თემის საბეჭდი ვერსია

დააწკაპუნეთ აქ, რათა იხილოთ თემა ორიგინალ ფორმატში

მართლმადიდებლური ფორუმი _ ღვთისმეტყველება _ ბავშვი და ოჯახი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 9 2017, 10:15 PM

"ბავშვი, რომელიც იზრდება ისეთ ოჯახში, სადაც არის ბებიაც, ბაბუაც, უყურებს თაობათა ურთიერთობას, ბუნებრივია, გაცილებით მდიდარ პიროვნებად ყალიბდება. ბებიის სითბოს, ყურადღებას, მის მიერ მოყოლილ ზღაპრებს განა რაიმე აანაზღაურებს ამ ცხოვრებაში? ასე რომ ოჯახი, სადაც სხვადასხვა თაობის ადამიანები ერთად ცხოვრობენ, სულიერად უფრო ლამაზი და ღრმა დატვირთვის მატარებელია. ამ მხრივ საქართველო გამორჩეული ქვეყანაა".

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 12:39 PM

"ჯობს ხშირად ღმერთს ესაუბროთ შვილის შესახებ, ვიდრე შვილს - ღმერთის შესახებ".

/ბერი ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 23 2017, 08:00 PM

"ბერი პორფირეს შეგონებით: "ძალას ნუ დაატანთ ბავშვს, თუ რამე გინდა უთხრა, ლოცვით უთხარი. ბავშვი ყურით არ ისმენს. აი, როცა ღვთის მადლი ჩასახლდება მის გულში, მაშინ გაიგონებს, რასაც ეუბნები. რის თქმასაც ბავშვისთვის აპირებ, ღვთისმშობელსაც უთხარი და ის ყველაფერს მოაგვარებს. შენი ლოცვა, იგივე სულიერი ალერსია, რომელიც იზიდავს ბავშვს, ზოგჯერ, როცა ვეალერსებით, გვეურჩება, მაგრამ სულიერ ალერსს ვერ შეეწინააღმდეგება. მშობელი, რომელსაც ძნელად აღსაზრდელი ბავშვი ჰყავს, ბავშვს ნუ ადანაშაულებს, ის დაადანაშაულოს, ვინც მის უკან დგას - სატანა. სატანასთან ბრძოლას კი მაშინ შევძლებთ, როცა წმინდანი გავხდებით".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 23 2017, 09:43 PM

"მშობლებო! არასდროს, არავითარ შემთხვევაში არ დაწყევლოთ თქვენი შვილები, არამედ აკურთხეთ, გეცოდებოდეთ და გიყვარდეთ ისინი. იცოდეთ, თქვენი სიტყვები დიდი ძალისაა და აუცილებლად შესრულდება. ბიბლიაც გვასწავლის, რომ კურთხევა მშობლებისა განამტკიცებს შვილების სახლებს, მათ ოჯახებს, წყევლა კი საფუძვლამდე ანგრევს მათ."

/ილია II/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2017, 10:34 AM

"ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც ურჩი შვილი ჰყავს. დღედაღამე დაჩოქილი ლოცულობს მისთვის. ერთხელ ვუთხარი: „ღმერთს შენ ან გადარჩენილ შვილს უჩვენებ ან გადაყვლეფილ მუხლისთავებს".

/ბერი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2017, 10:45 AM

"ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას. იმის მაგივრად, რომ გაუთავებელი ჭკუის სწავლებით თავი აბეზრო და ყოველი წვრილმანისათვის ლანძღო, ეს საქმე ქრისტეს მიანდე, ღვთისმშობელს და წმინდანებს და მათ თხოვე მისი გამოსწორება. ბავშვს ისე მოექეცით, როგორც კვიცს ექცევიან: ხან მიუშვებენ, ხან მოწევენ სადავეს. როცა კვიცი წიხლებს ისვრის, ხელს ნუ შეუშვებ სადავეს, ოდნავ მოუშვი, თორემ აღვირს გაწყვეტს. მაგრამ როცა დამშვიდებულია, მოჭიმე სადავე და წაიყვანე იქით, საითაც გსურს."

/ბერი ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 10 2017, 11:16 AM

"მშობლებს უნდა უყვარდეთ შვილები, როგორც შვილები, და არა როგორც კერპები, ე.ი. ბავშვი უნდა გიყვარდეს ისეთი, როგორიც არის და არა ისეთი, როგორიც გინდა იყოს: შენი ორეული."

/ბერი ეპიფანე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2017, 12:51 PM

"შეძლებული ოჯახები ძალიან ხშირად ბავშვებს გზავნიან უცხოეთში. ესეც საშიშია. უცხოეთში სასწავლებლად უნდა წავიდეს ის ადამიანი, რომელიც განმტკიცებულია თავის ნიადაგზე, თავის ეროვნულ კულტურას იცნობს, იცავს მას".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2017, 10:56 AM

"აუცილებლად უნდა გამოვაღვიძოთ ბავშვის ინსტიქტის სულიერი საწყისი, ჩამოვუყალიბოთ პასუხისმგებლობის გრძნობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 01:01 PM

"დედის წიაღიდან გამოსვლისას ბავშვის ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, რომელთან შეგუებაშიც მას მშობიარობის პროცესი ეხმარება - სამშობიარო გზების გავლისას ის რამდენჯერმე იღებს სხვადახვა პოზიციას, ამ გზების გავლა მისთვის პირველი სტრესია, რაც გარკვეულწილად აძლიერებს და უცხო გარემოს შედარებით ადაპტირებული ხვდება. ადამიანში ღვთის განგებით ჩადებული ეს ბიომექანიზმი წუთისოფელთან შეხვედრისთვის მოსამზადებელ ეტაპს წარმოადგენს. სწორედ ეს არის ერთ-ერთი მიზეზი იმისა, რომ სამედიცინო ჩვენების გარეშე არ შეიძლება საკეისრო კვეთის "შეკვეთა", რასაც ხშირად მიმართავენ მტკივნეული მშობიარობის თავიდან აცილების მიზნით ან სხვა ვნებიანი მიზეზების გამო.

მშობიარობის ბიომექანიზმის გავლა აუცილებელია ბავშვისთვის, ხოლო ტკივილი, რომელსაც დედა განიცდის, ფიზიოლოგიურია და დედის ორგანიზმს აჯანსაღებს კიდეც. თვით უფალმა აკურთხა დედაკაცი ტკივილიან მშობიარობაზე: "მწუხარებით ჰშვნე შვილნი" (შეს. II). ხშირია შემთხვევა, როცა რაიმე სნეულებით დაავადებულ ქალს მშობიარობის შემდეგ სნეულება ტოვებს. ასე ხდება, მაგალითად, სხვადასხვა ჰორმონული დარღვევის, სარძევე ჯირკვლების ზოგიერთი პათოლოგიის დროს.

დედას რომ ახსოვდეს მშობიარობის ტკივილები, მეორე შვილს აღარც გააჩენდა, მაგრამ ქალს მშობიარობის დასრულებისთანავე ავიწყდება ყველაფერი, ტკივილი სიხარულით ეცვლება - ქვეყნიერებას ხომ პატარა ანგელოზი ევლინება უფლის სადიდებლად და ოჯახის გასახარად."

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 02:17 PM

- ზოგიერთ ქალს ჯერ კიდევ სამშობიაროშივე ურძეობის პრობლემა ექმნება. რაიმე სულიერი მიზეზებით ხომ არ არის ეს გამოწვეული?
- როცა დედას რძე არ აქვს, ცხადია, სულიერი დარღვევებია საძიებელი: ბავშვი მარხვაშია ჩასახული, ქალს ორსულობისას ცოლქმრული ურთიერთობა ჰქონდა... ეს ზემოქმედებს ქალის როგორც სულიერ, ისე ხორციელ მდგომარეობაზე, შესაბამისად, აისახება ახალშობილზეც.
ძუძუთი კვება არ არის დედა-შვილის მხოლოდ ფიზიოლოგიური კავშირი, ბავშვის მარტო ხორციელი დანაყრება; ეს უფრო მეტად მათი საკრალური, ყველაზე საოცარი კავშირია. როდესაც დედა ბავშვს ძუძუთი კვებავს, სასურველია, ხატების წინ იჯდეს და თან ლოცულობდეს. თუ ამას ვერ ახერხებს, გულში მაინც უნდა ილოცოს.

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 03:07 PM

- სამწუხაროდ, ზოგჯერ სხვადასხვა მოსაზრების გამო წყვეტენ ძუძუთი კვებას, ზოგჯერ კი ჩვილს თავიდანვე ხელოვნურად კვებავენ.

- ეს ძალზე ცუდია. ზოგი ამას კოსმეტიკური თვალსაზრისით სჩადის, ზოგსაც ღვაწლი არ სურს, ეზარება. მეცნიერება მხოლოდ ხორციელ მხარეებს აღწერს და აღნიშნავს, ვინც დედის რძე ვერ მიიღო, შედარებით უარესი იმუნიტეტი აქვს და ზრდა-განვითარებაშიც ჩამორჩებაო. ხელოვნურ კვებაზე მყოფი ბავშვები თითქოსდა უფრო მსუქნები და დიდები არიან, მაგრამ ეს ჯანმრთელობის მაჩვენებელი არ არის. როგორც არ უნდა მიუახლოვდეს შემადგენლობით ხელოვნური საკვები დედის რძეს, მასთან შედარებით მაინც მკვდარი იქნება. კიდევ ერთს დავძენ: საკმარისი არ არის მხოლოდ ცილების, ცხიმებისა და ნახშირწყლების მიღება, ყოველივე ამას დედის რძეში არსებული სულიწმინდის მადლი სჭირდება, ხოლო თუ დედა-შვილის სულიერ კავშირს გავითვალისწინებთ, შეიძლება ითქვას, რომ ბავშვი ხელოვნური კვებისას სულიერად მეტად ზიანდება, ვიდრე ხორციელად.

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 23 2017, 03:24 PM

- ერთხანს საკმაოდ პოპულარული იყო ჩვილის ტანსაცმელზე გიშრის ან ინგლისური ქინძისთავის შებმა - თვალი არ ეცემაო.

- კი მაგრამ, ჯვარზე ძლიერი რა უნდა იყოს?! ყველა ნაკურთხი ჯვარი ძალმოსილია ბოროტის წინააღმდეგ. სხვა ყველაფერი - თილისმა, კაჟის ქვა თუ გიშერი - არ შეიძლება იყოს ადამიანის დამცველი, მათი ტარების ჩვეულება კი ეწინააღმდეგება ეკლესიის სწავლებას.

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 28 2017, 11:04 PM

"ერთ დედას, რომელიც შვილებზე ჩიოდა, მამა სერაფიმემ [რომანცევი] უთხრა: "შენ კარგად გახსოვს ეს მცნება: "პატივი ეც მამასა და დედასა შენსა". მაგრამ დაივიწყე მეორე: "მშობლებო, ნუ გაამწარებთ შვილთა თქვენთა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2017, 10:15 PM

"აღზრდისას აუცილებელია სიმკაცრეც და ლმობიერებაც, - იოანე კრონშტადტელს ხატზე ცალ ხელში უსუპი უჭირავს, მეორეში კი ჯვარი. ჯვარი სიმკაცრისა და ძლიერების სიმბოლოა, უსუპი - მოწყალებისა, - მაგრამ ბავშვს არავითარ შემთხვევაში არ უნდა ეშინოდეს მშობლის. შიში კი არა, რიდი და მოწიწება უნდა ჰქონდეს. მშობელი მისთვის უნდა იყოს ხატი, მისაბაძი, იმის ცოცხალი განსახიერება, რასაც ასწავლიან, რასაც კითხულობს. არ შეიძლება, შვილს მოწევა აუკრძალო, თავად კი მის თვალწინ ეწეოდე. არ შეიძლება ბავშვის თანდასწრებით ხმამაღალი ლაპარაკიც კი, არამცთუ ჩხუბი და ერთმანეთის შეურაცხყოფა. შვილს პირადი მაგალითი უნდა ვაჩვენოთ. საქმის გარეშე, ლიტონი სიტყვით, ჩვენს ნათქვამს ბავშვი ყურად არ იღებს. ხშირად, როცა შვილები არ გვემორჩილებიან და ცუდ გზას ადგებიან, მიზეზი ჩვენივე არასწორი ქცევაა. შვილის არასწორი აღზრდა კი ღვთისგან მოგვეკითხება."

/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 31 2017, 10:25 PM

"ერთი იგავი გამახსენდა: მშობელი მოხუცდება. შვილი გადაწყვეტს, ჩასვას გოდორში, აიყვანოს მთაზე და იქ დატოვოს. ასეც მოიქცევა. როცა უკან წამოსვლას დააპირებს, მამა გოდრიდან დაუძახებს: წაიღე ეს გოდორი, შენს შვილებს გამოადგებათო. გვახსოვდეს: როგორც ჩვენ ვექცევით მშობლებს, ისევე მოგვექცევიან ჩვენი შვილები."

/არქიმანდრიტი ანტონ გულიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 09:59 PM

"ბავშვის სუფთა გული ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:17 PM

წმინდა ილია მართალი წერდა: "ბავშვის ბუნება საიდუმლოთა საიდუმლოა. ბავშვი იგივე ადამიანია და მით უფრო ძნელი საცნობელია, რომ ძნელ წასაკითხ ქარაგმით დაწერილია და არა სხვილ და სრულ ასოებით, როგორც დამთავრებული კაცი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 2 2017, 10:30 PM

"ბავშვი უნდა აღიზარდოს სიახლისადმი სწრაფვით და აუცილებლად - სამშობლოს სიყვარულით."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 10 2017, 12:22 PM

"მამა პაისი ამბობს: მთავარი ის კი არ არის, რომ ბავშვები ჯოხით შევრეკოთ ეკლესიაში, არამედ ის, რომ მათ შეიყვარონ ეკლესია. სიკეთე დაძალებით კი არ უნდა გააკეთონ, არამედ უნდა იგრძნონ მისი აუცილებლობა. მშობლების წმინდა ცხოვრება ბავშვების სულებს დაარბილებს და ისინიც მერე ადვილად ემორჩილებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 11 2017, 11:27 AM

“სოკრატეს ერთი წლის ბავშვი მიუყვანა ერთმა ქალმა და ჰკითხა: რა ვიღონო? ბერძენმა ფილოსოფოსმა უპასუხა: დაგვიანებულია მისი გაზრდა... ჩვენ ვაგვიანებთ ღმერთთან მისვლას და მერე ვფიქრობთ: რამ გამოიწვია? გარდატეხის ასაკს ვუწოდებთ ყველაფერს, როდესაც ცუდი ხდება, მაგრამ არავის ახსენდება, რომ გარდატეხის ასაკში უამრავ დიდ მეფეებს უმართია ქვეყანა. გარდატეხის ასაკში მოწამეობრივად უამრავი წმინდანები გვყავს აღსრულებულნი. მთავარი პრობლემა გულსა და შეგნებაშია. სწორად შესაძლოა მშობელმა აღზარდოს, მაგრამ მოზარდის ნება სხვა იყოს. მოზარდის ხელახალი აღზრდაა ეკლესიაში საჭირო, ეს ეკლესია კი თავად სახლია, მშობლების რწმენის სახით. ზოგჯერ არავინ არ გიჯერებს მართალ სიტყვაზე და ამიტომაცაა მშობლების ნათქვამი კლდეზე დათესილ თესლს ემსგავსება ხშირად. სახლეული მტრად ექცევა ადამიანს, შვილების, შვილიშვილების სახით. ძალით ვერავის გავასარწმუნოებთ, მიუხედავად იმისა რომ არაფერს ვაკლებთ შეგნების შეძენაში.”

/მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 13 2017, 10:58 AM

"სიყვარული თავგანწირვაა. "დიდი და ფრიად საჭირო სათნოებაა ადამიანისთვის საკუთარი თავის უარყოფა, სხვისთვის თავის გაწირვა", - გვმოძღვრავს წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი. ამ მცნების აღსრულების საუკეთესო შემთხვევაც ოჯახში გვეძლევა. და რაც მთავარია, ადამიანის ხასიათი ისე კარგად არსად მჟღავნდება, როგორც ოჯახის წევრებთან ურთიერთობისას, როდესაც არ ფიქრობ, რას იტყვიან შენზე სხვები. მაშინ "ბუნებრივად", თავშეუკავებლად იქცევი, ოჯახში ხომ "სხვა" არ არის. ამიტომ წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი შინაურ ცხოვრებას სარკეს უწოდებს, რომელშიც ადამიანის ნამდვილი ხასიათი და ბუნება, უფროსობისმოყვარეობა, სხვებისთვის ჭკუის სწავლების სიყვარული, სიამაყე, ამპარტავნება, ბილწსიტყვაობა და სხვა მრავალი მანკიერება ყოველწამიერად ჩანს. გარეთ კი ვმალავთ ჩვენს ნამდვილ ზნეს და გარშემო მყოფთ კარგ ადამიანად ვაჩვენებთ თავს. ამიტომ, თუ გვსურს საკუთარი თავის უფლის მცნებებით აღზრდა, ოჯახშიც, როგორც ეკლესიაში, სიწმინდითა და მორიდებით უნდა ვიქცეოდეთ.

ერთ-ერთი დიდი სათნოებაა მოთმინება, რომელსაც ადამიანი ოჯახში უნდა მიეჩვიოს. აქ ყოველ წამს მოთმინება და სულგრძელობა გვმართებს. უნდა შევძლოთ, ავმაღლდეთ ჩვენს პიროვნულ ამბიციებზე, მოვუთმინოთ ერთმანეთს შეცდომები. მაგალითად, თუკი ვხედავთ, რომ ოჯახის ერთ-ერთი წევრი გადაღლილი ან გაღიზიანებული დაბრუნდა შინ, დავუყვავოთ. ბუნებრივია, ის უარყოფით მუხტს შემოიტანს, ყოველი ზედმეტი სიტყვა და მოქმედება უმეტესად გაანერვიულებს, ამიტომ უპირველესად სასიამოვნო ამბავი ვახაროთ, ნუ ვკითხავთ, რამ გააღიზიანა. შესაძლოა, ხშირად უმიზეზოდ, უსამართლოდ გვისაყვედუროს კიდეც. ამ დროს ყველაზე მეტი თავშეკავება გვმართებს, რომ ცხელ გულზე ისეთი პასუხი არ გავცეთ, უარეს მდგომარეობაში ჩავაგდოთ. თავმოყვარეობაზე რომ იტყვი უარს და უსიტყვოდ მოითმენ თუნდაც შეურაცხყოფას ოჯახის წევრისგან, ამით გამოხატავ, რომ შეგძლებია ჭეშმარიტი, ქრისტესმიერი სიყვარული. მაცხოვარმა ჩვენმა იესო ქრისტემ ხომ თავმდაბლობით, საკუთარი ნებით აიტანა ყველანაირი შეურაცხყოფა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:13 AM

"რკო პატარაა, მაგრამ მისგან დიდი მუხა იზრდება", - ასეთი პასუხისმგებლობით ეკიდებოდნენ ჩვენი წინაპრები ბავშვის პიროვნებად ჩამოყალიბების საქმეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 21 2017, 10:33 AM

"მამა პაისი ათონელი წერს: ,,დღეს სტუმრები მყავდა: ორი პატარა გოგონა, მშობლებთან ერთად. რამდენი სიხარული მომიტანეს ამ პაწაწინებმა! ანგელოზებივით იყვნენ. გვერდიგვერდ ისხდნენ და კაბის კალთით პატარა მუხლებს იფარავდნენ. როგორი რიდი და პატივისცემა ჰქონდათ! ხედავდნენ, როგორ იქცეოდნენ მათი ღვთისმოსავი მშობლები. მათი სიყვარული, ურთიერთპატივისცემა, კეთილგონიერი საქციელი, ლოცვა და სხვა მისთანანი აღიბეჭდება შვილების სულზე. ამიტომაც ვამბობ, თუ მშობლები შვილებს ღვთისმოსაობას გადასცემენ, ეს იქნება საუკეთესო მემკვიდრეობა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 26 2017, 12:41 PM

"თანამედროვე მწერლობიდან მეტად შთამბეჭდავად დამამახსოვრდა ნუგზარ შატაიძის ერთ-ერთი მოთხრობა, რომელშიც ასახულია ერთი ოჯახის ცხოვრება. ეს ოჯახი ძირძველი ტრადიციებით არის გამორჩეული. სამწუხაროდ, ეს ტრადიციები ირღვევა და მის შენარჩუნებას ერთგულად ცდილობს ქალბატონი, ამ ოჯახის უფროსი წევრი.
მისი შვილი და რძალი სისტემატურად ჩხუბობენ და სახლიდან უსიამოვნო სიტყვები და ყვირილი გამოდის. მათი ხმა რომ დაფაროს, ქალბატონს გამოაქვს გარდაცვლილი მეუღლის დოლი და მთელი ძალით, ხმამაღლა უკრავს მასზე.
ერთი შეხედვით ხომ თითქოს არაფერი ისეთი არ ხდება, მაგრამ ამას რომ კითხულობ, უკვე გრძნობ, ეს არის დიდი ლიტერატურა. ქალი იძულებულია, ასეთი საქციელით ოჯახის შელახული ღირსება დაიცვას. საოცარია ასეთი თავმოყვარეობა, ოჯახის ღირსებისადმი ასეთი დამოკიდებულება."

/პოეტი მზია ხეთაგური/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 29 2017, 11:11 AM

"- ეკლესიურ საიდუმლოებებში მონაწილეობა რამდენად ხსნის ბავშვის გონებას და რამდენად უწყობს ხელს მისი აზრების სწორი მიმართულებით მსვლელობას?

- ლოცვა უდიდესი მადლია. იგი აუცილებელია ყოველი მნიშვნელოვანი საქმიანობის დაწყების წინ. ვინაიდან სწავლა ბავშვის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი საქმიანობაა, სწავლის დაწყების წინ სასურველია, ბავშვმა წაიკითხოს "იესოს ლოცვა" ან "ლოცვა სწავლის დაწყების წინ". ლოცვა და ქრისტიანული საიდუმლოებები აძლიერებენ ბავშვებში რწმენას, ხოლო ძლიერი რწმენის ადამიანს ბევრი კარგი საქმის გაკეთება შეუძლია, მათ შორის სწავლაში წარმატების მიღწევაც.

ლოცვა, წირვა-ლოცვაზე დასწრება წმენდს ადამიანს შინაგანად, უხსნის სტრესებს და ფსიქიკურ დაძაბულობას, აღსარება ათავისუფლებს დანაშაულის გრძნობისგან, ხოლო უფლის ხორცთან და სისხლთან ზიარება - იმედით და რწმენით ავსებს."

/ფსიქოლოგი ივერი მეძველია/

"მშობლებისთვის სახელმძღვანელო უნდა იყოს შემდგომი რჩევები:

1. უპირობოდ მიიღეთ ბავშვი.

2. აქტიურად მოუსმინეთ მის განცდებს და მოთხოვნილებებს.

3. მეტი დრო დაუთმეთ მას.

4. არ ჩაერთოთ მის საქმეში, თუ ხედავთ, რომ იგი თავადაც წარმატებით უმკლავდება დაკისრებულ ამოცანას.

5. დაეხმარეთ, როდესაც ბავშვი გთხოვთ.

6. წაახალისეთ მისი უმნიშვნელო წარმატებაც კი.

7. კონსტრუქციულად გადაწყვიტეთ კონფლიქტები.

8. გაუზიარეთ თქვენი გრძნობები. ენდეთ, საკუთარი ღირებულება აგრძნობინეთ.

9. ყოველდღიურ ურთიერთობებში გამოიყენეთ კეთილგანწყობილი სიტყვები. მაგალითად: მე შენთან კარგად ვგრძნობ თავს, მიხარია შენი დანახვა, მომენატრე, შენ ეს შეგიძლია და ა.შ.

10. მოეხვიეთ და ჩაეხუტეთ არანაკლებ 4-ჯერ დღეში, უკეთესია 8-ჯერ.
მშობლები, რომლებიც ბუნებრივად და წარმატებით ასრულებენ ამას, ბავშვს უქმნიან ხელსაყრელ სააღმზრდელო პირობებს."

/ფსიქოლოგი ივერი მეძველია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 1 2017, 09:22 PM

"მოდი, ისე გავზარდოთ შვილები, რომ ყოველთვის შეძლონ განსაცდელების დათმენა და იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ მათზე მოწეული უბედურების ჟამს".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 2 2017, 11:12 AM

"მშობლებს, რომელთაც აქვთ არჩევანის შესაძლებლობა, ვურჩევ, შვილებისთვის ისეთი სკოლა გამოძებნონ, სადაც ზნეობრივი ატმოსფერო უფრო სუფთაა და ყურადღება არ გაამახვილონ მხოლოდ ზოგადსაგანმანათლებლო სტანდარტებზე, თუნდაც ეს არჩევანი მათ გარკვეულ ფინანსურ და სატრანსპორტო სიძნელეებს უქმნიდეს".

/დედა მაგდალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 10:56 AM

"კარგია, ბავშვები წმინდანთა ცხოვრების მაგალითებით აღვზარდოთ, მაგრამ არ შეიძლება მათ წაკითხულის შესრულება მოვთხოვოთ. ეს სულიერი ცხოვრების ის დონეა, რომელსაც ასე ადვილად ვერ მიაღწევენ".

/მღვდელი ალექსი უშინსკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 3 2017, 09:06 PM

"მშობლები შვილების უბიწოებისთვის უნდა ზრუნავდნენ. 1908 წელს წმინდა ბარსანოფი ოპტელი წუხდა: "ახალ თაობაში მეხსიერების დაკარგვა შეინიშნება. მათემატიკისა და საერთოდ მეცნიერებების შესწავლისადმი უუნარონი არიან. პროფესორ-მასწავლებლები გამუდმებით ამას ჩივიან. ეს იმით აიხსნება, რომ ისინი ადრეულად თანაცხოვრობენ. საშინელია წარმოსადგენად, მაგრამ ზოგიერთი თითქმის ათი წლისა იწყებს "ცხოვრებას", ხშირად ვხვდებით მათ შორის სიფილისს. განიხრწნება, ლპება, სულს ღაფავს ახალი თაობა. უღმერთოდ ცხოვრების ნაყოფნი აშკარად ჩანს".
მამა ბარსანოფი სხვაგან ჰყვება: "ერისკაცობაში სიზმარი ვნახე: ჯოჯოხეთი და მისი სატანჯველი. ვნახე იქ პატარა გოგონა, შვიდი წლისაც არ იყო. აქ როგორ მოხვდა, რა ცოდვა ჰქონდა ამ ერთი ციცქნას? ის კი მიყურებს და მპასუხობს, - აქ ბილწი ფიქრების გამო ვარო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 01:47 PM

"ბავშვი რომ აღზარდოს, თვითონ აღმზრდელი უნდა იყოს აღზრდილი. მაგრამ თუკი ასე არ არის, როგორ შეიძლება ამ ჩიხიდან გამოსვლა? - თვითაღზრდით. თუ ადამიანი გონიერია და თავის ნაკლს ხედავს, საკუთარი თავი, ქცევა ღვთის სიტყვას უნდა შეუჯეროს, ეცადოს, ემსგავსოს უფალს. კაცი ღვთის ხატად იმისთვის შეიქმნა, რომ შემოქმედს ემსგავსოს სათნოებებით. თუ ადამიანი გამუდმებით, დაუღალავად ეცდება, ღვთის მსგავსებას მიაღწიოს - სრულყოფისკენ წავა, შეეძლება, სწორად აღზარდოს სხვაც, ამ შემთხვევაში - ბავშვი."

/მეუფე იოანე (გამრეკელი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 7 2017, 02:31 PM

"ასე თუ ისე, მივხვდი, რომ თუ კაცი სიყრმიდან არ გამოიყენებს კეთილსასურველ შესაძლებლობებს, რომელიც მას ეძლევა, მაშინ ამით ეშმაკი ისარგებლებს... ამიტომაც მშობლები უნდა დაეხმარონ შვილებს, სანამ ისინი პატარები არიან. ბავშვები მაგნიტოფონის ჩაუწერავი კასეტები არიან. თუ მათზე ქრისტე ჩაიწერება, მაშინ ისინი მუდამ უფალთან იქნებიან. თუ არა, ადვილი იქნება მათი ბოროტებისკენ მიდრეკა. თუ კაცმა სულიერი შეწევნა ყრმობაში მიიღო, გინდა გზას ასცდეს, გონს მაინც მოვა. თუ ბავშვები ნელ-ნელა ღვთისმოშიშებით გაიჟღინთებიან, მათ ეს მთელი სიცოცხლე დაეხმარება."

/წმ. პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:33 PM

"მამა ხარლამპეს სულიერი შვილი იმაზე წუხდა, რომ მის 15 წლის იანიკისს, ადრე რომ არ აცდენდა კვირისა და სადღესასწაულო წირვებს და სულიერად მყარად იდგა ფეხზე, ახლა შუადღემდე ეძინა. მას მამა ხარლამპემ უთხრა: "მიწაში ჩავარდნილი სახარებისეული მარცვალი მალე არ კვდება. შენი შვილი ახლა გამოიცდება. ამ ასაკში საშინელი ბრძოლაა გაჩაღებული მატერიასა და სულს შორის. ახლა სასწორის პინა ხორცისკენ გადაიხარა. ეს იმას ნიშნავს, რომ ღმერთი მშობლისგან რაღაც მეტს ელის. თქვენი ლოცვებით კვლავ გადასწიეთ თქვენი ვაჟის სასწორის მარჯვენა პინა, რომ კვლავ ფეხზე წამოდგეს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 12:49 PM

"ადამიანის რელიგიური აღზრდის გადადება მომავლისთვის სახიფათოა. განა ბავშვობაში უფრო ადვილი არ არის მისი შეცდენა? ბავშვებმა ჯერ არ იციან, როგორია მანკიერებათა და შეცდომათა შედეგი. მათ არ ეეჭვებათ, რომ ვინმე მოატყუებს და ყველასი სჯერათ. შესაბამისად, ციცაბოზე მავალნი შეიძლება ადვილად გადაიჩეხონ, თუ რელიგია არ დაიცავს მათ გაღვიძებულ გონებას, ვიდრე მას მანკიერებები და ცრუ წესები არ დაუფლებიან", - ბრძანებს დეკანოზი ვალენტინ ამფითეატროვი.

"მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) ამბობს: ბავშვებს ხშირად ის ესმით, რასაც ვერ იგებენ მისი მშობლები. მახსოვს, ერთი პატარა აღდგომის კვირის დღეებში მაცხოვრის ხატის წინ იდგა და ხშირად იმეორებდა: "ქრისტე აღსდგა მკვდრეთით, სიკვდილითა სიკვდილისა დამთრგუნველი, და საფლავების შინათა ცხოვრების მიმნიჭებელი..." დედამ შეაჩერა და უთხრა: "არ შეიძლება ასე ხშირად ამ ლოცვის გამეორება". მან გაკვირვებულმა შეხედა: "ნუთუ ვერაფერი გაიგე? უფალს ეს ძალიან სიამოვნებს". ეს იმიტომ უთხრა, რომ ის გულში თავისი რწმენის ღმერთს უგალობდა.
სხვა შემთხვევაც მახსოვს. ჩვენთან ერთი ოჯახი ტიპიკონით ცხოვრობდა. საღამოთი 7 წლის ბავშვსაც კი აიძულებდნენ ლოცვების კითხვას. ერთხელ პატარამ ჩაიკითხა დაწესებული ლოცვები, შეხედა დედას და უთხრა: "ახლა, რადგან უკვე ვილოცვანეთ (ანუ "ლოცვანიდან" წავიკითხეთ), მოდი, ცოტა ვილოცოთო". მან იგრძნო, რომ რასაც აკეთებდა, დისციპლინური ვარჯიში იყო, მას კი უნდოდა, ღვთისათვის ეთქვა: "უფალო, მე შენ მიყვარხარ!" ანდა უბრალოდ წარმოეთქვა: "უფალო, მე მამა მიყვარს, დედიკო მიყვარს, მამა მივლინებაშია, გთხოვ დაიცავი", ანდა: "დედა დღეს გამიბრაზდა, გთხოვ, ანუგეშეო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 8 2017, 11:33 PM

"კარგი იქნება, თუ ბავშვს მივაჩვევთ, არასოდეს მოიხსნას ჯვარი - ბანაობის დროსაც ჯვარი უნდა ეკეთოს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 10 2017, 11:15 AM

"მორწმუნე ადამიანი უფლის მცნებებს ისე ვერსად აღასრულებს, როგორც საკუთარ სახლში, ოჯახში."

/წმ. გაბრიელ ეპისკოპოსი (ქიქოძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 15 2017, 09:54 PM

"გსურს, შვილი გამდიდრებული დატოვო? ასწავლე, რომ იყოს პატიოსანი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2017, 09:03 PM

"ფეხმძიმე ქალისთვის დიდია როლი აღსარებისა და წმინდა ზიარებისა. აქაც აღსარებაში ვგულისხმობ არა ფორმალურ მოვალეობას, არამედ თანდათანობით განწმენდას ყველაფრისგან, ანუ იმისგან, რასაც შეუძლია დაჭრას, განხრწნას ჩასახული ყრმა. ვფიქრობ, ფეხმძიმე ქალი ხშირად უნდა ეზიარებოდეს, ოღონდ სიმკაცრით, ყურადღებიანი მომზადებით, ისე რომ, როცა საზიარებლად მივა, ეს უნდა იყოს დასრულება რომელიმე, თუნდაც მომცრო მონაკვეთისა მის სულიერ გზაზე გულის, გონებისა და თავისი წარსული ცხოვრების განწმენდაში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 26 2017, 03:54 PM

"ყმაწვილის სულს თავისუფლება სწყურია, ამიტომ ძნელად ეგუება ნაირ-ნაირ დარიგებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2017, 02:41 PM

"შვილების გამო ნერვიულობა გაქრება, თუ ამ სიტყვების წარმოთქმას ვისწავლით: "ამქვეყნად უფალმა მომიყვანა და შვილები მაჩუქა, მათთვის სიცოცხლის მისაცემად მან მე გამომიყენა, მათი არსებობა უფალმა ჩემი სხეულისა და გრძნობების მონაწილეობით განახორციელა, მაგრამ მათთვის აბსოლუტურად ყველაფრის გაკეთებას ის ჩემგან არ ითხოვს. მე მათ მხოლოდ შესაძლებელი უნდა გავუკეთო, შეუძლებელს კი უფალს მივანდობ და ჩემი უძლურების გამო არ ვიღელვებ. უფალს მივენდობი და ჩემს შვილებსაც მას მივანდობ და დავმშვიდდები".

/არქიმანდრიტი ანდრია კონანოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 09:39 PM

"როგორც უწმინდესი ბრძანებს, ოჯახი მაშინ არის ბედნიერი, როდესაც მისი ყველა წევრი აღმოსავლეთით ანუ ღვთისკენ იხედება და ერთ ენაზე საუბრობსო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2017, 10:17 PM

"მეც ყოველ დღეს ლოცვით ვიწყებ და ვმადლობ ღმერთს, რომ მან გამომიგზავნა ჩემი შვილები, არა როგორც ტვირთი, არამედ როგორც გზა და საშუალება გადარჩენისა, როგორც ჯილდო და ცხოვრების ნუგეში. "

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2017, 08:03 PM

"ტოლსტოის თქმის არ იყოს, ყველა ოჯახი თავისებურად არის უბედური".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2017, 09:12 PM

"როდესაც ყმაწვილს სულისათვის სასარგებლო ჭეშმარიტებას ასწავლი, მისი ანგელოზი თითოეულ შენს სიტყვას სიცოცხლის წიგნში წერს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2017, 10:25 PM

"ბავშვი ნერგია. თავიდანვე როგორც წარმართავ, ისე გაიზრდება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 17 2017, 11:00 AM

"ერთი კაცი ჰყვებოდა: "ერთხელ მამა პაისისთან ერთად მანქანით სუროტში მივდიოდი. მე საჭესთან ვიჯექი. უეცრად მითხრა, - სწრაფად უკან მოაბრუნე. ამ წუთებში ოჯახი იშლებაო. დავბრუნდით ქალაქში, შევედით ერთ სახლში: ცოლ-ქმარი საშინლად ეჩხუბებოდა ერთმანეთს და ნივთებს ინაწილებდა. მამა პაისი გაესაუბრა მათ და შეარიგა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2017, 11:36 AM

"ბავშვს, რაგინდ პატარა იყოს, ლოცვა უკვე შეუძლია, - ბრძანებს ეპისკოპოსი ირინეოსი (ორდა, 1904). ისინი ხომ მშობლებს რაღაცას სთხოვენ ხოლმე. მაშ, რატომ არ უნდა შეევედრონ ზეციურ მამას? ამიტომაც ასწავლეთ შვილებს ლოცვა სიყრმიდანვე, რომ ლოცვა მოთხოვნილებად ექცეთ. ასწავლეთ, რომ ცხოველივით არ ეცნენ საზრდელს, რათა იცოდნენ, ვისაც ღვთის სიკეთეთა მიღება სურს, უნდა სთხოვოს და მადლობდეს ამისთვის. "მამაო ჩვენო", "ღვთისმშობელო ქალწულო" და სხვა მცირე ლოცვა ყველა ბავშვმა უნდა იცოდეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 12 2017, 11:28 AM

"თუ ვინმე გვკითხავს, ჩვენი ცხოვრების რომელი პერიოდი იყო ყველაზე ბედნიერი, ჩვენ ალბათ ვუპასუხებთ, რომ ეს იყო ბავშვობა. ბავშვობის მოგონებებში არის რაღაც განსაკუთრებული მიმზიდველი ძალა, მიუხედავად იმისა, რომ ბევრ ადამიანს მძიმე ბავშობა ჰქონდა. ბავშვობაში არის რაღაც აუხსნელი - ის, რაც დავკარგეთ, როცა გავიზარდეთ.
ბავშვის ემოციური სამყარო უფრო ღრმა და მდიდარია, ვიდრე მოზრდილისა. ბაშვი ყველაფერს, რაც მის გარშემოა, უშუალოდ აღიქვამს და თამაშშიც კი არ კარგავს უშუალობას. ადამიანის სიწმინდე პირობითია, მაგრამ ბავშვი, რომელშიც ჯერ არ გაუღვიძია ვნებებს, სამყაროს სხვა თვალით უყურებს და ხედავს იმას, რასაც ჩვენ ვერ ვხედავთ. ხატოვნად თუ ვიტყვით, იგი ცაზე იმ ვარსკვლავებს ხედავს, რომლებიც ჩვენი თვალისათვის უხილავია.
ბავშვს შეუძლია უფრო ღრმად განიცადოს, უფრო გულწრფელად უყვარდეს, უფრო ერთგული მეგობარი იყოს. როცა ადამიანს ძალიან უჭირს, უნებლიეთ იხსენებს ბავშვობას - ნათელ განთიადს მისი ცხოვრების ცის კამარაზე, რომლებიც შემდეგ ღრუბლებითა და ბინდით დაიფარება. თავად ბავშვის უბრალოება, რომლებიც ჩვენ დავკარგეთ, არის მისი ბედნიერების წყარო, ხოლო ბავშვის უბიწოება - ყველაზე დიდი ძალა. ბავშვობა ადამიანის სიცოცხლის მარგალიტია."

/არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 16 2017, 12:01 PM

"ოჯახის დარღვევა, განქორწინება, უპირველესად, დამღუპველად მოქმედებს ბავშვებზე. ბავშვები ძალზე მტკივნეულად და მძიმედ განიცდიან ოჯახის დარღვევას. ოჯახიდან ერთ-ერთი მშობლის წასვლას ბავშვი პირად ტრაგედიად იღებს, რომელიც მის ცხოვრებასა და ფსიქიკაზე ღრმა და განსაკუთრებულ ჭრილობებს ტოვებს".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2017, 09:54 PM

"შესაძლებლობებისამებრ ბავშვები ატარეთ ისეთ წრეებზე, რაც მათ სულიერ, ინტელექტუალურ და ფიზიკურ განვითარებას შეუწყობს ხელს; ასწავლეთ საქართველოს ისტორია, ქართული სიმღერა-გალობა, ცეკვა, ატარეთ სპორტზე, – აღმოაჩინეთ მათში ესა თუ ის ნიჭი და მიდრეკილება და წაახალისეთ; ჩაუნერგეთ, რომ ისინი არინ ნიჭიერნი, რათა ბავშვებმა მონდომებითა და სიყვარულით გააკეთონ ყველაფერი. სასურველ გარემოში ყოფნა კი მათ შესძენს გულითად მეგობრებს და გარკვეულწილად დაცულნიც იქნებიან მავნე ზეგავლენებისგან.

მოუწონეთ სხვისი დახმარება, გასნაკუთრებით განსაცდელში მყოფის თანადგომა, ასწავლეთ ღვთის სიყვარული, ასწავლეთ წესრიგი, მადლიერების გამოხატვა, სისუფთავის სიყვარული, დროის სწორი გამოყენება… და მომავალში ისინი თქვენი დიდი მოსიყვარულენი და დამფასებელნი იქნებიან."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2017, 03:00 PM

"ჩვენ გვაქვს სინანული და ლოცვა. საკუთარ თავს უშველე და მაშინ შვილის შველასაც შეძლებ".

/დეკ. იგორ სმერტინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:27 PM

"მამაჩემმა და დედაჩემმა ერთი შვილი საკურთხეველს გაუზარდეს ჩემი სახით. ჩვენი ქვეყანა ძლიერი მაშინ იქნება, თუ ყოველი ოჯახი ერთ შვილს მაინც შესწირავს საკურთხეველს".

/პატრიარქი ეფერემ მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 12:44 PM

"თუ ოჯახში ზნეობრივი აქცენტები არასწორადაა დასმული, ბავშვი აუცილებლად აურევს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2017, 08:53 PM

"ბავშვის გული ბაღია, მშობლები კი - ღვთის მიერ დადგენილი მებაღეები, მათ თავიანთი შვილების გულის ბაღი ადრეული ასაკიდანვე სარეველებისგან უნდა გაწმინდონ".

/დეკ. იგორ სმერტინი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2017, 11:30 AM

"არ მინდა, შვილებს ყველაფერი ერთბაშად მოვახვიო თავს და ზედმეტად გადავტვირთო მოვალეობებით, რათა სარწმუნოებრივი ცხოვრება მათთვის მოსაბეზრებელი არ გახდეს."

/მამა ანდრია გელაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2017, 11:18 PM

"პატივი ეცი მშობლებს, თუ რაიმე გაქვს კარგი, იცოდე, რომ ეს მშობლებისგან არის მოცემული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:38 AM

"ბავშვებიც უნდა მოვარიდოთ და ჩვენც უნდა ვერიდოთ შემთხვევით გადაცემებს, შემთხვევით წიგნებს, შემთხვევით ინფორმაციას, რადგანაც შემთხვევითობა არ არსებობს, არსებობს ჩვენი უცოდინარობა, და ამ უცოდინარობის ნაპრალში შეიძლება ისეთი რამ შემოვიდეს, რაც ცნობიერებას ძალიან დაგვიზიანებს და რომლის გამოსადევნადაც შემდეგ დიდი ძალისხმევა დაგვჭირდება."

/დეკ. გიორგი სხირტლაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 21 2017, 10:55 AM

"დიდი პასუხისმგებლობაა შვილების აღზრდა. თითქოს სათუთად უნდა განბანო მათი სულები და ისე უნდა მიიყვანო უფალთან".

/მამა დავით (შენგელია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2017, 03:12 PM

"ზოგიერთი მშობელი თავისი ხორციელი სიყვარულით რყვნის შვილებს, არ უფრთხილდება მათ სულს. ალბათ გინახავთ, როცა პატარა იგინება, მის ახლობლებს კი უხარიათ. მათთვის საგულისხმო ერთ ამბავს გავიხსენებთ.

წმინდა გრიგოლ დიოლოღოსი მოგვითხრობს: ჩვენს ქალაქში ერთი ცნობილი კაცი ცხოვრობდა, რომელსაც ხუთი წლის შვილი ჰყავდა, უზომოდ უყვარდა და მიშვებული ჰყავდა თავის ნებაზე. ბიჭს, დაბრკოლებისას, ჩვეულებად ჰქონდა ღვთის ძალმოსილების გინება. უეცრად ავად გახდა. მამას მომაკვდავი ბიჭი ხელში ეჭირა. ბავშვმა მისკენ მომავალი ბოროტი სულები დაინახა და შეშინებულმა იყვირა: - დამიცავი, მამიკოო. თავი მშობლის მკერდში ჩამალა. მამამ ჰკითხა, - რასა ხედავო? აკანკალებულმა ბიჭმა - შავი კაცები მოვიდნენ და ჩემი წაყვანა უნდათო. თქვა ეს, ღვთის ძალმოსილებას შეაგინა და სული განუტევა.

ყოვლადძლიერმა ღმერთმა, იმისთვის, რომ დაენახვებინა ჩვენთვის, რა დანაშაულისთვის მიეცა ბიჭი ასეთ სატანჯველს, დაუშვა, რომ მომაკვდავს გაემეორებინა ჩვეული სიტყვები, რისთვისაც მამა არ ტუქსავდა. მრავლის დამთმენმა ღმერთმა დაუშვა, რომ ღვთისმგმობელს ეთქვა გმობის სიტყვები სიკვდილის წინ, რათა მამამისი მიმხვდარიყო თავის დანაშაულს, რომ შვილის სულისადმი უყურადღებობით მან პატარა ცოდვილი გაზარდა გეენიის ცეცხლისთვის, - ბრძანებს წმინდა გრიგოლი დიოლოღოსი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2017, 11:28 AM

"ოჯახური კონფლიქტები სიყვარულის ნაკლებობის შედეგია".

/მამა გიორგი რაზმაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:40 PM

"სამყარო დაიღალა მრავალი ლამაზი სიტყვებისგან - მაგალითია საჭირო. თუ მშობლები შვილებს მაგალითს უჩვენებენ თავიანთი ცხოვრებით, ისინი მათ კარგად აღზრდას შეძლებენ. თუ იჩხუბებენ, თუ მათ შორის მშვიდობა არ იქნება, - ვერ შეძლებენ უთხრან შვილებს, - წესიერად მოიქცნენ და მორჩილები იყვნენ. ასე არაფერი გამოვა".

/მამა მოსე (აგიოტარისი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2017, 03:54 PM

"მშობლების მიმფერებელი პიროვნება"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2017, 10:47 AM

"ღვთის ბოლომდე შემყვარებელი ოჯახი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 11 2017, 12:41 PM

"- როგორ შევურჩიოთ სახელი ბავშვს? ახდენს თუ არა სახელი გავლენას ადამიანის ცხოვრებაზე?

- სასურველია, ბავშვს სახელი რომელიმე წმინდანის პატივსაცემად დავარქვათ, რომელიც განსაკუთრებულ მფარველობას და მეოხებას გაუწევს მას; უმჯობესია, იმ წმინდანისა, რომლის ხსენების დღესაც დაიბადება, თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ მშობლებს შვილისთვის სხვა, მათთვის სასურველი სახელის დარქმევა ეკრძალებათ. ბავშვს უნდა მოვუთხროთ მისი მოსახელე წმინდანის ცხოვრების შესახებ, შევუძინოთ მისი ხატი და შევაჩვიოთ მის წინაშე ლოცვას. ცხადია, მშობლებმაც უნდა ილოცონ მის წინაშე, გამოსთხოვონ მეოხება, კურთხევა და შეწევნა თავიანთი შვილისთვის. მშობლების, განსაკუთრებით დედის ლოცვას, უდიდესი ძალა შესწევს.

როდესაც ბავშვი წმინდანის სახელს ატარებს და იცნობს მის ცხოვრებას, ეს მის პირად ცხოვრებაზეც ახდენს გავლენას - მას თვალწინ ღვთისსათნოდ მცხოვრები ადამიანის მაგალითი უდევს და ცდილობს, შეძლებისამებრ მაინც მიბაძოს მას."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2017, 10:00 AM

"ნიჭის მიგნებაში მშობლებიც უნდა დაეხმარონ შვილებს. ზოგჯერ მშობელი ბავშვს თავს ახვევს მისთვის ხელსაყრელ ანდა სასურველ ინტერესებს, არ ითვალისწინებს შვილის პიროვნულ თავისებურებებს, ინტერესებს, მიდრეკილებებს და ამით თრგუნავს მის ნიჭს."

/მამა ირაკლი კუთხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2017, 12:57 PM

"ბავში აღზარდეთ თოთო და ჩვილი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2017, 10:33 AM

"- სიყვარულთან, შეგონებასა და დარიგებასთან ერთად ბავშვის აღზრდისას ვერც დასჯას ავარიდებთ თავს. სასჯელს იგივე მიზანი აქვს, რაც სარეველების ამოძირკვას, - ბრძანებენ წმინდა მამები. მაგრამ როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, უფროსებმა უნდა იცოდნენ, რა მეთოდები გამოიყენონ და საერთოდ, რომელი საქციელისა და მანკიერი თვისების გამო დასაჯონ ბავშვი. რას გვეტყვით ამაზე? საზოგადოდ, მისაღებია თუ არა ბავშვის ფიზიკური დასჯა?

- როდესაც ჯერი ბავშვის დასჯაზე მიდგება, სასჯელის სახე და ზომა მისი სულიერი მდგომარეობის, ჩადენილი დანაშაულის შეგრძნების მიხედვით უნდა შევარჩიოთ. თუ ბავშვი ნანობს ჩადენილს, პატიებას ითხოვს და პირობას დებს, რომ მსგავს საქციელს აღარ ჩაიდენს, მისი დასჯა საჭირო არ არის. ასევე არ უნდა დავსაჯოთ ბავშვი უნებლიე საქციელის გამო - თუ შემთხვევით რაიმე გაუფუჭდა, ვერ სწავლობს ისე, როგორც მისი რომელიმე თანატოლი ან არ იცის საზოგადოებაში ქცევის წესები. ასეთ დროს დასჯა კი არა, დახმარებაა საჭირო.

უმართებულოა ბავშვის დასჯა მაშინაც, თუ მას კარგი ურთიერთობა აქვს ადამიანთან, რომელთანაც მშობლებს ცუდი დამოკიდებულება აქვთ. მაგრამ თუ ბავშვი შურიანია, ამპარტავანია, ჯიუტობს, ბილწსიტყვაობს და სხვა მანკიერ თვისებებსა და ცოდვით მიდრეკილებებს ავლენს, საჭიროა დავსაჯოთ. სასჯელად შეიძლება გამოვიყენოთ საყვედური, მკაცრი გაფრთხილება, თამაშის დროებით აკრძალვა, ოთახში ჩაკეტვა. უფრო პატარები შეიძლება კუთხეშიც დავაყენოთ. უმჯობესია, საყვედურსა და მკაცრ გაფრთხილებას დავჯერდეთ, მაგრამ თუ ბავშვზე შედარებით ლმობიერი მეთოდები არ მოქმედებს, დასჯის სხვა სახეს მივმართოთ.

ცემა დასჯის ყველაზე მკაცრი სახეა, ამიტომ ყოველნაირად ვეცადოთ, მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში გამოვიყენოთ. მაგალითად, როცა ბავშვი ჯიუტად არ იშლის ცუდ ჩვევებს, განუწყვეტლივ ცრუობს, ქურდობს, ბილწსიტყვაობს და ა.შ. ფიზიკური დასჯისას არავითარ შემთხვევაში არ დავარტყათ სახესა და თავში. ამასთანავე, თუ ბავშვს ხშირად და ყველა უმართებულო საქციელის გამო ვცემთ, ის ამის უგულებელყოფასაც დაეჩვევა, სასტიკი და გულცივი გახდება.
არამც და არამც არ შეიძლება ბავშვის დასჯა გადაჭარბებული სიმკაცრითა და მრისხანებით - ეს უფრო მშობლების ვნების გამოვლინება იქნება. დასჯის მიზანი ბავშვის გამოსწორება უნდა იყოს, ამიტომ გაცხარებულ გულზე ამ მეთოდს ნუ მიმართავთ, რადგან "გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმერთის სიმართლეს"; უმჯობესია, როგორც წმინდა მამები გვმოძღვრავენ, გადავდოთ დასჯა, ვიდრე გაბრაზება გადაგვივლიდეს.

წმინდა მამები, როდესაც ბავშვის აღზრდის საკითხს ეხებიან, გვირჩევენ, ნებისმიერ საკითხში ზომიერება ანუ სამეუფო, შუალედური გზა ავირჩიოთ, რადგან გადაჭარბებული სიმკაცრეც და ლმობიერებაც ბავშვზე უარყოფითად მოქმედებს.

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2017, 08:59 PM

"ბავშვი უნდა იყოს ისეთი, როგორც ბავშვს შეეფერება. უნდა იყოს ცელქი, უნდა უყვარდეს სპორტი და უნდა უყვარდეს წიგნი".

/ჯემალ კუხაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 2 2017, 10:32 AM

"ბავშვის სული ფაქიზია. როგორც ცვილზე ბეჭედი, ისევე აღიბეჭდება მასზე ნანახი და გაგონილი. დროთა განმავლობაში ის ან ბოროტებისკენ მიიდრიკება, ან სათნოებისკენ, ამიტომ თუ სული ცხოვრების კარიბჭესთანვე განვარიდეთ ბოროტებას და უკეთესი გზისკენ მივმართეთ, მომავალში ეს ჩვევად გარდაისახება, მის ბუნებად იქცევა და ისიც აღარ მიიდრიკება უარესისკენ, რადგან ჩვევა მას კეთილი საქმეებისკენ წარმართავს", - ბრძანებს წმინდა იოანე ოქროპირი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 3 2017, 09:55 AM

"ბავშვის სულიერ ცხოვრებაზე ზრუნვა არამცთუ დაბადების, ჩასახვის დღიდანვე უნდა დავიწყოთ. როგორც დედა მაგდალინა შეგვაგონებს, თუ მშობლებს სურთ, იშვას სულიერი არსება, ისინი განუწყვეტლივ უნდა ლოცულობდნენ, ხშირად ამბობდნენ აღსარებას, ეზიარებოდნენ და იღებდნენ სხვა საეკლესიო სიწმინდეებს, მეტადრე - დედა, რათა მასთან ერთად ნაყოფიც განიწმინდოს. როგორც დედის მიერ მიღებული ხორციელი საზრდოთი საზრდოობს მუცლადმყოფი ნაყოფი ხორციელად, ასევე ასაზრდოებს მას სულიერად დედის მიერ მიღებული სულიერი საზრდო."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 4 2017, 11:29 AM

"- ზოგიერთი ახალშობილს, თითქოსდა ავი თვალისგან დაცვის მიზნით, გიშრის თვალს ან სხვა სახის თილისმას უკეთებს. თუ ბავშვი ჭირვეულობს ან ავადაა, შემლოცველ დედაკაცებს ალოცვინებენ. როგორი დამოკიდებულება აქვს მართლმადიდებელ ეკლესიას ყოველივე ამის მიმართ?

- უკეთურობათაგან დასაცავად ბავშვს ჯვარი უნდა დავკიდოთ და არა თილისმა, ჭირვეულობისა და სნეულების დროს კი ეკლესიაში მივიყვანოთ და დავალოცვინოთ ღვთისმსახურს, რომელიც, თუ საჭირო იქნება, მის სახელზე საგანგებო მსახურებას - პარაკლისსაც აღავლენს. არავითარ შემთხვევაში არ შევალოცვინოთ შემლოცველ დედაკაცებს."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

"ბოლო წლებში ჩვენი ქვეყნის ოჯახთა უმრავლესობა ისე ირჩენს თავს, რომ მათი წევრები ხშირად თავადაც ვერ ხვდებიან, როგორ ახერხებენ ამას. ბევრს არა აქვს სტაბილური შემოსავალი და დღეს თუ რაღაც თანხა იშოვეს, ხვალ უკვე აღარ იციან, შეძლებენ თუ არა ამას. ასე გრძელდება წლიდან წლამდე და, რა თქმა უნდა, ეს არ არის ადვილი გადასატანი. მაგრამ ასეთ ვითარებაში განსაკუთრებით შეიგრძნობა უფლის მზრუნველობა.

როდესაც თითქოს არსად ჩანს გამოსავალი, სწორედ მაშინ მოდის დახმარება საიდანღაც. ეს, რა თქმა უნდა, უფლის წყალობის გამოვლენაა. ამან მაინც დაგვანახოს, რაოდენ ზრუნავს ღმერთი ჩვენზე, რა ხშირად გვიწვდის დახმარების ხელს! თანაც ეს წყალობა მხოლოდ ეკლესიურად მცხოვრებ ხალხზე კი არა, ყველა ჩვენგანზე ვრცელდება."

/დეკ. დავით ციცქიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 5 2017, 11:47 AM

"საუკეთესო მემკვიდრეობა, რაც კი შეიძლება მშობლებისგან მივიღოთ, ქრისტიანული აღზრდაა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 10:47 AM

სიტყვა ბავშვების აღზრდაზე

„ერთმა გამოცდილმა მოსაგრემ ბავშვების გაზრდაზე კეთილად დაარიგა მნახველნი.
- ძალზე ვწუხვარ მამაჩემის უყურადღებობის გამო, რადგან მოძღვართან აღსარებაზე მხოლოდ 18 წლისა მოვხდი. მიაღწევს ბავშვი 6-7 წელს - მორჩა, მიგვყავს ის მოძღვართან... ამიტომაც როცა მთაწმინდიდან შინ დაბრუნდებით, თვალყური ადევენეთ შვილებს, განსწავლეთ ისინი რწმენაში. ილოცეთ თქვენი შვილებისთვის მართალი იობივით. ილოცეთ ასე: „ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო, დაიფარე ჩემი შვილები, დაიცავი ისინი, შემეწიე მე, ყოვლადწმინდაო ღვთისმშობელო“.
გამოისახეთ ჯვარი, თქვენი შვილებისთვის უგალობეთ ღვთისმშობელს რაიმე ტროპარი. თვალყური ადევნეთ მათ - სად მიდიან ღამით, ვისთან მეგობრობენ, რამეთუ ცუდი საზოგადოება გარყვნის კეთილ ზნეს (1 კორ. 15,32). შენი ბავშვი შესაძლოა კარგია, მაგრამ სხვა გარყვნილია და შეუძლია დამღუპველად იმოქმედოს მასზე“.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 11:14 AM

"- როგორ უნდა მოემზადოს ოჯახი ბავშვის დასახვედრად?

- შვილიერება ღვთისგან ბოძებული უდიდესი საჩუქარია, ამიტომ ოჯახმა უწინარეს ყოვლისა ის უნდა გააცნობიეროს, რაოდენ დიდი საჩუქარი ებოძათ ღვთისგან და საკადრისად მიეგებოს მას - სასურველია, ახალშობილის შინ მიყვანამდე სახლი მოძღვარს ვაკურთხებინოთ, ჩვენ კი ხშირად ვაპკუროთ ნაკურთხი წყალი ბავშვს და ყველა ნივთს, რომელსაც ის ეხება.

დაბადებიდან მერვე დღეს ბავშვი ღვთის წინაშე წარსადგენად ეკლესიაში უნდა მივიყვანოთ. ამავე დროს მას ვარქმევთ სახელს და თუ სურვილი გვექნება, შეიძლება მოვნათლოთ კიდეც. საერთოდ, სასურველია, ახალშობილი მეორმოცე დღემდე მოინათლოს. ნათლობა ძალზე მნიშვნელოვანია - ამ დროს ჩვილს მიეტევება პირველქმნილი ცოდვა და იძენს მფარველ ანგელოზს, რომელიც მას ყოველგვარი უკეთურებისაგან დაიცავს და დაიფარავს. ამასთანავე, სწორედ ნათლობის, სულიერი შობის შემდეგ შეიძლება ბავშვის ზიარება, ეკლესიაში ტარება, ნაკურთხი წყლისა თუ სხვა საეკლესიო სიწმინდეების მიცემა და სხვა საეკლესიო წესების აღსრულება, რაც აუცილებელია მისი სულიერი ცხოვრების სწორად წარმართვისათვის.

როდესაც ოჯახში ახალშობილია, ოჯახის წევრები უნდა ეცადონ შეინარჩუნონ სიმშვიდე, თავი შეიკავონ გაღიზიანებისა და კამათისგან, განსაკუთრებით - ბავშვის თანდასწრებით. ცხადია, ეს გადაბმული ქეიფისგან თავის შეკავებასაც გულისხმობს. "ნუ იფიქრებთ, თითქოს მათ (პატარებს) არაფერი ესმით, არაფერი იციან. მათ ყველაფერი ესმით და ყველაფერი იციან. ისინი მთელი არსებით ისრუტავენ ყველაფერს", - შეგვაგონებს არქიმანდრიტი ამბროსი."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:05 PM

"მშობლების წმინდა ცხოვრება გავლენას ახდენს ბავშვზე, და ისიც, ბუნებრივია, გამგონე, მოკრძალებული და წესიერი იზრდება. ასეთი ბავშვი ახარებს მშობლების გულს, ასევე მშობლებიც ახარებენ შვილის გულს, აქაც და იქაც, მარადიულ ცხოვრებაში, სადაც კვლავ ერთად იქნებიან".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 6 2017, 09:40 PM

„- როგორ და რა ასაკიდან მივაჩვიოთ ბავშვი ლოცვას?

- ბავშვები, განსაკუთრებით - პატარები, უფროსების, მით უფრო - საკუთარი მშობლების ცხოვრებას ისახავენ წესად. "პირადი მაგალითი გაცილებით უფრო ქმედითია, ვიდრე სიტყვები. სინამდვილეში სწორედ ის აძლევს ბავშვებს ღმერთისკენ მოქცევის ძალას", - შეგვაგონებს დედა მაგდალინა. თუკი ბავშვი დაინახავს, რომ მშობლები სისტემატურად აღავლენენ ლოცვით კანონს, თვითონაც გაუჩნდებათ ლოცვის სურვილი და მიბაძავენ მათ. ბავშვს პირველ რიგში უნდა ვასწავლოთ საუფლო ლოცვა - "მამაო ჩვენო". იგი სხვა ლოცვებზე გაცილებით ადვილი სასწავლია და პატარებს მისი დაზეპირება არ უჭირთ.

ლოცვასთან ერთად ბავშვი უნდა მივაჩვიოთ პირჯვრის გამოსახვას - როდესაც ადამიანი პირჯვარს იწერს, მისგან განიდევნება ბოროტი ძალა, დაცული და კურთხეულია მისი ყოველი საქმე და ნაბიჯი. ბავშვს უნდა ვასწავლოთ, როცა რამისა შეეშინდება, პირჯვრის გამოსახვით დაიცვას თავი. ასევე, მივაჩვიოთ ჯვრის გამოსახვას საზრდელისა და სასმლის მიღების წინ, ძილის წინ და ძილის შემდეგ, როცა სადმე მიემგზავრება ან სადმე შესვლას აპირებს, რათა მისი ყოველი მოქმედება ჯვრის ძალითა და მადლით იყოს დაცული და კურთხეული. მოზრდილ ბავშვს შეიძლება წავუკითხოთ სპეციალური რელიგიური ლიტერატურა, სადაც ჯვრის მნიშვნელობა მისთვის გასაგები ენით არის გადმოცემული.“

/მამა გაბრიელ დარჯანია/


"მას შემდეგ, რაც ბავშვი დაიბადება, უნდა ვეცადოთ, ხშირად ვატაროთ ეკლესიაში და ეკლესიურ ყოფა-ცხოვრებას მივაჩვიოთ, ეს არის ყველაზე აღმატებული, რაც კი შეიძლება ბავშვის სულიერ, ქრისტიან არსებად ჩამოყალიბებისთვის გავაკეთოთ.

"ისევე როგორც პირველი საკვები - ტემპერამენტზე, პირველი საგნებიც ძლიერ გავლენას ახდენს სულის ჩამოყალიბებაზე. განვითარების პროცესში მყოფი გრძნობა წარმოსახვისთვის პოულობს ობიექტებს. წარმოსახული საგანი ილექება მეხსიერებაში და, ასე ვთქვათ, სულის შემადგენელ ნაწილად იქცევა. დაე, გრძნობამ პირველი შთაბეჭდილებანი წმინდა საგანთა ჭვრეტისაგან მიიღოს.

ხატისა და კანდელის შუქისგან - თვალმა, წმინდა საგალობლებისგან - სმენამ და სხვა. ჩვილს ჯერ კიდევ არაფერი ესმის იმისა, რაც მის თვალწინაა, მაგრამ მისი თვალი და სმენა მიმართულია მათკენ და ისინიც, იპყრობენ რა მის გულს, ამით განაშორებენ მისგან სხვა საგნებს... ამიტომ უნდა ვეცადოთ, ჩვილი განვარიდოთ ყველაფერს, რაც შებილწავს მის გონებას და შერყვნის სულს", - გვმოძღვრავენ ეკლესიის მამები.

როდესაც ბავშვი ჩვილობიდანვე ეკლესიის წიაღში იზრდება და საეკლესიო წესების შესაბამისად ცხოვრობს, იმ ასაკში, როდესაც აზროვნება უყალიბდება, უკვე იცის, რომ ეკლესიური ცხოვრება, რაც ღვთისმოშიშებით, კრძალულებით, სიყვარულით და მორჩილებით ცხოვრებას გულისხმობს, უმთავრესია. მასში ნაკლებად დაიბუდებს მანკიერებები და ცოდვილი ჩვევებიც: ამპარტავნება, შური, მრისხანება, სიზარმაცე, თავშეუკავებლობა, სიცრუე, სიჯიუტე და ა.შ."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2017, 01:07 PM

- ზოგჯერ ბავშვი უარს ამბობს ლოცვის აღვლენაზე. გამართლებულია თუ არა დაძალება?

- "და ლოცვასაც ნუ მოახვევ ძალით თავს - შეიძლება მობეზრდეს. ურჩიე, ცოტა მაინც ილოცოს დილას და საღამოს; თუნდაც ლოცვა არ წაიკითხოს, შინაგანი მზერით მიმართოს ღმერთს, ძილის წინ მადლობა შესწიროს განვლილი დღისთვის, დილით შესთხოვოს მშვიდობიანი დღე - თუნდაც თავისი სიტყვებით მიმართოს, ოღონდ მართლა მიმართოს, ესეც საკმარისი იქნება", - ასეთ შეგონებას აძლევს მშობლებს წმინდა თეოფანე დაყუდებული. საერთოდ, უნდა ვიცოდეთ, რომ ბავშვს არ უნდა დავაძალოთ არც ტაძარში წასვლა და არც სხვა საეკლესიო წესების დაცვა-აღსრულება. ამას შესაძლოა საპირისპირო შედეგი მოჰყვეს."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 8 2017, 01:26 PM

"ბავშვის აღზრდაზე პაისი ამბობს: "პირველი "სურდო" შვილს მშობლების გაშიშვლებული გრძნობების წყალობით ემართება. ყველაზე ადვილად ავადმყოფობა დედისგან გადაედებათ: როცა დედა მოკრძალებულად არ იცვამს და თავისი ქცევით სულიერად აღატაკებს ბავშვს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 10:43 AM

"ვიდრე [შვილები] პატარები არიან, შთააგონეთ რწმენა და ღვთის შიში. დარიგებებით და კეთილი მაგალითებით შეუქმენით სიწმინდის საზღვარი, რომელსაც ვერ გადავლენ".

/ბერი ფილოთეოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2017, 08:25 PM

- რა ასაკიდან უნდა მივაჩვიოთ ბავშვი მარხვას?

- თუ ბავშვი ჯანმრთელია და თავადაც გამოთქვამს სურვილს, შეიძლება, სამი წლიდანაც მივაჩვიოთ ოთხშაბათისა და პარასკევის მარხვის დაცვას, მაგრამ კი არ მოვთხოვოთ, არამედ შევთავაზოთ - ხომ არ ვიმარხულოთ-თქო. თუ ბავშვი სულიერ გარემოში იზრდება, თორმეტი წლისთვის მას უკვე გაცნობიერებული აქვს მარხვის არსი და მნიშვნელობა და იგი უფროსების შეგონების გარეშე შეუდგება მის დაცვას, თუმცა ამისთვის აუცილებელია მოძღვრის ლოცვა-კურთხევა. ყოველი ბავშვისთვის, მისი სულიერი და ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, სწორედ სულიერი მამა განსაზღვრავს მარხვის საზომს.

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2017, 11:09 AM

"- საჭიროა თუ არა ბავშვისთვის "წმინდა წერილის" კითხვა? საზოგადოდ, რა სახის ლიტერატურა ვუკითხოთ ბავშვებს?

- "გინდა მორჩილი შვილი გყავდეს? ბავშვობიდანვე უფლის სწავლებითა და მოძღვრებით გაზარდე. არ გეგონოს, საღმრთო წერილის მოსმენა ზედმეტი იყოს მისთვის. იგი იქ უპირველესად შენთვის სასარგებლო მცნებას ამოიკითხავს: პატივი ეც დედასა და მამასა შენსა", - გვმოძღვრავს წმინდა იოანე ოქროპირი.
ამას გარდა, წმინდა წერილის კითხვით ბავშვი სხვა სარგებელსაც იძენს. როგორც წმინდა მამები შეგვაგონებენ, მისი კითხვისას ბავშვის სული აღინთება საღმრთო შურით; როცა მოსაგრეთა ღვაწლისა და მოწამეთა ტანჯვის შესახებ მოვუთხრობთ, მისი წარმოსახვა აღივსება წმინდანების ნათელი სახეებით, მეხსიერება სათნოებათა გამოცდილებით და ბრძნული შეგონებებით გამდიდრდება.

ამდენად, წმინდა წერილის კითხვა არამცთუ საჭირო, აუცილებელიც არის, ხოლო ის, საღმრთო წერილის რომელი ადგილები ვუკითხოთ ბავშვს უპირველესად, როგორი ხანგრძლივობითა და რა პერიოდულობით, - სულიერ მოძღვართან უნდა შევათანხმოთ.

რაც შეეხება მხატვრულ ლიტერატურას, ჩვილს უმთავრესად ზღაპრებს და პატარა მოთხრობებს უკითხავენ, თუმცა მათი ყურადღებით შერჩევა გვმართებს, რათა ბავშვის სული არ დავაზიანოთ. მაგალითად, ბოლო დროს გახმაურებული საბავშვო რომანი "ჰარი პოტერი" აშკარად გმობს და ეწინააღმდეგება ყველაფერს, რასაც განადიდებს და თაყვანს სცემს წმინდა ეკლესია. ცხადია, მისი წაკითხვა ბავშვის სულზე დამანგრევლად იმოქმედებს.

ასევე უნდა ვერიდოთ ისეთი ზღაპრებისა და მოთხრობების კითხვას, სადაც საუბარია ავსულებზე, დემონებზე, ბოროტებასა და სისასტიკეზე, ბავშვი უნდა მოვარიდოთ მსგავს მულტიპლიკაციურ და მხატვრულ ფილმებს, რადგან შესაძლოა მათგან მიღებული შთაბეჭდილებები მძაფრად ჩაებეჭდოს გონებაში და სიზმარშიც იხილოს, რასაც აუცილებლად მოჰყვება შიში, გაღიზიანება თუ სხვა სახის არასასიამოვნო შეგრძნება.

აქვე უნდა ითქვას, რომ მაზიარებელი ბავშვები თვითონვე ამბობენ უარს მსგავს ლიტერატურასა და ფილმებზე, რადგან მათში ღვთის მადლი მძლავრობს. პატარების სული უნდა გავამდიდროთ ალეგორიული და საეკლესიო ზღაპრებისა თუ მოთხრობების კითხვით, რომლებიც მათ სიკეთეს, სიყვარულსა და სხვა სათნოებებს ასწავლის."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 09:23 AM

"- ბავშვებს ხშირად უჩნდებათ კითხვა: არსებობენ თუ არა ბოროტი სულები. როგორ ვესაუბროთ მათ ავსულებზე? გამართლებულია თუ არა ბავშვის დაშინება ავსულებით, როდესაც ის ჯიუტობს, ცელქობს, არ ჭამს ან არ იძინებს?

- როგორც დედა მაგდალინა შეგვაგონებს, ბოროტ სულებზე საუბრისას მეტისმეტი დაკონკრეტება დიდი შეცდომაა - შეუძლებელია, ბავშვმა მათი წარმოსახვა არ დაიწყოს. პატარას ძალზე მგრძნობიარე გული და გონება აქვს და შესაძლოა, შიში მთელი სიცოცხლის მანძილზე გაჰყვეს.

მოზრდილები შეიძლება გავაფრთხილოთ იმ საშიშროებაზე, რაც ეშმაკეულთა წარმოდგენას სდევს თან, მაგრამ პატარა ბავშვს გაფრთხილება არ უშველის, ამიტომ როდესაც პატარა ბოროტი სულების არსებობა-არარსებობაზე გვეკითხება, უბრალოდ, ვუთხრათ, რომ მათზე ყურადღების გამახვილება საჭირო არ არის და მისი გონება ქრისტესკენ, ანგელოზებისა და წმინდანებისკენ მივმართოთ.

კარგი იქნება, თუ ბავშვს პირდაპირი მითითების გარეშე ვასწავლით დემონებთან "უხილავ ბრძოლას". მაგალითად, ვასწავლით ძილის წინ პირჯვრის გამოსახვას, "იესოს ლოცვის" წარმოთქმას.

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 12 2017, 10:36 PM

"ბავშვები ყველაზე დიდი საგანძურია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 07:32 PM

"- შესაძლოა, ბავშვი სულიერ გარემოში, ეკლესიურად იზრდებოდეს, მაგრამ მას ხომ არაეკლესიურ თანატოლებთანაც უხდება ურთიერთობა, ბაღში იქნება ეს, სკოლაში, ეზოში თუ სხვაგან...

- თუ ბავშვი ჭეშმარიტად სულიერ გარემოში იზრდება, მას ისიც ეცოდინება, რომელი დამცავი საშუალებები უნდა გამოიყენოს, როდესაც არაეკლესიურ ქმედებათა წინაშე აღმოჩნდება, მაგრამ არც მშობლებმა უნდა მოადუნონ ყურადღება. უწინარეს ყოვლისა, ილოცონ უფლის, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და წმინდანთა მიმართ და შვილების მავნე საერო ჩვევებისგან დაცვა შესთხოვონ."

/მამა გრიგოლ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 16 2017, 10:37 PM

"- როდესაც ბავშვის აღზრდაზე ვსაუბრობთ, არ შეიძლება არ გავიხსენოთ ძნელად აღსაზრდელი ბავშვები. როგორ ვიზრუნოთ მათ სულიერ აღზრდაზე?

- ბავშვის სულიერ აღზრდასთან დაკავშირებული ნებისმიერი საკითხი და აღზრდისას წარმოქმნილი ნებისმიერი პრობლემა მოძღვართან შეთანხმებითა და მისი რჩევა-მითითებების გათვალისწინებით უნდა გადავჭრათ. მით უფრო სჭირდებათ მოძღვართან ურთიერთობა ძნელად აღსაზრდელ ბავშვებს - მან ხომ, სულიწმინდის მადლით, ყველა ბავშვის ენა იცის, ხვდება, როგორ უნდა წარმართოს მათი სულიერი ცხოვრება."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 17 2017, 09:17 PM

" - როგორია აღზრდის ერთადერთი და სწორი გზა და როგორ გადავარჩინოთ ბავშვები ნაადრევ სიკვდილს - სულიერსაც და ხორციელსაც?

- გზა ერთია, მარადიული და უცვლელი, ესაა სახარებისეული აღზრდის გზა, ბავშვების ქრისტესთან და მის წმიდა ეკლესიასთან უმჭიდროესი დაახლოების გზა, როგორც თვითონ მაცხოვარმა თქვა: "აცადეთ ყრმებსა მაგას მოსვლად ჩემდა" (მათე 19,14)".

/მთავარეპისკოპოსი ამბერკი (ტაუშევი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 18 2017, 10:51 AM

"დაუშვებელია ქრისტეს სახელით ბავშვის დასჯა!
ასე ხომ ბავშვები შეიძულებენ ძე ღვთისას!
მაცხოვარს კი ისინი მაშინაც უყვარს, როცა რაიმეს აშავებენ".

/დედა მაგდალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 19 2017, 10:00 AM

"თუ ბავშვი დანაშაულს აღიარებს და ნანობს ჩადენილ საქციელს, საყვედურები და საჯელი შევურბილოთ, რათა შემდგომში დანაშაულის დაფარვას არ შეეცადოს ანდა ჩადენილი ცოდვის გასამართლებლად ტყუილის თქმას არ დაეჩვიოს.

სიცრუე ნებისმიერ ცუდ საქციელზე უარესია და თუ მან მშობლებისა და შვილების ურთიერთობაში იჩინა თავი, ძალზე ძნელი ამოსაძირკვი გახდება".

/დედა მაგდალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2017, 09:14 PM

"როდესაც წმინდა იოანე ოქროპირი ბავშვების დასჯაზე საუბრობს, ბრძანებს, რომ მშობლებმა ყრმები უფრო მკაცრი ტონითა და გაფრთხილებით უნდა დასაჯონ, ვიდრე ფიზიკური ზემოქმედების მეშვეობით, მაგრამ წმინდა წერილი და წმინდა მამები არც ფიზიკურ დასჯას კრძალავენ, პირიქით, გვაფრთხილებენ, არამც და არამც არ გამოვიჩინოთ მეტისმეტი სირბილე.

თუ ლმობიერმა საყვედურმა არ გაჭრა, განრისხება აუცილებელიცაა, ოღონდ - სიყვარულის განრისხება, რომელმაც ჩვენს პატარა აღსაზრდელს ავ-კარგის გარჩევა უნდა ასწავლოს. განრისხება ჩვენი ვნებების გამოვლინება კი არა, პედაგოგიური საშუალება უნდა იყოს. ზოგჯერ კი საკმარისია უბრალოდ სახის მკაცრი ანდა ნაღვლიანი გამომეტყველება, რათა ბავშვი მიხვდეს, რომ ცუდად მოიქცა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2017, 10:26 AM

"დასჯის შემდეგ ბავშვს უნდა ვაჩვენოთ, რომ მზად ვართ, ვაპატიოთ. ძალზე ხშირად პატარებს ჰგონიათ, როცა ცუდად იქცევიან, მშობლებს არ უყვართ ისინი. უნდა მოვიძულოთ ცოდვა და არა ცოდვის ჩამდენი".

/დედა მაგდალინა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 8 2017, 10:50 PM

"მიმზერენ ღრმა და ჩაუწვდენელი ღელეები, ბავშვობის სარკეები, ბავშვობის დღეებივით სპეტაკები და ანკარები"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 08:51 PM

"პატრიარქს არაერთხელ აღუნიშნავს, "ბავშვებს არა მხოლოდ კონკრეტული საგანი, არამედ ღრმა აზროვნება უნდა ვასწავლოთ, რომ ვიწრო სპეციალიზაციის ჩარჩოებში არ ჩაიკეტოს, თუ ისინი საფუძვლიანი აზროვნების ხელოვნებას დაეუფლებიან, ყველა სფეროში წარმატებას მიაღწევენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 13 2017, 09:28 PM

"ოდენ ხორციელი შობა როდი ხდის ადამიანს მამად, არამედ კარგი განათლებაც და მარტო და მარტო ბავშვის მუცლად ტარება კი არ შექმნის ადამიანს დედად, არამედ კეთილი აღზრდაც".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 19 2017, 01:59 PM

"შენ ოჯახში სხვამ არ უნდა იუფროსოს და თუ ამის უფლებას მისცემ, მაშინ ოჯახი თავზე დაგექცევა".

/დეკ. დავით შაქარაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2017, 07:46 PM

"წმინდა კოსმა ეტოლიელი იცი, რას ამბობს? "როდესაც ბავშვს აჭმევ, წინ ქრისტეს ხატი დაუდგი, რომ საკვების ღმერთთან დაკავშირება ისწავლოს, და უთხარი: "ჩემო შვილო, რასაც ჭამ ჩემი კი არ არის, ღმერთი მაძლევს! ღმერთმა მომცა ჯანმრთელობა და ვმუშაობ. დედამ საჭმელი მოგიმზადა, მაგრამ ეს ღმერთმა გამოაგზავნა წვიმა, რათა მიწას ნაყოფი მოეცა..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 10 2017, 04:56 PM

"ფსიქოანალიტიკური და ტრანსგენერაციული ფსიქოთერაპიის კვლევებით ირკვევა, რომ ზოგიერთი ადამიანი იქცევა ისე, როგორც მის წინაპარს ენდომებოდა, ზოგჯერ იმეორებს იმ წინაპრის ცხოვრების სტილსა და სცენარს, ავადმყოფობასა და პროფესიას, რომელიც არც კი უნახავს.

სახელი დარქმევის დროს ყურადსაღებია, თუ ვის სახელს არქმევენ და ვინ არქმევს, თუ რა სიმბოლური დატვირთვა აქვს დარქმეულ სახელს. სახელი არა მარტო ნომინალურია, არამედ მისი მატარებელი ადამიანის ცხოვრების სტილს, მისი ცხოვრების უნიკალურ გზას მოიცავს კონდენსირებული ფორმით.

მაგალითად, თუ გქვია დიდედის სახელი და მის სახელთან ასოცირდება მეოჯახე, მშრომელი, გამრჯე ქალი, მაშინ შენს არაცნობიერს გადმოეცემა ცხოვრების მოდელი, თუ როგორ უნდა იცხოვრო".

/პროფესორი რეზო კორინთელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 15 2017, 04:48 PM

"მოჩვენებითი სიყვარული არის დღევანდელი ოჯახების რღვევის მთავარი მიზეზიც. ცოლსა და ქმარს აღარ შეუძლიათ ერთმანეთს სათანადო პატივი მიაგონ, დადგნენ პირად ინტერესებზე მაღლა და უღელი ერთად გასწიონ.

რაკი მათ სიღრმისეული გრძნობები არ აკავშირებთ, მცირედი უსიამოვნებების გამოც ადვილად ამბობენ უარს პასუხისმგებლობაზე და "ახალი სიყვარულის" ძებნას იწყებენ.

ზოგიერთი ოჯახი შეიძლება არც დაინგრეს, მაგრამ უსიყვარულობამ მუდმივი ჩხუბი და უთანმხომება წარმოშვას; ასეთ გარემოში კი ბავშვები ითრგუნებიან და მძიმე ხასიათი უყალიბდებათ.

აცნობიერებს კი ამას დედ-მამა? აცნობიერებენ, რომ მატერიალური უზრუნველყოფა რომც ჰქონდეთ მათ შვილებს, ბავშვებმა თუ ყველაზე დიდ და მნიშვნელოვან სასწავლებელში, ოჯახში, ვერ დაინახეს ერთგულება, პატივისცემა, პატიების, სხვისთვის მსახურებისა და გულითადობის მაგალითი, თავადაც ამ გრძნობებისგან დაცლილნი და ნაკლულევანნი იქნებიან, რაც შემდეგ მათ პირად ცხოვრებაზე უარყოფითად იმოქმედებს.

მშობლები ამ ცოდვას როგორ გამოისყიდიან?"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 18 2017, 08:48 PM

"განსხვავებული ხასიათის მეუღლეები შვილების აღზრდის საქმეში უკეთეს შედეგებს აღწევენ, მეუღლეთაგან ერთ-ერთი გამუდმებით ამუხრუჭებს ბავშვებს, მეორე კი ამბობს: "მოდი რა, ცოტა მეტი თავისუფლება მიეცი მათ!"

თუკი ცოლიც და ქმარიც საკუთარ შვილებს მხოლოდ მოუჭერენ და მოუჭერენ ქანჩებს, დაკარგავენ მათ. მაგრამ იმ შემთხვევაშიც მოუწევთ შვილების დაკარგვა, თუკი ორივე ნებას მისცემს მათ, ის აკეთონ, რაც თავში მოუვათ.

თუკი მამა და დედა განსხვავებული ხასიათებისანი არიან, მათი შვილები გაწონასწორებულ მდგომარეობაში იმყოფებიან. რა თქმა უნდა, საკუთარი ხასიათის თავისებურებები მეუღლეებმა ერთმანეთს თავს არ უნდა მოახვიონ, არამედ თითოეული მათგანი თავისი ბუნების თავისებურებიდან გამომდინარე უნდა ეხმარებოდეს ერთმანეთს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2017, 08:29 PM

"ბავშვის სიყვარული აერთიანებს და ემოციურად აკავშირებს მთელ ოჯახს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 21 2017, 08:18 PM

"ერთმა ოჯახმა მარიამობას შესთხოვა [სარკის წმინდა გიორგის] შვილის მიცემა და ერთი წლის თავზე, ზუსტად მარიამობას მიეცათ ნანატრი შვილი".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 4 2018, 08:47 PM


"მშობლებო, აღზარდეთ ყრმები დედაეკლესიის წიაღში, რადგან შემდგომში თქვენვე გაიხაროთ თქვენი შვილების კეთილდღეობით"

/იღუმენი ნიკოლოზი (ცაბაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 01:47 PM

"მშობლების ეკლესიაში სიარული ჯერ კიდევ არ არის მშვილების ყველა უბედურების მოგვარების პანაცეა, რადგან ისინი ღმრთივსათნოდ უნდა იქცეოდნენ ოჯახშიც. მშობელთა მადლმოსილება, მათი თანაცხოვრების მაღალზნეობრივი მხარე, პატივდებული ურთერთობა ერთურთისა და შვილებისადმი - აი, რა არის აუცილებელი სულიერად ჯანმრთელი პიროვნების ჩამოყალიბებისა".

/მღვდელი დიმიტრი ვეკუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 12 2018, 02:41 PM

"აბრაამისა და ისააკის სახებანი დღესაც სამაგალითოა იმ მშობლებისათვის, რომელნიც ესწრაფვიან საკუთარი შვილის სიცოცხლე ღმერთს მიუძღვნან; ეს გულისხმობს სურვილს, შვილი უფრო მეტად ღმერთს დაუმორჩილო, ვიდრე საკუთარ თავს. მე მგონი, ეს მშვენივრადაა გამოსახული ღვთისმშობლის იმ ხატებზე, სადაც ღვთისმშობელს ყრმა მუხლებში გამართული უზის, ხელი შემოხვეული აქვს, მაგრამ გულში არ იკრავს."

"მშობლებმა შეუძლებელია ყველაფერი იცოდნენ, მაგრამ უნდა ჰქონდეთ ინტერესი, გამოიჩინონ ცნობისწადილი, ეძებონ პასუხი ბავშვების კითხვებზე."

"მშობლებმა უარი უნდა თქვან სურვილზე შვილების წინაშე ყოვლისმცოდნეებად ჩანდნენ. უკეთესი იქნება, თუკი ისინი ბავშვებთან ეერთად დაიწყებენ კითვებზე პასუხის ძიებას, პრობლემის განსჯას. ყველა კითხვაზე სამრევლოს მოძღვარიც კი ვერ უპასუხებს და, ჩემი აზრით, ბავშვის განვითარებას ყველაზე მეტად ეხმარება სურვილი, გაიგოს რაღაც ახალი."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 14 2018, 10:16 PM

"უფალო, ღმერთო, იესო ქრისტე, ყოვლადმოწყალეო, გემუდარები, გაუნათე გონება ჩემს შვილებს, აჩუქე სულიწმინდის მადლი, წმინდა რწმენა, სწავლის წყურვილი და ჯანის სიმრთელე"

/ბერი ერმოლაოსი (ჭეჟია)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 16 2018, 05:45 PM

"ოჯახის როლი განუსაზღვრელად დიდია ბავშვის მომავალ ზნეობრივ სრულყოფაში".

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 21 2018, 06:24 PM

"არ მინდა დარდი, - თავისთავადი,
სულში ნისლივით შემოეხეტოს,
ღმერთო, მომეცი იმის ტალანტი,
ქვეყანას ბავშვის თვალით შევხედო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 22 2018, 11:51 AM

"არიან ისეთი ბავშვებიც, რომლებიც ძალით მოჰყავთ, ტაძარში სიარულს აძალებენ. მაგრამ უფალს ეს არ უნდა, რადგან ძალადობა აშკარა ჯოჯოხეთია. სამოთხეში ძალით რომ დაგაყენო, თავს ისე იგრძნობ, როგორც ჯოჯოხეთში. ამიტომაც ქრისტემ თქვა: - მე მინდა, რომ გიყვარდეთ, მაგრამ მინდა, რომ ეს იყოს თქვენი თავისუფალი არჩევანი, რომ თქვენი თავისუფალი ნებით შემიყვაროთ!"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 25 2018, 07:39 PM

"მაგრამ, როგორ ვიყო ბავშვის გულის დარი"

/მამა არჩილ გვიმრაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2018, 11:46 AM

"ბავშვი ეკლესიურად იზრდება დედის მუცლიდანაც კი. დედას, რომელიც ეკლესიურია და ორსულობის პერიოდში ეზიარება, მიენიჭება სიმშვიდე, სიხარული, რომელიც ბავშვზეც აისახება".

/მამა ბასილ ფილფანი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 5 2018, 07:10 PM

"შენს ბავშვს კვირაობით მთის წმინდა ჰაერის ჩაყლაპვა კი არა, საღმრთო ლიტურგიაზე დასწრება უნდა".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 13 2018, 08:15 PM

"მადლობა, უფალო, ჩემთვის შვილების მოცემისთვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2018, 10:39 AM

"ბავშვსაც შეეკითხეთ, რა სურს, მისი აზრიც გაიგეთ, იქნებ ასე სჯობს მასთან ურთიერთობა."

/ილია მეორე/

"პატარა ბავშვსაც კი შეიძლება ისეთი აზრი მოგვაწოდოს, რომ დავეთანხმოთ, ისინიც გვზრდიან ჩვენ და ცხოვრებას გვასწავლიან".

"შვილები აკრძალვებითა და თავს მოხვეული ინიციატივებით კი არ უნდა დავთრგუნოთ, არამედ, როგორც უწმინდესი ბრძანებს, გონივრული მსჯელობისა და ანალიტიკური აზროვნების უნარი უნდა განუვითაროთ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 13 2018, 08:45 PM

"კურთხევა - ეს არის მადლის ფრქვევა ზეციდან.

კურთხევის გაცემის უფლება მშობელსაც აქვს. მშობლის ლოცვა-კურთხევა და დაკვალიანება, რა ასაკშიც უნდა იყოს, შვილს სწორ გზაზე აყენებს. ვინც მშობლის ლოცვა-კურთხევითა და მორჩილებით ცხოვრობს, თვითონაც ბედნიერი იქნება და მისი შთამომავლობაც."

/მამა დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 14 2018, 05:50 PM

"არანაირი იმპერიული ამბიციები არ ღირს ერთი ობოლი ბავშვის ცრემლად".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 16 2018, 05:06 PM

"ყველამ რომ საკუთარ ოჯახს და თავისი ოჯახის სულიერ მდგომარეობას მიხედოს, ქვეყანაც უკეთესი და მოვლილი იქნება, რამეთუ ქვეყანა ხომ ერთი დიდი ოჯახია, რომელიც პატარ-პატარა ოჯახებისგან შედგება".

/მღვდელი თეიმურაზ (ქორიძე)/


"ელი მღვდელმთავარს გათამამებული შვილები ჰყავდა, რადგან მამა ზედმეტ სირბილეს იჩენდა მათ აღზრდაში. ბოლოს, ანგელოზმა გააფრთხილა, - შენი შვილების გამო დაისჯებიო".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 29 2018, 07:46 PM

სახელითა მამისათა და ძისათა და სულისა წმინდისათა.
ჩვენთან არს ღმერთი!

დღეს მრავალი გამოწვევის წინაშე დგას კაცობრიობა და ყოველი ადამიანი.
ერთ-ერთი უდიდესი პრობლემა, ეს არის ოჯახის საკითხი,- ურთიერთდამოკიდებულება მშობლებსა და შვილებს შორის. იმის მაგივრად, რომ შვილები სიყვარულით იყვნენ მშობლების მიმართ, ძალიან ხშირად აკრიტიკებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ. ასევე მშობლებიც; არის შემთხვევები, როცა მამა სცემს და დედა კი სწყევლის შვილებს, რაც ძალიან საშიშია, რადგან ხშირად წყევლა სრულდება.

მე მინდა შეგახსენოთ ძველი წესი, რომელიც იყო ჩვენს წინაპრებში და რომელიც ახლა მივიწყებულია, – დალოცვა მშობლების მიერ თავისი შვილებისა, უფრო სწორად ყოველი შვილის ცალკე.

ამისათვის დედ-მამამ უნდა აჩუქოს მას მოძღვრის მიერ ნაკურთხი ხატი, რომელიც იქნება მფარველი მთელი სიცოცხლის მანძილზე შვილისა. მე მინდა გითხრათ, რომ ჩემმა მშობლებმა დამლოცეს მე და აი ეს პანაღია, რომელიც დღეს მაქვს, მათი დალოცვის პანაღიაა (მაშინ პანაღია არ იყო, ხატი იყო და შემდეგ გახდა პანაღია). ამას აქვს დიდი ძალა.

თქვენ ნახავთ, რომ დალოცვის შემდეგ შეიცვლება ოჯახი, სიყვარული შემოვა, დამშვიდდებიან შვილები, დამშვიდდებიან მშობლები. მაგრამ ღვთის მადლი, რომ გამოითხოვოთ ჯერ თქვენ,- მშობლებიც და შვილებიც, უნდა მოემზადოთ1.

შევთხოვოთ უფალს, რომ ძალა ერსა თვისსა მოსცეს და აკურთხოს ერი თვისი მშვიდობით. ბიბლიის ერთ-ერთი მცნებაა: „პატივი ეც მამასა შენსა და დედასა შენსა, რათა კეთილი გეყოს შენ და დღეგრძელი იყო ქვეყანასა ზედა“. დაე, უფალმა მოგანიჭოთ ბედნიერება თქვენ, მთელს საქართველოს, მკვიდრთა საქართველოსათა და ყოველ ქართველს, რომელიც უცხოეთშია.

დღეს პირველად მე წავიკითხავ ამ ლოცვას მთელი საქართველოსთვის. შემდეგ იგი დაიბეჭდება სპეციალურ სიგელზე და დაგირიგდებათ. შვილი მამამ ცალკე უნდა დალოცოს და დედამ ცალკე. ეს დალოცვა ცხოვრებაში ერთხელ უნდა მოხდეს, მხოლოდ ერთხელ2 ასეთი წესით: შვილს დააყენებთ მუხლებზე ხატების წინაშე და იმ ხატის წინაშე, რომელითაც თქვენ ლოცავთ მას. ორივე ხელს დაადებთ თავზე და წაიკითხავთ ამ ლოცვას:
„ღმერთო ჩვენო, მამაო ყოვლისა მპყრობელო, ძეო ღვთისაო უფალო ჩვენო იესო ქრისტე. სულო წმიდაო, ცხოველმყოფელო, სამებაო ერთარსო და განუყოფელო, გარდამოიხილე ზეცით მოწყალე თვალით და დალოცე შვილები ესე საქართველოისა. მონანი და მხევალნი ღვთისანი და მიმადლე მათ3 მრავალჟამიერი სიცოცხლე. მტკიცე მართლმადიდებელი სარწმუნოება, სიყვარული ღვთისა და მოყვასისა. თავმდაბლობა, განცდაი თვისთა ცოდვათა, სიბრძნე, სიმშვიდე და მოთმინება, ნიჭი და უნარი სწავლისა და შრომისა, ბედნიერი ოჯახი, მრავალი შვილი, კეთილდღეობა და სიხარული, გონება საღი და გახსნილი, გული წმინდა, სიყვარული მშობელთა თვისთა.
ჰოი, უფლო შეისმინე ჩემი ლოცვა და დაიფარე შვილნი ესე ჩვენნი სულიერნი ხილული და უხილავი მტრებისაგან და ღირსყავ ისინი ცათა სასუფევლისა. ლოცვითა და მეოხებითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობელისა და ყოველთა წმიდათა შენთა. ამინ.”

შემდეგ შვილს ასხურებთ ნაკურთხ წყალს და გადასახავთ ჯვარს. თუ მთელი გულით შესთხოვთ უფალს და აღასრულებთ ყოველივეს, თქვენც და თქვენი შვილებიც და მთელი ოჯახი იქნებით ბედნიერნი.
ღმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ თქვენ და სრულიად საქართველო, ამინ.

{1}. მომზადებაში იგულისხმება ის, რომ როგორც მშობლებმა, ისე შვილებმა უნდა თქვან აღსარება, ეზიარონ, ილოცონ, და გულით სთხოვონ ღმერთს შეწევნა, რათა მშობლებიც იყვნენ მზად კურთხევის გაცემისთვის და შვილებიც კურთხევის მიღებისთვის.

{2}. კონკრეტულად ეს ლოცვა მშობლის მიერ იკითხება ერთხელ, რადგან იგი ხატით დალოცვის ლოცვაა, რაც ნიშნავს მშობლის მიერ ამა თუ იმ წმინდანისადმი (ვის ხატსაც ჩუქნის) შვილის ჩაბარებას, შვილის მინდობას. ეს ხატი კი შვილის მუდმივი თანამგზავრი უნდა გახდეს და იგი პირველ რიგში ამ ხატის წინაშე ლოცვით უნდა გამოითხოვდეს ღვთისგან წყალობას და იხსენებდეს მშობლებს.
საერთოდ კი, რა თქმა უნდა, მშობლები ყოველდღე უნდა ლოცავდნენ თავიანთ შვილებს და ღვთის წინაშე მუდამ ლოცულობდნენ მათთვის, იმ ლოცვებით, რომლებიც საყოველთაოდაა დადგენილი.

{3}. ლოცვის ამ ადგილს თქვენ მხოლობით რიცხვში წაიკითხავთ და მიუთითებთ სახელს მაგ.: დალოცე შვილი ესე ჩემი, მონა ღვთისა გიორგი / ან მხევალი ღვთისა ნინო და მიმადლე მას…


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2018, 09:34 PM

"გაზრდა ერთია და აღზრდა - სხვა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 11 2018, 04:59 PM

"ქალისა და მამაკაცის შექმნის შემდეგ ღმერთმა მაშინვე უბიწოების სახლი - ოჯახი შექმნა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2018, 08:43 PM

"- ბოლო პერიოდში დავინახეთ, რომ ქვეყანაში არსებული მატერიალური სიდუხჭირის გამო ოჯახებს გაუჭირდათ. ოჯახის ტვირთი, თუნდაც მატერიალური თვალსაზრისით, ძირითადად ქალებმა იტვირთეს. ქალები უფრო აღმოჩნდნენ სათანადო სიმაღლეზე, რომ პრობლემისათვის თვალი გაესწორებინათ.

- როცა ახალი ოჯახი იქმნება, რაც უფრო მეტ პასუხისმგებლობას იკისრებს მამაკაცი, მით უფრო ღირსეულია იგი. ეს თავისთავად განიცდება ადამიანში.

ოჯახზე ზრუნვა ბუნებრივად მოითხოვს საკუთარი თავისთვის ბევრ რამეზე უარის თქმას - მეუღლისა და შვილების, მათი ოჯახური ბედნიერების სანაცვლოდ. ყოველთვის ისე არ ხდება, სამწუხაროდ, რომ ადამიანმა თავისი საყვარელი საქმიანობით, საკუთარი გონებრივი პოტენციალით არჩინოს ოჯახი, ყოველთვის არ ხდება მისი შესაძლებლობისა და ცოდნის რეალიზება...

ასეთ შემთხვევაში მან ღვთის შეწევნით უნდა გამონახოს გზა, რათა პასუხისმგებლობა ოჯახზე ბოლომდე იტვირთოს. ხშირად პატივმოყვარეობის გამო, რასაც გარემოც ემატება, მამაკაცი ბევრ შემოთავაზებას თაკილობს. არადა შრომა არასოდეს ლახავს ადამიანის ღირსებას. პირიქით, როცა უარს ამბობ ისეთ სამუშაოზე, რაც თითქოს შენი ღირსების შემლახავია, სწორედ ამ დროს კნინდები, ხდები უსუსური, საკუთარ ოჯახს ლუკმას უკარგავ და არ ძალგიძს, რეალობას თვალი გაუსწორო.

სწორად ბრძანეთ, ამ შემთხვევაშიც ქალი უფრო მეტად აღმოჩნდა თავის სიმაღლეზე და მამაკაცის პასუხისმგებლობა თავის თავზე იტვირთა. ეს კიდევ უფრო მძიმე შემთხვევაა."

/დეკ. ზურაბ მჭედლიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 16 2018, 01:44 PM

"ეშმაკი ოჯახებში საკუთარი ხვედრისადმი ჩივილს, უკმაყოფილებას, შურს, სიჯიუტესა და ა. შ. თესავს. ოჯახებში ყოველთვის მოიძებნება ერთი ადამიანი, რომელიც სიმშვიდეს, სიწყნარესა და ოჯახურ სიხარულს არღვევს".

/არქიმანდრიტი ეფრემ მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 17 2018, 06:22 PM

"რა თქმა უნდა, ტაძარში შემოსვლისას ბავშვები 5-10 წუთის განმავლობაში იხიბლებიან ეკლესიის სილამაზით, გალობით, ღვთისმსახურებით, მაგრამ შემდეგ გართობას იწყებენ. ბევრ უფროსს არ ესმის ეს. არადა გვავიწყდება, რომ ბავშვებს არ შეუძლიათ წირვის ინტელექტუალურად აღქმა. უპირველესად, ისინი უნდა დარჩნენ ბავშვებად. არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება ვაქციოთ ისინი პატარა ბერ-მონაზვნებად.

დაე, ირბინონ, იხმაურონ, ითამაშონ თანატოლებთან ერთად (მაგრამ, ცხადია, არა ტაძარში), ისწავლონ, შეიმეცნონ სამყარო. საჭიროა, მეტად ფრთხილად და სათუთად განვუსაზღვროთ მათ ეკლესიის დანიშნულება - მთელი ყურადღება მათში ღვთის კრძალვისა და მოწიწების გაღვიძებისკენ გადავიტანოთ, რათა ბავშვისთვის ეკლესია იყოს დღესასწაული, ჯილდო და არა რუტინა და ვალდებულება.

ჩვენ კი ძალით დაგვყავს ბავშვი ტაძარში, ვაიძულებთ, დიდხანს იკითხოს ლოცვები, მკაცრად, სევდიანი სახით მოემზადოს ზიარებისთვის. ამიტომაც ვიწვნევთ ხოლმე, სამწუხაროდ, ასეთი მიდგომის ნაყოფს - დაკარგულ მადლს, ბოლოს კი ეკლესიასთან დაშორებას."

/დეკ. თავმას ჩოხელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 20 2018, 12:19 PM

"ფსიქოლოგთა რჩევით, ბავშვმა თავისი ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდი, 5-6 წლამდე ასაკი მშობელთან უნდა გაატაროს, სიყვარულსა და ერთობაში. ამის საპირისპიროდ არის ტენდენცია, რომ პატარა დედის ნაცვლად ძიძამ აღზარდოს ან საბავშვო ბაღში ატარონ, რათა პატარებმა იქ ისწავლონ ლექსები, სიმღერები, ცეკვები, თანატოლებთან ურთიერთობა, გახდნენ დამოუკიდებლები და ჩამოყალიბდნენ პიროვნებებად.

ეს ლოგიკურად ჩანს და მშობლის კეთილი მსურვილებიდან მოდის, მაგრამ ფსიქოლოგთა კვლევა მოწმობს, რომ მშობლიურ გარემოს ბავშვს ვერაფერი ჩაუნაცვლებს. ყრმობის ასაკში ოჯახისგან ძალით მოწყვეტა იწვევს ძლიერ ფსიქოლოგიურ სტრესს, რომელიც შემდგომში აუცილებლად ვლინდება აგრესიულობით, გაუცხოებით, უნდობლობით, უპატივცემულობით და სხვა მანკიერი თვისებებით, რომელიც შეიძლება სხვადასხვა ასაკში გამოავლინოს შვილმა მშობლების მიმართ."

/დეკ. ლუკა სუპატაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 23 2018, 09:21 PM

"დანგრეული ოჯახებისა და არეული ურთიერთობების მიზეზად მოძღვარი ეკლესიისა და მის წმინდა საიდუმლოებათაგან განშორებას თვლიდა. "ქრისტიანები, რომლებიც არ დადიან ტაძარში, არ ლოცულობენ, აღსარებას არ ამბობენ, არ ეზიარებიან წმინდა საიდუმლოებებს, იმ უკარო ვენახს ჰგვანან, რომელშიც თავისუფლად შედიან ქურდები ანუ დემონები, სადაც ისინი იქ თავს სრულ ბატონ-პატრონად თვლიან", - ამბობდა იგი.

ერთმა კაცმა აღსარებაში უთხრა მამა ხარლამპეს, - ცოლი შემზიზღდა, თუმცა მას ამის მიზეზი არ მოუციაო. საქმე იქამდე მივიდა, რომ ქალმა წასვლა და ბავშვების წაყვანა მოისურვა. საცოდავ კაცს ვიღაცამ უთხრა, რომ ოჯახის მოშურნემ ჯადო გაგიკეთაო. მან არ იცოდა, რა ექნა და მოძღვარს ჰკითხა:

- მამაო, ნუთუ ამქვეყნად ჯადოქრობა არსებობს? ნუთუ მას ასეთი ბოროტების მოტანა შეუძლია?

- რამდენიც გინდა. ვისზე მოქმედებს? ვინც იმ მომენტში უიარაღო აღმოჩნდება.

- ვერ მიგიხვდით, მამაო.

- უიარაღოა ის, ვინც შორს არის ეკლესიისგან, ვისაც ურთიერთობა არ აქვს ქრისტესთან, არ ლოცულობს, აღსარებისა და წმინდა ზიარების საღმრთო საიდუმლოებებში არ მონაწილეობს. თუ გინდა, წმინდა კვიპრიანეს ცხოვრება წაიკითხე და იქ ნახავ, რომ ეს უდიდესი ჯადოქარი დამდაბლდა ახალგაზრდა ქალწულ იუსტინას წინაშე. როცა მიხვდა, რომ ქრისტიანებს ჯადოქრობა ვერ ვნებს, დაუტევა დემონები და თავისი მაგიით კვიპრიანე ქრისტიანი გახდა და ისე მხურვალე სარწმუნოებისა იყო, რომ იუსტინასთან ერთად ქრისტესთვის ეწამა.

ის, რომ შენმა მეუღლემ საბოლოოდ ჯერ არ გადაწყვიტა შენი მიტოვება, იმას ნიშნავს, რომ მთლად უიარაღო არ ხარ. მაგრამ უფრო მეტად უნდა იღვაწო. მომეცი შენი მეუღლის სახელი და მე მას ლიტურგიაზე ცალკე მოვიხსენიებ, ასევე თქვენთვის ყოველდღიურად სკვნილზე ვილოცებ. შენ კი შენთვის და შენი ცოლისთვის ყოველდღიურად უნდა ილოცო და ასევე რეგულარულად ეზიარო. თუ მეუღლეც მოგბაძავს, მაშინ ჩათვალე, რომ შენ ის დაიბრუნე, თუ არადა, ღმერთს სთხოვე მოთმინება მოგცეს, ვიდრე ის მას არ გამოასწორებს. იცავ მარხვებს?

- მეტ-ნაკლებად.

- ეს "მეტ-ნაკლები" მეტი უნდა გახდეს. შეგიძლია ოთხშაბათსა და პარასკევს უზეთოდ ყოფნა?

- არ ვიცი, მამაო, მე მძიმე ფიზიკური სამუშაო მაქვს.

- მომიყოლია შენთვის, ჩვენ აქ რას ვაკეთებთ, აქ როგორი სამუშაო გვაქვს, არის თუ არა შენსაზე მსუბუქი... მაგრამ თუ არ შეგიძლია, ჭამე ზეთიანი და თავს სხვა რამით შემსუბუქების უფლება არ მისცე. ზიარების წინ ოთხშაბათსა და პარასკევს უზეთო საჭმელი ჭამე. შაბათს კი ეზიარე. უკიდურეს შემთხვევაში ორ-სამ კვირაში ერთხელ მაინც უნდა ეზიარო წმინდა საიდუმლოებებს. რომ შეგეძლოს, გირჩევდი, უფრო ხშირად ზიარებულიყავი. ჩვენ აქ სამ-ოთხ კვირაში ერთხელ მივეახლებით საღმრთო საიდუმლოებას.

მრავალი შემთხვევა იყო ზემოთ მოყვანილის მსგავსი. ბევრი ოჯახი მისი ჩარევის წყალობით დანგრევას გადაურჩა. მისმა უბრალო და ბრძნულმა რჩევებმა მათ დაუბრუნა ერთობა, მშვიდობა და ურთიერთსიყვარული."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 28 2018, 01:40 PM

"წესიერი აღზრდა - ესაა ჩვენი ბედნიერი სიბერე; ცუდი აღზრდა - ჩვენი მომავალი მწუხარებაა, ჩვენი ცრემლები, ჩვენი დანაშაული სხვა ადამიანების, მთელი კაცობრიობის წინაშე".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 30 2018, 08:22 PM

"წმინდა იოანე ოქროპირი გვასწავლის: ოჯახში ყველაზე მეტად ერთსულოვნება დააფასეთ და იზრუნეთ, რომ ოჯახში მუდამ მშვიდობა და სიწყნარე იყოს. შვილებიც სათნოებებში მშობლებს მიბაძავენ, მთელი სახლი სათნოებებით გაიფურჩქნება და ყველა საქმეში წარემატება.

ცოლქმრობაში ყველაფერი უნდა შესწირო და ყველაფერი დაითმინო ურთიერთსიყვარულის შესანარჩუნებლად. თუ ის გაქრება - ყველაფერი დაიკარგება."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2018, 07:06 PM

"ერთი ურწმუნო და ყოველგვარი სიწმინდის უარმყოფელი კაცი ერთხელ თოვლიან დილას შინიდან გამოვიდა. გზა უნდა გაეკვალა. უეცრად შეამჩნია, რომ მისი ცხრა წლის ბიჭი უკან მიჰყვებოდა.

რას შვრები, სიარული გაგიჭირდებაო, - გაუწყრა. მაგრამ ბიჭმა მხიარულად მიუგო: - ფეხებს შენს ნაკვალევში ვდგამ და თავისუფლად მოვდივარო. ბავშვმა ვერც იგრძნო, რომ ამით მამის გულში ქარიშხალი ააბორგა: "რა მოხდება, თუ ჩემი შვილი ზუსტად ჩემს ნაკვალევს გამოჰყვება? თუ ისიც იქ წავა, სადაც მე მივდივარ, ნეტავ სად მიგვიყვანს ეს გზა?"

მამას შეაჟრჟოლა. ადრე არასოდეს უღელვია ამგვარად თავისი ნამოქმედარის გამო. ეს შფოთიანი ღელვის საათები იმით დამთავრდა, რომ შემდგომში მამამ შეძლო შვილისთვის ეთქვა: "მე გამომყევი, რადგან მე ქრისტეს მივყვებიო".




"მიტროპოლიტი ანტონი (სუროჟელი) წერს, რომ ბავშვის ჩამოყალიბების პროცესში ჩანასახი დედისგან უკვე იღებს ყველაფერ იმას, რაც ხდება მასში და მის გარშემოც. ასე იქცევა იგი დედის მეშვეობით სამყაროს ნაწილად. ამიტომაც ეკლესია ურჩევს დედას ილოცოს მთელი არსებით, ესაუბროს ღმერთს, გაუზიაროს მას თავისი სიხარული.

როცა დედა ლოცულობს კრძალვით, მშვიდად, გააზრებულად, ბავშვიც ეზიარება დედის ლოცვის საიდუმლოს. ხოლო როცა ბავშვი უკვე დაიბადება, აუცილებელია მის საწოლთან ლოცვა. მიუხედავად იმისა, რომ ამ სიტყვების ბავშვს ჯერ არაფერი გაეგება, დედის ხმის ტემბრით მას გადაეცემა ეს განწყობა და ამ ლოცვით ეზიარება ღმერთს. ხოლო როცა ბავშვი ცოტათი წამოიზრდება და იწყებს საგნებთან შეხებას, ამ დროს მასზე უკვე ზემოქმედებას ახდენს ყველაფერი და ყოველივე ამან მის პიროვნებად ჩამოყალიბებაში უდიდესი როლი შეიძლება შეასრულოს.

მშობლის ლოცვა არის კეთილი თესლი, რომელიც აუცილებლად გამოიღებს უხვ მოსავალს, კეთილ ნაყოფს. ალბათ ყველა ადამიანი დაფიქრებულა თავის მისიაზე, ამქვეყნად მოსვლის დანიშნულებაზე. ადამიანები უფლის ნებით მშობლების მიერ დარგული ჯეჯილნი ვართ. ვიქცევით კი ყანად, შევიკრიბებით კი უფლის ბეღელში?

რამდენადაც მშობლის ლოცვა და კურთხევა არის უდიდესი საუნჯე - კეთილი თესლი, რომელიც გზას უნათებს შვილს, იმდენად მშობლის პირიდან გამოსული წყევლა ღვარძლად და დაბრკოლების ლოდად ექცევა ხოლმე მის მემკვიდრეს.

ამასთან დაკავშირებით მოვიხმობ პაისი ათონელის სიტყვებს: "მშობლების წყევლა და გულისწყრომაც კი ძალიან ძლიერ მოქმედებს. ამის მერე შვილებს ერთი ნათელი დღეც აღარ აქვთ: მთელი მათი ცხოვრება ერთ უწყვეტ ტანჯვად გადაიქცევა. შემდეგ ასეთი ბავშვები მთელი მიწიერი ცხოვრების განმავლობაში იტანჯებიან.

მშობლები, რომლებიც შვილებს სიტყვით ისტუმრებენ "ეშმაკთან", მათ ბოროტს სწირავენ. ამის შემდეგ ეშმაკი უფლებას იძენს მათზე". ამიტომაც პატრიარქი ხშირად შეგვახსენებს ქადაგებებში, რომ მშობლებს ყოველდღიურად ლოცვა-კურთხევა უნდა ვთხოვოთ. ეს კურთხევა ისე მოქმედებს ჩვენს სულიერ სამყაროზე და ისე ეხმარება ჩვენში სიკეთის თესლის გაღვივებას, როგორც წვიმა მოქმედებს გადამხმარ ნიადაგზე, რწყავს და ანაყოფიერებს მას."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 10 2018, 07:23 PM

"- მახსენდება საბავშვო მხატვრული ფილმი: "არდადეგები". ამ ფილმში მამა ხშირად შეაგონებს შვილებს: - დრო დიდი საგანძურია. მას გაფრთხილება უნდაო. ბავშვებს კი სურთ, თავიანთი ასაკის შესაფერისად გაერთონ და მთლიანად შეისრუტონ არდადეგებისთვის განკუთვნილი დაუვიწყარი დრო, რომელიც უკან აღარასოდეს დაბრუნდება. რამდენად მართებულია ბავშვის ასეთი გადატვირთვა? რა შედეგი მოაქვს ამას?

- საერთოდ, ბავშვი, თუკი ის ჯანმრთელ გარემოშია, უფრო სწორად აღიქვამს და სრულად იყენებს დროს, ვიდრე ზრდასრული ადამიანი. მშობლებს ჰგონიათ, რომ გართობისთვის განკუთვნილი დრო ფუჭად დაკარგულია, მაგრამ ასე არ არის, რადგან იმ შთაბეჭდილებებით, ბუნებასთან კონტაქტითა და აქტივობით ბავშვის გული ცოცხლობს, მდიდრდება, იძენს გამოცდილებას, გარკვეულ უნარ-ჩვევებს, რომლებიც ზრდასრულობაში აუცილებლად გამოადგება.

თავისი ასაკის შესაფერისი სილაღე თუკი ბავშვმა თავის დროზე არ მიიღო, მერე უკვე ვეღარ მიიღებს. არის ასეთი გამოთქმა: "ნუ წავართმევთ ბავშვს ბავშვობას!" ყველა ასაკს აქვს თავისი ნიშნები, მახასიათებლები და სწორედ ამ ასაკობრივი მახასიათებლების შესაბამისად უნდა მიეცეს ადამიანს თავისი ადამიანური რესურსების, უნარ-ჩვევების წარმოჩენის შესაძლებლობა.
ბავშვს ბავშვობას მაშინ ვართმევთ, როდესაც თავისი ასაკისათვის შეუფერებელი მოთხოვნების შესრულებით ვტვირთავთ. ზოგს მიაჩნია, რომ სკოლაში შესვლამდე ბავშვმა აუცილებლად უნდა იცოდეს წერა-კითხვა. არ არის აუცილებელი, რომ პატარამ იცოდეს რაც შეიძლება მეტი ლექსი. რაოდენობაზე კი არ უნდა კეთდებოდეს აქცენტი, არამედ მშობელმა, უპირველესად, ყურადღება უნდა გაამახვილოს იმაზე, თუ რამდენად შეესაბამება ბავშვის ასაკს და რამდენად ესმის ბავშვს ამა თუ იმ ლექსის, მოთხრობის ან ზღაპრის შინაარსი, ანუ, როგორც იტყვიან, მთავარია არა რაოდენობა, არამედ ხარისხი. ნუ გადავტვირთავთ ბავშვს. ბევრ მშობელს შვილები დაჰყავთ ინგლისურზეც, ფრანგულზეც, მუსიკაზეც, ცეკვაზეც... ამასობაში კი ბავშვობა იპარება."

/ფსიქოლოგთა და ფსიქოთერაპევტთა ასოციაციის პრეზიდენტი, ქალბატონი სოფო ვერულაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 14 2018, 11:13 AM

"როდესაც მე არ ვარ სახლში, ჩემს ოჯახს ღმერთი უვლის. ყველა ბავშვს ხომ თავისი მფარველი ანგელოზი ჰყავს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 10:16 AM

"- რა არის გარდატეხის ასაკის უმნიშვნელოვანესი თავისებურება?

- უპირველესად მოზარდში "დიდობის" გრძნობის აღმოცენება, რაც უფროსებისადმი ბავშვური მორჩილების წინააღმდეგ აჯანყების, სრული დამოუკიდებლობისა და თავისუფლების მოპოვებისკენ მისწრაფების სახით მჟღავნდება. დიდობის გრძნობის აღმოცენებაში მონაწილეობს ყველა ის ბიოლოგიური, ფიზიკური და სულიერი ხასიათის ცვლილებები, რომელთაც ამ პერიოდში აქვს ადგილი.

მოზარდი ამჩნევს მასში მომხდარ უამრავ ცვლილებას, ახდენს თავისი მზარდი შესაძლებლობების გადაფასებას, ასკვნის, რომ ცოტა რამით თუ განსხვავდება მოზრდილებისაგან და იხოვს, უფროსებს ისეთივე ურთიერთობა ჰქონდეთ მასთან, როგორც თანატოლთან; როცა უფროსები ამას არ აკეთებენ, ის თავს დამცირებულად, შეურაცხყოფილად გრძნობს, უხეში და ჯიუტი ხდება.

აღმზრდელებმა უნდა გაითვალისწინონ, რომ დიდობის გრძნობა ჯანსაღი და ძვირფასია; ამიტომ ის კი არ უნდა ჩავახშოთ, არამედ უნდა შევეცადოთ, სწორი მიმართულებით წარვმართოთ. ურთიერთობა მოზარდთან თანდათან და გონივრულად უნდა გარდავქმნათ, თანდათან უნდა ვაღიარით მისი უფლებები დამოუკიდებლობასა და თავისუფლებაზე, ოღონდ გონივრულ საზღვრებში.

დაუშვებელია ხელმძღვანელობისა და კონტროლის სრული მოხსნა, მაგრამ აუცილებელია, გავათავისუფლოთ წვრილმანი მეურვეობისაგან, ზედმეტი კონტროლისაგან, გადამეტებული და მომაბეზრებელი მზრუნველობისა და ხელმძღვანელობისაგან, რაც რაღაცნაირად გამართლებული იყო სკოლამდელი ასაკისა და უმცროსი სასკოლო ასაკის ბავშვის მიმართ. უარი უნდა ვთქვათ კატეგორიული განკარგულებებისა და მბრძანებლური ტონის ბოროტად გამოყენებაზე."

/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 18 2018, 05:37 PM

"- ალბათ განსაკუთრებულ სიფრთხილესა და ფაქიზ დამოკიდებულებას საჭიროებს მოზარდთა სასიყვარულო ურთიერთობა.

- სიყვარული, რომელსაც გარდამავალ ასაკში განიცდის მოზარდი, არის უანგარო, ხორციელ ვნებას მოკლებული, წმინდა სულიერი სიყვარული.

აღმზრდელები გარდამავალი ასაკის ქალ-ვაჟთა სიყვარულს დიდი სიფრთხილით უნდა მოეკიდონ, რადგან მასში უხეშ ჩარევას ზიანი მოაქვს აღზრდის საერთო საქმისათვის.

სკოლამ ოჯახთან ერთად ფრთხილად უნდა ადევნოს თვალყური მოზარდთა ასეთ სასიყვარულო ურთიერთობას, რადგან ადვილად შეიძლება წმინდა სიყვარულის ობიექტი რომელიმე შინაგანი ან გარეგანი ფაქტორების ზეგავლენით აღძრული სქესობრივი მისწრაფების საგნადაც იქცეს და გოგონასა და ვაჟის სიახლოვე სახიფათო გახდეს.

გარდამავალ ასაკში მოზარდში თავს იჩენს სექსუალური ინტერესები. არ უნდა დავუშვათ, რომ სქესობრივი ცხოვრების შესახებ მოზარდმა ქუჩიდან მიიღოს ინფორმაცია, რასაც ხშირად შეიძლება არასასურველი შედეგი მოჰყვეს."

/ფსიქოლოგი ნინო კანდელაკი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2018, 08:07 PM

“უმჯობესია, შვილები უფლის სიყვარულით გავზარდოთ და არა ფულის”

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 26 2018, 01:45 PM

"[მშობლებმა] ბრძანების შესრულება უნდა მოითხოვონ სასწრაფოდ, ბავშვები უნდა მივაჩვიოთ პირველი თქმისთანავე გაგონებას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 29 2019, 11:36 AM

" - რას გაუკეთებს მშობელი შვილს ეჭვმიუტანლად სასიკეთოს?

- წმინდა მამები მშობლებს ურჩევდნენ, ხშირად მიეყვანათ შვილები ეკლესიაში საზიარებლად და ამით ისინი ფიზიკურად და სულიერად უფრო ჯანმრთელები იქნებოდნენ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2019, 07:43 PM

"სადაც ბავშვია, იქ სიყვარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Apr 3 2019, 05:51 PM

"არავითარ შემთხვევაში არ ჩაკეტოთ ბავშვი ბნელ ოთახში, ან საკუჭნაოში. არ შეაშინოთ სიტყვებით "მოვა ბოროტი ძია და წაგიყვანს" ან "ქუჩაში გაგაგდებ". ასეთი ფსევდოპედაგოგიური მეთოდები შიშის გარდა მათ არაფერს მოუტანს".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2019, 03:03 PM

"იმ ოჯახში, სადაც ღმერთის ადიდებენ, ღვთისმოსაობა მეფობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 12:08 PM

"...ოჯახი დიდი სიწმინდეა. ღმერთმა ოჯახად შექმნა ადამიანი (ადამი და ევა). ეს არის ღვთის მიერ დადგენილი ყოფიერების ფორმა, ამიტომ ოჯახის წინააღმდეგ გამოსვლა ღმერთის წინააღმდეგ გამოსვლაა"...

/მეუფე შიო (მუჯირი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 12 2019, 10:07 PM

"მე მივმართავ ყველას, რომელთაც ჰყავთ დედა და მამა, ან ერთ-ერთი მაინც, დაუჩოქეთ დღეს, დაიჩოქეთ იმათ წინაშე და სთხოვეთ ლოცვა-კურთხევა.

დედისა და მამის ლოცვა-კურთევა ქმნის სასწაულს, სასწაულს ნახავთ თქვენს ცხოვრებაში, ბედნიერი იქნებით".

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 4 2019, 05:28 PM

"ოჯახის შექმნის მიზეზი ერთმანეთის დახმარებაა, ოჯახის ცხონებაა"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 5 2019, 01:18 PM

"ზოგჯერ, რადგან შვილები არ უჩნდებათ, ადამიანები ანგრევენ ოჯახებს. შვილი აუცილებელია, მაგრამ არა - მთავარი"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 9 2019, 05:49 PM

"ჩვენი შვილები იმიტომ არიან ღმერთისგან შორს, იმიტომ ავადმყოფობენ, რომ ჩვენი და ჩვენი წინაპრების შვილები არიან. ჩვენი გენეტიკა დაზიანებულია, მასში ბევრი ნაგავი დაგროვდა. ეს ნაგავი რომ გავიტანოთ, გვჭირდება სულიერი პასპორტი, რომელიც არის სახარება".

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 21 2019, 07:30 PM

"ჩვენ შვილებს არ ვზრდით ნორმალურად, რადგან არ ვართ ნორმალური ქრისტიანები"

/დეკ. გიორგი თევდორაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 29 2019, 09:41 PM

"თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩასო გულში და იმან - შენ"

/ილია მართალი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 1 2019, 05:03 PM

"მშობელი აღზრდის ადამიანს, მაგრამ თვითაღზრდაზე ბევრი რამაა დამოკიდებული"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 9 2019, 01:05 PM

"კითხვა: როგორ უნდა ვესაუბროთ ბავშვს რელიგიურ თემებზე, რომ მასზე ზეწოლა არ მოვახდინოთ?

პასუხი: ბავშვებთან არა მხოლოდ რელიგიურ თემაზე, არამედ ნებისმიერ საკითხზე საუბრისას ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო და მათზე ზეწოლა დაუშვებელია. თუმცა თავის ნებაზე მიშვებაც არ იქნება მიზანშეწონილი. ბავშვების რელიგიაში გათვითცნობიერება უნდა მოხდეს ზომიერების დაცვით და ამასთანავე, აუცილებელია, პირადი მაგალითის მიცემა, რომ მათთვის ყოველივე გასაგები და მისაღები იყოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:33 PM

"კითხვა: როგორ აფასებს ეკლესია უკანონოდ შობილ შვილებს?

პასუხი: მართლმადიდებლური ეკლესიისთვის არ არსებობს უკანონოდ და კანონიერად შობილი ბავშვი. ყოველი ადამიანი ფასდება მისი ზნეობრივი ღირსებით, ცხოვრების წესითა და სულიერებით. ამიტომ, ეკლესიისთვის ყველანი ერთნი ვართ."

"კითხვა: როდესაც ოჯახში უთანხმოება დაისადგურებს, არ არის ურთიერთგაგება, როგორ მოვიქცეთ სიმშვიდის დასამყარებლად?

პასუხი: როდესაც ოჯახი არ იქმნება ღვთის სიყვარულით და ოჯახის შექმნის მიზანი არ არის მარადიულ ცხოვრებაზე ფიქრი და ზრუნვა, როგორც წესი, ასეთი ოჯახი მოკლებულია სიმშვიდეს. ამიტომ, ოჯახის წევრებმა უნდა იცხოვრონ ქრისტიანულად, ეკლესიური ცხოვრებით, უნდა მიიღონ მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, თქვან აღსარება, მოინანიონ ცოდვები და სიმშვიდეს მოიპოვებენ როგორც სულში, ასევე ოჯახში."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 10 2019, 01:43 PM

"კითხვა: როგორ ჩავუნერგოთ ბავშვს უფლისადმი სიყვარული და მოწიწება?

პასუხი: ბავშვს პატარაობიდანვე უნდა ასწავლოთ მუხლის მოდრეკა წმიდა ჯვრისა და ხატების წინაშე, მათზე მთხვევა; უფროსებმა უნდა დაანთებინონ სანთლები ხატების წინ, გაიღონ მოწყალება, საეკლესიო შესაწირავი; ბავშვი ხშირად უნდა ატაროთ ტაძარში; ხშირად აზიაროთ; მიაღებინოთ სებისკვერი და ნაკურთხი წყალი; ბავშვს შეასწავლეთ ლოცვები; ასწავლეთ მღვდელმსახურისგან კურთხევის აღება; მიაჩვიეთ გალობასა და წმიდა წერილის კითხვას; ბავშვის თანდასწრებით ისაუბრეთ უფალზე. მიაჩვიეთ ტკბილეულსა და თუნდაც პურის ნაჭრის გაყოფას ძმების, დებისა და სხვებისთვის."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 11 2019, 12:35 PM

"კითხვა: რამდენად არის საფრთხის შემცველი, როდესაც მართლმადიდებელი ბავშვების გვერდით იეღოველები სწავლობენ? როგორ დავიცვათ მათგან ჩვენი შვილები?

პასუხი: რადგან საქართველოში განათლება საეროა, შესაძლებელია, სხვადასხვა აღმსარებლობის ადამიანმა ერთად ისწავლოს. თქვენი შვილების დაცვა სხვა სარწმუნოების მიმდევართაგან იმით შეგიძლიათ, რომ მართლმადიდებლურად აღზარდოთ ისინი, აჩვენოთ საკუთარი მაგალითით, როგორ უნდა იყოს მართლმადიდებელი ქრისტიანი, ხშირად წაიყვანოთ ეკლესიაში, აზიაროთ, რათა მათი რწმენა ისეთი მყარი იყოს, რომ სხვა სარწმუნოებით დაინტერესება საფრთხეს აღარ წარმოადგენდეს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:05 AM

"კითხვა: როგორ მოვიქცეთ, თუკი ჩვენი შვილი ცუდ წრეში მოხვდა და ცოდვილ ადამიანებს დაუმეგობრდა?

პასუხი: უნდა ილოცოთ თქვენი შვილისთვის და ეს მას დაეხმარება. ამის მაგალითად გიამბობთ ნეტარი ავგუსტინეს ამბავს: ის ცოდვებში იყო ჩაფლული და გარყვნილ ცხოვრებას ეწეოდა. დედამისი კი ძალიან განიცდიდა შვილის საქციელს და გამუდმებით ტიროდა. ერთხელ მან თავისი უბედურების შესახებ ეპისკოპოსს უამბო, ეპისკოპოსმა ასე დაამშვიდა: ნუ გეშინია, დედის ლოცვები შვილს აუცილებლად უშველის, შენი ცრემლები ტყუილად არ დაიკარგებაო. ასეც მოხდა. ოდესღაც ცოდვილი ავგუსტინე შემდგომში ღვთისთვის სათნო ცხოვრებისთვის ზეციურ წმიდანთა დასში ამაღლდა."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 14 2019, 11:18 AM

"კითხვა: ითვლება თუ არა ცოდვად თუ ადამიანს არ გავუმხელთ, რომ ის ნაშვილებია და უნდა ვუთხრათ თუ არა მას სიმართლე, რომელსაც თვითონ ვერ გაიგებს?

პასუხი: არსებობს ისეთი სიმართლე, რომლის არგამხელა ცოდვად არ ითვლება. თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ სიცრუე და ტყუილი ქრისტიანისთვის მისაღებია. კონკრეტულ შემთხვევაში, იმის თქმა, რომ ის ნაშვილებია, არ არის აუცილებელი. მით უმეტეს, თუ არ იცით, როგორი რეაქცია მოჰყვება ამას. საერთოდ კი უმჯობესია, ასეთ სიტუაციაში მოძღვარს მიმართოთ და ის ყველა დეტალის გათვალისწინებით სწორ რჩევას მოგცემთ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2019, 10:05 PM

"შვილი აუცილებლად მშობელმა უნდა გაზარდოს"

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 26 2019, 09:44 PM

"ძველი აღთქმის წიგნში გადმოცემულია ელი მღვდელმთავრის ცხოვრება (! მეფ. 3, 13). ელი და მისი შვილები ღმერთის მიერ იქნენ დასჯილნი, რადგან ელი არ სჯიდა შვილებს, რომლებიც არცხვენდნენ მას. ასე რომ, ბავშვმა უნდა იცოდეს, რომ ცუდი საქციელისთვის ის დაისჯება".

/დეკ. გიორგი საბიაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2019, 07:09 PM

"კითხვა: მინდა, ჩემი შვილები კარგ ქრისტიანებად აღვზარდო, მაგრამ მგონია, რომ სარწმუნოებაზე ბევრი ლაპარაკი მათთან უკუშედეგს გამოიღებს. თქვენ რას მირჩევთ?

პასუხი: ბავშვებთან ძალიან ფაქიზი მიდგომაა საჭირო, რა თქმა უნდა, მათთან ზეწოლითი ხასიათის საუბრები დაუშვებელია. ბავშვების რელიგიაში გათვითცნობიერება ზომიერების დაცვით უნდა მოხდეს და რაც მთავარია, საკუთარი მაგალითის საფუძველზე."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 13 2019, 02:25 PM

"ბავშვებს ჩვენი წინაპრების სიბრძნე უნდა ჩავუნერგოთ. განსაცდელისთვის თუარ მოვამზადებთ შემდგომ ჩვენ საყვედურებით აგვიკლებენ - რატომ გამზარდეთ ბამბებშიო"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2019, 11:21 PM

"კითხვა: ჩემი შვილი ძალიან ცელქი და გაუგონარია, არაფერს მიჯერებს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ დროს მორწმუნე მშობელი?

პასუხი: ბავშვის ცელქობას ეკლესიაც ისევე შემწყნარებლურად უყურებს, როგორც საზოგადოება. ბავშვი ვერ იქნება ბრძენი, თუმცა, რა თქმა უნდა, ის მშობელს უნდა ემორჩილებოდეს, ოღონდ ყოველთვის არ უნდა მოსთხოვოთ ბავშვს, აკეთოს ის, რაც თქვენ გსურთ. მუდმივი შეზღუდვები ბავშვების აგრესიას იწვევს და სასურველ შედეგსაც ვერ მიიღებთ. ცელქობის დროს ბავშვს უნდა მიუთითოთ და თვალყური ადევნოთ, რომ ეს სიცელქე დანაშაულში არ გადავიდეს. აუცილებელია, პატარობიდანვე ატაროთ ეკლესიაში, რათა თავიდანვე გაარჩიოს კეთილი და ბოროტი და უფლის კალთის ქვეშ იყოს."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 1 2019, 04:40 PM

"როცა ცოლ-ქმარი პატივით ექცევა ერთმანეთს, შვილებიც პატივს მიაგებენ მათ. ასეთ ოჯახში ცხოვრება საათივით მიდის"

/ღირსი პაისი ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 7 2019, 08:44 PM

"ბავშვი, რომელსაც უყვარს ღმერთი, უფრო დაცულია, ვიდრე ბავშვი, რომელსაც იმდენად ზღუდავდნენ, რომ ის ღმერთს აუჯანყდა"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 9 2019, 12:28 PM

"ნინელი (60 წლის): თავის ქებით არ ვამბობ, მაგრამ შვილებსა და ოჯახზე გადაყოლილს საკუთარი თავი არასოდეს მახსოვდა. ვამჩნევდი, რომ ამან სხვებსაც დააკარგვინა პატივისცემა ჩემ მიმართ.

მაშინაც, როცა შეუძლოდ ვიყავი და იმდენს ვერ ვაკეთებდი, რამდენსაც კარგად ყოფნის დროს, არავინ მეკითხებოდა, რა მჭირდა, მეტიც, მოთხოვნა ისეთივე იყო, როგორიც ჩვეულებრივ.

შვილები დაიზარდნენ, უფროსმა ცოლი შეირთო და აქ იჩინა იმ პრობლემამ თავი, რომელმაც ჩემს ოჯახს დაღი დაასვა. რძალმა ჩემს საქმისგან დაკოჟრილ ხელებს რომ შეხედა, ჩემს შვილს განუცხადა, დედაშენის გაკეთებულ საჭმელს არ შევჭამ, რას უგავს ხელებიო.

ასე წვეთ-წვეთად აგორდა უსიამოვნება და ერთ დღესაც ყველანი კარგად გამოვლანძღე, მერე შვილსა და რძალს კარისკენ მივუთითე, ჩემმა თვალებმა არ დაგინახოთ და შენც დედაშენის ორმეტრიანფრჩხილებიანი ხელებით გაკეთებული მიირთვი-მეთქი.

თავს ვეღარ ვცნობდი, ვკანკალებდი და ვყვიროდი. იმ ღამეს რომ წავიდნენ, იმის მერე უკან არ მოუხედავთ. ახლა ყველაფერს რომ ვაანალიზებ, ვხვდები, შვილის დაკარგვას იქნებ სჯობდა, სხვაგვარად მომეგვარებინა საქმე, ან საერთოდ გავცლოდი და მეცლია, იქნებ გონს მოჰგებოდნენ."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 11 2019, 08:49 PM

"უფალმა ყოველივე დაითმინა ჩვენთვის, ჯვარს ეცვა და ჩვენ მცირედიც ვერ დაგვითმენია, არათუ სხვაგან, უცხოეთში, არამედ საკუთარ ოჯახშიც კი"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2019, 08:23 PM

"რაც საზიანოა ბავშვებისთვის, არის გადამეტებული მზრუნველობა, ანუ მშობლების მხრიდან ზედმეტი შფოთი და მღელვარება."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 03:46 PM

"ბავშვების აღზრდა მათ ჩასახვიდან იწყება. დედის მუცელში მყოფ ემბრიონს ესმის და განიცდის. დიახ, ესმის და ხედავს დედის თვალებით. აცნობიერებს მის მოძრაობებსა და განცდებს, მიუხედავად იმისა, რომ მისი გონება არ არის განვითარებული.

დაღვრემილია დედის სახე - დაღვრემილია ემბრიონიც, ნერვიულობს დედა - ნერვიულობს ისიც. რასაც დედა განიცდის: მწუხარებას, ტკივილს, შიშს, შფოთს და ა.შ., იმავეს განიცდის ემბრიონიც.

თუ დედას არ სურს ემბრიონი, არ უყვარს იგი, ის ამას გრძნობს და ეს მის სულში ჭრილობებს წარმოქმნის, რაც მას თან სდევს მთელი ცხოვრების მანძილზე. ამის საპირისპირო ხდება, როდესაც დედას აქვს წმინდა განცდები.

როცა დედა გრძნობს სიხარულს, მშვიდობას, სიყვარულს ემბრიონის მიმართ, საიდუმლოდ გადასცემს მას ამ განცდებს, ისე როგორც უკვე დაბადებული ბავშვების შემთხვევაში ხდება.

ამიტომ დედა ფეხმძიმობის დროს ბევრს უნდა ლოცულობდეს და უყვარდეს ემბრიონი, ეფერებოდეს თავის მუცელს, იკითხოს ფსალმუნები, იგალობოს ტროპარები, იცხოვროს წმინდა ცხოვრებით.

ეს მისთვისაც სასარგებლოა; მაგრამ ამასთან იღებს მსხვერპლს ემბრიონისთვისაც, რათა ბავშვი უფრო წმინდა გახდეს და თავიდანვე შეიძინოს წმინდა ჩვევები. ხედავთ, როგორი ფაქიზი რამაა ქალისთვის ფეხმძიმობის საკითხი? რაოდენ დიდი პასუხისმგებლობა და რაოდენ დიდი პატივია!"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 04:39 PM

"საჭიროა, რომ ბავშვს საშუალება მისცე, თვითონ დაინტერესდეს თავისი წინსვლით. მაშინ მიზანსაც მიაღწევ. როდესაც გამუდმებით თავზე ადგახარ შვილებს, ისინი არ გემორჩილებიან. დუნდებიან, ხდებიან ნაზები და როგორც წესი, ცხოვრებაში წარუმატებლები რჩებიან. ეს არის ზედმეტი მზრუნველობის ერთ-ერთი სახე, რის გამოც ბავშვები დაუღვინებლები რჩებიან".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 22 2019, 11:15 PM

"არ არის საკმარისი მხოლოდ მშობლების ღვთისმოშიშება. მათ არ უნდა დათრგუნონ ბავშვები, რომ ძალად გახადონ ისინი კარგები. როდესაც რელიგიურ საკითხებს ეგოისტურად ვუდგებით, ამით შესაძლოა შვილები ქრისტეს დავაშოროთ.

ბავშვებთან არ არის საჭირო ზეწოლა. ნუ აიძულებთ მათ, რომ ეკლესიაში იარონ. შეგიძლიათ თქვათ: "ვისაც სურს, შეუძლია, ჩვენთან ერთად ან მოგვიანებით წამოვიდეს ეკლესიაში". მიეცით ღმერთს საშუალება, ისაუბროს მათ სულებში.

ზოგიერთი ღვთისმოშიში მშობლების შვილები, როცა იზრდებიან, დაუმორჩილებლები ხდებიან, თავს ანებებენ ეკლესიასაც და ყველაფერსაც და სხვაგან ეძებენ დაკმაყოფილებას. ამის მიზეზი არის ის დათრგუნვა, რომელსაც იყენებენ მათ მიმართ "კეთილი" მშობლები.

ვითომ "ღვთისმოშიშმა" მშობლებმა, რომლებიც ზრუნავდნენ, რომ მათი შვილები "კარგი ქრისტიანები" გამხდარიყვნენ, მათ ამ ადამიანური სიყვარულით ზეწოლა მოახდინეს შვილებზე და საპირისპირო შედეგი მიიღეს.

ანუ ბავშვები პატარაობიდანვე ითრგუნებიან და, როცა უკვე სრულწლოვანები ხდებიან, სავალალო შედეგებამდე მიდიან, წინააღმდეგობის სულისკვეთების გამო იწყებენ ქუჩის ბიჭებთან მეგობრობას და ბილწსიტყვაობას.

ამის საპირისპიროდ, მათი ყურება, ვინც თავისუფლებაში იზრდება, ამასთანავე, ხედავს უფროსების კარგ მაგალითს, სიხარულით გვავსებს. საიდუმლო ის არის, რომ შენ თვითონ იყო კარგი, წმინდანი, რათა შთააგონო, ნათელი მაგალითი მისცე შვილებს.

ბავშვების ცხოვრებაზე აშკარა ზეგავლენას ახდენს მშობლების ცხოვრება. თუ მშობლები იჟინებენ, "აბა, აღსარება თქვი; აბა, ეზიარე; აბა, ის გააკეთე...", არაფერი გამოდის. მაშინ, როცა ბავშვი ხედავს შენს ცხოვრებას, როგორც შენ ცხოვრობ, იმას გადასცემ შვილსაც.

ცხოვრობ შინაგანად ქრისტეში? ამას გადასცემ შენს შვილსაც. ამაში მდგომარეობს საიდუმლო. და, თუკი ეს მაშინ მოხდება, როცა ბავშვი პატარაა, რომ გაიზრდება, აღარ დასჭირდება დიდი შრომა."

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 04:55 PM

"ბავშვს გვერდით მხურვალედ მლოცველი ადამიანი სჭირდება. დედა არ უნდა დაკმაყოფილდეს შვილის მხოლოდ ფიზიკური მოფერებით, არამედ, ამასთან ერთად, ლოცვითაც უნდა ეფერებოდეს მას. ბავშვი სულის სიღრმეში გრძნობს სულიერ ალერსს, რომელსაც მას საიდუმლოდ უგზავნის დედა, და მისკენ მიიწევს. შეუპოვარი და მხურვალე ლოცვით საიდუმლოდ გულში იკრავს ბავშვს და ათავისუფლებს ყველაფრისგან, რაც მას ბოჭავს".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 23 2019, 08:46 PM

"დაე, ბავშვების პიროვნებაში ღმერთს ვხედავდეთ და მივცეთ მათ ღვთის სიყვარული. ბავშვებმაც ისწავლონ ლოცვა. იმისათვის, რომ ბავშვებმა ილოცონ, მლოცველი მშობლების სისხლი უნდა ჰქონდეთ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 25 2019, 04:36 PM

"მეტი ლოცვა და ნაკლები სიტყვები ბავშვებთან"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:26 PM

"ბავშვებს უნდა ვასწავლოთ, იცხოვრონ სიმდაბლით, უბრალოდ, და არ მოითხოვონ შექწება და "ყოჩაღ". უნდა ვასწავლოთ მათ, რომ არსებობს სიმდაბლე, რომელიც არის ჯანსაღი ცხოვრება".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 07:51 PM

"მშობლების სიწმინდე შვილების ცხონების საწინდარია"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 08:12 PM

"როცა მშობლები წმინდა ცხოვრებით ცხოვრობენ, გადასცემენ ამ სიწმინდეს ბავშვს და ღვთისმოშიშებით ზრდიან მას, მაშინ ბავშვი, რაგინდ ცუდ გარემოშიც უნდა მოხვდეს, ეს მასზე გავლენას არ ახდენს, რადგან მისი კარის მიღმა იქნება სიბრძნე, ქრისტე. მას არ დასჭირდება შრომა მის მოსაპოვებლად.

ერთი შეხედვით, ძალიან რთული ჩანს - გახდე კარგი, მაგრამ სინამდვილეში, თუ ბავშვობიდანვე კარგი ცხოვრებით დაიწყებ, ძალიან ადვილია. როცა გაიზრდები, აღარ იქნება საჭირო შრომა, რადგან სიკეთე შინაგანად გაქვს, შენ ცხოვრობ ამით. აღარ წვალობ, სიკეთე შენი საუნჯეა და, თუ ყურადღებით იქნები, ცხოვრების ბოლომდე შეინარჩუნებ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 29 2019, 09:58 PM

"ყველაზე სრულყოფილი გზაა, როცა დედა ესაუბრება ღმერთს და ღმერთი - შვილებს. თუ ასე არ მოხდება, სულ შენიშვნები, სულ ყურის აწევები, შედეგად კი ბავშვები ითრგუნებიან. და როცა ბავშვი გაიზრდება, იწყებს წინააღმდეგობას, ანუ, შეიძლება ითქვას, შურს იძიებს მამაზე თუ დედაზე იმისათვის, რომ ისინი თრგუნავდნენ მას.

მაშინ როცა სრულყოფილი არის ერთი - ისაუბროს ქრისტესმიერმა სიყვარულმა და მამისა და დედის სიწმინდემ. ბავშვებს სიწმინდის მაგალითი ხდის კარგებს და არა ადამიანური მცდელობა".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 30 2019, 05:49 PM

"თუ მშობლები არ ცხოვრობენ წმინდა ცხოვრებით, თუ სიყვარულით არ საუბრობენ, ეშმაკი მათ შვილების სიჯიუტითა და წინააღმდეგობებით ტანჯავს. სიყვარული, ერთსულოვნება, მშობლების შეხმატკბილებული ცხოვრება ყველაზე საუკეთესო რამ არის შვილებისთვის; დიდი უსაფრთხოება და იმედია".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 2 2019, 06:59 PM

"ის, რაც შეეწევა და აცხოვნებს ბავშვებს, არის მშობლების პირადი ცხოვრება ოჯახში".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2019, 03:54 PM

"შვილების გამოსწორება მშობლების განწმენდით მიიღწევა. გახდით წმინდანები და შვილებთან არანაირი პრობლემა არ გექნებათ. მშობლების სიწმინდე ბავშვებს სირთულეებისგან იხსნის. ბავშვებს გვერდით წმინდა, დიდი სიყვარულის მქონე ადამიანები სჭირდებათ, რომლებიც მათ კი არ დააშინებენ და მხოლოდ ჭკუის სწავლებით კი არ შემოიფარგლებიან, არამედ მისცემენ კარგ მაგალითს და ილოცებენ მათთვის. მშობლებო, ილოცეთ მდუმარედ და ღვთისადმი ხელაღპრობილებმა და უხილავად გულში ჩაიკარით თქვენი შვილები. და როდესაც ცელქობენ, მიიღეთ აღმზრდელობითი ზომები, მაგრამ არ დათრგუნოთ ისინი. უფრო მეტად, ილოცეთ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 3 2019, 04:17 PM

"მშობლების გამო ბავშვების სულში წარმოიშვება ერთგვარი მდგომარეობა, რაც მათში მთელი ცხოვრების მანძილზე ტოვებს ნაკვალევს. მათი საქციელი, მათი სხვებთან ურთიერთობა შემდგომ ცხოვრებაში, უშუალოდ დამოკიდებულია იმ წარსულ გამოცდილებაზე, რომელსაც ისინი ბავშვობიდანვე ატარებენ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:09 PM

"რაც უფრო ადამიანური სიყვარულით შევიყვარებთ შვილებს - რაც ხშირ შემთხვევაში პათოლოგიურია, - იმდენად აერევათ გზა, იმდენად უარყოფითი იქნება მათი საქციელი. ხოლო როცა თქვენი სიყვარული შვილებისადმი და თქვენს შორისაც იქნება ქრისტიანული და წმინდა, მაშინ არანაირი პრობლემა არ გექნებათ".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 4 2019, 09:47 PM

"გამუდმებული ქებით ბავშვები ვერ წარემატებიან, ხდებიან ეგოისტები და ქედმაღლები; ენდომებათ, რომ მთელი ცხოვრება გამუდმებით აქონ, თუნდაც რომ ტყუილი უთხრან".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 01:49 PM

"პირველ ყოვლისა, ღმერთს უნდა ესაუბრო შვილების შესახებ. თქვი: "უფალო იესო ქრისტე, განანათლე ჩემი შვილები. შენთვის მომინდვია ისინი, რადგან შენ მიბოძე. მე უძლური ვარ, არ ძალმიძს, მათ სწორი გზა ვუჩვენო; ამიტომ გთხოვ, განანათლე ისინი". და ღმერთიც უხილავად გაესაუბრება მათ და იტყვიან: "ოჰ, არ უნდა დამემწუხრებინა დედა ჩემი საქციელით!" და ამას ისინი, ღვთის მადლით, გულის სიღრმიდან იტყვიან".

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 5 2019, 02:14 PM

"ასწავლეთ ბავშვებს, რომ ღვთის შეწევნა ითხოვონ"

"ბავშვებმა უნდა ისწავლონ, რომ ყველა საკითხში ღვთის შეწევნა ითხოვონ"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 12 2019, 05:05 PM

"ბევრი ფიქრობს, რომ მისი შვილი გზას აცდა და ვერ ხვდება, რომ თავად არის გზას აცდენილი"

/არქიმანდრიტი ანდრია (კონანოსი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 17 2019, 08:03 PM

"მშობლის ზრუნვა შვილზე იწყება მაშინ, როცა ის ჯერ კიდევ დედის წიაღშია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 02:55 PM

"ბავშვი, რომელიც ხედავს, რომ მას ენდობიან, უფრო მეტად არის გახსნილი და უფრო მეტად ისმენს მშობლის რჩევას, ვიდრე ის, ვისაც არაფრის უფლებას არ აძლევენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 2 2019, 10:22 PM

"დედ-მამას, რომელიც წმინდა ცხოვრებით არ ცხოვრობს და სიყვარულით არ საუბრობს, ეშმაკი ბავშვების გაუგონრობით ტანჯავს. შვილებს სწორედ მშობლების ურთიერთსიყვარული, ერთსულოვნება, ურთიერთგაგება, უსაფრთხოება და სანდოობა სჭირდებათ!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 8 2019, 02:27 PM

"ღმერთმა დაგლოცოთ, გაგახაროთ, გაგამრავლოთ და ღმერთმა მოგცეთ ბრძენი შვილები, თავდადებული სამშობლოსათვის"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 12 2019, 07:59 PM

"ადამიანს კურთხევა აქვს, ინაყოფიეროს და აღავსოს ქვეყანა; უფალი რამდენ შვილსაც მისცემს, იმდენი უნდა იყოლიოს. ცხადია, შვილების გაზრდა არ არის ადვილი, მაგრამ ვინც დაითმენს, ის გადარჩება, ცხონდება"

/მამა კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 20 2019, 04:10 PM

"ბავშვების კეთილსინდისიერად აღზრდა საწინდარია ცხონებისა"

/დეკ. კონსტანტინე გიორგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 24 2019, 08:15 PM

"შვილი მარტო საკუთრებად, "ჩემს შვილად" კი არ უნდა ჰყავდეს ადამიანს... ზოგი ეკლესიისკენ არც კი გაახედებს... იოაკიმემ და ანამ რა გააკეთეს? მათ შვილი ღვთისთვის უნდოდათ და შესწირეს კიდეც, - აი, რა უნდა ვისწავლოთ მათგან"

/მამა ადამი (ახალაძე)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 25 2019, 03:57 PM

"მრავალშვილიანობა ოჯახური ბედნიერების სათავეა"

/მამა ადამ ახალაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 28 2019, 10:23 PM

"ბავშვის სუფთა გული ყველაზე უკეთ გრძნობს სიყვარულს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 31 2019, 12:10 PM

"როდესაც ხედავ ობოლს, რომელსაც ნაღვლიანად ჩაუღია თავი, ნუ აკოცებ შენს შვილს შუბლზე"

/საადი შირაზელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 2 2020, 09:42 PM

"ობოლი ბავშვი სიკეთისკენ იხრება, იგი დიდ წარმატებებს აღწევს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2020, 06:28 PM

"ბავშვი უნდა შევაჩვიოთ, რომ თავისთვის სამუშაო გეგმა შეადგინოს: წლიური, თვიური და კვირეული. მან ყრმობიდანვე უნდა შეაგროვოს წიგნები და იკითხოს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 5 2020, 05:55 PM

"ჩვილები რომ იცინიან, თავიანთ მფარველ ანგელოზს ხედავენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 06:49 PM

"ჩვენი შვილები ისეთები არიან, როგორებიც თავად ჩვენ"

/მამა გიორგი ნერგაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:05 PM

"უნდა დავინახოთ ბავშვში გენიალურობა, რადგანაც ყველა ბავშვი გენიალურია! ვაღიაროთ ბავშვები და როგორც ზრდასრულებს, ისე ვესაუბროთ! ამ შემთხვევაში ისინი ჩვენც გვაღიარებენ და შედგება კომუნიკაცია"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 30 2020, 07:35 PM

"ყმაწვილს "ცეცხლზე შემოდგმულ რძესავით თვალყურის დევნა უნდა, რომ არ გადმოვიდეს..."

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 31 2020, 03:20 PM

"ბავშვებს ძალუძთ ცოცხალი ღმერთი უშუალოდ აღიქვან, მაგრამ ყველაზე უფრო კარგად ისინი შემოქმედს სიმშვიდისა და სიყვარულის ატმოსფეროში აღიქვამენ. ამგვარი ატმოსფერო უნდა სუფევდეს ოჯახში. მშობლებს ერთმანეთი და ბავშვები უნდა უყვარდეთ. ოჯახში სიმშვიდე უნდა იყოს, მშობლებმა ზუსტად ამით უნდა შექმნან პირობები, რათა ბავშვებს ღმერთის აღქმასა და სულიერ ცხოვრებაში ხელი არ შეუშალონ".

/დეკ. ლევან მათეშვილი/

"თუ წვრთნა გინდა ბავშვისა, იგი შენ უნდა ჩაისვა გულში და მან - შენ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 2 2020, 05:47 PM

"გახდით წმინდა და შვილებთან არავითარი პრობლემა არ გექნებათ. მშობლების სიწმინდე პატარებს ათავისუფლებს. ბავშვებს გვერდით წმინდა, მოსიყვარულე ადამიანები სჭირდება, რომლებიც მათ არ დააშინებს, არც ჭკუის სწავლებით შემოიფარგლებიან, არამედ წმინდა მაგალითს მისცემენ დამათთვის ილოცებენ.

მშობლებმა, ჩუმად ილოცეთ, ქრისტესკენ ხელაპყრობილებმა და შვილებს მალულად მოეხვიეთ. თუ გსურთ, რომ თქვენმა ბავშვებმა რაიმე კარგი გააკეთონ, ჯერ თქვენ უნდა მისცეთ სიკეთის მაგალითი და შემდეგ აღაპყროთ ხელები ღმერთისკენ სალოცვად"

/წმ. პორფირი კავსოკალიველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 16 2020, 09:48 PM

"შვილები მშობლების შინაგანი მდგომარეობის გამომხატველი არიან ხშირ შემთხვევაში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 20 2020, 06:39 PM

"ყველა მშობელი თავის შვილს ღმრთისთვის უნდა ზრდიდეს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Feb 24 2020, 07:00 PM

"ხშირად ხდება, რომ რწმენითა და მაღალი ზნეობით გამორჩეულ მშობლებს ჰყავთ უზნეო შვილები, ხოლო საძრახის მშობლებს - წესიერი... ზოგჯერ ხდება, რომ დამპალ ფესვთაგან ზოგჯერ ტკბილი ნაყოფი აღმოცენდება, ხოლო დამყნობილი ხე ველურ ნაყოფს გამოიღებს..."

"ბავშვობის პერიოდი სამოთხისეული მდგომარეობის მსგავსია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 6 2020, 04:04 PM

"გაუგონე შენს ქმარს, პატივი ეცი და საკუთარ თავზე მაღლა დააყენე. ნურაფერს თხოვ. ის ბევრ რამეს მიხვდა. ღმერთმა ანგელოზი შვილები მოგცა. აბა, ვნახოთ, როგორ აღზრდი. მშობლებს დიდი პასუხისმგებლობა აკისრიათ შვილების მიმართ. ერთ ქალს ვიცნობ, რომელსაც ურჩი შვილი ჰყავს. დღედაღამე დაჩოქილი ლოცულობს მისთვის. ერთხელ ვუთხარი: ღმერთს შენ ან გადარჩენილ შვილს უჩვენებ ან გადაყვლეფილ მუხლისთავებს"

/ბერი იერონიმე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 18 2020, 10:49 PM

"ოჯახი უნდა იყოს სახლი სათნეობისა და სახლი სიყვარულისა."

/ღირსი იოსებ ოპტინელი/

"ჩვენ დამჯერე შვილები გვინდა გვყავდეს, ჩვენ თვითონ კი არ გვინდა ღმრთის დამჯერენი ვიყოთ."

/აბბა აღათონი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 19 2020, 10:08 PM

"როგორ გეყოლებათ წერსრიგში შვილები, თუ თვითონ უწესრიგო ცხოვრებას ეწევით"

/წმ. ბასილი დიდი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 04:48 PM

"სიყვარულით უნდა აღვზარდოთ და სიყვარული უნდა ვასწავლოთ ჩვენს შვილებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 05:02 PM

"ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელებას - ცუდს თუ კარგს - რითაც იყო იგი სავსე. ასევეა ბავშვის აღზრდაც! ამიტომ აუცილებელია, მას ბავშვობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2020, 10:21 PM

"ძვირფასებო, მშობლიურებო, კეთილებო, ქართველებო, ღირსეულო ადამიანებო...
ოჯახის სიწმინდის დღის დაწესება, ძალიან კარგი წამოწყებაა და მთელი გულით ვიზიარებ ამ იდეას.
ის მარტო ერთი დღით არ შემოიფარგლება. ყოველ წამს და ყველა გაფიქრებაში უნდა გვახსოვდეს, რას ნიშნავს ოჯახი და რა დატვირთვა აქვს, ერის და ეკლესიის წინაშე.
ძალიან ლამაზი საყურებელია, ეროვნულ სამოსში გამოწყობილი ადამიანების ხილვა. გულს ახარებს და რაღაც შიგნით გავსებს, ბევრ რამეზე გაფიქრებს...
ოღონდ როგორც კი დღევანდელი დღე ჩაივლის და ჩოხებს ისევ ერთი წლით გამოვკეტავთ ბნელ გარდირობში, ჩრჩილის და მტვერის საჭმელად, ისევ ძალადობას, აღვირახსნილობას, დედის გინებას და წრეგადასულ ღრეობას ნუ მივუბრუნდებით.
პირადად მე, ბევრი მინახავს გამოწკიპულ, გამოწყობილი, როგორ ამაყად მიაბიჯებს რუსთაველზე ოჯახის წევრებთან ერთად სიწმინდის დასაცავად, მაგრამ უსირცხვილოდ ცრუობს და საღამოს დროს საყვარელთან ატარებს. თუ საყვარელთან არ არის, უარესად იქცევა, ოჯახს აწიოკებს და მოზარდებს ცხოვრებას ჯოჯოხეთად უქცევს.
ასეთები ვერასდროს დაიცავენ ოჯახის სიწმინდეს ქუჩებში... მარტო ჩოხის ჩაცმა, მარტო ხატების და ჯვრების ჩამოტარება გზებზე, არ ნიშნავს სიწმინდის დაცვას. გული წმინდა და სული წრფელი არის ოჯახის, ეკლესიის, საკუთარი თავის და სხვების დაცვაც...
ყველაფრისგან მასკარადს ნუ შევქმნით.
როგორ არ დაიღალეთ ამ სიყალბით და ფარისევლობით...
სიწმინდის დაცვა, საკუთარი თავიდან დავიწყოთ!..."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 01:01 PM

,, ბავშვები ამქვეყნად იმიტომ მოდიან, რომ გამოასწორონ, რაც ჩვენ არასწორად გავაკეთეთ, გამოგვასწორონ თავად ჩვენ."

/შალვა ამონაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2020, 09:25 PM

''ღმერთო, ულხინე ყველა ბავშვს ქვეყანაზე..."

/რეზო ინანიშვილი/

"შვილის შედეგიანი აღზრდა მხოლოდ იმ ოჯახშია შესაძლებელი, სადაც მას ადამიანის, სამშობლოს, მშობლების, ბუნებისა და წიგნის, სიკეთისა და სიმართლის სიყვარულს ასწავლიან, ასწავლიან რწმენასა და ლოცვას, სადაც მშობლებს შორის მეგობრობა და ურთიერთპატივისცემა სუფევს, სადაც არა მხოლოდ ბავშვისაგან მოითხოვენ მაღალ ზნეობრივ თვისებებს, არამედ თვით მშობლებიც მორალური ნორმების დამცველნი არიან."

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 01:20 PM

"შეიძლება ბავშვობასთან კავშირი დაკარგო, მაგრამ ბავშვურობის შენარჩუნების გარეშე, თავს დაკარგავ!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 24 2020, 07:06 PM

"შვილებმა თითქმის არასოდეს არ იციან მშობლების სიყვარულის სიღრმე, მაშინაც კი, როდესაც თავად ხდებიან მშობლები და ეს თვისება მხოლოდ თავისი ჰგონიათ"

/ლევან გოთუა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 22 2020, 08:14 PM

"ბავშვებს სახარება უნდა ვასწავლოთ ალერსით, მოთხრობის სახით, ისე რომ მათ გულში ღვთის სიტყვები თანდათან ვთესოთ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 23 2020, 09:28 PM

" - შეიძლება ბავშვების ცემა? ეს ცოდვა არ არის?

- ბავშვების დასჯის ერთადერთი მიზანი მათი გამოსწორება უნდა იყოს და არა საკუთარი მრისხანების განქარვება. ისინი შეუმცდარად გრძნობენ, როდის არიან დასჯის ღირსნი და ამიტომ სამართლიან სასჯელს სათანადოდ იღებენ"

/მამა ვალენტინი (მორდასოვი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 27 2020, 07:58 PM

"ბევრი ადამიანი ანგარიშმიუცემლად აფუჭებს ბაშვებს, როდესაც მათ დანაშაულზე იციის ან ხუმრობს"

/ენ ბრონტე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 3 2020, 07:50 PM

"თანამედროვე ბავშვისთვის ყველაზე რთულად სასწავლი კეთილი საქციელია, რადგან ამას იგი თავის გარშემო ძნელად თუ ხედავს"

/მონაზონი ვერონიკა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 7 2020, 03:32 PM

"როცა შვილი გყავს, იმაზე გადაგაქვს ყველაფერი, ის იწყებს შენს ბავშვობას"

/უჩა ჯაფარიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 8 2020, 11:06 PM

ყრმა შეიძლება შევადაროთ დაფას, რომელიც სურათის დასახატადაა გამზადებული: რასაც მხატვარი აღბეჭდავს მასზე - ცუდს თუ კარგს, სიწმიდეს თუ ცოდვას, ანგელოზს თუ ეშმაკს - ის დარჩება. ასევეა ბავშვიც: როგორ ზნეობასაც მისცემენ მას მშობლები აღზრდის დასაწყისში - ღვთისთვის სათნოს თუ ღვთისთვის საძაგელს, ანგელოზებრივს ასწავლიან თუ ეშმაკეულს - სწორედ იმ ზნეობით იცხოვრებს იგი.

წმ. დიმიტრი როსტოველი

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:07 PM

"მართალია, ბავშვის დასჯა უფროსებისთვისაც და პატარებისთვისაც საკმაოდ მტკივნეული და უსიამოვნო პროცესია, მაგრამ არც დაუსჯელობა ეგების - მხოლოდ დაყვავებით, მოფერებითა და თამაშით ბავშვის კეთილზნეობრივი აღზრდა შეუძლებელია.

"ის მამები, რომლებიც შვილთა ზნეობასა და მოკრძალებულობაზე არ ზრუნავენ, შვილისმკვლელები და მათზე უარესნიც არიან, რადგან საქმე სულის დაღუპვასა და სიკვდილს ეხება. როცა ხედავ უფსკრულისაკენ გაჭენებულ ცხენს, აღვირს ამოსდებ, ყალყზე შეაყენებ, ხშირად ურტყამ კიდეც, რაც სასჯელია, მაგრამ სასჯელი ხომ გადარჩენის დედაა. ასევე მოექეცი შვილებს, თუ შესცოდავენ. შეკარი ცოდვილი, სანამ ღვთის წყალობას არ მიიღებს. არ დატოვო გახსნილი, რომ ღვთის რისხვით მეტად არ შეიკრას.

თუ შენ არ შეკრავ, მას უდავოდ ჯაჭვები ელის", - შეაგონებს მშობლებს წმინდა იოანე ოქროპირი. აქედან ნათლად ჩანს, რომ სასჯელი სიყვარულის გამოხატულებაცაა, მშობელი ხომ იმიტომ სჯის შვილს, რომ კარგად აღზარდოს, სამაგალითო პიროვნებად ჩამოაყალიბოს, მასში ცუდი თვისებები აღმოფხვრას და სწორი, მართებული მოქცევა ასწავლოს.

დასჯას იგივე მიზანი აქვს, რაც სარეველების ამოძირკვასო, ბრძანებენ წმინდა მამები. როგორც ვხედავთ, მართლმადიდებლური სარწმუნოება არ კრძალავს ბავშვის დასჯას, მაგრამ მშობლებმა და უფროსებმა ისიც უნდა იცოდნენ, რა მიზეზით, როგორი საქციელის ჩადენის გამო დასაჯონ ბავშვი, მიმართონ თუ არა ფიზიკურ დასჯას".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:27 PM

"- როგორც წმინდა მამები ბრძანებენ, თუკი დასჯას დროულად გამოვიყენებთ, უდიდესი როლის შესრულება შეუძლია. მაინც რა შემთხვევაში უნდა დავსაჯოთ ბავშვი?

- დასჯის უმთავრესი მიზანია, ბავშვი მიხვდეს, რომ უმართებულო საქციელი ჩაიდინა, მიხვდეს, რომ ამის გაკეთება არ შეიძლება. თუმცა ზოგჯერ ბავშვები უსამართლოდ და არაკეთილგონივრულად ისჯებიან. ზოგიერთი მშობელი სასტიკადაც კი სჯის ბავშვს, თუკი უნებლიეთ, შემთხვევით გაუფუჭდება რამე. ეს არ არის სწორი. ასეთ დროს უფროსები მიყენებულ ზარალზე გაცილებით მეტად ნაღვლობენ, ვიდრე ბავშვის სულიერ მდგომარეობაზე.

ბავშვი არც მაშინ უნდა დავსაჯოთ, თუ დაეხმარება ადამიანს, რომელთანაც მშობლებს კარგი ურთიერთობა არ აქვთ, დაეხმარება ღარიბ მეგობარს ან შეურაცხყოფისათვის თანატოლს სამაგიეროს არ გადაუხდის. გაუმართლებელია პატარას დასჯა, თუკი ისე ვერ სწავლობს, როგორც მისი ნიჭიერი თანატოლები; მაშინაც, თუ მისი ქცევა არ მოგვწონს. ასეთ დროს, უპირველესად, უნდა ვასწავლოთ, როგორ მოიქცეს. დასჯა იმ შემთხვევაშიც არაკეთილგონივრულია, როდესაც ბავშვი შეიგრძნობს და გულწრფელად განიცდის დანაშაულს და პატიებას ითხოვს. უნდა ავუხსნათ, რა უარყოფითი შედეგები მოჰყვება მის მიერ ჩადენილ არაკეთილზნეობრივ საქციელს.

მაგრამ თუ ბავშვი ხშირად უმიზეზოდ ჭირვეულობს, ჯიუტობს, მიუხედავად გაფრთხილებისა და შეგონებისა, მაინც იყენებს უხამს და უწმაწურ სიტყვებსა და გამოთქმებს, უხეშად და უპატივცემულოდ ექცევა უფროსებს, დაუკითხავად იღებს რაიმეს ან სხვა, აშკარად უმართებულო საქმეებს სჩადის, დასჯა აუცილებელია."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 15 2020, 10:45 PM

"- მაგრამ დასჯის სხვადასხვა მეთოდი არსებობს - სიტყვიერი გაფრთხილება, მკაცრი მზერა, ტკბილეულის, თამაშის ან ისეთი რამის აკრძალვა, რაც ბავშვს განსაკუთრებით უყვარს, ოთახში გამოკეტვა, კუთხეში დაყენება... მშობლები ხშირად ფიზიკურადაც სჯიან შვილებს. რამდენად მისაღებია და როდის უნდა მივმართოთ დასჯის ამ ფორმას აღზრდის პროცესში?

- ცემა დასჯის ყველაზე მკაცრი და სასტიკი სახეა, ამიტომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ - თუკი ბავშვი განსაკუთრებით მძიმე ცოდვას ჩაიდენს; მიუხედავად მრავალგზის გაფრთხილებისა, შეგნებულად და ჯიუტად იმეორებს იმავე დანაშაულს... თუმცა შეგახსენებთ - ფიზიკური დასჯა მხოლოდ და მხოლოდ მაშინ უნდა გამოვიყენოთ, როცა სხვა გზა აღარ დაგვრჩენია, მას შემდეგ, რაც ბავშვს გულდასმით ავუხსნით, რაც დააშავა და რა შეიძლება მოჰყვეს მის საქციელს. ხშირ ფიზიკურ დასჯას სიკეთე არ მოაქვს - როგორც წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, თუ ბავშვი მიეჩვია, რომ გამუდმებით ამ ხერხით სჯიან, მის უგულებელყოფასაც დაეჩვევა და მაშინ ყველაფერი ამაო და ფუჭი იქნება. ამასთან, ხშირი ცემა პატარას ფსიქიკას აზიანებს, რადგან ბავშვი, რომელსაც ნებისმიერი დანაშაულის გამო ფიზიკურად სჯიან, მხოლოდ იმაზე ფიქრობს, რომ სასჯელი მოელის, ეს კი მისი ფსიქიკის მოშლას იწვევს. აღზრდის ასეთი მეთოდი ხშირად ბავშვს სასტიკ, უგულო და ბოროტ ადამიანად აყალიბებს.

დასჯის სხვა სახეები - მკაცრი გაფრთხილება, შენიშვნა, საყვარელი საქმიანობის დროებით აკრძალვა, კუთხეში დაყენება - შედარებით ლმობიერია და შეგვიძლია უფრო თამამად გამოვიყენოთ, თუმცა სისტემატური ხასიათი არც მათ უნდა მიეცეს. ხუთ-ექვს წლამდე პატარები მკაცრი შენიშვნით ან კუთხეში დაყენებით უნდა დავსაჯოთ, მოზრდილებს კი შეიძლება დროებით ავუკრძალოთ ის, რაც ყველაზე მეტად აინტერესებთ. თუ შვილს თავიდანვე სწორად ვზრდით, მისთვის ჩვენი გულგრილი დამოკიდებულებაც დიდი სასჯელის ტოლფასი იქნება, თვითონვე მიხვდება და ეცდება დანაშაულის გამოსწორებას, აღარ ჩაიდენს ისეთ საქციელს, რომელმაც მშობელს გული ატკინა."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 06:57 PM

"- მართალია ფიზიკურ დასჯას უკიდურესად უნდა ვერიდოთ, მაგრამ თუკი მაინც საჭირო გახდება დასჯის ამ ხერხის გამოყენება, რა ასაკამდე შეიძლება მივმართოთ?

- მხოლოდ და მხოლოდ გარდატეხის ასაკამდე. თორმეტი წლიდან ბავშვი ყველაზე მგრძნობიარეა. ეს ხომ ის პერიოდია, როდესაც ნელ-ნელა გამოდის ბავშვობის ასაკიდან და სრულფასოვან პიროვნებად ჩამოყალიბებისკენ პირველ ნაბიჯებს დგამს, უყალიბდება ფსიქიკა. გარდატეხის ასაკში განცდილი ემოციები და შთაბეჭდილებები ყველაზე ძლიერ აღიბეჭდება მის გონებასა და არსებაში და მთელი ცხოვრების მანძილზე გაჰყვება.

- ეს ხომ იმას არ ნიშნავს, საჭიროების შემთხვევაში უარი ვთქვათ დასჯის სხვა მეთოდების გამოყენებაზეც...

- მაგრამ გარდატეხის ასაკში მყოფ ბავშვს ვერც თავის ნებაზე მივუშვებთ. თუ დააშავებს, აუცილებლად უნდა ვიმოქმედოთ - რჩევა-დარიგება მივცეთ, შევაგონოთ. ამ პერიოდში, საზოგადოდ, მეტად მნიშვნელოვანია, მოზარდთან დაკავშირებული ნებისმიერი სერიოზული საკითხი სულიერი მოძღვრის მითითებისაებრ გადავჭრათ."

/მამა გაბრიელ დარჯანია/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:12 PM

"- ზოგიერთი მშობელი თვლის, რომ ორ წლამდე პატარას არც არაფერი ესმის და ვერც ვერაფერს შეაგნებინებ, ამიტომ მის დასჯას საჭიროდ არ მიიჩნევს.

- ეს მცდარი შეხედულებაა. ბავშვი ყველაზე ცელქი და მოუსვენარი ორი-სამი წლის ასაკამდეა და ყველაზე მეტ მავნებლურ საქციელსაც ამ პერიოდში სჩადის - ყველაფერს თავდაყირა აყენებს და ამტვრევს, თანაც მშვენივრად ესმის, რომ ცუდად იქცევა. ამიტომაც არის, რომ ჩუმად, დაფარულად ცდილობს ასეთი საქმეების კეთებას - შეგნებული აქვს, რომ სასჯელი არ ასცდება. ასე რომ, მისი დასჯა არათუ უშედეგო არ არის, აუცილებელიც კია - შენიშვნა მივცეთ, კუთხეში დავაყენოთ, ტკბილეული ავუკრძალოთ.

თუმცა სისტემატური ხასიათი არც ამ მეთოდებით დასჯას უნდა მივცეთ. რაც შეეხება ფიზიკურ დასჯას, გავიმეორებ, რომ მას მხოლოდ უკიდურეს შემთხვევაში უნდა მივმართოთ, მაგრამ თუკი ბავშვის ცემა მაინც მოგვიხდება, არამც და არამც არ შევეხოთ მის თავსა და სახეს - ამას სასტიკად კრძალავს ყველა წმინდა მამა."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:31 PM

"- ზოგიერთი მშობელი ცხელ გულზე ხშირად ემუქრება შვილს, შემდეგ კი მუქარას აღარ ასრულებს.

- უმჯობესია, მუქარისაგან თავი შევიკაოთ, რადგან მშობელი ხშირად მართლაც ვერ ახერხებს გაბრაზებულ გულზე დანაპირების შესრულებას. ბავშვი მუქარას უკვე არასერიოზულად უყურებს, მეტიც - ყურადღებასაც კი აღარ აქცევს. შესაძლოა, დავემუქროთ, რომ არ შევუსრულებთ თხოვნას და არ ვუყიდით ამა თუ იმ ნივთს, მაგრამ თუკი შემდგომში პატარა კეთილგონივრულად მოიქცევა, თანაც დაჟინებით არ მოითხოვს სურვილის შესრულებას, შეიძლება ვაპატიოთ კიდეც და სურვილი შევუსრულოთ, თუმცა აუცილებლად უნდა გავუსვათ ხაზი იმას, რომ ეს თავისი კეთილგონივრული საქციელის სანაცვლოდ დაიმსახურა."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 07:48 PM

"- შეიძლება თუ არა სიტყვიერი დასჯისას უფლის სახელის გამოყენება? უფროსები ხშირად უმეორებენ ხოლმე პატარას: "ღმერთი დაგსჯის", "უფალი განგირისხდებაო"...

- ასეთი რამ არამც და არამც არ უნდა ვთქვათ. შესაძლოა გავაფრთხილოთ, შენი საქციელი ღმერთს, მფარველ ანგელოზს არ მოეწონებაო და თან ავუხსნათ, რატომ. თუკი უფლის სახელით დავაშინებთ, ეს უფლის მიმართ ბავშვის გულისწყრომასა და გაღიზიანებას გამოიწვევს."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 17 2020, 10:58 PM

"- უნდა ვერიდოთ თუ არა საღამო ხანს, ძილის წინ ბავშვის დასჯას?

- თუკი ბავშვის ცუდი საქციელი ზღვარს გადავა, შენიშვნა მივცეთ და დავარიგოთ, დასჯის უფრო მკაცრ მეთოდებს კი არ მივმართოთ. საღამო ხანს, მით უფრო - ძილის წინ, მიღებული შთაბეჭდილებები და განცდილი ემოციები განსაკუთრებით მძაფრად ებეჭდება ბავშვს გონებაში და ძილის დროს ხშირად სიზმრის სახით ნახულობს. თუკი ძილის წინ მკაცრად დავტუქსავთ ან სხვა მკაცრი მეთოდით დავსჯით, წყენა და გაღიზიანება ძილის დროსაც გაჰყვება და მისთვის თავის გართმევა გაუჭირდება.

ადვილი შესაძლებელია, მშფოთვარე, კოშმარული სიზმარიც კი ნახოს. თუკი ეს არაერთხელ განმეორდა, პატარას ფსიქიკა დაუზიანდება. ზოგიერთი მშობელი იმის გამოც კი სჯის ბავშვს, რომ დაძინება უჭირს. ასეთი რამ გაუმართლებელია. უფროსს ნებისყოფა არ ჰყოფნის და ეზარება, ბავშვს პატარა ზღაპარი მაინც წაუკითხოს. ერთი სული აქვს, როდის დააძინებს, რომ თავის საქმეებს მიხედოს. არადა, ძილის წინ წარმოთქმული ლოცვა და წაკითხული კეთილი ზღაპრები ბავშვს მშვიდ და უშფოთველ ძილს მიმადლებს."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 12:40 PM

"- ბრძანეთ, რომ როდესაც ბავშვი აცნობიერებს ჩადენილ დანაშაულს, ნანობს მას და პირობას დებს, აღარ დავაშავებო, დასჯა საჭირო აღარ არის. როგორ მოვიქცეთ იმ შეთხვევაში, თუკი, პირობის მიუხედავად, იმავე საქციელს კვლავ გაიმეორებს?

- აუცილებლად უნდა დავსაჯოთ. შესაძლოა, ზოგს მიაჩნდეს, რომ ბავშვი არც იმ შემთხვევაში უნდა დავტოვოთ დაუსჯელი, როცა გრძნობს და განიცდის თავის დანაშაულს. მაგრამ დასჯის უმთავრესი მიზანი ხომ ისაა, რომ დამნაშავემ დანაშაული შეიგნოს და სინანულის გრძნობა გაუჩნდეს. თუკი ეს სასჯელის გარეშეც მოხდა, დასჯა რაღა საჭიროა? ამ დროს დარიგებაც საკმარისია.

- მისაღებია თუ არა ბავშვის სხვების თანდასწრებით დასჯა?

- შეიძლება შენიშვნა მივცეთ და მივუთითოთ, რომ არასწორად იქცევა. თუ მის ცუდ საქციელს, იმის გამო, რომ ამას სხვების თანდასწრებით სჩადის, უყურადღებოდ დავტოვებთ, ბავშვს ამპარტავნებას გავუღვიძებთ და დაუსჯელობის სინდრომიც ჩამოუყალიბდება - იფიქრებს, მოწმეების წინაშე მაინც არ დამსჯიანო და რასაც მოისურვებს, იმას გააკეთებს.

ხშირად სხვების თანდასწრებით ბავშვს შენიშვნას თვალების დაბრიალებით აძლევენ. თუ ბავშვი თვალების ბრიალით ჩერდება, აშკარაა, რომ წნეხის ქვეშაა და მშობლის ეშინია. მას მშობლის კი არ უნდა ეშინოდეს, კრძალვა და რიდი უნდა ჰქონდეს. ეს კი თვითონ მშობელმა უნდა დაიმსახუროს. როცა ბავშვს უფროსის რიდი აქვს, მისთვის ლმობიერი შენიშვნაც - შვილო, ასე არ ვარგა, ეს რატომ გააკეთეო - საკმარისია, რომ დანაშაული იგრძნოს, თანაც ასეთი შენიშვნები გაცილებით ქმედითია, ვიდრე ბავშვის თვალების ბრიალითა და ცემით დასჯა."

/მამა გაბრიელ დარჯანია/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 01:14 PM

"- ხშირად ბავშვები ტირილითა და ჭირვეულობით ცდილობენ თავიანთი ნების გატანას. როგორ მოვიქცეთ ასეთ შემთხვევაში?

- ხშირად ტირილისა და ჭირვეულობის მიზეზი უბრალო კაპრიზი ან სიჯიუტეა. ასეთ დროს არ უნდა დავუთმოთ - თუკი ბავშვი დაინახავს, რომ ამ გზით მისი ნება-სურვილი სრულდება, ჭირვეულობა ჩვევად ექცევა და მოზრდილობისასაც ჯიუტი და თავნება იქნება. თუ სიმკაცრეს არ გამოვიჩენთ, ნურც მოვეფერებით და ნურც სურვილს ავუსრულებთ. უმჯობესია, იტიროს. როცა მიხვდება, რომ ამ ხერხით ვერას გახდება, თვითონვე გაჩერდება."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 01:35 PM

"- წმინდა მამები გვირჩევენ, გაბრაზებულ გულზე ბავშვის დასჯას ვერიდოთ. არადა, მშობლების უმეტესობა სწორედ ასეთ დროს სჯის შვილს.

- ბოროტი და არაწმინდა სული ყველანაირად ცდილობს, განარიდოს ადამიანი ღვთისკენ სავალ სათნოებებს - სიმშვიდეს, თავმდაბლობას... როცა ბავშვი რაიმეს აშავებს, ბოროტი ცდილობს, მშობელს სიმშვიდე დაუკარგოს და ხშირად ახერხებს კიდეც ამას. გაბრაზება, როგორც წესი, მრისხანებასა და სისასტიკეში გადაიზრდება ხოლმე. ამ დროს დასჯა მშობლების ვნების გამოვლინებად იქცევა.

ამავდროულად, უმიზნო, უსამართლო და უსაფუძვლოცაა, რადგან ბავშვს კეთილისა და ბოროტის გარჩევას კი არ ასწავლის (რაც კეთილგონივრული დასჯის მიზანია), მის გულისტკივილს, ზოგჯერ კი გაბოროტებასაც იწვევს. მრისხანებაში მყოფი ადამიანი სამართლიანი გადაწყვეტილების მიღებას ვერასოდეს შეძლებს. უფალი ხომ ბრძანებს: "გულისწყრომა კაცისა როდი შეიქმს ღმრთის სიმართლესო".

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:20 PM

"- ასეც ხდება ხოლმე - ვინმეზე გაბრაზებული ან ამა თუ იმ ცხოვრებისეული პრობლემით გაღიზიანებული მშობელი შვილზე იყრის ჯავრს. ამ შემთხვევაში ბავშვი ხომ უმიზეზოდ ისჯება?

- ასეთი რამ წარმოუდგენლადაც კი მიმაჩნია. თუკი უფროსს პრობლემა აქვს, ბავშვმა რა დააშავა, მისი ბრალი ხომ არ არის? ეს ყველა მშობელმა უნდა გააცნობიეროს და გაითვალისწინოს. ვინც ასე იქცევა, უდიდეს დანაშაულს სჩადის, უპირველესად კი კაცთმოყვარეობის მცნებას არღვევს."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 05:51 PM

"- როგორ მოვიქცეთ დასჯის შემდეგ?

- თუ შევატყობთ, რომ პატარამ სასჯელი მიიღო - დანაშაული გააცნობიერა და უკეთ მოქცევას ცდილობს, სითბო უნდა დავანახოთ, შეიძლება შევაქოთ კიდეც და საჩუქარიც გავუკეთოთ, რათა დასჯას შედეგად ბავშვის მშობლისგან გარიყვა არ მოჰყვეს და პატარამ არ იფიქროს, რომ სამუდამოდ დასჯილი დარჩა. მაგრამ თუკი არ მიიღებს სასჯელს, დასჯის შემდეგ ჭირვეულობს, გვემალება ან სხვა სახის ახალ დანაშაულს სჩადის, არ დაუშვათ, რომ თავისი ნება გაიტანოს, თუმცა არამც და არამც არ გავაკეთოთ ეს ყვირილითა და ჩხუბით. ასეთ შემთხვევაში ბავშვის დასანახად შეიძლება გულგრილობაც გამოვიჩინოთ, მაგრამ მის მიმართ ყურადღება არ უნდა მოვადუნოთ. ისე კი, სასურველია, მსგავს სიტუაციებში რჩევა სულიერ მოძღვარს ვთხოვოთ."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 18 2020, 07:29 PM

"- ზოგი მეტისმეტად ლმობიერად ექცევა შვილს, შენიშვნასაც კი არ აძლევს. ზოგი ზედმეტ სიმკაცრეს იჩენს - სასტიკად სჯის მცირე დანაშაულის გამოც კი. რას გვასწავლის ეკლესია ამ საკითხთან დაკავშირებით?

- ზომაგადასული ლმობიერებაც და სიმკაცრეც მხოლოდ ზიანის მომტანია. მშობლები ორივე შემთხვევაში სცოდავენ: "უგუნური სიმკაცრეცა და სირბილეც დასაგმობია. პირველ შემთხვევაში ახალგაზრდები მიშვებულნი, თავნებანი და ბუნებით ყოველგვარი ცუდისაკენ მიდრეკილნი ხდებიან და დაღუპვისთვის არიან განწირულნი. მეორე უკიდურესობას მწუხარება, გაღიზიანება და ნაღველი მოაქვს. ყველგან სამეუფო - შუალედურ გზაზე სვლაა საქები. ამიტომაც ღვთისმოსავ მშობლებს შუალედური გზის არჩევა ეგებით", - გვმოძღვრავს ერთ-ერთი წმინდა მამა."

/მამა გაბრიელ დარჯანია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 2 2020, 08:42 PM

"წმინდა მამა [ღირსი ისიდორე პელუსიელი] ურჩევს მშობლებს, ხშირად უკითხონ ბავშვებს წმინდა წერილი, რათა სათნოებითა და უბიწოებით შეიმოსონ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 6 2020, 08:02 PM

"ოჯახში როგორც ჰაერის გაწმენდაა აუცილებელი, ასევე უნდა განიწმინდოს ჩვენი საცხოვრებელი ადგილი უკეთური ძალისაგან, იმისათვის, რომ დაცული ვიყოთ, დავმშვიდდეთ სულიერად, ავირიდოთ თავიდან უსიამოვნებანი, რაც ავადმყოფობითა და სხვადასხვა ხილული და უხილავი სახით გადმოდის ჩვენზე. ამიტომ სახლის კურთხევა არ უნდა დავიზაროთ".

/დეკ. ღვთისო შალიკაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 22 2020, 11:11 AM

"იცვალე ფერი და გახდი ბავშვი!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 05:11 PM

"დედა ღვთისა არასოდეს დატოვებს ობლად დარჩენილ ბავშვებს უპატრონოდ. იგი ავედრებს უფალს იმ ჩვილებსაც, რომლებიც დედებმა სამშობიაროში დატოვეს. აუცილებლად მოუვლენს კეთილ ადამიანს, ვინც იზრუნებს მათ აღზრდაზე, მოვლა-პატრონობაზე, ფეხზე დააყენებს მათ."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 05:25 PM

"- დედისთვის ყველაზე რთული შვილის გარდამავლი ასაკია. ამ დროს განსაკუთრებით ღელავს, რადგან იოანე ოქროპირი ამბობს: "როგორები იქნებიან ბავშვები ამ ასაკის შემდეგ, კარგები თუ ცუდები, არავინ იცის, უფლის გარდა".

- ამ დროს ხდება პიროვნების ჩამოყალიბება. ერთი მხრივ, შვილმა არ იცის, როგორ მოიქცეს, როგორ გაუმკლავდეს ცხოვრებას, რა პოზიცია აირჩიოს. მეორე მხრივ, არ უჯერებს მშობელს, თავის თავზე დიდი წარმოდგენა აქვს. ამ ასაკში ხდება საბედისწერო შეცდომების დაშვება. შესაბამისად, მშობელს მართებს განსაკუთრებული ძალისხმევის გამოჩენა. ზოგჯერ მშობელი ვერაფერს ცვლის, გრძნობს, რომ ეს მის ძალას აღემატება და სასოწარკვეთილებაში ვარდება. ასეთ დროს მან ლოცვა უნდა მოიხმაროს ფარად და ღვთისმშობელს, ჩვენი ზეციური დედის კალთას შეავედროს შვილი. დედა ღვთისა არ მოაკლებს წყალობას ცრემლით მლოცველი დედის შვილს და ჭეშმარიტებისაკენ გაუკვალავს გზას."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 06:22 PM

"- ზოგჯერ შვილი, ნებსით თუ უნებლიეთ, აწყენინებს დედას. გადის დრო. შვილი ხვდება, როგორ დააშავა მშობლის წინაშე, მაგრამ, სამწუხაროდ, გვიანია პატიების თხოვნა, რადგან დედა უკვე აღარ არის. სინდისის ქენჯნა კი მოუშუშებელ იარად აწვალებს სულს. როგორ უნდა მოიქცეს ასეთ შემთხვევაში ადამიანი?

- უნდა გვახსოვდეს, რომ მივიდეთ ტაძარში, ვილოცოთ მშობლის სულისთვის, ვთქვათ აღსარება. შვილი ამით გამოისყიდის შეცდომას და ანუგეშებს დედის სულს, რომელსაც ყოველთვის უხარია შვილის სულიერი წარმატება, ფერისცვალება.

ჩვენს ცხოვრებაში სულიერი კანონები მოქმედებენ. ხშირად ჩვენი შვილები იმავე დამოკიდებულებას ავლენენ ჩვენს მიმართ, რაც ჩვენ გვქონდა მშობლების მიმართ, როგორც ვექცეოდით ჩვენს მშობლებს, ისე გვექცევიან ჩვენი შვილებიც. ანუ ჩვენ ვზღავთ საკუთარი, ბავშვობის დროინდელი შეცდომების გამო. ეს არის სასჯელი, რომლითაც გვამდაბლებს უფალი და გვალმობიერებს, განგვაწყობს საიმისოდ, რომ რბილად შევხედოთ ჩვენი შვილების შეცდომებს, ვიყოთ უფრო მომთმენნი, მიმტევებელნი მათი სისუსტეების მიმართ."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 07:21 PM

"- დედები თავს იმართლებენ - გაჭირვების გამო ბევრ შვილს ვერ ვაჩენთო... თუმცაღა არიან მრავალშვილიანი ოჯახები, სადაც ბავშვები, მართალია, ფუფუნებით არა, მაგრამ დათმობის, მსხვერპლის გაღების ატმოსფეროში იზრდებიან...

- რა თქმა უნდა, მატერიალური მდგომარეობა მნიშვნელოვანია, მაგრამ მრავალშვილიან ოჯახებში უფრო მეტი სულიერი კომფორტია. რადგან იქ მეტი სიყვარული და ურთიერთგატანაა, ერთმანეთს ხელს უწყობენ, სიმებივით შეხმატკბილებულნი არიან. ასეთ ოჯახში გაზრდილი ბავშვი ჭეშმარიტი, ჯანსაღი ღირებულებითაა ნასაზრდოები და ქვეყნის საიმედო მომავალია..."

/დეკ. დავით შენგელია/


პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2020, 08:37 PM

"- ქალთა ემანსიპაცია ჩვენი თანამედროვეობის ერთ-ერთი აქტუალური პრობლემაა. დედები იძულებულნი არიან, იმუშაონ და ოჯახისთვის ნაკლებად იცლიან. ძიძას მიბარებულ ბავშვს კი შემდეგ უკვე უჭირს დედასთან ურთიერთობა...

- გაძიძავების ტრადიცია ძველთაგანვე არსებობდა საქართველოში, მაგრამ მაშინდელი ძიძები მნიშვნელოვან როლს ასრულებდნენ ბავშვების აღზრდაში. დღეს კი ამას ხელოვნური ხასიათი აქვს. როდესაც დედა არ ზრდის შვილს, ნაკლებად იცნობს მის ხასიათს, შინაგანად კიდეც უუცხოვდება მას. დედა-შვილს შორის ტყდება ხიდი, რომლის გამთელება არც ისე იოლია."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 25 2020, 09:10 PM

"- ზოგიერთ ქალს ბავშვი გასაზრდელად აჰყავს. საჭიროა თუ არა, ბავშვმა იცოდეს სიმართლე?

- შეიძლება ვიღაცამ უხეშად უთხრას ეს, ამის გამო კი ბავშვმა დაკარგოს თავისი თავი, ოჯახი და აღმოჩნდეს უფსკრულის პირას. ამიტომ სჯობს აღმზრდელებმა ტაქტიანად უთხრან შვილს, რომ იგი აიყვანეს სიყვარულით და არ დაუშურებიათ ძალისხმევა მის აღსაზრდელად."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 27 2020, 06:18 PM

"- რამდენად მართებული და მიზანშეწონილია დედის მიერ შვილების ზედმეტად ქება ანდა პირიქით, გაკიცხვა?

- დედამ შვილი ზედმეტად არ უნდა აქოს, არც გაკიცხოს და დაამციროს, სიმკაცრეც უნდა გამოიჩინოს შვილების აღზრდისას, რათა შვილმა შეინარჩუნოს მოკრძალება და პატივისცემა მშობლის მიმართ. შეიძლება მეტისმეტმა სიმკაცრემ ადამიანს თავისუფალი ნება ჩაუკლას, რისი შედეგიცაა პიროვნული უსუსურება, არასრულფასოვნების შეგრძნება. ამიტომ არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება შვილის ცემა, გალანძღვა (მით უმეტეს სხვების თანდასწრებით). ამან შეიძლება ბავშვის ფსიქიკა დაამახინჯოს. შვილმა დაკარგოს დედის მიმართ ნდობა, გაუცხოვდეს."

/დეკ. დავით შენგელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 6 2020, 02:23 PM

" - რა უნდა გაითვალისწინონ დედებმა ბავშვის ცხოვრების იმ ეტაპზე, რომელიც ფეხის ადგმიდან სკოლამდე პერიოდს მოიცავს?

- ორიდან სამ წლამდე ბავშვს დედამ უნდა მისცეს საშუალება, თვითონ მოიწესრიგოს ტუალეტი. დღეს ბავშვებს დიდი ხნის განმავლობაში ამყოფებენ პამპერსებით, რაც მეტად მავნეა არა მარტო მათი შარდსასქესო გზებისთვის, არამედ ფსიქოლოგიური თვალსაზრისითაც, რადგან დიდი მნიშვნელობა აქვს იმას, რომ ორიდან სამ წლამდე ბავშვს გაუჩნდეს თავისი სხეულის ფლობის განცდა".

/ფსიქოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი თეა გოგოტიშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 17 2020, 09:01 PM

"ბავშვები, რომლებიც ადრეული ასაკიდან იზრდებოდნენ ღვთისმოშიშად, ხშირად ცოდვით დაცემისას იხსენებენ იმ ლოცვებს, რომელთაც მათ დედა ასწავლიდათ, ახსენდებათ რა საკუთარი ბავშვობა, ისინი ადვილად იცილებენ ცოდვებს და ნაკლოვანებებს, და კვლავ უბრუნდებიან ქრისტიანულ ცხოვრებას"

/წმ. დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 02:42 PM

"არიან მშობლები, რომელნიც ფიქრობენ, რომ ბავშვების აღზრდა სკოლაში წასვლის შემდეგ იწყება. ეს მცდარი შეხედულებაა, ერთ-ერთი თანამედროვე მეცნიერი წერდა, რომ ბავშვის აღზრდა 10 წლის ასაკში მთავრდება. მეორე ბრძენი ამბობდა: "ადამიანი მთელი ცხოვრების მანძილზე რჩება ისეთი, როგორიც იყო 6 წლამდე". სხვა ბრძენი ამის შესახებ წერდა: "ბავშვი, რომელიც იმსახურებს ცემას 4 წლის ზევით, უკვე ცუდადაა აღზრდილი".

/წმ. დიდმოწამე ვლადიმერი (ბოგოიავლინსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2020, 03:47 PM

"მშობლები, რომლებმაც ვერ შეძლეს ბავშვის სწორად აღზრდა, საერთოდ ყველაფერში დამარცხდნენ!!!"

/ბერი პორფირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 25 2020, 09:52 PM

"ოჯახი ეკლესიაა, კაცი ქრისტეს სახეა, ხოლო ქალი - ემბაზი, რომლისგანაც იშვება ყრმა"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 29 2020, 02:31 PM

"არ შეიძლება შენიშვნებისა და აგრესიის ფონზე გაიზარდოს ბავშვი"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 30 2020, 08:03 PM

"განა ძალადობა არ არის, როცა მშობელი ბავშვს სმარტფონით აჯადოებს, რომ თავისუფლად იყოს. ბავშვების დიდი ნაწილი ფაქტობრივად მშობლებთან ურთიერთობის გარეშე იზრდება. თამაშობს ან უყურებს სმარტფონს. სიმშვიდეა, ბავშვი ერთობა... ანალიზი თქვენთვის მომინდვია"

/დეკ. შიო პაიჭაძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 27 2020, 07:42 PM

"შვილების გამოსწორება მშობლების განწმენდით მიიღწევა. გახდით წმინდანები და შვილებთან არანაირი პრობლემა არ გექნებათ. მშობლების სიწმინდე ბავშვებს სირთულეებისგან იხსნის. ბავშვებს გვერდით წმინდა, დიდი სიყვარულის მქონე ადამიანები სჭირდებათ, რომლებიც კი არ დააშინებენ და მხოლოდ ჭკუის სწავლებით კი არ შემოიფარგლებიან, არამედ მისცემენ კარგ მაგალითს და ილოცებენ მათთვის".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 31 2020, 09:44 PM

"ჩვენ უნდა აღვზარდოთ შვილები სახარებით, უნდა ვასწავლოთ მოწყალება"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 9 2020, 10:23 PM

"მშობლების კურთხევა ღვთის კურთხევაა"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 10 2020, 08:44 PM

"გიყვარდეს მშობლები: როცა ხედავ, კურთხევა აიღე მათგან, იყავი ბავშვივით მორჩილი"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 14 2020, 05:30 PM

"ყოველ დღე შვილები დალოცეთ, აიღეთ წმინდა ხატი და სახლის ყველა მხარე აკურთხეთ"

/სქემარქიმანდრიტი ვიტალი (სიდორენკო)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 22 2020, 09:33 PM

"ბავშვის გული იმდენად სათუთია, რომ როდესაც ოჯახში თავს იჩენს უთანხმოება და დაპირისპირება, მაშინვე ხდება მოზარდის ტრავმირება".

/მამა თეოდორე ფარნაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 23 2020, 08:49 PM

"ოჯახი იგივე ეკლესიაა და თუკი ჩვენ ეკლესიაში კრძალვით შევდივართ და სიყვარულით ვეპყრობით წმინდა ხატებს, ასეთივე მოკრძალება და სიყვარული გვმართებს ოჯახის წევრების მიმართაც"

/მამა თეოდორე ფარნაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 26 2020, 09:27 PM

"ბევრი შვილი მშობლების სიხარულია"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Nov 30 2020, 02:32 PM

"ოჯახში მამაკაცი უნდა მეფობდეს და ქალი - დედოფლობდეს, რაც გარანტიაა მშვიდი, ჰარმონიული ოჯახისა. ოჯახი არის ის გარემო, სადაც ბავშვის ფსიქიკა ყალიბდება, აქ ეზიარება იგი რწმენას და სიყვარულის, აქ ღვივდება მისი სული, აქ იცევა ის პიროვნებად"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 1 2020, 02:48 PM

"ყოველი ახალშობილი დიდი სიხარულია ოჯახში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 08:51 PM

"ერთი კურთხეული შვილისაგან მთელ სახლს ძალუძს კურთხევის მიღება და წარმატების მიღწევა ყველაფერში, ხოლო ერთი უკურთხებლის მიზეზით შეიძლება, მთელი მოდგმა მწუხარებას განიცდიდეს".

/წმ. ნიკოლოზ სერბი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Dec 9 2020, 10:36 PM

"თუ ოჯახი არ არის ჯანსაღი, ვერც სახელმწიფო იქნება ძლიერი"

/მღვდელი თეოდორე ფარნაშვილი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 02:19 PM

"ოჯახური ცხოვრება ქრისტიანული ღვაწლია, გზაა სულის ხსნისა, რადგან იგი გულისხმობს არა მარტო ერთად ცხოვრებას, არამედ ერთმანეთისათვის ცხოვრებას"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jan 3 2021, 08:24 PM

"ქრისტიანული ოჯახი უფლის სავანეა, უფლის ბაღია, რომელშიც ცოლსაც და ქმარსაც დაედგინათ მუშაკობა ღვთის სადიდებლად"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Mar 15 2021, 08:20 PM

"უფალო, მოუვლინე შენი წყალობა მთელი ქვეყნის ბავშვებს, შენგან შეყვარებულებს, და სული წმიდის მიერ შეაცნობინე მათ შენი თავი. ცრემლით გევედრები, ისმინე ჩემი ლოცვა შენი შვილებისთვის და მიეც ყველას უნარი, რათა სული წმიდის მიერ შეიცნონ დიდება შენი"

/ღირსი სილუანე ათონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 12 2021, 08:46 PM

"ბავშვები პატარა ანგელოზები არიან ადამიანის სხეულით"

/ღირსი იუსტინე პოპოვიჩი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 06:09 PM

"მშობლების საქციელი და ცხოვრების წესი შვილებისათვის ყველაზე კარგი მასწავლებელია"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 21 2021, 07:49 PM

"ახლადელ დროში ბევრი მშობელი შვილებს ბევრ რამეს ასწავლის, ხშირად ისეთს, რაც არ არის აუცილებელი და სასარგებლო, მაგრამ იმაზე არ ზრუნავს, რომ ასწავლოს ღვთის შიში, მცნებების დაცვა, ეკლესიური ცხოვრება. ამის გამო ხშირ შემთხვევაში ბავშვები იზრდებიან ურჩები, მშობლებისადმი უპატივცემულონი, და როგორც თავისთვის, ისე სამშობლოსთვისაც უვარგისნი და ზოგჯერ მავნებელნიც".

/ღირსი ამბროსი ოპტინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:07 PM

"მშობლებმა იმაზე კი არ უნდა იფიქრონ, რომ შვილები ოქრო-ვერცხლით გაამდიდრონ, არამედ იმაზე, რომ ისინი გახდნენ მდიდარნი კეთილმსახურებით, სიბრძნითა და სათნოებებით"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 06:44 PM

"ნუ იზრუნებ იმაზე, რომ შვილი გამოგივიდეს სწავლული და სახელგანთქმული, პირიქით, ასწავლე, რომ გულგრილი იყოს ამა ქვეყნის დიდებისადმი: ამით უფრო სახელოვანი გახდება ღვთის წინაშე. ამას სწავლობენ არა საერო მასწავლებებისგან და მეცნიერული შრომებიდან, არამედ წმინდა წერილიდან. ნურც იმაზე იზრუნებ, რომ შენმა შვილმა ამქვეყნად იცხოვროს დიდხანს და კეთილდღეობით - მთავარია, იმქვეყნად გახდეს მარადიული და ნეტარი ცხოვრების თანაზიარი".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 22 2021, 08:45 PM

"ბავშვები დამღუპველ შეცდომაში შეგვყავს, თუ ისინი ქრისტესთან, ჩვენს მაცხოვართან, არ მიგვყავს"

/მთავარეპისკოპოსი ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 23 2021, 05:17 PM

"აღზრდა, კეთილმსახურების სულის გარეშე, ვერც მიწიერ კეთილდღეობას მისცემს აღსაზრდელს"

/მთავარეპისკოპოსი ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:17 PM

"რელიგიური აღზრდა ყველაზე დიდი სიმდიდრეა, რაც შეუძლიათ მშობლებს შვილებს დაუტოვონ"

/წმ. დედოფალი ალექსანდრა/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:27 PM

"ბავშვის ჭირვეულობების გამოუსწორებლად დატოვება - ეს იგივეა, რომ შენი გულისთვის უძვირფასესი ადამიანი ცხოვრებაში გარდაუვალი უბედურებისათვის გაწირო. დაუდე საზღვარი ბავშვის ჟინიანობას, ალაგმე სიჯიუტისკენ მისი სწრაფვა, მიაჩვიე ნაკლულოვანებას, საჭიროებას, მოთმინებას და ამით მასში განავითარებ ზნეობრივ ძალებს, რომელიც საკუთარი თავის ფლობაშია, ნებისყოფის გამომუშავებაში და რომლითაც შეიძლება ბედნიერი იყოს სხვადასხვა ბოროტი შემთხვევისას; და მტკიცე და შეურყეველი - ცხოვრების ყველაზე ბობოქარ ტალღებს შორის"

/იღუმენი ბონიფანტე (ვინოგრადსკი)/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 27 2021, 08:42 PM

"არ ზრუნავენ მშობლები შვილებზე, თუ უნდათ მათი გართობა და მათით გართობა, განსაკუთრებით მაშინ, როცა სწავლის დრო უფროა, ვიდრე გართობისა. ბრძნული და მაცხონებელია მშობლების სიყვარული, როცა ისინი რამდენადმე თავს იკავებენ ბავშვების მოფერებისგან, რათა ალერსი გამოიყენონ როგორც ჯილდო დაჯერებისა და სწავლაში წარმატებისათვის.
არ ზრუნავენ ისინი შვილებზე, როცა, თუნდაც, ასწავლიან, მაგრამ უფრო სასიამოვნოს, ვიდრე სასარგებლოს.
არ ზრუნავენ შვილებზე, თუკი გულმოდგინედ ასწავლიან მათ სასარგებლოს უფრო მეტად დროებითი ცხოვრებისათვის, ვიდრე უკვდავი სულის საცხონებლად".

/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 29 2021, 07:37 PM

"მშობლები, რომლებსაც რთული და უზრდელი შვილები ჰყავთ, ჯავრი ბავშვებზე კი არა, მასზე იყარონ, ვინც მათი შვილების უკან დგას - ეშმაკზე. ეშმაკის დამარცხება მხოლოდ მაშინ შეგვიძლია, თუ თავად განვიწმინდებით".


პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 30 2021, 08:32 PM

"მაღალი, წმინდა და სულიერი სიყვარულია, როცა მშობლები შვილებს უყურებენ, როგორც ღვთის კურთხევას, როგორც ახალ წევრებს, რომლებიც ცათა სასუფეველში უნდა შევიდნენ. ამიტომ ცდილობენ, ჩაუნერგონ მათ ღვთის შიში, კეთილი ზნე და კეთილკრძალულება. მაგრამ შეიძლება მშობლებს შვილები უყვარდეთ, როგორც მხოლოდ გვარის გამგრძელებლები, იამაყონ მათი აღნაგობით, სილამაზით, გამჭრიახობით; მშობლების ასეთ სიყვარულში უკვე ბევრია მიწიერი და ხორციელი".

/წმ. არსენ სერპუხოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: May 31 2021, 08:19 PM

როგორ და რისთვის უნდა დავსაჯოთ ბავშვი?

"თუ ხედავ, რომ რჯული ირღვევა, დასაჯე; ხან მკაცრი შეხედვით, ხან სიტყვით, ზოგჯერ საყვედურით; სხვა დროს შეაქე და საჩუქარს დაჰპირდი. ცემას კი ბოროტად ნუ გამოიყენებ, რათა არ მიეჩვიოს აღზრდის ამ მეთოდს, თორემ მიეჩვევა და მის მიმართ გულგრული გახდება, და როდესაც ეს მოხდება, მაშინ უკვე ყველაფერი დაკარგულია. ჯობს, ყოველთვის ეშინოდეს ცემის, მაგრამ არ იცემებოდეს; ჯობს ემუქრებოდნენ როზგით, მაგრამ არ როზგავდნენ".

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 07:39 PM

"თუში მშობლების დამოკიდებულება შვილებთან "უთქმელ-სიყვარულიანია" - არა მოფერება, არა ალერსი, - ზრუნვა ყოველნაირი".

/გიორგი ცოცანიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 1 2021, 09:42 PM

,,ბავშვები არ გვთხოვენ ჩვენ დაბადებას, ეს ჩვენ გვსურს მათი მოვლინება. ამიტომაც არ შეიძლება, მათგან რაიმე მოვითხოვოთ. ბავშვებს უნდა მივცეთ ფრთები და ფესვები. ფრთები, რომ მაღლა იფრინონ და ფესვები, რომ ყოველთვის ქონდეთ უკან დასაბრუნებელი ადგილი”.

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 2 2021, 08:26 PM

"ჩვენი მშობლების თაობა - გმირი თაობაა. მონობიდან - თავისუფლება მოგვიტანეს და საკუთარი შიმშილის ნიადაგზე ჩვენ გვაპურებდნენ.
კიდევ ერთ რამეს დავაკვირდი - ჩვენი თაობის მშობლებს განსაკუთრებულად უყვართ ძვლიანი ხორცი, ძველი პური, რომლითაც თეფშს ავსებენ (ასე ხომ საჭმელი ბევრდება) და ა.შ. და თუ რატომ, ამასაც კარგად მიხვდებით. იმიტომ რომ ჩვენ რაც გვრჩებოდა, იმას ჭამდნენ, შვილების სიყვარულით მიეჩვივნენ ამ ყოველივეს... სამაგალითო და მისაბაძი მშობლები არიან."

/მღვდელი თეიმურაზ ქორიძე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 4 2021, 09:50 PM

"ბავშვებზე ძალადობა?! აი, ერის უბედურება!.."

/მამა პეტრე კვარაცხელია/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2021, 06:28 PM

"გარდატეხის პერიოდში მშობლები გაგებით უნდა მოეკიდონ თავიანთი შვილების მოთხოვნილებებს და გაორმაგებულად ილოცონ მათი ჯანმრთელობისა და ბედნიერებისათვის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 5 2021, 08:32 PM

"ყველაზე მეტად ოჯახში ერთსულოვნება დააფასეთ და ნურაფერს დაიშურებთ იმისათვის, რომ თქვენ შორის ურთიერთგაგება და სიმშვიდე სუფევდეს. მაშინ შვილებიც მიბაძავენ მშობლების სათნოებებს და მთელ სახლში დამყარდება ღვთისსათნო ცხოვრება"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:10 PM

"ნურავისთვის იქცევი ზედამხედველად! ნუ ეცდები ვინმეს გამოსწორებას! გახსოვდეს, რომ იძულებით ვერავის შეცვლი - ვერც ქმარს და ვერც შვილებს. რაც უნდა ბევრი არიგო და ეჩხუბო ვაჟს, მაინც არ შეეშვება მოწევას, სმას, ნარკოტიკებს, ღამის ცხოვრებას.
თუ გინდა, რომ საწადელს მიაღწიო, ამისთვის მადლი უნდა მოიხვეჭო.
მისთვის კი მთელი გულით უნდა ილოცო!
უკან კი არ უნდა დაედევნო შენს ვაჟს, არამედ უფლისადმი ლოცვა აღავლინო და მფარველი ანგელოზი გააყოლო. სადაც უნდა იყოს ამ დროს, იგი შინაგანად იგრძნობს, რომ მის გულში რაღაც ხდება და უხილავი ხელი მას სწორ გზაზე დააყენებს"

/ილია მეორე/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 7 2021, 07:24 PM

"ბავშვობა ხომ ეს ის დროა, როცა დალევის გარეშეც მხიარული ხარ"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 07:50 PM

"ვისაც სურს ღირსეული შვილები ჰყავდეს, კეთილგონივრულად მოიქცევა, თუ თავად გახდება ღირსეული მშობელი"

/წმ. ფილარეტ მოსკოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 9 2021, 08:13 PM

"სასჯელის მიზანია არა ბავშვისთვის ტკივილის მიყენება ან მისდამი შურისძიება, არამედ ბოროტების აღმოცენებული ყლორტების მოკვეთა და გამოღვიძებული უარყოფითი მიდრეკილებებისათვის ზღვარის დადება"

/მთავარეპისკოპოსი ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 10 2021, 05:50 PM

"ყველა მშობელმა თავისი შვილი ღმერთისთვის უნდა გაზარდოს. ბავშვებს უნდა განვუვითაროთ ისეთი განმსჯელობის უნარი, რომ ესმოდეთ ადამიანური საქმეები: რას ნიშნავს სიმდიდრე, დიდება, ხელისუფლება, რომ გულგრილნი იყვნენ ყოველივე ამისადმი და ისწრაფოდნენ უმაღლესისკენ; და ჩვუბეჭდოთ მახსოვრობაში ასეთი ჩვევა: "შვილო, ღმერთის გეშინოდეს და მის გარდა ნურავისი და ნურაფრის შეგეშინდება". ამით ის გახდება გონიერი და ზნეობრივი ადამიანი, რადგან სხვა არაფერი უშლის ხელს ადამიანის გონებას ისე ძლიერად, როგორც ეს ვნებები. ღვთის შიში საკმარისია როგორც გასაბრძნობლად, ასევე იმისათვის, რომ სათანადო წარმოდგენა ჰქონდეს ადამიანურ საქმეებზე"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 14 2021, 05:46 PM

"პატარები, როდესაც ყოველდღიურად ხედავენ ღვთისმოსაობის მაგალითებს, ნელნელა თვითონაც ეჩვევიან მოკრძალებით იფიქრონ და ილაპარაკონ ღმერთზე, გულწრფელად უყვარდეთ იგი, როგორც კეთილი მამა, თავგამოდებით შეასრულონ მისი მცნებები და ძეობრივი შიშით გაურბოდნენ ღვთის ნების ყოველგვარ დარღვევას"

/მთავარეპისკოპოსი ევსები ორლინელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 16 2021, 04:54 PM

"არიან ისეთი მეუღლეები, რომლებიც ცდილობენ, ჯერ ყველა სხვა პრობლემა მოიგვარონ და მხოლოდ ამის შემდეგ იფიქრონ შვილების გაჩენაზე. ასეთი ადამიანები სრულიადაც არ უწევენ ანგარიშს ღმერთს. ზოგიერთი სხვა ცოლ-ქმარი ამბობს: "მძიმეა ახლანდელი ცხოვრება. გვყავს ერთი შვილი და გვეყოფა; ერთის გაზრდაც ძნელია!" და აღარ შობენ შვილებს. ეს ადამიანები ვერ ხვდებიან, რამდენად ცოდავენ, როცა ამგვარად ფიქრობენ და არ ენდობიან ღმერთს. ღმერთს "გული შესტკივა" ადამიანებზე და მისთვის იოლია, შეუწყვიტოს მშობლებს შვილიერება, თუკი დაინახავს, რომ მათ უკვე აღარ შეუძლიათ ბავშვების გაზრდა"

/ბერი პაისი მთაწმინდელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jun 18 2021, 07:44 PM

"მტკიცედ იცოდე და გახსოვდეს: როგორიც იქნები მშობლების მიმართ, ისეთივე დამოკიდებულება ექნებათ შენდამი შენს შვილებს, როგორც ქრისტე მაცხოვარი გვეუბნება: რომელი საწყაულითაც მიუწყავთ, იმითვე მოგეწყვით თქვენ (მათე 7,2)".

/წმ. ტიხონ ზადონელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Jul 28 2021, 07:49 PM

"აღზრდისას არც ზედმეტი სირბილეა საჭირო, არც - სიმკაცრე, - მხოლოდ გონიერებაა საჭირო!"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 7 2021, 06:32 PM

"ლიბერალის აზრით, ბავშვს 9, 10 ან 12 წლის ასაკში უფლება აქვს, შეიცვალოს ქირურგიული ჩარევით სქესი და ამაში ხელის შეშლის უფლება მშობლებს არ აქვს. თუ ამას ხელს შეუშლის, მშობელი უნდა ჩაჯდეს ციხეში".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 15 2021, 07:15 PM

"ყველაზე რთული ბავშვის რელიგიური აღზრდაა და ესეც კი უნდა ისწავლებოდეს ეკლესიის სივრცეებში"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 24 2021, 10:38 PM

"ჭურჭელი არ კარგავს თავის სურნელს - ცუდს თუ კარგს, - რითაც იყო იგი სავსე, ასევეა ბავშვის აღზრდაც, ამიტომ აუცილებელია, მას ბავშობიდანვე ვასწავლოთ სიკეთე"

/წმ. დიმიტრი როსტოველი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Aug 31 2021, 10:34 PM

"მშობლები არამხოლოდ საკუთარი ცოდვებისათვის დაისჯებიან, არამედ - თავიანთი შვილებისაც, თუ მათ ღვთისმოშიშებით არ აღზრდიან"

/წმ. იოანე ოქროპირი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 2 2021, 10:22 PM

"ღმერთი მშობლების უმადურ შვილებს ხშირად საკუთარი შვილების უმადურობით სჯის"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 3 2021, 08:45 PM

"შვილების აღზრდაზე დიდი ხელოვნება არ არსებობს"

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 01:15 PM

"ქუჩის ანაბარა დარჩენილი ასობით ბავშვი ეკლესიამ იშვილა, აღზარდა, განათლება მისცა. დღეს კი "უფლებადამცველები", რომლებსაც ქუჩიდან ერთი ბავშვიც კი არ აუყვანიათ აღსაზრდელად, ოცდაათ ვერცხლად მოსყიდული ცილისმწამებლის ნათქვამის "საფუძველზე", ძალით ართმევენ ეკლესიას ამ ბავშვებს, მშობლებსაც კი არ ეკითხებიან, სად მიჰყავთ მათი შვილები და არავინ იცის, რა პირობებში აცხოვრებენ მათ".

/მეუფე იოანე გამრეკელი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 4 2021, 05:06 PM

"ბავშვს, რაგინდ პატარა იყოს, ლოცვა უკვე შეუძლია, ისინი ხომ მშობლებს რაღაცას სთხოვენ ხოლმე. მაშ, რატომ არ უნდა შეევედრონ ზეციურ მამას? ამიტომაც ასწავლეთ შვილებს ლოცვა სიყრმიდანვე, რომ ლოცვა მოთხოვნილებად ექცეთ. ასწავლეთ, რომ ცხოველივით არ ეცნენ საზრდელს, რომ იცოდნენ, ვისაც ღვთის სიკეთეთა მიღება სურს, უნდა სთხოვოს და მადლობდეს ამისთვის უფალს".

/ეპისკოპოსი ირინეოსი/

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Sep 20 2021, 10:27 PM

"როზგის გვერდით ვაშლი უნდა იდოს", - თქვა ბავშვის ბუნების ერთმა მცოდნემ".

პოსტის ავტორი: marine თარიღი: Oct 21 2021, 05:32 PM

" - ბავშვობა არის...

- "დაობლებული მგლის ლეკვი,/ დაობლებულ ნუკრს ეთამაშებს,/ ისეთი სუფთაა ბავშვობა"

/პოეტი ალექსანდრე მიშელაშვილი/

უზრუნველყოფა Invision Power Board (http://www.invisionboard.com)
© Invision Power Services (http://www.invisionpower.com)