IPB

სტუმარს სალამი ( შესვლა | დარეგისტრირება )

საეკლესიო ბიბლიოთეკა

 
Reply to this topicStart new topic
> სინანულის არქონა, როგორ შეგვიძლია გავაღვიძოთ სინანულის გრძნობა
orthodoxy55
პოსტი Nov 1 2013, 06:52 PM
პოსტი #1


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-October 13
წევრი № 13,365



მოკლედ ”დაუსვით კითხვა მოძღვარს” განყოფილებაში დავსვი ეს შეკითხვა და არ მიპასუხეს და რაც დავწერე დავაკოპირებ იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე:

მოგესალმებით, ეს ესაა რაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ავიყვანე მამაო, ასევე ვაპირებ აღსარების ჩაბარებას მაგრამ ერთი პრობლემაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არ მაქვს სინანულის გრძნობა არ მაწუხებს პრაქტიკულად ცოდვები ”გული” კი თითქოს გაყინულია, ვერ გრძნობს ვერაფერს ვერც სიყვარულს და ვერც სინანულს, თუმცა მქონია მომენტები როცა ცოდვებს შევუწუხებივარ სინანული მქონია და ახლო ადამიანების სიყვარულიც მიგვრძვნია და მათზე პასუხისმგებლობა მაგრამ ამჟამად ზოგადად გული გაქვავებულია და ფიქრობს მხოლოდ გონება, ეკლესიაში მისვლის მიზეზიც არაა გულიდან ამომავალი არამედ რაციონალიზმი და ეგოიზმი , რა მოვუხერხო გაყინულ გულს და როგორ მივაღწიო სინანულის მდგომარეობას იმისათვის რომ ჩავაბარო აღსარება?
გთხოვთ მირჩიოთ რაიმე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
qetevano
პოსტი Nov 1 2013, 07:00 PM
პოსტი #2


ბრრრრრ
***

ჯგუფი: co-Moderators
პოსტები: 3,683
რეგისტრ.: 27-September 12
მდებარ.: ევრივეა
წევრი № 12,646



orthodoxy55
აღარ მახსოვს ვიღაცამ დაგიწერა და სრულიად დავეთანხმე, რომ აქ რასაც წერ სწორედ ეგაა შენი აღსარება ეგ უთხარი მოძღვარსო.

მეც ჩემის მხრივ დავამატებ რომ აღსარების ჩაბარება ის კი არაა რაც წიგნში წერია ადგე და ცამოთვალო. გულწრფელად დაელაპარაკე მოძღვარს, უთხარი რაც აქ დაწერე და მერე თავისთავად წავა ყველაფერი...


--------------------
ბეტმენი ხელს არ აწერს!
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodoxy55
პოსტი Nov 1 2013, 07:06 PM
პოსტი #3


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-October 13
წევრი № 13,365



qetevano

გასაგებია მაგრამ აღსარება რომ ჩავაბარო ამისთვის აუცილებელი პირობაა რომ მქონდეს სინანული რადგან როგორც ვიცი სინანულის გარეშე ჩაბარებას აზრი არ აქვს, მე კი არ მაქვს სინანული, არ ვნანობ იმ ცოდვებს რაც ჩავიდინე მე კი სწორედ სინანულის გაღვიძება მჭირდება რაც არა მაქვს, მოძღვარს კი ამ დღეებში დაველაპარაკები ამის თაობაზე მანამდე კი ფორუმელების აზრი მაინტერესებდა
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
shako1993
პოსტი Nov 1 2013, 11:19 PM
პოსტი #4


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 35
რეგისტრ.: 24-October 13
წევრი № 13,397



სიმართლე გითხრათ მეც მაგ დღეში ვარ,სინდისი არაფერზე არ მაწუხებ,ადრ მაწუხებდა და ეხკა სულ არ მაწუხებს,ეს არ არის ნორნალური მაგრამ რა ვქნა ასე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 2 2013, 04:42 AM
პოსტი #5


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(orthodoxy55 @ Nov 1 2013, 07:06 PM) *

გასაგებია მაგრამ აღსარება რომ ჩავაბარო ამისთვის აუცილებელი პირობაა რომ მქონდეს სინანული რადგან როგორც ვიცი სინანულის გარეშე ჩაბარებას აზრი არ აქვს, მე კი არ მაქვს სინანული, არ ვნანობ იმ ცოდვებს რაც ჩავიდინე მე კი სწორედ სინანულის გაღვიძება მჭირდება რაც არა მაქვს, მოძღვარს კი ამ დღეებში დაველაპარაკები ამის თაობაზე


რადგან გაინტერესებს ფორუმელთა აზრი, დაგიწერ ჩემსას. არის სტანდარტული გზა: დაიკიდო რომ სინანული არ გაქვს, თავი იმით გაიმართლო რომ ადამიანები ვართ და სუსტები ვართ ხოდა ეს სინანულის არქონაც აღსარებაში დაამატო. ეს არცისე ჭკვიანური ტრიუკია რომელსაც მეც ვიყენებდი და ახლაც იყენებს უმრავლესობა.
შეგიძლია ეს გამოიყენო, ამით მოიხსება ის პრობლემა, რომ სინანულის არქონის გამო აღსარებას აზრი არ აქვს, მიხვალ მოძღვართან და გახდები 207–ე სულიერი შვილი და მისი დროის 207–ედედს მიიღებ, რაც დაახლოებით კვირაში ან თვეში რამოდენიმე წუთია და ამ წუთებსაც ვერ გამოიყენებ. გახდები სტანდარტული ცუდი მართლმადიდებელი, ვითომ რაღაცები შეიცვლება თავიდან, სინდისი ვითომ დაგქენჯნის რაღაც სისულელეებზე, საბოლოოდ კი ან ისევ მიანებებ ეკლესიაში სიარულს თაავს (დიდად მოსალოდნელია) ან დარჩები და ცუდად შეასრულებ იმ წესებს რომელთა აზრიც არ გესმის.

სანამ მეორე გზას აღვწერდე, მანამდე დავწერ ჩემ აზრს თუ რატომ არ გაწუხებს სინდისი. ამის შემდეგ შეიძლება არც დამჭირდეს ამ გზის შესახებ რამის დაწერა...

სინდისი ძირითადად აწუხებთ იმიტომ რომ რაღაც "ცოდვაა"!!! არ შეიძლება! ეს სინდისი არაა, ეს რაღაც მასხრობაა სინამდვილეში... ნამდვილი სინდისი ყოველთვის ცვლის პატარა რაღაცას მაინც უკეთესობისკენ. ის სინდისის პროვოკაცია კი არაფერს ცვლის ადამიანის შეგნებაში, არადა თუკი აზროვნება და შეხედულებები არ შეგეცვალა, უბრალოდ რაიმე ცუდი ქმედების დაბლოკვა უაზრობაა(რატომაა უაზრობა თუ გაინტერესებს მაგასაც დავწერ)

ანუ მთავარი აზრი ისაა რომ გაიგო რატომაა კონკრეტული ქმედება ცუდი. ოღონდ ბოლომდე უნდა გაიგო და არა ზედაპირულად და არა იმიტომ რომ ის აღსარების წიგნში ან თუნდაც ბიბლიაში წერია. ასე პირდაპირ გაუაზრებლად რაღაცების მიღება და დაჯერება ცუდ შედეგებამდე მიიყვანს ნებისმიერ ადამიანს.

კიდევ 1 რამ, ადამიანი როდესაც სკოლაში მიდის ის 6 წლის მაინც უნდა იყოს. 2 წლის ბავშვის სკოლაში მიყვანა დიდი უაზრობა იქნება. კატასტროფა... დღეს კაცი რომ ეკლესიაში მისვლას დააპირებს და ამას თავის მეგობარს ან ვინმეს აცნობებს მაშინვე გამოუძებნიან მოძღვარს და შეაგდებენ დაბნეულს ეკლესიის ეზოში. ჩემი რჩევაა რომ თუკი გადაწყვეტილი გაქვს გახდე მართლმადიდებელი, ჯერ არ მიხვიდე მოძღვართან, უბრალოდ იფიქრე რაღაცებზე, რატომაა რაღაც ცუდი, რა შავდება და რა ფუჭდება იმ ცუდი საქციელით შენში. სხვაში რა ფუჭდება ეს კიდე სხვა საქმეა, შენში რა იცვლება ცუდის კეთების მერე, ეს უფრო მნიშვნელოვანია. იფიქრე ამაზე და როდესაც რაღაცებს მიხვდები ცოტა ღრმად, როდესაც ნათლად დაინახავ რატომაა ის ცუდი, აი მაშინ ინანებ შენს საქციელს. აი მაშინ და არა კანონების კითხვის შემდეგ...

კიდევ 1 რამ, არ გეგონოს რომ ეკლესიაში მისვლის შემდეგ ბევრი რამე კარგისკენ შეიცვლება, მოკლედ დიდ იმედებს ნუ დაამყარებ, კარგად რომ დაინახო რისი თქმა მინდა მაგალითს მოგიყვან.

უნივერსიტეტში რომ მივედი წარმოუდგენელი შემართება მქონდა, მეგონა აი ახლა იწყება მეთქი რაც იწყება, მასწავლიან, დამელაპარაკებიან, ყურადღებას მომაქცევენ... ზუსტად ასევე ვიყავი როცა ეკლესიაში მივედი, კაცმა რომ თქვას 15 წელიმისული ვიყავი მაგრამ ჩემი ნებით, გააზრებულად მაშინ მივედი, 6 თვე ვემზადებოდი... ნუ მოკელედ უნივერსიტეტის და ეკლესიის შემთხვევაში ერთნაირი იმედგაცრუება ვიგემე happy.gif ხოდა საბოლოოდ იმ აზრამდე მივედი რომ შენს თავზე შენ უნდა იზრუნო, თვითონ უნდა ისწავლო და არ დაემყარო არც უნივერსიტეტს, არც ლექტორს და არც მოძღვარს. ეს ესეა, ამ სამყაროში იმიტომ ვართ რომ ჩვენი თავი გავტესტოთ, ასე რომ ვერავინ დაგვეხმარება... არავინ დაგვეხმარება მაშინ როდესაც დახმარებას ველით. ერთადერთი ვინც შეიძლება დაგეხმაროს ეს ღმერთია, ეგაც მაშინ როდესაც აუცილებელია და არა მაშინ როცა შენ გინდა.

არეულად ვწერე, ძაან ბევრი გადახვევებით, ამიტომ 2 წინადადებაში ჩამოგიყალიბებ დასკვნის სახით ჩემს რჩევას:

1. ნუ იჩქარებ ეკლესიაში მისვლას, ცოტა შენითაც დაფიქრდი და ეცადე რამე გაიგო...
2. ნუ გექნება გაზვიადებული იმედი ეკლესიის და როცა მიხვალ მოძღვართან და რამე ისეთს გეტყვის რაც არ გესმის, აუცილებლად დაუსვი კითხვა თუ რატომაა მასე. თუ მოძღვართან გახსნილი არ იქნები წინასწარ იცოდე რომ მაქსიმუმ 1 წელიწადში ეკლესიაში აღარ მიხვალ.

ციტატა(shako1993 @ Nov 1 2013, 11:19 PM) *

სიმართლე გითხრათ მეც მაგ დღეში ვარ,სინდისი არაფერზე არ მაწუხებ, ადრ მაწუხებდა და ეხკა სულ არ მაწუხებს,ეს არ არის ნორნალური მაგრამ რა ვქნა ასე


მე როდესაც მასე ვიყავი ძალიან სერიოზული პრობლემები მქონდა და მაგის ბრალი იყო... ისე არაა აუცილებელი სულ გტანჯავდეს სინდისი და სასოწარკვეთის ზღვარზე იყო biggrin.gif იქნებ არც არაფერს აკეთებ ისეთს... არაა აუცილებელი სინდისი გქენჯნიდეს იმიტომ რომ სინდისი არ გაწუხებს ki.gif


ეჰეეე რა არის ეს, ამას ვინ წაიკითხავს fiqri.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodoxy55
პოსტი Nov 2 2013, 07:00 PM
პოსტი #6


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-October 13
წევრი № 13,365



MIRDAT მადლობ რჩევისთვის, გავითვალისწინებ შენს აზრსაც, ისე კი მე ვისაც ვიცნობ და ეკლესიაში აღსარებას აბარებს რომ ვკითხე არცერთს არ ქენჯნის სინდისი ყველას კიდია biggrin.gif ვეცდები რამენაირად მივიდე სინანულის მდგომარეობამდე თუ არადა ისე ჩავაბარებbiggrin.gif

პ.ს. ისე სიმართლე რომ გითხრა ბევრი რამ არის გაურკვეველი მართლმადიდებლობაში ჩემთვის, დოგმები ესა თუ ის ფორმალურობა და სხვა , რაიმე ლიტერატურას ხომ ვერ მირჩევ?
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Nov 2 2013, 07:02 PM
პოსტი #7


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



QUOTE
MIRDAT მადლობ რჩევისთვის, გავითვალისწინებ შენს აზრსაც, ისე კი მე ვისაც ვიცნობ და ეკლესიაში აღსარებას აბარებს რომ ვკითხე არცერთს არ ქენჯნის სინდისი ყველას კიდია biggrin.gif ვეცდები რამენაირად მივიდე სინანულის მდგომარეობამდე თუ არადა ისე ჩავაბარებbiggrin.gif

ნეტა რომელი ჯობია???
ის ვისაც სინანული აქვს და და არ აბარებს აღსარებას
თუ
ის ვინც აბარებს აღსარებას და სინანული არ გააჩნია
smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 2 2013, 07:34 PM
პოსტი #8


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(vaxushti13 @ Nov 2 2013, 07:02 PM) *

ნეტა რომელი ჯობია???
ის ვისაც სინანული აქვს და და არ აბარებს აღსარებას
თუ
ის ვინც აბარებს აღსარებას და სინანული არ გააჩნია
smile.gif


მე პირველი მირჩევნია...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
vaxushti13
პოსტი Nov 2 2013, 08:07 PM
პოსტი #9


ვცდილობ რომ ვიყო მართმადიდებელი ქრისტიანი
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 443
რეგისტრ.: 20-November 12
წევრი № 12,755



QUOTE
მე პირველი მირჩევნია...

მადლობა biggrin.gif
მარა აღსარებას დიდი ძალა აქვს... მეორე უფრო სასურველია smile.gif
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 2 2013, 08:12 PM
პოსტი #10


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(vaxushti13 @ Nov 2 2013, 08:07 PM) *

მარა აღსარებას დიდი ძალა აქვს... მეორე უფრო სასურველია smile.gif

შენი თვალთახედვით ალბათ მასეა, აი მე თუ მკითხავ ცარიელ აღსარებას სინანული სჯობს. სინანული თ გაქვს ესეიგი კარგად ხვდები შენი საქციელის არსს და არ გინდა ასე მოქცევა, ასე რომ დიდი შანსია შენს თავს შეეწინააღმდეგო და რამე შეცვალო. ცარიელი აღსარების შემდეგ რას აკეთებ? იცვლება რამე? აა ხო, ცოდვები მოგეტევება... მერე წახვალ, ისევ იგივეს გააკეთებ და აღსარებაშიც თავიდან იტყვი... ასე იტრიალებ წრეზე იმ იმედით რომ ღმერთი მოწყალეა ადამიანი კი სუსტია და უძლური...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
sopo...
პოსტი Nov 3 2013, 01:52 PM
პოსტი #11


Member
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 808
რეგისტრ.: 21-August 08
წევრი № 5,502



ციტატა(orthodoxy55 @ Nov 1 2013, 06:52 PM) *

მოკლედ ”დაუსვით კითხვა მოძღვარს” განყოფილებაში დავსვი ეს შეკითხვა და არ მიპასუხეს და რაც დავწერე დავაკოპირებ იქნებ თქვენ მირჩიოთ რამე:

მოგესალმებით, ეს ესაა რაც დავიწყე ეკლესიური ცხოვრება და ავიყვანე მამაო, ასევე ვაპირებ აღსარების ჩაბარებას მაგრამ ერთი პრობლემაა, პრობლემა იმაში მდგომარეობს რომ არ მაქვს სინანულის გრძნობა არ მაწუხებს პრაქტიკულად ცოდვები ”გული” კი თითქოს გაყინულია, ვერ გრძნობს ვერაფერს ვერც სიყვარულს და ვერც სინანულს, თუმცა მქონია მომენტები როცა ცოდვებს შევუწუხებივარ სინანული მქონია და ახლო ადამიანების სიყვარულიც მიგვრძვნია და მათზე პასუხისმგებლობა მაგრამ ამჟამად ზოგადად გული გაქვავებულია და ფიქრობს მხოლოდ გონება, ეკლესიაში მისვლის მიზეზიც არაა გულიდან ამომავალი არამედ რაციონალიზმი და ეგოიზმი , რა მოვუხერხო გაყინულ გულს და როგორ მივაღწიო სინანულის მდგომარეობას იმისათვის რომ ჩავაბარო აღსარება?
გთხოვთ მირჩიოთ რაიმე

სინანულის არმქონა უფრო ზოგადი მდგომარეობაა ვფიქრობ ვიდრე პრობლემა, ანუ არაბუნებრივ მდგომარეობად ვერ ჩაითვლება, რადგან სინანულს ძირათადად თავზე მუშაობა , ღვთის შემწეობა სჭირდება,.. ამის გამო რათქმაუნდა უარი არ უნდა ვთქვათ აღსარებაზე, ..
ანუ სინანულის ლოცვებში- ციტირებით არვიცი, მაგრამ ძირათადად შინაარსია ღვთის შემწეობის თხოვნა სინანულის გასაღვიძებლად, გულის გასალბობად, ცრემლის მოსაგვრელად, ანუ შეიძლება ადამიანი ცივი გონებით იწყებს ქრისტიანობას მცდელობას, და სინანული, თუ სხვა სათნოებები ღვთის შეწევნით მოდის, გული თბება და სულიერი სამყაროც ცოცხლდება.. საერთოდ ვფიქრობ ეს უფრო მეტი ღვაწლია, ვიდრე როცა გულის სინანულით, სიყვარულით იწვის
ამის გარდა საკუთარ თავზე მუშაობა შეიძლება, კითხვით, ფიქრით, ჩაღრმავებით.. ანუ თუ გავიაზრებთ ცოდვის შინაარსს როგორ ხორცმეტია , აწუხებს სულს, ეს მონობა ცოდვაზე სულს სუნთქვას უშლის, ა.შ. ქრისტესთვის როგორ შემაწუხებელია, ტკივილის მომნიჭებელი ადამიანის ცოდვის ნახვა.. ცოდვის გამო მისი ღალატი..
არმაქვს საინტერესო ლინკები, რაღაცეების მოძიება შეიძლება , წიგნების სინანულზე აშ http://www.orthodoxy.ge/mamebi/sinanuli.htm
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
orthodoxy55
პოსტი Nov 4 2013, 12:31 AM
პოსტი #12


Newbie
*

ჯგუფი: Members
პოსტები: 12
რეგისტრ.: 3-October 13
წევრი № 13,365



ციტატა(sopo... @ Nov 3 2013, 01:52 PM) *

სინანულის არმქონა უფრო ზოგადი მდგომარეობაა ვფიქრობ ვიდრე პრობლემა, ანუ არაბუნებრივ მდგომარეობად ვერ ჩაითვლება, რადგან სინანულს ძირათადად თავზე მუშაობა , ღვთის შემწეობა სჭირდება,.. ამის გამო რათქმაუნდა უარი არ უნდა ვთქვათ აღსარებაზე, ..
ანუ სინანულის ლოცვებში- ციტირებით არვიცი, მაგრამ ძირათადად შინაარსია ღვთის შემწეობის თხოვნა სინანულის გასაღვიძებლად, გულის გასალბობად, ცრემლის მოსაგვრელად, ანუ შეიძლება ადამიანი ცივი გონებით იწყებს ქრისტიანობას მცდელობას, და სინანული, თუ სხვა სათნოებები ღვთის შეწევნით მოდის, გული თბება და სულიერი სამყაროც ცოცხლდება.. საერთოდ ვფიქრობ ეს უფრო მეტი ღვაწლია, ვიდრე როცა გულის სინანულით, სიყვარულით იწვის
ამის გარდა საკუთარ თავზე მუშაობა შეიძლება, კითხვით, ფიქრით, ჩაღრმავებით.. ანუ თუ გავიაზრებთ ცოდვის შინაარსს როგორ ხორცმეტია , აწუხებს სულს, ეს მონობა ცოდვაზე სულს სუნთქვას უშლის, ა.შ. ქრისტესთვის როგორ შემაწუხებელია, ტკივილის მომნიჭებელი ადამიანის ცოდვის ნახვა.. ცოდვის გამო მისი ღალატი..
არმაქვს საინტერესო ლინკები, რაღაცეების მოძიება შეიძლება , წიგნების სინანულზე აშ http://www.orthodoxy.ge/mamebi/sinanuli.htm


მადლობ გამოხმაურებისთვის.

ვფიქრობ ცოდვებზე და ვუღრმავდები ვცდილობ მაქსიმალურად გავიაზრო რაც ჩავიდინე რომ გამეღვიძოს სინანულის გრძნობა, ეს დღეები მომენტებში გამიჩნდა სინანულის გრძნობა მაგრამ მალევე გაქრა, წამებში,
ერთადერთი სხვა რასაც ვაკეთებ ლოცვებს ვკითხულობ შეძლებისდაგვარად, სინანულის ლოცვები სად ვნახო სახელები მაინტერესებს, უნდა მეკითხა ამ დღეებში მოძღვრისთვის მაგრამ ვერ მოვახერხე
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post
MIRDAT
პოსტი Nov 4 2013, 03:10 AM
პოსტი #13


MIRDAT
**

ჯგუფი: Members
პოსტები: 542
რეგისტრ.: 13-October 11
მდებარ.: შუახმელეთი
წევრი № 11,666



ციტატა(orthodoxy55 @ Nov 4 2013, 12:31 AM) *


ვფიქრობ ცოდვებზე და ვუღრმავდები ვცდილობ მაქსიმალურად გავიაზრო რაც ჩავიდინე რომ გამეღვიძოს სინანულის გრძნობა, ეს დღეები მომენტებში გამიჩნდა სინანულის გრძნობა მაგრამ მალევე გაქრა, წამებში,



ეგ არაფერი არაა. საერთოდ არც კი ელოდო რომ სინანული გაგიჩნდება ასე მალე... თუნდაც წამებით. მასეთ ზებუნებრივ რაღაცებზე ფიქრს საერთოდ შეეშვი. სინანული წლების განმავლობაში მოდის. ნუ თვეები მაინც სჭირდება ცოტა რამეს რომ მიხვდე... ნუ ინაღვლებ იმაზე რომ ვაიმე სინანული არ მაქვს და რაღაც უკიდურესობაში ნუ გადავარდები, ეცადე უბრალოდ შენ შენი და მიყევი ამ საქმეს, გამოჩნდება ნელ–ნელა ყველაფერი...
User is offlineProfile CardPM
Go to the top of the page
+Quote Post

Reply to this topicStart new topic
ამ თემას კითხულობს 1 მომხმარებელი (მათ შორის 1 სტუმარი და 0 დამალული წევრი)
0 წევრი:

 



მსუბუქი ვერსია ახლა არის: 15th May 2024 - 02:01 PM

მართლმადიდებლური არხი: ივერიონი

ფორუმის ელექტრონული ფოსტა: იმეილი