IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > »   
Reply to this topicStart new topic
> აბორტის კანონით აკრძალვა გამოსავალია?
ikanosi
პოსტი Apr 9 2013, 12:25 PM
პოსტი #121


ირაკლი
***

ჯგუფი: Moderator
პოსტები: 6,285
რეგისტრ.: 3-January 10
მდებარ.: ფოთი - თბილისი
წევრი № 7,906



ციტატა

ikanosi
მონარქიის დროს მეფე რასაც იტყვის კანონიც ეგ იქნება....არ დაჭირდება ამდენი ფორიაქი

ნუთუ ეს მე დავწერე biggrin.gif biggrin.gif facepalm


--------------------
ფარით ან ფარზე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2013, 01:37 PM
პოსტი #122


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ნუ მომკლავ, დედა

ნუ მომკლავ, დედა, მინდა ვიცოცხლო
და ქართველობის ვწიო ჭაპანი,
გპირდები, ჩემით იამაყებენ
ჩემთვის უცნობი მამა–პაპანი.
ნუ მომისწრაფებ სიცოცხლეს, დედა,
უტყვი ვედრებით მე ამას ვითხოვ,
მინდა, გიყვარდე, შევიგრძნო მინდა,
შენი ალერსი და შენი სითბო.
იებს დაგიკრეფ აპრილის თვეში,
სიფრიფანა და ლურჯთვალა იებს,
მინდა, ვიცოცხლო, შენ კი ილოცე,
ნუ მაქცევ მიწად, ნუ გამაციებ.
თუ ნანობ, მინდა, რომ გაგიქარვო,
სულის ტკივილი, გულის დარდები,
უფალს ვთხოვ, დედა, შეგინდოს ცოდვა
უმანკო ჩვილის არდაბადების.
მე გაზაფხულზე სიმღერად მოვალ,
შენი ცხოვრების ტკივილებს წავშლი,
იმ ქვეყნიდანაც დაგეხმარები,
ღვთით მოვლენილი, უმანკო ბავშვი.

ეს ლექსი ეძღვნება არდაბადებულ მუცლადმოწყვეტილ ჩვილებს. ლექსის ავტორი არის ჯვრის მამის მონასტრის დეკანოზი,თავმას ჩოხელი.



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 12 2013, 01:43 PM
პოსტი #123


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ძალიან ძლიერი ლექსია, ყველაფერია ნათქვამი თითქმის. ყველა დედას გულში ჩასწვდება ალბათ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2013, 01:44 PM
პოსტი #124


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Apr 12 2013, 02:43 PM) *

ძალიან ძლიერი ლექსია, ყველაფერია ნათქვამი თითქმის. ყველა დედას გულში ჩასწვდება ალბათ.


"იმედის კლინიკის" ფოიეში განათავსეს ეს ლექსი და აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალებს წააკითხეს. 8 ქალმა გადაიფიქრა აბორტი და უკან გაბრუნდა. მამა თავმასი ამბობს,რომ 8 კაცი უკვე ერთი პატარა სოფელიაო smile.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 12 2013, 01:53 PM
პოსტი #125


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ყველა საავადმყოფოში უნდა გააკრან და აი ზუსტად ასეთი ხერეხებით უნდა მოხდეს ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 12 2013, 02:07 PM
პოსტი #126


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(G_saxva @ Apr 12 2013, 02:53 PM) *

ყველა საავადმყოფოში უნდა გააკრან და აი ზუსტად ასეთი ხერეხებით უნდა მოხდეს ბრძოლა აბორტის წინააღმდეგ.


მამა თავმასსაც ეგ სურვილი აქვს... და მართლაც მასე უნდა იყოს... "იმედის კლინიკის" ექიმებს კურთხევა მისცა რომ არასოდეს გააკეთონ აბორტი...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი Apr 15 2013, 11:37 AM
პოსტი #127


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



ციტატა
"იმედის კლინიკის" ფოიეში განათავსეს ეს ლექსი და აბორტის გასაკეთებლად მისულ ქალებს წააკითხეს. 8 ქალმა გადაიფიქრა აბორტი და უკან გაბრუნდა. მამა თავმასი ამბობს,რომ 8 კაცი უკვე ერთი პატარა სოფელიაო

ნეტავ ვინც არ გადაიფიქრა, ისინი რამდენი იყვნენ?


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
G_saxva
პოსტი Apr 15 2013, 11:42 AM
პოსტი #128


I n t e r n e t
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 4,913
რეგისტრ.: 11-March 13
მდებარ.: i n t e r n e t
წევრი № 13,010



ციტატა(მარიამი @ Apr 15 2013, 11:37 AM) *

ნეტავ ვინც არ გადაიფიქრა, ისინი რამდენი იყვნენ?

სავარაუდოდ 10 ადამიანიდან არის ეს 8 გადაიფიქრა 2 არაო.


--------------------
და მეცხრესა ოდენ ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ილი, ილი! ლიმა საბაქთანი? ესე არს: ღმერთო ჩემო, ღმერთო ჩემო! რაჲსათჳს დამიტევე მე?


კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ყო, ჰბაძვიდა იგი პირუტყუთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ.

----------------------------------------------------------------------------------------------------------------------------------
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი Apr 29 2013, 04:13 PM
პოსტი #129


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



“საოცარი ამბავია - თუ ადამიანს დადებითი დამოკიდებულება აქვს მშვიდობის მიმართ, ეს ადამიანი აბორტის წინააღმდეგიც გამოდის თურმე, და თუ ომის მომხრეა, აბორტსაც ემხრობა. განწყობები ერთმანეთთან კავშირში არიან.”

/აკად. შოთა ნადირაშვილი/



--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
Otherguy
პოსტი Apr 30 2013, 06:33 PM
პოსტი #130


Advanced Member
***

ჯგუფი: Members
პოსტები: 1,802
რეგისტრ.: 25-February 09
მდებარ.: Sorrow Hill
წევრი № 6,554



აბორტი არ უნდა იყოს კანონით აკრძალული გარკვეულ დრომდე. ეხლა 9 თვის ფეხმძიმე რომ ბავშვს მოიშორებს, შეიძლება დახვრეტაც ალალი იყოს მაგაზე. მაგრამ როგორც ვიცი საზღვარგარეთ მაქსიმუმ 2 თვემდე აქვს ქალს დრო, სანამ ნაყოფი ჩამოყალიბებდა.

საერთოდ, ჯობია კონტრაცეპტივები იხმარონ, ბავშვის მოკვლა რომ არ მოუწიოთ.

პ.ს. კანონით თუ აბორტი იქნება აკრძალული, მაშინ პროსტიტუციაც უნდა იყოს აკრძალული. ამას კი სახელმწიფო არ გააკეთებს, ხალხში უკმაყოფილების შეეშინდება.


--------------------
43. ვინაიდან არ არის ვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს უვარგისი ნაყოფი, და არც უვარგისი ხე, რომელმაც გამოიღოს ვარგისი ნაყოფი.
44. რადგანაც ყოველი ხე თავისი ნაყოფით იცნობა...
46. რად მეუბნებით: უფალო, უფალო! და ჩემს ნათქვამს კი არ ასრულებთ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 4 2013, 06:31 PM
პოსტი #131


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



ამას ვუყუროთ ყველამ და კიდევ ერთხელ დავრწმუნდეთ , რომ რაღაცა შესაცვლელია . აუცილებელია რა...
რაღაც ახალი უნდა მოვიფიქროთ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 8 2013, 04:07 PM
პოსტი #132


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ძალიან გული მწყდება, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აბორტის აკრძალვის შესახებ არ ასრულებს ახალი მთავრობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ... mellow.gif


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 8 2013, 05:33 PM
პოსტი #133


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



A.V.M
მაგ ვიდეოსთვის მე არ უნდა მეყურებინა (თუ ეს ისაა, რაც მე მგონია). ისეთ საშინელებას ყვება, ვერ ვივიწყებ მაგ კოშმარს. ნეტა არ მომესმინა-მეთქი ვფიქრობ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
A.V.M
პოსტი May 8 2013, 05:55 PM
პოსტი #134


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



მარიამი
XO EGAA ...
საშინელებებს რომ ყვეგა გასაგებია , მაგრამ უფრო ცუდი ისაა ეს ,,საშინელებები'' რომ თითქმის ყოველდღიურად სრულდება , ჩვენს ირგვლივ , ჩვენ გარშემო და მშვიდი სახეებით ვუყურებთ ამას ...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი May 8 2013, 09:23 PM
პოსტი #135


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(marine @ May 8 2013, 04:07 PM) *

ძალიან გული მწყდება, რომ პატრიარქის ლოცვა-კურთხევას აბორტის აკრძალვის შესახებ არ ასრულებს ახალი მთავრობა და რაღაც მიზეზებს ეძებენ... mellow.gif


მეც სწორედ ეგ მაწუხებს. ვერ ვხვდები, რა მიზეზით ამართლებენ საერთოდ აბორტს.
თუ დედის უფლებებს იცავენ, ბავშვის უფლებაზე თვალს ხუჭავენ თუ როგორაა ვერ გავიგე.
სადაც ჩემი პატრიარქის აზრს არ ითვალისწინებენ, იქ რაღაზე უნდა ვილაპარაკო...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
marine
პოსტი May 10 2013, 10:49 AM
პოსტი #136


მ_ა_კ_ა
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 57,864
რეგისტრ.: 3-November 06
მდებარ.: გულის საკურთხეველი:)
წევრი № 381



ციტატა(natianatushki @ May 8 2013, 10:23 PM) *

მეც სწორედ ეგ მაწუხებს. ვერ ვხვდები, რა მიზეზით ამართლებენ საერთოდ აბორტს.
თუ დედის უფლებებს იცავენ, ბავშვის უფლებაზე თვალს ხუჭავენ თუ როგორაა ვერ გავიგე.
სადაც ჩემი პატრიარქის აზრს არ ითვალისწინებენ, იქ რაღაზე უნდა ვილაპარაკო...


ამ ახალმა მთავრობამაც თუ ძველივით დაიწყო ცხოვრება და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულვებელყოფა, ხეირი არ დაგადვება... dry.gif იმედგაცრუებული ვარ...


--------------------
"კ უ ს_ ნ ა ბ ი ჯ ე ბ ი თ_ ფ უ ძ ი ა მ ა ს_ მ თ ი ს კ ე ნ".
-------------------
"არც შექებით ვხდებით უკეთესნი და არც გაკიცხვით უარესნი." /არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/
--------------------
"ფრაზა, რომელსაც ხშირად იყენებდნენ ძველი გადამწერები: "ჴელი მწერლისა მიწასა შინა ლპების და ნაწერნი ჰგიან".
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი May 10 2013, 12:26 PM
პოსტი #137


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



ციტატა(marine @ May 10 2013, 10:49 AM) *

ამ ახალმა მთავრობამაც თუ ძველივით დაიწყო ცხოვრება და პატრიარქის ლოცვა-კურთხევის უგულვებელყოფა, ხეირი არ დაგადვება... dry.gif იმედგაცრუებული ვარ...

ჯერ კიდევ არ მინდა დავკარგო იმედი, მაგრამ ფაქტია და დუმილი ამ საკითხზე კარგს არაფერს მოგვიტანს.
თუმცა, როგორც ჩანს, არც პატრიარქის და, არც ჩვენი აზრი არავის აინტერესებს.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 10 2013, 01:40 PM
პოსტი #138


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



marine
natianatushki
აკრძალვის მოწინააღმდეგეებს ერთი ძლიერი არგუმენტი აქვთ, რომელსაც ვერ უარყოფ. თუ ქალების შეგნებაში არ შევიდა, რომ აბორტი არ უნდა გაიკეთონ, აკრძალვა მხოლოდ იმას მოიტანს, რომ დაიწყება არალეგალური აბორტები. შესაბამისად ის ჩატარდება ჩუმად, შესაძლოა, არასანიტარულ პირობებში და შესაბამისად, გაიზრდება სიკვდილიანობის რისკი.
მე პირადად ვფიქრობ, რომ აბორტი ასაკრძალია ადრე თუ გვიან, მაგრამ სანამ აიკრძალება, მანამდე რეკლამით იქნება, ჩიჩინით, ექიმების და ფსიქოლოგების ჩარევით თუ რითაც იქნება, ყველა მეთოდით უნდა შეიქმნას საზოგადოებრივი აზრი აბორტის წინააღმდეგ. ქალებმა უნდა შეიგნონ, რამხელა ცოდვაა და თუ ცოდვის სახით ვერ შეიგნებენ (მაგალითად, ურწმუნოები) ის მაინც უნდა შეიგნონ, რამხელა რისკია ჯანმრთელობისთვის.
ქალი რომ აბორტის გასაკეთებლად მივა, ეგრევე კი არ უნდა გაუკეთონ, ჯერ ექიმი და ფსიქოლოგი უნდა ესაუბროს, მერე მოსაფიქრებელი ვადა მისცენ, ლიტერატურა დაურიგდეს ყველას უფასოდ, დისკები, სადაც აბორტზე ფილმებია ჩაწერილი და ა.შ. თუნდაც ლექსების კრებული ამ თემაზე. ჩემზე პირადად ეგ ლექსები ძალიან მოქმედებს.
დარწმუნებული ვარ, რომ ასეთი ღონისძიებების მერე აბორტების რიცხვი თავისთავად იკლებს დიდი პროცენტით. და როცა ის მინიმუმამდე დავა, უკვე მომზადებული იქნება საზოგადოება აბორტის აკრძალვის დაკანონებისთვის. ამის მერე აიკრძალოს.
არა მგონია ამას დიდი დრო დასჭირდეს. ყველა ქალში არის დედობის და შვილის სიყვარულის ის უფაქიზესი გრძნობა, რომელიც თუ დღეს დათრგუნულია, ცოტა შენჯღრევის მერე აუცილებლად გაიღვიძებს და მიხვდება, რატომ არ უნდა მოკლას საკუთარი შვილი.
+ ამას სჭირდება სახელმწიფოსგან ხელშეწყობა, მრავალშვილიანი ოჯახებისთვის შეღავათები და ა.შ. იმის გარანტია მაინც უნდა ჰქონდეს ყველა ოჯახს, რომ რამდენ შვილსაც გააჩენს, იმდენის გამოკვების და ბაღში/სკოლაში ტარების საშუალება მაინც ექნება, როგორც მინიმუმი.

ასე რომ, მთლად მარტივად არ არის საქმე და ერთი ხელის მოსმით ვერ გაკეთდება ასეთი რამეები.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
natianatushki
პოსტი May 10 2013, 02:21 PM
პოსტი #139


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 400
რეგისტრ.: 8-September 08
წევრი № 5,626



მარიამი
მესმის შენი ძალიან კარგად. მართალია, რომ ქალის ჯანმრთელობას ეხება საქმე, მაგრამ ბავშვიც ხომ განიცდის ტკივილს? ხომ შეიძლება, რომ მოხდეს ჩანასახის უფლებების აღიარება და ბავშვის სიცოცხლის დაცვა ჩასახვის მომენტიდან? ახალს კი არაფერს ვამბობ, ჩემამდე ბევრი წერდა და ამბობდა, მაგრამ გაიგო ვინმემ? გაიძახიან ქალების სიკვდილიანობის
რიცხვი გაიზრდებაო და ამდენი ბავშვი რომ იხოცება ის არაფერი???
მომწონს ძალიან შენი აზრი ღონისძიებებთან დაკავშირებით, ხოდა მოდი
ჩვენც გავაკეთოთ რამე.
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
მარიამი
პოსტი May 10 2013, 04:03 PM
პოსტი #140


+ + +
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 12,615
რეგისტრ.: 23-July 06
მდებარ.: თბილისი
წევრი № 6



natianatushki
გეთანხმები, ჩანასახი ჩემთვის ისეთივე ბავშვია, როგორც დაბადებული ბავშვი. ვერანაირ განსხვავებას ვერ ვხედავ აბორტსა და დაბადებული ბავშვის მკვლელობას შორის. მაგრამ ეს მე ვფიქრობ ასე და რამდენი არ ფიქრობს? მასეთები მაინც გაიკეთებენ არალეგალურად აბორტს და მარტო ბავშვს კი არ მოკლავენ, თავსაც მოკლავენ და ის დაბადებული ბავშვებიც ობლად დარჩებათ. გამოუვალი მდგომარეობაა ამ მხრივ. უნდა შეიგნონ! რაც შესაძლებელია, ყველაფერი უნდა გაკეთდეს, რომ შეიგნონ! აკრძალვა უბრალოდ უარეს შედეგს მოიტანს ასეთი ქალების შემთხვევაში. თორემ ჩემთვის გინდა აკრძალე, გინდა არა. კი ვიცი, რომ მაინც არ გავიკეთებ აბორტს.
თუმცა არსებობს ალბათ რაღაც % ქალების, რომლებიც აკრძალვის შემთხვევაში არ გარისკავენ და გააჩენენ.


--------------------
ნუ მივატოვებთ ერთმანეთს, როცა ერთმანეთს ვჭირდებით...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

14 გვერდი V « < 5 6 7 8 9 > » 
Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 3 მომხმარებელი (მათ შორის 3 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th April 2024 - 10:36 AM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი