სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში |
სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )
სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში |
Dulos |
Mar 27 2007, 02:22 PM
პოსტი
#41
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ციტატა პატივცემულო დულოს, ეს ფორუმი გახლავთ მართლმადიდებლური. სამწუხაროდ ქართულ ენაზე კონფესიათშორისი ფორუმი ჯერ არ გახსნილა. მაგრამ ალბათ საჭიროა, თუ ამის ინტერესს მრავალი პირი გამოთქვამს. ამ ფორუმზე კი კამათი ან მსჯელობა სხვა კონფესიის წარმომადგენლებთან არასწორად მიმაჩნია. ყველა არამართლმადიდებლური აღმსარებლობის წარმომადგენელს შეუძლია გაეცნოს ფორუმის მასალებს ,მაგრამ არა გაავრცელოს თავისი აზრები ფორუმის ფარგლებში, ან აქვე ჩაებას რაიმე სახის კამათში. მართლმადიდებლებს არავისთან არაფერი აქვთ საკამათო.ყველაფერი გარკვეული და დაზუსტებულია ბოლო 20 საუკუნის მანძილზე.(და არა ბოლო 3-4 საუკუნის მანძილზე) თუ შეკითხვები გაგაჩნიათ დასვით და გიპასუხებენ, გაგარკვევენ. პატივისცემით ლეონტი. პატივცემულო ლეონტი სიმართლე გითხრათ, თქვენმა მსგავსმა ტონმა გამაკვირვა. როგორც ჩანს, ჩემს მიერ განთავსებულ პოსტებს არ გადაგიხედავთ და მსგავსი "შენიშვნა" იმიტომ გააკეთეთ. მათში მე მართლაც რომ კითხვებს ვსვავ, (შეიძლება მეტწილად უპასუხოდ რჩება) და "პროტესტანტულ" სწავლებას არ ვავრცელებ. ეს უბრალოდ სიმართლეა, თუმცა არც მერიდება ჩემი მრწამსის შესახებ ლაპარაკი. გამონაკლისად შეიძლება ეს პოსტი ჩაითვალოს და აქაც ავღნიშნე, რომ ეს ჩემი დამოწმებაა და არა ჩემი დენომინაციის სწავლება. და ამას თავისი მიზეზები აქვს, რატომაც არ ვაკეთებ ამას. და კიდევ. ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ ჩემი ეკლესიის მრწამსი თქვენთვის უბრალოდ არ არის ცნობილი. წინააღმდეგ შემთხვევაში 3-4 საუკუნის სწავლებას არ უწოდებდით. თუ ერთ წინააღმდეგობასაც დამისახელებთ წმიდა წერილიდან იმაზე რასაც მე ვწერ, დიდ ბოდიშს მოვიხდი (წრფელად ვიძახი) და მოვინანიებ ღმერთის წინაშე. სიჯიუტე დიდი ცოდვაა და ღმერთმა ყველა დაგვიფაროს გაჯიუტებისაგან. ვფიქრობ, რომ რაც მწამს ბიბლიიდან მაქვს ნასწავლი. სხვა მხრივ კი, თქვენდამი უდიდესი პატივისცემის მიუხედავად, ჩემს პრეროგატივად ვიტოვებ სად მივიღო მონაწილეობა და სად არა. ეს მხოლოდ ჩემი გადასაწყვეტია და თქვენ ხელი აე გაქვთ. თუ თქვენ რაიმე გაღიზიანებთ ჩემს პოსტში, ეს მხოლოდ თქვენი საქმეა და თქვენი მოსაგვარებელია. თქვენდამი გულწრფელად პატივისმცემი დულოსი |
დათიკო |
Mar 27 2007, 06:27 PM
პოსტი
#42
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
თემა გავწმინდე
აი თემის სათაური ციტატა სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში იცოდეთ ყველას დაგვორნავთ ოფტოპიკების გამო! |
mendes masieli |
Mar 28 2007, 01:52 PM
პოსტი
#43
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
mendes masieli რა საჭიროა უკიდურესობა? არა,.დათიკო,ეს უკიდურესობა არ არის.უბრალოდ,ძთუ ერთს ვუჯერებთ,მერე სხვებსაც დავუჯერებთ და შეიძლებაამან ცუდი შედეგები მოგვიტანოს....... -------------------- მიყვარხართ!!!
|
mendes masieli |
Mar 28 2007, 02:05 PM
პოსტი
#44
|
შეყვარებული კაცი ჯგუფი: Members პოსტები: 222 რეგისტრ.: 26-January 07 მდებარ.: დედამიწა წევრი № 928 |
ციტატა მართლმადიდებლებს არავისთან არაფერი აქვთ საკამათო.ყველაფერი გარკვეული და დაზუსტებულია ბოლო 20 საუკუნის მანძილზე ხოოო,რატომ არ გვაქვს ევქარისტიული კავშირი რომთან თუ 20 საუკუნეა ჩვენში არაფერი შეცლილა??? არ მითხრათ ახლა მაღტო კათოლიკეებში შეიცვალაო>>>> -------------------- მიყვარხართ!!!
|
alex_b |
Mar 28 2007, 04:54 PM
პოსტი
#45
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
QUOTE თემა გავწმინდე აი თემის სათაური ციტატა სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება, უცდომელი ავტორიტეტი მართლმადიდებელ ეკლესიაში დათიკო მაშინ ჯობია ასეთი ფორმულირება გაუკეთო სათაურს. სად ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება? - სად და მართლმადიდებლურ ეკლესიაში. ანდა: ვეძებოთ ჭეშმარიტი მოძღვრება მართლმადიდებლურ ეკლესიაში. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
დათიკო |
Mar 28 2007, 05:50 PM
პოსტი
#46
|
დათიკო ჯგუფი: Members პოსტები: 3,383 რეგისტრ.: 24-July 06 მდებარ.: ვეიკი წევრი № 10 |
alex_b
არ ვაპირებ სათაურის შეცვლას. ის მართლმასდიდებელი ქრუისტიანის გახსნილია და მას სრული უფლება აქვს საკუთარი რელიგიის ჭეშმარიტებაზე ისაუბროს მართლმადიდებლურ ფორუმზე. თუმცა აქვე ვიტყვი რომ სხვა კონფესიის წარმომადგენელს სრული უფლება აქვს დაეთანხმოს ან არ დაეთანხმოს აღნიშნულ აზრს. ეს მისი უფლებაა. ციტატა მართლმადიდებლებს არავისთან არაფერი აქვთ საკამათო.ყველაფერი გარკვეული და დაზუსტებულია ბოლო 20 საუკუნის მანძილზე ვერც ამ თეზის დავეთანხმები. რა ტქმა უნდა დოგმატიკაში ყველაფერი გარკვეულია, მაგჰრამ უთვალავი საკითხია, რომელზე პასუხებიც არ გვაქვს და მთელი ქვეყნის საღვთისმეტყველო არმია ცდილობს ეს პასუხები იპოვოს. მათ შორის კამათიც ხშირია, აზრთა სხვადასხვაობაც. ასევე საკმაოდ ხშირი და მნიშვნელოვანია სხვა კონფესიების წარმომადგენლებთან საუბარიც. ამ მიმართულებით მთელი შრომებიც ასებობს, რაც ჩვენთვის აპოლოგეტიკის საგნის სახელწოდებითაა ცნობილი. დღემდე მიდის ასეთი შრომების წერა, რადგან ბევრია ისეთი ვინც ჩვენი რელიგიის ჭეშმარიტებას ეჭვის ტვალით შეცქერის. ჩვენი აპოლოგეტები კი მათ მაცდარობის დამტკიცებაზე მუშაობენ. ჩვენ უნდა ვისაუბროთ სხვა კონფესიებთან ჩვენი რელიგიის ჭეშმარიტების შესახებ და ამას თამამად და უშიშრად უნდა ვაკეთებდეთ. უწმინდესს აქვს ნათქვამი, იქ სადაც ჭეშმარიტებაა იმის შიშიც არ უნდა არსებობდეს რომ ამ ჭეშმარიტებას ვინმე წინ აღუდგებაო. ასე რომ ჩვენს მართლმადიდებლურ რელიგიაშია ჭეშმარიტი გზა ხსნისა. ჩვენ მზად ვართ ვისმინოთ საპირისპირო აზრიც და მათი მცდარობის დამტკიცება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, რადგან ჭეშმარიტებას ვერ მოერევი, ვერ გამოაშკარავებ, ვერ დაუმტკიცებ რომ ის მცდარია. რადგან ის ტავად ქრისტეს მიერ გაკვალული გზაა, მის მიერ გადმოცემული ხალხისთვის და მათი ცხონებისთვის. |
ლეონტი |
Mar 28 2007, 10:20 PM
პოსტი
#47
|
ილოცე!!! ჯგუფი: Members პოსტები: 1,990 რეგისტრ.: 7-November 06 მდებარ.: ოთახი წევრი № 416 |
იმ მგზნებარე ბოლშევიკის სიტყვები გამახსენდა:
"ნაშე დელო პრავოე. მი პობედიმ." ურა. -------------------- tamarapaint.com აგრეთვე putkari.ge
|
alex_b |
Mar 29 2007, 03:55 PM
პოსტი
#48
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
QUOTE არ ვაპირებ სათაურის შეცვლას. ის მართლმასდიდებელი ქრუისტიანის გახსნილია და მას სრული უფლება აქვს საკუთარი რელიგიის ჭეშმარიტებაზე ისაუბროს მართლმადიდებლურ ფორუმზე. ისე ცრუქრისტიანის ნაცვლად სხვა სიტყვა რომ გამოგეყენებინა უკეთესი იქნებოდა.... აღარ გავაგრძელებ რატომ ... QUOTE ჩვენ უნდა ვისაუბროთ სხვა კონფესიებთან ჩვენი რელიგიის ჭეშმარიტების შესახებ და ამას თამამად და უშიშრად უნდა ვაკეთებდეთ. უწმინდესს აქვს ნათქვამი, იქ სადაც ჭეშმარიტებაა იმის შიშიც არ უნდა არსებობდეს რომ ამ ჭეშმარიტებას ვინმე წინ აღუდგებაო. ასე რომ ჩვენს მართლმადიდებლურ რელიგიაშია ჭეშმარიტი გზა ხსნისა. ჩვენ მზად ვართ ვისმინოთ საპირისპირო აზრიც და მათი მცდარობის დამტკიცება ნამდვილად არ გაგვიჭირდება, რადგან ჭეშმარიტებას ვერ მოერევი, ვერ გამოაშკარავებ, ვერ დაუმტკიცებ რომ ის მცდარია. რადგან ის ტავად ქრისტეს მიერ გაკვალული გზაა, მის მიერ გადმოცემული ხალხისთვის და მათი ცხონებისთვის. ამაში კი აბსოლუტურად გეთანხმები. (clap) -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
გლახა |
Mar 29 2007, 04:01 PM
პოსტი
#49
|
-------- ჯგუფი: Members პოსტები: 4,345 რეგისტრ.: 24-July 06 წევრი № 12 |
alex_b
ციტატა ისე ცრუქრისტიანის ნაცვლად სხვა სიტყვა რომ გამოგეყენებინა უკეთესი იქნებოდა.... აღარ გავაგრძელებ რატომ ... ცრუქრისტიანი არ წერია მანდ, არამედ უ შეეშალა ბეჭდვისას... კარგად დაუკვირდი ხოლმე არაუშავს შეცდომები ხდება |
lado s |
Apr 2 2007, 06:49 PM
პოსტი
#50
|
Newbie ჯგუფი: Members პოსტები: 74 რეგისტრ.: 24-December 06 წევრი № 738 |
ბატონო დულოს
მე მგონი ვერ გავუგეთ ერთმანეთს. არ მინდოდა ეს თემაც პროტესტანტებთან საკამათო ადგილად გადაგვექცია, და საერთოდაც კამათი ძალიან დიდ დროსა და ენერგიას მოითხოვს, შედეგი კი, როგორც წესი, არ შეესაბამება დანახარჯებს, თუმცა გამონაკლისებიც არსებობს. შევეცდები აღდგომის შემდეგ გარკვეული კუთხიდან აგიხსნათ რით განსხვავდებიან მართლმადიდებლები პროტესტანტებისგან, შეიძლება დაგაინტერესოთ, მხოლოდ თუ საიდუმლო არ არის თქვენც და სხვა აქაურმა პროტესტანტებმაც იქნებ გვითხრათ, რომელ პროტესტანტულ განშტოებას მიეკუთვნებით, ანუ: ორმოცდაათიანელები ხართ, ევანგელისტები, ადვენტისტები, ლუთერანები, თუ?... |
Dulos |
Apr 2 2007, 09:37 PM
პოსტი
#51
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 215 რეგისტრ.: 28-February 07 წევრი № 1,219 |
ბატონო ლადო ს
არ შემიძლია არ დაგეთანხმოთ, როდესაც ბრძანებთ, რომ შედეგი დანახარჯებს არასოდეს არ შეესაბამება. მაგრამ ამის და მიუხედავად ვფიქრობ ურიგო არ იქნება დიალოგის წარმოება. ჯოზეფ სმიტის და ჩარლზ რასელის წიგნები არც ერთს გვიჭირავს, რომ დიალოგისას საერთო არ აღმოვაჩინოთ. მითუმეტეს რომ დროში პირადად მეც საკამაოდ შეზღუდული ვარ. სიამოვნებით მოგისმენთ, როდესაც განსხვავებებზე ისაუბრებთ. მათ რიცხვს არ მივეკუთვნები, ვინც ისე ცხოვრობს, თითქოს არასოდეს არ დატოვებს დედამიწას და აქედან გამომდინარე ასევე დავძენ, რომ გაცნობიერებული მაქვს ის პასუხისმგებლობა, რომელიც ღმერთის სიტყვის დამმახინჯებელს დაეკისრება. ღმერთის სიტყვის ჭეშმარიტების შესწავლას კი, როგორც ავღნიშნე, მთელი ცხოვრება მივუძღვენი. რაც ზევით თქვენი პოსტის პასუხად დავწერე, ავღნიშნე, რომ ჩემი პირადი დამოწმებაა, რომელშიც ვეცადე მეჩვენებინა რატომ ვთვლი, რომ ის რომლითაც ახლა დავდივარ ჭეშმარიტია და რა გზაზე დავდივარ საერთოდ. იგივე გააკეთეთ თქვენც. თუ სხვა რამეს გულისხმობდით ეგ არ ვიცი. მე ვეკუთნი სახარების რწმენის ეკლესიას. სწავლებაში სხვა პროტესტანტული ჯგუფებისაგან მთავარი განსხვავება ის გვაქვს, რომ სულიწმიდის ნიჭები, რომლებიც პირველ საუკუნეში მოქმედებდა, დღესაც არანაკლებ აუცილებელი და დღესაც მოქმედებს. პატივისცემით დულოსი |
alex_b |
Apr 4 2007, 02:33 PM
პოსტი
#52
|
Member ჯგუფი: Members პოსტები: 254 რეგისტრ.: 27-February 07 წევრი № 1,210 |
ასევე მეც, როგორც დულოს
მივეკუთვნები იგივე ეკლესიას. -------------------- იესო ქრისტე ჩემი მხსნელია
მე არ დავემონები ცოდვას! |
მსუბუქი ვერსია | ახლა არის: 11th May 2024 - 03:04 PM |
მართლმადიდებლური არხი: ივერიონი
ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი