IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >  
Reply to this topicStart new topic
> გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?
ივერიელი
პოსტი Feb 11 2010, 02:14 AM
პოსტი #121


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 34
რეგისტრ.: 16-December 09
მდებარ.: თბილისი
წევრი № 7,825



ციტატა
გიორგი სააკაძე, გმირი თუ არა გმირი?

რა თქმა უნდა გმირი.


--------------------
ენა მამული სარწმუნოება.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 11 2010, 06:47 PM
პოსტი #122


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(mari-mari15 @ Feb 5 2010, 05:50 PM) *

რო არ იჩხუბოთ და ა. შ. ვისაც აინტერესებს გიორგი სააკაძე გირჩევთ წაიკითხოთ ჯანსულ ღვინჯილიას ,,გიორგი სააკაძის პიროვნება,, და ბევრ თქვენ კითხვას პასუხს გასცემთ თან გაარკვევთ გმირი იყო თუ მოღალატე, მე დამეხმარა პასუხის გაგებაში და იმედია თქვენც დაგეხმარებათ


შეგიზლიათ მაგ წიგნის ელ ვერსია ან პდფ-ი დადოთ საიტზე??? (ან ბიბლიოტეკაში სულაც)

ციტატა
პაატა რატომ გაიწირა
1. სინანულის გამო, საქციელის გამოსწორების მიზნით; (->აღარ "კიდია ფეხზე" საქართველო)
2. იმიჯის და მომავლის გარანტიის მიზნით. (->მაინც კიდია, მხოლოდ სახელი სურს)


+1 შეიძლება სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა.

არსებობს ვერსია, რომ გიორგი სააკაძეს ხელში ჩაუვარდა შახის წერილი ყორჩიხა-ხანის მიმართ, რომლითაც ყორჩიხა-ხანს სააკაძე უნდა მოეკლა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდოდა.

არის ვერსია, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სააკაძემ ქართველების მხარეს მიმხრობოდა და ყორჩიხა ხანის ლაშქარი გაენადგურებინა. ასე რომ პაატა, ამ ვერსიით, გამოდის იძულებითი მსხვერპლი, რომელიც ფაქტიურად გარდაუვალი იყო.

ისე ამ ვერსიაზე, თუ სხვებსაც გაქვთ უფრო კონკრეტული წყაროები, გთხოვთ დაწეროთ
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 13 2010, 03:37 PM
პოსტი #123


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
არის ვერსია, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სააკაძემ ქართველების მხარეს მიმხრობოდა და ყორჩიხა ხანის ლაშქარი გაენადგურებინა. ასე რომ პაატა, ამ ვერსიით, გამოდის იძულებითი მსხვერპლი, რომელიც ფაქტიურად გარდაუვალი იყო.

ამაზე არგუმენტს მოგიყვან იმასთან დაკავშირებით რომ ცდები, წერილი სააკაძემ ნახა საქართველოში როდესაც ბრძოლა საცაა უნდა დაწყებულიყო ანუ რამდენიმე დღით ადრე, ასეთ მცირე დროში ის ლაშქარს ვერ შეკრებდა რაც არ უნდა გაეკეთებინა მითუმეტეს თავის მოწინააღმდეგებს ვერ შეირიგებდა და ვერ გაერთიანდებოდნენ, ამას დიდი დრო სჭირდებოდა, შესაბამისად სააკაძემ შაჰის წინააღმდეგ ბრძოლა დიდი ხნით ადრე გადაწყვიტა და პაატაც გაცნობიერებულად მსხვერპლად შეწირა სამშობლოს


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
odishari
პოსტი Feb 21 2010, 05:17 PM
პოსტი #124


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 21
რეგისტრ.: 25-January 10
წევრი № 8,043



damiane80
ციტატა
1 შეიძლება სხვა გამოსავალი აღარ ჰქონდა.

არსებობს ვერსია, რომ გიორგი სააკაძეს ხელში ჩაუვარდა შახის წერილი ყორჩიხა-ხანის მიმართ, რომლითაც ყორჩიხა-ხანს სააკაძე უნდა მოეკლა მას შემდეგ, რაც საქართველოში შემოვიდოდა.

არის ვერსია, რომ სწორედ ამის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება სააკაძემ ქართველების მხარეს მიმხრობოდა და ყორჩიხა ხანის ლაშქარი გაენადგურებინა. ასე რომ პაატა, ამ ვერსიით, გამოდის იძულებითი მსხვერპლი, რომელიც ფაქტიურად გარდაუვალი იყო.


მეც ამ ვერსიას ვიზიარებ. სააკაძეს სხვა გზა არ ქონდა - უღალატებდა თუ არა შაჰს, მას მაინც მოკლავდნენ, ამიტომაც როცა ამის შესახებ გაიგო, ქართველებს დაუკავშირდა, რომლებსაც უკვე გამზადებული ჰყავდათ ლაშქარი მტრისათვის წინააღმდეგობის გასაწევად და დახმარება აღუთქვა. ეს იყო და ეს... ჩემი აზრით მას მხოლოდ პიროვნული ამბიციები ამოძრევებდა...

ზემოთ ერთ ერთი ფორუმელის მიერ სწორად დაიწერა ბაზალეთის ბრძოლაზე მომხდარი ამბავი - სააკაძე თავიდან არ იბრძოდა - ქართველებზე ხელს ვერ აღვმართავო - ამაზე დიდი იდიოტობა გაგიგიათ? ხალხი მეფის წინააღმდეგ გამოიყვანე, ერთმანეთს დაუპირისპირე და ახლა ამბობ ჩემს ძმებზე ხელს ვერ აღვმართავო? იმის გამბედაობა არ ეყო, რომ საქმე ბოლომდე მიეყვანა - მან ვერ გაბედა პასუხისმგებლობა საკუთარ თავზე აეღო, რაც ლაჩრული საქციელია... ხმლის კარგად ქნევა სიმამაცეს არ ნიშნავს...

სააკაძემ სარწმუნოება უარყო...

და ბოლოს, მოკვდა ისე, როგორც მოღალატეები კვდებოდნენ - ღორივით მოაჭრეს თავი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 22 2010, 10:30 AM
პოსტი #125


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
წერილი სააკაძემ ნახა საქართველოში როდესაც ბრძოლა საცაა უნდა დაწყებულიყო


ანუ წერილის ამბავი ნამდვილია?

რაიმე ისტორიულ წყაროს ან ამ წერილის შინაარს ხომ ვერ მიგვითითებ, ძალიან მაინტერესებს.

ციტატა
ბრძოლა საცაა უნდა დაწყებულიყო ანუ რამდენიმე დღით ადრე, ასეთ მცირე დროში ის ლაშქარს ვერ შეკრებდა რაც არ უნდა გაეკეთებინა მითუმეტეს თავის მოწინააღმდეგებს ვერ შეირიგებდა


ბრძოლა საცაა უნდა დაწყებულიყო ცოტა არაისტორიულად ჟღერს;
მეორეც, ლაშქრის შეკრება არც სჭირდებოდა, ქართველები ისედაც მზად იქნებოდნენს საომრად, გიორგიმ კი მთავარი რაც გააკეთა ყორჩიხა ხანი მოკლა და აირია მონასტერი.

მოკლედ ცოტა მეტი ფაქტები დადევით ისტორიკოსებმა და წყაროები, საინტერესოა ბგარკად გარკვევა, რომ გმირს მოღალატეობა არ დავწამოთ და პირიქით.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 25 2010, 09:49 PM
პოსტი #126


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
ბრძოლა საცაა უნდა დაწყებულიყო ცოტა არაისტორიულად ჟღერს;მეორეც, ლაშქრის შეკრება არც სჭირდებოდა, ქართველები ისედაც მზად იქნებოდნენს საომრად, გიორგიმ კი მთავარი რაც გააკეთა ყორჩიხა ხანი მოკლა და აირია მონასტერი.

შეგახსენებ იმას, რომ სააკაძეს მოწინააღმდეგეები ჰყავდა ჯარში და თავის მხარეს ვერ გადმოიბირებდა რამდენიმე დღეში, ამიტო ტყუილად რომ არ მეკამათო ეგ წიგნი წაიკითხე და პასუხებსაც გაიგებ,


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Feb 26 2010, 11:30 AM
პოსტი #127


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა(mari-mari15 @ Feb 25 2010, 09:49 PM) *

შეგახსენებ იმას, რომ სააკაძეს მოწინააღმდეგეები ჰყავდა ჯარში და თავის მხარეს ვერ გადმოიბირებდა რამდენიმე დღეში, ამიტო ტყუილად რომ არ მეკამათო ეგ წიგნი წაიკითხე და პასუხებსაც გაიგებ,


სანამ წავიკითხავდეთ, გვითხარი რას ამბობს ჯანსულ ღვინჯილია მაინც... როგორ იყოო ყველაფერი?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 27 2010, 12:23 AM
პოსტი #128


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
სანამ წავიკითხავდეთ, გვითხარი რას ამბობს ჯანსულ ღვინჯილია მაინც... როგორ იყოო ყველაფერი?

მთელი დღე მომიწევს წერა მაგ შემთხვევაში, ერთს გეტყვი თუ ფიქრობ რომ სააკაძე მოღალატე იყო, ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ რადიკალურად შეგეცვლება წარმოდგენა და იტყვი რომ ნეტა ყველა მისნაირი თავდადებული და გმირი ვიყოთ, სამშობლოს რომ გამოვადგეთო


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 27 2010, 10:17 AM
პოსტი #129


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ასე ვართ ქართველები, რადიკალები.
ან გმირი ან მოღალატე...
არადა ტრაგიკული პიროვნება იყო, გმირულად ტრაგიკული, თუმცა გმირი არა.


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 27 2010, 05:20 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



ციტატა
არადა ტრაგიკული პიროვნება იყო, გმირულად ტრაგიკული, თუმცა გმირი არა.

რავიცი ყველა თავისას ფიქრობს, მე ასე ვთვლი და დიდ პატივსაც ვცემ, მაგის ნახევარს რომელიმე ქართველი რომ აკეთებდეს რაღა მოგვკლავს


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
KAIROS
პოსტი Feb 28 2010, 04:40 AM
პოსტი #131


იხარეთ!
***

ჯგუფი: საფინანსო
პოსტები: 9,492
რეგისტრ.: 9-November 06
მდებარ.: Aurea mediocritas
წევრი № 438



ციტატა
მაგის ნახევარს რომელიმე ქართველი რომ აკეთებდეს რაღა მოგვკლავს

ჰო, ბევრიც გააკეთა და ბევრიც დააშავა, უფრო მეტად საკუთარ თავს.
მოკლედ ძალიან გაბუქებაც არ ვარგა და არც ძალიან ზედ გადავლა...
ციტატა
ტრაგიკული პიროვნება იყო, გმირულად ტრაგიკული, თუმცა გმირი არა.

მგონი ასეა უფრო...


--------------------
...მართლმადიდებლობა ყოველგვარი უკიდურესობებისგან გამიჯნული სამეუფეო გზაა. აქედან გამომდინარე, მისთვის დამახასიათებელია თავგანწირვა, მაგრამ მიუღებელია ფანატიზმი, დამახასიათებელია შემწყნარებლობა, მაგრამ მიუღებელია ფსევდოლიბერალიზმი (ყველაფრის დაშვებულობა)-
ილია II- სააღდგომო ეპისტოლე, 2008 წელი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
mari-mari15
პოსტი Feb 28 2010, 03:52 PM
პოსტი #132


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,149
რეგისტრ.: 11-March 09
წევრი № 6,625



საკუთარ თავს უფრო მეტი დაუშავა გეთახმები, ასეთი რადიკალები ვართ ქართველები შენი თქმისა არ იყოს, ამიტო თავს დავანებებ არგუმენტებს და მტკიცებებს


--------------------
ჭეშმარიტება სულის უკვდავებაშია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
damiane80
პოსტი Mar 1 2010, 10:25 PM
პოსტი #133


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,022
რეგისტრ.: 4-March 09
წევრი № 6,599



ციტატა
ან გმირი ან მოღალატე...


ვფიქრომ ამ შემთხვევაში რადიკალიზმი არ არის.

გიორგი სააკაძე ისეთი პიროვნება იყო და ისეთ ეპოქაში, რომ სადღაც შუაში მისი ყოფნა არის შეუძლებელი. აქ საკითხი ესე დგას, ადამიანი თავის თავს ემსახურებოდა თუ სამშობლოს, შეფასებაც შესაფერისია მოღალატე ან გმირი.

ზოგადად საკუთარი თავის სამსახური ყოველთვის სამშობლოს ღალატს არ უდრის, მაგრამ სააკაძის შემთხვევაში ესეთი ტოლობის ნიშანი დრომ და გარემოებებმა მოიტანეს.

ასე რომ კითხვა კითხვადვე რჩება. გმირი თუ მოღალატე.

პ.ს ისე სხვათაშორის თემის ავტორს სათაურში კარგად უწერია გმირი თუ არა გმირი. მე მგონი ეს ფორმულირება უფრო ზომიერია
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
gvasalia
პოსტი Mar 4 2010, 01:54 AM
პოსტი #134


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 112
რეგისტრ.: 21-January 08
წევრი № 3,700



ჩემი აზრით მოღAლატე არ იყო და გულანთებულიც იყო საქართველოსთვის მარა თავისი შეხედულება ქონდა ქვეყანაზე რომელიც შეიძლება არც იყო უშეცდომო და სხვების აზრთანაც წინააღმდეგობაში იყო და მოწინააღმდეგეების არსებობის პირობებში ეგეთი გზა მოუწია რომ დამდგარიყო მეორე მხარეს რიავიცი
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Dec 7 2012, 01:29 PM
პოსტი #135


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



სააკაძის ძახილი

ქართლის მიწა ჩოხის კალთით დამქონდა,
მისთვის ღამე მითევია თეთრადა.
სხვა მიწაზე შავი მერნით დავქროდი
და ჩემს მკერდში საქართველო ფეთქავდა.

მარჯვენა და ხმალი ერთად მიჭრიდა,
წინ მიძღოდა ჩემი მიწის ხატება,
განსაცდელში ჩავარდნილს თუ მიჭირდა,
მასზე ფიქრი ძალას მომიმატებდა.

მაგრამ როცა დამილეწეს ბექთარი,
ჩემი ხელით გადავტეხე მახვილი.
ო, გული კი მანდ დავტოვე მფეთქავი,
დაჭრილი ვარ, გესმის ჩემი ძახილი?

ნოსტეს ციხევ! ნისლი მოგიხვევია,
სამშობლოში გშვენის მხარგაშლილობა.
ღრუბელი რომ ციდან მოგიხვევია,
მაგ ღრუბელით დამიფარე ჭრილობა.

დაისრული ორჯერ ცრემლით გაგშორდი,
გამწირეს და მოღალატეს მადარეს.
ჩემი ხმალი, სისხლიანი, ნაბრძოლი,
სამშობლოში არწივს გამოვატანე.

მხოლოდ ქარი არის სევდით მდაფნავი,
გვერდით ძმები სისხლით შენაფიცარი,
სხვა მიწაში მტანჯავს ჩემი საფლავი
და ღალატით ჩანგრეული ფიცარი.

ამომიღეთ, მთები გადამატარეთ,
მკერდზე მწველი ამაცალეთ ისარი,
ქართლის მიწა გულზე გადამაყარეთ,
იქ წაიღეთ ჩემი კუბოს ფიცარი.

/ოთარ მამფორია/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Jul 29 2015, 08:42 PM
პოსტი #136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"...1610 წლიდან ერთაწმინდა გიორგი სააკაძის და მის შთამომავალთა - თარხან-მოურავთა საგვარეულო აკლდამაა. ტაძარში ასვენია გიორგი სააკაძის ვაჟი - პაატა. გიორგი სააკაძემ ტაძარში ჯერ შვილის თავი დაკრძალა, შემდეგ, მოგვიანებით, თბილისელი ვაჭრების დახმარებით ტანი ფარულად ჩამოასვენა და ისიც აქ მიაბარა მიწას. ტაძარშივეა დაკრძალული მწერალი - სეზმან ერთაწმინდელი..."

/"საქართველოს იმედი II" წიგნი 19. გვ. 119/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 4 2015, 05:00 PM
პოსტი #137


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"განსაკუთრებით ღირებულია ვრცელი გამოკვლევა "ვეფხისტყაოსნის" ავტორის მსოფლმხედველობის შესახებ. მას ხელს აწერს ე. ეკაშვილი. ფესვდონიმი [კალისტრატე ცინცაძის] დედის სახელიდან მოდის. ეკატერინე გოგორიშვილი გამორჩეული პიროვნება ყოფილა. მასზე ახლაც მოკრძალებითა და უღრმესი პატივისცემით საუბრობენ მეხუთე თაობის წარმომადგენლები.

ეკატერინე ამაყობდა თურმე თავისი გვარიშვილობით - ჩემს ძარღვებში დიდი სამცხელი ფეოდალის დაუთბეგ გოგორიშვილის სისხლი ჩქეფსო. ეს ის გოგორიშვილია, რომელმაც ბაზალეთის ომში გიორგი სააკაძის აბჯარი ჩაიცვა, მის ცხენზე შეჯდა და მისი სახელით იბრძოდა"

/"კარიბჭე" N16, 2015, გვ. 22/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 7 2015, 09:59 PM
პოსტი #138


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



"ჩვენ ბევრი, სააკაძესავით კაცი გვყავს ისტორიაში წარმოჩინებული და დღემდე გარკვეული არა გვაქვს, მათი მოღვაწეობა და საქმენი დადებითს უნდა მივაწეროთ თუ უარყოფითს. ილიას სიტყვისა არ იყოს: "მისნი ავად და კარგადაც აღსახსნელი დიდნი საქმენი ჯერ შიგნეულად გამოძიებულნი არ არიან და ელიან პირუთვნელს განკითხველსა"

/ელგუჯა მაღრაძე, "გოდება. წერილები" ტ. II, გვ. 468/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Aug 16 2015, 07:00 PM
პოსტი #139


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ჩემი თვალით დანახული გიორგი სააკაძე

გიორგი სააკაძე ჩემთვის მამულიშვილობასთან ასოცირდება... ბევრი ფიქრობს რომ დიდი მოურავი ამოუხსნელი ფენომენია, არასდროს იმდენი არ დაწერილა, რამდენიც სააკაძის ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე.

იოსებ ჯუღაშვილის არ იყოს, გიორგი სააკაძე ჩემთვისაც ღირებული პიროვნებაა, როგორც ერთი რიგითი ქართველისთვის. არასოდეს დამცდენია მასზე აუგი, არასოდეს მიმაჩნდა მოღალატედ, მიუხედავად იმისა, რომ რამდენჯერმე შეიცვალა სარწმუნოება.
ხანდახან ვფიქრობ, რომ უმადური ერი ვართ, სიკეთეს ვერ ან შეგნებულად არ ვაფასებთ. შადიმან ბარათაშვილმა და მისნაირებმა ყოველი ღონე იხმარეს იმისათვის, რომ დიდი მოურავი სამუდამოდ მოეშორებინათ თავიდან, მაგრამ ვერ მოახერხეს.
შადიმანმა და მისნაირმა შურიანმა ადამიანებმა აიძულეს საქართველოსთვის მფეთქავი გული მტრის სამსახურში ჩაეყენებინა, დროებით, მაგრამ მაინც.

გიორგი ისე გარდაიცვალა, გარდაცვლილსაც არ ეღირსა მშობელ მიწაზე დაბრუნება, ქართულ მიწაში ჩასვენება.

გიორგი სიაუშის ძე სააკაძე ჯერ მარტო იმიტომ არის დასაფასებელი, რომ საკუთარ სამშობლოს ყველაზე ძვირფასი – შვილის სიცოცხლე შესწირა პაატას სახით. მის შემდეგ ასეთი რამ იოსებ ჯუღაშვილმა (სტალინმა) გააკეთა, როცა ტყვეობაში მყოფი თავისი ვაჟი გერმანელ ჯარისკაცში არ გასცვალა. თეირანში ვიზიტისას სტალინი ირანის შაჰმა დიდი პატივით მიიღო თავის რეზიდენციაში, სწორედ მაშინ წარმოსთქვა იოსებ ჯუღაშვილმა თავისი ცნობილი სიტყვები: ''ნეტავ ახლა გიორგი სააკაძეს აჩვენა როგორი პატივით ღებულობენ ქართველს ირანში'' – ო.

პატივისცემით – ოთარ რურუა
/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Sep 16 2015, 07:24 PM
პოსტი #140


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,854
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



IPB-ს სურათი


/FB/


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

9 გვერდი V « < 5 6 7 8 9 >
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 2 მომხმარებელი (მათ შორის 2 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 26th April 2024 - 11:50 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი