თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ მეცნიერება და განათლება _ ლიტერატურული კონკურსი.

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 11:38 AM

თემა აქ არ იხსნება ხოლმე და აქვს თავისი განყოფილება,მაგრამ სოფი არ ჩანს ფორუმზე. ჩვენ შეთანხმებულები ვიყავით PM ში რომ მე გავაგრძელებდი თემას. ამიტომ,რადგან ლიტერატურის განყოფილება არ არის ჩემი,ვხსნი აქ. იმედია არავინ განაწყენდება.

ჯერ ჩამოვთვალოთ თუ ვინ მიიღებს მონაწილეობას.

კითხვები დაისმევა მორიგეობით.

გამორიცხულია გუგლის და სხვა საიტების დახმარება.

ვთამაშობთ ექვს ქულამდე,თამაში ლიტერატურული კონკურსი. მაგიდასთან ფორუმის ექვსეულია biggrin.gif biggrin.gif ეს ისე biggrin.gif




კითხვა პირველი: გაიხსენეთ "თორნიკე ერისთავი" ვინ არის სევისტოფორი,რომელმაც ხსნის გზა უჩვენა ბიზანტიელთა დედოფალს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 11:42 AM

კაი...ოღონდ დოსტოევსკს არა ვართ...თორე მეგრელების ბენეფისი წავა აქ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2012, 01:58 PM

ციტატა
სევისტოფორი

დარბაისელთაგან გამორჩეული biggrin.gif

ციტატა
კაი...ოღონდ დოსტოევსკს არა ვართ...თორე მეგრელების ბენეფისი წავა აქ...

biggrin.gif biggrin.gif

კითხვა: ვისი სიტყვებია "ქალი რავარი ასატანია, მარა, რომ გიყვარს, რა გინდა რო ქნა!" biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:00 PM

ikanosi
ოტია იოსელიანი smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2012, 02:01 PM

toka@
ძმაო რომ სცემ პასუხს, კითხვაც უნდა დასვა biggrin.gif ასეთი წესია აქანა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:05 PM

ikanosi
აბა როგორ ვიცნობთ რომაულ მითოლოგიას. smile.gif დამისახელეთ მომხიბვლელობის,მხიარულებისა და სიკეკლუცის სამი ქალღმერთი. smile.gif

აჰა კითხვა tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:13 PM

1-ვენერა რომელიც ბერძნული აფროდიტეს პროტოტიპია.



მაგრამ ისე კი გრაციები არიან.ანუ ბერძნული ქიტირების შესაბამისობა

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:14 PM

A.V.M
სწორია გურამ გრაციები.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:16 PM

რადგან მითოლოგიაზე შევჩერდით.(ჩემი უსაყვარლესი სფეროა) მაშინ ასევე ვიტყვი:

რა ერქვა იმ კაცს ვისაც მიცვალებულთა სულები ჰადესის საუფლოში გადაყავდა? რით აკეთებდა ამას? და ამის გამო რას აკეთებდნენ მიცვალებულთა პატრონები?

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 02:48 PM

A.V.M

ქარონი ერქვა, ბორნით გადაჰყავდა სულები, რომლებსაც მონეტა ედოთ პირში

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:49 PM

კაია...შემდეგი...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 02:50 PM

რთული კითხვები უნდა დავსვათ რომ ვერ გამოიცნონ თუ რაში მდგომარეობს კონკურსის აზრი?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:51 PM

syd
კითხვებბი ლიტერატურიდან smile.gif როგორიც გინდა გინდა მარტივი გინდა რთული smile.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 02:54 PM

კარგი, მაშინ ასეთი კითხვა: ჰენრი ლონგფელოს პოემაში "სიმღერა ჰაიავათაზე" რა ერქვა ჰაიავათას საუკეთესო მეგობარს, რომელიც უკეთილშობილესი ადამიანი იყო და ბოროტმა სულებმა ამის გამო მდინარეში დაახრჩეს?

biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 02:55 PM

syd
ისეთი კითხვები არ გვინდა ქლა რო არავის აქ წაკითხული biggrin.gif biggrin.gif მე არ ვიცი მაგალითად biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 02:55 PM

რაი????

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 03:01 PM

კარგი, მაშინ ადვილი იყოს. ჯაყოს ხიზნების ფინალში ავტორი ახსენებს ერთ ერთ საეკლესიო მოღვაწეს, რომელსაც თეიმურაზს ადარებს. რომელ საეკლესიო მოღვაწეზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 03:06 PM

შიო მღვიმელს ბატონო..

თუ რაღაცაა ავხსნი რატომაც

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 03:07 PM

მართალია. დაგუგლე უცებ? laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 03:09 PM

რა დავგუგლე ძმაო... biggrin.gif biggrin.gif

დასაწყისში რომ ამბობს სოფელზე ნაშინდარი,ეს იმიტომ რომ 1924 წლის აჯანყების მოთავეები მანდ იკრიბებოდნენ ,შინდისფერი იყო დამოუკიდებელი საქართველოს პირველი დროშა და მწერალი მათ უწუნებს საქმიანობას.

ამ ყველაფერს კიდევ უფრო ამყარებს ბოლო ფრაზა...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 03:15 PM

"გრიგოლ ხანძთელის ცხოვრებაშI ნათქვამია : "მამანამ გრიგოლ პირველად აღაშენა ძელისა ეკლესია და შემდგომად ამისა საყუდელ თვისი და თითო სენაკები ძმათა მათთვის მცირე და ერთი სენაკი საოსტიგნედ დიდი."

რა დანიშნულება ჰქონდა დიდ საოსტიგნეს.?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2012, 03:15 PM

სატრაპეზოს ფუნქცია...

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 12 2012, 03:41 PM

A.V.M
სწორია,შემდეგი..
smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 12 2012, 03:42 PM

რა ერქვა ოდისევსის სამშობლოს

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 12 2012, 06:18 PM

ციტატა
რა ერქვა ოდისევსის სამშობლოს


ითაკა

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 13 2012, 06:36 PM

შევწყვიტეთ განათლების მიღება? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 07:01 PM

ციტატა
შევწყვიტეთ განათლების მიღება?

შენი ჯერია კითხვის დასმის...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 13 2012, 07:05 PM

syd

ციტატა
შევწყვიტეთ განათლების მიღება?

გამოუშვი კითხვა, ვინც გასცემს პასუხს მაგან უნდა დასვას შემდეგიც biggrin.gif

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 13 2012, 07:10 PM

დოჩანაშვილის სამოსელი პირველში ერთი მცენარეა მოხსენიებული, რომელსაც დომენიკო დასანახად ვერ იტანდა, მაგრამ სამშობლო მონატრებულმა, უცხო მხარეში რომ დაინახა ეს მცენარე, ნაცნობი სითბო ჩაეღვარა გულში. რა მცენარეზეა საუბარი?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 13 2012, 08:29 PM

syd
გვირილა? არ მახსოვს კარგად

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 13 2012, 08:37 PM

ikanosi

ციტატა
გვირილა


არა, მაგრამ სიტყვა წააგავს

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 13 2012, 09:44 PM

syd
გვარჯილა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 10:20 PM

გვარჯილა სასუქია ბიჯო!!! biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 13 2012, 10:40 PM

syd
გვიმრა? biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 10:45 PM

თუ გვიმრა არა გოგრა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 13 2012, 10:46 PM

ციტატა
თუ გვიმრა არა გოგრა

არა გოგრა არაა, ამის შესახებ ლტოლვილსაც ესაუბრება როგორც მახსოვს, მაგრამ სწორედ ეს სახელი ქვია თუ არა არ მახსოვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 10:52 PM

ციტატა
არა გოგრა არაა, ამის შესახებ ლტოლვილსაც ესაუბრება როგორც მახსოვს

ჩემი მხატვრული ლიტერატურის კითხვა ხო იცი რამდენიმე წელიწადია მოკვდა..ახლა თეოლკოგია-ფილოსოფია მხოლოდ.

ეს ისე ვთქვი...

პოსტის ავტორი: syd თარიღი: Jul 13 2012, 11:34 PM

გვიმრა. მართალია smile.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 11:45 PM

იკანოს!
დასვი კითხვა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 13 2012, 11:52 PM

მარტივი: ვისი ცოლი უნდა გამხდარიყო შორენა (დიდოსტატის მარჯვენა)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 13 2012, 11:59 PM

ჭიაბერის...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 14 2012, 12:00 AM

A.V.M
ჰოდა კითხვაც დასვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2012, 10:19 AM

მე კვლავ მითოლოგიას დავუბრუნდები და დავსვამ კითხვას:

ვისი შვილი იყო ათენა?საიდან დაიბადა და რატომ?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 14 2012, 11:18 AM

ციტატა
ვისი შვილი იყო ათენა?საიდან დაიბადა და რატომ?

ზევსის, ზევსმა თავად დაბადა და რატომ აღარ ვიცი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2012, 02:27 PM

ციტატა
ზევსის, ზევსმა თავად დაბადა და რატომ აღარ ვიცი

ჩაგითვლი ჯანდაბას...

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Jul 14 2012, 06:43 PM

ციტატა
ზევსის, ზევსმა თავად დაბადა და რატომ აღარ ვიცი

ბიჯო თავში ჩარტყმა და რარაცეები ამაზეა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2012, 10:09 PM

ციტატა

ბიჯო თავში ჩარტყმა და რარაცეები ამაზეა?

რაღაცეები არ ვიცი მარა ეგაა რა...
ძაან რო ტკიოდა თავი და.აშ.

სენ რომელ კლასში გადმოხვედი ჩვენთან?
მე 3 წელი ვსწავლობდი მითოლოგიას სკოლაში და ბევრად მეტ რამეში გამომადგა ვიდრე ქიმია-ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულად ,7 წლიანი სწავლა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 15 2012, 10:59 PM

ვინ იყო ნაუტილიუსის კაპიტანი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 15 2012, 11:15 PM

კაპიტანი ნემო,რომელიც ჟიულ ვერნის ორ ნოველაში გვხვდება.(მე რომელიც წამიკითხავს.)
ერთი მეორე კლასში წავიკითხე,ერთი მესამესი...
კითხვა:
რადგან ჟიულ ვერნზე ვართ:ჩამოთვალეთ ,,საიდუმლო კუნზულის'' მინიმუმ 5 პერსონაჟი გუგლის გარეშე...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 15 2012, 11:17 PM

ციტატა
რადგან ჟიულ ვერნზე ვართ:ჩამოთვალეთ ,,საიდუმლო კუნზულის'' მინიმუმ 5 პერსონაჟი გუგლის გარეშე...

არ წამიკითხავს ეგ

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Jul 16 2012, 01:51 AM

ციტატა
სენ რომელ კლასში გადმოხვედი ჩვენთან?მე 3 წელი ვსწავლობდი მითოლოგიას სკოლაში და ბევრად მეტ რამეში გამომადგა ვიდრე ქიმია-ფიზიკა-მათემატიკის გაძლიერებულად ,7 წლიანი სწავლა...


მე მკითხე?
მითოლოგიას ვინ გასწავლიდა?
ისე რაც გაიხსნა იმ დღიდან მეც მანდ ვარ biggrin.gif

ყველაზე მაგარი თბილსისხლიანი ამ ნაწარმოებში: ჯუპიტერი (ეს მახსოვს) ერთი კიდე კაპიტანი უნდა იყოს, ერთი რაღაც მეცნიერის პონტში.
ისე გუგლის არა მარა წიგნს გამოვიყენებ თუ გინდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Jul 16 2012, 09:22 AM

ციტატა
ჯუპიტერი კი არა ჯუპი მგონი და მაიმუნს ერქვა...

მაიმუნს რო ერქვა მეც ვიცი და თუ სწორად მახსოვს ორივე სახელით მოიიხსენება. ჯუპი-კლიჩკაა რა biggrin.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 16 2012, 11:26 AM

ხო...

გადაშალე წიგნი და კიდევ მინიმუმ 3 მითხარი...

(ერთი წია კითხვაშიც ვთქვი,მარა რადგან ვერ მიხვდით იმას აღარ ჩავთვლი) biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Jul 17 2012, 04:18 AM

ერთი შენ გაზრდას წიგნებს ნუ მაჩეჩინებ ეხლა და ტუ გინდა ახლავე დავსვავ ერთ კითხვას biggrin.gif : რამდენი შვილი ჰყავდა ჯაყო ჯივაშვილს?

პოსტის ავტორი: toka@ თარიღი: Jul 17 2012, 10:13 AM

qarizma
4 ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 17 2012, 02:50 PM

A.V.M
ერთი ყოვლისმცოდნე ინჟინერი იყო biggrin.gif
ერთი ბიჭუკელა
ერთი კაპიტანი თუ მეზღვაური

და ერთიც ძაღლი

სახელები არ მახსოვს, სორრი sad.gif ეგ კიარა, ბუნდოვნად მახსოვს, კიდევ წავიკითხავდი სიამოვნებით, მივყარს ვერნი <3

qarizma

ციტატა
რამდენი შვილი ჰყავდა ჯაყო ჯივაშვილს?

ვისგან? მარგოსგან ერთი, თუ სწორად მახსოვს
სხვებისა არ ვიცი

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Jul 17 2012, 04:21 PM

ამას წინათ ერთგან წავიკითხე 9 შვილიო და წიგნის გადახედვა დამეზარა. მაინტერესებდა ვინმემ თუ იცოდა ნამდვილად ასე იყო თუ არა rolleyes.gif

დასვით კითხვა

პოსტის ავტორი: ნაინა თარიღი: Jul 17 2012, 07:45 PM

A.V.M

ციტატა
რადგან ჟიულ ვერნზე ვართ:ჩამოთვალეთ ,,საიდუმლო კუნზულის'' მინიმუმ 5 პერსონაჟი გუგლის გარეშე...

ეგ ყველაზე იოლი შეკითხვაა, დაახლოებით 30-32 წლის წინ მაქვს წაკითხული და ყველა პერსონაჟი მახსოვს.
ბავშვობაში ჩემი საყვარელი წიგნი იყო.
ინჟინერი სმიტი.
ჟურნალისტი სპილეტი.
კაპიტანი პენკროფი.
ბიჭუნა ჰერბერტი
ზანგი ბიჭი ნაბი.
ასევე ძაღლი ტოპი და მაიმუნი ჟუპიტერი, შემოკლებით კი ჯუპი.
ისე კი, წიგნის პერსონაჟად ითვლება კაპიტანი ნემოც, იგივე პრინცი დაქაჰარი.
კაპიტანი გლენარვანი. რობერტი და მერი, კატორღელი აირტონი.....
და ასე შემდეგ მეტს აღარ გავაგრძელებ, მეზარება tongue.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 08:28 PM

კითხვა:
,,რომელ ინსტრუმენტზე დაკვრით იმშვიდებდა ხოლმე თავს და იკრეფდა გონებას შერლოკ ჰოლმსი?''

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 08:52 PM

A.V.M
ეგ მარტივია, სხვამ გასცეს :შ

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 30 2012, 08:52 PM

A.V.M
სკრიპკა biggrin.gif

ციტატა
ეგ მარტივია, სხვამ გასცეს :შ

რა იყო ახლა ეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 08:57 PM

ikanosi
შე რუსეთუმე, ვიოლინო უნდა გეთქვა! biggrin.gif biggrin.gif

დადე კითხვა ^^

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 30 2012, 08:57 PM

რა ერქვა დევიდ კოპერფილდის ჭეშმარიტ სიყვარულს

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 09:03 PM

ikanosi
ა, კიდო biggrin.gif ისევ მარტივი biggrin.gif

რამე ჟიულ ვერნისეული, ან დიუმასეული biggrin.gif
მამაჩემმა ისეთი რამე გაიხსენა დიუმას ნაწარმოებიდან, კინაღამ სკამიდან გადმოვარდი, როგორ დაიმახსოვრა თქო biggrin.gif


პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 30 2012, 09:08 PM

ქევანა
თქვი ახლა მიდი biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 09:11 PM

ikanosi
აგნესა biggrin.gif
მაგრამ მე კითხვების დამდები არ ვარ.. აბა რა დავდო sad.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 30 2012, 09:15 PM

ციტატა
აბა რა დავდო

საყოველთაო ნაწარმოებებიდან დადე biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 09:49 PM

ikanosi
ოკეი...

ჟორჟ სიმენონის კომისარ მეგრეს სახელის გახსენება თუ შეგიძლიათ? :დ

აი დიდხანს ვიფიქრე და ამაზე უკეთესი ვერ მოვიფიქრე laugh.gif laugh.gif laugh.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2012, 10:07 PM

ქევანა

ციტატა
ჟორჟ სიმენონის კომისარ მეგრეს სახელის გახსენება თუ შეგიძლიათ?

ჟიულ მეგრე ხომ?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 30 2012, 11:04 PM

mariami-k
კი, ჟიული happy.gif
განუყრელი ატრიბუტები: ჩიბუხი და ლუდი biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

რამდენიმე ინსპექტორი ჰყავდა, აქედან ყველაზე გამოცდილი და დიდხანს ლუკა და ჟანვიე ჰყავდა, აი ახალგაზრდას რა ერქვა არ მახსენდება
ფუმელიც ჰყავდა, უნიჭო ინსპექტორი, უფრო სწორად, როგორ ვთქვა, ინსპექტორი რომელიც არ "ვითარდებოდა" არანაირად..

აუ, როგორ მიყვარდა ერთ დროს... ვოცნობობდი პარიზზე, როცა მოვხვდები ორფევსის სანაპიროს ჩავუვული აუცილებლად cool.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2012, 11:09 PM

როგორ არ მეხერხება კითხვების დასმა. biggrin.gif
მოვალეობის გამო... უმარტივესი კითხვა..
რა ერქვა ოთარაანთ ქვრივის ქმარს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 11:16 PM

თეოდორე და არა ოთარა,biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2012, 11:19 PM

A.V.M

ციტატა
თეოდორე და არა ოთარა,

თევდორე.. სწორია. biggrin.gif ნაწარმოებში ერთგან არის მარტო ნახსენები და რატომღაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს და მერე ოთარი ჰგონიათ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 11:20 PM

რადგან ქართულ ლიტერატურის სესახებ ვსაუბრობთ კითხვასაც აქედან დავსვამ:

რომელი მწერლის პერსონაჟია ჩანჩურა?

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2012, 11:22 PM

A.V.M

ციტატა
რომელი მწერლის პერსონაჟია ჩანჩურა?

მიხეილ ჯავახიშვილი ხომ?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 30 2012, 11:25 PM

შემდეგი კითხვა.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: mariami-k თარიღი: Jul 30 2012, 11:36 PM

A.V.M

ციტატა
შემდეგი კითხვა.

ოღონდ ეგ არა რააააააა biggrin.gif

ისევ ქართული ლიტერატურიდან.... ვის ეკუთვნის დრამატული ნაწარმოები "მოკვეთილი"

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 30 2012, 11:39 PM

ციტატა
დრამატული ნაწარმოები "მოკვეთილი"

ვაჟა

წითელი და შავიდან: რა სურდა ჟულიენს (თანამდებობა)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Jul 31 2012, 02:19 PM

ikanosi

ციტატა
წითელი და შავიდან:

არ მაქ წაკითხული, პატივცემულო biggrin.gif

მაგრამ ვეცდები გამოვიცნო სამ ნოტაში biggrin.gif

ციტატა
რა სურდა ჟულიენს (თანამდებობა)

1) ალბათ სასულიეროზე სწავლობდა და მღვდლობა სურდა
2) ეკონომიკის სფეროდან? ბანკირი და რამე?
3) თუ სამართალს სწავლობდა და ვექილობა?


პ.ს.
ციტატა
რატომღაც ბევრი ყურადღებას არ აქცევს და მერე ოთარი ჰგონიათ ხოლმე biggrin.gif biggrin.gif

კი ვიცი ერთგან წერია რომ თევდორეა, თოფს ინახავდა მისას და ერთი მეწისქვილე ეტრფოდა, მაგარმ აი ისე ოთარაანთ ქვრივი რატო დაერქვა ამის გახსენებას ვცდილობ biggrin.gif
არ მცემოთ biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Jul 31 2012, 02:43 PM

ციტატა
1) ალბათ სასულიეროზე სწავლობდა და მღვდლობა სურდა

ეპისკოპოსობა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 31 2012, 05:01 PM

ციტატა
მაგარმ აი ისე ოთარაანთ ქვრივი რატო დაერქვა ამის გახსენებას ვცდილობ

მაგას წიგნიდან ვერ გაიგებ.მაგას სოფელში ცხოვრება უნდა.biggrin.gif

ახლა შეიცვალა,მაგრამ ადრე ქართლ-კახეთში იყო ტრადიცია,რომ რა გვარიც იყო ოჯახის უფროსი თავის ოჯახის წევრებიც ისე მოიხსენიებოდნენ ოღონდ ემატებოდა სუფიქსი-,,ანთი''

გამოდის,რომ თეოდორე იყო ოთარაშვილი.

(გავიხსენოთ აკაკი წერეთლის-,,ბაში აჩუკი.'') თევდორაშვილი იყო მელანო და ამიტომ მოიხსენიებოდა როგორც-,,თეოდორაანთ მელანო.''

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 1 2012, 12:26 AM

A.V.M
აუ ხოოო, ეხლა გამახსენდა, აი ყოჩაღ რომ გამახსენე kiss1.gif
სკოლაში ვაჯავრებდით ერთმანეთს
ტრაპაიძიაანთ ბიჭი, მებაღაანთ გოგო, ქევანაანთ გოგო და ასე მივმართავდით ერთმანეთს :დდდ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 1 2012, 12:29 AM

a025.gif

კითხვა გაქვს დასადმელი

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 1 2012, 12:37 AM

კაი, მოვიფიქრებ რამეს...

ქართულებიდან ვიხსენებთ და იყოს ქართული..

რა მადლი ჰქონდა მოპოვებული ილიას განდეგილს საკუთარი რწმენის გამო?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 1 2012, 12:49 AM

საზეპიროთი გინდა თუ ისე?biggrin.gif

სარკმლიდან შემოსული ნათლის სხივი იკავებდა ლოცვანს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 1 2012, 01:15 AM

A.V.M

ციტატა
სარკმლიდან შემოსული ნათლის სხივი იკავებდა ლოცვანს.

mze.gif

დასდევით ახალი კითხვა, პასუხი წინას გაეცა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 12:56 AM

ჩვენ ვსაუბრობდით განდეგილის სასწაულზე.ანუ მომენტზე,როცა სხივი იჭერს ლოცვანს.
ამ საკითხს თქვენის ნებართვით გავავრცობ და გავართულებ.
ფილოლოგების განმარტებით, რის დანახვას შეეცადა ამით ილია?
(ანუ რა გვაჩვენა ამით სულმნათმა?)

(მეეჭვება თოკას გარდა ვინმემ გამოიცნოს.)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 2 2012, 05:25 PM

A.V.M
ერთი ამას დამიხედეთ kiss1.gif იქნებ და არ მაქ წაკითხული მაი ფილოლოგის განმარტებანი? biggrin.gif

ციტატა
ფილოლოგების განმარტებით, რის დანახვას შეეცადა ამით ილია?
(ანუ რა გვაჩვენა ამით სულმნათმა?)

საერთოდ განდეგილი სხივს აყრდნობდა ლოცვანს იმიტომ რომ ეს იყო მისი რწმენის გამოხატულება, იმ უცოდველობის რაც გააჩნდა და ეს რომ დაკარგა ცოდვის გამო, ამიტომ გაუსკდა გული და მოკვდა.. საწყალი... იმდენი გაბრიელი, გიორგი და სხვები არ შემცოდებიან, რამდენადაც ეს განდეგილი.. საერთოდ ილიას მწერლობა მიყვარს უფრო, ვიდრე ლექსები.. აკაკის პირიქით - ლექსები უვარგა და მოთხრობები არა biggrin.gif ვაჟა ორივე მხრივ გენიოსი იყო cool.gif

ხოდა, ისა,.. ადამ და ევას სამოთხისეულ უცოდველობას ჰგავს? biggrin.gif მერე რომ შეცდომილებმა დაკარგეს ნათელმოსილება, ეგააა? rolleyes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 05:49 PM

ციტატა
მერე რომ შეცდომილებმა დაკარგეს ნათელმოსილება, ეგააა?

ეგ პასუხი ჩაგეთველება ,,ხელმეორედ დაბადებულების'' თემაში აქ არა.biggrin.gif

ნუ არამგონია პასუხი გაეცეს და ამიტომ ვიტყვი.

ფილოლოგების განმარტებით სასწაულით ილიამ დაგვანახა რომ:,, არამატერიალურზე(სხივზე) დევს მატერიალური(ლოცვანი)

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 2 2012, 08:03 PM

A.V.M
აუ რა უძიროა და მრავალმხრივი... მაგიტომ მიყვარს ეგ ნაწარმოების ^^

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 2 2012, 10:22 PM

ციტატა

აუ რა უძიროა და მრავალმხრივი... მაგიტომ მიყვარს ეგ ნაწარმოების ^

კითხვა ქევანუშკა!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 3 2012, 03:09 PM

A.V.M
biggrin.gif

რატო გააგდო თემის ხალხმა ალუდა ქეთელაური?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 03:28 PM

ციტატა

რატო გააგდო თემის ხალხმა ალუდა ქეთელაური?

ალუდას მიმართ ცუდიდამოკიდებულება თემს ჯერ კიდევ მუცალისთვიოს მარჯვნის არმოიჭრის დროს გაუჩნდათ. გვახსოვს ალბათ ალუდას პრინციპული ხასიათი:
,,მტერს მავჰკლავ ,კიდევ არ მავსჭრი
მარჯვენას თქვენის ჯინზედა.''

მაგრამ საბოლოოდ ალუდას თემიდან მოკვეთის მიზეზი გახდა ის ფაქტი,რომ მან მან შეასრულა ხევისბერის საქმე და შავ კურატს გამოჭრა ყელი,რასაც მოყვა მოწოდება ხევისბერისა რომ ქეთელაურისთვის სახლ-კარი აეოხრებინათ და შემდეგ კი მოეკვეთათ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 3 2012, 06:34 PM

კარგი ახლა, სააბიტურიენტო კითხვები არ გვინდა biggrin.gif გურამს ეს დაღეჭილი აქვს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 08:14 PM

ციტატა
კარგი ახლა, სააბიტურიენტო კითხვები არ გვინდა

ეროვნულზე აღარაა ძმაო ვაჟა,ილია,აკაკი და შოთა. kiss1.gif kiss1.gif

ციტატა
გურამს ეს დაღეჭილი აქვს

მადლიობა... wub.gif wub.gif

მაშინ არასააბიტურიენტო დასვი შენ...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 3 2012, 08:31 PM

რა ერქვა გუდუნას დედას (თუთაშხიადან)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 08:53 PM

ბეჩუნი პერტია ხო?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 3 2012, 08:55 PM

A.V.M
კი და დასვი ახლა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 09:01 PM

ისევ მშობლიურ ლიტერატურას გამოვიყენებ.

ცნობილი იყო რომ ვაჟა ფშაველა ლექსში-,,არწივი''(არწივი ვნახე დაჭრილი,ყვავ-ყორნებს...) მოიაზრებდა საქართველოს ფრინველის სახით ხოლო ყვავ-ყორნებს ქვეყნის მტრების სახით. მაგრამ თანამედროვე კრიტიკოსები გვარწმუნებენ რომ ლექსის დაწერის მოტივი სხვა იყო.
კითხვა-რა იყო ლექსის დაწერის მოტივი კრიტკოსთა აზრით?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 3 2012, 09:05 PM

A.V.M
ვაჟას ბრძოლა კრიტიკოსებთან?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 3 2012, 09:24 PM

ციტატა
ვაჟას ბრძოლა კრიტიკოსებთან?

არა...



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2012, 09:30 PM

მინიშნებას მოგცემ იკანოს!

(ქალია გარეული)biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 4 2012, 09:33 PM

A.V.M

ციტატა
კითხვა-რა იყო ლექსის დაწერის მოტივი კრიტკოსთა აზრით?

მე ერთი ვიცი, ვაჟა დათვრა და დეესიენ, ცემეს და დაწერა ლექსი biggrin.gif

მაგრამ შეიძლება ვითომ ქალს ჰყვარობდა და არ გაატანეს? laugh.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 4 2012, 09:44 PM

ციტატა
მე ერთი ვიცი, ვაჟა დათვრა და დეესიენ, ცემეს და დაწერა ლექსი

მაგრამ შეიძლება ვითომ ქალს ჰყვარობდა და არ გაატანეს

70% მართალი ხარ. მე კი შენის ნებართვით შევავსებ პასუხს.

მოკლედ ვაჟას ჰყავდა ,,საყვარელი'' მეორე სოფელში. ხოდა ერთხელაც ამ ქალთან შეუსწრეს და სოფლელებმა მაგრად დაჟეჟეს, რის შემდეგაც დაწერა ეს ლექსი.

(თუ დოკუმენტებს მომთხოვთ მაგაზეც თანახმა ვარ)biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 5 2012, 03:52 PM

A.V.M
მარტივ კითხვას დავდებ რა, ბიძია ბაბუა biggrin.gif

როგორ სჯიდნენ ემილს როცა რამე ცუღლუტობას ჩაიდენდა? (იგულისხმება ასტრიდ ლინდგრენის ემილი biggrin.gif )

პ.ს. მე ვიცი რომ ვაჟა მთვრალი იყო, როცა ცემეს და მაგიტომ დაწერა, ჰაიტ რა დროს ჩამიგდეთ "არწივი" ხელში თქვე "ყვავ-ყორნებოო" biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 8 2012, 07:21 PM

ციტატა
პ.ს. მე ვიცი რომ ვაჟა მთვრალი იყო, როცა ცემეს და მაგიტომ დაწერა, ჰაიტ რა დროს ჩამიგდეთ "არწივი" ხელში თქვე "ყვავ-ყორნებოო

მაგას ამბობს მკვლევარი გიგი ხორანაული, დავაციტირებ შენის ნებართვით:
,,ერთნი ამტკიცებენ,რომ შექეიფიანებული ვაჟა, ოცდაექვსი წლის ჯან-ღონით სავსე , ძლიერი , შეუპოვარი , მართლაც არწივის მსგავსი , მგზავრ ხევსურებს რატომღაც მოშარებია ჩარგლის კარს , ხევსურებს უცემიათ და ამაზე დაუწერიაო.''

(გარდა ამისა დაახლოოებით 5 სხვა მოსაზრება ვიცი კიდევ თუ რატომ დაიწერა ეს ლექსი)

პეპი და კარლსონი კი ბატონო მარა ემილი არ ვიცი და და დადე პასუხი ქევან!

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 9 2012, 12:09 AM

ციტატა
როგორ სჯიდნენ ემილს როცა რამე ცუღლუტობას ჩაიდენდა? (იგულისხმება ასტრიდ ლინდგრენის ემილი biggrin.gif )

ჰეჰე, ჩემი საყვარელი ემილი wub.gif ფარდულში კეტავდნენ და იქ ხის კაცუნებს თლიდა smile.gif

ოღონდ კითხვის დასმა არ მომთხოვოთ ახლა, გამოჩურჩუტებული ვზივარ კომპთან და ერთი სული მაქვს, როდის მეღირესება დაძინება (ჩემზე არაა დამოკიდებული თან sad.gif)

ციტატა
მოკლედ ვაჟას ჰყავდა ,,საყვარელი'' მეორე სოფელში

ნუ დამაკარგინებთ ახლა წარმოდგენას ვაჟაზე. რა საყვარელიო? disobedient.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 12:33 AM

ციტატა

ნუ დამაკარგინებთ ახლა წარმოდგენას ვაჟაზე. რა საყვარელიო?

რამდენიმე კრიტიკოსი ფიქრობს ამას.
(საერთოდ დაახლოებით 6 ვერსია ვიცი მკვლევარებისა თუ რატომ დაიწერა ეს ლექსი და ერთ-ერთი ეგაა რაც ნახე ბატონო ჩემო.)




ციტატა

ჰეჰე, ჩემი საყვარელი ემილი ფარდულში კეტავდნენ და იქ ხის კაცუნებს თლიდა

გამახსენდაა...
4 წლის ვიყავი მამიდაჩემი რომ მიკითხავდა ხოლმე....
აუ...სევდა მომაწვა მაგის გახსენებისას...
ნეტა ...




მაშინ მე დავსვამ კითხვას ჩემი საყვარელი სფეროდან-(ქართული ლიტერატურა. ოღონდ არა თანამედროვე)

აკაკი წერეთლის პოემაში-,,გამზრდელი'' ჰაჯი უსუბის თავის მოკვლის წინ ვკითხულობთ ასეთ ფრაზას,რომელიც მას მიემართება.
სიმუხთლე ამ შეცოდების
,,თვალწინ გაისიგრძეგანა.''

აქაც ლიტერატურის კრიტიკოსებს დავესესხები და შეგეკითხებით, თუ რა წარმოიდგინა ამ დროს გამზრდელმა?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 9 2012, 05:10 PM

A.V.M

ციტატა
სიმუხთლე ამ შეცოდების
,,თვალწინ გაისიგრძეგანა.''

აქაც ლიტერატურის კრიტიკოსებს დავესესხები და შეგეკითხებით, თუ რა წარმოიდგინა ამ დროს გამზრდელმა?

გაფუჭებული ეგა biggrin.gif
ის მოუყვა და ამან წარმოიდგინა რაც უამბო ხო?
(შუტკა biggrin.gif მარა მექალთანე აკაკისგან არ გამიკვირდებოდა biggrin.gif )

აზრზე არ ვარ მე რა წარმოიდგინა, ხოდა იკანოსი გვჭირდება laugh.gif laugh.gif უხ, ამ კრიტიკოსებს რა, სულ გულში ძვრებიან biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 9 2012, 05:15 PM

ციტატა
,,თვალწინ გაისიგრძეგანა.''

biggrin.gif ისე ეგ "თვალწინ " biggrin.gif მისი ახალგაზრდობა ხომ არ გაახსენდა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 06:26 PM

biggrin.gif:d

მინიშნებას მოგცემთ-მხოლოდ ამას დააკვირდეით:

,,გაისიგრძეგანა.'' სიგრძისა და სიგანის ურთიერთგადაკვეთა რას გვაძლევს?


(თუ რატომ ეს უკვე სხვა საკითხია და ამას არ გთხოვთ)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 9 2012, 06:38 PM

A.V.M
წერთილს, რას უნდა გვაძლევდეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 06:42 PM

ikanosi
ოხ მე...

ჯვარს ადამიანო, ჯვარს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 9 2012, 11:03 PM

A.V.M
მე კიდე გლობუსი წარმოვიდგინე :დდდ გრძედი განედით biggrin.gifDდდ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 9 2012, 11:14 PM

ქევანა
biggrin.gif
კითხვა ქევან!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 10 2012, 03:23 PM

A.V.M
არ გადამრიო, ვიკივლებ ახლა biggrin.gif biggrin.gif

კაი, რამე ლიტერატურული მაშინ :ჰიჰიჰიბუჰიჰი:

გურამიშვილის (ჩემი საყვარელი პოეტი biggrin.gif ) აზრით, რა ჩაიდინეს ქართლელების აღმა ხნულზე კახელებმა? ციტატა სასურველია, მაგრამ არა სავალდებულო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 10 2012, 03:49 PM

ციტატა
აღმა ხნულზე კახელებმა?

დაღმა ფარცხეს biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 10 2012, 04:51 PM

ikanosi
კითხვა ძმაო, თორე საღამოს გაჩნდება გურამი[ანი] :DDD

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 10 2012, 05:41 PM

რა ერქვა ნესტან-დარეჯანის მამიდას

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 05:42 PM

აუუუუუუუუუუუუუუ....
დავითიანიდან იყო კითხვა და ვერ მოვასწარი...

ეეეეეეეეეეე....ცხვარს ვატყავებდი ამ დროს.


დასვი კითხვა.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 10 2012, 05:43 PM

დავსვი უკვე

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 05:55 PM

დავარი-,,ვინ გრძნებითა ცაცა იცის.''

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 10 2012, 05:58 PM

ხოდა დასვი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 06:26 PM

რადგან ვაჟაზე ვსაუბრობდით სულ ახლახან მე გავაგრძელებ ამ ბუმბერაზ პიროვნებაზე საუბარს.
ყველამ ვიცით მისი მოთხრობა-,,შვლის ნუკრის ნაამბობი,''

მკვლევარ გიგი ხარანაულის აზრით, რა გამხდარა ამ ნაწარმოების დაწერის მიზეზი?

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 10 2012, 09:14 PM

A.V.M
ბემბის ისტორია biggrin.gif biggrin.gif biggrin.gif

ვხუმრობ, ალბათ ტყეში თავად ნადირობდა ან ნადირობას შეესწრო smile.gif

მე მახსოვს "რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა" ამ ლექსის თემა უმცროსმა შვილმა უკარნახა, ბავშვი თავისთვის ღიღინებდა თუ რაღაც მასეთი, ამას გაუგონია და მერე ლექსად დაუწერია smile.gif თუ ბავშვმა დაწერა და ამან გადაუკეთა/გაულამაზა...
ასეთი ისტორიებით სავსეა ვაჟას ცხოვრება <3 happy.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 10:20 PM

ციტატა

ვხუმრობ, ალბათ ტყეში თავად ნადირობდა ან ნადირობას შეესწრო

არა...თავად მოკლა შველი და ეს ყველაფერი ,,ატიდო'' აღწერა ნაწარმოებში.
ციტატა
მე მახსოვს "რამ შექმნა ადამიანად, რატომ არ მოველ წვიმადა" ამ ლექსის თემა უმცროსმა შვილმა უკარნახა, ბავშვი თავისთვის ღიღინებდა თუ რაღაც მასეთი, ამას გაუგონია და მერე ლექსად დაუწერია თუ ბავშვმა დაწერა და ამან გადაუკეთა/გაულამაზა...

მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან რომ ვაჟას შვილი ცრუობდა როდესაც ამბობდა რომ მან ჩააგონა ვაჟას ამ ლექსის დაწერა.

(თუ დაინტერესდები დაგიდებ წყაროებს)

იქამდე კი კითხვა-

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 10 2012, 10:43 PM

ციტატა
მკვლევარები

გურამი და მკვლევარები biggrin.gif biggrin.gif შენ და შენი მკვლევარები რა biggrin.gif დასვი რამე სხვა სტილის

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 10 2012, 10:49 PM

A.V.M

ციტატა
მკვლევარები ერთხმად თანხმდებიან რომ ვაჟას შვილი ცრუობდა როდესაც ამბობდა რომ მან ჩააგონა ვაჟას ამ ლექსის დაწერა.

მაგ მკვლევარებმა საიდან იციან ვაჟას შვილზე მეტად? :/
გამომივიდინენ რა ეგეც მკვლევარები :აღშფოთებულ:

კითხვა დასვით, თორე ავშიშინდი უკვე dry.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 10 2012, 11:34 PM

სერიოზული საფუძვლებია ვიფიქროთ რომ გულქან რაზიკაშვილი 1991 წელს გაკეთებულ ინტერვიუში იტყუება.

დასვით კითხვა ახლა...

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 10:07 AM

A.V.M
რატომ უნდა იტყუებოდეს? აი მიზეზი ხომ უნდა ჰქონდეს ამ ტყუილს? რომ ეთქვათ, სიბერისგან დაავიწყდა და აურიაო, კიდე ხო, მაგრამ მოიტყუაო, ამბობენ : )

კაი, კითხვა:
რითია საინტერესო გურამიშვილის ლექსი "ზუბოვკა" (ზუბოვკიდან მომავალმა ვნახე ერთი ქალი..)?

პ.ს. მეტი ვერ მოვიფიქრე laugh.gif მარტივი კითხვაა, მარტივი პასუხით yes.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 11:28 AM

ქევანა
საინტერესო კითხვაა ნამდვილად.
ამ ლექსის რუსული შესატყვისია:
,,კაზაკ დუშა პრავდაია.''

ერთი შეხედვით ეს ლექსი სატრფიალო ხასიათისაა , მაგრამ აქ საყვარლის მისამართით ვხვდებით ისეთ ეპითეტებს, როგორებიცაა: ხელშეკრული , გაბასრული , სისხლით გაბასრული და.ა.შ ეს კი ყველაფერი მიემართება ქრისტე მაცხოვარს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 12:57 PM

A.V.M
გითვლი biggrin.gif

ლექსი იდეურად ორ ნაწილად იყოფა: თავიდან რეალური ქალია აღწერილი და მასთან შეხვედრა, მერე უცებ მაცხოვარი ჩნდება - სიმბოლურად გადადის რეალურად შემხვედრის ხატი ქრისტეს ხატებაში : )
ასეთი რამე სხვაგან არ შემხვედრია, ნუ მე არ წამიკითხავს და ამიტომ განსაკუთრებულად მომწონს biggrin.gif

ძველი აღთქმა არ ითვლება, ქრისტიანები ხომ ძველ აღთქმას ლიტ. ნაწარმოებად არ აღვიქვამთ (ჩემს გარდა, მარა შენ და სხვები ხომ კი?) :დ

მოკლედ, დასდე კითხვა ახალი happy.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 11 2012, 02:16 PM

ციტატა
(ჩემს გარდა, მარა შენ და სხვები ხომ კი?) :დ

რაი?

დაახლოებით იგივე ხასიათის კითხვა იქნება.
თქვენ უნდა დამისახელოთ რომანტიკოსი პოეტი და მისი ნაწარმოები, რომელშიც სატრფოს სახე ალეგორიულად სამშობლოს აღნიშნავს.

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 11 2012, 09:44 PM

ციტატა
თქვენ უნდა დამისახელოთ რომანტიკოსი პოეტი და მისი ნაწარმოები, რომელშიც სატრფოს სახე ალეგორიულად სამშობლოს აღნიშნავს.

ქართველი? :დდდ გაგჭედე?

ქართველი რომანტიკოსები სულ სამი გვყავს და ეგეთი, რომელზეც საუბრობ, ორბელიანი იქნებოდა .. ან ალექსანდრე ჭავჭავაძე.. იმიტომ რომ ტატოსთან არასდროს შემხვედრია სატრფო სამშობლოსთან გაიგივებული...

აუ, ისე პოეზიაში ძლიერი არ ვარ :0

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 16 2012, 06:57 PM

კითხვა ეხებოდა გრ.ორბელიანის ლექსს -,,საღამო გამოსალმებისა.''

,,მზე ჩაესვენა მზის შუქი, გამოსალმის ჯამს კავკასსა...''

ქევან!
დასვი კითხვა!

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 16 2012, 11:56 PM

A.V.M
არ არსებობს biggrin.gif

კაი, მოვიფიქრებ რამეს happy.gif :ბუჰეჰეჰ:

რა ერქვა შუშანიკის წამებაში ეპისკოპოსს, რომელიც თუმცა ნაწარმოებში წარმოდგენილია როგორც "ნელთბილ" კაცად, მაგრამ მაინც გარკვეულწილად თანაუგრძნობდა შუშანიკს?



პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 01:31 AM

ეპისკოპოსი აფოცი იყო...

ციტატა
არ არსებობს

რსებობს...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 17 2012, 12:18 PM

A.V.M
ახლა რსებობს biggrin.gif


კითხვა smile.gif

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 17 2012, 03:18 PM

შეიძლება მე დავსვა? biggrin.gif თU ვინც ფასუხობს ის სვავს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 17 2012, 03:24 PM

შენ დასვი...
მაგიტო მოგიწვიე...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 17 2012, 04:13 PM

tatia27
დასვი

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 19 2012, 09:21 PM

კარგი . ძალიან მარტივი შეკითხვა ვაჟა-ფშაველას პოემიდან "ბახტრიონი". პოემის ბოლოს რომელ პერსონაჟს უვლიდა ადამის ტომის მტერი?

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 19 2012, 09:24 PM

რამდენადაც მახსოვს, ლუხუმს.

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2012, 09:30 PM

ეჰ...დამასწრეს...

მაიშნ განვაზოგადებ.
როგორ ხსნიდნენ ამ ფაქტს კომუნისტები და კრიტიკოსთა აზრით რას გულისხმობდა ვაჟა?

(ამ საკითხზე ქალბატონ ლალი დათაშვილთან ვსაუბრობდი ერთხელ და რომ მოვრჩით ლაპარაკს თავისი წიგნი მაჩუქა...) wub.gif

პოსტის ავტორი: მარიამი თარიღი: Aug 19 2012, 09:33 PM

აი, ეგ მეც მაინტერესებს. ჩავუსაფრდები ამ თემაში პასუხს smile.gif

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 19 2012, 09:36 PM

კომუნისტები არვიცი და ვაჟა კი ლუხუმში გმირ მაგრამ ძლიერად დაჭრილ საქართველოს გულისხმობდა

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 19 2012, 09:37 PM

ციტატა
როგორ ხსნიდნენ ამ ფაქტს კომუნისტები და კრიტიკოსთა აზრით რას გულისხმობდა ვაჟა?

ეგ გველი პარტიის წევრი იყო და სხვანაირად წარმოუდგენელი იყოო? biggrin.gif biggrin.gif ამხანაგი გველი biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2012, 09:55 PM

ციტატა
კომუნისტები არვიცი და ვაჟა კი ლუხუმში გმირ მაგრამ ძლიერად დაჭრილ საქართველოს გულისხმობდა

და გველი?
ციტატა

ეგ გველი პარტიის წევრი იყო და სხვანაირად წარმოუდგენელი იყოო?

სერიოზულად ახალგაზრდავ...
biggrin.gif

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 19 2012, 09:57 PM

აი გველზე განმარტა უკვე ikanosi- მ და მე რაღა დავამატო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 19 2012, 10:01 PM

ციტატა
სერიოზულად ახალგაზრდავ...

აბა რა ვიცი კაცო ვიღაც კომუნისტს თავში რამ დაარტყა და როგორი განმარტება მისცა გველს.

ციტატა
აი გველზე განმარტა უკვე ikanosi- მ და მე რაღა დავამატო

ჩემი განმარტება შესატანია კრიტიკოსთა განმარტებების გვერდით biggrin.gif

პოსტის ავტორი: tatia27 თარიღი: Aug 19 2012, 10:03 PM

კომუნისტები აღარ გვინდა კაცო და არც მაგათი აზრები და იდეოლოგია. არც კრიტიკოსები არ გვინდა . ფილოსოფოსები გვინდა ეგენი გვაკლია

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 19 2012, 10:06 PM

მე მაქვს კითხვა:

გლახის ნაამბობი თუ გაქვთ წანაკითხი ილიას, რა ქვია მანდ გაბრიელის სატრფოს?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 19 2012, 10:53 PM

ციტატა
გლახის ნაამბობი თუ გაქვთ წანაკითხი ილიას, რა ქვია მანდ გაბრიელის სატრფოს?

თამრო ქვია.პაპამისს პეპია.

(აი ხვალ დავდებ ლუხუმზე და მერე ვნახოთ)
type.gif help.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2012, 04:44 PM

მოკლედ და კონკრეტულად.
კომუნისტები ასწავლიდნენ რომ ლუხუმისა და ბერის სახით ვაჟამ საქართველო და რუსეთი გამოიყვანაო. ლუხუმი ნატანჯია და დამოუკიდებლად არსებობა არ შუეძლია,ხოლო გველი ეხმარება და არჩენს მას რომ ,,ლაშარის გორზე დადგეს.''

მაგრამ ვაჟამ სხვა რაღაც გვაჩვენა ამ მომენტით.
ადამ და ევადან გველი ადამიანთა მოდგმის მტერია,ხოლო მისი მეტამორფოზა მოხდა მასშინ,როდესაც ომში დაწრილი ვაჟკაცის კვნესა მოესმა. ე.ი. სამშობლოს სიყვარულს და თავდადებას აქვს უნარი სიძულვილი სიკეთედ გარდაქმნას.
ხოლო ლუხუმის ლაშარის გორზე დადგომა კი არის იმის გამომხატველი რომ ზნეობრივად და სულიერად ამაღლებული ქვეყანა ...(აღარ გავაგრძელებ რა...)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 20 2012, 05:16 PM

A.V.M
დასვი შემდეგი კითხვა, ოღონდ კვლავ კრიტიკოსთა განმარტებები არ მოითხოვო biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 20 2012, 05:38 PM

A.V.M
აუუუ, გურამ, ერთი ისეთი კითხვა უნდა მოგცე კრიტიკოსების ნააზრევიდან, რომ ვერ გამოიცნო და უნდა გაწვალო მასე biggrin.gif

ლიტერატურული კონკურსია, კრიტიკული გააზრება კიარა biggrin.gif

ნორმალური კითხვა დაიდოს kiss1.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 20 2012, 06:44 PM

ეჰ...

მაშინ მარტივებს დავდებ-
ილიას განდეგილიდან. რა იყო ის ერთადერთი8 გზა,რომლითც შეიძლებოდა მონასტერში ასვლა?

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2012, 08:08 PM

A.V.M
ჯაჭვი...

კითხვას ვერ დავსვამ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 20 2012, 08:16 PM

მე დავსვამ, თემიდან ოდნავ ამოვარდნილ კითხვას

რას ამბობს ის ადამიანი, ვისაც მხოლოდ მარჯვენა ხელი, მარჯვენა თვალი და მარჯვენა ფეხი აქვს?
გავაადვილე კითხვა

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 20 2012, 08:46 PM

ikanosi
რავა ყველაფერი მე მემართებაო, ალბათ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 20 2012, 09:06 PM

აკაკი
არა, საკმაოდ გავრცელებული გამონათქვამია პასუხი...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2012, 12:12 AM

ციტატა

რას ამბობს ის ადამიანი, ვისაც მხოლოდ მარჯვენა ხელი, მარჯვენა თვალი და მარჯვენა ფეხი აქვს?

საიდან მოიგონებ ხოლმე?
ან სად წერია?> რომელ წიგნში ამოიკითხე და.ა.შ.

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 21 2012, 12:46 AM

A.V.M

ციტატა
ან სად წერია?> რომელ წიგნში ამოიკითხე და.ა.შ.

ჩემს პირად მეხსიერებაში წერია biggrin.gif

პოსტის ავტორი: athos თარიღი: Aug 21 2012, 02:35 PM

ikanosi

ციტატა
რას ამბობს ის ადამიანი, ვისაც მხოლოდ მარჯვენა ხელი, მარჯვენა თვალი და მარჯვენა ფეხი აქვს?

ვფიქრობ ასეთ ადამიანს მეტყველების პრობლემაც ექნება biggrin.gif
დიაგნოზი ასეთია:
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, ჰემიპლეგია, ანამნეზში კატარაქტა ან თვალის ტრავმული დაზიანება yes.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 21 2012, 02:37 PM

ikanosi

ციტატა
რას ამბობს ის ადამიანი, ვისაც მხოლოდ მარჯვენა ხელი, მარჯვენა თვალი და მარჯვენა ფეხი აქვს?

ნახევარქათამაა? biggrin.gif biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2012, 02:44 PM

ციტატა
თავის ტვინში სისხლის მიმოქცევის მწვავე მოშლა, ჰემიპლეგია, ანამნეზში კატარაქტა ან თვალის ტრავმული დაზიანება

ხოდა ასე იტყვის:

,,კუბო მინდა!!!''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 21 2012, 05:42 PM

athos
ქევანა
A.V.M
ვერც ერთმა ვერ გამოიცანით, თუმცა საეკმაოდ საინტერესო დიაგნოზი იყო biggrin.gif

ის ამბობს : all right biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 21 2012, 05:43 PM

ციტატა
all right

მაგას ვერასდროს გავიგებდი...

კითხვა-
(ისევ ადვილს დავსვამ)
შოთა რუსთაველი რას მიიჩნევდა-,,საზეო საქმედ?''

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 21 2012, 05:45 PM

ციტატა
მაგას ვერასდროს გავიგებდი...

ანუ ყველაფერი მარჯვნივო რა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 12:43 AM

ციტატა
შოთა რუსთაველი რას მიიჩნევდა-,,საზეო საქმედ?''

ირა!
შენ მაინც ვერ ხვდები კაცო?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 12:50 AM

A.V.M
მოთმინებას

მაგრამ კითხვა დასვით სხვამ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 12:59 AM

ციტატა
მოთმინებას

არა!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 01:03 AM

ძმათა, მოყვასის სიყვარულს...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:17 AM

აკაკი
ნუ სიყვარულის სწორია...

კითხვა!

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 01:34 AM

იკანოს შენ დასვი..

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 01:35 AM

რა ატრიალებს დედამიწას

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 01:37 AM

ჰო, რა ატრუალემს დედამიწას?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:37 AM

სიყვარული...

(და ლიტერატურული კითხვებიო კაცო...)
biggrin.gif

პოსტის ავტორი: აკაკი თარიღი: Aug 23 2012, 01:39 AM

A.V.M
ეს სამყარო გადაშლილი წიგნია smile.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 01:44 AM

A.V.M
სხვათაშორის, "სამოსელი პირველი"-დან იყო ეგ კითხვა biggrin.gif

ლუარსაბის ძმას რა ერქვა და მის რძალსაც

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:46 AM

დავითი და ელისაბედი...

(რომელი რომელი იყოო არ მკითხო ახლა...)biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 01:49 AM

A.V.M
კითხვაც მოაყოლეთ ხოლმე პასუხს (როცა დარწმუნებული ხარ რომ პასუხი ზუსტია)

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:50 AM

რომელი ფილოსოფოსის სიტყვებს იშველიებს ავთანდილი ანდერძში?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 01:53 AM

A.V.M
სოკრატე?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 01:54 AM

ციტატა
სოკრატე?

არა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 23 2012, 01:59 AM

A.V.M
პლატონი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 23 2012, 02:04 AM

,,მე სიტყვასა ერთსა გკადრებ,პლატონისგან სწავლა-თქმულსა.
,,სიცრუე და ორპირობა ავნებს ხორცსა-მერმე სულსა.''

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2012, 07:39 PM

აკანოს!

კითხვა გქონია დასასმელი...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 31 2012, 08:04 PM

აკაკის აზრით, სადაური კუთხის იყვნენ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2012, 08:13 PM

ვიცოდი ეგ...

მარა დამავიწყდა და ლოგიკა შევამოწმოთ აბა.

ფრიდონი-მაგარი გაქექილი, ხუმარა და მოხერხებული იყო. შეიძლება იმერელი.

ტარიელი-ფიზიკურად ძლიერი, ,,ხისთავა'', ემოციური-კახელი

ავთანდილი-მოხერხებული , პრინციპული , ,,ისპოლნიტელი'' მეგრელი.(ქართლელიც იქნებოდა ალბათ რომელიმე)

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 31 2012, 08:30 PM

A.V.M
არა biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Aug 31 2012, 10:12 PM

შემეშველეთ ხალხნო!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Aug 31 2012, 11:55 PM

ikanosi

ციტატა
აკაკის აზრით, სადაური კუთხის იყვნენ ტარიელი, ავთანდილი და ფრიდონი

სამივე მენგრელსკი ლომები იყვნენ, ხო? biggrin.gif აბა სხვას აკაკისგან არ ველი laugh.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Aug 31 2012, 11:56 PM

ქევანა
არა, საქართველოს კუთხეებს მიუასადაგა, მაგრამ ერთი კუთხე არ არის :დ ერთს ვიტყვი, ფრიდონი შავიზღვისპირეთიდან იყოო, კერძოდ არ აკონკრეტებს. დანარჩენ 2-ს აკონკრეტებს

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2012, 12:08 AM

ikanosi
ძალიან ნერვების მომშლელი კითხვაა, ჩამოვთვლი ყველა კუთხეს იცოდე biggrin.gif

ტარიელი - ხევსური
ავთანდილი - გურული?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 1 2012, 12:10 AM

ქევანა
გუგლი მაინც გამოიყენეთ :დ

პოსტის ავტორი: ქევანა თარიღი: Sep 1 2012, 12:14 AM

ikanosi
მეზარება :დ

რის მიხედვით მიუსადაგა აკაკიმაც, ვერ ჩავწვდი : (

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2012, 12:14 AM

ციტატა
უგლი მაინც გამოიყენეთ :დ

არ ვკადრულობ ძმაო ეგეთ რამეებს...
მეგრელი ხო არ გგონივარ შემთხვევით?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Sep 1 2012, 12:21 AM

ციტატა
რის მიხედვით მიუსადაგა აკაკიმაც, ვერ ჩავწვდი : (

მთელი ლექცია აქვს მაგაზედ აკაკის, უნიში მომიწია გავლა, შემდგომ ილია ეპასუხება რომ ეგ არა მხოლოდ ქართველობის არამედ მთელი კაცობრიობის ნაწილიაო

ფრიოდნი - ზღვისპირელი
ტარიელი - ქართლელი
ავთანდილი - იმერელი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Sep 1 2012, 12:28 AM

ქართლი და იმერეთი ხო გამოვიცანი?
მახსოვდა...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma თარიღი: Nov 22 2012, 04:14 PM

ციტატა
Sep 1 2012, 12:28 AM

სად დაიკარგეთ ხალხო?

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Nov 22 2012, 05:15 PM

ციტატა
სად დაიკარგეთ ხალხო?

კითხვაში biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Nov 24 2012, 08:13 PM

გავაცოცხლოთ აქაურობა?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Feb 2 2013, 01:00 AM

ვინ იყო ( ან სავარაუდოა იყო) კონსტანტინ კახის მარტვილობის ავტორი?

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Mar 28 2013, 04:09 PM

ციტატა
ვინ იყო ( ან სავარაუდოა იყო) კონსტანტინ კახის მარტვილობის ავტორი?

გრიგოლ ხანძთელის წლებს ემთხვევა...

პოსტის ავტორი: ikanosi თარიღი: Mar 28 2013, 09:36 PM

რა ითვლება სიყყვარულის მცენარედ

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Mar 28 2013, 11:13 PM

ციტატა
რა ითვლება სიყყვარულის მცენარედ

ანუ ჩემი პასუხი სწორია? biggrin.gif


ვარდი, ასკილი

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jun 30 2013, 05:54 PM

ეპიზოდი აკუნინის ,,ლევიათანიდან": იაპონელი ლაპარაკობს ფეხმძიმე ფრანგ ქალზე: ,,დრო მოვა და ბავშვი ისე ამოუხტება, როგორც იქსი შუშხუნა იგრეკული ზეტიდან. დაასახელეთ იქსიც, იგრეკიც და ზეტიც

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jun 30 2013, 07:10 PM

qarizma2
ამ ლიტერატურულ კონკუსში მაინც არ მახსნევინო განტოლებები...biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 1 2013, 12:54 AM

ციტატა
ამ ლიტერატურულ კონკუსში მაინც არ მახსნევინო განტოლებები...

შენთვის თუ გინდა ა,ბ,ც იყოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 3 2013, 03:47 PM

ციტატა
ეპიზოდი აკუნინის ,,ლევიათანიდან": იაპონელი ლაპარაკობს ფეხმძიმე ფრანგ ქალზე: ,,დრო მოვა და ბავშვი ისე ამოუხტება, როგორც იქსი შუშხუნა იგრეკული ზეტიდან. დაასახელეთ იქსიც, იგრეკიც და ზეტიც

იქსი-საცობი
იგრეკი-ფრანგული
ზეტი-შამპანიური (ღვინოც მიიღებოდა) biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 3 2013, 04:08 PM

qarizma2
რაიმე სხვა კითხვა დასხვი მათემატიკური, ფორმულირები რომ არ ერიოს biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 3 2013, 09:26 PM

qarizma2
ეს კითხვა კი დაგვისვი იმ დღეს და ძLივ ,,მგამასწარი'' მერე...
ამიტომ ჯარიმდები , ისევ შენ დასვამ კითხვას და ,,,განტოლებების გარეშე.''
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 4 2013, 03:08 AM

ციტატა
ამიტომ ჯარიმდები , ისევ შენ დასვამ კითხვას და ,,,განტოლებების გარეშე.''

ნწ

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 5 2013, 01:28 PM

ვისი პოეზიიდანაა?

საღამოვდება, ბრწყინავს
ჭინჭრის ფოთლებზე ნამი,
მიყრდნობილი ვარ ტირიფს
გზასთან, სულ ერთი წამით.

(ქართველი არაა)

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 5 2013, 01:44 PM

ციტატა
საღამოვდება, ბრწყინავსჭინჭრის ფოთლებზე ნამი,მიყრდნობილი ვარ ტირიფსგზასთან, სულ ერთი წამით.

პუშკინი? ახმატოვა?

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 6 2013, 02:05 PM

დაწერე რამე ა.ვ.მ biggrin.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 03:08 PM

ციტატა
პუშკინი? ახმატოვა?

რატომ პუშკინი , როდესაც შეიძლება იყოს ტერენტის ერთ-ერთი უსაყვარლესი პოეტი...

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 9 2013, 03:21 PM

ციტატა
ტერენტი

ისე კი უნდა მივმხვდარიყავი ამ ტენდენციას biggrin.gif
პ.ს მაინც ვერ გამოვიცნობდი

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 03:22 PM

qarizma2
დასვი....

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 9 2013, 03:24 PM

რა დავსვა ბიჯო კითხვაა გამოსაცნობი wacko.gif

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 9 2013, 03:54 PM

qarizma2

ციტატა
რა დავსვა ბიჯო კითხვაა გამოსაცნობი

კიდე ვერ ხვდები?
გრანელს რომ დზ.მაგრად უყვარდა ...

,,X-ივით მოვიკლა თავი ,
თუ სიცოცხლითსვის განვაგრძო ბრძოლა.''

რომელ პოეტზეა?

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 10 2013, 01:18 AM

ციტატა
,,X-ივით მოვიკლა თავი , თუ სიცოცხლითსვის განვაგრძო ბრძოლა.''

თავი რო მოიკლა პოეტი მე 1 ლერმონტოვი ვიცი მეტი არა (ისე რითმაშიც ჯდება... ვაფშე ახლა გამახსენდა გრანელს რო ლერმონტოვი ევასებოდა biggrin.gif )

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 11 2013, 07:46 PM

qarizma2
არა , რა ლერმონტოვი...

biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 12 2013, 03:38 PM

ციტატა
არა , რა ლერმონტოვი...

შენ მოგიკვდეს ჩემი თავი (შენს მერე) ამ თემასთან დაკავშირებული კითხვა იყო რა?სად?როდის?-ში და იქიდან დამამახსოვრდა ასეთი რაღაცა (ჩემი დამახსოვრების ამბავი კი მოგეხსენება). ესენინი და ლერმონტოვი რამ გაყო? biggrin.gif თან ამას წინათ არ გეუბნებოდი მაგან ვენები გადაიჭრა-მეთქი?

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 12 2013, 04:45 PM

qarizma2
კითხვა ესენინ!
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 12 2013, 05:07 PM

ციტატა
კითხვა ესენინ!

კითხვისთვის იმედია ზეგ საღამომდე ვერ მოვიცლი biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 14 2013, 02:02 AM

ციტატა
კითხვისთვის იმედია ზეგ საღამომდე ვერ მოვიცლი

მოვიცალე მაგრამ ასეთ საშინელ ხასიათზე წელიწადში საშუალოდ 4-ჯერ ვარ ხოლმე...

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2013, 02:41 PM

qarizma2

ციტატა

მოვიცალე მაგრამ ასეთ საშინელ ხასიათზე წელიწადში საშუალოდ 4-ჯერ ვარ ხოლმე...

თუ გუშინდელს გულისხმობ გაატარე , ვის არ არევია ლეგო–შოკოლადში.
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 14 2013, 09:17 PM

ციტატა
თუ გუშინდელს გულისხმობ გაატარე , ვის არ არევია ლეგო–შოკოლადში.

შენი ფეხი არ დევინახო მთვარეზე თორე იქვე მოგაჭრი biggrin.gif შოკოლადოვანი ანესთეზიით

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 14 2013, 09:34 PM

ციტატა

შენი ფეხი არ დევინახო მთვარეზე თორე იქვე მოგაჭრი შოკოლადოვანი ანესთეზიით

ისე მომჭრი , როგორც დაწერილი გადამაშლევინე?
biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 14 2013, 10:04 PM

ციტატა
გადამაშლევინე?

ხელი არ შემიხია შენთვის biggrin.gif

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 21 2013, 08:11 PM

დასვას კითხვა ვისაც უნდა

პოსტის ავტორი: A.V.M თარიღი: Jul 21 2013, 09:39 PM

დასვას კითხვა ვისაც უნდა...biggrin.gif

პოსტის ავტორი: G_saxva თარიღი: Jul 22 2013, 10:41 AM

დასვას კითხვა ვისაც უნდა .

პოსტის ავტორი: qarizma2 თარიღი: Jul 22 2013, 12:20 PM

ციტატა
დასვას კითხვა ვისაც უნდა .

ვერ გევიგე biggrin.gif

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)