IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

> სხვა პატრიარქები, ამ თემაში ვისაუბრებთ პატრიარქებზე (ილია II-ს გამოკლებით)
A.V.M
პოსტი Nov 13 2011, 07:33 PM
პოსტი #1


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



საქართველოს საკათალიკო ტახტს დიდი ისტორია აქვს.ამის გამო საინტერესო იქნება თუ ვისაუბრებთ იმ პატრიარქებზე,რომლებიც დიდი თუ მცირე ხნის წინ გარდაიცვალნენ.
ვისაუბროთ ამ თემაში მათ ცხოვრებასა და მოღვაწეობაზე...


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
 
Reply to this topicStart new topic
გამოხმაურებები
A.V.M
პოსტი Dec 8 2011, 07:16 PM
პოსტი #2


მადლობა ამ ფორუმს!
***

ჯგუფი: Senators
პოსტები: 13,742
რეგისტრ.: 14-June 11
მდებარ.: ფორუმს გარეთ
წევრი № 11,203



დომენტი I, კათალიკოსი

აღმოსავლეთ საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი 1556-1560 წლებში



დომენტი კათალიკოსი მცხეთის საკათალიკოსო ტახტს ცოტა ხანს განაგებდა. როგორც ჩანს, დომენტი სვიმონ მეფისათვის სასურველი კანდიდატურა იყო. “...და ამან სვიმონ მეფემან დასუა კათალიკოზად დომენტი” (ვახუშტი). დომენტიმ ქართლის სხვა კათალიკოსების მსგავსად დიდი ყურადღება მიუპყრია სამცხის ეკლესიისათვის. მიუხედავად საათაბაგოს დასავლეთ ნაწილში ოსმალთა მოწოლისა, მცხეთის ტახტის გავლენა ამ მხარეში მაინც შენარჩუნებული ჩანს. 1556 წელს დომენტიმ აკურთხა ტბეთის ეპისკოპოსი. 1559 წელს იოსაფათ გოგიბაშვილი მცხეთას სწირავს 30 კომლ გლეხს მაჭახელას ხეობაში. ამავე დროს დომენტიმ დაამტკიცებინა მეფეს სვეტიცხოვლის ძველი შეწირულობები, რომელთა ერთად აღსანუსხად 1599 წელს შეუდგენია მცხეთის დიდი სიგელი. მასში მითითებულია ქართლსა და კახეთში სვეტიცხოვლის კუთვნილი უამრავი ყმა-მამული, სოფლები მათი საზღვრებით, მონასტერი ანეშისა, ბოჭორმის ციხე და სხვ. სიგელი უჩვენებს, რაოდენ დიდი სამფლობელოები ჰქონდა სვეტიცხოველს კახეთში. მიუხედავად ასეთი ღონისძიებებისა, კახეთში ამბა-ალავერდელის მეთაურობით მაინც ღვივდებოდა საეკლესიო სეპარატიზმი, ისევე როგორც ეს ხდებოდა დასავლეთ საქართველოსა და სამცხეში. დომენტიმ, როგორც ჩანს, საეკლესიო სადამსჯელო მექანიზმებთან (შეჩვენება, შეუნდობლობა) ერთად გამოიყენა სვიმონ მეფის ქორწინება კახ ბატონიშვილ ნესტან-დარეჯანთან, რამაც კახეთის ეპარქიათა მესაჭეების აიძულა მიეცათ დომენტისათვის “ერთგულების წიგნი”. ამ დოკუმენტს ამბა-ალვერდელთან ერთად ხელს აწერენ ბოდბელი, ჭერემელი და ხარჭაშნელი ეპისკოპოსები.

კახეთის ეპისკოპოსების მისწრაფებანი განკერძოებისაკენ შემდგომშიც არაერთხელ გამჟღავნებულა. ამ მოვლენას ეკლესიის წიაღში ასაზრდოებდა საერო პოლიტიკურ ცხოვრებაში უკვე გამარჯვებული ფეოდალური სეპარატიზმი და ირან-ოსმალეთის პოლიტიკა საქართველოს მიმართ. მცხეთისაგან დამოუკიდებლობას ყველაზე მკვეთრად გამოხატავდნენ ალავერდელი ეპისკოპოსები, განსაკუთრებით XVII-XVIII საუკუნის პირველ ნახევარში. და დიდ ზეგავლენას ახდენდნენ შიდა პოლიტიკურ პროცესებზეც.





წყაროები და სამეცნიერო ლიტერატურა:



1. ვახუშტი ბაგრატიონი, აღწერა სამეფოსა საქართველოსა/ ქართლის ცხოვრება, IV, ს. ყაუხჩიშვილის გამოცემა, თბილისი, 1973.

2. თ. ჟორდანია, ქრონიკები, II, ტფილისი, 1898.

3. თ. ჟორდანია, ანტონ პირველი, საქართველოს კათალიკოსი და ვლადიმირისა და იეროპოლის არქიეპისკოპოსი, საღვთისმეტყველო კრებული, I, 1991.

4. ქართული სამართლის ძეგლები, ი. დოლიძის გამოცემა, III, თბილისი, 1970.

5. ე. კაჭარავა, ალავერდის საეპისკოპოსო სრულიად საქართველოს საპატრიარქოს შემადგენელი ნაწილი, სვეტიცხოვლისადმი მიძღვილი პირველი სამეცნიერო კონფერენციის მასალები, თბილისი, 1998. გვ.179-186.

6. ე. კაჭარავა, დომენტი I, საქართველოს კათალიკოს-პატრიარქები, ნეკერი, 2000, გვ.94-96.

7. პირთა ანოტირებული ლექსიკონი, II, გამოსაცემად მოამზადეს დ.კლდიაშვილმა, მ.სურგულაძემ, თბლისი, 1993.

მოამზადა გულნარა მჭედლიძემ


--------------------
აბა ჰე და აბა ჰო!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

პოსტი ამ თემაში
A.V.M   სხვა პატრიარქები   Nov 13 2011, 07:33 PM
A.V.M   საქართველოს ეკლეს...   Nov 13 2011, 08:09 PM
afxazi   სინოდის ბოლოს ხდო...   Nov 13 2011, 09:49 PM
A.V.M   ნამდვილად აფხაზ... ...   Nov 13 2011, 10:25 PM
A.V.M   პატრიარქი კირიონ II(...   Nov 14 2011, 04:56 PM
A.V.M   კირიონი II იყო მოსკო...   Nov 14 2011, 05:13 PM
A.V.M   ამბროსი (კათოლიკოს...   Nov 15 2011, 07:57 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 16 2011, 08:36 PM
A.V.M   ეფრემ II (ერისკაცობა...   Nov 17 2011, 09:00 PM
A.V.M   ლეონიდე (ერისკაცობ...   Nov 18 2011, 08:52 PM
A.V.M   მელქისედეკ I, საქარ...   Nov 19 2011, 07:50 PM
A.V.M   მისი უწმიდესობა და...   Nov 20 2011, 08:19 PM
A.V.M   კათოლიკოს-პატრიარ...   Nov 21 2011, 07:03 PM
A.V.M   პატრიარქ მელქისედ...   Nov 22 2011, 07:57 PM
A.V.M   წმინდა პეტრე I — ქარ...   Nov 23 2011, 11:52 PM
A.V.M   დომენტი III ( გ. სექტე...   Nov 24 2011, 11:21 PM
A.V.M   არსენ III — საქართვე...   Nov 25 2011, 07:04 PM
A.V.M   მაქსიმე II (გვარად ა...   Nov 26 2011, 07:16 PM
A.V.M   მალაქია II გურიელი, ...   Nov 27 2011, 05:55 PM
A.V.M   დავითი (გვარად ნემ...   Nov 28 2011, 10:09 PM
GIORGI LELUASHVILI   სად არის დაკრძალუ...   Nov 28 2011, 10:31 PM
A.V.M   გიო ვისზე ამბობ?   Nov 28 2011, 11:13 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M ანტონ II (ბაგრატიო...   Nov 29 2011, 09:23 PM
A.V.M   გიო ნაღდად არ ვიცი ...   Nov 29 2011, 10:27 PM
GIORGI LELUASHVILI   A.V.M აფხაზმა დაწერა, ...   Nov 29 2011, 10:30 PM
A.V.M   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 08:36 PM
GIORGI LELUASHVILI   გიო! ნიჟნი-ნოვგორ...   Nov 30 2011, 10:08 PM
A.V.M   ააა. ბატონო...   Nov 30 2011, 11:22 PM
A.V.M   ეფთვმე საყვარელიძ...   Dec 1 2011, 08:23 PM
A.V.M   აბრაჰამი კათალიკო...   Dec 3 2011, 12:23 AM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 3 2011, 07:50 PM
A.V.M   ანტონ I, კათალიკოსი ...   Dec 5 2011, 12:16 AM
soso_soso   გრიგოლ ლორთქიფანი...   Dec 5 2011, 08:45 PM
A.V.M   სოსო გაიხარე... ასე ...   Dec 6 2011, 12:00 AM
A.V.M   დავით III კათალიკოსი...   Dec 7 2011, 10:09 PM
A.V.M   დომენტი I, კათალიკო...   Dec 8 2011, 07:16 PM
A.V.M   დომენტი IV, კათალიკო...   Dec 9 2011, 11:30 PM
A.V.M   დომენტი IV (II ნაწილი) -...   Dec 10 2011, 07:54 PM
A.V.M   ევდემონ ჩხეტიძე, კ...   Dec 12 2011, 10:22 PM
A.V.M   ზაქარია ჯორჯაძე, კ...   Dec 13 2011, 07:07 PM
A.V.M   იოსებ ბაგრატიონი, ...   Dec 14 2011, 07:50 PM
A.V.M   კირიონ ( კირონ ) I, კა...   Dec 16 2011, 08:28 PM
A.V.M   მაქსიმე აბაშიძე. კ...   Dec 18 2011, 09:51 PM
A.V.M   ნიკოლოზ IX, კათალიკო...   Dec 20 2011, 08:09 PM
A.V.M   სვიმეონ კათალიკოს...   Dec 28 2011, 10:15 PM
A.V.M   წმიდა იოანე IV (ოქრო...   Mar 18 2012, 07:53 PM
A.V.M   ღირსი დოსითეოზ ქუთ...   Mar 20 2012, 07:35 PM
marine   პატრიარქი კალისტრ...   Dec 18 2012, 11:37 AM
A.V.M   marine გაიხარე...   Dec 19 2012, 01:15 AM
marine   marine გაიხარე... :მპუა2:...   Dec 19 2012, 12:38 PM
A.V.M   marine ხო.... თითეულ პოსტ...   Dec 20 2012, 03:04 AM
A.V.M   შემოგთავაზებთ ეპი...   Mar 20 2013, 12:25 AM
A.V.M   ამბროსი ხელაია: „ჩ...   Aug 7 2014, 10:02 AM
shio_graphics   მოგესალმებით,მე ვა...   Oct 26 2014, 07:15 PM
marine   მოგესალმებით,მე ვ...   Oct 26 2014, 09:16 PM
shio_graphics   დიდი მადლობა,თქვენ...   Oct 26 2014, 11:25 PM
marine   დიდი მადლობა,თქვე...   Oct 27 2014, 01:06 PM
marine   "ის [კათოლიკოს-პა...   Sep 6 2016, 12:15 PM
marine   "პატრიარქი [მელქი...   Sep 6 2016, 12:41 PM
marine   "მელქისედეკი - სა...   Sep 6 2016, 11:05 PM
marine   "სიტყვა არ უნდა შ...   Oct 3 2016, 07:33 PM
marine   "პატიმრობის შემდ...   Oct 5 2016, 08:26 PM
marine   " - მამაო, ვინც პატ...   Oct 5 2016, 10:27 PM
marine   "მიტროპოლიტი გაი...   Apr 11 2017, 01:13 PM
marine   "პატრიარქი ეფრემ...   Apr 17 2017, 11:14 AM
marine   "როცა ლენინგრადშ...   Apr 19 2017, 10:02 AM
marine   "კაცი დიდებას გაუ...   Apr 22 2017, 11:25 AM
marine   "როცა სამშობლოში ...   Feb 5 2018, 07:01 PM
marine   "მიტროპოლიტ ქრის...   Feb 16 2018, 08:09 PM
marine   "უწმინდეს ეფრემს ...   Jul 19 2018, 08:35 PM
marine   "პატრიარქმა ეფრე...   Jul 26 2018, 02:52 PM
marine   "როდესაც პატრიარ...   Aug 22 2018, 09:14 PM
marine   "უბრალოება უწმინ...   Oct 1 2018, 08:28 PM
marine   "ერთხელ უწმინდეს...   Oct 1 2018, 08:40 PM
marine   "საქართველოშიც ზ...   Oct 16 2018, 07:01 PM
marine   "ერთხელ კათოლიკო...   Nov 15 2018, 01:17 PM
marine   "ერთხელ საქართვე...   Nov 15 2018, 01:40 PM
marine   "მინდა კიდევ ერთი...   Aug 17 2019, 03:19 PM


Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 28th March 2024 - 09:18 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი