამიანური ბუნების იერარქიას - სამშვინველი სულზე ბატონობას იწყებს"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2022, 10:01 PM

"ცოდვების გამო სამშვინველში უფალი არ მკვიდრობს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2022, 03:46 PM

"როგორც ერთხელ ებრაელებზე გაბრაზებულმა ღმერთმა, მათ შესარცხვენად, იერუსალიმი მტრებს ჩააბარა და ებრაელებზე მათმა მოძულეებმა იბატონეს, ამიტომ იქ უკვე აღარც დღესასწაული იზეიმებოდა და არც შესაწირავი იწირებოდა: ასევეა, როდესაც მცნებების დარღვევის გამო სამშვინველზე გაბრაზებული უფალი მას მტრებს, დემონებსა და ვნებებს გადასცემს; შესაბამისად, ისინი ატყუებენ და სრულიად ამცირებენ სამშვინველს, და აღარ არის მისთვის დღესასწაულები, არც საკმევლებია და აღარც ღმერთისათვის სულით შესაწირავი გააჩნია; რადგან ასეთი სამშვინველის გარშემო არსებული ღირსშესანიშნაობები ველური არსებებით ივსება და თავად მასში ქვეწარმავლები და მზაკვარი სულები დაბრუნდნენ. და როგორც სახლს, თუ მას არავინ პატრონობს, სიბნელე და სახელგატეხილობა დაეპატრონება და ის უწმინდურებაში, სირცხვილსა და საყვედურში მოექცევა, უნამუოსობითა და ბალღამით აღივსება: ასევეა სამშვინველიც, თუ მასში უფალი ანგელოზებთან ერთად არ ხარობს, მას ცოდვიანი სიბნელე ეუფლება, სამარცხვინო ვნებები და ყოველგვარი სირცხვილი მოეკიდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2022, 09:57 PM

"ვაი, სამშვინველს, თუ მასში უფალი არ მოქმედებს და თუ იქ არსებული მზაკვარი სულიერი მხეცები უფლის ხმით არ განიდევნებიან. ვაი იმ სახლს, რომელსაც პატრონი არ ჰყავს. ვაი მიწას, რომელსაც დამმუშავებელი და მიწათმოქმედი არ გააჩნია. ვაი გემს, როცა მისთვის მესაჭე არ იძებნება; რადგან ტალღებითა და ზღვის ქარიშხლით გატაცებული გემი - უეჭველად დაიღუპება. ვაი სამშვინველს, როცა მას ნამდვილი საჭეთმპყრობელი - ქრისტე არ გააჩნია; რადგან სიბნელის მწარე ზღვაში მყოფი სამშვინველი ვნებების ქარიშხლისა და მზაკვარი სულების მიერ დაპყრობილი გემია, ასეთი კი, ბოლოს და ბოლოს უეჭველად დაეცემა და დაიღუპება. ვაი სამშვინველს, რომელსაც სურს, რომ კარგი სულიერი ნაყოფი გამოიღოს, მაგრამ მის დამუშავებას ქრისტეს გულმოდგინება და ნაყოფიერება არ გააჩნია; რადგან გაპარტახებულმა და ეკლებით აღვსილმა, ბოლო ნაყოფად მხოლოდ ცეცხლოვანი ტალღა შეიძლება მიიღოს. ვაი სამშვინველს, როცა მისი უფალი ქრისტე მასში არ მკვიდრობს; რადგან დაცარიელებული და ვნებების სუნით აყროლებული, სწორედ ის გახდება მანკიერების თავშესაფარი"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2022, 04:37 PM

"კეთილსაიმედო სამშვინველი ღმერთს და მისი სიტყვის მოწმობას თაყვანს, როგორც ერთგულსა და ჭეშმარიტს, მიაგებს და ღვთაებრივ ჭეშმარიტებაში დამკვიდრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2022, 02:40 PM

"პიროვნული სულები, ანუ სამშვინველები, რომლებიც თავიანთი სიყვარულისა და მოვალეობის ზომის შესაბამისად მოქმედებენ, სასუფეველსა და მარადიულ სიცოცხლეს იმსახურებენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2022, 08:53 PM

"იმისთვის, რათა სამშვინველი ღმერთის სასუფეველში შევიდეს, საჭიროა სულიწმიდისგან დაიბადოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 04:59 PM

"პავლე მოციქულის სწავლებით, ადამიანი შედგება სამი ნაწილისაგან: სხეულის (ხორცის), სამშვინველისა და სულისაგან. სხეული ის ნაწილია, რომელიც იკვებება და იზრდება, სამშვინველი - მოიცავს გრძნობადს (ხუთ გრძნობას), ხოლო სული - გონიერს, გონიერებას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 4 2022, 05:18 PM

"წმინდა თეოფანე დაყუდებული მიანიშნებს ადამიანის შემადგენელი ნაწილების იერარქიაზე: სხეული (ხორცი) უნდა ემორჩილებოდეს სამშვინველს, სამშვინველი - სულს, სული კი, თავისი ბუნებიდან გამომდინარე, ჩაფლული უნდა იყოს ღმერთში. ამგვარი მდგომარეობა იწვევს სრულ ჰარმონიას ადამიანში. როცა ადამიანი უფალს განუდგება, ეს შემადგენლობა სრულიად ირევა: ღვთისგან გამორჩეული სული კარგავს ძალას და ექვემდებარება სამშვინველს, სულის მადლს მოკლებული სამშვინველი კი სხეულის მონა-მორჩილი ხდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2022, 01:37 PM

"როგორც ჩვილმა არ იცის, როგორ დაეხმაროს ან როგორ იზრუნოს საკუთარ თავზე, და მხოლოდ დედას შესცქერის, ტირის, სანამ დედა არ შეიბრალებს და ხელში აიყვანს: ასევე არის ღმერთის მინდობილი ჭეშმარიტი სამშვინველები, რომლებსაც მხოლოდ ღმერთის იმედი აქვთ და მთელ სიმართლეს ღმერთში ხედავს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:04 PM

"7.6. კითხვა: საღვთო გამოცხადებისა და სინათლის წყალობით შეუძლია ვინმეს სამშვინველის დანახვა?

მიგება: როგორც ხორციელი თვალი მზეს ხედავს, ისე ხედავენ სამშვინველს საღვთო ნათლით გაბრწყინებულნი; მაგრამ ცოტაა ქრისტიანი, რომელსაც მისი დანახვა შეუძლია".

/ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2022, 06:49 PM

"7.8 კითხვა: სხვაა გონი და სხვაა სამშვინველი?

მიგება: ისე, როგორც ადამიანს აქვს მრავალი ხორციელი ნაწილი და ყველა ერთად ერთ ადამიანად იწოდება, სამშვინველიც ამგვარადვე შედგება მრავალი ნაწილისაგან, ესენია: გონი, სინდისი, ნება, მგმობელი და შემწყნარებელი ფიქრები; მაგრამ ეს ყველაფერი ერთთან - აზრებთან არის დაკავშირებული; ისინი სამშვინველის ნაწილებია, ხოლო სამშვინველი ერთია; და ეს შინაგანი ადამიანია".

/ღირსი მაკარი დიდი, მეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 16 2022, 07:22 PM

"როგორც პრიზმაზე დაცემული სხივის შუქტეხის (რეფრაქციის) შედეგად იგი ყოველი მხრიდან ჩანს, ადამიანის მთელ არსებაში სამშვინველიც სწორედ ასე აისახება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2023, 08:02 PM

"სამშვინველს შეუძლია ცოდვას წინააღმდეგობა გაუწიოს, მაგრამ მას ღვთის დაუხმარებლად ბოროტების დამარცხება და ადამიანში ბოროტების აღმოფხვრა არ შეუძლია"

/ღირსი მაკარი ეგვიპტელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 8 2023, 07:03 PM

"უკვდავ სულს აქვს სამი თვისება: შიში ღვთისა, სინდისი და სწრაფვა ღვთისაკენ, რაც ცხოველებსა და ფრინველებს არ აქვთ. სამშვინველი სისხლშია, მაგრამ სისხლი არ არის. ცოდვით დაცემამდე სამშვინველიც და სხეულიც სულს ემორჩილებოდა. ცოდვით დაცემის შემდეგ კი სულთან კავშირი შეწყდა და სამშვინველი სხეულს დაემორჩილა. რაც უნდა სხეულს, იმას აკეთებინებს სამშვინველს, ოღონდ სამშვინველი გადააადგილებს სხეულს, სული კი აგონიერებს"

/ღირსი გაბრიელი, აღმსარებელი და სალოსი/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 2 2023, 09:50 PM

"როცა ღვთაებრივი მადლის ქმედებით სამშვინველები მოირჩრდილება, თითოეული სამშვინველი თავისი რწმენის შესაბამის დახმარებას ზემოდან იღებს; თუმცა, ამ დროს ისინი მადლით მხოლოდ ნაწილობრივად მოიჩრდილებიან. და არც კი იფიქრო, რომ ამ დროს რომელიმე სამშვინველი სრულად გაბრწყინდება; ყოველი მათგანის შიგნით ჯერ კიდევ მრავალი დიდი მანკიერი საძოვარია და ადამიანს ჯერ კიდევ მასში მოქმედ მადლთან შეთანმხებული დიდი შრომა და ძალისხმევა ესაჭიროება"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2023, 02:27 PM

"ჩვენი უფალი იესო ქრისტე იმისთვის მოვიდა, რათა ადამიანის ბუნება შეცვალოს, გარდაქმნას და განაახლოს და ჩადენილი დანაშაულებებითა და ვნებებით დამხობილი სამშვინველი აღადგინოს და თავისავ ღვთაებრივ სულთან შეაერთოს"

/წმ. მაკარი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2023, 07:58 PM

"არ არსებობს სხვა ისეთი სიახლოვე და ურთიერთმიმართება, როგორიც სამშვინველს - ღმერთთან და ღმერთს - სამშვინველთან გააჩნია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 7 2023, 07:31 PM

"როგორც ღმერთმა ცა და დედამიწა იმისთვის აღაშენა, რომ მასში ადამიანმა იცხოვროს: უფალმა თავის საცხოვრისად ადამიანის სხეული და სამშვინველი შექმნა, რათა მასში, ისევე, როგორც საკუთარ სახლში, დამკვიდრებულიყო და მოესვენა, ხოლო სამშვინველი საყვარელი პატარძლის ხატად დაედგინა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 25 2024, 04:31 PM

"ღმერთი ჩვენში ჩასახლდა, ის ჩვენი სამშვინველის სიღრმეს იკვლევს და ჩვენს სურვილებს ხედავს"

/არქიმანდრიტი ემილიანე (ვაფიდისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 27 2024, 09:40 PM

"სამშვინველი წყვდიადში ლოცულობს, სული - ნათელში"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 7 2024, 08:41 PM

"თუკი სხეული - სამშვინველის მსახურია, სამშვინველი სულის მსახური უნდა იყოს. ეს სუბორდინაცია თუ დაირღვა, მაშინ სული თავის თავში იკეტება, ის ნებაყოფლობით ამბობს უარს კუთვნილზე და ადგილს დამპყრობელს უთმობს. მოულოდნელად ხელისუფლებას დაუფლებულ მონას ადრინდელი კანონებით ცხოვრება არ შეუძლია. ამიტომ წინანდელი ღირებულებების გადაფასება იწყება, როგორც რევოლუციის დროს ნადგურდება არისტოკრატული ფენა, ქვეყნის ინტელექტუალური ძალები და მათ ადგილზე პოპულისტები და მატყუარები დგებიან. ასევე სულზე სამშვინველის გამარჯვების შემდეგ ადამიანი კარგავს სულის ისეთ ნიჭს, როგორიცაა მჭვრეტელობა, აღხილვა, გულის შინაგანი ხმა", სულიერი ინტუიციები, ბნელი და ნათლი ძალების გარჩევის უნარი, რომლებიც მის საკუთარ სულში ისევე მოქმედებენ, როგორც კოსმოსში. გონება მარადისობისაკენ მიმართულ თვალს ხუჭავს და სამშვინველი უსინათლო რჩება. აქ იწყება ახალი პროცესი: სარწმუნოების შეთხზვა და გამოგონება"

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)